ბ) არაგანმასხვავებელუნარიანია შესაბამისი საქონლის მიმართ;
გ) აღწერილობითია იმ საქონლის მიმართ, რომლისთვისაც მოითხოვება მისი რეგისტრაცია, არის საქონლის მხოლოდ სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის ან დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლის აღმნიშვნელი ან/და მიჩნეულია ასეთად;
დ) საყოველთაოდ გამოიყენება, როგორც გარკვეული სახის საქონლის გვარეობითი ცნება, ან არის სამოქალაქო ბრუნვაში იმ საქონლის დამახასიათებელი, საყოველთაოდ დამკვიდრებული ტერმინი ან სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომლისთვისაც მოითხოვება მისი რეგისტრაცია;
ე) ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან მორალის აღიარებულ პრინციპებს;
ვ) შესაძლებელს ხდის, მომხმარებელს საქონლის ხარისხის, თვისების, გეოგრაფიული წარმოშობის ან/და საქონლის სხვა მახასიათებლის შესახებ მცდარი წარმოდგენა შეექმნას;
ზ) მთლიანად ან რომელიმე ნაწილით ემთხვევა ისეთ სიმბოლოს, რომელიც პარიზის კონვენციის 6ter მუხლის საფუძველზე რეგისტრაციას არ ექვემდებარება, და არ არსებობს შესაბამისი კომპეტენტური უწყების ნებართვა მის გამოყენებაზე, ან მთლიანად ან რომელიმე ნაწილით ემთხვევა საქართველოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის არსებულ/ისტორიულ დასახელებას და არ არსებობს საქართველოს კულტურის სამინისტროს თანხმობა მის გამოყენებაზე;
თ) მთლიანად ან რომელიმე ნაწილით ემთხვევა გერბს, ემბლემას, სახელწოდებას ან ორგანიზაციის ნიშანს, რომელიც პარიზის კონვენციის 6ter მუხლის შესაბამისად დაცული არ არის, მაგრამ საქართველოში აღნიშნული ნიშნის დაცვის მიმართ საჯარო ინტერესი არსებობს და არ არსებობს ამ ნიშნის მფლობელის ან/და სხვა კომპეტენტური უწყების თანხმობა მის გამოყენებაზე;
ი) შეიცავს ან რომელიმე ნაწილით ემთხვევა მცენარის ახალი ჯიშის დასახელებას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ან საერთაშორისო კანონმდებლობის საფუძველზე დაცულია საქართველოში, და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოითხოვება მცენარის იმავე ან მსგავსი ჯიშისთვის;
კ) აღნიშნავს მხოლოდ საქონლის ფორმას ან სხვა მახასიათებელს, რომელიც:
კ.ა) განპირობებულია საქონლის თვისებებით;
კ.ბ) აუცილებელია ტექნიკური შედეგის მისაღწევად;
კ.გ) საქონელს არსებით ღირებულებას სძენს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები არ გამოიყენება, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ეს სასაქონლო ნიშანი სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენების შედეგად განაცხადში მითითებული საქონლის მიმართ განმასხვავებელ სიმბოლოდ დამკვიდრდა.
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4556 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1636 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3054 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №387 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3874 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №108 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.12.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 7-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(33)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-1315-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2026
სააპელაციო სასამართლომ შეგებებული სარჩელის ნაწილში განმარტა, რომ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, სასაქონლო ნიშნად არ დარეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა საქართველოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის არსებულ ან ისტორიულ დასახელებას.
საქმე №ბს-680(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2024
…ეთქვა რეგისტრაციაზე, საქონლისა და მომსახურების განცხადებული ჩამონათვალის მიმართ. დადგენილია, რომ შპს,,კ...მ“ სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტში“ წარადგინა N164-3/18 სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის,,გ“,,,დ“,,,ვ“,,,თ“ ქვეპუნქტებისა და მე-5 მუხლის,,გ“ და,,ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, „სასაქონლო ნიშნის…
საქმე №ას-787-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2022
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი და არსებული პრაქტიკა; 14.9. კასატორის მიერ გამოყენებული შეფუთვებისა და აპელანტის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის…
საქმე №ას-37-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2022
სპეციალური კანონის მე-5 მუხლის „ი“ პუნქტით, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ შეიცავს საქართველოს ისტორიული ძეგლის დასახელებას ან გამოსახულებას-საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს თანხმობის გარეშე, ხოლო, ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა საქართველოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის არსებულ ან ისტორიულ დასახელებას.
საქმე №ას-329-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2022
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული გარემოებები, ხოლო დავის მოსაწესრიგებლად იხელმძღვანელა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის „გ“, „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით და 28.1.
საქმე №ას-1330-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2020
საქმე №ას-183-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2020
მუხლი 11— მიწოდების რეჟიმები: (1) ტრანსსასაზღვრო მიწოდება (2) საზღვარგარეთ მოხმარება (3) კომერციული წარმომადგენლობა (4) ფიზიკური პირების წარმომადგენლობა
სექტორი ან ქვესექტორი
ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებული შეზღუდვები
ეროვნულ რეჟიმთან დაკავშირებული შეზღუდვები
დამატებითი ვალდებულებები
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“, მუხლი 4. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/11482/muxli-4/