გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.07.2018
საქმის ნომერი
180310016001638906
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
24.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/285-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01.08.2018 ქ. მცხეთა

შესავალი ნაწილი

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი ნინო ჯანხოთელი

მოსარჩელე ;ჰერბალაიფ ინტერნატიოანალ ინკ..

წარმომადგენელი ე------------------

მოპასუხე სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი საქპატენტი

წარმომადგენელი თ------------------

მესამე პირი ;ეგის გიოგისზერრგიარ ზრტ(EGIS Gyogyszerguar Zrt) წარმომადგენელი (არ გამოცხადდა)

დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქპატენტის სასაქონლოს ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპერტამენტის უფროსის 2016 წლის 13 ივნისის #1270/03 და სააპელაციოს პალატის თავჯდომარის 2016 წლის 03 ნოემბრის #231 ბრძანებები და სააპელაციო პალატის 2016 წლის 03 ნოემბრის #103-03/16 გადაწყვეტილება.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქპატენტის სასაქონლოს ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპერტამენტის უფროსის 2016 წლის 25 მაისის #1106/03 და სააპელაციოს პალატის თავჯდომარის 2016 წლის 03 ნოემბრის #232 ბრძანებები და სააპელაციო პალატის 2016 წლის 03 ნოემბრის #104-03/16 გადაწყვეტილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. (იხ. შესაგებელი)

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირი ;ეგის გიოგისზერრგიარ ზრტ(EGIS Gyogyszerguar Zrt) რომელიც სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ სარჩელი განიხილა გამოუცხადებელი მხარის დასწრების გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე. (იხ. 2018 წლის 10 ივლისის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

4. ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. მოსარჩელემ ;ჰერბალაიფ ინტერნატიოანალ ინკ.-მა წარადგინა განცხადება ;სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში საქპატენტში მისი კუთვნილის სასაქონლო ნიშნების ;----------- სტილიზებული (--------------3) საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-5 კლასის საქონლისათვის. საქპატენტის სასაქონლოს ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპერტამენტის უფროსის 2016 წლის 13 ივნისის #1270/03 ბრძანებაზე თანდართული ესქპერტიზის დაკვნის თანახმად განცხადებულ სასაქონლო ნიშანს ეთქვა უარი რეგისტრაციაზე მე-5 კლასის ჩამონათვალის მიმართ იმ მოტივით, რომ განცხადებული სასაქონლო ნიშანი მსგავსია კომპანია ;ეგის გიოგისზერრგიარ ზრტ; სახელზე მე-5 კლასის მსგავი საქონლისათვის საქართველოში გავრცელებული სასაქონლოს ნიშნისა :-----------აერთაშორისო რეგისტრაციის ნომრით 1---------------არიღი 20.09.2013 მსგავსი საქონლისათვის მე-5 კლასიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. #1270/03 ბრძანება, არსობრივი ექპერტიზის დასკვნა

 

4.2. მოსარჩელემ ;ჰერბალაიფ ინტერნატიოანალ ინკ.-მა წარადგინა განცხადება ;სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში საქპატენტში მისი კუთვნილის სასაქონლო ნიშნების ;----------- სტილიზებული (--------------3) საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-5 კლასის საქონლისათვის. საქპატენტის სასაქონლოს ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპერტამენტის უფროსის 2016 წლის 25 მაისის #1106/03 ბრძანებაზე თანდართული ესქპერტიზის დაკვნის თანახმად განცხადებულ სასაქონლო ნიშანს ეთქვა უარი რეგისტრაციაზე მე-5 კლასის ჩამონათვალის მიმართ იმ მოტივით, რომ განცხადებული სასაქონლო ნიშანი მსგავსია კომპანია ;ეგის გიოგისზერრგიარ ზრტ სახელზე მე-5 კლასის მსგავი საქონლისათვის საქართველოში გავრცელებული სასაქონლოს ნიშნისა :-----------აერთაშორისო რეგისტრაციის ნომრით 1---------------არიღი 20.09.2013 მსგავსი საქონლისათვის მე-5 კლასიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. #1106/03 ბრძანება, არსობრივი ექპერტიზის დასკვნა

 

4.3. მოსარჩელემ ;ჰერბალაიფ ინტერნატიოანალ ინკ.-მა საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატას მიმართა სააპელაციო საჩივრით #ა241 და მოითხოვა 2016 წლის 13 ივნისის 1270/03 ბრძანების ბათილად ცნობა. საქპატენტთან არსებულმა სააპელაციო პალატის თავჯდომარის 2016 წლის 03 ნოემბრის #231 ბრძანებით დამტკიცდა 2016 წლის 03 ნოემბრის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება #103-03/16, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა საქპატენტის სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 13 ივნისი #1270/03 ბრძანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

იხ.2016 წლის 13 ივნისის 1270/03 ბრძანება და 2016 წლის 03 ნოემბრის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება #103-03/16.

 

4.4. მოსარჩელემ ;ჰერბალაიფ ინტერნატიოანალ ინკ.-მა საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატას მიმართა სააპელაციო საჩივრით #ა242 და მოითხოვა 2016 წლის 25 მაისის 1106/03 ბრძანების ბათილად ცნობა. საქპატენტთან არსებულმა სააპელაციო პალატის თავჯდომარის 2016 წლის 03 ნოემბრის #232 ბრძანებით დამტკიცდა 2016 წლის 03 ნოემბრის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება #104-03/16, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა საქპატენტის სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 25 მაისის #1106/03 ბრძანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

იხ. 2016 წლის 25 მაისის #1106/03 ბრძანება და 2016 წლის 03 ნოემბრის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება #104-03/16.

 

4.5. „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 13 ივნისის N1270/3 და 2016 წლის 25 მაისი #1106/3 ბრძანებებზე თანდართული ექსპერტიზის #84752/3 და 84210/3 დასკვნების თანახმად, სარეგისტრაციოდ წარდგენილი სტილიზებული სიტყვიერი ნიშანი B------------ეგისტარცია არ ექვემდებარება ვინაიდან იგი მსგავისა მადრიდის შეთანხმების ოქმით და საქართველოში გავრცელებული კომპანისის ;ეგის გიოგისზერრგიარ ზრტ(EGIS Gyogyszerguar Zrt) კუთვნილი სასაქანლო ნიშნისა BETAHART; საერთაშორისო რეგისტრაციის ნომრით 1---------------არიღი 20.09.2013 მე-5 კლასის საქონლის მსაგვსი ჩამონათვალისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის დასკვნები #---------------------

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანება ;სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ; ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით რეგლამენტირებულია ამ კანონის მიზანი, კერძოდ, მითითებული მუხლი ადგენს, რომ ეს კანონი აწესრიგებს სასაქონლო, მომსახურებისა და კოლექტიური ნიშნების რეგისტრაციასა და დაცვასთან, აგრეთვე მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც: ა) არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს; გ) არაგანმასხვავებელუნარიანია შესაბამისი საქონლის მიმართ; ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-5 მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი _ იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. ხოლო ამავე მუხლის ;ზ; ქვეპუნტის თანახმად მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე ისეთი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია, რომელსაც საქართველოში აქვს კარგი რეპუტაცია და ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა;

 

,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის I–V თავებში გამოყენებული ტერმინის „რეგისტრაცია“ ნაცვლად საერთაშორისო სასაქონლო ნიშნებთან მიმართებაში გამოიყენება ტერმინი „დაცვა“

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანება ;სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ; ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ინტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად დადგენილია შემდეგი; არსობრივი ექსპერტიზის ეტაპზე ექსპერტი ამოწმებს, არსებობს თუ არა წარდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 და მე-5 მუხლებში მოცემული საფუძვლები. იმის დასადგენად არსებობს თუ არა რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით და მე-5 მუხლის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, წარდგენილი სიმბოლო უნდა შედარდეს პარიზის კონვენციის 6ter მუხლით დაცულ სიმბოლოებს, საქართველოში დაცულ გეოგრაფიულ აღნიშვნებს ან ადგილწარმოშობის დასახელებებს, საქართველოში დაცულ დიზაინს, ეროვნული ან საერთაშორისო რეგისტრაციით საქართველოში დაცულ სასაქონლო ნიშნებს და საქპატენტში სარეგისტრაციოდ წარდგენილ სიმბოლოებს. ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შედარების დროს, სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას. მოცემულ კონკრეტულ შემთხევაში სასაქონლო ნიშნების გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის დასკვნებით #--------------------- დადგენილია, რომ განცხადებული სასაქონლო ნიშანი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარდგენილ ნიშანას ;----------- უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. (იხ გადაწყვეტილების 4.5. პუნქტი)

 

7.2. სასამართლო განმარტავს შემდეგს ;სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი ,,მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა”. სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს N05 ბრძანებით დამტკიცებული „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას“.

 

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლის ან/და მომსახურებისაგან. სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით. ზემოაღნიშნული ნორმა ამომწურავად განსაზღვრავს იმ სიმბოლოთა ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება დარეგისტრიდეს სასაქონლო ნიშნად. შესაბამისად, დაცვისუნარიან სიმბოლოს წარმოადგენს იმ ელემენტთა ერთობლიობა, რომელიც აღნიშნულია ხსენებულ ჩამონათვალში. სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-4 მუხლი განსაზღვრავს, თუ რა არ შეიძლება დარეგისტრირდეს სასაქონლო ნიშნად. სასაქონლო ნიშნად სარეგისტრაციო სიმბოლო შესაძლებელია, შედგებოდეს დაცვისუნარიანი და დაუცველი ელემენტებისაგან. თუმცა, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები ვრცელდება ნიშნის დაცვისუნარიანი ელემენტების ერთობლიობაზე და სასაქონლო ნიშნის დაცვის ფარგლების განსაზღვრისას დაუცველი ელემენტები მხედველობაში არ მიიღება.

 

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ;გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმობლოთა ერთობლიობა თუ იგი მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა.

 

„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნებს შორის სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას.

 

სასაქონლო ნიშნების შედარებისას და საერთო შთაბეჭდილების შეფასებისას მხედველობაში მიიღება ნიშნების მხოლოდ დაცვისუნარიანი ელემენტები. შესაბამისად, ნიშნებს შორის მსგავსება შეიძლება დადგინდეს მხოლოდ დაცვისუნარიანი ელემენტების მსგავსების საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია ნიშნებს შორის მსგავსების დადგენისას, მკაფიოდ გაიმიჯნოს ნიშნის დაცვისუნარიანი და დაუცველი ელემენტები და მხოლოდ შემდეგ მოხდეს ნიშნების დაცვისუნარიანი ელემენტების შედარება. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ნიშანში შემავალი დაცვისუინარიანი ელემენტების შედარებისას და საერთო შთაბეჭდილების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ნიშნებში არსებულ დაცვისუნარიან დომინანტ ელემენტებს. კერძოდ - ნიშნის იმ ნაწილებს, რომელიც თავისი შინაარსის, შესრულების ფორმის, განლაგების თუ სხვა ფაქტორების გამო, უფრო მეტად ამახსოვრდება მომხმარებელს და არსებითად განაპირობებს სასაქონლო ნიშნით გამოწვეულ საერთო შთაბეჭდილებას.

 

7.3. სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი „მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა“.

 

7.4. 1.1. სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში განცხადებული სასაქონლო ნიშანი BE------------------------------ა დაპირისპირებული სასაქონლო ნიშანი „BE---------------------------------------------) აღრევამდე მსგავსია ფონეტიკური და ვიზუალური თვალსაზრისით. განცხადებული სასაქონლო ნიშანი B---------------------------) შესრულებულია სტილიზებულად, ლათინური ასოებით. სასაქონლო ნიშანი შედგება ორი სიტყვიერი ელემენტისაგან. დაპირისპირებული სასაქონლო ნიშანი „BE---------------------------------------------) შესრულებულია სტანდარტული ლათინური ასომთავრული ასოებით და შედგება ერთი სიტყვიერი ელემენტისაგან.

 

ნიშნები მსგავსია ვიზუალური თვალსაზრისით, რადგან ნიშნებს შორის განსხვავებას მხოლოდ ერთი ასო „e“ წარმოადგენს. განცხადებულ სასაქონლო ნიშანში ერთი განსხვავებული ასოს არსებობა და მისი სტილიზებული ფორმით შესრულება ნიშნებს ვერ სძენს საკმარის განმასხვავებლობას. ნიშნები იდენტურია ფონეტიკური თვალსაზრისით, ვინაიდან დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები ქართველი მომხმარებლის მიერ გამოითქმის, როგორც „ბ----------“.

 

მსგავსია დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნების მე-5 კლასის საქონლის ჩამონათვალი. განცხადებული სასაქონლო ნიშანი განცხადებულია მე-5 კლასის შემდეგი ჩამონათვალის მიმართ: „საკვები დანამატები“, ხოლო დაპირისპირებული სასაქონლო ნიშანი დაცულია საქონლის შემდეგი ჩამონათვალის მიმართ: „Pharmaceutical preparations for human use“ (ფარმაცევტული პრეპარატები ადამიანებისთვის). საკვებ დანამატებს მიეკუთვნება ვიტამინები, პროტეინები და ასევე სხვა დანამატები, რომლებსაც იგივე რეალიზაციის ადგილი აქვს, რაც ფარმაცევტულ პრეპარატებს. ორივე სახის საქონელი მომხმარებლის მიერ ხელმისაწვდომია აფთიაქში. აღნიშნული ზრდის ნიშნებს შორის აღრევის და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას.

 

7.5. 1.2. სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში განცხადებული სასაქონლო ნიშანი „B---------------------------3) და დაპირისპირებული სასაქონლო ნიშანი „B-------------------1, რეგ. თარიღი 20.09.13) აღრევამდე მსგავსია ფონეტიკური და ვიზუალური თვალსაზრისით. განცხადებული სასაქონლო ნიშანი „B---------------------------3) შესრულებულია სტანდარტული ლათინური ასომთავრული ასოებით. სასაქონლო ნიშანი შედგება ორი სიტყვიერი ელემენტისაგან. დაპირისპირებული სასაქონლო ნიშანი „B-------------------1, რეგ. თარიღი 20.09.13) შესრულებულია სტანდარტული ლათინური ასომთავრული ასოებით და შედგება ერთი სიტყვიერი ელემენტისაგან. ნიშნები მსგავსია ვიზუალური თვალსაზრისით, რადგან ნიშნებს შორის განსხვავებას მხოლოდ ერთი ასო „e“ წარმოადგენს. განცხადებულ სასაქონლო ნიშანში ერთი განსხვავებული ასოს არსებობა ნიშნებს ვერ სძენს საკმარის განმასხვავებლობას.

 

ნიშნები იდენტურია ფონეტიკური თვალსაზრისით, ვინაიდან დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები ქართველი მომხმარებლის მიერ გამოითქმის, როგორც „ბ----------“.

მსგავსია დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნების მე-5 კლასის საქონლის ჩამონათვალი. განცხადებული სასაქონლო ნიშანი განცხადებულია მე-5 კლასის შემდეგი ჩამონათვალის მიმართ: „საკვები დანამატები“, ხოლო დაპირისპირებული სასაქონლო ნიშანი დაცულია საქონლის შემდეგი ჩამონათვალის მიმართ: „Pharmaceutical preparations for human use“ (ფარმაცევტული პრეპარატები ადამიანებისთვის). საკვებ დანამატებს მიეკუთვნება ვიტამინები, პროტეინები და ასევე სხვა დანამატები, რომლებსაც იგივე რეალიზაციის ადგილი აქვს, რაც ფარმაცევტულ პრეპარატებს. ორივე სახის საქონელი მომხმარებლის მიერ ხელმისაწვდომია აფთიაქში. აღნიშნული ზრდის ნიშნებს შორის აღრევის და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას.

 

7.6. სასამართლო განმარტავს, რომ ყოველ ცაკეულ შემთხევაში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან (განსახილველ შემთხვევაში დაცვასთან) დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ხდება ყველა კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით. ამასთან, მხედველობაში მიიღება ვიზუალური, ფონეტიკური, სემანტიკური და სხვა გარემოებები.

 

7.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სადაოდ ქცეული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეებზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი;

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12, მე-13 და 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა;

 

1. მოსარჩელის ;ჰერბალაიფ ინტერნატიოანალ ინკ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა სამხედროს ქ.№17) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე კობა გოცირიძე