გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/8966-14
330210014512086
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18.02.2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე
სხდომის მდივანი - ქეთევან ჭელიძე
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) - შპს ,,ჯე--------პ“
წარმომადგენლები - და------–------ე, გუ-–------------ე
მოპასუხე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) - შპს ,,მა--–-“
წარმომადგენლები - მა-----------ა, ნი----–----------ა
დავის საგანი (სარჩელში) – რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა
დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში) - სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. შპს ,,მა--–-“-ს აეკრძალოს შპს ,,ჯე--------პ“-ის სახელზე, საიდენტიფიკაციო ნომრით 7-------, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შპს ,,ჯე--------პ“ რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში. სსიპ ,,საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი“-ს 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანებისა და 2013 წლის 25 ნოემბერს, სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში აღნიშნული ბრძანების გამოქვეყნების საფუძველზე, შპს ,,ჯე--------პ“-ი წარმოადგენს საიდენტიფიკაციო ნომრით N7-------, სასაქონლო ნიშნის მფლობელს და ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე, რეგისტრაციით დაცული სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებაზე მითითებით, შეუძლია მოითხოვოს მესამე პირების მხრიდან მისი თანხმობის გარეშე იდენტური, ანდა მსგავსი სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა.
მოპასუხე მის მიერ წარმოებულ პროდუქციის შესაფუთ მასალაზე, ასევე ეტიკეტებზე, იყენებს შპს ,,ჯე--------პ“-ის სახელზე აღრიცხული სასაქონლო ნიშნის იდენტურ ნიშანს და ამგვარი სახით ახორციელებს აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციას.
შესაბამისად, მოსარჩელე ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ითხოვს მოპასუხეს აეკრძალოს შპს ,,ჯე--------პ“-ის სახელზე აღრიცხული სასაქონლო ნიშნის გამოყენება. (იხ. სარჩელი, ტომი I, ს.ფ. 2-5);
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, სასაქონლო ნიშანი შპს ,,ჯე--------პ“-ის მიერ დარეგისტრირდა კანონისა და ზნეობის ნორმების უხეში დარღვევით. შპს ,,ჯე--------პ“-ის ქმედება მიზნად ისახავს მხოლოდ შპს ,,მა--–-სათვის“ და მისი კრედიტორებისათვის ზიანის მიყენებას. (იხ. შესაგებელი, ტომი I, ს.ფ. 29-33);
3. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:
3.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტი“-ს 2013 წლის 11 ნოემბრის N1------ ბრძანების საფუძველზე შპს ,,ჯე--------პ“-ს სახელზე რეგისტრირებული (რეგისტრაციის N2------------) სასაქონლო ნიშნის ,,MS მა--–-ს“ რეგისტრაცია.
შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები: შპს „მა--–-“ (ყოფილი შპს „ნი------–----ი“) წარმოადგენს საქართველოში არსებულ ერთ-ერთ ლიდერ საწარმოს, საყოველთაოდ ცნობილ ბრენდს, რომლის ძირითადი ოპერაციები მიმართულია საკვები პროდუქტების (ძეხვეული, თევზეული, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული) წარმოებასა და მათ შემდგომ რეალიზაციაზე. შპს „მა--–-ს“ საწარმო აერთიანებს რამდენიმე ურთიერთდამოკიდებულ კომპანიას, რომლებიც, საერთო ჯამში, აწარმოებენ 600-მდე განსხვავებული დასახელების პროდუქტს.
შპს „ნი------–----ის“ დაკვეთით, 2012 წლის 6 მარტის სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, OOO „вэ----д“-მა დაამზადა სასაქონლო ნიშანი „MS მა--–-“ (შემდგომში „MS მა--–-“) და 2012 წლის 25 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით გადასცა იგი შპს „მა--–-ს“ მასთან დაკავშირებული უფლებებით. შპს „ნი------–----იმ“ აღნიშნული სასაქონლო ნიშნის დამზადებისთვის გაწია 570 600 რუსული რუბლის დანახარჯი. შესაბამისად, შპს „მა--–-“ „MS მა--–-“ სასაქონლო ნიშანს არამატერიალური აქტივის სახით ფლობს 2012 წლის 25 ივნისიდან. 4 აღსანიშნავია, რომ „MS მა--–-“ სასაქონლო ნიშნის შექმნამდე, 2012 წელს შპს „მა--–-მ“ (იმ დროს ჯერ კიდევ შპს „ნი------–----იმ“) ვიზუალურად განსხვავებული, თუმცა სიტყვა „მა--–-ს“ შემცვლელი სასაქონლო ნიშნის დარეგისტრირება სცადა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო საბოლოო შედეგი ვერ იქნა მიღწეული.
2012 წლის 2 ივლისიდან შპს „მა--–-“ „MS მა--–-“ სასაქონლო ნიშნის ქვეშ უშვებს პროდუქციას და ახდენს მის რეალიზაციას. 2012 წლის 26 ივლისს შპს „ნი------–----ი“ სახელწოდება შეეცვალა „მა--–-თი“, რაც გამოწვეული იყო ახალი სასაქონლო ნიშნის „MS მა--–-ს“ მიღებით. საყურადღებოა, რომ შპს „ჯე--------პს“ მსგავსი სახის მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო სასაქონლო ნიშნის მისაღებად რაიმე სახის ხარჯის გაწევა, ან კომპანიის მიერ რაიმე სახის მოქმედებების განხორციელება, მიუხედავად შპს „მა--–-ს“ მხრიდან არაერთი მოთხოვნისა, წარმოდგენილი არ აქვს, რაც ადასტურებს ფაქტს, რომ კომპანიას მსგავსი ხარჯი სასაქონლო ნიშანზე უფლების მოპოვებისთვის არ გაუღია. შესაბამისად, საფირმო სახელწოდება „მა--–-ზე“ უფლებები შპს „მა--–-ს“ წარმოეშვა 2012 წლის 26 ივლისიდან. 2013 წლის ივლისში შპს „მა--–-მ“ მოიპოვა ხარისხის მენეჯმენტ სისტემების საერთაშორისო სერტიფიკატი ხორც-პროდუქტების, თევზის პროდუქტების, ნახევარფაბრიკატების და პურ-ფუნთუშეულის წარმოებისთვის, რომელშიც მითითებულია „MS მა--–-“ სასაქონლო ნიშანი. შპს „მა--–-“ „MS მა--–-ს“ სასაქონლო ნიშნით ახორციელებდა სხვადასხვა სახის სარეკლამო ღონისძიებებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, შპს „მა--–-ს“ მიმართ გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. ამავე განჩინებით საზოგადოების მეურვედ დაინიშნა სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“. აღსანიშნავია, რომ სადაო სასაქონლო ნიშანი ამჟამად იმყოფება შპს „მა--–-ს“ ბალანსზე და შედის სამეურვეო ქონებაში. შპს „ჯე--------პ“ წარმოადგენს შპს „მა--–-ს“ ერთ-ერთ არაუზრუნველყოფილ კრედიტორს, რომლის, როგორც ერთ-ერთი პროდუქციის მიმწოდებლის მიმართ, შპს „მა--–-ს“ გააჩნია დავალიანება; აღნიშნულს არც მხარეები უარყოფენ. საყურადღებოა, რომ შპს „მა--–-ს“ წარმოეშვა დავალიანება შპს „ჯე--------პის“ მიმართ 2013 წლის 30 სექტემბრამდე და ამ პერიოდისთვის დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შპს „მა--–-ს“ მიმართ. შპს „ჯე--------პმა“ კი დაჩქარებული წესით რეგისტრაციის პროცედურა დაიწყო 2013 წლის 25 ოქტომბერს. ფაქტია, რომ მოსარჩელემ სასაქონლო ნიშნის მისაკუთრების მიზნით მოქმედებები დაიწყო შემჭიდროვებულ ვადებში როგორც კი მისთვის გახდა ცნობილი, რომ კომპანია გადავიდა გადახდისუუნარობის რეჟიმში. აღნიშნულს ადასტურებს ასევე ის გარემოება, რომ შპს „ჯე--------პმა“ აირჩია რეგისტრაციის დაჩქარებული პროცედურა, რამაც კანონით დადგენილი 9 თვიანი რეგისტრაციის ვადა შეამცირა 10 დღემდე. აღნიშნული კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ მოსარჩელე ნიშნის რეგისტრაციის დროს მოქმედებდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით.
შპს „ჯე--------პ“ წლების განმავლობაში, კერძოდ, 2012 წლიდან წარმოადგენდა შპს „მა--–-სთვის“ საქონლის (პროდუქციის) მიმწოდებელს და იმყოფებოდა მასთან სამეწარმეო (სახელშეკრულებო) ურთიერთობაში. შპს „ჯე--------პ“ თავად ადასტურებს, რომ იგი იმყოფებოდა საქმიან ურთიერთობაში შპს „მა--–-სთან“, თუმცა არსებულ ურთიერთობას ახასიათებს, როგორც ერთობლივ საქმიანობას, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. შესაბამისად, შპს „ჯე--------პს“ არ შეიძლება არ სცოდნოდა „მა--–-ს“ სასაქონლო ნიშნის არსებობის შესახებ; მითუმეტეს, რომ აღნიშნული ლოგოს გამოყენება ხდება არა მარტო პროდუქციის ეტიკიტირებასა და სატიტულო ბლანკებზე საქმიანი წერილების მიმოწერის დროს, არამედ ის დიდი ფორმატის სახით, 2012 წლიდან განთავსებული არის მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სარეკლამო ბანერზე და საწარმოს ცენტრალურ შესასვლელში. შპს „ჯე--------პ“ წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას. თავად კომპანია თავისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს ახასიათებს შემდეგნაირად: „სამომხმარებლო ქსელის მსოფლიო ბრენდების პროდუქციით მომარაგება, კვალიფიციური დისტრიბუციის განხორციელება“. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ შპს „ჯე--------პს“ საკუთარი სასაქონლო ნიშანი, რომლის მეშვეობითაც ახორციელებს თავის საქმიანობას, რეგისტრირებული არ აქვს. შპს „ჯე--------პმა“ თავის სახელზე „MS მა--–-“ სასაქონლო ნიშანი დაარეგისტრირა საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო (ნიცის) კლასიფიკაციის 29-ე და 30-ე კლასების მიმართ, კერძოდ: „29 - ხორცი, თევზი, ფრინველი და ნანადირევი; ხორცის ექსტრაქტები; დაკონსერვებული, გამხმარი და თბურად დამუშავებული ბოსტნეული და ხილი; ჟელე, მურაბა, კომპოტი; კვერცხი, რძე და რძის პროდუქტები; ზეთები და საკვები ცხიმები. 30 - ყავა, ჩაი, კაკაო და ყავის შემცვლელები, ბრინჯი, ტაპიოკა (მანიოკა), საგო; ფქვილი და მარცვლოვანი პროდუქტი, პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი, ნაყინი; შაქარი, თაფლი, ბადაგის ვაჟინი; საფუარი, საცხობი ფხვნილები; მარილი, მდოგვი; ძმარი, საკაზმები; სანელებლები; საკვები ყინული“; აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილიდან არც ერთ პროდუქტს შპს „ჯე--------პ“ თავად არ აწარმოებს. მეორე მხრივ, აღნიშნული პროდუქტების წარმოება წარმოადგენს შპს „მა--–-ს“ ძირითადი საქმიანობის საგანს. ამდენად, სადავო რეგისტრაციით, შპს „ჯე--------პმა“ შეიძინა უფლება, აუკრძალოს შპს „მა--–-ს“ იმ სასაქონლო ნიშნით სარგებლობა, რომლის ქვეშ ყოველთვის მოიაზრებოდა შპს „მა--–-ს“ მიერ წარმოებული პროდუქცია, მისი უნიკალურობით, გემური თვისებებით, ტექნოლოგიით, ქიმიური შემადგენლობით. შპს „ჯე--------პმა“, მწარმოებლის, შპს „მა--–-ს“ თანხმობის გარეშე, დაარეგისტრირა სასაქონლო ნიშანი, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება მწარმოებელს, ხოლო მისი პროდუქციის გარეშე ნიშნის გამოყენება შეცდომაში შეიყვანს მომხმარებელს. შპს „ჯე--------პის“ სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი „MS მა--–-“ წარმოადგენს გამოსახულებით ნიშანს სიტყვიერი ელემენტებით, შესრულებული თეთრ, წითელ, ოქროსფერ და შინდისფერ ფერებში და იდენტურია შპს „მა--–-ს“ მიერ კუთვნილი სასაქონლო ნიშნისა, რაიმე სახის, თუნდაც უმნიშვნელო, განსხვავების გარეშე.
შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ნათლად დასტურდება შპს „ჯე--------პის“ არაკეთილსინდისიერი განზრახვა სასაქონლო ნიშნის „MS მა--–-“ რეგისტრაციისას, რაც მისი აზრით შპს „ჯე--------პის“ სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის „MS მა--–-“ რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველია. (იხ. შეგებებული სარჩელი, ტომი I, ს.ფ. 140-145, ახსნა-განმარტება, ტომი III, ს.ფ. 20-31);
4. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია
4.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასაქონლო ნიშანი ,,MS მა--–-“ კანონიერ საფუძველზეა რეგისტრირებული შპს ,,ჯე--------პ“-ის სახელზე და ამ ნიშანზე ვრცელდება შპს ,,ჯე--------პ“-ის განსაკუთრებული უფლება.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია ,,------“-ს მიერ, 2014 წლის 16 ივლისს შედგენილი ,,მა--–-“-ს ბრენდის ცნობადობის კვლევის ანგარიშის ანალიზის შედეგად, ერთმნიშვნელოვნად ირკვევა, რომ ქ. თბილისში გამოკითხულ პირთა მხოლოდ 3.9% აფიქსირებს, რომ ,,მა--–-“-ს ბრენდის პროდუქციას აწარმოებს შპს ,,მა--–-“. ეს ფაქტი მეტყველებს, რომ გავრცელების შესაბამის გეოგრაფიულ არეალში, როგორც ბრენდის, ისე მისი მწარმოებლის ცნობადობის ხარისხი მეტად დაბალია. ამ გარემოებიდან გამომდინარე, ჯერ ,,საქპატენტი“-ს სააპელაციო პალატამ, თავისი 2014 წლის 01 ივლისის N1-- გადაწყვეტილებით, შემდეგ კი მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე N3------- შპს ,,მა--–-ს“ უარი უთხრა ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასაქონლო ნიშანი ,,MS მა--–-“ მის სახელზე საყოველთაოდ ცნობილად აღიარების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
შპს ,,ნი------–----ი“-ს მიერ 2012 წლის 25 იანვარს სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრში, საქპატენტი, წარდგენილი განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე, რომლის მიხედვით სარეგისტრაციო სასაქონლო ნიშნის ლოგო ყველა პარამეტრში, რადიკალურად განსხვავდება სადავო სასაქონლო ნიშნის შესაბამისი მახასიათებლებისგან. სიტყვიერი ჩანაწერის მიხედვით საფირმო სახელწოდება, რომელიც რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე არის შპს ,,მა--–-“, ხოლო სადავო სასაქონლო ნიშანზე დატანილი გრაფიკული კომპოზიციის მიხედვით სიტყვიერი ჩანაწერი იკითხება როგორც ,,MS მა--–-“. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ორი გრაფიკული კომპოზიცია, არსობრივად და ვიზუალურადაც, იმდენად იდენტურ კატეგორიებს წარმოდგენენ, რომ სასაქონლო ნიშნისა და საფირმო სახელწოდების სახით მათი ერთდროული არსებობა ბაზარზე, აღრევის შესაძლებლობის დაშვებისათვის თუნდაც ვარაუდის საფუძველს იძლეოდეს.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე ვერ მიუთითებს გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რომელთა მიხედვით შესაძლებელი იქნებოდა დაგვესკვნა, რომ სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია შპს ,,ჯე--------პ“-ის მხრიდან განხორციელებულ იქნა არაკეთილსინდისიერი განზრახვით. მოსარჩელე ამ ფაქტს სარწმუნოდ ვერ ადასტურებს, იგი ვერ უთითებს იმ კონკრეტულ არაკეთილმოსურნე მიზანზე, რომლის მისაღწევადაც იყო გამიზნული ეს რეგისტრაცია. საქმეზე გამოკვეთილი იმ გარემოებათა გათვალისწინებით კი, რომ სადავო სასაქომლო ნიშანი არასდროს ყოფილა რეგისტრირებული მოსარჩელის სახელზე, მისი სასაქონლო ნიშნით წარმოებული პროდუქციისა და თავად საფირმო სახელის ცნობადობის ხარისხი ძალზედ დაბალია, როდესაც ცნობილი ხდება, რომ მოცემული დავის წარმოების დროისათვის მას განცხადებით აქვს მიმართული შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებისათვის, სრულიად სხვა ლოგოტიპის შემცველი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნით, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ ფაქტობრივად სადავო სასაქონლო ნიშნისადმი მოსარჩელეს არანაირი კომერციული თუ ფორმალური სამართლებრივი დაინტერესება აღარ გააჩნია, შეიძლება გაკეთდეს ერთადერთი დასკვნა, რომ მოსარჩელეს არც სადავო რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნით დავის წარმოების იურიდიული ინტერესი გააჩნია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე თვლის, რომ არ არსებობს ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით სადავო რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი. (იხ. შესაგებელი, ტომი II, ს.ფ. 47-51);
5. ფაქტობრივი გარემოებები
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. 2013 წლის 25 ოქტომბერს შპს ,,ჯე--------პ“-მა განაცხადით მიმართა სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტს’’ და მოითხოვა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია საქონლის და მომსახურების 29-ე და 30 კლასების ჩამონათვალის მიმართ.
სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტის’’ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის 2013 წლის 07 ნოემბრის დასკვნის თანახმად, არ არსებობდა სასაქონლო ნიშნის ,,MS მა--–-“-ს რეგისტრაციაზე ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გასაზღვრული უარის თქმის საფუძველი.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის’’ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 11 ნოემბრის №1------ ბრძანებით სასაქონლო ნიშანი ,,MS მა--–-“ №7------- დარეგისტრირდა საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის და მომსახურების 29-ე და 30 კლასების ჩამონათვალის მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის’’ ბრძანება (ტომი I, ს.ფ. 15);
- სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის’’ მოწმობა (ტომი I, ს.ფ. 18);
- სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის დასკვნა (ტომი I, ს.ფ. 52);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
5.1.2. შპს ,,მა--–-“-მ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტის’’ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 11 ნოემბრის №1------ ბრძანება გაასაჩივრა ,,საქპატენტის’’ სააპელაციო პალატაში და მოითხოვა გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოითხოვა გასაჩივრებული ნიშანის რეგისტრაციის გაუქმება და სასაქონლო ნიშნის ,,MS მა--–-“ საქართველოში საყოველთაოდ ცნობილ ნიშნად აღიარება.
,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2014 წლის 01 ივლისის №1-- ბრძანებით დამტკიცდა ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 2014 წლის 01 ივლისის N0------- გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა შპს ,,მა--–-“-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააპელაციო საჩვარი (ტომი I, ს.ფ. 94-101);
- საქპატენტის სააპელაციო პალატის 2014 წლის 01 ივლისის N0------- გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 118-126);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
5.1.3. ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიის ,,i-----”-ს მიერ 2014 წლის 16 ივლისს შედგენილი იქნა ,,მა--–-ს“ ბრენდის ცნობადობის კვლევის ანგარიში. აღნიშული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 39%-მა დაადასტურა, რომ იცნობდა კომპანია ,,მა--–-“-ს, ხოლო 61%-მა განაცხადა რომ არ იცნობდა. კვლევის თანახმად, იმ პირებიდან ვინც იცნობდნენ კომპანია ,,მა--–-“-ს მხოლოდ 10%-მა უპასუხა, რომ ,,მა--–-ს“ ბრენდის პროდუქციას აწარმოებდა შპს ,,მა--–-“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიის ,,i-----”-ს 2014 წლის 16 ივლისის კვლევის ანგარიში (ტომი I, ს.ფ. 309-323);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
5.1.4. შპს ,,მა--–-“ თბილისში სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში ახორციელებს დაცული სასაქონლო ნიშნის მსგავსი ნიშნით ბრენდირებული საქონლის რეალიზაციას და ამავდროულად რეკლამისთვის იყენებს დაცულ სასაქონლო ნიშნის მსგავს ნიშანს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ (ტომი II, ს.ფ. 4-17, 200-211);
- სარეკლამო მასალა (ტომი I, ს.ფ. 219-222);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
5.1.5. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია ქვემოთმითითებული გარემოებები, რომელთაც მხარეებიც არ ხდიან სადავოდ (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილება, ტომი II, ს.ფ. 57-66);
შპს ,,მა--–-“-სა და სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი“-ს შორის წარმოებული ადმინისტრაციული დავის ფარგლებში, მესამე პირი შპს ,,ჯე--------პ“, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს ,,მა--–-“-ს სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და სასაქონლო ნიშნის ,,MS მა--–-“ საქართველოში საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგინდა:
ა) მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომ სასაქონლო ნიშანი ,,MS მა--–-“ სარგებლობს საზოგადოების შესაბამის სექტორში ნიშნის ცნობადობის მაღალი ხარისხით. ნიშნის ცნობადობის მაღალი ხარისხი შეიძლება დადასტურდეს სოციოლოგიური კვლევით. მოსარჩელემ წარმოადგინა ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიის ,,i-----”-ს მიერ 2014 წლის 16 ივლისს შედგენილი ,,მა--–-ს“ ბრენდის ცნობადობის კვლევის ანგარიში. აღნიშული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 39%-მა დაადასტურა, რომ იცნობდა კომპანია ,,მა--–-“-ს, ხოლო 61%-მა განაცხადა რომ არ იცნობდა. კვლევის თანახმად, იმ პირებიდან ვინც იცნობდნენ კომპანია ,,მა--–-“-ს მხოლოდ 10%-მა უპასუხა, რომ ,,მა--–-ს“ ბრენდის პროდუქციას აწარმოებდა შპს ,,მა--–-“.
ბ) მითითებული სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე სასამართლო მიუთითებს მხარეებს, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 39% იცნობდა კომპანია ,,მა--–-“-ს და ამ 39% -ის მხოლოდ 10%-მა უპასუხა, რომ ,,მა--–-ს“ ბრენდის პროდუქციას აწარმოებდა შპს ,,მა--–-“. ეს ადასტურებს იმ გარემოებაას, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 3,9%-მა თქვა, რომ ,,მა--–-ს“ ბრენდის პროდუქციას აწარმოებდა შპს ,,მა--–-“. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სასაქონლო ნიშნის - ,,MS მა--–-“-ს საყოველთაოდ ცნობილ სასააქონლო ნიშნად აღიარების საფუძველი.
გ) იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე არ დასტურდება, სასაქონლო ნიშანი ,,MS მა--–-“-ს საზოგადოების შესაბამის სექტორში ნიშნის ცნობადობის მაღალი ხარისხი. იმ გარემოებას რომელი წლიდან ხორციელდება მოსარჩელის მიერ მითითებული სასაქონლო ნიშნით საქართველოში საქონლის რეალიზაცია და რეკლამაში და მარკეტინგის სხვა საშუალებებში რამდენი მატერიალური რესურსი იქნა გამოყენებული, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ამდენად, არ არსებობს მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარების საფუძველი.
დ) მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები და ვერ დაასაბუთა გარემოებანი, რომლებითაც შესაძლებელი იქნებოდა გასაჩივრებული აქტის კანონშეუსაბამობის დადასტურება და სასაქონლო ნიშნის ,,MS მა--–-“ საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 24.12.2014 წლის გადაწყვეტილება (ტომი II, ს.ფ. 57-66);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
5.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შპს ,,მა--–-“-ს წარმომადგენლის ლა–---------ს განცხადება შპს ,,მა--–-“-ს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 30.09.2013 წლის განჩინება (ტომი II, ს.ფ. 117-119);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
5.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
5.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ არაკეთილსინდისიერ განზრახვას შპს ,,ჯე--------პ“-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული გარემოების საფუძვლად სასამართლოს მიუთითებს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რონელი მტკიცებულებით უნდა ინქეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მოცემულ შემთხვევაში შპს ,,მა--–-“ შეგებებული სარჩელით ითხოვს შპს ,,ჯე--------პ“-ის მიერ სასაქონლო ნიშნის ,,MS მა--–-ს” რეგისტრაციის ბათილად ცნობას ”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის 28.1-ე მუხლის ,,ბ“ და ,,დ“ პუნქტების საფუძვლით. შესაბამისად, სასამართლოს კვლევის საგანია აქვს თუ არა ადგილი მითითებული ნორმით გათვალისწინებულ ფაქტობრივ შემადგენლობას.
”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის 28.1-ე მუხლის მიხედვით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ: სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით (,,ბ“ქვეპუნქტი) და სასაქონლო ნიშანი შეიცავს საფირმო სახელწოდებას, რომელზედაც უფლებები წარმოშობილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე, რის შედეგადაც ჩნდება აღრევის შესაძლებლობა (,,დ“ ქვეპუნქტი).
სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმის საფუძველზე სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობისათვის, უნდა დადგინდეს, გააჩნდა თუ არა შეგებებული სარჩელის მოპასუხეს უკვე დაცული ნიშნის იდენტური ნიშნით სარგებლობის მოტივაცია, ანუ მოსარჩელის სახელის მიერ საქართველოში დამკვიდრებულმა ცნობადობის მაღალმა ხარისხმა და ავტორიტეტმა, კარგმა რეპუტაციამ, ხომ არ უბიძგა მოპასუხეს გამოეყენებინა მისი კეთილი სახელი საკუთარი კომერციული წარმატებისათვის, რაც ამავდროულად, მოსარჩელის ინტელექტუალური საკუთრების მითვისებაზეც მიუთითებდა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,მა--–-“-მ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტის’’ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 11 ნოემბრის №1------ ბრძანება გაასაჩივრა ,,საქპატენტის’’ სააპელაციო პალატაში და მოითხოვა გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოითხოვა გასაჩივრებული ნიშანის რეგისტრაციის გაუქმება და სასაქონლო ნიშნის ,,MS მა--–-“ საქართველოში საყოველთაოდ ცნობილ ნიშნად აღიარება. ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2014 წლის 01 ივლისის №1-- ბრძანებით დამტკიცდა ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 2014 წლის 01 ივლისის N0------- გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა შპს ,,მა--–-“-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი’’-ს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გახდა მცხეთის რაიონული სასამართლოს განსჯის საკითხი, შპს ,,მა--–-“-ს მიერ აღძრული დავის ფარგლებში, სადაც მოსარჩელე ითხოვდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას და სასაქონლო ნიშნის ,,MS მა--–-“ საქართველოში საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარებას.
მოცემულ დავაში, რომელშიც მესამე პირად მონაწილეობდა შპს ,,ჯე--------პ“-ი, მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2014 წლის 24 დეკემებრს მიღებული გადაწყვეტილებით შპს ,,მა--–-“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს სასაქონლო ნიშნის - ,,MS მა--–-“-ს საყოველთაოდ ცნობილ სასააქონლო ნიშნად აღიარების საფუძველი.
მითითებული გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ა) მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომ სასაქონლო ნიშანი ,,MS მა--–-“ სარგებლობს საზოგადოების შესაბამის სექტორში ნიშნის ცნობადობის მაღალი ხარისხით. ნიშნის ცნობადობის მაღალი ხარისხი შეიძლება დადასტურდეს სოციოლოგიური კვლევით. მოსარჩელემ წარმოადგინა ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიის ,,i-----”-ს მიერ 2014 წლის 16 ივლისს შედგენილი ,,მა--–-ს“ ბრენდის ცნობადობის კვლევის ანგარიში. აღნიშული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 39%-მა დაადასტურა, რომ იცნობდა კომპანია ,,მა--–-“-ს, ხოლო 61%-მა განაცხადა რომ არ იცნობდა. კვლევის თანახმად, იმ პირებიდან ვინც იცნობდნენ კომპანია ,,მა--–-“-ს მხოლოდ 10%-მა უპასუხა, რომ ,,მა--–-ს“ ბრენდის პროდუქციას აწარმოებდა შპს ,,მა--–-“.
ბ) მითითებული სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე სასამართლო მიუთითებს მხარეებს, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 39% იცნობდა კომპანია ,,მა--–-“-ს და ამ 39% -ის მხოლოდ 10%-მა უპასუხა, რომ ,,მა--–-ს“ ბრენდის პროდუქციას აწარმოებდა შპს ,,მა--–-“. ეს ადასტურებს იმ გარემოებაას, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 3,9%-მა თქვა, რომ ,,მა--–-ს“ ბრენდის პროდუქციას აწარმოებდა შპს ,,მა--–-“. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სასაქონლო ნიშნის - ,,MS მა--–-“-ს საყოველთაოდ ცნობილ სასააქონლო ნიშნად აღიარების საფუძველი.
გ) იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე არ დასტურდება, სასაქონლო ნიშანი ,,MS მა--–-“-ს საზოგადოების შესაბამის სექტორში ნიშნის ცნობადობის მაღალი ხარისხი. იმ გარემოებას რომელი წლიდან ხორციელდება მოსარჩელის მიერ მითითებული სასაქონლო ნიშნით საქართველოში საქონლის რეალიზაცია და რეკლამაში და მარკეტინგის სხვა საშუალებებში რამდენი მატერიალური რესურსი იქნა გამოყენებული, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ამდენად, არ არსებობს მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარების საფუძველი.
დ) მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები და ვერ დაასაბუთა გარემოებანი, რომლებითაც შესაძლებელი იქნებოდა გასაჩივრებული აქტის კანონშეუსაბამობის დადასტურება და სასაქონლო ნიშნის ,,MS მა--–-“ საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარება.
აღსანიშნავია, რომ სასაქონლო ნიშნის - ,,MS მა--–-“-ს საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარების საფუძვლებზე იმსჯელა უკვე, როგორც ,,საქპატენტმა“, ასევე მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, შპს ,,მა--–-“-ს სააპელაციო საჩივრისა და ადმინისტრაციული სარჩელის ფარგლებში, სადაც შპს ,,მა--–-“ სასაქონლო ნიშნის - ,,MS მა--–-“-ს საყოველთაოდ ცნობილობის დადასტურების მიზნით, უთითებდა იმავე კვლევაზე, რაც მოცემულ დავაშია წარმოდგენილი. სხვა რაიმე მტკიცებულება შპს ,,მა--–-“-ს მხრიდან საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც სასამართლოს განსხვავებული შეფასების შესაძლებლობას მისცემდა.
ამდენად, ის გარემოება, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის საფირმო სახელწოდება არ განსაზღვრავდა კომერციულ საქმიანობაში ცნობადობას, გამორიცხავს შპს ,,ჯე--------პ“-ის მიერ სასაქონლო ნიშან ,,MS მა--–-“ დარეგისტრირებით ინტელექტალური საკუთრების მითვისების არაკეთილსინდისიერ განზრახვას.
საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ნი------–----ი“-ს (ამჟამინდელი შპს ,,მა--–-) მიერ 2012 წლის 25 იანვარს სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში ,,საქპატენტი“ წარდგენილი განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე, რომლის მიხედვით სარეგისტაციო სასაქონლო ნიშნის ლოგო, ყველა პარამეტრში, რადიკალურად განსხვავდება სადავო სასაქონლო ნიშნის შესაბამისი მახასიათებლებისაგან. (იხ. ტომი II, ს.ფ. 67-68);
სასამართლო იზიარებს შპს ,,ჯე--------პ“-ის წარმომადგენლის განმარტებას, რომ სიტყვიერი ჩანაწერის მიხედვით საფირმო სახელწოდება, რომელიც რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე არის შპს ,,მა--–-“, ხოლო სადავო სასაქონლო ნიშანზე დატანილი გრაფიკული კომპოზიციის მიხედვით სიტყვიერი ჩანაწერი იკითხება როგორც ,,MS მა--–-“. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ორი გრაფიკული კომპოზიცია, არსობრივად და ვიზუალუარადაც, იმდენად ინდენტურ კატეგორიებს წარმოადგენენ, რომ სასაქონლო ნიშნისა და საფირმო სახელწოდების სახით მათი ერთდროული არსებობა ბაზარზე, აღრევის შესაძლებლობის დაშვებისათვის თუნდაც ვარაუდის საფუძველს იძლეოდეს.
მოპასუხემ ვერც იმ გრემოების დადასტურება შეძლო, რომელიც ეხება სადავო სასაქონლო ნიშნის არამატერიალური აქტივის სახით 2012 წლის 25 ივნისიდან ფლობას. საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 6 მარტის სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულებით აღნიშნული გარემოება, რომ OOO „вэ----д“-მა დაამზადა სასაქონლო ნიშანი „MS მა--–-“ (შემდგომში „MS მა--–-“) და 2012 წლის 25 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით გადასცა იგი შპს „მა--–-ს“, არ დასტურდება, რადგან არც ხელშეკრულების შინაარსი და არც მითითებული მიღება-ჩაბარების აქტი არ შეიცავს სასაქონლო ნიშნის თაობაზე შეთანხმებას და მის მახასიათებლებს.
მოცემულ შემთხვევაში, არაკეთილსინდისიერ განზრახვაზე შეგებებული სარჩელის ავტორის დასაბუთებული პრეტენზია და საჭირო მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს. შპს ,,მა--–-მ“ ვერ დაადასტურა გარემოებები, რომელზეც ამყარებდა მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ თავდაპირველი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლები. ,,სამრეწველო საკუთრების დაცვის“ პარიზის კონვენცია. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3, მე-6, 24-ე, 28, 45-ე მუხლები;
8. სამართლებრივი შეფასება
8.1. სარჩელში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
8.2. ”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.
ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური; ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; დ) იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს, ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2013 წლის 25 ოქტომბერს შპს ,,ჯე--------პ“-მა განაცხადით მიმართა სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტს’’ და მოითხოვა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია საქონლის და მომსახურების 29-ე და 30 კლასების ჩამონათვალის მიმართ.
სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტის’’ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის 2013 წლის 07 ნოემბრის დასკვნის თანახმად, არ არსებობდა სასაქონლო ნიშნის ,,MS მა--–-“-ს რეგისტრაციაზე ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გასაზღვრული უარის თქმის საფუძველი.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის’’ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 11 ნოემბრის №1------ ბრძანებით სასაქონლო ნიშანი ,,MS მა--–-“ №7------- დარეგისტრირდა საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის და მომსახურების 29-ე და 30 კლასების ჩამონათვალის მიმართ.
ამდენად, დადასტურებულია რომ შპს ,,ჯე--------პ“-ი წარმოადგეს მითითებულ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების ფლობელს, რაც აძლევს მას საფუძველს ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად მოსთხოვოს უფლების ხელმყოფს - მოპასუხეს, ხელშეშლის აღკვეთა - სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენების აკრძალვა.
”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომ _ საქონელი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით.
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მეექვსე მუხლის მე-2 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა შესაძლო აკრძალვათა გარდა, იკრძალება: ისეთი საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი ან ექსპორტი, რომელიც ნიშანდებულია ამ ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ხორციელდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლით.
,,სასაქონლო ნიშნის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ისეთი ქმედებები, როგორიცაა მისი აღბეჭდვა იმ საქონელზე, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, ასევე ამ საქონლის შეფუთვაზე, გამოფენასა და ბაზრობაზე წარმოდგენილ ექსპონატებზე, აბრაზე, ოფიციალურ ბლანკზე, ეტიკეტზე, რეკლამაში, ბეჭდვით გამოცემაში, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის სხვაგვარი გამოყენება მფლობელის, ლიცენზიატის ან მესამე პირის მიერ მფლობელისაგან მინიჭებული უფლების საფუძველზე. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნაცვლად მისგან უმნიშვნელოდ განსხვავებული ნიშნის გამოყენებაც.
საქმეში წარმოდგენილი აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის მასალებით, ასევე სარეკლამო მასალებით, დასტურდება, რომ შპს ,,მა--–-“ თბილისში სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში ახორციელებს დაცული სასაქონლო ნიშნის მსგავსი ნიშნით ბრენდირებული საქონლის რეალიზაციას და ამავდროულად რეკლამისთვის იყენებს დაცულ სასაქონლო ნიშნის მსგავს ნიშანს.
,,სასაქონლო ნიშნის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს: ა) თავისი უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა; ბ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება; გ) ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი მასალისა და სარეკლამო განცხადების განადგურება, რომელიც შეიცავს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს, წარმოადგენს მის ასლს ან იმიტაციას; დ) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეების, მატრიცების, ხოლო თუ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება შეუძლებელია, თვით ამ საქონლის განადგურებაც კი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად შპს ,,მა--–-“-ს უნდა აეკრძალოს შპს ,,ჯე--------პ“-ის სახელზე, საიდენტიფიკაციო ნომრით 7-------, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება.
8.3. სასაქონლო ნიშნის რაობას განსაზღვრავს საქართველოს კანონი ''სასაქონლო ნიშნების შესახების შესახებ'', რომლის მე-3 მუხლის თანახმად ''1. სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომ _ საქონელი). 2. სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით. 3. სასაქონლო ნიშანი დაცულია ”საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე. 4. საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები დაცულია რეგისტრაციის გარეშე, პარიზის კონვენციის მე-6bis მუხლის შესაბამისად. სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარება ხდება „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის ან სასამართლოს მიერ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მოთხოვნით.''
უდავოა, რომ შპს ,,ჯე--------პ“-მა კანონით განსაზღვრული წესით დაარეგისტრირა საქპატენტში სასაქონლო ნიშანი ,,MS მა--–-“. მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის ''ბ'' ქვეპუნქტზე. აღნიშნული ნორმის მიხედვით ''1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ: ბ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით;'' ამ კუთხით სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველ რიგში გამოკვლეული უნდა იქნეს მოსარჩელის ურთიერთკავშირი სადაო სასაქონლო ნიშანთან, რომ დამტკიცდეს ნიშნის მიმართ მოსარჩელის სამართლებრივი დაცვის ხარისხი. საქმის მასალებში წარმოდგენილია ,,მა--–-ს“ ბრენდის ცნობადობის კვლევა, რომელზეც მოსარჩელე აყრდნობს სასარჩელო მოთხოვნას.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სასაქონლო ნიშნის - ,,MS მა--–-“-ს საყოველთაოდ ცნობილ სასააქონლო ნიშნად აღიარების საფუძვლებზე იმსჯელა უკვე, როგორც ,,საქპატენტმა“, ასევე მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, შპს ,,მა--–-“-ს სააპელაციო საჩივრისა და ადმინისტრაციული სარჩელის ფარგლებში, სადაც შპს ,,მა--–-“ სასაქონლო ნიშნის - ,,MS მა--–-“-ს საყოველთაოდ ცნობილობის დადასტურების მიზნით, უთითებდა იმავე კვლევაზე, რაც მოცემულ დავაშია წარმოდგენილი.
შეგებებული სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ 2012 წლის 2 ივლისიდან შპს „მა--–-“ „MS მა--–-“ სასაქონლო ნიშნის ქვეშ უშვებს პროდუქციას და ახდენს მის რეალიზაციას. 2012 წლის 26 ივლისს შპს „ნი------–----ი“ სახელწოდება შეეცვალა „მა--–-თი“, რაც გამოწვეული იყო ახალი სასაქონლო ნიშნის „MS მა--–-ს“ მიღებით.
მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,მა--–-მ“ ვერ შეძლო იმ გრემოების დადასტურება, რომელიც ეხება სადავო სასაქონლო ნიშნის არამატერიალური აქტივის სახით 2012 წლის 25 ივნისიდან ფლობას. საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 6 მარტის სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულებით აღნიშნული გარემოება, რომ OOO „вэ----д“-მა დაამზადა სასაქონლო ნიშანი „MS მა--–-“ (შემდგომში „MS მა--–-“) და 2012 წლის 25 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით გადასცა იგი შპს „მა--–-ს“, არ დასტურდება, რადგან არც ხელშეკრულების შინაარსი და არც მითითებული მიღება-ჩაბარების აქტი არ შეიცავს სასაქონლო ნიშნის თაობაზე შეთანხმებას და მის მახასიათებლებს.
თუ დავუშვებთ, რომ შპს ,,მა--–-“ უკვე 2012 წლის 25 ივნისიდან ფლობდა აღნიშნულ სასაქონლო ნიშანს, სასამართლოსათვის გაურკვეველია 2013 წლის 11 ნოემბრამდე (შპს ,,ჯე--------პ“-ის სახელზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თარიღი) საქართველოში არსებულმა ერთ-ერთ ლიდერმა საწარმომ, როგორც შეგებებული სარჩელის ავტორი უთითებს, რატომ ვერ მოახერხა სასაქონლო ნიშნის თავის სახელზე დარეგისტრირება, ან მისი საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარება. სასამართლო მიუთითებს მეწარმე სუბიექტების განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და წინდახედულების ვალდებულებაზე კონკურენტულ ურთიერთობებსა და სამეწარმეო საქმიანობაში. მით უმეტეს იმ პირობებში როდესაც, საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ნი------–----ი“-ს (ამჟამინდელი შპს ,,მა--–-) მიერ 2012 წლის 25 იანვარს სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში ,,საქპატენტი“ წარდგენილი განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე, რომლის მიხედვით სარეგისტაციო სასაქონლო ნიშნის ლოგო, ყველა პარამეტრში, რადიკალურად განსხვავდება სადავო სასაქონლო ნიშნის შესაბამისი მახასიათებლებისაგან. (იხ. ტომი II, ს.ფ. 67-68);
სასამართლო იზიარებს შპს ,,ჯე--------პ“-ის წარმომადგენლის განმარტებას, რომ სიტყვიერი ჩანაწერის მიხედვით საფირმო სახელწოდება, რომელიც რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე არის შპს ,,მა--–-“, ხოლო სადავო სასაქონლო ნიშანზე დატანილი გრაფიკული კომპოზიციის მიხედვით სიტყვიერი ჩანაწერი იკითხება როგორც ,,MS მა--–-“. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ორი გრაფიკული კომპოზიცია, არსობრივად და ვიზუალუარადაც, იმდენად ინდენტურ კატეგორიებს წარმოადგენენ, რომ სასაქონლო ნიშნისა და საფირმო სახელწოდების სახით მათი ერთდროული არსებობა ბაზარზე, აღრევის შესაძლებლობის დაშვებისათვის თუნდაც ვარაუდის საფუძველს იძლეოდეს.
8.4. ''სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის'' მე-6bis მუხლის თანახმად (1) კავშირის ქვეყნები იღებენ ვალდებულებას ex officio, თუ ეს ნებადართულია მათი კანონმდებლობით, ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით უარი თქვან რეგისტრაციაზე ან გააუქმონ იგი და აკრძალონ სასაქონლო ნიშნის გამოყენება, რომელიც შეადგენს სხვა ნიშნის რეპროდუქციას, იმიტაციას ან თარგმანს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ნიშანთან აღრევა, თუ ეს ნიშანი უკვე მიჩნეულია ამ კონვენციის სარგებლობით უფლებამოსილი პირის საყოველთაოდ ცნობილ ნიშნად იმ ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელმაც მოახდინა რეგისტრაცია ან სადაც მოხდა გამოყენება, და როგორც საყოველთაოდ ცნობილი ნიშანი გამოიყენება იდენტური ან მსგავსი საქონლისათვის. ეს დებულება მოქმედებს აგრეთვე, იმ შემთხვევაში, როდესაც ნიშნის არსებითი ნაწილი შეადგენს ნებისმიერი ასეთი საყოველთაოდ ცნობილი ნიშნის რეპროდუქციას ან იმიტაციას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მასთან აღრევა. (2) ასეთი ნიშნის გაუქმების მოთხოვნისათვის ნებადართულია არანაკლებ ხუთწლიანი პერიოდი რეგისტრაციის თარიღიდან. კავშირის ქვეყნებს შეუძლიათ გაითვალისწინონ დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც გამოყენების აკრძალვა უნდა იქნეს მოთხოვნილი. (3) არანაირი დროითი შეზღუდვა არ წესდება ისეთი ნიშნების გაუქმებისა და გამოყენების შეწყვეტის მოთხოვნისათვის, რომლებიც რეგისტრირებულია ან გამოიყენება არაკეთილსინდისიერად.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ საქპატენტის ან სასამართლოს მიერ სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარება იქნება საფუძველი იმისა, რომ მოსარჩელემ იდაvოს სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობაზე წინამდებარე საფუძვლით.
”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის 28.1-ე მუხლის მიხედვით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ: სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით (,,ბ“ქვეპუნქტი) და სასაქონლო ნიშანი შეიცავს საფირმო სახელწოდებას, რომელზედაც უფლებები წარმოშობილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე, რის შედეგადაც ჩნდება აღრევის შესაძლებლობა (,,დ“ ქვეპუნქტი).
სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმის საფუძველზე სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობისათვის, უნდა დადგინდეს, გააჩნდა თუ არა შეგებებული სარჩელის მოპასუხეს უკვე დაცული ნიშნის იდენტური ნიშნით სარგებლობის მოტივაცია, ანუ მოსარჩელის სახელის მიერ საქართველოში დამკვიდრებულმა ცნობადობის მაღალმა ხარისხმა და ავტორიტეტმა, კარგმა რეპუტაციამ, ხომ არ უბიძგა მოპასუხეს გამოეყენებინა მისი კეთილი სახელი საკუთარი კომერციული წარმატებისათვის, რაც ამავდროულად, მოსარჩელის ინტელექტუალური საკუთრების მითვისებაზეც მიუთითებდა.
მოცემულ შემთხვევაში, არაკეთილსინდისიერ განზრახვაზე შეგებებული სარჩელის ავტორის დასაბუთებული პრეტენზია და საჭირო მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს. შპს ,,მა--–-მ“ ვერ დაადასტურა გარემოებები, რომელზეც ამყარებდა მოთხოვნას.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შპს ,,მა--–-“-ს წარმომადგენლის ლა–---------ს განცხადება შპს ,,მა--–-“-ს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში. რაც კიდევ ერთხელ საფუძველს აცლის შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებას, რომ შპს ,,ჯე--------პ“-ს არაკეთილსინდისიერი განზრახვა გააჩნდა, კერძოდ გარკვეული მატერიალური თუ სამართლებრივი სიკეთის მიღების მიღების მიზნით, შპს ,,მა--–-“-ს რეპუტაციამ უბიძგა შპს ,,ჯე--------პ“-ს გამოეყენებინა შპს ,,მა--–-“-ს კეთილი სახელი საკუთარი კომერციული წარმატებისათვის, რაც ამავდროულად, მოსარჩელის ინტელექტუალური საკუთრების მითვისებაზეც მიუთითებდა.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სასამართლო თვლის, რომ ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების ფაქტობრივ შემადგენლობას ადგილი არ აქვს და, ამდენად, არ არსებობს ამ საფუძვლით სადავო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,მა--–-“-ს შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. საპროცესო ხარჯები
9.1. შპს ,,ჯე--------პ“-ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 100 ლარი (ტომი I, ს.ფ. 23), ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 150 ლარი (ტომი II, ს.ფ. 80-81);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა..”
მოცემულ შემთხვევაში ძირითადი მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შესაბამისად შპს ,,მა--–-“-ს შპს ,,ჯე--------პ“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი - სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 250 ლარის გადახდა.
თავის მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შპს ,,მა--–-“-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
10.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით შპს ”მა--–-ს” შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს ”ჯე--------პს” (ს/კ 2--------) დავის საბოლოო გადაწყვეტამდე აეკრძალა სასაქონლო ნიშნის - ”MS მა--–-” გასხვისება; ამავე განჩინებით შპს ”ჯე--------პს” (ს/კ 2--------) დავის საბოლოო გადაწყვეტამდე აეკრძალა განჩინების ასლის გადაცემის დღიდან წარმოებულ პროდუქციაზე სასაქონლო ნიშნის - ”MS მა--–-” აღბეჭვდა, ამ ნიშნის შემცველი ეტიკეტის გამოყენება.
განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,მა--–-“-ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს ,,ჯე--------პ“-ის სარჩელი შპს ,,მა--–-“-ს მიმართ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,,მა--–-“-ს აეკრძალოს შპს ,,ჯე--------პ“-ის სახელზე, საიდენტიფიკაციო ნომრით 7-------, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება.
3. შპს ,,მა--–-“-ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფიდეს.
4. შპს ,,მა--–-“-ს შპს ,,ჯე--------პ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 250 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. შპს ,,მა--–-“-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც: ა) შპს ”ჯე--------პს” (ს/კ 2--------) დავის საბოლოო გადაწყვეტამდე აეკრძალა სასაქონლო ნიშნის - ”MS მა--–-” გასხვისება; ბ) შპს ”ჯე--------პს” (ს/კ 2--------) დავის საბოლოო გადაწყვეტამდე აეკრძალა განჩინების ასლის გადაცემის დღიდან წარმოებულ პროდუქციაზე სასაქონლო ნიშნის - ”MS მა--–-” აღბეჭვდა, ამ ნიშნის შემცველი ეტიკეტის გამოყენება.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე