ბ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება ან სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ან დასაწყობებული (შესანახად განთავსებული) საქონლის ამოღება;
გ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის განადგურება, თუ საქონლის სასაქონლო ნიშნისაგან განცალკევება შეუძლებელია ან თუ სასაქონლო ნიშანი საქონელზეა დატანილი;
დ) იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი ან სარეკლამო მასალის ან აბრის განადგურება, რომელიც სასაქონლო ნიშანს შეიცავს ან არის მისი ასლი ან იმიტაცია, მათ შორის, ინტერნეტში განთავსებული ისეთი მასალის ან გამოსახულების წაშლა, რომელიც სასაქონლო ნიშანს შეიცავს;
ე) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეს, მატრიცის, სხვა დანადგარის, ტექნიკური აღჭურვილობისა და იარაღის განადგურება.
2. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ, მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე ქმედების ერთდროულად განხორციელება.
3. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება განხორციელდეს აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ მისი მომსახურება გამოიყენება ანდა გამოიყენებოდა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების კომერციული მასშტაბით დარღვევისათვის.
4. განსაკუთრებულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების ნაცვლად, მას დააკისროს ფულადი კომპენსაციის გადახდა, თუ იგი გაუფრთხილებლობით მოქმედებდა ან თუ მას შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით არაპროპორციული ზიანი მიადგება, ამასთანავე, თუ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ფულადი კომპენსაციის ოდენობა მისაღებია.
5. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების გარდა, მოითხოვოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედების განხორციელება:
ა) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შესახებ;
ბ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევისთვის სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის სასარგებლოდ;
გ) ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა.
6. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის არსი, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავალი, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელისთვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი სასაქონლო ნიშნის მართლზომიერად გამოყენებით.
7. ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია განისაზღვრება არანაკლებ იმ ოდენობით, რომელსაც სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევი სასაქონლო ნიშნის გამოყენების ნებართვის მიღებისას გადაიხდიდა.
8. ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის რაოდენობა, გამოყენებული სასაქონლო ნიშნის იდენტურობა ან დაცულ სასაქონლო ნიშანთან მსგავსების ხარისხი, საქართველოში სასაქონლო ნიშნის რეპუტაცია, დამრღვევის განზრახვა, იმ მომსახურების მასშტაბი, ხასიათი და სხვა მახასიათებელი, რომლის შეთავაზებაც ხდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით, ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1922 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.12.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(39)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-1006-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.10.2026
…უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას. თავის მხრივ, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. ამავე კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელს აძლევს…
საქმე №ას-1315-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2026
„რეგისტრაციის ფაქტი უკვე საკმარისია იმისათვის, რომ რეგისტრირებული უფლების მქონე პირს წარმოეშვას საკუთარი „ქონების“ დაცვის უფლება „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და 45-ე მუხლებისა და „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე“ (იხ.
საქმე №ას-1269-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
ჩამოთვლილი წინაპირობების არსებობისას, კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს: ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების შეწყვეტა;
საქმე №ას-251-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2025
მსგავსება კი ქმნის სასაქონლო ნიშნების ერთმანეთში აღრევის შესაძლებლობას, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და 45.1 მუხლებიდან გამომდინარე, მართებულია სარჩელის დაკმაყოფილება. 18. დადგენილია, რომ 2012 წლიდან მოპასუხე კომპანიის დირექტორისა და სარჩელის შემოტანის დროისათვის 100%-იანი წილის მფლობელის – ა.
საქმე №ას-517-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2025
მსგავსება კი ქმნის სასაქონლო ნიშნების ერთმანეთში აღრევის შესაძლებლობას, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და 45.1 მუხლებიდან გამომდინარე, მართებულია სარჩელის დაკმაყოფილება. 46. ამდენად, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ძალით სასაქონლო ნიშანზე უფლების შეძენისას ნიშნის მფლობელი იძენს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი დაცული პროდუქტების/მომსახურებისათვის.
საქმე №ას-1125-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2024
საქმე №ბს-680(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2024
საქმე №ას-687-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2024
საქმე №ას-183-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2024
საქმე №ას-1844-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2024
საქმე №ას-311-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.09.2023
საქმე №ას-962-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
საქმე №ას-1513-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.04.2023
საქმე №ას-1637-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.10.2022
საქმე №ას-787-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2022
საქმე №ას-37-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2022
საქმე №ას-382-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.11.2021
საქმე №ას-1709-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.11.2021
საქმე №ას-800-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2021
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“, მუხლი 45. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/11482/muxli-45/