გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.07.2018
საქმის ნომერი
820210117002215855
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
11.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

820210117002215855 (2-641/17 )

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 ივლისი. 2018 წელი. ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი რუსუდან სანიკიძე

მოსარჩელე: პუ-----

წარმომადგენელი: გი-------–----ვა

მოპასუხე: შპს ,,ეფ----------ლ“

წარმომადგენელი: ოქ---------–აქ

თარჯიმანი: ნი----------------–-ძე

დავის საგანი: მოსარჩელისათვის უზრუნველყოფილი უფლებების ხელყოფის აღკვეთა მოპასუხის მხრიდან და კონტრაფაქციული საქონლის განადგურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. აეკრძალოს შპს ,,ეფ----------ლ“-ს სასაქონლო ნიშნის P--- (რეგ. ნომერი 9---) და გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნის (რეგ. ნომერი 9--- ნახტომში მყოფი პ----ს (კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ცხოველი გამოსახულება) ან მათი აღრევამდე მსგავსი ნიშნების გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის - ასეთი ნიშნებით მარკირებული საქონლის იმპორტი, ექსპორტი, რეალიზაცია და დასაწყობება) იმ საქონლის მიმართ, რომელიც იდენტურია ან მსგავსია იმ საქონლისა, რომლისთვისაც მოსარჩელეს დარეგისტრირებული აქვს ზემო აღნიშნული სასაქონლო ნიშნები და რომელიც არ არის დამზადებული მის მიერ ან მისი ნებართვით.

 

1.2. სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის ხარჯით განადგურდეს მოპასუხის კუთვნილი და შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 21 ნოემბერს შეჩერებული 110 კომპლექტი კონტრაფიქციული ბავშვის ორეული, რომელიც ნიშანდებულია სასაქონლო ნიშნით P--- (რეგ. ნომერი 9---) და გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნის (რეგ. ნომერი 9--- ნახტომში მყოფი პ----ს (კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ცხოველი გამოსახულება) და რომელიც განთვასებულია გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ,,ბათუმი“, მდბარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ად-–-ა, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ.

მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებს შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებზე:

მოსარჩელე არის საქპატენტში დარეგისტრირებული ფართოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის P--- (რეგ. ნომერი 9---) და გამოახულებითი სასაქონლო ნიშნის (რეგ. ნომ. 9---, ნახტომში მყოფი პ----ს (კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ცხოველი)გამოსახულება) მფლობელი. გარდა აღნიშნულისა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 03 ოქტომბრის N26589 ბრძანებით და მოსარჩელის მოთხოვნით ხსენებული სასაქონლო ნიშნები შეტანილ იქნა შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში და მათ მიმართ ხორციელდება დაცვის სასაზღვრო ღონისძიებები.

მოსარჩელე ეწევა მისი კუთვნილი ზემოაღნიშნული სასაქონლო ნიშნებით ნიშანდადებული საქონლის (ტანსაცმლის, ფეხაცმელების, სპორტული ეკიპირების, აქსესუარების და ა.შ.) იპორტსა და რეალიზაციას საქართველოში მისი ოფიციალური დილერების მეშვეობით.

მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელის უფლებები და განახორციელა მოსარჩელის კუთვნილი ზემოაღნიშნული სასაქონლო ნიშნებით მარკირებული კონტრაფაქციული საქონლის იმპორტი საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ: იმპორტირებულია 110 კომპლექტი კონტრაფაქციული ბავშვის სპორტული ორეული, რომლებიც განთვასებულია გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ,,ბათუმი“ (მდბარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ად-–-ა, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ.) 2017 წლის 21 ნოემბერს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა გამოსცა N30998 ბრძანება, რომლითაც შეჩერებული იქნა შპს ,,ეფ----------ლ“-ის კუთვნილი ზემოაღნიშნული საქონელი, საქონლის შეჩერების ვადად განიაზღვრა 10 სამუშაო დღე. ჩვენი მოთხოვნით და შემოსავლების სამახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 04 დეკემბრის N32326 ბრძანებით შეჩერების ვადა გაგრძელდა მომდევნო 10 სამუშაო დღით. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნაა, აეკრძელოს მოპასუხეს მოსარჩილის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის P--- (რეგ. ნომერი 9---) და გამოახულებით სასაქონლო ნიშნის (რეგ. ნომ. 9---ნახტომში მყოფი პ----ს (კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ცხოველი) გამოსახულება) და მათი აღრევამდე მგავსი ნიშნების გამოყენება საქრთველოს ტერიტორიაზე, ხოლო კონტრაფაქციული საქონელი განადგურდეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე სარჩელს ცნობს სრულად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე P--- არის საქპატენტში დარეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის P----ს (რეგ. ნომერი 9---) და გამოახულებითი სასაქონლო ნიშნის (რეგ. ნომ. 9---, ნახტომში მყოფი პ----ს (კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ცხოველი)გამოსახულება) მფლობელი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაბეჭდი საქპატენტის ვებ გვერდიდან (ს.ფ. 28-29)

 

3.1.2. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 03 ოქტომბრის N26589 ბრძანებით სასაქონლო ნიშანი P--- (რეგ. ნომერი 9---) და გამოახულებითი სასაქონლო ნიშნის (რეგ. ნომ. 9---, ნახტომში მყოფი პ----ს (კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ცხოველი)გამოსახულება) შეტანილი იქნა შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში მოსარჩელის სახელზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 03 ოქტომბრის N26589 ბრძანება

 

3.1.3. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა 2017 წლის 21 ნოემბრის N30998 ბრძანებით, საზღვარზე 10 სამუშაო დღით შეაჩერა შპს ,,ეფ----------ლ“-ის კუთვნილი P--- -ს სასაქონლო ნიშნებით საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული 110 კომპლექტი კონტრაფაქციული ბავშვის სპორტული ორეული, რომლებიც განთავსებულია გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ,,ბათუმი“ (მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ად-–-ა, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ.)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 21 ნოემბრის N30998 ბრძანება (ს.ფ 21) ;

 

3.1.4. მოსარჩელის წარმომადგენელმა ადგილზე (საბაჟო დეპარტამენტის ტერმინალში) დაათვალიერა შეჩერებული საქონელი, გადაიღო ფოტოები და ჩანიშნა, რომ მოპასუხის მიერ დეკლარირებული ბავშვის ჩასაცმელი სასაქონლო ნიშნით „P---“ არის კონტრაფაქციული საქონელი .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეჩერებული საქონლის ფოტოასლები ;

 

3.1.5. კონტრაფაქციული საქონლის დაზიანების გარეშე სასაქონლო ნიშნის მისგან განცალკევება შეუძლებელია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა წარმომადგენლის ახსნა-განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე, ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3, მე-6, 24-ე, 45-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმის განხილვაში მონაწილე პირებს - მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები და ამ უფლებათა დაცვის საშუალებები. მოსარჩელის უფლებაა აღძრას საქმე, განსაზღვროს სარჩელის საგანი, საფუძველი და ა.შ. ანალოგიურად ვრცელდება პროცესის დისპოზიციურობა მოპასუხეზე, რომელსაც დასახელებული პრინციპის ფარგლებში შეუძლია ცნოს სარჩელი მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით , თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე მთლიანად ცნო სარჩელის მოთხოვნა. შესაბამისად არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

6.2. ”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.

მოსარჩელე არის საქპატენტში დარეგისტრირებული ფართოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის P--- (რეგ. ნომერი 9---) და გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნის (რეგ. ნომ. 9---, ნახტომში მყოფი პ----ს (კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ცხოველი)გამოსახულება) მფლობელი. გარდა აღნიშნულისა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 03 ოქტომბრის N26589 ბრძანებით და მოსარჩელის მოთხოვნით ხსენებული სასაქონლო ნიშნები შეტანილ იქნა შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში და მათ მიმართ ხორციელდება დაცვის სასაზღვრო ღონისძიებები.

მოსარჩელე ეწევა მისი კუთვნილი ზემოაღნიშნული სასაქონლო ნიშნებით ნიშანდადებული საქონლის (ტანსაცმლის, ფეხაცმელების, სპორტული ეკიპირების, აქსესუარების და ა.შ.) იპორტსა და რეალიზაციას საქართველოში მისი ოფიციალური დილერების მეშვეობით.

სასაქონლო ნიშნების გამოყენების წესს არეგულირებს საქართველოს კანონი ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ”. აღნიშნული კანონის პირველი მუხლით, ეს კანონი აწესრიგებს სასაქონლო, მომსახურებისა და კოლექტიური ნიშნების რეგისტრაციასა და დაცვასთან, აგრეთვე მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს .

 

”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან . ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით.

 

ამავე კანონის მეექვსე მუხლის მე-2 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა შესაძლო აკრძალვათა გარდა, იკრძალება: ისეთი საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი ან ექსპორტი, რომელიც ნიშანდებულია ამ ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ხორციელდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლით

 

,,სასაქონლო ნიშნის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ისეთი ქმედებები, როგორიცაა მისი აღბეჭდვა იმ საქონელზე, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, ასევე ამ საქონლის შეფუთვაზე, გამოფენასა და ბაზრობაზე წარმოდგენილ ექსპონატებზე, აბრაზე, ოფიციალურ ბლანკზე, ეტიკეტზე, რეკლამაში, ბეჭდვით გამოცემაში, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის სხვაგვარი გამოყენება მფლობელის, ლიცენზიატის ან მესამე პირის მიერ მფლობელისაგან მინიჭებული უფლების საფუძველზე. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნაცვლად მისგან უმნიშვნელოდ განსხვავებული ნიშნის გამოყენებაც.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქმეში წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 21 ნოემბრის N30998 ბრძანებით საქონლის შეჩერების შესახებ და მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ საბაჟო დეპარტამენტის ტერმინალში გადაღებული ფოტოასლებით დასტურდება, რომ შპს ,, ეფ----------ლს" საქართველოში შემოჰქონდა 110 კომპლექტი ბავშვის სპორტული ორეული, მოსარჩელის მფლობელობაში არსებული სასაქონლო ნიშნებით, წარწერით P--- და გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნით ნახტომში მყოფი ცხოველის - პ----ს გამოსახულებით.

 

,,სასაქონლო ნიშნის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს: ა) თავისი უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა; ბ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება; გ) ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი მასალისა და სარეკლამო განცხადების განადგურება, რომელიც შეიცავს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს, წარმოადგენს მის ასლს ან იმიტაციას; დ) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეების, მატრიცების, ხოლო თუ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება შეუძლებელია, თვით ამ საქონლის განადგურებაც კი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და არც მოპასუხე მხარეს გაუხდია სადავოდ, რომ საქონლის დაზიანების გარეშე სასაქონლო ნიშნის მისგან განცალკევება შეუძლებელია, რაც მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა განადგურებულ იქნას სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო ტერმინალის საწყობში განთავსებულ მოპასუხე შპს ”ეფ----------ლის” კუთვნილი საქონელი, რომელიც ნიშანდებულია მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნით P--- (რეგ. ნომერი 9---) და გამოახულებითი სასაქონლო ნიშნის (რეგ. ნომ. 9---, ნახტომში მყოფი პ----ს (კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ცხოველი)გამოსახულება)საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის თანახმად, 1. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სსს კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე -100 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისთვის- 50 ლარი. ასევე გადახდილია იურიდიული მომსახურების და სხვა ხარჯები 1700 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნო სარჩელი, ამიტომ მოსარჩელე უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახ ბაჟი 100 ლარის ოდენობით ხოლო მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი 50 ლარი.

მოსარცელე ითხოვს იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის მოპასუხეზე სრულად დაკისრებას, თუმცა საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ მოპასუხეს დააკისროს 1500 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. მოსარჩელე ,,პუ-----“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს

 

2. აეკრძალოს შპს ,,ეფ----------ლ“-ს (საიდენტ N 4--------) სასაქონლო ნიშნის P--- (რეგ. ნომერი 9---) და გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნის (რეგ. ნომერი 9--- ნახტომში მყოფი პ----ს (კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ცხოველი გამოსახულება) ან მათი აღრევამდე მსგავსი ნიშნების გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის - ასეთი ნიშნებით მარკირებული საქონლის იმპორტი, ექსპორტი, რეალიზაცია და დასაწყობება) იმ საქონლის მიმართ, რომელიც იდენტურია ან მსგავსია იმ საქონლისა, რომლისთვისაც მოსარჩელეს დარეგისტრირებული აქვს ზემო აღნიშნული სასაქონლო ნიშნები და რომელიც არ არის დამზადებული მის მიერ ან მისი ნებართვით.

3. განადგურდეს მოსარჩელის ხარჯით მოპასუხი შპს ,,ეფ----------ლ“-ის (საიდენტ N 4--------) კუთვნილი და შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 21 ნოემბერს შეჩერებული 110 კომპლექტი კონტრაფიქციული ბავშვის ორეული, რომელიც ნიშანდებულია სასაქონლო ნიშნით P--- (რეგ. ნომერი 9---) და გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნის (რეგ. ნომერი 9--- ნახტომში მყოფი პ----ს (კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ცხოველი გამოსახულება) და რომელიც განთვასებულია გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ,,ბათუმი“, მდბარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ად-–-ა, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ.

4. შპს ,,ეფ----------ლ“-ს (საიდენტ N 4--------) ,,პუ-----“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი 50 ლარისა და იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ნაწილის 1500 ლარის ანაზღაურება.

5. პუ-----“-ს უკან დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის თანხა 100 ლარი. ( სს ,,თიბის ბანკი“ საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი - 13/13/2017. წელი, გადამხდელი -გი-------–----ვა. სახელმწიფო ხაზინა - 3007 33150)

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე