განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.10.2018
საქმის ნომერი
160210117001976377
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
12.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2ბ/6367-17

№ 160210117001976377

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი, 2018 წ.

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ქეთევან დუგლაძე

მოსამართლეები _ ანა გოგიშვილი

ლევან გვარამია

 

სხდომის მდივანი _ ოთარ ბუკია

 

აპელანტი (მოპასუხე) _ ს------- ე-–-----------ს კ----–----

წარმომადგენლები - გ------- ც------, გ------- თ-------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს „ს-----“

 

დავის საგანი – სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა, ტვირთის განადგურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწვეტილების მიღებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

2.1. მოსარჩელე ,,ს------- ე-–-----------ს კ--- ლ----ს“ წარმომადგენლის გ------- ც------ს შუამდგომლობა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაკმაყოფილდა; მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ,,ს------- ე-–-----------ს კ--- ლ----“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; აეკრძალა შპს ,,ს-----ს“ სასაქონლო ნიშნის ,,S------” და მისი აღრევამდე მსგავსი ნიშნების გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის ასეთი ნიშნებით მარკირებული საქონლის იმპორტი, ექსპორტი, რეალიზაცია და დასაწყობება) იმ საქონლის მიმართ, რომელიც იდენტურია ან მსგავსია იმ საქონლისა, რომლისთვისაც მოსარჩელეს დარეგისტრირებული აქვს ზემოაღნიშნული სასაქონლო ნიშანი და რომელიც არ არის დამზადებული მის მიერ ან მისი ნებართვით. განადგურდეს შემოსავლების სამსახურის მიერ, 2--- წლის 24 მ---ს შეჩერებული კონტრაფაქციული მობილური ტელეფონები მოსარჩელის ხარჯით; მოსარჩელე ,,ს------- ე-–-----------ს კ--- ლ----ს“ მოთხოვნა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.2. 2--- წლის 20 ივნისს, ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მომართა ,,ს------- ე-–-----------ს კ--- ლ----“-ს წარმომადგენლებმა გ------- თ-------–---–მა და გ------- ც------მ მოპასუხე შპს ,,ს-----ს“ მიმართ, სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვისა და ტვირთის განადგურების მოთხოვნით.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ ,,ს------- ე-–-----------ს კ--- ლ----“-ის სარჩელი მიღებულ იქნა განსახილველად.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

მოსარჩელე მხარე არის საქპატენტში 1--- წლის 10 ს----------ს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის - შ--–--- მფლობელი. აღნიშნული სასაქონლო ნიშნის მიმართ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 22 ო---------ის N----- ბრძანებით, მოსარჩელის მოთხოვნით მისი ზემოაღნიშნული სასაქონლო ნიშანი შეტანილ იქნა ინტელექტუალური საკუთრების რეესტრში და მის მიმართ ხორციელდება დაცვის სასაზღვრო ღონისძიებები. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2--- წლის 26 ო---------ის ბრძანებით განახლდა ზემოაღნიშნული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს ,,ს-----მ“ დაარღვია მოსარჩელის უფლებები და განახორციელა მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშნით - შ--–--- მარკირებული კონტრაფაქციული მობილური ტელეფონების იმპორტი საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ იმპორტირებულია 500 ცალი მობილური კონტრაფაქციული ტელეფონი, რომელიც განთავსებულია შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან „ა------------ი“ არსებული შპს „ლ------ს“ საბაჟო საწყობში. 2--- წლის 24 მ---ს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა გამოსცა N----- ბრძანება, რომლითაც შეჩერებული იქნა შპს ,,ს-----ს“ კუთვნილი საქონელი, საქონლის შეჩერების ვადად განისაზღვრა 10 სამუშაო დღე, რომელიც მოსარჩელის მოთხოვნით და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2--- წლის 08 ივნისის N----- ბრძანებით გაგრძელდა მომდევნო 10 სამუშაო დღით.

 

ზემოაღნიშნული მობილური ტელეფონები არ არის დამზადებული „ს------- ე-–-----------ს კ--- ლ----“-ს მიერ ან მისი ნებართვით, გახლავთ კონტრაფაქციული. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა მისი უფლებების ხელყოფის შეწყვეტა და კონტრაფაქციული საქონლის განადგურება.

 

მოპასუხე შპს ,,ს-----მ“ წარმოდგენილი შესაგებლით „ს------- ე-–-----------ს კ--- ლ----“-ის სარჩელი არ ცნო.

 

საქმეზე სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 05 სექტემბერს, 12:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, მოპასუხე ორგანიზაციას გაეგზავნა სასამართლო უწყება, რომელიც ჩაბარდა შპს „ს-----ს“ მენეჯერს ვ--–-- ი----ს, 2017 წლის 02 აგვისტოს.

 

2017 წლის 05 სექტემბერს, 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე შპს „ს-----ს“ წარმომადგენელი.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ,,ს------- ე-–-----------ს კ--- ლ----“-ს წარმომადგენელმა გ------- ც------მ სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და განსახილველ საქმეზე გამოტანილ უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე შპს ,,ს-----ს“ წარმომადგენელი. სასამართლოს სხდომის ადგილისა და თარიღის თაობაზე მოპასუხეს ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, კერძოდ, ჩაბარდა სასამართლო უწყება. მოპასუხე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა არასაპატიოდ უნდა იქნეს მიჩნეული. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც, მოსარჩელე „ს------- ე-–---------ს კ--- ლ----“-ს წარმომადგენლის გ------- ც------ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მიღებულ უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1102-ე მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაცვა ხორციელდება შესაბამისი კანონის მიხედვით, მისი რეგისტრაციის საფუძველზე. სასაქონლო ნიშანზე მოწმობის მიღების უფლება ეკუთვნის მეწარმეს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმოს) დამფუძნებელი კონვენციის მე-2 (VIII) მუხლით, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს (სხვა ობიექტებთან ერთად) მიეკუთვნება სასაქონლო და მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები და სხვა კომერციული აღნიშვნები.

 

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 3.1. მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი, ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით.

 

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1. მუხლის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული

 

სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა.

 

მოხმობილი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იკრძალება ისეთი საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი ან ექსპორტი, რომელიც ნიშანდებულია ამ ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ხორციელდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლით.

 

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური; ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; დ) იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა შესაძლო აკრძალვათა გარდა, იკრძალება: ა) სასაქონლო ნიშნის დატანა საქონელზე ან მის შეფუთვაზე; ბ) ისეთი საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი ან ექსპორტი, რომელიც ნიშანდებულია ამ ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ხორციელდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლით; გ) სასაქონლო ნიშნის გამოყენებით მომსახურების შეთავაზება ან გაწევა; დ) სასაქონლო ნიშნის გამოყენება რეკლამისათვის ან საქმიან ქაღალდებზე. სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირს ეკრძალება: ა) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნის დატანა შესაფუთ საშუალებაზე, ეტიკეტზე და ა.შ.; ბ) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალის ან შეფუთვის შეთავაზება, მიმოქცევაში შეტანა, გასაღება ან გასაღებისათვის მომზადება, მათი იმპორტი ან ექსპორტი.

 

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს: ა) თავისი უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა; ბ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება; გ) ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი მასალისა და სარეკლამო განცხადების განადგურება, რომელიც შეიცავს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს, წარმოადგენს მის ასლს ან იმიტაციას; დ) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეების, მატრიცების, ხოლო თუ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება შეუძლებელია, თვით ამ საქონლის განადგურებაც კი.

 

სასამართლომ, სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა „ს------- ე-–-----------ს კ--- ლ----“-ს მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ ეს გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1102 -ე მუხლისა და ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6, მე-3, 45-ე მუხლების შესაბამისად იურიდიულად ამართლებენ მოსარჩელის მოთხოვნას.

 

ამდენად, ვინაიდან სასამართლო თვლის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის, კერძოდ, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის

 

წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით. არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი შემოსავლის ორდერი და ხელშეკრულება, რომლითაც დადასტურდებოდა, თუ რა ხარჯი იქნა გაწეული ,,ს------- ე-–-----------ს კ--- ლ----“-ს მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ორმხრივ აქტსა და ამონაწერს ანგარიშიდან, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, აღნიშნული ორდერით არ დგინდება იურიდიული მომსახურებისათვის მოსარჩელის მიერ ხარჯის გაწევის ფაქტი; აღნიშნულიდან გამომდინარე, „ს------- ე-–-----------ს კ--- ლ----“-ს მოთხოვნა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლოსთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძელზე წარდგენილი ქინა შუამდგომლობა სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურების შესახებ. კერძოდ, მოთხოვნილი იქნა გადაწყვეტილების მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანის შემთხვევაშისასამართლოს მოპასუხისათვის დაეკისრებინა მოსარჩელის მიერ საქმეზე იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, რაც შეადგენდა 1000 აშშ დოლარს. სასამართლოს წარდეგინა მოსარჩელის ოფიციალურ წარმომადგენლობით ოფისსა და შპს „მ-----, გ---------ი, თ-------–---–ი“ შორის გაფორმებული ორმხრივი აქტი, რომელიც ეხება წინამდებარე საქმეზე იურიდიულ წარმომადგენლობას და მასთან დაკავშირებით გადახდილ 2 407.20 ლარს, ასევე სასამართლოს წარედგინა ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, რომლითაც დასტურდება, რომ მოთხოვნილი თანხა ნამდვილად იქნა გადახდილი; აპელანტის მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი არ აკონკრეტებს თუ რა დოკუმენტებით არის შესაძლებელი მხარის მიერ იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების დადასტურება. აღნიშნული ნორმის თანამხად, მთავარია დადასტურდეს მხარის მიერ ხარჯის გაწევის ფაქტი და არ აქვს მნიშვნელობა რა მტკიცებულებებით დასტურდება აღნიშნული გარემოება.

 

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა უპირველესად ყურადღებას შეაჩერებს დავის საგნის ფარგლებზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის და მისი შინაარსის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ მოპასუხე მხარეს შპს „ს-----ს“ სადავოდ არ გაუხდია, მოცემულ ეტაპზე სააპელაციო პალატის განხილვის საგანს შეადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის , ,,ს------- ე-–-----------ს კ--- ლ----ს“ მოთხოვნა მოპასუხე შპს „ს-----სთვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესახებ.

 

4.2. სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

- ,,ს------- ე-–-----------ს კ--- ლ----“-მ სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა შპს ,,ს-----სთვის“ სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვია და ტვირთის განადგურება.

 

- საქმეზე სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 05 სექტემბერს, 12:00 საათზე. სხდომის შესახებ შპს „ს-----ს“ ეცნობა კანონით დადგენილი წესით 2017 წლის 02 აგვისტოს.

 

- დადგენილია, რომ 2017 წლის 05 სექტემბერს, 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე შპს „ს-----ს“ წარმომადგენელი.

 

- სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

4.3. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სსსკ–ის 230–ე მუხლით გათვალისწინებულ პროცესუალურ–სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით და შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები დამტკიცებულად იქნა მიჩნეული 230–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარმეოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1102-ე, საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-6, 45-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას.

 

რაც შეეხება წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნას, სასამართლომ მოსარჩელე მხარეს უარი უთხრა შესაბამისი მტკიცებულებების არ არსებობის გამო.

 

4.4. სააპელაციო პალატა იზიარებს სადავო საკითხთან დაკავშირებით აპელანტის არგუმენტებს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს არასწორად ეთქვა უარი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს. ბუნებრივია, სამართალწარმოება დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან და იგი იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, წარმოეშობა სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც მის სასარგებლოდ დაკმაყოფილდა (მოსარჩელე) ან მის მიმართ არ დაკმაყოფილდა (მოპასუხე), მაგრამ არა შეუზღუდავად. როგორც აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების მაქსიმუმის ფარგლებში (დავის საგნის ღირებულების 4%), სასამართლომ ადვოკატის დახმარებისათვის საფასური უნდა განსაზღვროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მოცულობის, დავის ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულისა და სხვა ფაქტორების თანაზომიერი და გონივრული, არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ის ფარგლებში.

 

საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, „როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“) . ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (იხ. სუსგ №ას-792-1114 -07, 11 თებერვალი, 2008 წელი).

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ,,ს------- ე-–-----------ს კ--- ლ----“-ს გააჩნია იურიდიული მომსახურებისათვის თანხის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულების არსებობა დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ორმხრივი აქტით (ტ. I, ს.ფ. 130). პალატა მიიჩნევს, რომ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობის ფარგლებში, მიუხედავა იმისა, საქმის განხილვის ეტაპზე გადახდა განხორციელებულია თუ არა, ვინაიდან ვალდებულება მომდინარეობს ხელშეკრულებიდან, რომლის შესრულების მოთხოვნა ადვოკატს მომსახურების გაწევისთანავე წარმოეშობა. ამგვარი ვალდებულების არსებობა კი განხილულ უნდა იქნეს იმ ხარჯად, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, აღნიშნული ხარჯები გადაწყვეტილების გამოტანისა და გადახდის დროის მიხედვით კვალიფიცირებულ იქნა გაწეულ თუ გასაწევ ხარჯად, შესაბამისად, შემდგომი სარჩელის თავიდან აცილებისა და საპროცესო ეკონომიის პრინციპებიდან გამომდინარე, ადვოკატის ხარჯი ანაზღაურებულ უნდა იქნეს მაშინაც, როდესაც მისი ანაზღაურების ვალდებულება ხელშეკრულებიდან მომდინარეობს, თუმცა, გადახდა გადახდის ქვითრით არ დასტურდება.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ მოხმობილი ნორმებისა და მსჯელობის საფუძველზე, კერძოდ, დავის ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულის, დაკისრებული თანხის ოდენობის და სხვა ფაქტორების თანაზომიერი და გონივრული შეფასების შედეგად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის გადახდა - 2000 ლარის ოდენობით.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. „ს------- ე-–-----------ს კ--- ლ----“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი , მოსარჩელე ,,ს------- ე-–-----------ს კ--- ლ----ს“-სთვის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. „ს------- ე-–-----------ს კ--- ლ----“-ს მოთხოვნა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდეს:

4. შპს „ს-----ს“ დაეკისროს „ს------- ე-–-----------ს კ--- ლ----“-ს სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით;

5. შპს „ს-----ს“ „ს------- ე-–-----------ს კ--- ლ----“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 37ა), ამ განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ქეთევან დუგლაძე

 

მოსამართლეები ანა გოგიშვილი

 

ლევან გვარამია