გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.06.2019
საქმის ნომერი
340210017001795026
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
17.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210017001795026

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13.06.2019 წ. ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი

სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) შპს ,,არ------ი"

მოსარჩელის წარმომადგენელი ვ---------–-------–---–-

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) შპს ,,მე---------- მა----ი"

მოპასუხის წარმომადგენელი დ-------------–---–-

დავის საგანი თავდაპირველი სარჩელით - სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა, ზიანის ანაზღაურება

დავის საგანი შეგებებული სარჩელით - სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე სს ,,მე---------- მა----ს“ აეკრძალოს მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის „ნე-–------ი“ს გამოყენება, ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე კლასით - ალკოჰოლიანი სასმელები (ლუდის გარდა) ღვინის ბრენდი, მიმართ;

1.2. მოპასუხეს დაეკისროს პასუხისმგებლობა სასაქონლო ნიშანზე უფლების დარღვევისათვის 3 ათასი ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის განმარტებით შპს „არ------ი“ (შემდგომ შპს, მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე) რამდენიმე წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე. მისი საქმიანობის ერთ - ერთ სფეროს წარმოადგენს ალკოჰოლური სასმელების წარმოება, ღვინის წარმოება, ღვინით ვაჭრობა. წარმატება განაპირობა მისი ერთ-ერთი პროდუქციის სახელის ,,ნე-–------ი“, ,,Ne-------“ ,,Не-------“ დაპატენტება - რეგისტრაციამ, რაზეც 29.02.2016 წელს გაიცა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის- საქპატენტის მოწმობა.

 

მოპასუხე შპს ,,მე---------- მა----ი“ (შემდგომ სს, მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე) ახორციელებს იმავე საქმიანობას, რასაც მოსარჩელე კომპანია და თავისი პროდუქციის რეკლამირება-რეალიზაციისთვის იყენებს მოსარჩელის მიერ დაპატენტებულ სახელს ,,ნე-–------ი“, რისი უფლებაც მოპასუხე კომპანიას არ აქვს, ამიტომ მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე კომპანიას აეკრძალოს მათი დაცული ნიშნის გამოყენება, ასევე მოპასუხეს დაეკისროს პასუხისმგებლობა სასაქონლო ნიშანზე უფლების დარღვევისათვის 3 ათასი ლარის ოდენობით .

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით და საქმის სასამართლო განხილვის დროს სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხემ მიუთითა, რომ მათი კომპანია მოსარჩელის დაცულ სასაქონლო ნიშანს, პროდუქციის წარმოებისთვის და რეკლამირება/რეალიზაციისთვის არ იყენებს. ამ სახელის გამოყენების შემთხვევაშიც კი მოსარჩელეს მისი აკრძალვის უფლება არ აქვს, რადგან სახელი ,,ნე-–------ი“ არ არის მოსარჩელის ექსკლუზიური უფლება, ამ სახელის გამოყენების უფლება აქვს მოპასუხესაც, საკვები პროდუქტებით და სასმელით უზრუნველყოფისთვის . (იხ.დაზუსტებული შესაგებელი ს.ფ. 64)

 

3. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

 

3.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს არ------ის საკუთრებად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანის- ,,ნე-–------ი“ს რეგისტრაცია

 

შეგებებული მოსარჩელის განმარტებით, ,,ნე-–------ი“ არის ისტორიული ძეგლის - ,,ნე-----ი"ს ისტორიული დასახელება. ამ სახელის გამოყენებაზე სავალდებულოა კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობა, რაც შპს ,,არ------ს" არ გააჩნია, ამიტომ მას არა აქვს უფლება, ექსკლუზიურად გამოიყენოს ეს სახელი და მოითხოვოს სხვა პირებისგან სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა .

 

შეგებებულ სარჩელში ასევე მითითებულია, რომ ,,ნე-----ი"ს სახელით უკვე იწარმოება ღვინის ბრენდი შპს ,,შა---- ნე-----ისგან“, ეს სახელწოდება ასოცირდება ნე-----ის ისტორიულ სახელთან ,,ნე-–------ი" , რაც მომხმარებელს მცდარ ინფორმაციას მისცემს ამ პროდუქციაზე და გამოიწვეს ორი სასაქონლო ნიშნის აღრევას (ს.ფ 87).

 

4. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია

 

შეგებებული სარჩელის მოპასუხე არ დაეთანხმა შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.

 

5. ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.

 

5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.2.1. მოსარჩელე შპს „არ------ი“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 19.08.2010 წელს, საიდენტიფიკაციო ნომერი- 44115541--, იურიდიული მისამართი: საქართველო, ყვ----–ის რაიონი, ზ. ჭა------ის #56.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 14 );

 

5.2.2. მოპასუხე სს ,,მე---------- მა----ი'' სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 07.12.2009 წელს, საიდენტიფიკაციო ნომერი- 2045765--, იურიდიული მისამართი: საქართველო, ყვ----–ის რაიონი, სოფელი ში-–--- .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ.15 );

 

5.2.3. საქპატენტის 2015 წლის 10 ივლისის #1186/03 ბრძანების საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება სიტყვიერი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე.

ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, განცხადებული საქონლისა და მომსახურებების მიმართ დარეგისტრირდა სასაქონლო ნიშანი, კერძოდ, ქართული, რუსული და ლათინური შრიფტით გამოსახული სიტყვა “ნე-–------ი“, ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე კლასში - ალკოჰოლიანი სასმელები (ლუდის გარდა) ღვინის ბრენდი. სასაქონლო ნიშნის მფლობელია შპს ,,არ------ი“ , რაზეც 29.02.2016 წელს გაიცა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის- საქპატენტის მოწმობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოწმობა (ს.ფ. 17 )

- ბრძანება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ (ს.ფ. 159)

 

5.2.4 საქპატენტის 2017 წლის 13 ივნისის #1283--- ბრძანების საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე განცხადებული საქონლისა და მომსახურებების მიმართ დარეგისტრირდა სასაქონლო ნიშანი “ნე-–------ი“ , ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალის 43-ე კლასში- საკვები პროდუქტებითა და სასმელებით უზრუნველყოფა; დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. სასაქონლო ნიშნის მფლობელია სს ,,მე---------- მა----ი“ .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- ბრძანება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ (ს.ფ. 71)

 

5.2.5. მოსარჩელე (შეგებებული მოპასუხე) კომპანიის სამეწარმეო საქმიანობის ერთ- ერთ სფეროს წარმოადგენს ალკოჰოლური სასმელების წარმოება, ღვინის წარმოება-რეალიზაცია . მოსარჩელე დაცული სასაქონლო ნიშნით აწარმოებს ღვინოს და ახდენს მის რეკლამირება/რეალიზაციას .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარეკლამო ფოტოსურათები, სასაქონლო ზედნადების ცხრილი (ს.ფ. 84-86 )

 

5.2.6 მოპასუხე სს ,,მე---------- მა----ი“ ეწევა მოსარჩელის მსგავსს საქმიანობას, კერძოდ, მისი სამეწარმეო საქმიანობის ერთ - ერთ სფეროს ღვინის წარმოება--რეალიზაცია წარმოადგენს .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- ფოტოსურათები (ს.ფ. 18-19,102)

 

5.2.7 მოპასუხე (შეგებებული მოსარჩელე) ღვინის წარმოებისთვის და რეკლამირება- რეალიზაციისთვის იყენებს მოსარჩელის მიერ ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე კლასში- ალკოჰოლიანი სასმელები, ღვინის ბრენდი დაცულ ნიშანს ,,ნე-–------ი „სასამართლო თვლის, რომ აღნიშნულ სადავო გარემოებასთან დაკავშირებით მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ახსნა-განმარტება წინააღმდეგობრივია. მოპასუხე ერთ შემთხვევაში განმარტავს, რომ მათი კომპანია ღვინის წარმოება/რეკლამირება/რეალიზაციისთვის ,,ნე-–------ი"ს სახელს არ იყენებს. იმავდროულად აცხადებს, რომ მოსარჩელეს არა აქვს უფლება , აუკრძალოს ამ სიტყვის გამოყენება, რადგან სს ,,მე---------- მა----ი" ასევე არის დაცული სასაქონლო ნიშნის ,,ნე-–------ი“ს მფლობელი და მას უფლება აქვს გამოიყენოს ეს სახელი.

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას იმის შესახებ, რომ იგი ღვინის წარმოება/რეკლამირება/რეალიზაციისთვის ,,ნე-–------ი"ს სახელს არ იყენებს, რადგან აღნიშნული ეწინაღმდეგება მათ ფეისბუქ/გვერდზე განთავსებულ სარეკლამო ინფორმაციას, სადაც განთავსებულია სს ,,მე---------- მა----ი"ს ნე-–------ის ღვინის რეკლამა (ს.ფ 18-19) .

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მოსარჩელის დარად არის დაცული ნიშნის ,,ნე-–------ი“ მფლობელი და მას შეუძლია გამოიყენოს ეს სახელი, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე არის სიტყვიერი სასაქონლო ნიშნის ,,ნე-–------ი“ს მფლობელი ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე კლასში - ალკოჰოლიანი სასმელები (ლუდის გარდა) ღვინის ბრენდი, ხოლო მოპასუხე არის ამავე სასაქონლო ნიშნის მფლობელი ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 43-ე კლასში- საკვები პროდუქტებითა და სასმელებით უზრუნველყოფა; დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა .

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,ნიცის შეთანხმებით მიღებული საქონლის და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის“ მიხედვით, 33-ე კლასით განსაზღვრული ჩამონათვალი (ალკოჰოლიანი სასმელები ლუდის გარდა, ღვინის ბრენდი) , წარმოადგენს საქონელს, ხოლო 43-ე კლასით განსაზღვრული ჩამონათვალი წარმოადგენს მომსახურებას- საკვები პროდუქტებითა და სასმელებით უზრუნველყოფის, ასევე დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სფეროში. როგორც წესი, 33-ე კლასით გათვალისწინებული საქონელი- ძირითადად ითვალისწინებს პროდუქციის წარმოებას, შექმნას, ხოლო 43-ე კლასით გათვალისწინებული მომსახურება ძირითადად მოიცავს ფიზიკური პირების ან დაწესებულებების მიერ გაწეულ მომსახურებას, რაც შეიძლება იყოს მომხმარებლისთვის საკვები პროდუქტისა და სასმელების მომზადება და ადგილისა და კვების შეთავაზება სასტუმროებში, პანსიონატებსა და სხვა დროებითი საცხოვრებელი ფართის მქონე დაწესებულებებში.

 

ამდენად, სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის და გამოყენების მიზნებისათვის 43-ე კლასში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით მოპასუხეს ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლება მოპოვებული აქვს მხოლოდ მომსახურების სფეროში, ამიტომ უნდა დავასკვნათ, რომ სასაქონლო ნიშნების 33-ე კლასში, ე.ი ალკოჰოლიანი სასმელების და ღვინის ბრენდის წარმოების სფეროში მოპასუხეს ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლება არ აქვს .

 

5.2.8. სასამართლო თვლის, რომ სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი ,,ნე-–------ი" არ ექცევა არც „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ი" ქვეპუნქტის და არც ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მოქმედების არეალში და მისი დაცულ სასაქონლო ნიშნად გამოყენება არ ეწინააღმდეგება კანონს .

 

როგორც აღინიშნა, თავდაპირველი მოსარჩელე მოპასუხის მიერ წარმოებული ღვინის რეკლამირება/რეალიზაციისთვის მისი კომპანიის რეგისტრაციით დაცული ნიშნის გამოყენებაზე დაობს, ხოლო შეგებებული მოსარჩელე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ ეს სახელი არის ისტორიული ძეგლის - ,,ნე-----ი"ს ისტორიული სახელი და სასაქონლო ნიშანი მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულია კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სავალდებულო თანხმობის გარეშე .

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1. მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს

გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ

გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით,მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი

მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც

კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ

შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103.1. მუხლის

თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ი“ პუნქტით, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ შეიცავს საქართველოს ისტორიული ძეგლის დასახელებას ან გამოსახულებას- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს თანხმობის გარეშე, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა საქართველოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის არსებულ ან ისტორიულ დასახელებას. ასეთი სიმბოლოები სასაქონლო ნიშანში შედის დაუცველი ნაწილის სახით, თუ არსებობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობა მათი გამოყენების თაობაზე.

 

სასამართლო თვლის, რომ იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე კლასში - ალკოჰოლიანი სასმელები ღვინის ბრენდი, მოსარჩელე კომპანიის კუთვნილი, სადავო სიტყვიერი სასაქონლო ნიშნის, როგორც ისტორიული ძეგლის ისტორიული დასახელების რეგისტრაცია ეწინაღმდეგება კანონის მე -4 და მე- 5 მუხლის დანაწესს, ეკისრება შეგებებული სარჩელის ავტორს.

 

შეგებებულმა მოსარჩელემ წარმოადგინა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილის მიერ სს ,,მე---------- მა----ი"ს დირექტორის სახელზე გაგზავნილი წერილი, სადაც პასუხი გაეცა შეკითხვას - იყო თუ არა ისტორიული ქალაქის ნე-----ის მეორე ისტორიული დასახელება ნე-–------ი.

 

საპასუხო წერილში აღნიშნულია, რომ ,,ქართულ ისტორიულ ქრონიკებში, ქალაქი, სახელწოდებით „ნე-----ი“, იხსენიება ლე------ მრ-----–ის „მე------ ცხ--------ში“ (ქ.ც. 1:29.4; 33,10; 65,15; 137,16), ჯუ--–---ის „ცხ-------- ვა------ გო------–---ში“ (ქ.ც. 1:199,15) და ვა---–--- ბა------–---–ის „აღ–---- სა-------- სა---------–----ში“ (ქ.ც. 4:114,9; 545,10-12). ამ დოკუმენტთაგან, 2 შემთხვევაში (ქ.ც. 1:29.4; 33,10), მემატიანე გარკვევით მიანიშნებს, რომ ადრეულ შუა საუკუნეებში, ეს ქალაქი „ნე-–------ის“ სახელწოდებითაც იყო ცნობილი. პირველ შემთხვევაში გამოყენებულია ფორმა „ნე-–------ი“, მეორეში კი- „ნე-–-----“, თუმცა ამ ფორმათა იდენტურობა ეჭვს არ იწვევს.

ქართველ მეცნიერთაგან, ჯერჯერობით, არავის გამოუთქვავს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ისტორიული სახელწოდებები „ნე-----ი“ და „ნე-–------ი“ (ნე-–-----) იმ ქალაქის ტიპის დასახლების თანაბარუფლებიანი სახელებია, რომელსაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ჯგუფი უკვე 3 ათეულ წელზე მეტია, რაც არქეოლოგიურად იკვლევს ყვ----–ის მუნიციპალიტეტში, მდ. ჩე-–---სა და მდ. დუ------ის ხეობათა შორის მოქცეულ მონაკვეთზე, თანამედროვე ნე-----ის მონასტრის წინა დაბლობებზე.

ამ ინფორმაციის გადამოწმებაზე იმუშავა საქართველოს ეროვნული მუზეუმის წამყვანმა მეცნიერ თანამშრომელმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ნე-----ის შემსწავლელი ექსპედიციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნო----- ბა----ძემ, რომელიც ეყრდნობა შემდეგ ძირითად სამეცნიერო ლიტერატურას: 1. ქა-----–ის ცხ--------. ტ. 1. თბილისი, 1955; 2. ქა-----–ის ცხ--------. ტ. 4. თბილისი, 1973.“

 

სასამართლო თვლის, რომ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1 ნაწილის ,,ი" ქვეპუნქტის და ამავე კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ისტორიული ძეგლის დასახელებად ან ტერიტორიული ერთეულის ისტორიულ დასახელებად მიჩნეული უნდა იქნეს ისეთი სახელი, რომელიც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიჩნეულია კონკრეტული ისტორიული ძეგლის ან ტერიტორიის ისტორიულ სახელწოდებად და არა გარკვეულ ისტორიულ წყაროებში აღმოჩენილი, სახეშეცვლილი, ან ვარაუდის დონეზე დასაშვები სახელწოდება.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ისტორიული ძეგლის ან ადგილმდებარეობის ისტორიული სახელის, რისი დაცულ ნიშნად გამოყენებას ან სასაქონლო ნიშნის დაუცველი ნაწილის სახით გამოყენებასაც ესაჭიროება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს თანხმობა, მიჩნეული უნდა იქნეს ,,ნე-----ი“ , რაც არის ისტორიული ძეგლის სახელი და ისტორიული ქალაქის სახელი და არა სხვადასხვა წყაროებში აღმოჩენილი სახეშეცვლილი , ან ვარაუდის დონეზე დასაშვები სახელწოდება, როგორიცაა ნე-–------ი, ნე-–----- და აშ .

 

სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც შპს ,,არ------ი"ს, ასევე სს ,,მე---------- მა----ის“ განცხადების საფუძველზე, სადავო სასაქონლო ნიშანზე კვლევის ჩატარებისას, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის არსობრივმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სიტყვიერი სასაქონლო ნიშანის ,,ნე-–------ი"ს მიმართ სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი ,,ნე-–------ი" არ ექცევა არც „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1 ნაწილის ი ქვეპუნქტის და არც ამავე კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის მოქმედების არეალში და მისი დაცულ სასაქონლო ნიშნად გამოყენება არ ეწინააღმდეგება კანონს , შესაბამისად, თავდაპირველ მოსარჩელეს სასაქონლო ნიშანზე უფლება კანონის დარღვევით არ მოუპოვებია, ამიტომ ამ საფუძვლით სს ,,მე---------- მა----ი“ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილობის ფაქტობრივ- სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

-ეროვნული მუზეუმის წერილი (ს.ფ 101)

- სასაქონლო ნიშნების გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის დასკვნა ( ს.ფ. 72, 160

 

5.2.9. სასამართლო თვლის, რომ შეგებებული მოსარჩელის მიერ გამოყენებული სასაქონლო ნიშანი ,,ნე-----ი" და შეგებებული მოპასუხის მიერ გამოყენებული სასაქონლო ნიშანი ,,ნე-–------ი“ - სასაქონლო ნიშნებისა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის აღრევის საშიშრობას არ წარმოშობს.

 

სასამართლო იზიარებს შეგებებული მოპასუხის მტკიცებას კონკრეტული სასაქონლო ნიშნების აღრევამდე მსგავსების არ არსებობასთან დაკავშირებით, რადგან ორ სასაქონლო ნიშანში როგორც ფონეტიკური, ისე ვიზუალური და სემანტიკური თვალსაზრისით საერთო ელემენტი არ არსებობს, ამ სასაქონლო ნიშნით წარმოებული ღვინის დასახელებაში გამოყენებული სიტყვები ,,ნე-–------ი“ და ,,ნე-----ი“ მომხმარებელის შეცდომაში შეყვანას არ გამოიწვევს, და პროდუქციაზე მცდარ შთაბეჭდილებას არ შეუქმნის. შესაბამისად, ორი სასაქონლო ნიშნის აღრევის საშიშროება მოსარჩელის მიერ დასაბუთებული არ არის .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- ფოტოსურათები

 

5.2.10. სასამართლო ვერ გაიზიარებს თავდაპირველი მოსარჩელის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის სასაქონლო ნიშნის გამოყენებით მათ მიადგათ ზიანი 3000 ლარის ოდენობით, რადგან რაიმე მტკიცებულება, რაც ზიანის მიყენებას დაადასტურებდა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, ხოლო სსს კოდექსის 102-104 მუხლების შესაბამისად კი, ამ გარემოების მტკიცების ტვირთი სწორედ მოსარჩელეს ეკისრება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

6.1. მოპასუხე სს ,,მე---------- მა----ი" მოსარჩელე შპს ,,არ------ის" მსგავსი საქმიანობისათვის იყენებს ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე კლასში (ალკოჰოლიანი სასმელები (ლუდის გარდა) ღვინის ბრენდი მოსარჩელის დაცულ ნიშანს, ამიტომ სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვის შესახებ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს .

 

6.2. შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობის გამო

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონი

 

8. სამართლებრივი შეფასება

 

8.1. შეგებებული სარჩელის მოსარჩელეს აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი , იგი მოითხოვს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობას, ამიტომ რეგისტრაციის კანონიერების საკითხის გამოკვლევამდე, აუცილებელია იმის დადგენა, თუ რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს მოსარჩელეს აღიარებითი სარჩელის მიმართ და რა შედეგის მომტანი იქნება იგი მოსარჩელისთვის, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შემთხვევაში .

 

სადავო რეგისტრაციის ბათილობისათვის აუცილებელი წინაპირობაა ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა. ამგვარი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელემ უნდა მოიპოვოს კონკრეტული უფლება ან აღიკვეთოს მის უფლების რეალიზაციაში ხელშეშლა. ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების (სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის) აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებისას. სსს კოდექსის 180-ე მუხლის სამართლებრივი ბუნების შესახებ საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ: აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა - საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს (მაგალითად, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ.) ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ - უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ’’ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ №ას-664-635-2016, 02.03.2017წ; №ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; № ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; № ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; № ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; № ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; № ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; №ას-407-390-2016, 10.06.2016წ; № ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).

 

მოცემულ შემთხვევაში შეგებებულმა მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული ინტერესი ახსნა იმით, რომ მხარეები მსგავს სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან. შეგებებული მოსარჩელე დაინტერესებულია, რომ სადავო სასაქონლო ნიშანი, როგორც დაცული ნიშანი, არ იყოს მისი სარჩელის მოპასუხის ექსკლუზიური უფლება და ალკოჰოლური სასმელების და ღვინის ბრენდის სფეროში მასაც ჰქონდეს ამ სახელის გამოყენების უფლება, ამიტომ სასამართლო იზიარებს შეგებებული მოსარჩელის ინტერესს, იდავოს შეგებებული მოპასუხის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობასთან მიმართებით.

 

8.2. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ კანონი) მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. იმავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 1. სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით. 3. სასაქონლო ნიშანი დაცულია ”საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების

საფუძველზე.

 

ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშანი ამ კანონის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთხოვნათა დარღვევითაა რეგისტრირებული.

შეგებებულმა მოსარჩელემ მიუთითა, რომ სადავო სასაქონლო ნიშანზე შპს ,,არ------ის“ უფლება რეგისტრირებულია კანონის მე-4 და მე-5 მუხლების მოთხოვნათა დარღვევით , რასაც სასამართლო არ იზიარებს, რადგან მოცემულ შემთხვევაში მითითებული ნორმით გათვალისწინებული ფაქტობრივი შემადგენლობა სახეზე არ არის .

 

,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ი“ პუნქტით, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ შეიცავს საქართველოს ისტორიული ძეგლის დასახელებას ან გამოსახულებას- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს თანხმობის გარეშე, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა საქართველოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის არსებულ ან ისტორიულ დასახელებას. ასეთი სიმბოლოები სასაქონლო ნიშანში შედის დაუცველი ნაწილის სახით, თუ არსებობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობა მათი გამოყენების თაობაზე.

 

ამავე კანონის 12.1 მუხლის შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის განაცხადზე ”საქპატენტი“ ატარებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას და არსობრივ ექსპერტიზას , ხოლო კანონის 14.2 მუხლით, არსობრივი ექსპერტიზა ამოწმებს, არსებობს თუ არა ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები. ამავე მუხლის მე-3. ნაწილით, არსობრივი ექპერტიზის საფუძველზე განმცხადებელს ეგზავნება გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,არ------ი"ს განცხადების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო ნიშნების გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზა. 11.06.2015 წლის დასკვნის თანახმად, კვლევა ჩატარდა სიტყვიერ ნიშანზე ,,ნე-–------ი" და დადგინდა, რომ საქონლის და მომსახურების ჩამონათვალი, რომლისთვისაც ნიშანი რეგისტრირდება ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე კლასი – ალკოჰოლიანი სასმელები (ლუდის გარდა) ღვინის ბრენდი სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს.

 

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე საქპატენტმა მიიღო გადაწყვეტილება სიტყვიერი სასაქონლო ნიშნის- ,,ნე-–------ი" შპს ,,არ------ი''ს სახელზე რეგისტრაციის თაობაზე.

 

შეგებებული მოსარჩელე არ ეთანხმება რა ამ რეგისტრაციას, უთითებს, რომ ნე-–------ი არის საქართველოს ისტორიული ძეგლის და ისტორიული დასახლების- ნე-----ის ისტორიული დასახელება, ამიტომ მის დაცულ ნიშნად გამოყენებისთვის სავალდებულოა კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობა .

 

სასამართლომ დაადგინა, რომ სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი ნე-–------ი არ ექცევა არც „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ი" ქვეპუნქტის და არც ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მოქმედების არეალში და მისი დაცულ სასაქონლო ნიშნად გამოყენება არ ეწინააღმდეგება კანონს, ამიტომ რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს . (5.2.8. ფ/გ)

 

8.3. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასა და სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობა მოწესრიგებულია საერთაშორისო კონვენციით სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ (პარიზის კონვენცია) და `სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონით.

 

პარიზის კონვენციის 1-ლი მუხლის მიხედვით, სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო ნიმუშები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა.

 

საქართველოს კანონმდებლობიდან და საერთაშორისო აქტების შინაარსიდან გამომდინარე სასაქონლი ნიშნის მთავარი დანიშნულებაა განასხვავოს საქონელი სხვა საქონლის ან მომსახურებისაგან ან განასხვავოს ერთი მეწარმე მეორე მეწარმისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქპატენტის 2015 წლის 10 ივლისის #1186/03 ბრძანების საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება შპს არ------ის სახელზე სიტყვიერი სასაქონლო ნიშნის ”ნე-–------ი”ს რეგისტრაციის თაობაზე, ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე კლასში - ალკოჰოლიანი სასმელები (ლუდის გარდა) ღვინის ბრენდი. დადგენილია, რომ აღნიშნული სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი ”ნე-–------ი” საქპატენტის 2017 წლის 13 ივნისის #1283--- ბრძანების საფუძველზე ასევე რეგისტრირებულია სს ,,მე---------- მა----ის“ სახელზე, ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 43-ე კლასში, საკვები პროდუქტებითა და სასმელებით უზრუნველყოფა; დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა

 

“სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს ანიჭებს უფლებას აუკრძალოს მესამე პირს მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც ა) განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის იდენტურია და საქონელიც იდენტურია; ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; დ) იდენტური ან მსგავსია და დაცული სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე (შეგებებული მოპასუხე) კომპანიის სამეწარმეო საქმიანობის ერთ- ერთ სფეროს წარმოადგენს ალკოჰოლური სასმელების წარმოება, ღვინის წარმოება-რეალიზაცია . მოსარჩელე დაცული სასაქონლო ნიშნით აწარმოებს ღვინოს და ახდენს მის რეკლამირება/რეალიზაციას , რამაც ბაზარზე მისი წარმატება განაპირობა.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე სს ,,მე---------- მა----ი“ იგივე საქმიანობას ეწევა, მისი სამეწარმეო საქმიანობის ერთ - ერთ სფეროს წარმოადგენს ღვინის წარმოება. მოპასუხე ღვინის წარმოება, რეკლამირება /რეალიზაციისთვის იყენებს მოსარჩელის მიერ ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე კლასში - ალკოჰოლიანი სასმელები (ლუდის გარდა) ღვინის ბრენდი დაცულ ნიშანს ,,ნე-–------ი’’

 

მხარეებს შორის სადავოა სასაქონლო ნიშნების 33-ე კლასში, ე.ი ალკოჰოლიანი სასმელების და ღვინის ბრენდის სფეროში, მოპასუხის მიერ სადავო სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლება .

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ სასაქონლო ნიშნად სიტყვის - ნე-–------ი გამოყენებით დარღვეულია სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტებით დადგენილი შეზღუდვები. კერძოდ, მოპასუხის მიერ ღვინის წარმოებისთვის გამოყენებული სახელწოდება ”ნე-–------ი ” არის ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე კლასში - ალკოჰოლიანი სასმელები (ლუდის გარდა) ღვინის ბრენდი მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტური. ამასთან, მოპასუხის სამეწარმეო საქმიანობა არის მოსარჩელის სამეწარმეო საქმიანობის იდენტური, კერძოდ, ორივე კომპანია მისდევს მეღვინეობას და ნე-–------ის სახელით აწარმოებს ღვინოს. როგორც მოსარჩელის წარმოებული ღვინის სარეკლამო ბუკლეტით (ს.ფ. 84) ასევე მოპასუხე კომპანიის სარეკლამო ინფორმაციით (ს.ფ 18-19) დგინდება, რომ ღვინის ბოთლებზე დასახელება ნე-–------ი, ,,Ne-------“ სრულიად იდენტურია.

 

რაც შეეხება მოპასუხის განმარტებას, რომ მოსარჩელის დარად თვითონაც არის სასაქონლო ნიშნის ,,ნე-–------ი“ს მფლობელი, და მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი აუკრძალოს სასაქონლო ნიშნის გამოყენება, სასამართლო აღნიშნულს არ ეთანხმება და განმარტავს, რომ ,,ნიცის შეთანხმებით მიღებული საქონლის და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის“ მიხედვით, 33-ე კლასით განსაზღვრული ჩამონათვალი ალკოჰოლიანი სასმელები ლუდის გარდა, ღვინის ბრენდი , წარმოადგენს საქონელს, ხოლო 43-ე კლასით განსაზღვრული ჩამონათვალი წარმოადგენს მომსახურებას- საკვები პროდუქტებითა და სასმელებით უზრუნველყოფის, ასევე დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სფეროში, ამიტომ სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის და გამოყენების მიზნებისათვის 43-ე კლასში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით მოპასუხეს ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენების განსაკუთრებული უფლება მოპოვებული აქვს მხოლოდ მომსახურების სფეროში და არა ალკოჰოლიანი სასმელების , ღვინის ბრენდის სფეროში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშნის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, რომ იგი განასხვავებს თავად მეწარმეს სხვა სამეწარმეო სუბიექტისგან და განარჩევს მის მიერ წარმოებულ პროდუქტს თუ მომსახურებას, სხვა მეწარმის პროდუქტის თუ მომსახურებისაგან. სასაქონლო ნიშანი ფუნქციას კარგავს, თუ ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ცხადი არ არის ასეთი განსხვავების აღქმა და მასში იწვევს სასაქონლო ნიშნის სახელწოდების ან მეწარმე სუბიექტების საქმიანობის სფეროს აღრევას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, მოპასუხე თავისი ღვინის წარმოება/რეკლამირებისთვის იყენებს სახელს, რომელიც მოსარჩელის დაცული ნიშნის იდენტურია, ისევე როგორც იდენტურია მათი საქმიანობა, ორივე მისდევს მეღვინეობას, ამიტომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვს მისი უფლების დამრღვევი მოქმედების აკრძალვა .

 

კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს: ა) თავისი უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა; ბ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება; გ) ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი მასალისა და სარეკლამო განცხადების განადგურება, რომელიც შეიცავს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს, წარმოადგენს მის ასლს ან იმიტაციას; დ) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეების, მატრიცების, ხოლო თუ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება შეუძლებელია, თვით ამ საქონლის განადგურებაც კი.

 

ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე სასაქონლი ნიშანზე მოსარჩელის უფლებების დარღვევისთვის სს ,,მე---------- მა----ს’’ უნდა აეკრძალოს მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის ,,ნე-–------ი’’ს გამოყენება ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე კლასში.

 

8.4. რაც შეეხება მოთხოვნას სასაქონლო ნიშანზე უფლების დარღვევისთვის 3000 ლარის დაკისრების შესახებ, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოსარჩელეს რაიმე სახის მტკიცებულება, ზიანის ფაქტის და ოდენობის დასამტკიცებლად სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია .

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამდენად, ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად , იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ თავდაპირველ მოსარჩელეს სახ. ბაჟი 100 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარი გადახდილი აქვს, ქვითარი ერთვის სარჩელს. მოსარჩელეს პროცესის ხარჯების ანაზღაურება არ მოუთხოვია, ამიტომ მოპასუხისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრების საფუძველი არ არსებობს .

 

შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გამორიცხავს მოპასუხის პასუხისმგებლობას მოსარჩელის მიერ გაღებულ ხარჯებთან დაკავშირებით .

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამიტომ ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში უნდა დარჩეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,მე---------- მა----ის" სარჩელი, შპს ,,არ------ი"ს მიმართ, შპს ,,არ------ი“ს საკუთრებად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის- ,,ნე-–------ი“ს რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს ,,არ------ი"ს სარჩელი შპს ,,მე---------- მა----ის" მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. აეკრძალოს მოპასუხე შპს ,,მე---------- მა----ს" მოსარჩელე შპს ,,არ------ი“ს მიერ დაცული სასაქონლო ნიშნის „ნე-–------ი“ს გამოყენება, ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე კლასით - ალკოჰოლიანი სასმელი (ლუდის გარდა) ღვინის ბრენდი, მიმართ ;

3. მოსარჩელე შპს „არ------ის“ მოთხოვნა, სასაქონლო ნიშანზე უფლების დარღვევისთვის 3 000 ლარის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნანა ჩალათაშვილი