გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.06.2019
საქმის ნომერი
330210118002585719
კატეგორია
დავის ტიპი
სამრეწველო საკუთრებასთან დაკავშირებული დავები
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/23834-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

8 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი

მოსარჩელე: ლე------–----ე, პ/ნ 0----------

წარმომადგენელი: და-------–----ე, პ/ნ 1----------

მოპასუხეები: შპ------------–--ა, ს/ნ 4--------, შპ------------–----–----------–---------ი“, ს/ნ 4--------

წარმომადგენლები: რე-----–-------ე, მა-------------ე

დავის საგანი: სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის განადგურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები

1.1. შპ------------–--ას“ აეკრძალოს მის მიერ წარმოებული რძის ნაწარმი პროდუქტების (მაწონი, არაჟანი, ხაჭო, კეფირი, ყველი და რძე) შეფუთვაზე სასაქონლო ნიშნების „მი-–-----------“-ს, „Mi--------”-ის და “Mi---”-ს გამოყენება.

 

1.2. შპ------------–----–----------–--------ს“ აეკრძალოს იმ რძის ნაწარმი პროდუქტების (მაწონი, არაჟანი, ხაჭო, კეფირი, ყველი, რძე) სამოქალაო ბრუნვაში შეტანა (რეალიზაცია), რომელთა შეფუთვაზეც გამოყენებულია სასაქონლო ნიშნები „მი-–-----------“, „Mi--------“-ი და “Mi---”.

 

1.3. განადგურდეს შპ------------–--ას“ საკუთრებაში არსებული, მისამართზე ქ. თბილისი, ო---------------–---------–--------------------ში მდებარე ის რძის ნაწარმი პროდუქტები (მაწონი, არაჟანი, ხაჭო, კეფირი, ყველი და რძე), რომელთა შეფუთვაზეც გამოყენებულია სასაქონლო ნიშნები „მი-–-----------“, „Mi--------“-ი და “Mi---”.

 

1.4. განადგურდეს შპ------------–----–----------–---------ის“ საკუთრებაში არსებული, მისამართზე ქ. თბილისი, ო---------------–---------–--------------------ში მდებარე ის რძის ნაწარმი პროდუქტები (მაწონი, არაჟანი, ხაჭო, კეფირი, ყველი და რძე), რომელთა შეფუთვაზეც გამოყენებულია სასაქონლო ნიშნები „მი-–-----------“, „Mi--------“-ი და “Mi---”.

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ საქპატენტში მის სახელზეა რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნები “Mi--------”-ი და „მი-–-----------“, ხოლო სასაქონლო ნიშანი “Mi---” უმნიშვნელოდ განსხვავდება მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნებისგან და მომხმარებელში აღრევას იწვევს. მოსარჩელემ განმარტა, რომ სადავო სასაქონლო ნიშნებს იყენებს მოპასუხე შპ------------–--ა“, აწარმოებს რა რძის პროდუქტებს და ახდენს ამ პროდუქციის რეალიზაციას. მოსარჩელის განმარტებით, შპ------------–--ას“ ნაწარმოები კონტრაფაქციული საქონლი სამოქალაქო ბრუნვაში შეაქვს სადისტრიბუციო კომპანია შპ------------–----–----------–---------ს“. მოსარჩელემ განმარტა, რომ მოსარჩელე არის შპ------------------–--ს“ პარტნიორი. მოსარჩელესა და შპ------------------–-ს“ შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, შპ------------------–--“ უფლებამოსილია, გამოიყენოს სადავო სასაქონლო ნიშნები და რაიმე პრეტენზია მოსარჩელეს აღნიშნულ საწარმოსთან არა აქვს. შპ------------–--ას“ კი, არა აქვს უფლება, გამოიყენოს სადავო სასაქონლო ნიშნები მოსარჩელის თანხმობის გარეშე, თუნდაც საამისოდ მოპასუხეს შპ------------------–--ს“ დი----------თან ჰქონოდა ზეპირი შეთანხმება. მოსარჩელემ ასევე მიიჩნია, რომ შპ------------–--ას“ უნდა აეკრძალოს სასაქონლო ნიშნის, “Mi---”-ს, გამოყენება, რადგან ამ სასაქონლო ნიშანს მომხმარებელი მოსარჩლის კუთვნილ სადავო სასაქონლო ნიშნებთან აიგივებს. კერძოდ, ხდება სასაქონლო ნიშნების აღრევა და “Mi---”-ს რძის პროდუქციის შეძენისას, მომხმარებელს ჰგონია, რომ „მი-–-----------ს“ პროდუქციას იძენს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე ითოხვს, რომ შპ------------–--ას“ აეკრძალოს სადავო სასაქონლო ნიშნების გამოყენება, შპ------------–----–----------–--------ს“ აეკრძალოს სადავო პროდუქციის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, ხოლო სადავო სასაქონლო ნიშნებიან შეფუთვაში მოთავსებული პროდუქცია განადგურეს, რადგან შეუძლებელია რძის ნაწარმი პროდუქტებისა და სასაქონლო ნიშნების ერთმანეთისგან განცალკევება.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

2.1. შპ------------–--ამ“ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, რადგან მხარეებს შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, შპ------------–--ა“ უფლებამოსილი იყო, თავის ნაწარმოებ რძის პროდუქციაზე გამოეყენებინა სასაქონლო ნიშნები „მი-–-----------“ და “Mi-------d“-ი. „სასაქონლო ნიშან „Mi---“-სთან დაკავშირებით, მოპასუხემ მიიჩნია, რომ მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, დააყენოს მოთხოვნა აღნიშნული სასაქონლო ნიშნის მიმართ, რადგან მოსარჩლეს არ ეკუთვნის ამ სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებული რაიმე უფლება. შპ------------–--ას“ წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ მისთვის არ არის ცნობილი, თუ როგორ მოხდა შპ------------–--ას“ მიერ ნაწარმოები, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ფაქტის კონსტატაციის ოქმში მითითებული ნაწარმის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, თუმცა, განმარტა, რომ შპ------------–--ას“ შეთანხმება აქვს მხოლოდ შპ------------–----–----------–--------თან“ და თავისი ნაწარმის დისტრიბუციას საწარმო მხოლოდ შპ------------–----–----------–---------ის“ დახმარებით ახორციელებს. მოპასუხე საწარმოს წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ პროდუქციის განადგურების მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან რძის პროდუქციის განცაქლკევება სასაქონლო ნიშნისგან შესაძლებელია რძის პროდუქციის შესაფუთი მასალისგან განცალკევების გზით, ისე, რომ პროდუქცია არ დაზიანდეს.

 

2.2. შპ------------–----–----------–---------ის“ წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შპ------------–--ას“ წარმომადგენლის პოზიციას, სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით დადგენიია, რომ შპ-----------–---“ რეგისტრირებულია 2017 წლის 24 მარტიდან, საიდენტიფიკაციო კოდით 4--------. საწარმოს საწესდებო კაპიტალის 70%-ის მესაკუთრეა კო-------------------ე, 30%-ისა - ალ----–------ი, საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია დი----------ი ბე---------–-–---–ი (ს.ფ. 22).

 

3.1.2. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ შპ------------–----–----------–---------ი“ რეგისტრირებულია 2017 წლის 29 ნოემბრიდან, საიდენტიფიკაციო ნომრით 4--------. საწარმოს საწესდებო კაპიტალის 50%-ის მესაკუთრეა გი---------–---ა, 50%-ისა - ზუ-----------–---–ი (ს.ფ. 24).

 

3.1.3. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ შპ------------------–--“ რეგისტირებულია 2005 წლის 8 ოქტომბრიდან, საიდენტიფიკაციო კოდით 2--------. საწარმოს საწესდებო კაპიტალის 25-25%-იანი წილების მესაკუთრეები არიან ლე------–----ე, და-------–----ე, გი-------------–---–ი და ალ--------------------–---–ი. საწარმოს 2017 წლის 23 დეკემბრის პარტიონთა კრების ოქმით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის შესაბამისი თანხმობის არსებობის შემთხვევაში, საწარმოს პარტნიორებმა თანხმობა განაცხადეს საწარმოს კუთვნილი უძრავი ქონებისა და მასზედ არსებული ინვენტარისა და დანადგარების შპ------------–--ასთვის“ იჯარით/ქირით გადაცემის თაობაზე (ს.ფ. 71, 82).

 

3.1.4. მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ შპ------------–--ა“ არის რძის პროდუქტების მწარმოებელი საწარმო, ხოლო შპ------------–----–----------–---------ი“ რძის პროდუქტების დისტრიბუტორი საწარმოა.

 

3.1.5. საქპატენტის ინფორმაციით დადგენილია, რომ სასაქონლო ნიშანი „მი-–-----------“ 2015 წლის 1-------დან რეგისტრირებულია ლე------–----ის სახელზე. რეგისტრაციის ვადის გასვლის თარიღია 2025 წლის 1------- (ს.ფ. 27).

 

3.1.6. საქპატენტის ინფორმაციით დადგენილია, რომ სასაქონლო ნიშანი “Mi--------”-ი 2015 წლის 12 ივნისიდან რეგისტრირებულია ლე------–----ის სახელზე. რეგისტრაციის ვადის გასვლის თარიღია 2025 წლის 12 ივნისი (ს.ფ. 26).

 

3.1.7. საქპატენტის ინფორმაციით დადგენილია და მოსარჩელე სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ 2018 წლის 27 თებერვლიდან, შპ------------–--ას“ წარდგენილი აქვს განაცხადი “MI-----------------S”-ის სასაქონლო ნიშნის რეგიტრაციის თაობაზე. აღნიშნულ სარეგისტრაციო განაცხადზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის (ს.ფ. 54-55, მხარეთა ახსნა-განმარტება).

 

3.1.8. საქპატენტის ინფორმაციით დადგენილია, რომ სასაქონლო ნიშანი “Mi---” 1996 წლის 5 დეკემბრიდან რეგისტრირებულია შვ--–-------–-----------------------–----------“-ზე. რეგისტრაციის ვადის გასვლის თაღიღია 2026 წლის 5 დეკემბერი (ს.ფ. 132).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია დასახელებული კოდექსის 105-ე მუხლში. აღნიშნულის მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა; სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნეს სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.

 

3.2.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებს, რომ შპ------------–--ას“ მიერ წარმოებული სადავო რძის ნაწარმი სავაჭრო ქსელში შპ------------–----–----------–-------ს“ შეაქვს. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად, მოსარჩელემ წარმოადგინა აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 3 აპრილის ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმი, რომლის თანახმადაც, საკვები პროდუქტების ერთ-ერთი მაღაზიის გაყიდვაში, ოქმის შედგენის დღეს, ფიქსირდებოდა რძის პროდუქტები სასაქონლო ნიშნით „მი-–-----------“, წარმოებული შპ------------–--ას“ მიერ (ს.ფ. 34-36, მე-8 და მე-10 ფოტოები). მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, 2018 წლის 15 მაისის ფაქტების კონსტატახიის შესახებ ოქმი ადასტურებს ასევე გარემოებას, რომ ოქმის შედგენის დღეს, საკვები პროდუქტების ერთ-ერთი მაღაზიის გაყიდვაში, ფიქსირდებოდა რძის პროდუქტები სასაქონლო ნიშნით “Mi---”, წარმოებული შპ------------–--ას“ მიერ (ს.ფ. 38-45, 26-ე და 28-ე ფოტოები). ამასთან, არც აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 3 აპრილისა და 2018 წლის 15 მაისის ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმებს და არც მოსარჩელის მითითებას სადავო სასაქონლო ნიშნების გამოყენების თაობაზე შპ------------–--ა“ არსებითად არ შედავებია. შპ------------–--ას“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ მისთვის უცნობია, თუ ვინ შეიტანა სავაჭრო ქსელში სადავო პროდუქცია, თუმცა, დააზუსტა, რომ რძის პროდუქციის დისტრიბუციის თაობაზე ხელშეკრულება შპ------------–--ას“ მხოლოდ შპ------------–----–----------–--------თან“ აქვს.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 15 მაისის ფაქტების კონსტატახიის შესახებ ოქმის, 2018 წლის 3 აპრილის ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმისა და შპ------------–--ას“ წარმომადგენლის განმარტების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, შპ------------–--ა“ თავისი ნაწარმის დისტიბუციას მხოლოდ შპ------------–----–----------–---------ის“ მეშვეობით ახორციელებს და რომ საწარმოს პროდუქციის გაყიდვის შემთხვევაში, პროდუქციას სავაჭრო ქსელში მხოლოდ შპ------------–----–----------–---------ი“ შეიტანდა, რადგან სხვა რომელიმე საწარმოსთან პროდუქციის დისტრიბუციაზე ხელშეკრულება შპ------------–---ს“ არა აქვს, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებებს, რომ შპ------------–--ა“ აწარმოებდა რძის პროდუქციას სადავო სასაქონლო ნიშნების გამოყენებით და სადავო სასაქონლო ნიშნების გამოსახულებიანი რძის პროდუქციის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანას შპ------------–----–----------–---------ი“ ახორციელებდა.

 

3.2.2. საქპატენტის ინფორმაციის საფუძვლეზე დადგენილი იმ უდავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ სასაქონლო ნიშანი “Mi---” ჯერ კიდევ 1996 წლის 5 დეკემბრიდან არის რეგისტრირებული შვ--–-------–-----------------------–----------“-ზე, ხოლო სასაქონლო ნიშნები „მი-–-----------“ და “Mi--------”-ი რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე 2015 წლიდან და, ამასთან, სასაქონლო ნიშანი “Mi---” მრავალი ათწლეულია სავაჭრო ბრუნვაშია მსოფლიო და მათ შორის საქართველოს ბაზარზე და საქართველოში კარგად ცნობილ სასაქონლო ნიშანს წარმოადგენს, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ სასაქონლო ნიშანი “Mi---” არ იწვევს აღრევას სასაქონლო ნიშანში „მი-–-----------“ , ან „Mi--------”-ი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონი

 

6. სამართლებრივი შეფასება

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ისეთი ქმედებები, როგორიცაა მისი აღბეჭდვა იმ საქონელზე, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, ასევე ამ საქონლის შეფუთვაზე, გამოფენასა და ბაზრობაზე წარმოდგენილ ექსპონატებზე, აბრაზე, ოფიციალურ ბლანკზე, ეტიკეტზე, რეკლამაში, ბეჭდვით გამოცემაში, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის სხვაგვარი გამოყენება მფლობელის, ლიცენზიატის ან მესამე პირის მიერ მფლობელისაგან მინიჭებული უფლების საფუძველზე. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნაცვლად მისგან უმნიშვნელოდ განსხვავებული ნიშნის გამოყენებაც. ამავე კანონის 25-ე მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები გადაეცემა სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; სასაქონლო ნიშანი გადაეცემა სხვა პირს საწარმოსთან ერთად, ან მის გარეშე; საწარმოს გადაცემა გულისხმობს სასაქონლო ნიშნის გადაცემასაც, თუ გადაცემის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია, რომ ხელშეკრულება სასაქონლო ნიშნის გადაცემის შესახებ ფორმდება წერილობით და წერილობითი ფორმის დაუცველობა ხელშეკრულების ბათილბას იწვევს.

 

„სასაქონლო ნიშნების შესაებ“ საქართველოს კანოის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლება მისმა მფლობელმა (ლიცენზიარმა) შეიძლება მიანიწოს სხვა პირს (ლიცენზიატს) სალიცენზიო ხელშეკრულებით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილია, რომ სასაქონლო ნიშანზე სალიცენზიო ხელშეკრულების დადების ფაქტის რეგისტრაცია წარმოებს „საქპატენტში“ და შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნდება ბიულეტნში, დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე განმარტავს, რომ შპ------------–--ა“ უფლებამოსილი იყო, გამოეყენებინა სადავო სასაქონლო ნიშნები, რადგან მხარეებს შორის შესაბამისი ზეპირი შეთანხმება არსებობდა, რასაც ადასტურებს შპ------------------–--ს“ 2017 წლის 23 დეკემბრის პარტიონთა კრების ოქმი, 2018 წლის 13 იანვრის სასაქონლო ზედნადები და 2018 წლის 27 აპრილის მიმოწერა შპ------------–--ას“ წარომადგენელსა და შპ----------------ს“ დიზაინერს შორის (იხ. უდავო ფაქტობრივი გარემოება 3.1.3., ს.ფ. 100 და 106).

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს გარემოებაზე, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც ლე------–----ესა და მოპასუხე მხარეს შორის სადავო სასაქონლო ნიშნების გამოყენებასთან დაკავშირებით ზეპირი, ან წერილობითი შეთანხმების არსებობას დაადსტურებდა. აღნიშნულ გარემოებას არ ადასტურებს არც ზემომითითებული მტკიცებულებები - შპ------------------–--ს“ 2017 წლის 23 დეკემბრის პარტიონთა კრების ოქმი, 2018 წლის 13 იანვრის სასაქონლო ზედნადები, ან 2018 წლის 27 აპრილის მიმოწერა შპ------------–--ას“ წარომადგენელსა და შპ----------------ს“ დიზაინერს შორის. სასამართლო მიიჩნევს, რომ ლე------–----სა და შპ------------–--ას“ შორის სადავო სასაქონლო ნიშნების გამოყენებაზე ზეპირი შეთანხმების არსებობის შემთხვევაშიც კი, მოსარჩელე უფლებამოსილი იქნებოდა, დაეყენებია მოთხოვნა მისი კუთვნილი სასაქონლო ნიშნების გამოყენების აღკვეთასთან დაკავშირებით, რადგან ლე------–----ესა და შპ------------–--ას“ შორის არ არსებობს წერილობითი შეთანხმება სადავო სასაქონლო ნიშნების გამოყენებაზე. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოგანმარტებული 25-ე და 26-ემუხლების თანახმად კი, სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლების გადაცემისთვის, წერილობითი ფორმა სავალდებულოდ არის დადგენილი.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შპ------------–--ას“ მიმართ, ისევე, როგორც მოსარჩელის მოთხოვნა შპ------------–----–----------–---------ის“ მიმართ, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების გამოყენების აკრძალვის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტში დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებისა და იმ უდავო ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ სასაქონლო ნიშანზე “Mi---“ რეგისტრირებულია სხვა პირის, კერძოდ - შვ--–-------–------------------------–----------“-ს, უფლება, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, დააყენოს მოთხოვნა იმ სასაქონლო ნიშნის მიმართ, რომელიც სხვა პირის სახელზეა რეგისტრირებული და, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, რომლებიც სასაქონლო ნიშნის - “Mi---”-ს - გამოყენებასთან არის დაკავშირებული.

 

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს სასაქოლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის განადგურება, თუ საქონლის სასაქონლო ნიშნისაგან განცალკევება შეუძლებელია ან თუ სასაქონლო ნიშანი საქონელზეა დატანილი.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს გარემოებაზე, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს არა იმ შეფუთვის განადგურებას, რომელიც სადავო სასაქონლო ნიშანს შეიცავს, არამედ - იმ რძის ნაწარმი პროდუქტების განადრურებას, რომელთა შეფუთვაზეც სადავო სასაქონლო ნიშნებია გამოყენებული.

 

სასამართლო ითვალისწინებს გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმე გვაქვს არა ისეთ შემთხვევასთან, როდესაც სასაქონლო ნიშანი დატანილია საქონელზე, არამედ შემთხვევასთან, როდესაც სასაქონლო ნიშანი დატანილია ისეთი საკვები პროდუქტის (მაწონი, არაჟანი, ხაჭო, კეფირი, ყველი და რძე) შეფუთვაზე, რომლის განცალკევებაც სასაქონლო ნიშნის გამოსახულებიანი შეფუთვისგან შესაძლებელია და, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას სადავო რძის ნაწარმი პროდუქტების განადგურების თაობაზე უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

7. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე და 200 ლარი - სარჩელზე (ს.ფ. 46-51). ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნები მოსარჩელის უკუთვნილი სადავო სასაქონლო ნიშნების გამოყენების აკრძალვის ნაწილში დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპ------------–--ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის ანაზღაურება (100+50), ხოლო შპ------------–----–----------–--------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს, დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და, 2018 წლის 25 აგვისტოდან დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, შპ------------–--ას“ აეკრძალა მის მიერ წარმოებულ რძის პროდუქტებზე სადავო სასაქონლო ნიშნების გამოყენება (ს.ფ. 56-59).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა შპ------------–--ას“ საჩივარი და საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა (ს.ფ. 189-194). აღნიშნული განჩინება მოსარჩელემ ჩაიბარა 2019 წლის 27 მარტს და განჩინება არ გასაჩივრებულა (ს.ფ. 242).

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლე------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. შპ------------–--ას“ აეკრძალოს მის მიერ წარმოებული რძის ნაწარმი პროდუქტების (მაწონი, არაჟანი, ხაჭო, კეფირი, ყველი და რძე) შეფუთვაზე სასაქონლო ნიშნების „მი-–-----------“-ს და „Mi--------”-ის გამოყენება.

 

3. ლე------–----ის მოთხოვნა შპ------------–--ასთვის“ შპ------------–--ას“ მიერ წარმოებული რძის ნაწარმი პროდუქტების შეფუთვაზე სასაქონლო ნიშნის - „Mi---”-ს - გამოყენების აკრძალვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

4. შპ------------–----–----------–--------ს“ აეკრძალოს იმ რძის ნაწარმი პროდუქტების (მაწონი, არაჟანი, ხაჭო, კეფირი, ყველი, რძე) სამოქალაო ბრუნვაში შეტანა (რეალიზაცია), რომელთა შეფუთვაზეც გამოყენებულია სასაქონლო ნიშნები „მი-–-----------“ და „Mi--------“-ი.

 

5. ლე------–----ეს უარი ეთქვას შპ------------–----–----------–---------ისთვის“ იმ რძის ნაწარმი პროდუქტების (მაწონი, არაჟანი, ხაჭო, კეფირი, ყველი, რძე) სამოქალაქო ბრუნვაში შეტანის (რეალიზაციის) აკრძალვაზე, რომელთა შეფუთვაზეც გამოყენებულია სასაქონლო ნიშანი „Mi---”.

 

6. ლე------–----ის მოთხოვნა შპ------------–--ისა“ და შპ-----------–----–----------–----------ს“ საკუთრებაში არსებული, მისამართზე ქ. თბილისი, ო---------------–---------–--------------------ში მდებარე იმ რძის ნაწარმი პროდუქტების (მაწონი, არაჟანი, ხაჭო, კეფირი, ყველი და რძე) განადრურების თაობაზე, რომელთა შეფუთვაზეც გამოყენებულია სასაქონლო ნიშნები „მი-–-----------“, „Mi--------“-ი და „Mi---”, არ დაკმაყოფილდეს.

 

7. შპ------------–--ას“ ლე------–----ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.

 

8. შპ-------------–---ს'' ლე------–----ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

 

9. შპ------------–----–----------–--------ს“ ლე------–----ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე