განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3302100157740998
საქმე №2ბ/3269-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები - გელა ქირია
ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე
აპელანტი: მ-----–----–-–---------–----------------------------------–-------ი
წარმომადგენელი - ვ----– ბ----–-–---–ი, გ------- ს-------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ი-------------ი“
წარმომადგენელი - გ------- ბ-----–---–ი, დ----- ძ------–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი - სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მ-----–----–-–---------–----------------------------------–-------ის მფლობელობაში არსებული სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია №2------------------------------------------
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2006 წლის 14 აპრილს მ-----–----–-–---------–----------------------------------–-------მა განცხადებით მიმართა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტს“ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნით. სარეგისტრაციო სიმბოლო წარმოადგენს გამოსახულებას ეტიკეტს, სადაც წარმოდგენილია ბოთლი წარწერით ლათინური ასოებით - ''იე--------''.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 14 აპრილის განცხადება (ს.ფ. 27);
2.2. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ №5---- და №5---- გადაწყვეტილებებით მ-----–----–-–---------–----------------------------------–-------ის განაცხადის საფუძველზე საქპატენტმა გადაწყვიტა, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნიშანი შესაძლებელს ხდის მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის რაობაზე („ალკოჰოლიანი სასმელები“), რაც „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართელოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თ) ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე ნაწილობრივ უარის თქმის საფუძველს, შესაბამისად, შესაძლებლად ჩათვალა დაცვა მხოლოდ საქონლისათვის „რა--------------–----–-------–-----------–ი)“.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“
№5---- და №5---- გადაწყვეტილებები (ს.ფ. 25; 38);
2.3. „საქპატენტმა“ 2007 წლის 26 მარტს დაარეგისტრირა და მიანიჭა რეგისტრაციის ნომრები: №2----------------------------- საქონლის საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე კლასის საქონლის ჩამონათვალს 33 - რა--------------–----–-------–-----------–ი).
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საქპატენტის ელექტრონული მონაცემთა ბაზიდან (ს.ფ.40-41);
2.4. „საქპატენტმა“ 2014 წლის 28 ივლისს დაარეგისტრირა და მიანიჭა რეგისტრაციის ნომერი №2----------- საქონლის საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე კლასის საქონლის ჩამონათვალს - ალკოჰოლური სასმელი (ლუდის გარდა).
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საქპატენტის ელექტრონული მონაცემთა ბაზიდან (ს.ფ.148);
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლზე რომლის თანახმად სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.
მეწარმეობის განვითარება გულისხმობს იმ პრინციპების დაცვას, რაც თანაბარ პირობებში ჩააყენებს მეწარმეებს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ამასთან უფლება არ მიეცემა რომელიმე სუბიექტს არაკეთილსინდისიერი ხერხებით მოიპოვოს უპირატესობა ბაზარზე. საქართველოს კანონმდებლობა დეტალურად განსაზღვრავს სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად ''1. სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც: ა) არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს; ბ) წარმოადგენს ერთ არასტილიზებულ (სტანდარტულ) ასოს ან ციფრს, ან ცალკე აღებულ მხოლოდ ერთ ფერს; გ) არაგანმასხვავებელუნარიანია შესაბამისი საქონლის მიმართ; დ) აღწერილობითია იმ საქონლის მიმართ, რომლისთვისაც მოითხოვება მისი რეგისტრაცია, შედგება საქონლის მხოლოდ სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის, დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლებისაგან ანდა მიჩნეულია ასეთად; ე) საყოველთაოდ გამოიყენება, როგორც გარკვეული სახის საქონლის გვარეობითი ცნება; ვ) წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვაში იმ საქონლისათვის დამახასიათებელ საყოველთაოდ დამკვიდრებულ ტერმინს ან სიმბოლოს, რომლის რეგისტრაციაც მოითხოვება; ზ) შეურაცხყოფს ან ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებებს, რელიგიასა და ტრადიციებს, ზნეობრივ ნორმებს; თ) შესაძლებელს ხდის, მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან საქონლის სხვა მახასიათებლების შესახებ; ი) მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა უცხო ქვეყნის სახელმწიფო გერბს, დროშას ან ემბლემას, სრულ ან შემოკლებულ სახელწოდებას; საერთაშორისო ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის ემბლემას, სრულ ან შემოკლებულ სახელწოდებას; ოფიციალურ საკონტროლო, საგარანტიო ან სასინჯო დამღას, ნიშანს (მათ შორის, საქონლის შესაბამისობის სასერტიფიკაციო ნიშანს), ბეჭედს, ორდენს ან მედალს; საქართველოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის არსებულ ან ისტორიულ დასახელებას, გერბს, დროშას, ემბლემას ან ფულის ნიშანს, ან ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე სიმბოლოს იმიტაციაა. აღნიშნული სიმბოლო სასაქონლო ნიშანში შედის დაუცველი ნაწილის სახით, თუ არსებობს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ან მფლობელის თანხმობა ამ სიმბოლოს გამოყენებაზე.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებს მოხმობილი ნორმის გარკვეული პუნქტებზე, რაც სასამართლოს ავალდებულებს, რომ თითოეულ მათგანთან მიმართებით იქნეს სარჩელი გამოკვლეული.
სასამართლომ მიუთითა სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ''ე'' ქვეპუნქტზე რომლის მიხედვით სასაქონლო ნიშნად არ უნდა დარეგისტრირდეს სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც საყოველთაოდ გამოიყენება, როგორც გარკვეული სახის საქონლის გვარეობითი ცნება.
საქმეში წარმოდგენილი თ--------– ქართული ლექსიკონით ირკვევა, რომ სიტყვა ''ra-i'' ნიშნავს ''ა-----'', ხოლო სიტყვა ''y---'' ნიშნავს ''ახალს''. შესაბამისად, უდავოა, რომ თუ ქართული სიტყვები იქნებოდა გამოსახული სასაქონლო ნიშანზე- ''ახალი არ--ი'' ასეთი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია უდავოდ დაარღვევდა სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონს, რადგან არ--ი არის ს---------- სასმელის გვარეობითი ცნება ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ხმარებაში. იგი არის დამკვიდრებული ტერმინი ს---------- სასმელისათვის. სიტყვა ''ახალი'' მიანიშნებს, რომ პროდუქტი ახალია, რაც პროდუქტის ხარისხობრივ მაჩვენებელს აღნიშნავს. სხვადასხვა პროდუქტისათვის სხვადასხვა კრიტერიუმებია, რომ იგი ჩაითვალოს ახალ პროდუქტად. იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული დროის (შესაძლოა რამდენიმე თვის) გასვლის შემდეგ პროდუქტი კვლავ დახლზე იქნება, მომხმარებელს აშკარად შეექმნება არასწორი წარმოდგენა მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხარისხობრივ მაჩვენებელზე.
2.6. თუ ქართული სიტყვებით შესრულებული სასაქონლო ნიშნების მიმართ საკითხი გარკვეულია, გასარკვევია თ--------–ენოვანი წარწერის მიმართ რა წესები უნდა იქნეს დადგენილი.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ კონკრეტულად არ განმარტავს, თუ რომელ ენაზე შესრულენული სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა შეიძლება დარეგისტრირდეს სასაქონლო ნიშნად, მიუხედავად მისი შინაარსისა. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლები გამოყენებული უნდა იქნეს ყველა იმ სიმბოლათა (სიმბოლოთა ერთობლიობის) მიმართ, რომელსაც შეუძლია მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, როცა აღნიშნულ ენაზე არსებული სიტყვითი აღნიშვნები (სიმბოლოები) საცნაურია და გასაგებია მომხმარებელთა გარკვეული ოდენობისათვის. მომხმარებლის კრიტიკული რაოდენობა, რომელიც უნდა ჩაითვალოს კანონის მე-4 მუხლის ამოქმედების საფუძვლად, უნდა შეფასდეს კონკურენციის ფაქტისა და სამეწარმეო ურთიერთობებზე ზეგავლენის მოხდენის თვალსაზრისით. შესაძლოა საქართველოში დროებით ან მუდმივად იმყოფებოდეს მცირე რაოდენობა ადამიანებისა, რომელთათვისაც გასაგები იყოს გარკვეულ უცხო ენაზე შესრულებული სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი, თუმცა ამ პირთა ოდენობამ ვერ მოახდინოს გავლენა მეწარმეებს შორის კონკურენციაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს;
სასამართლომ აღნიშნა, რომ უდაო ფაქტად უნდა ჩაითვალოს ის, რომ საქართველოში ცხოვრობს ას ათასზე მეტი ა---------------–- წარმოშობის ქართველი (საქართველოს მოქალაქე). აღნიშნული ფაქტი ცნობილია ქართული საზოგადოების მეტ-ნაკლებად ინფორმირებული ნაწილისათვის. აღნიშნული ფაქტი ცნობილია როგორც ისტორიული და დემოგრაფიული წყაროებით, ასევე მოსახლეობის აღწერის საჯაროდ ცნობილი მონაცემებით, მათ შორის უახლესი აღწერის შედეგებით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ასი ათასი (სულ მცირე) ადამიანის მიერ სადაო სასაქონლო ნიშნის შინაარსის ცოდნა უდავოდ აძლევს აღნიშნულ ნიშანს უპირატესობას, სხვა განმასხვავებელუნარიან სასაქონლო ნიშნებთან შედარებით. მომხმარებელი ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ ყიდულობს ახ--–------ს, რომლის სასაქონლო ნიშანიც ასეთივეა.
სასამართლომ განმარტა, რომ სასაქონლო ნიშნის არსებითი თვისებაა, რომ იგი არ უნდა იყოს იდენტური სხვა მეწარმე სუბიექტის მიერ წარმოებული საქონლის სასაქონლო ნიშნისა. განსახილველ შემთხვევაში მესამე პირს-სხვა მეწარმეს ერთმევა უფლება საქონელზე გამოიყენოს სადაოდ გამხდარი სასაქონლო ნიშნებში არსებული სიტყვიერი ნიშნები. სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი ადგენს, რომ ''1. რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. 2. განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური; ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; დ) იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას.''
სასამართლომ განმარტა, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, სასაქონლო ნიშნად სადაო ნიშნების დარეგისტრირება წინააღმდეგობაშია სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონის მე-7 მუხლის დანაწესთან, რომლის თანახმად ''1. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება აუკრძალოს მესამე პირს სამოქალაქო ბრუნვაში სასაქონლო ნიშნად გამოიყენოს: ... ბ) სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს საქონლის სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის, დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლებს;''
სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული არგუმენტები საკმარისია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს - ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადაო სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დაარღვია ორი საპროცესო ნორმა: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, მხარეები თავად განსაზღვრავენ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც საფუძვლად უდევს მათ მოთხოვნებს. შესაბამისად, სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოებებით, რასაც მხარეები მიუთითებენ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით (ფაქტობრივი გარემოებების მითითება ხდება მოსამზადებელ ეტაპზე, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა). მოსარჩელეს არ მიუთითებია საქართველოს ტერიტორიაზე 100 000 ა---------------–- ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქის ცხოვრების ფაქტის შესახებ. შესაბამისად, სასამართლო მოკლებული იყო კანონიერ შესაძლებლობას საკუთარი ინიციატივით დაედგინა გარკვეული ფაქტობრივი გარემოება, რაც მხარეს კონკრეტულად არ მიუთითებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი მხარეს ათავისუფლებს მტკიცებულებების წარმოდგენისაგან, თუ მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს. ანუ, 106-ე მუხლი ემსახურება მტკიცების ტვირთის შემსუბუქებას და არა სასამართლოს ინკვიზიციური უფლებამოსილებით აღჭურვას საკუთარი ინიციატივით მიუთითოს გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები. სამოქალაქო კოდექსის 106-ე მუხლის გამოყენებისათვის მხარეს მითითებული უნდა ჰქონდეს გარკვეული ფაქტობრივი გარემოება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსარჩელეს სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე არ მიუთითებია საქართველოში 100 000 ა---------------–- ეთნიკური წარმოშობის საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი. მეტიც, საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელეს არც კი უხსენებია აღნიშნული ეთნიკური ჯგუფი. შესაბამისად, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი, რადგან აღნიშნული ნორმა მხარეს ათავისუფლებს მტკიცებულების წარმოდგენისაგან და არა ფაქტობრივი გარემოების მითითების ვალდებულებისაგან.
აპელანტის განმარტებით, მოსამართლეს არ დაუდგენია, ,,იე--------ს“ სემანტიკური მნიშვნელობა ა---------------–------ე.
აპელანტის მითითებით, საქმეში უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც ობიექტურ სასამართლოს მისცემდა საშუალებას დაედგინა:
- ,,Yენ------ი“-ს აქვს შინაარსობრივი მნიშვნელობა ა---------------–------ე;
- ,,Yენ------ი“-ს სემანტკური მნიშვნელობა ცნობილია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები 100 000 ა---------------–- წარმოშობის მოქალაქისათვის (ან მათი მნიშვნელოვანი ნაწილისათვის);
სადაო სასაქონლო ნიშნებით ნიშანდებული პროდუქცია ვრცელდება იმ ტერიტორიაზე, სადაც მჭიდროდ არიან დასახლებულნი ა---------------–- ენის მცოდნე საქართველოს მოქალაქეები.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, თითქოს "ra-i"-ს აქვს სემანტიკური მნიშვნელობა ქართულ ენაზე და ნიშნავს ,,ა-----“. რ--- არის სასმელის ტიპი, ისევე როგორც ვისკი ან ჯინი. აღნიშნულის საილუსტრაციოდ გამოდგება ვენიც კლასიფიკაციის 33-ე კლასში ,,რ---ს“ სასმელის ცალკე ტიპად გამოყოფა. გარდა ამისა, რ--- წარმოადგენს გეოგრაფიულ აღნიშვნას, რომლის ტერიტორიული არეალი მოიცავს თ---------. შესაბამისად, აპელანტს მიაჩNია, რომ მცდარია სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ქართულ ენაზე ,,ra-i“ ნიშნავს ,,ა-----“.
აპელანტმა მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, თითქოს სასმელის სიახლის შესახებ მინიშნება რაიმე უპირატესობას ანიჭებს პროდუქტს.
აპელანტის მითითებით, საქართველოში 100 000 ა---------------–- ეთნიკური წარმოშობის საქართველოს მოქალაქის ცხოვრებისაგან განსხვავებით, საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ის, რომ ალკოჰოლურ სასმელს დაძველება მატებს მიმზიდველობას. ანუ, რაც უფრო ძველია ალკოჰოლური სასმელი, მით უკეთესად მიიჩნევა იგი. ეს მიდგომა აღიარებულია მთელს მსოფლიოში. თუმცა, მოსამართლემ ჩათვალა საპირისპიროდ. რატომღაც მიიჩნია, რომ რ---ს სიახლე არის ამ სასმელის უპირატესობა, მაშინ როდესაც, როგორც წესი, ალკოჰოლური სასმელისათვის (ღვინო, ვისკი, კონიაკი და ა.შ.) დაძველება ითვლება უპირატესობად. გაურკვეველია, რის საფუძველზე იქნა მიჩნეული სიახლე რ---ს პრივილეგიად.
სასამართლომ ცალმხრივად და მიკერძოებულად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ:
აპელანტი განმარატვს, რომ სასამართლომ გამოიყენა სამართლის ნორმა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი), რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106 ,,ა“ მუხლი მოდავე მხარეებს ათავისუფლებს მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულებისაგან, თუ მათ მიერ მითითებული ფაქტები ეფუძნება საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს.
აპელანტმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებზე: ,,სასამართლოს მიერ ყველა ფაქტობრივი გარემოება დგინდება მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებებიდან. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები. მითითებული ფაქტები განსხვავებით ამავე მუხლით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებისაგან საერთოდ არ საჭიროებენ არანაირი დოკუმენტის თუ მტკიცებულების წარდგენას გარკვეული გარემოების დასადგენად. ტერმინი ,,საყოველთაო” წარმომდგარია სიტყვისაგან ,,ყველა’’, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანისათვის, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის მაინც უნდა იყოს ცნობილი ესა თუ ის ფაქტი, საყოველთაოდ ცნობილად რომ მივიჩნიოთ. აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითია საქართველოში 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების მიმდინარეობა. მითითებული გარემოება ცნობილია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის და შეუძლებელია, მისი არსებობა ვინმემ გახადოს სადავოდ ან ასეთი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობამ ასეთი ფაქტის დაუდგენლობა განაპირობოს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება, საქმეზე № ას-811-760-2010)
აპელანტის მითითებით უზენაეს სასამართლოს ასევე დადგენილი აქვს ფაქტების საყოველთაოდ ცნობილად აღიარების სტანდარტი: ,,ფაქტის საყოველთაოდ ცნობადობა სუბიექტური შეფასების საგანი არაა. ფაქტი საყოველთაოდ ცნობილად უნდა ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ, ობიექტური გარემოებების შედეგად, მის შესახებ პირთა ძალიან დიდი წრეა ინფორმირებული“ (უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება, საქმეზე №ას-967-1246-09).
აპელანტის განმარტებით უზენაესი სასამართლოს განმარტებები ცხადყოფს, რომ ფაქტის საყოველთაოდ ცნობილად აღიარების სტანდარტი საკმაოდ მაღალია. ამისათვის საჭიროა მოსახლეობის ,,აბსოლუტური უმრავლესობა“, ,,ძალიან დიდი წრე“ იყოს ინფორმირებული. შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა განსაკუთრებით ფრთხილად შეაფასოს ,,საყოველთაოდ ცნობილად“ აღიარების საკითხი, რადგან ეს განაპირობებს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გადახვევას, რაც არათანაბრ მდგომარეობაში აყენებს მხარეებს. შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან ნებისმიერი გადახვევა (თუნდაც, კანონის ფარგლებში) უნდა მოხდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და განსაკუთრებული სიფრთხილით. აქედან გამომდინარე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტის შესახებ საზოგადოების უდიდესი ნაწილის ინფორმირებას. მაგალითისათვის, საქართველოს უზენაესი და სააპელაციო სასამართლოები საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად განმარტავენ 2008 წლის აგვისტოს ომს.
აპელანტის განმარტებით, მიმდინარე დავაში ყოველგვარი ლოგიკური დასაბუთებისა და ახსნა-განმარტების გარეშე, დადგენილ იქნა, რომ საქართველოში 100 000-ზე მეტი ა--------------–ი წარმოშობის საქართველოს მოქალაქის ცხოვრების ფაქტი ცნობილია ,,ქართული საზოგადოების მეტ-ნაკლებად ინფორმირებული ნაწილისათვის.“ ანუ, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავებით (რომელიც ადგენს მოსახლეობის ,,აბსოლუტური უმრავლესობისა“ და ,,ძალიან დიდი ნაწილის“ სტანდარტს), საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღნიშნული სტანდარტი დაავიწროვა საზოგადოების ,,მეტ-ნაკლებად ინფორმირებულ ნაწილზე“. თუმცა, გაურკვეველია რას ნიშნავს ,,მეტ-ნაკლებად ინფორმირებული ნაწილი“ - 9 კლას დამთავრებულ მოქალაქეებს, საშუალო განათლების მქონე პირებს, უმაღლესი განათლების მქონე პირებს, თუ ორ-დიპლომიან საზოგადოებას, ან იქნებ იმ პირებს, რომლებიც დღეში 12 საათის განმავლობაში უყურებენ საინფორმაციო გამოშვებებსა და შემეცნებით გადაცემებს, ან საქართველოს შიდა ტურიზმით დაკავებულ ადამიანებს, რომლებსაც ხშირი ურთიერთობა აქვთ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებთან. ფაქტის ,,საყოველთაოდ“ ცნობადობა კი ნიშნავს არა მის ცოდნას ,,მეტ-ნაკლებად ინფორმირებული საზოგადოებისათვის“, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის (მათ შორის, არაინფორმირებული და განათლების არ მქონე პიროებისათვის).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ მიგვაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106,,ა“ მუხლი, მისი მცდარი განმარტების შედეგად.
3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.
სასაქონლო ნიშნების ბათილობის ერთადერთ აბსოლუტურ საფუძვლად სასამართლო უთითებს ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონის (შემდგომში ,,კანონი“) 4.1,,ე“ მუხლს, რომლის მიხედვით იკრძალება ისეთი ნიშნის რეგისტრაცია, რომელიც ,,საყოველთაოდ გამოიყენება, როგორც გარკვეული სახის საქონლის გვარეობითი ცნება“.
სასამართლოს განმარტებით, ,,Ye-i ra-i“ თ--------– (და არა აა---------------–) ენაზე ნიშნავს ,,ახ--–------ს“, ნიშანზე რომ ყოფილიყო გამოსახული ,,ახალი არ--ი“ დაირღვეოდა კანონი, საქართველოში მუდმივად ცხოვრობს 100 000 ეთნიკურად ა---------------–- საქართველოს მოქალაქე და შესაბამისად, არსებობს კანონის 4.1,,ე“ მუხლის გამოყენების წინაპირობა.
აპელანტის მითითებით საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად რომც ჩითვალოს, საქართველოს ტერიტორიაზე 100 000 ეთნიკური ა--------------–ის ცხოვრების ფაქტი და მათ თ--------–ი ტერმინი იცნიან, ეს ნიშნავს, რომ ტერმინის მნიშვნელობა ცნობილია საქართველოს მოქალაქეთა 2,7 პროცენტისათვის (ბოლო აღწერის შედეგად, საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა შეადგენს 3,7 მილიონს - 100.000 / 3.700.000 X 100 = 2,7). მოსახლეობის 2,7%-ის მიერ ტერმინის ცოდნა, შეიძლება ჩაითვალოს მის ,,საყოველთაოდ გამოყენებად“. უდავოა, რომ მოსახლეობის 2,7%-ის მიერ ტერმინის გამოყენება ვერ განიხილება ,,საყოველთაო გამოყენებად“, რაც გათვალისწინებულია კანონის 4.1,,ე“ მუხლით.
თუ საქართველოს მოსახლეობის 2,7%-ის მიერ სასაქონლო ნიშნის სემანტიკური მნიშვნელობის ცოდნა განაპირობებს მის ბათილობას, მაშინ ინგლისურ-ენოვანი სასაქონლო ნიშნების დიდი ნაწილი დგება საფრთხს ქვეშ, რადგა, საქართველოს მოქალაქეთა 2,7%-ზე მეტი ნამდვილად ფლობს ინგლისურ ენას.
აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლო ვალდებული იყო დაესაბუთებინა თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ბათილად ცნობილი კომბინირებული სასაქონლო ნიშანი, თუ მისი ერთ-ერთი ელემენტი არ არის დაცვაუნარიანი.
აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლომ ვერ მიუთითა კანონის 4.1,,ე“ მუხლის გამოყენების წინაპირობები (გვარეობითი ცნების საყოველთაოდ გამოყენება); სასამართლომ არ განმარტა, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ბათილად ცნობილი კომბინირებული სასაქონლო ნიშანი, რომც დავუშვათ, რომ მისი შემადგენელი ერთ-ერთი ელემენტი არ არის დაცვაუნარიანი.
აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლი.სასამართლოს განმარტებით, ნებისმიერ მეწარმეს ეკრძალება სასაქონლო ნიშნების სიტყვიერი ნაწილის (Ye------i) გამოყენების უფლება.
აპელანტის მითითებით, სასამართლოს განმარტება ცალსახად მცდარია, რადგან გასაჩივრებული სასაქონლო ნიშნები წარმოადგენენ კომბინირებულ ნიშნებს. კომბინირებული ნიშნების თითოეულ შემადგენელ ნაწილზე არ ვრცელდება დაცვა ინდივიდუალურად. კომბინირებულ სასაქონლო ნიშანში შემავალი გამოსახულებითი და სიტყვიერი ელემენტები ქმნიან დაცვის ერთიან ობიექტს. ანალოგიური განმარტება მიეწოდა მოსარჩელე მხარეს ,,საქპატენტისაგან“ (იხ. სარჩელის დანართი, ს.ფ. 15). კომბინირებული სასაქონლო ნიშნის დაცვის ფარგლებს განსაზღვრავს ნიშნის გამოსახულება და მასში შემავალი ელემენტები წარმოადგენენ დაცვის ერთიან ელემენტს. შესაბამისად, დაუშვებელია ცალსახად იმის თქმა, რომ კომბინირებული ნიშანში შემავალი რომელიმე ელემენტის გამოყენება ეკრძალება ნებისმიერ მესამე პირს. კომბინირებული სასაქონლო ნიშნის მესაკუთრის უფლებების დარღვევის შეფასებისათვის დაცული ნიშანი სრულად (და არა მისი რომელიმე ელემენტი განცალკევებით) დარდება მესამე პირის მიერ გამოყენებულ აღნიშვნას და მხოლოდ იმ შემთხვევაში დგინდება დარღვევა, თუ მესამე პირის მიერ გამოყენებული აღნიშვნა ქმნის ისეთ ,,საერთო შთაბეჭდილებას“, რომ განაპირობებს კომბინირებულ ნიშანთან (და არა მისი რომელიმე კონკრეტულ ელემენტთან) აღრევის რისკს. შესაბამისად, მცდარია სასამართლოს განმარტება, თითქოს სასაქონლო ნიშნის სიტყვიერი ნაწილის გამოყენება ეკრძალება ნებისმიერ მესამე პირს.
3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ აბსოლუტურად მართებულად გამოიყენა ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი, თუმცა იგულისხმა არასწორი განმარტება.
აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს თუ რა უფლების განხორციელება არ შეუძლია მესამე პირთა მიმართ სასაქონლო ნიშნის მესაკუთრეს. ნორმის მიზანი ცალსახად არ არის დაცული ნიშნის ბათილობის წინაპირობების დადგენა. პირიქით, ამ ნორმის არსებობა ცხადყოფს, რომ შესაძლოა დაცული იყოს ისეთი სასაქონლო ნიშანი, რომელიც შეიცავს მითითებას საქონლის სახეობაზე ან სხვა მახასიათებლებზე, თუმცა ამ ნაწილში ნიშნის მესაკუთრე ვერ განახორციელებს განსაკუთრებულ უფლებებს მესამე პირთა მიმართ. საქონლის სახეობის ან სხვა მახასიათებლების შემცველი ნიშანი შეიძლება იყოს რეგისტრირებული, თუმცა ასეთი სახეობისა და მახასიათებლების ნაწილში განსაკუთრებული უფლებების რეალიზაცია (მესამე პირებისათვის აკრძალვა) ვერ მოხდება.
შესაბამისად, კანონის 7.1,,ბ“ მუხლი თანახმად, კომბინირებული სასაქონლო ნიშანი დაცულია როგორც ერთიანი ობიექტი. თუ მისი რომელიმე ნაწილი არის საქონლის სახეობის ან სხვა მახასიათებლების შემცველი, ამ ნაწილში ვერ მოხდება განსაკუთრებული უფლებების რეალიზაცია მესამე პირთა წინააღმდეგ. შესაბამისად, მესამე პირებს არ შეეზღუდებათ აღნიშნული ნიშნების გამოყენების შესაძლებლობა და საფრთხის ქვეშ არ დადგება საქართველოს ბაზარზე მეწარმე სუბიექტთა თავისუფალი კონკურენცია.
3.4. აპელანტი მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განჩინების გაუქმებას ტერიტორიული განსჯადობის შესახებ.
აპელანტი განმარტავს, რომ მოსარჩელეებმა სხვადასხვა მეთოდებით სცადეს სხვადასხვა სამართლებრივი, თუ ფაქტობრივი წინაპირობების ხელოვნურად შექმნა თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქციის დადგენის მიზნით, თუმცა უშედეგოდ.
აპელანტის განმარტებით სასაქონლო ნიშანი არის ქონებრივი სიკეთე. ამას ადასტურებს: ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 152-ე მუხლის კომენტარი: ,,ინტელექტუალური საკუთრება არის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე“; ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება, პარაგრაფი 77: ,,არა მხოლოდ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, არამედ თავად რეგისტრაციის განაცხადი და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მაძიებლის სამართლებრივი სტატუსიც კი უკვე შესაძლებელია წარმოშობდეს ისეთ ქონებრივ უფლებებს, რომლებიც ექცევა პირველი ოქმის [იგულისხმება ვეროპის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმი] პირველი მუხლით გათვალისწინებული ,,ქონების“ ცნებაში“. გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება, პარაგრაფი 94: ,,რეგისტრაციის ფაქტი უკვე საკმარისია იმისათვის, რომ რეგისტრირებული უფლების მქონე პირს წარმოეშვას საკუთარი ,,ქონების“ დაცვის უფლება“.დ) ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნის მესაკუთრეს ანიჭებს არაერთ ქონებრივ უფლებას, რაც მოიცავს სასყიდლიანი ლიცენზიის გაცემას, უკანონო სარგელობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და ა.შ.
შესაბამისად, აპელანტი მოითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განჩინება ტერიტორიული განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით.
- აპელანტი მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის განჩინება უწყებრივი (სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის) ქვემდებარეობის შესახებ
აპელანტის განმარტებით სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული არგუმენტაცია და უარი განაცხადა შუამდგომლობის დაკმაყოფლებაზე. განჩინებაზე უარი სასამართლომ დააფუძნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 31 ოქტომბრის განჩინებას (საქმე №ბს-424-413(ბ-13)), რომელიც ეხება ფაქტობრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად განსხვავებულ საკითხს. კერძოდ, მიმდინარე დავისაგან განსხვავებით ზემოხსენებულ პრეცედენტულ განჩინებაში, ორივე მხარე წარმოადგენდა შესაბამისი სასაქონლო ნიშნის (ქონებრივი სიკეთის) მესაკუთრეს. შესაბამისად, მათ მიერ ერთმანეთის მიმართ აღძრული სარჩელები ემსახურებოდა საკუთარი ქონებრივი უფლებების დაცვას. შეგებებული მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ სარჩელი აღძრული იყო როგორც დაცვითი საშუალება შეგებებული მოპასუხის მიერ აღძრული სარჩელის მიმართ, რომელიც შეეხებოდა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევას. შეგებებული მოსარჩელე ითხოვდა მის საკუთრებაში არსებული სასაქონლო ნიშნებზე (საკუთრების ობიექტზე) უფლების დაცვას.
აპელანტის მითითებით უზენაესი სასამართლოს განჩინებისაგან განსხვავებით, მიმდინარე დავაში მოსარჩელეს არ გააჩნდა და არც დღევანდელი მოცემულობით არ გააჩნია სასაქონლო ნიშნები. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მითითებული განჩინება ფაქტობრივი მოცემულობით განსხვავდებოდა განსახილველი დავისგან და არ შეეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს წინაშე დასმულ საკითხს.
აპელანტის განმარტებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიდგომის პრაქტიკად ჩამოყალიბება აზრს დაუკარგავს სასაქონლო ნიშნის გასაჩივრებისათვის დადგენილ 3 თვიან ვადას. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავა სამოქალაქო წესით განხილვას ექვემდებარება, მივიღებთ შედეგს, როდესაც ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონით დადგენილი გასაჩივრების 3 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ნებისმიერ პირს, ნებისმიერ დროს (თუნდაც რეგისტრაციიდან 9 წლის შემდეგ) შეეძლება მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილობა სამოქალაქო წესით. ეს ვერ იქნებოდა კანონმდებლის მიზანი, როდესაც სამოქალაქო ურთიერთობის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე დაადგინა გასაჩივრების 3 თვიანი ვადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მოითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და დააკმაყოფილოთ მოპასუხის შუამდგომლობა უწყებრივი ქვემდებარეობის შესახებ.
- აპელანტი ასევე მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის განჩინების გაუქმებას ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ მესამე პირად ჩართვის შესახებ. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადა ,,საქპატენტის“ მესამე პირად ჩაბმაზე და მიუთითა ,,არსებულ პრაქტიკაზე“. თუმცა, არ განუმარტავს ამ ,,პრაქტიკის“ შინაარსობრივი საფუძვლები.
- აპელანტი მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის განჩინების გაუქმებას შპს ,,ი-------------ის“ არასათანადო მოსარჩელედ ცნობის შესახებ.
აპელანტის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე არ არის სასაქონლო ნიშნის მესაკუთრე, გაურკვეველია თუ რა სამართლებრივი სიკეთის დაცვას ისახავდა მიზნად სარჩელი.
აპელანტის მითითებით მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (საქმე №ბს-424-413(ბ-13)), რომლის მიხედვით დადგენილია იმ საკითხთა წრე (ანუ ის სამართლებრივი სიკეთეები), რაც შეიძლება განხილულ იქნეს სამოქალაქო სამართლებრივ წესით, როდესაც დავა დაკავშირებულია სასაქონლო ნიშანთან. ესენია: დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება; რეგისტრირებული ნიშნის მსგავსი გამოსახულების, ეტიკეტის და ა.შ. განადგურების მოთხოვნა და მესამე პირისათვის სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა.
თუმცა, აპელანტის მითითებით მოსარჩელეს არ მიუთითებია არც ერთი ზემოაღნიშნული წინაპირობა. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან ის არ წარმოადგენდა სასაქონლო ნიშნის (,,ქონებრივი სიკეთის“) მესაკუთრეს. აქედან გამოდინარე, მოსარჩელეს ვერ ექნებოდა მოთხოვნის უფლება მესამე პირის საკუთრებაში არსებული სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნის უფლების არ არსებობა განაპირობებს არასათანადო მოსარჩელედ ცნობას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. განჩნების 2.1. - 2.6. პუნქტები).
4.2. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ-----–----–-–---------–----------------------------------–-------ის მიმართვის საფუძველზე ,,საქპატენტმა“ 2007 წლის 26 მარტს დაარეგისტრირა და მიანიჭა რეგისტრაციის ნომრები: №2----------------------------- საქონლის საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე კლასის საქონლის ჩამონათვალს 33 - რა--------------–----–-------–-----------–ი). ხოლო 2014 წლის 28 ივლისს დაარეგისტრირა და მიანიჭა რეგისტრაციის ნომერი №2----------- საქონლის საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე კლასის საქონლის ჩამონათვალს - ალკოჰოლური სასმელი (ლუდის გარდა, იხ. ტომი 1, ს.ფ. 40-41-148).
4.3. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Le-oble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).
4.4. საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია.
ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთ ობიექტს წარმოადგენს სასაქონლო ნიშანი. სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ”.
გარდა ამისა, აღნიშნული ობიექტების სამართლებრივი დაცვის საფუძველს წარმოადგენს „სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია“, რომელიც საქართველოში ძალაშია 1993 წლის 14 ივნისიდან.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლზე რომლის თანახმად სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომ -საქონელი).
ამ მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი დაცულია „საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი, ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით.
სასაქონლო ნიშანზე უფლება, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ ნიშნის „საქპატენტში“ რეგისტრაციის დღიდან წარმოიშობა, თუმცა ეს უფლება შეიძლება რეგისტრაციის გარეშეც არსებობდეს. ამ შემთხვევაში ნიშნის მფლობელის უფლების ნამდვილობას ადგენს საერთაშორისო შეთანხმება, როგორიცაა, მაგალითად, 1889 წლის 20 მარტის „სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია“, რომლის ობიექტსაც სამრეწველო საკუთრება, მათ შორის, სასაქონლო ნიშნები, ასევე, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აკრძალვა წარმოადგენს (მუხლი 1 (2)).
მითითებული სამართლებრივი აქტების ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშნის დაცვაზე ლეგიტიმაცია გააჩნია სასაქონლო ნიშნის მფლობელს. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ძალით, სასაქონლო ნიშანზე უფლების შეძენისას, ნიშნის მფლობელი იძენს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი დაცული პროდუქტების/მომსახურებისათვის. ეს დაცვა მოქმედებს პრიორიტეტის პრინციპის მიხედვით უფრო ახალ სასაქონლო ნიშნებთან მიმართებით და დროის პრიორიტეტის მიუხედავად დაცულ სასაქონლო ნიშნებთან მიმართებით. კანონი განსაზღვრავს უფლების დარღვევის შემადგენლობას და ადგენს განსაკუთრებული უფლების მქონე პირის უფლებას, აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც მისი დაცული სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა.
„სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის“ მე- 6 septies მუხლის თანახმად, (1) იმ შემთხვევაში, როდესაც კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში დაცული ნიშნის მფლობელი პირის რწმუნებული ან წარმომადგენელი, კავშირის ერთ ან მეტ ქვეყანაში, მფლობელის ნებართვის გარეშე, შეიტანს განაცხადს თავის სახელზე ნიშნის რეგისტრაციაზე, მფლობელს უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მოთხოვნილ რეგისტრაციას ან მოითხოვოს მისი გაუქმება, ან თუ ქვეყნის კანონი ამის ნებას იძლევა, აღნიშნული რეგისტრაციის გადაფორმება მის სასარგებლოდ, გარდა შემთხვევისა, როდესაც ასეთი რწმუნებული ან წარმომადგენელი დაასაბუთებს თავისი მოქმედების მართლზომიერებას. (2) ნიშნის მფლობელს, ზემოთ მოყვანილი (1) პუნქტიდან გამომდინარე, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს რწმუნებულის ან წარმომადგენლის მიერ ნიშნის გამოყენებას, თუ მას ასეთი გამოყენებაზე ნებართვა არ გაუცია.
რწმუნებულის/წარმომადგენლის ცნება მოიაზრებს არა მხოლოდ დავალების ფარგლებში მოქმედი სუბიექტს, არამედ იმ პირსაც, ვინც მოქმედებდა როგორც სადავო სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული საქონლის დისტრიბურტორი და უფლების მქონე პირის ნებართვის გარეშე მიმართა კავშირის წევრ ქვეყანას ნიშნის რეგისტრაციის თხოვნით. ზემოხსენებული დებულება ვრცელდება იმ შემთხვევაზეც, როდესაც დისტრიბუტორის მიერ რეგისტრირებული ნიშანი არ არის იდენტური სასაქონლო ნიშნის მფლობელი დაინტერესებული პირის ნიშნისა. ნორმის აღწერილობითი ნაწილის თანახმად, სასაქონლო ნიშნის მფლობელი პირის უფლების რეალიზაციისათვის საკმარისია იმ გარემოებების დამტკიცება, რომ მოსარჩელეს კავშირის წევრ ქვეყანაში რეგისტრირებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი; მოპასუხე არის/იყო მისი წარმომადგენელი ან დისტრიბუტორი; მან მოსარჩელის ნებართვის გარეშე მიმართა კავშირის წევრ ქვეყანას რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე.
გამომრიცხავ შესაგებელს, ამ შემთხვევაში, წარმოადგენს მოპასუხის ქმედების მართლზომიერება. მითითებული გარემოება სრულ ასახვას ჰპოვებს მტკიცების საპროცესო ტვირთზეც:
მოსარჩელეს ეკისრება მოპასუხის მიერ უფლების არამართლზომიერად განხორციელების, ხოლო მოპასუხეს _ საკუთარი კეთილსინდისიერების დადასტურების ვალდებულება. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლო მხედველობაში იღებს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებს და განმარტავს, რომ ეროვნული კანონმდებლობის ეს დანაწესები შეიძლება განიმარტოს „პარიზის კონვენციის“ ზემოხსენებულ რეგულაციასთან მიმართებით იმგვარად, რომ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ბათილობის უპირობო საფუძველია, როგორც მოქმედების არაკეთილსინდისიერად განხორციელება, ისე, სასაქონლო ნიშნის მფლობელის აგენტის ან წარმომადგენლის (დისტრიბუტორის) მიერ უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე რეგისტრირებული ნიშნის „პარიზის კონვენციის“ წევრ ქვეყანაში რეგისტრაცია.
„სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის“ მე-10 bis მუხლის თანახმად, კავშირის ქვეყნები ვალდებული არიან უზრუნველყონ კავშირის ქვეყნების მოქალაქეები არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან ეფექტიანი დაცვით. არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს შეადგენს კონკურენციის ნებისმიერი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის პატიოსან ჩვევებს. კერძოდ, იკრძალება: ყველა ისეთი ქმედება, რომელმაც რაიმე სახით შეიძლება გამოიწვიოს აღრევა კონკურენტ საწარმოსთან, საქონელთან ან სამრეწველო თუ კომერციულ საქმიანობასთან და სხვ.
კონვენციის 10ter მუხლით: (1) კავშირის ქვეყნები იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ კავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეები მე-9, მე-10 და მე-10bis მუხლებში მითითებული ყველა ქმედების ეფექტიანი აღკვეთის სამართლებრივი საშუალებებით. (2) გარდა ამისა, ისინი იღებენ ვალდებულებას გაითვალისწინონ ზომები, რომლებიც საშუალებას მისცემს მრეწველების, მწარმოებლებისა და მოვაჭრეების ინტერსების წარმომდგენელ კავშირებსა და გაერთიანებებს, თუკი ასეთი კავშირებისა და გაერთიანებების არსებობა არ ეწინააღმდეგება მათი ქვეყნების კანონებს, მე-9, მე-10 და მე-10bis მუხლებში მითითებული ქმედებების აღკვეთის მიზნით სასამართლოში ან ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე აღძრან საქმე ისეთ ფარგლებში, რამდენადაც ქვეყნის კანონები, სადაც დაცვა მოითხოვება, რთავს ნებას ამ ქვეყნის კავშირებსა და გაერთიანებებს განახორციელონ ასეთი ქმედება.
„სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით;
ამავე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა პარიზის კონვენციის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელის წარმომადგენლის ან აგენტის მიერ თავის სახელზე, სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე;
წარმომადგენლის ან აგენტის მიერ სასაქონლო ნიშნის თავის სახელზე რეგისტრაცია წარმოადგენს არაკეთილსინდისიერი განზრახვით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ერთ-ერთ სახესხვაობას, რომელიც „სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონში რეგისტრაციის ბათილად ცნობის ცალკე საფუძვლად არის გამოყოფილი. ამდენად, როგორც „ბ“, ისე „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის შეფასებისას უნდა განისაზღვროს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის არაკეთილსინდისიერების კრიტერიუმები.
ამდენად, სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპია ის ბერკეტი, რომლითაც უნდა დაბალანსდეს მხარეთა ინტერესები. ეს პრინციპი გამოიყენება სამოქალაქო ბრუნვის იმ მონაწილეთა წინააღმდეგ, რომლებისთვისაც ნების ავტონომია ბაზარზე დაუსაბუთებელი (უსაფუძვლო) უპირატესობის მიღების საშუალებად იქცა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთ უფლებები და მოვალეობები;
სამოქალაქო ურთიერთობებში კეთილსინდისიერებას აქვს ორმაგი შინაარსი:
პირველ ყოვლისა, კეთილსინდისიერება, როგორც სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, გულისხმობს კეთილსინდისიერებას ობიექტური გაგებით. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად.
მეორე შემთხვევაში, კეთილსინდისიერება არის სუბიექტის მიერ არცოდნა იმისა, რომ მისი ქცევა მართლსაწინააღმდეგოა, ლახავს სხვა პირის უფლებას. ასეთ შემთხვევაში საუბარია კეთილსინდისიერებაზე სუბიექტური გაგებით.
სუბიექტის თითოეული ქმედების კეთილსინდისიერების პრინციპთან შესაბამისობაში ანალიზის დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონკრეტული ურთიერთობის სპეციფიკა და ამ ურთიერთობის ჩამოყალიბება-განვითარების თავისებურებები.
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისას არაკეთილსინდისიერი განზრახვის დასადგენად მხედველობაში უნდა იქნეს გარემოებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა კონკრეტული განაცხადის შეტანის მომენტისათვის. ასეთ გარემოებებად პალატას მიაჩნია: განმცხადებელმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა თუ არა, რომ მესამე პირი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის წევრ ერთ ქვეყანაში მაინც იყენებს სასაქონლო ნიშნის იდენტურ ან მსგავსი ნიშანს იდენტური ან მსგავსი საქონლისათვის; განმცხადებლის განზრახვა, აუკრძალოს მესამე პირს თავისი ნიშნის გამოყენება; განცხადებული და მესამე პირის სასაქონლო ნიშნის დაცვის ხარისხი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ:
- 2006 წლის 14 აპრილს მ-----–----–-–---------–----------------------------------–-------მა განცხადებით მიმართა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტს“ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნით. სარეგისტრაციო სიმბოლო წარმოადგენს გამოსახულებას ეტიკეტს, სადაც წარმოდგენილია ბოთლი წარწერით ლათინური ასოებით - ''იე--------''.
- საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ №5---- და №5---- გადაწყვეტილებებით მ-----–----–-–---------–----------------------------------–-------ის განაცხადის საფუძველზე საქპატენტმა გადაწყვიტა, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნიშანი შესაძლებელს ხდის მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის რაობაზე („ალკოჰოლიანი სასმელები“), რაც „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართელოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თ) ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე ნაწილობრივ უარის თქმის საფუძველს, შესაბამისად, შესაძლებლად ჩათვალა დაცვა მხოლოდ საქონლისათვის „რა--------------–----–-------–-----------–ი)“.
- „საქპატენტმა“ 2007 წლის 26 მარტს დაარეგისტრირა და მიანიჭა რეგისტრაციის ნომრები: №2----------------------------- საქონლის საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე კლასის საქონლის ჩამონათვალს 33 - რა--------------–----–-------–-----------–ი). ხოლო „საქპატენტმა“ 2014 წლის 28 ივლისს დაარეგისტრირა და მიანიჭა რეგისტრაციის ნომერი №2----------- საქონლის საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე კლასის საქონლის ჩამონათვალს - ალკოჰოლური სასმელი (ლუდის გარდა).
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლო განმარტებას იმის თაობაზე, რომ ასი ათასი (სულ მცირე) ადამიანის მიერ სადავო სასაქონლო ნიშნის შინაარსის ცოდნა უდავოდ აძლევს აღნიშნულ ნიშანს უპირატესობას, სხვა განმასხვავებელუნარიან სასაქონლო ნიშნებთან შედარებით. მომხმარებელი ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ ყიდულობს ახ--–------ს, რომლის სასაქონლო ნიშანიც ასეთივეა. სასაქონლო ნიშნის არსებითი თვისებაა, რომ იგი არ უნდა იყოს იდენტური სხვა მეწარმე სუბიექტის მიერ წარმოებული საქონლის სასაქონლო ნიშნისა. განსახილველ შემთხვევაში მესამე პირს-სხვა მეწარმეს ერთმევა უფლება საქონელზე გამოიყენოს სადავოდ გამხდარი სასაქონლო ნიშნებში არსებული სიტყვიერი ნიშნები.
როგორც ეს საქმის მასალებითაა დადგენილი სადავო სასაქონლო ნიშანი 33-ე კლასებისათვის დარეგისტრირებული ჰქონდა აპელანტს. პალატა განმარტავს, რომ მომხმარებელს აქვს საშუალება, თავად აირჩიოს სასურველი პროდუქცია, რომელსაც იცნობს და ენდობა, ამდენად, სასაქონლო ნიშნის გამოყენების მიზანი სწორედ ისაა, რომ მომხმარებელს ჰქონდეს უტყუარი ინფორმაცია, კონკრეტული პროდუქციის წარმოშობის, მისი მწარმოებლისა და სხვა სპეციფიკური ნიშან-თვისებების შესახებ, რის გამოც, ირჩევს პროდუქტს. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მიზანი არა მხოლოდ კერძო პირთა საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველყოფაში გამოიხატება, არამედ საჯარო ინტერესშიც, რომ მომხმარებელთა არა მხოლოდ კონკრეტული წრე, არამედ პოტენციური მომხმარებელიც დაცული იყოს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან სხვა მახასიათებლების შესახებ შეცდომაში შემყვანი, არასწორი ინფორმაციისაგან. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ „ქონებას“ წარმოადგენს /Anheuser-Busch Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, §§ 66-72, ECHR 2007-I. შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდგომ სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება საკუთრების დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია. ზოგიერთ შემთხვევაში არა მხოლოდ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, არამედ თავად რეგისტრაციის განაცხადი და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მაძიებლის სამართლებრივი სტატუსიც კი უკვე შესაძლებელია წარმოშობდეს ისეთ ქონებრივ უფლებებს, რომლებიც ექცევა პირველი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებული „ქონების“ ცნებაში /Anheuser-Busch Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, §§ 73-78, ECHR 2007-I“ (იხ. სუსგ № ას 1285-1223-2014, 01.12.2015წ.) ვინაიდან საქართველოში დროებით ან მუდმივად მყოფი გარკვეული რაოდენობა ადამიანებისა, რომელთათვისაც გასაგებია გარკვეულ უცხო ენაზე შესრულებული სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი, შეიძლება ამ პირთა ოდენობამ ვერ მოახდინოს გავლენა მეწარმეებს შორის კონკურენციაზე. თუმცა მომხმარებელი ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ ყიდულობს ახ--–------ს, რომლის სასაქონლო ნიშანიც ასეთივეა. შესაბამისად, მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქმედებით, ფაქტობრივად მოხდა მოსარჩელის უფლებების ხელყოფა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას მართებულად დაედო საფუძვლად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
4.7. წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აპელანტი ასევე ითხოვს გადაწყვეტილების წინმსწრები საოქმო განჩინებების გაუქმებას. აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.03.2016წ. განჩინება სამოქალაქო საქმის განსჯადობით მცხეთის რაიონულ სასამართლოში გადაგზავნაზე უარის თქმის შესახებ, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლო 13.04.2016 წლის განჩინებები: საქმის წარმოების შეწყვეტის თობაზე; შპს ,,იდ-----------ს“ არასათნადო მოპასუხედ ცნობის თაობაზე, საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ,,საქპატენტის“ ჩართვის თაობაზე; (იხ: სააპელაციო საჩივარი, ტ. I, ს.ფ. 382-400). ამასთან, საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.03.2016წ. და 13.04.2016 საოქმო განჩინებები, რომლითაც არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობები სამოქალაქო საქმის განსჯადობით მცხეთის რაიონულ სასამართლოში გადაგზავნის თაობაზე (იხ. 25.03.2016წ. სხდომის ოქმი CD დისკზე 17:18:30; ს.ფ. 231-233). არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე (იხ. 13.04.2016წ. სხდომის ოქმი CD დისკზე 14:26:33; ს.ფ. 281-282); არ დაკმაყოლფილდა შუამდგომლობა შპს ,,ი-------------ის“ არასათანადო მოსარჩელედ ცნობის თაობაზე (იხ. 13.04.2016წ. სხდომის ოქმი CD დისკზე 14:41:14; ს.ფ. 283-284); არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ,,საქპატენტის“ ჩართვის თაობაზე. (იხ. 13.04.2016წ. სხდომის ოქმი CD დისკზე 14:53:36; ს.ფ. 284-285);
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების წინმსწრები 25.03.2016წ. და 13.04.2016 წლის საოქმო განჩინებების გაუქმების საფუძველი. განჩინებები ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-----–----–-–---------–----------------------------------–-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.
3. მ-----–----–-–---------–----------------------------------–-------ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია 150 ლარის ოდენობით.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები გელა ქირია
ოთარ სიჭინავა