გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/14-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.09.2018 ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი ნინო ჯანხოთელი
მოსარჩელე ;შპს ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია;.
წარმომადგენელი ვ----------------------
მოპასუხე სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული
ცენტრი საქპატენტი
წარმომადგენელები გ------------–---–------------------------
მესამე პირი - საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო
წარმომადგენელი - მ------------–---–-
დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საქპატენტის სააპელაციო პალატის 14/11/2016 წლის #106-03/16 გადაწყვეტილება და იმავე თარიღით #252 ბრძანება რეგისტრაციაზე ნაწილობრივ უარის ნაწილში, ამოღებულ იქნეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტიდან სიტყვა ;ნაწილობრივ; რომელიც ეფუძნება ხსენებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილ მსჯელობას საქართველოში ცნობილი პიროვნების სახელის ;ბ---------------------; სასაქონლო ნიშანში დამოუკიდებელი სამართლებრივი დაცვის გარეშე ჩართვის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. (იხ. შესაგებელი)
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირი საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი ეთანხმება საქმეში წარმოდგენილ შესაგებელს. (იხ. შესაგებელი)
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. მოსარჩელეს განაცხადზე საიდ. #85023/03 ;საქპატენტის 29/07/2016 წლის ბრძანებით #1722/03 უარი ეთქვა კომბინირებული სასაქონლო ნიშნის სიტყვიერი ჩანართით ;---------------------; რეგისტრაციაზე სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონის მე-5 მუხლის ;თ; ქვეპუნქტის შესაბამისად. მოსარჩელემ სადაო ბრძანება გაასაჩივრა სააპელაციო პალატაში. საქპატენტის სააპელაციო პალატამ 14/11/2016 წლის გადაწყვეტილებით #106-03/216 და #252 ბრძანებით დაკმაყოფლდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ. უარი განმარტა იმით, რომ ნიშანი უნდა დარეგისტრირდეს მთლიანობაში ხოლო სიტყვიერი აღნიშვნა ;---------------------; ნიშანი უნდა შევიდეს დამოუკიდებელი სამართლებრივი დაცვის გარეშე, რადგან მოპასუხემ მიიჩნია, რომ ;--------------------- წარმოადგენს საქართველოში ცნობილ პიროვნებას და შესაბამისად არ შეიძლება მისი სახელი და გვარი გახდეს ერთი კონკრეტული პირის საკუთრება და ჰქონდეს განსაკუთრებული უფლებები მასზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იხ. სარჩელი.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანება ;სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ; ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით რეგლამენტირებულია ამ კანონის მიზანი, კერძოდ, მითითებული მუხლი ადგენს, რომ ეს კანონი აწესრიგებს სასაქონლო, მომსახურებისა და კოლექტიური ნიშნების რეგისტრაციასა და დაცვასთან, აგრეთვე მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც: ა) არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს; გ) არაგანმასხვავებელუნარიანია შესაბამისი საქონლის მიმართ; ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-5 მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი _ იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. ხოლო (სადავო ურთიერთობისს დროს მოქმედი) მე-5 მუხლის ;თ; ქვეპუნტის თანახმად სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი „შეიცავს რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში ცნობილი პიროვნების სახელს, ფსევდონიმს, ფაქსიმილეს, პორტრეტს – ამ პიროვნებასთან ან მის მემკვიდრეებთან შეუთანხმებლად, ხოლო თუ ისინი საქართველოს ისტორიისა და კულტურის კუთვნილებას წარმოადგენს – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობის გარეშე“.
,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის I–V თავებში გამოყენებული ტერმინის „რეგისტრაცია“ ნაცვლად საერთაშორისო სასაქონლო ნიშნებთან მიმართებაში გამოიყენება ტერმინი „დაცვა“
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანება ;სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ; ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ინტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად დადგენილია შემდეგი; არსობრივი ექსპერტიზის ეტაპზე ექსპერტი ამოწმებს, არსებობს თუ არა წარდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 და მე-5 მუხლებში მოცემული საფუძვლები. იმის დასადგენად არსებობს თუ არა რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით და მე-5 მუხლის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, წარდგენილი სიმბოლო უნდა შედარდეს პარიზის კონვენციის 6ter მუხლით დაცულ სიმბოლოებს, საქართველოში დაცულ გეოგრაფიულ აღნიშვნებს ან ადგილწარმოშობის დასახელებებს, საქართველოში დაცულ დიზაინს, ეროვნული ან საერთაშორისო რეგისტრაციით საქართველოში დაცულ სასაქონლო ნიშნებს და საქპატენტში სარეგისტრაციოდ წარდგენილ სიმბოლოებს. ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შედარების დროს, სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას.
7.2. სასამართლომ განიხილა სარჩელი და თვლის რომ გასაჩივრებული აქტები კანონის მოთხოვნათა სრული შესაბამისობითაა გამოცემული და იზიარებს მოპასუხის მოსაზრებაა შემდეგი გარემოებათ გამო; ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი „შეიცავს რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში ცნობილი პიროვნების სახელს, ფსევდონიმს, ფაქსიმილეს, პორტრეტს – ამ პიროვნებასთან ან მის მემკვიდრეებთან შეუთანხმებლად, ხოლო თუ ისინი საქართველოს ისტორიისა და კულტურის კუთვნილებას წარმოადგენს – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობის გარეშე“. (ხოლო დღეისთვის მოქმედი რედაქციით - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობის გარეშე; (05.07.2018 N3054)
განცხადებული ნიშანი შეიცავს საქპატენტში რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში ცნობილი პიროვნების „ბ---------------------“ სახელსა და გვარს. ;--------------------- არის ცნობილი წიგნის - „სრული სამზარეული“ ავტორი, რომელიც პირველად 1914 წელს გამოიცა. ეს იყო პირველი წიგნი ქართულ ისტორიაში, რომელშიც გადმოცემული იყო ქართული და ევროპული კერძების რეცეპტები. აღნიშნული წიგნი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა საქართველოში. ის, რომ ბ-------------------- წარმოადგენს საქართველოში ცნობილ პიროვნებას, ამას არც მოსარჩელე ხდის სადაოდ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობის მოსაპოვებლად. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2015 წლის 25 თებერვლის N04/13-1029 და 2016 წლის 14 სექტემბრის N05/13-4027 წერილების შესაბამისად, კულტურის სამინისტრომ მიიჩნია, რომ სასაქონლო ნიშანში ცნობილი პიროვნების „ბ---------------------“ სახელის გამოყენების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო მის მემკვიდრეებთან შეთანხმების საფუძველზე. საქმეში წარმოდგენილია, ასევე საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2016 წლის 07 სექტემბრის N16/9337 წერილი, (იხ. მესამე პირის შესაგებელზე თანდართული წერილი), რომლითაც დასტურდება, რომ ერთიან ელექტონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი ;ბ---------------------; ქონებაზე საქმის წარმოების მიმდინარეობის თაობაზე. ვინაიდან ბ-------------------- არ წარმოადგენს საქართველოს ისტორიისა და კულტურის კუთვნილებას და არ ჰყავს მემკვიდრეები განცხადებული კომბინირებული სასაქონლო ნიშანი "ბ--------------------" (საიდ. N85023/03) უნდა დარეგისტრირდეს მთლიანობაში, ხოლო სიტყვიერი აღნიშვნა „ბ--------------------“ ნიშანში უნდა შევიდეს დამოუკიდებელი სამართლებრივი დაცვის გარეშე. მართალია ბ-------------------- არ წარმოადგენს საქართველოს ისტორიისა და კულტურის კუთვნილებას, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი წარმოადგენს საქართველოში ცნობილ პიროვნებას, შესაბამისად არ შეიძლება საქართველში ცნობილი პიროვნების სახელი და გვარი გახდეს ერთი კონკრეტული პირის საკუთრება და ჰქონდეს განსაკუთრებული უფლებები მასზე. სასამართლო დამატებით განმარტავს, იმის შესახებ, რომ მთავარი არსი ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმაში მდგომარეობს, რომ სადავო არ არის დასახელებული ნიშნის გამოყენების უფლება აქ საუბარი არის ნიშნის რეგისტრაციაზე.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ 18.09.2018 წლის სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილ მტკიცებულებას, რომელიც ეხება სასაქონლო ნიშნის ;სარაჯიშვილის; რეგისტრაციას სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებას არანაირი შემხებლობა არ გააჩნია მოცემულ დავასთან მიმართებაში. (იხ. 2018 წლის 18 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი) .
7.3. სასამართლო განმარტავს, რომ ყოველ ცაკეულ შემთხევაში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან (განსახილველ შემთხვევაში დაცვასთან) დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ხდება ყველა კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით. ამასთან, მხედველობაში მიიღება ვიზუალური, ფონეტიკური, სემანტიკური და სხვა გარემოებები.
7.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სადაოდ ქცეული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეებზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი;
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12, მე-13 და 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა;
1.მოსარჩელის ;შპს ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანი-ის; სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2.მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა სამხედროს ქ.№17) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე კობა გოცირიძე