განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
180310015001089720
№3ბ/1579-16
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახ--–-თ
22დეკემბერი, 2017 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - მირანდა ერემაძე
მოსამართლეები - მერაბ ლომიძე
თეა ძიმისტარაშვილი
სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე
აპელანტები - „ფ-------- ს----“
წარმომადგენელი - გ------- ს-------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“
წარმომადგენელი - თ----- ჯ---------
მოწინააღმდეგე მხარე - კ--- ბ------ კ----- კო
წარმომადგენელი - გ------- თ-------–---–-
მესამე პირი - „ს----------- ს.ა“
წარმომადგენელი - გ------- ს-------–---–-
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა
1.1. აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით ”კ--- ბ------ კ----- კო”-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საქპატენტის სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2015 წლის 09 ივნისის №1-- ბრძანება, ასევე ბათილად იქნა ცნობილი საქპატენტის სააპელაციო პალატის 2015 წლის 16 აპრილის №2------- გადაწყვეტილება.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.1. 2014 წლის 13 ოქტომბერს მოსარჩელემ მიმართა საქპატენტს სამგანზომილებიანი სასაქონლო ნიშნის (ს----- კ-–----ი ) რეგისტრაციის თხოვნით 28-ე და 30-ე კლასებში შემავალი შემდეგი საქონლის მიმართ: კლასი 28-თამაშობები , სათამაშოები, მათ შორის დასაშლელი და ასაწყობი სათამაშოები, საქონელი ტანვარჯიშის და სპორტისათვის, რომელიც არ მიეკუთვნება სხვა კლასებს, ნაძვის ხის მორთულობა, კლასი 30-ე ყავა, ჩაი, კაკაო, შაქარი, ბრინჯი, ტაპიოკა (მანიოკა) საგო, ყავის შემცვლელები, ფქვილი და მარცვლოვანი პროდუქტი, პური- ფუნთუშეულობა, საკონდიტრო ნაწარმი, ნაყინი, ფქვილი, ბადაგის ვაჟინი, საფუარი, საცხობი ფხვნილები, მარილი, მდოგვი, ძმარი, საკაზმები, სანელებლები, საკვები ყინული, მათ შორის შოკოლადისა და სხვა სახის კანფეტები. სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს ს----- კ-–----ის ფორმის მქონე ფიგურას, რომელსაც გააჩნია კ----–--ს ფორმა და რომლის წინა მხარეს დატანილია სიტყვიერი აღნიშვნა - ”K----”. სასაქონლო ნიშანი შესრულებულია თ-----ი, წ-----–ი, შ---, ყ------–- და ლურჯი ფერების გამოყენებით.
3.2. საქპატენტის სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 21 ოქტომბრის №1------ წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მისი განაცხადი მიღებულია განსახილველად. საქპატენტის სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 11 ნოემბრის №1------ ბრძანებით მიღებული იქნა დადებითი გადაწყვეტილება მოსარჩელის სახელზე დაჩქარებული წესით სამგანზომილებიანი სასაქონლო ნიშნის (ს----- კ-–----ის ) რეგისტრაციის შესახებ.
3.3. 2014 წლის 25 ნოემბერს საქპატენტმა რეგისტრაციაში გაატარა მოსარჩელის სასაქონლო ნიშანი (ს----- კ-–----ი), მიანიჭა მას სარეგისტრაციო ნომერი M2---- და გასცა რეგისტრაციის მოწმობა 28-ე და 30-ე კლასებში შემავალი შემდეგი საქონლის მიმართ: კლასი 28-თამაშობები , სათამაშოები, მათ შორის დასაშლელი და ასაწყობი სათამაშოები, საქონელი ტანვარჯიშისა და სპორტისათვის, რომელიც არ მიეკუთვნება სხვა კლასებს, ნაძვის ხის მორთულობა, კლასი 30-ე ყავა, ჩაი, კაკაო, შაქარი, ბრინჯი, ტაპიოკა (მანიოკა) საგო, ყავის შემცვლელები, ფქვილი და მარცვლოვანი პროდუქტი, პური-ფუნთუშეულობა, საკონდიტრო ნაწარმი, ნაყინი, ფქვილი, ბადაგის ვაჟინი, საფუარი, საცხობი ფხვნილები, მარილი, მდოგვი, ძმარი, საკაზმები, სანელებლები, საკვები ყინული, მათ შორის შოკოლადისა და სხვა სახის კანფეტები. ზემოთ ხსენებული სასქონლოს ნიშნის რეგისტრაციის ფაქტი საქპატენტში გასაჩივრებული იქნა ფ-------- ს---- და ს------------- ს.ა. მიერ, საჩივრის საფუძველზე მოპასუხის მიერ გამოცემული იქნა სადავო გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები.
3.4.. სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, №7------- ჩატარებულ იქნა ექპერტიზა წარდგენილ გამოსახულების მიხედვით, რა დროსაც ექპერტის მიერ ჩატარებულ იქნა ძიება სასაქონლო ნიშნის მონაცემთა ბაზაში, დიზაინის მონაცემთა ბაზასა და ”სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის” 6ტერ მუხლით დაცულ სიბოლოთა ბაზაში. ძიების ანგარიშის ანალიზმა ადგილწამოშობის დასახელება, გეოგრაფიული აღნიშვნა და პარიზის კონვენციის 6ტერ მუხლით დაცული სიმბოლო არ გამოავლინა. გამოვლინდა მსგავსი გამოსახულებითი ნაწილის შემცველი იგივე განმცხადებლის სახელზე სარეგისტრაციოდ შემოტანილი სასაქონლო ნიშნები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ არ არსებობს ”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.
4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
4.1. სასამართლომ მოიხმო ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლი, რომლითაც რეგლამენტირებულია ამ კანონის მიზანი, კერძოდ, მითითებული მუხლი ადგენს, რომ ეს კანონი აწესრიგებს სასაქონლო, მომსახურებისა და კოლექტიური ნიშნების რეგისტრაციასა და დაცვასთან, აგრეთვე მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან. ამავე მუხლის მე-2-ე პუნქტის შესაბამისად კი სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახ--–-; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც: ა) არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს; გ) არაგანმასხვავებელუნარიანია შესაბამისი საქონლის მიმართ; ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-5 მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება , თუ იგი მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი - იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. ხოლო ამავე მუხლის ”ზ” ქვეპუნტის თანახმად, მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე ისეთი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია, რომელსაც საქართველოში აქვს კარგი რეპუტაცია და ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა.
სასამართლომ მიუთითა ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის I–V თავებში გამოყენებული ტერმინის „რეგისტრაცია“ ნაცვლად საერთაშორისო სასაქონლო ნიშნებთან მიმართებაში გამოიყენება ტერმინი „დაცვა“.
სასამართლომ ასევე მიუთითა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – ”საქპატენტის” თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანება ”სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ინტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე, რომლის თანახმად, დადგენილია შემდეგი: არსობრივი ექსპერტიზის ეტაპზე ექსპერტი ამოწმებს, არსებობს თუ არა წარდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 და მე-5 მუხლებში მოცემული საფუძვლები. იმის დასადგენად, არსებობს თუ არა რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით და მე-5 მუხლის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, წარდგენილი სიმბოლო უნდა შედარდეს პარიზის კონვენციის 6ter მუხლით დაცულ სიმბოლოებს, საქართველოში დაცულ გეოგრაფიულ აღნიშვნებს ან ადგილწარმოშობის დასახელებებს, საქართველოში დაცულ დიზაინს, ეროვნული ან საერთაშორისო რეგისტრაციით საქართველოში დაცულ სასაქონლო ნიშნებს და ’საქპატენტ”-ში სარეგისტრაციოდ წარდგენილ სიმბოლოებს. ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შედარების დროს, სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას. მოცემულ კონკრეტულ შემთხევაში, სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის დასკვნით №7------- დადგენილია, რომ არ არსებობს ”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.
სასამართლო დაეთანხმა მოსარჩელის და სააპელაციო პალატის კოლეგიის თავმჯდომარის განსხვავებულ მოსაზრებას და მიიჩნია, რომ განცხადებული ნიშანი - საინდ . №7------ და დაპირისპირებული სასაქონლო ნიშანი - საერთაშორისო რეგისტ . №1------- არ არიან აღრევადი მსგავსი შემდეგ გარემოებათა გამო: „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლის ან/და მომსახურებისაგან. სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახ--–-; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით. ზემოაღნიშნული ნორმა ამომწურავად განსაზღვრავს იმ სიმბოლოთა ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება დარეგისტრიდეს სასაქონლო ნიშნად. შესაბამისად, დაცვისუნარიან სიმბოლოს წარმოადგენს იმ ელემენტთა ერთობლიობა, რომელიც აღნიშნულია ხსენებულ ჩამონათვალში.
”სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-4 მუხლი განსაზღვრავს, თუ რა არ შეიძლება დარეგისტრირდეს სასაქონლო ნიშნად. სასაქონლო ნიშნად სარეგისტრაციო სიმბოლო შესაძლებელია, შედგებოდეს დაცვისუნარიანი და დაუცველი ელემენტებისაგან. თუმცა, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები ვრცელდება ნიშნის დაცვისუნარიანი ელემენტების ერთობლიობაზე და სასაქონლო ნიშნის დაცვის ფარგლების განსაზღვრისას დაუცველი ელემენტები მხედველობაში არ მიიღება.
სასამართლომ მოიხმო „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმობლოთა ერთობლიობა თუ იგი მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა.
„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნებს შორის სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა , მუსიკალური ჟღერადობა ), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას.
სასამართლომ განმარტა, რომ სასაქონლო ნიშნების შედარებისას და საერთო შთაბეჭდილების შეფასებისას მხედველობაში მიიღება ნიშნების მხოლოდ დაცვისუნარიანი ელემენტები. შესაბამისად, ნიშნებს შორის მსგავსება შეიძლება დადგინდეს მხოლოდ დაცვისუნარიანი ელემენტების მსგავსების საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია ნიშნებს შორის მსგავსების დადგენისას, მკაფიოდ გაიმიჯნოს ნიშნის დაცვისუნარიანი და დაუცველი ელემენტები და მხოლოდ შემდეგ მოხდეს ნიშნების დაცვისუნარიანი ელემენტების შედარება. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ნიშანში შემავალი დაცვისუნარიანი ელემენტების შედარებისას და საერთო შთაბეჭდილების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ნიშნებში არსებულ დაცვისუნარიან დომინანტ ელემენტებს. კერძოდ - ნიშნის იმ ნაწილებს, რომლებიც თავისი შინაარსის, შესრულების ფორმის, განლაგების თუ სხვა ფაქტორების გამო, უფრო მეტად ამახსოვრდება მომხმარებელს და არსებითად განაპირობებს სასაქონლო ნიშნით გამოწვეულ საერთო შთაბეჭდილებას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ სასაქონლო ნიშნის დაცვის ფარგლებს განსაზღვრავდა სასაქონლო ნიშნის გამოსახულება. შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის დაცვისუნარიანი ელემენტი შეიძლება იყოს ნებისმიერი გამოსახულება, რომელიც მოცემულია სასაქონლო ნიშნის განაცხადში და არა ამა თუ იმ ფორმის სიმბოლოს გამოსახვის იდეა ან კონცეფცია. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნების გამოსახულებაში დაცვისუნარიან ელემენტებს წარმოადგენს განაცხადში მოცემული კონკრეტული ფორმით შესრულებული ხ--–- , ფ--- და სხვა ელემენტები და არა ზოგადად კ----–--ს ფორმის პერსონაჟზე ხ--–-ს ფ---ს , პირის , თ---–---ს და ა.შ. გამოსახვის იდეა.
სასამართლომ განმარტა, რომ დაპირისპირებულ სასაქონლო ნიშნებს შორის მსგავსი ელემენტები არის მხოლოდ კ----–--ს გამოსახულება და კ------ს ფორმის მქონე პერსონაჟების შექმნის იდეა. არც ერთი ხსენებული ელემენტი არ წარმოადგენს დაპირისპირებული ნიშნების დაცვისუნარიან ელემენტებს. შესაბამისად, დაპირისპირებულ ნიშნებს შორის მსგავსება არ შეიძლება დადგინდეს იმ მოტივით, რომ დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნების გამოსახულებითი ელემენტი არის კ----–--ს გამოსახულება , რომელთაც აქვთ პირი, თ---–---, ხ--–--- და ფ-----. დაპირისპირებული ნიშნის მფლობელის განსაკუთრებული უფლებები ვრცელდება ორგანზომილებიანი კ----–--ს ფორმის პერსონაჟის იმ გამოსახულებაზე, რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტში და არა კ----–--ს გამოსახულებაზე, რომელსაც აქვს პირი, თ---–---, ხ--–--- და ფ-----, როგორც ეს კოლეგიის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.
რაც შეეხება ფერების მსგავსებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ფერი ან ფერთა კომბინაცია დამოუკიდებელი დაცვის ობიექტს არ წარმოადგენს. დაცვისუნარიანია „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული სიმბოლო შესრულებული ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით. განსახილველ შემთხვევაში დაპირისპირებული სიმბოლო შესრულებულია თ----- და წ-----–-ფ----------–------- ფერებში, მაშინ, როცა განცხადებულ ნიშანში გამოყენებულია წ-----–ი , თ-----ი , შ--- და ყ------–- ფერები . ამდენად, აშკარაა რომ ორი ფერის კომბინაცია არ შეიძლება იყოს ოთხი ფერის კომბინაციის მსგავსი, თუნდაც დაპირისპირებული ნიშნის ორივე ფერი მეორდებოდეს შ-- და ყ------– ფერებთან კომბინაციაში. დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნების დაცვისუნარიანი არც ერთი ელემენტი არ არის მსგავსი. შესაბამასად, დაპირისპირებული ნიშნებს შორის განსხვავება და განსხვავებული საერთო შთბეჭდილება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: დაპირისპირებული ნიშანი წარმოადგენს ორგანზომილებიან გამოსახულებას, მაშინ როცა განცხადებული ნიშანი არის სამგანზომილებიანი საქონლის შეფუთვა, ორ და სამგანზომილებიანი სიმბოლოებს შორის მსგავსება უნდა დადგინდეს იგივე კრიტერიუმებით რაც განსაზღვრულია „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით. კერძოდ, დაპირისპირებულ სასაქონლო ნიშნებს შორის სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი უნდა იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. განცხადებული სასაქონლო ნიშანი შეიცავს წ-----– და ყ------– ფერში შესრულებულ სიტყვიერ აღნიშვნას „K----- “, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საერთო შთაბეჭდილების შეფასებისას. კერძოდ, როდესაც კომბინირებული ნიშანი შეიცავს დაცვისუნარიან სიტყვიერ ელემენტს იგი აუცილებლად წარმოადგენს ნიშნის ერთ-ერთ დომინანტ ელემენტს და შესაბამისად განსაკუთრებულ ადგილი უჭირავს ნიშნიდან გამომდინარე საერთო შთაბეჭდილების ფორმირებაში. მომხმარებლის აღქმაში აუცილებლად რჩება სიტყვიერი ელემენტი და ძირითადად ასეთი ნიშნით მონიშნული საქონლის იდენტიფიცირებას სწორედ სიტყვიერი ელემენტით ახდენს. გარდა ამისა, განცხადებული ნიშნის სიტყვიერი ელემენტი, დაპირისპირებული ნიშნისგან განსხავებით, სძენს მას ფონეტიკას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს დაპირისპირებულ ნიშნებს შორის განსხავებას. სიტყვიერი ელემენტი „K-----“ შესრულების ფორმის (მათ შორის ფერებით), ზომის და პოზიციის გათვალისწინებით ცალსახად წარმოადგენს განცხადებული ნიშნის დომინანტ ელემენტს, რომლის მსგავს ელემენტს დაპირისპირებული ნიშანი საერთოდ არ შეიცავს.
სასამართლომ ასევე განმარტა რომ დაპირისპირებული ნიშნები განსხვავდებიან შინაარსობრივად, კერძოდ, განცხადებული ნიშანი წარმოადგენს ს------კ-–----ის გამოსახულებას, რომელიც ადვილად იდენტიფიცირებადი პერსონაჟია მომხმარებლისათვის. დაპირისპირებული ნიშანი კი წარმოადგენს კ----–--ს ფორმის ბ---ს გამოსახულებას, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ს----- -კ-–----ის პერსონაჟთან. დაპირისპირებულ ნიშნებს შორის განსხვავებას აძლიერებს მათში გამოყენებლი ფერთა კომბინაცია. კერძოდ ს-----კ-–----ის გამოსახულება შესრულებულია თ----- და წ-----– ფერებში, რომელსაც წელის ადგილი გამოყოფილი აქვს შ--- ქ-----თ. შესაბამისად თ-----ი და წ-----–ი ფერები ერთმანეთისგან გამოყოფილია შ--- ფერის ქ-----თ. ამასთან, თ----- ფონზე გამოკვეთილად არის წ-----– და ყ------– ფერებში შესრულებული წარწერა „K-----“. დაპირისპირებულ სასაქონლო ნიშანი შესრულებულია თ----- და წ-----– - ფ----------–------- ფერებში, სადაც ფერები გაყოფილია ტალღისებული ზოლით. განცხადებული ს----- -კ-–----ის გამოსახულების კიდურების დაბოლოება შესრულებულია წ-----– ფერში, რაც ქმნის წ-----–ი ხ--–-----------სა და წ-----–ი ფ----–---–--ის შთაბეჭდილებას. ამასთან, ს----- -კ-–----ის გამოსახულებას ხელში უჭირავს გ---–-ს ფორმის წ-----–ი სათამაშო. დაპირისპირებული სიმბოლოს კიდურები შესრულებულია მხოლოდ თ----- ფერებში. განცხადებული ს------კ-–----ის გამოსახულებას ახურავს წ-----–ი ზ-------ს ქ-----, ხოლო დაპირისპირებულ ფ-------–-ს ქ-----. გარდა ამისა აბსოლუტურად განსხვავებულია განცხადებული და დაპირისპირებული ნიშნების სახის შესრულება (თ---–---, პირი და ა.შ.) ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ დაპირისპირებულ ნიშნებს შორის მსგავსება არის მხოლოდ დაუცველ ნაწილებს შორის , რაც არ შეიძლება მხედველობაში იქნას მიღებული ნიშნებს შორის მსგავსების დადგენისას და საერთო შთაბეჭდილების შეფასებისას. დაცვისუნარიანი ელემენტების შედარებით, კი ირკვევა, რომ დაპირისპირებული ნიშნები განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც ვიზუალურად, ისე ფონეტიკური და შინაარსობრივი თვალსაზრისით. ასევე, განსხვავებულია დაპირისპირებული ნიშნების საერთო შთაბეჭდილება.
4.2. სასამართლომ განმარტა, რომ ყოველ ცალკეულ შემთხევაში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან (განსახილველ შემთხვევაში დაცვასთან) დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ხდება ყველა კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით. ამასთან, მხედველობაში მიიღება ვიზუალური, ფონეტიკური, სემანტიკური და სხვა გარემოებები. შესაბამისად, მოპასუხის და მესამე პირის მითითება, რომ სასაქონლო ნიშნები საკმაო დონის აღრევამდე მსგავსია, განსახილველ შემთხვევაში უსაფუძვლოა და სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან მიმართებაში, რომ საქპატენტის სააპელაციო პალატის კოლეგიამ საჩივრის განხილვისას მხედველობაში არ მიიღო გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ განცხადებული და დაპირისპირებული ნიშნები არ არის ერთმანეთის მსგავსი.
4.3. სასამართლომ მოიხმო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანხმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
4.4. სასამართლომ ჩათვალა, რომ იმისთვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი , ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისთვის, რომ, თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები მომზადებისა და გამოცემის საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა იმ დოკუმენტაციის სრულყოფილი გამოკვლევა და სწორი სამართლებრივი შეფასება, რომლებიც მხარემ წარადგინა და მარეგისტრირებელმა ორგანომ არასათანადო შეფასება მისც მათ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მოიხმო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
4.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სადაოდ ქცეული აქტები გამოცემული იყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით, შესაბამისად არსებობდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
5. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
5.1. აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლო არ დაეთანხმა "საქპატენტის" სააპელაციო პალატის 2015 წლის 16 აპრილის #2------- გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასაქონლო ნიშანი საიდ. #7------ აღრევამდე მსგავსი იყო აპელანტის სასაქონლო ნიშნის, საერთაშორისო რეგისტრაციის #1------ (შემდგომში ,,დაპირისპირებული ნიშნები“). სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით, სასაქონლო ნიშანი საიდ. #7------ ("სადავო სასაქონლო ნიშანი") არ აკმაყოფილებდა სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონით ("კანონი") დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო პალატისგან განსხვავებით, რომელიც სპეციალური კომპეტენციის ორგანოა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, სასამართლომ დაადგინა, რომ არ უნდა გაუქმებულიყო სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია.
სასამართლომ არასწორად დაადგინა უდავო ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, 2016 წლის 15 ივლისის სასამართლო გადაწყვეტილების 4.1.1. პუნქტში მითითებულია, რომ სადავო სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს "ს----- კ-–----ს". აღნიშნული არასწორია, ვინაიდან არცერთ სარეგისტრაციო დოკუმენტში, მათ შორის, "საქპატენტის" მიერ 2014 წლის 13 ოქტომბერს გაცემულ საკანცელარიო ცნობა #3------ში და განაცხადში, რომელზეც მიუთითებს სასამართლო გადაწყვეტილება, სადავო სასაქონლო ნიშანი არ არის აღწერილი, როგორც "ს----- კ-–----ი".
უფრო მეტიც, სასამართლოს აპელანტმა აცნობა, რომ სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ სარეგისტრაციო განაცხადში მოცემული აღწერილობის მიხედვით: "ნიშანი წარმოადგენს ოვალური ფორმის ტანის მქონე კ-–----ს წინხედისა და უკანხედის გამოსახულებას ხ--–---------თ, ჩ-----ა და ხელში გ---–-ს სტილიზებული გამოსახულებით, რომელის მუცელზეც სტილიზებული ლათინური ანბანით შესრულებულია აღნიშნვა ქ-----."
შესაბამისად, მცდარია სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი, თითქოს სადავო სასაქონლო ნიშანი არის "ს----- კ-–----ის" პერსონაჟი.
5.2. სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების აღწერისას სრულად არ მიუთითა ყველა უდავო ფაქტობრივი გარემოება და შესაბამისად, მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები დატოვა სამართლებრივი შეფასების გარეშე. აპელანტის აზრით, აღნიშნულის შედეგად სასამართლომ საბოლოოდ მცდარი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.
კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილების 4.1.2 პუნქტში, უდავო ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ სადავო სასაქონლო ნიშანი დარეგისტრირდა დაჩქარებული წესით. თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ "საქპატენტმა" თავდაპირველად უარი განაცხადა სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე, სწორედ აპელანტის სასაქონლო ნიშანთან მსგავსების გამო. ქვემოთ მოკლედ მოგახსენებთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
- პირველად სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მიზნით ჩატარებულმა არსობრივმა ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ დაპირისპირებულ სასაქონლო ნიშნებს შორის არსებობდა ვიზუალური მსგავსება. ექსპერტმა მიუთითა, რომ ორივე სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს სტილიზებულ კ----–---ს, რომელთაც გააჩნიათ პირი, ხ--–---, თ---–---, ფ----- და ა--------- ქ-----. ამასთან სტილიზებული კ----–---ი შესრულებულია წ-----– და თ----- ფერებში, ზედა ტანი დაფარულია თ-----ი ფერით, ხოლო ქვედა ტანი წ-----–ი ფერით. ექსპერტიზამ მიუთითა, რომ სადავო სასაქონლო ნიშანი განსხვავდება წ-----–ი ფერის ხ--–-----------თ; სტილიზებულად შესრულებული გ---–-თ და მუცელზე სტილიზებული ლათინური ასოებით შესრულებული წარწერით „k----“. თუმცა აღნიშნული განსხვავებები არ სძენს სასაქონლო ნიშანს დამატებით განსხვავებულუნარიანობას. ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ სადავო სასაქონლო ნიშანი არ ექვემდებარებოდა რეგისტრაციას კანონის მე-5 მუხლის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად.
- კომპანიამ გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება და "საქპატენტმა" დანიშნა განმეორებითი არსობრივი ექსპერტიზა, რომელიც "საქპატენტის" მითითებით სადავო სასაქონლო ნიშნის სამგანზომილებიანი ხასიათის გათვალისწინებით უნდა ჩატარებულიყო. კერძოდ, "საქპატენტმა" მიუთითა ექსპერტს, რომ მოცულობითი სასაქონლო ნიშნის შედარება, რომელიც სიტყვის, გამოსახულების და ფორმის კომბინაციაა, უნდა მოხდეს ამ სამივე ელემენტის გათვალისწინებით.
- განმეორებითი ექსპერტიზა შესაბამისმა ექსპერტმა განახორციელა "საქპატენტის" მითითებების უხეში დარღვევით. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი შეიცავს სიტყვიერ ჩანაწერს და სამგანზომილებიან ფიგურას (მოცულობითია). ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ძიება ჩატარდა როგორც სიტყვიერ, ისე გამოსახულებით ნაწილზე, თუმცა მსგავსი სიმბოლო არ გამოვლინდა. შესაბამისად, პირველი კვლევის შედეგების საპირისპიროდ, ექსპერტმა ვერ გამოავლინა ვერც ერთი მსგავსი სასაქონლო ნიშანი, მიუხედავად იმისა, რომ "საქპატენტის" მითითებით ექსპერტებს უნდა შეედარებინათ სამგანზომილებიანი სასაქონლო ნიშნის სამივე ელემენტი - სიტყვა, გამოსახულება და ფორმა. პირველმა ექსპერტიზამ გამოსახულების ნაწილში გამოავლინა მსგავსი გამოსახულებითი სასაქონლო ნიშანი. თუმცა, განმეორებითმა ექსპერტიზამ არ დაასახელა დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები და საერთოდ არ განახორციელა სასაქონლო ნიშნის ელემენტების შედარება. ის ფაქტი, რომ განმეორებითი არსობრივი ექსპერტიზა არამართებულად ჩატარდა ასევე დასტურდება გასაჩივრებული "საქპატენტის" სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით, რომელიც მივიდა დასკვნამდე რომ სადავო სასაქონლო ნიშანი არ ექვემდებარებოდა რეგისტრაციას.
შესაბამისად, სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას საფუძვლად უდევს არსობრივი ექსპერტიზა, რომელიც ჩატარდა სასაქონლო ნიშნის სამგანზომილებიანი სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ სასამართლომ არც მიუთითა, არც განიხილა და არც გაითვალისწინა სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პრეისტორია, რომლის შესახებაც აპელანტმა მიაწოდა სრული ინფორმაცია და რაც ასევე დაადასტურა "საქპატენტის" წარმომადგენელმა. შედეგად კი, სასამართლომ არასრულად აღწერა საქმისათვის მნიშვნელოვანი უდავო ფაქტობრივი გარემოებები და თავი აარიდა მნიშვნელოვან საკითხებზე არსებით მსჯელობას.
5.3. სასამართლო არასრულად აღწერს უდავო ფაქტობრივ გარემოებებს და შესაბამისად, სამართლებრივი შეფასების გარეშე ტოვებს საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტებს.
კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილების 4.1.4 პუნქტში აღწერილია სადავო სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებით ჩატარებული განმეორებითი არსობრივი ექსპერტიზა. სასამართლო არ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საუბარია განმეორებით არსობრივ ექსპერტიზაზე. გარდა ამისა, სასამართლომ არ შეაფასა არსობრივი ექსპერტიზის შესაბამისობა "საქპატენტის" 2014 წლის 13 ნოემბრის #75 ბრძანებასთან, რომლის მიხედვითაც ახალი არსობრივი ექსპერტიზისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სადავო სასაქონლო ნიშნის სამგანზომილებანი ხასიათი.
შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული უდავო ფაქტობრივი გარემოებები არის არასრული და უყურადღებოდ ტოვებს მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს.
5.4. აპელანტის მითითებით სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა კანონის მე-5 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი.
დაპირისპირებული ნიშნების მსგავსებისა და აღრევადობის არასწორი შეფასების შედეგად, სასამართლომ გამოიყენა სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობის შედარებითი საფუძველი, რაც გათვალისწინებულია კანონის მე-5 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით. სასამართლოს მიერ კანონის არასწორი ინტერპრეტაციით და ამავე კანონისა და სხვა გამოსაყენებელი აქტების იგნორირებით, მოხდა გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ:
- მსგავსებისა და აღრევადობის შეფასებისას სასამართლომ მიუთითა, მაგრამ რეალურად არ გამოიყენა საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული ,,საერთო შთაბეჭდილების ტესტი“, რომელსაც ათწლეულების მანძილზე იყენებს ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო და ევროპის ქვეყნები და რომელიც პირდაპირ არის გათვალისწინებული "საქპატენტის" თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს #5 ბრძანებით "სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე (შემდეგში "ინსტრუქცია"). აღნიშნული ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, სიმბოლოების შედარებისას საერთო შთაბეჭდილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
აპელანტის მითითებით სასამართლომ გაურკვეველ წყაროზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები ვრცელდება ნიშნის დაცვისუნარიანი ელემენტების ერთობლიობაზე და სასაქონლო ნიშნის დაცვის ფარგლების განსაზღვრისას დაუცველი ელემენტები მხედველობაში არ მიიღება. პირველ რიგში, სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, აპელანტის სასაქონლო ნიშნისა და სადავო სასაქონლო ნიშნის მიზნებისათვის, რომელი ელემენტია დაცული და რომელი არა. მეორე, კანონის მიხედვით, სასაქონლო ნიშნის დაუცველი ნაწილი განმარტებულია, როგორც სასაქონლო ნიშნის ნაწილი, რომელზედაც არ ვრცელდება მფლობელის განსაკუთრებული უფლებები. თუმცა, დაცული ელემენტების შეფასება უნდა მოხდეს ყოველი ინდივიდუალური შემთხვევის გათვალისწინებით. ზოგიერთ შემთხვევაში, სასაქონლო ნიშნის დაცვა შესაძლოა გავრცელდეს სხვა ელემენტებზეც, თუ ამ ელემენტებს მომხმარებელი აკავშირებს კონკრეტულ მწარმოებელთან და არა ზოგადად პროდუქტთან. შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო სათანადო არგუმენტაციის საფუძველზე გაემიჯნა დაპირისპირებული ნიშნების დაცული და დაუცველი ელემენტები, რაც მას არ გაუკეთებია. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
აპელანტის განმარტებით სასამართლომ გაურკვეველ წყაროზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნების გამოსახულებაში დაცვისუნარიან ელემენტებს წარმოადგენს განაცხადში მოცემული კონკრეტული ფორმით შესრულებული ელემენტები (ხ--–-, ფ---) და არა ზოგადად კ----–--ს ფორმის პერსონაჟზე ამ ელემენტების გამოსახვის იდეა. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, არც იმსჯელა ამ კუთხით "საქპატენტისა" და მესამე პირის მიერ გაკეთებულ განმარტებებსა და სამართლებრივ ანალიზზე, მათ შორის, "საქპატენტის" მიერ მითითებულ პრაქტიკაზე, რომელიც საპირისპიროს ადასტურებდა. კერძოდ, გარკვეულ შემთხვევებში, საგნის პერსონიფიცირება ასევე შეიძლება წარმოადგენდეს დაცვის საგანს, თუ მომხმარებელი ასეთ საგანს აკავშირებს მწარმოებელთან. შესაბამისად, კ----–-ს ფორმის რეგისტრირებული პერსონაჟის სრული შედარება უნდა მომხდარიყო სადაო ნიშანთან საერთო შთაბეჭდილების შესაფასებლად. ამასთან, "საქპატენტმა" მსგავსება დაადგინა არამხოლოდ იმიტომ რომ ორივე სასაქონლო ნიშანი კ----–--ს პერსონაჟია, არამედ იმიტომ, რომ მსგავსია სასაქონლო ნიშნების ელემენტები (მაგ. ფერთა კომბინაცია), ხოლო განსხვავებული ელემენტები არ სძენენ სადავო სასაქონლო ნიშანს საკმარის განსხვავებულობას.
აპელანტი მიუთითებს რომ ,,ფ--------ს“ ამოცანა არ არის ექსკლუზივის მიღება პერსონიფიცირებულ კ----–--ს ფორმაზე. ამას ადასტურებს კომპანიის სახელზე რეგისტრირებული სხვა სასაქონლო ნიშნები, რომელიც ასევე კ----–--ს ფორმისაა, მაგრამ სხვა ელემენტებით განსხვავდება აპელანტის სასაქონლო ნიშნისგან, რაც საბოლოო ჯამში მათ სძენს განსხვევებულუნარიანობას. შესაბამისად, ამ სხვა სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია არც ჩვენ გაგვისაჩივრებია. თუმცა, განსახილველ დავაში მდგომარეობა განსხვავებულია - სადაო ნიშანს აქვს ჩვენი სასაქონლო ნიშნის მსგავსი ფერთა კომბინაცია და სხვა ელემენტები, რაც განაპირობებს მის აღრევადობას.
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მე-7 გვერდზე არასწორად არის გადმოცემული "საქპატენტის" სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების შინაარსი. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო პალატა დაპირისპირებული ნიშნების მსგავსების დადგენისას დაეყრდნო მხოლოდ კ----–--ს გამოსახულებასა და კ----–--ს ფორმის პერსონაჟების შექმნის იდეას შორის მსგავსებას. აღნიშნული არასწორია, ვინაიდან "საქპატენტის" სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში ცალკე და დეტალურად არის შედარებული სასაქონლო ნიშნების ელემენტები (ხ--–-, ფ---, ა.შ.) და აღნიშნული გათვალისწინებულ იქნა გადაწყვეტილების მიღებისას (იხილეთ "საქპატენტის" გადაწყვეტილების გვ. 26-27).
აპელანტს მიაჩნია, რომ მცდარია სასამართლოს შეფასება ფერის ან ფერთა კომბინაციის შეფასების ნაწილში. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, ფერი ან ფერთა კომბინაცია არ წარმოადგენს დამოუკიდებელი დაცვის ობიექტს. გაუგებარია, რა კავშირშია აღნიშნული მსჯელობა აპელანტის ან "საქპატენტის" არგუმენტაციასთან ფერებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით, მაშინ როცა "საქპატენტის" გადაწყვეტილების შესაბამისად, ფერი და ფერთა კომბინაცია განხილულია საერთო შთაბეჭდილების შესაფასებლად. აქვე შეგახსენებთ, რომ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან. ამასთან, სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახ--–-; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით.
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დომინანტი ფერების გავლენა საერთო შთაბეჭდილებისათვის გადამწყვეტია. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ აპელანტის სასაქონლო ნიშანი შესრულებულია თ----- და წ-----–-ფ----------–------- ფერებში, ხოლო სადავო სასაქონლო ნიშანში გამოყენებულია წ-----–ი, თ-----ი, შ--- და ყ------–- ფერები. სასამართლო ასკვნის, რომ აშკარაა, რომ ორი ფერის კომბინაცია არ შეიძლება იყოს ოთხი ფერის კომბინაციის მსგავსი, თუნდაც სადავო სასაქონლო ნიშნის ორივე ფერი მეორდებოდეს შ-- და ყ------– ფერებთან ერთად. სასამართლო გადაწყვეტილებაში არასწორად არის აღწერილი, როგორც აპელანტის, ასევე სადავო სასაქონლო ნიშნის ფერები. აპელანტს მიაჩნია, რომ სადავო სასაქონლო ნიშნების დომინანტ ფერებს (ფერთა გამას) შორის არსებული მსგავსება იწვევს აღრევას.
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო სასაქონლო ნიშნის სიტყვიერი ელემენტი "K----" სადავო სასაქონლო ნიშნის დომინანტი ელემენტია და მას სძენს განსხვავებულობას. სასამართლოს მსჯელობა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს. "საქპატენტის" სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სიტყვიერი ელემენტი არ სძენს სადავო სასაქონლო ნიშანს იმ დონის განსხვავებულობას, რომ არ მოხდეს სადავო სასაქონლო ნიშნის აღრევა. ამ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი იყო კომპანიის მხარეს და მათ უნდა ემტკიცებინათ, რომ სიტყვიერი ელემენტი სძენდა საკმარის განსხვავებულუნარიანობას სადავო სასაქონლო ნიშანს, თუმცა კომპანიამ ვერ შეძლო ამის დამტკიცება. გარდა ამისა, სიტყვიერი ელემენტი ყოველთვის და ავტომატურად არ არის დომინანტი ელემენტი, როგორც ამას სასამართლო მიუთითებს. კომპლექსური სიმბოლოს სიტყვიერი ელემენტი როგორც წესი, მხოლოდ მაშინ წარმოადგენს დომინანტ ელემენტს, თუ ის ვიზუალურადაც გამორჩეულია. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა ამ კუთხით ზედაპირულია და საბოლოოდ არასწორ დასკვნამდე მიდის.
სასამართლომ მიუთითა, რომ დაპირისპირებული ნიშნები განსხვავდებიან შინაარსობრივად, კერძოდ, სადავო სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს "ს------კ-–----ის" გამოსახულებას, რომელიც ადვილად იდენტიფიცირებადი პერსონაჟია მომხარებლისათვის. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სადავო სასაქონლო ნიშანი არ წარმოადგენს "ს------კ-–----ს". ნებისმიერ შემთხვევაში გაურკვეველია, რის საფუძველზე დაასკვნა მოსამართლემ, რომ სასაქონლო ნიშანი ადვილად იდენტიფიცირებადი პერსონაჟია მომხმარებლისათვის. მომხმარებლის აღქმის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება კომპანიის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი. ამავდროულად, აშკარაა, რომ სასამართლომ მოახდინა ამ კუთხით აპელანტის მიერ გაკეთებული განცხადებების აბსოლუტური იგნორირება. ის ფაქტი, რომ სადავო სასაქონლო ნიშანი არ არის რეგისტრირებული როგორც "ს------კ-–----ის" პერსონაჟი მარტივად დგინდება წარდგენილი დოკუმენტაციით.
აპელანტის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ დაპირისპირებულ ნიშნებს შორის მსგავსება მხოლოდ დაუცველ ნაწილებს შორის არსებობს, რაც არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნას მსგავსების დადგენისას და საერთო შთაბეჭდილების შეფასებისას. თუმცა, როგორც აღინიშნა, სასამართლომ ელემენტარულ დონეზეც კი არ დაასაბუთა რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის შემადგენელი ელემენტები რატომ არ იყო დაცვისუნარიანი. სასამართლოს შეფასების საწინააღმდეგოდ უნდა აღინიშნოს, რომ დაპირისპირებული ნიშნების დაცული ელემენტები აღრევამდე მსგავსია.
გარდა ამისა, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება "საქპატენტის" პრაქტიკას და არაპროგნოზირებადს ხდის სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის პროცესს. კერძოდ, სასამართლოს წარედგინა "საქპატენტის" გადაწყვეტილება კომპანიის სხვა სასაქონლო ნიშანზე, რომელიც ჰგავს სადავო სასაქონლო ნიშანს. კომპანიამ მოითხოვა #7------- სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, რომელიც შეიცავდა სადავო სასაქონლო ნიშნის მსგავს ელემენტებს. სიტყვის, გამოსახულების და ფორმის შედარების შედეგად, არსობრივმა ექსპერტიზამ დაადგინა კომპანიის #7------- სასაქონლო ნიშნის მსგავსება აპელანტის სასაქონლო ნიშანთან. შესაბამისად, კომპანიას უარი ეთქვა #7------- რეგისტრაციაზე. კომპანიამ გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება, თუმცა განმეორებითმა ექსპერტიზამ კვლავ დაადგინა მსგავსება აპელანტის სასაქონლო ნიშანთან. შესაბამისად, #7------- ნიშანი არ დარეგისტრირდა. აპელანტს მიაჩნია, რომ თუ #7------- ნიშანი არ ექვემდებარება რეგისტრაციას აპელანტის სასაქონლო ნიშანთან მსგავსების გამო, მაშინ მითუმეტეს გაუგებარია, რის საფუძველზე უნდა მოხდეს სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შენარჩუნება, მაშინ როცა ეს უკანასკნელი კიდევ უფრო მეტად მსგავსია აპელანტის სასაქონლო ნიშნის.
შესაბამისად, აპელანტი აცხადებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არის დაფუძნებული არასწორ ან არასრულ ფაქტობრივ გარემოებებზე, დაუსაბუთებელ და მცდარ სამართლებრივ მოსაზრებებზე და უნდა გაუქმდეს ახალი გადაწყვეტილების მიღებით. კერძოდ, ძალაში უნდა დარჩეს "საქპატენტის" სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2015 წლის 9 ივნისის #1-- ბრძანება და "საქპატენტის" სააპელაციო პალატის 2015 წლის 16 აპრილის #2------- გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
რამდენადაც სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებსა და სამართლებრივ შეფასებებს, განჩინების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და თავის მხრივ დამატებით განმარტავს მხოლოდ შემდეგს:
6.1. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით რეგლამენტირებულია ამ კანონის მიზანი, კერძოდ, მითითებული მუხლი ადგენს, რომ ეს კანონი აწესრიგებს სასაქონლო, მომსახურებისა და კოლექტიური ნიშნების რეგისტრაციასა და დაცვასთან, აგრეთვე მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც: ა) არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს; გ) არაგანმასხვავებელუნარიანია შესაბამისი საქონლის მიმართ; ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-5 მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი - იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. ხოლო ამავე მუხლის ,,ზ” ქვეპუნტის თანახმად მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე ისეთი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია, რომელსაც საქართველოში აქვს კარგი რეპუტაცია და ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა;
,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის I–V თავებში გამოყენებული ტერმინის „რეგისტრაცია“ ნაცვლად საერთაშორისო სასაქონლო ნიშნებთან მიმართებაში გამოიყენება ტერმინი „დაცვა“.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – ”საქპატენტის” თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანება ”სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ინტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე, რომლის თანახმად, დადგენილია შემდეგი: არსობრივი ექსპერტიზის ეტაპზე ექსპერტი ამოწმებს, არსებობს თუ არა წარდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 და მე-5 მუხლებში მოცემული საფუძვლები. იმის დასადგენად, არსებობს თუ არა რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით და მე-5 მუხლის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, წარდგენილი სიმბოლო უნდა შედარდეს პარიზის კონვენციის 6ter მუხლით დაცულ სიმბოლოებს, საქართველოში დაცულ გეოგრაფიულ აღნიშვნებს ან ადგილწარმოშობის დასახელებებს, საქართველოში დაცულ დიზაინს, ეროვნული ან საერთაშორისო რეგისტრაციით საქართველოში დაცულ სასაქონლო ნიშნებს და ’საქპატენტ”-ში სარეგისტრაციოდ წარდგენილ სიმბოლოებს. ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შედარების დროს, სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ დაპირისპირებულ სასაქონლო ნიშნებს შორის მსგავსი ელემენტები არის მხოლოდ კ----–--ს გამოსახულება და კ----–--ს ფორმის მქონე პერსონაჟების შექმნის იდეა. არც ერთი ხსენებული ელემენტი არ წარმოადგენს დაპირისპირებული ნიშნების დაცვისუნარიან ელემენტებს. შესაბამისად, დაპირისპირებულ ნიშნებს შორის მსგავსება არ შეიძლება დადგინდეს იმ მოტივით, რომ დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნების გამოსახულებითი ელემენტი არის კ----–--ს გამოსახულება, რომელთაც აქვთ პირი, თ---–---, ხ--–--- და ფ-----. დაპირისპირებული ნიშნის მფლობელის განსაკუთრებული უფლებები ვრცელდება ორგანზომილებიანი კ----–--ს ფორმის პერსონაჟის იმ გამოსახულებაზე, რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტში და არა კ----–--ს გამოსახულებაზე, რომელსაც აქვს პირი, თ---–---, ხ--–--- და ფ-----, როგორც ეს კოლეგიის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.
გარდა ამისა პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, რომ დაპირისპირებული ნიშნები განსხვავდებიან შინაარსობრივადაც, კერძოდ, განცხადებული ნიშანი წარმოადგენს ს------კ-–----ის გამოსახულებას, რომელიც ადვილად იდენტიფიცირებადი პერსონაჟია მომხმარებლისათვის. დაპირისპირებული ნიშანი კი წარმოადგენს კ----–--ს ფორმის ბ---ს გამოსახულებას, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ს----- -კ-–----ის პერსონაჟთან. დაპირისპირებულ ნიშნებს შორის განსხვავებას აძლიერებს მათში გამოყენებლი ფერთა კომბინაცია. კერძოდ ს-----კ-–----ის გამოსახულება შესრულებულია თ----- და წ-----– ფერებში, რომელსაც წელის ადგილი გამოყოფილი აქვს შ--- ქ-----თ. შესაბამისად თ-----ი და წ-----–ი ფერები ერთმანეთისგან გამოყოფილია შ--- ფერის ქ-----თ. ამასთან, თ----- ფონზე გამოკვეთილად არის წ-----– და ყ------– ფერებში შესრულებული წარწერა „K-----“. დაპირისპირებულ სასაქონლო ნიშანი შესრულებულია თ----- და წ-----– - ფ----------–------- ფერებში, სადაც ფერები გაყოფილია ტალღისებული ზოლით. განცხადებული ს----- -კ-–----ის გამოსახულების კიდურების დაბოლოება შესრულებულია წ-----– ფერში, რაც ქმნის წ-----–ი ხ--–-----------სა და წ-----–ი ფ----–---–--ის შთაბეჭდილებას. ამასთან, ს----- -კ-–----ის გამოსახულებას ხელში უჭირავს გ---–-ს ფორმის წ-----–ი სათამაშო. დაპირისპირებული სიმბოლოს კიდურები შესრულებულია მხოლოდ თ----- ფერებში. განცხადებული ს------კ-–----ის გამოსახულებას ახურავს წ-----–ი ზ-------ს ქ-----, ხოლო დაპირისპირებულ ზაფხულის ქ-----. გარდა ამისა აბსოლუტურად განსხვავებულია განცხადებული და დაპირისპირებული ნიშნების სახის შესრულება (თ---–---, პირი და ა.შ.)
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ ვიზუალური, ფონეტიკური და სემანტიკური განსხვავება დაპირისპირებულ სასაქონლო ნიშნებში არ აქცევდა მათ აღრევადად მსგავს ნიშნებად, ამდენად არ არსებობდა ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,გ” და ,,ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სასაქონლო ნიშანი სარეგისტრაციო ნომრით 2---- რეგისტრირებულია 28, 30 კლასის საქონლისათვის, ხოლო აპელანტის სასაქონლო ნიშანი 1------ 30-ე კლასის საქონლისათვის, შესაბამისად, სადავო სასაქონლო ნიშნების მომსახურების სასაქონლო კლასებს შორის არ არსებობს სრული დამთხვევა. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო სასაქონლო ნიშნების ერთიდაიმავე კლასებს შორის მსგავსება უნდა შეფასდეს იმ ზოგადი წარმოდგენისა და შთაბეჭდილების საფუძველზე, რასაც ნიშანი ახდენს საშუალო დონის მომხმარებელზე. დადგენილია, რომ ჩვეულებრივი მომხმარებელი სასაქონლო ნიშანს აღიქვამს მთლიანობაში და არ ახდენს მისი თვითოეული ელემენტის ანალიზს. სასაქონლო ნიშნის აღქმა პროდუქტის ჩვეულებრივი მომხმარებლის მიერ წარმოადგენს გადამწყვეტ ფაქტორს აღრევადობის შესაძლებლობების შეფასებისას. პალატა მიუთითებს რომ აპელანტის მიერ საქმეში არ არის რაიმე სახის მტკიცებულება წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებდა მომხმარებელთა მიერ მათი აღქმისა და აღრევადობის თვალსაზრისით რაიმე აღრევას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ამტკიცოს დაპირისპირებულ სასაქონლო ნიშნების აღრევადობის მოხდენა ან ასოციაციის გამოწვევა საშუალო დონის მომხმარებელთა აღქმაზე.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია რომ, განსახილველ შემთხვევაში სადავო რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტის, ასევე ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
6.2. პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა უდავო ფაქტობრივი გარემოებები, რომ სადავო სასაქონლო ნიშანი წარმოადგენდა "ს----- კ-–----ს", აღნიშნული არასწორია, ვინაიდან არცერთ სარეგისტრაციო დოკუმენტში, მათ შორის, "საქპატენტის" მიერ 2014 წლის 13 ოქტომბერს გაცემულ საკანცელარიო ცნობა #3------ში და განაცხადში, რომელზეც მიუთითებს სასამართლო გადაწყვეტილება, სადავო სასაქონლო ნიშანი არ იყო აღწერილი, როგორც "ს----- კ-–----ი".
პალატა შენიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ იმისათვის, რომ მკაფიოდ გაემიჯნა ის განმასხვავებელი ელემენტები, რომელიც შესადარებელ ნიშნებს შორის არსებობდა, სადავო ნიშანი გადაწყვეტილებაში მოიხსენია როგორც ,,ს----- კ-–----ი’’, აღნიშნული კი არ მიუთითებს სასამართლოს იმგვარ პოზიციაზე, რომ ამით დადგენილ იქნა რაიმე ფაქტობრივი გარემოება და ნიშანს მიენიჭა იურიდიული ძალის მქონე სტატუსი. სასამართლოს ეს პოზიცია არ სცდება მის უფლებამოსილების ფარგლებს, ვინაიდან ამგვარი განმარტება არა მტკიცებულებითი ხასიათის მითითებაა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სადავო საკითხის, ორ შესადარებელ ნიშანს შორის მკაფიო განსხვავების წარმოჩენის მიზანს ემსახურება. ამ მიზნით სასამართლო არ არის შეზღუდული გამოიყენოს ამა თუ იმ ნიშნისთვის გამოსახულების შესაბამისი სახ--–- (განსახილველ შემთხვევაში ,,ს----- კ-–----ი’’) თუნდაც სახელწოდება არ მომდინარეობდეს რაიმე ოფიციალური დოკუმენტებიდან. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის პალატა კვლავ მოიხმობს სასამართლოს გადაწყვეტილების ერთ-ერთ კონტექსტს, სადაც სასამართლომ მიუთითა, რომ ,,დაპირისპირებული ნიშნები განსხვავდებიან შინაარსობრივადაც, კერძოდ, განცხადებული ნიშანი წარმოადგენს ს------კ-–----ის გამოსახულებას, რომელიც ადვილად იდენტიფიცირებადი პერსონაჟია მომხმარებლისათვის. დაპირისპირებული ნიშანი კი წარმოადგენს კ----–--ს ფორმის ბ---ს გამოსახულებას, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ს----- -კ-–----ის პერსონაჟთან’’. პალატა მიუთითებს, რომ მარტივი შეფასებით, ერთ შემთხვევაში ადგილი აქვს ,,ს----- კ-–----ის’’ ფორმის სასაქონლო ნიშანს, ხოლო მეორე შემთხვევაში სახეზეა სასაქონლო ნიშანი ბ------ს იერსახით. აღნიშნულიდან ცალსახაა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ამგვარი განმარტება ვერ დაადგენს ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო სასაქონლო ნიშნის ოფიციალური სტატუსი ,,ს----- კ-–----ია’’. ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლომ კონკრეტულ ობიექტს მიუსადაგოს ესა თუ ის პერსონაჟი, აუცილებელია არ არის მის მიმართ გაავრცელოს სწორედ ის აღწერა, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებშია ასახული.
6.3. რაც შეეხება აპელანტის პრეტენზიას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეფუძნება საერთო შთაბეჭდილების შეფასებას, პალატა ამ შეფასებას არ იზიარებს და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. კერძოდ, პალატა განმარტავს, რომ საერთო შთაბეჭდილება მომდინარეობს და ემყარება დაპირისპირებული ნიშნების ურთიერთშედარებას, რომელიც მათი მსგავსებისა თუ უარყოფის დადგენის კუთხით მოიცავს ობიექტების ყოველმხრივ გამოკვლევას, შესაბამისი, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით. სასამართლო განმარტავს, რომ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან (განსახილველ შემთხვევაში დაცვასთან) დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ხდება ყველა კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით. ამასთან, მხედველობაში მიიღება ვიზუალური, ფონეტიკური, სემანტიკური და ასევე სხვა გარემოებები და საბოლოოდ აღნიშნულთა ერთობლიობა იძლევა საერთო შთაბეჭდილებას. ამდენად, ეს უკანასკნელი არ შეიძლება მომდინარეობდეს აბსტრაქტული წარმოდგენებიდან და როგორც აღინიშნა უნდა ეფუძნებოდეს ობიექტების ზედმიწევნით გამოკვლევისა და შეფასების შედეგს. განსახილველ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე დააფუძნა საერთო შთაბეჭდილების შეფასებას, როდესაც გამოიკვლია შესადარებელი ობიექტები ზემოხსენებული ელემენტების გათვალისწინებით და დაასკვნა, რომ განცხადებული სასაქონლო ნიშანი შეიცავს წ-----– და ყ------– ფერში შესრულებულ სიტყვიერ აღნიშვნას „K----- “, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საერთო შთაბეჭდილების შეფასებისას. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით როდესაც კომბინირებული ნიშანი შეიცავდა დაცვისუნარიან სიტყვიერ ელემენტს იგი აუცილებლად წარმოადგენდა ნიშნის ერთ-ერთ დომინანტ ელემენტს და შესაბამისად განსაკუთრებულ ადგილი ეჭირა ნიშნიდან გამომდინარე საერთო შთაბეჭდილების ფორმირებაში. მომხმარებლის აღქმაში აუცილებლად რჩება სიტყვიერი ელემენტი და ძირითადად ასეთი ნიშნით მონიშნული საქონლის იდენტიფიცირებას სწორედ სიტყვიერი ელემენტით ახდენდა. გარდა ამისა, განცხადებული ნიშნის სიტყვიერი ელემენტი, დაპირისპირებული ნიშნისგან განსხავებით, სძენდა მას ფონეტიკას, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა დაპირისპირებულ ნიშნებს შორის განსხავებას. სიტყვიერი ელემენტი „K-----“ შესრულების ფორმის (მათ შორის ფერებით), ზომის და პოზიციის გათვალისწინებით ცალსახად წარმოადგენდა განცხადებული ნიშნის დომინანტ ელემენტს, რომლის მსგავს ელემენტს დაპირისპირებული ნიშანი საერთოდ არ შეიცავდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება საერთო შთაბეჭდილების შეფასების კრიტერიუმის დადგენის ირგვლივ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაშლილ მსჯელობას და მიაჩნია, რომ სასამართლომ მართლებულად შეაფასა სადავო ვითარება, როდესაც შესადარებელი ობიექტების კვლევა დააფუძნა ზემოაღნიშნულ აბზაცში მოხმობილ ასპექტებს, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლოს საბოლოოდ შეექმნა საერთო შთაბეჭდილება.
6.4. ,,საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის” 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ სადაოდ ქცეული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და მართებულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა. შესაბამისად, არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. „ფ-------- ს----“-სა და „ს----------- ს.ა“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე: მირანდა ერემაძე
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი
მერაბ ლომიძე