გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.12.2018
საქმის ნომერი
330210018002599088
კატეგორია
დავის ტიპი
მიბარება, მიბარება სასაქონლო საწყობში
თარიღი
05.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქ--------–ოს სახელით

 

საქმე #2/24605-18 05 დეკემბერი 2018 წელი

ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

 

სხდომის მდივანი მარი კირვალიძე

 

მოსარჩელეები წარმომადგენლები მოპასუხე წარმომადგენლები შ.პ.ს. ,,ქ--------–ი’’ შ.პ.ს. ,,მ----------ი“ და------------–---–ი მე--------------- შ.პ.ს. ,,ქ--------–ი ბ---------ს’’ ნი------------ ხა-------------

დავის საგანი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შ.პ.ს. ,,ქ--------–ი“ და შ.პ.ს. ,,მ----------ი“ ითხოვენ ბათილად იქნას ცნობილი შ.პ.ს. ,,ქ--------–ი ბ---------ს“-ის სახელზე ს.ს.ი.პ. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტი“-ს მიერ #2---- სასაქონლო ნიშნის _ ,,K------------------И“ და #2---- სასაქონლო ნიშნის ,,K-----------------“-ის რეგისტრაცია. მოსარჩელეები სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის ბათილად ცნობას ითხოვენ შემდეგი საფუძვლებით: სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციები განხორციელდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით და რეგისტრაციიდან 3 წლის განმავლობაში მოპასუხე სასაქონლო ნიშანს არ იყენებს პროდუქციის მოსანიშნად; სასაქონლო ნიშნები არაგანმასხვავებელუნარიანია, მიუთითებს გეოგრაფიულ წარმოშობაზე; არსებობს უფრო ადრინდელი დიზაინი. მოსარჩელეთა მითითებით, მესამე პირებს, რომელთაც სურთ ქართული წარმოშობის მიმანიშნებელი ამ სიტყვების კომერციულ ურთიერთობებში გამოყენება, ამის გაკეთება არ შეუძლიათ, რადგან ვალდებული არიან არ ხელყონ ინტელექტუალური საკუთრება. ერთ-ერთი განმცხადებელი, ვისაც უარი ეთქვა ,,საქპატენტში“ რეგისტრაციაზე, არის შ.პ.ს. ,,ქ--------–ი“, მეორე მოსარჩელე დგას საშიშროების წინაშე, რომ მოპასუხე მასაც აუკრძალავს სიტყვის ,,ქ--------–ი“ გამოყენებას საკუთარ დიზაინის ეტიკეტში. სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის ბათილად ცნობა მოსარჩელეებს მიცემს საშუალებას დაირეგისტრიროს ,,საქპატენტი“-ს მიერ უარნათქვამი ნიშანი ,,დ---- ქ--------–ი“, ხოლო მეორეს მხრივ _ გამოიყენოს საკუთარი დიზაინის ეტიკეტი.

2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სასაქონლო ნიშნები რეგისტრირებული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით, სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან დაკავშირებით არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, მოსარჩელეები ვერ ადასტურებენ სარჩელში მითითებულ გარემოებებს და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 ხაშურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კომპანია ,,ფ--–-----------–--------–--დ“-ს სარჩელი მოპასუხე შ--–-------------- მიმართ, გაუქმდა ს.ს.ი.პ. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ ,,საქპატენტში“ 2--- წლის 1--------–- ნომერი---------------ით რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის _ ,,დ---- ქ--------–ი“ _ რეგისტრაცია (ს.ფ. 151-155). 3.1.2 კომპანია ,,ფ--–-----------–--------–--დ“-მ 2013 წლის 0------------- განაცხადით მიმართა ს.ს.ი.პ. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ,,საქპატენტს“ სასაქონლო ნიშნის ,,K------------------И“-ს რეგისტრაციის მოთხოვნით. კომპანია ,,ფ--–-----------–--------–--დ“-ს უარი ეთქვა განაცხადის რეგისტრაციაზე, რაც გასაჩივრდა ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატაში, სააპელაციო პალატის 2014 წლის 07 ივლისის #5------- გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 20-30). 3.1.3 მცხეთის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 13 ივლისის #3---- გადაწყვეტილებით კომპანია ,,ფ--–-----------–--------–--დ“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ს.ს.ი.პ. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი“-ს სააპელაციო პალატის 2014 წლის 07 ივლისის #5------- გადაწყვეტილება და ,,საქპატენტს“ დაევალა კომპანია ,,ფ--–-----------–--------–--დ“-ს სასაქნლო ნიშნის ,,K------------------И“-ს რეგისტრაცია საქონლის შემდეგი ჩამონათვალისათვის: 32 კლასში _ ლუდი, მინერალური და გაზიანი წვენები; ვაჟინები და სასმელების დასამზადებელი სხვა შემადგენლობები, ყველაფერი წარმოებული საქ--------–ოში; 33 კლასში _ ალკოჰოლური სასმელები (ლუდის გარდა) წარმოებული საქ--------–ოში (ს.ფ. 156-162). 3.1.4 ს.ს.ი.პ. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტი“-ს 2--- წლის 2--------------- #1-- ბრძანებით რეგისტრირებული იქნა კომპანია ,,ფ--–-----------–--------–--დ“-ს სასაქონლო ნიშანი ,,K------------------И“ საქონლის შემდეგი ჩამონათვალისათვის: 32 კლასში _ ლუდი, მინერალური და გაზიანი წვენები; ვაჟინები და სასმელების დასამზადებელი სხვა შემადგენლობები, ყველაფერი წარმოებული საქ--------–ოში; 33 კლასში _ ალკოჰოლური სასმელები (ლუდის გარდა) წარმოებული საქ--------–ოში. აღნიშნული სასაქონლო ნიშნის მფლობელად 2--- წლის 0------------ რეგისტრირებული იქნა შ.პ.ს. ,,ქ--------–ი ბ---------ს“-ს (ს.ფ. 31-34). სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის შესახებ ს.ს.ი.პ. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტი“-ს 2--- წლის 0------------ ბრძანებით, სასაქონლო ნიშნების რეესტრში დარეგისტრირდა შ.პ.ს. ,,ქ--------–ი ბ---------ს“-ის სასაქონლო ნიშანი ,,K-----------------“ (საიდ. #-------; რეგ. #2----) საქონლისა და მომსახურების განცხადებული ჩამონათვალის მიმართ (ს.ფ. 35-41). 3.1.5 2016 წლის 06 სექტემბერს შ.პ.ს. ,,ქ--------–ი ბ---------ს“ და ს.ს. ,,ს-------–---–ს“ შორის გაფორმდა სალიცენზიო ხელშეკრულება სამი წლის ვადით, რომლის საფუძველზე ს.ს. ,,ს-------–---–ს“ მიეცა შ.პ.ს. ,,ქ--------–ი ბ---------ს“ სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ,,K-----------------“-ის (რეგ. #2----) გამოყენების უფლება. ს.ს. ,,ს-------–---–ი“ ვალდებული იყო სასაქონლო ნიშნით ,,K-----------------“ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია მოეხდინა მხოლოდ შ.პ.ს. ,,ა------“-ზე. სალიცენზიო გასამრჯელოდ განისაზღვრა წ-–--------------–---- (ს.ფ. 45-49). დადგენილია, რომ მითითებული სასაქონლო ნიშნით ს.ს. ,,ს-------–---–ი“ აწარმოებს პროდუქციას (ს.ფ. 177-178; 180-182; 190-197). 3.1.6 ს.ს.ი.პ. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ ,,საქპატენტში“ 2014 წლის 2-----------რს შ.პ.ს. ,,მ----------ი“-ს სახელზე რეგისტრირებული იქნა (#5--) დიზაინის გამოსახულება (განაცხადის შეტანის თარიღი: 2----–-–-------------), ღვინის ეტიკეტი სიტყვიერი შემადგენელი ნაწილით _ ,, К-------“ (ს.ფ. 51). 3.1.7 ს.ს.ი.პ. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ ,,საქპატენტში“ 2----–-–------------მბერს შ.პ.ს. ,,ქ--------–ი“-ს მიერ რეგისტრაციის მიზნით შეტანილი იქნა განაცხადი საიდ. #9------ სასაქონლო ნიშნის ,,დ---- ქ--------–ი“, 33 კლასის საქონლის მიმართ. ს.ს.ი.პ. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტი“-ს 2018 წლის 2---------- #1------ ბრძანებით შ.პ.ს. ,,ქ--------–ს“ უარი ეთქვა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე შ.პ.ს. ,,ქ--------–ი ბ---------ს“-ის სახელზე ,,საქპატენტში“ რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნებთან მსგავსების გამო (ს.ფ. 72-74).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქ--------–ოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მესამე პუნქტები, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მე-4, მე-5, მე-11 მუხლები, 24-ე მუხლის პირველი პუნქტი, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 28-ე მუხლის პირველი პუნქტი. საქ--------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 180-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქ--------–ოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომ _ საქონელი). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი დაცულია ,,საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე. 6.2 ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქ--------–ოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. დადგენილია, რომ კომპანია ,,ფ--–-----------–--------–--დ“-მ 2013 წლის 0------------- განაცხადით მიმართა ს.ს.ი.პ. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ,,საქპატენტს“ სასაქონლო ნიშნის ,,K------------------И“-ს რეგისტრაციის მოთხოვნით. კომპანია ,,ფ--–-----------–--------–--დ“-ს უარი ეთქვა განაცხადის რეგისტრაციაზე, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 13 ივლისის #3---- გადაწყვეტილებით კომპანია ,,ფ--–-----------–--------–--დ“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ,,საქპატენტს“ დაევალა კომპანია ,,ფ--–-----------–--------–--დ“-ს სასაქონლო ნიშნის ,,K------------------И“-ს რეგისტრაცია საქონლის შემდეგი ჩამონათვალისათვის 32 კლასში _ ლუდი, მინერალური და გაზიანი წვენები; ვაჟინები და სასმელების დასამზადებელი სხვა შემადგენლობები, ყველაფერი წარმოებული საქ--------–ოში; 33 კლასში _ ალკოჰოლური სასმელები (ლუდის გარდა) წარმოებული საქ--------–ოში. ს.ს.ი.პ. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტი“-ს 2--- წლის 2--------------- #1-- ბრძანებით რეგისტრირებული იქნა კომპანია ,,ფ--–-----------–--------–--დ“-ს სასაქონლო ნიშანი ,,K------------------И“. აღნიშნული სასაქონლო ნიშნის მფლობელად 2--- წლის 0------------ რეგისტრირებული იქნა შ.პ.ს. ,,ქ--------–ი ბ---------ს“-ს. ,,საქპატენტი“-ს 2--- წლის 0------------ ბრძანებით, სასაქონლო ნიშნების რეესტრში დარეგისტრირდა შ.პ.ს. ,,ქ--------–ი ბ---------ს“-ის სასაქონლო ნიშანი ,,K-----------------“ (საიდ. #-------; რეგ. #2----). 6.3 ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქ--------–ოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ: ა) სასაქონლო ნიშანი ამ კანონის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთხოვნათა დარღვევითაა რეგისტრირებული; ბ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით; გ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა პარიზის კონვენციის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელის წარმომადგენლის ან აგენტის მიერ თავის სახელზე, სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე; დ) სასაქონლო ნიშანი შეიცავს საფირმო სახელწოდებას, რომელზედაც უფლებები წარმოშობილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე, რის შედეგადაც ჩნდება აღრევის შესაძლებლობა; ე) ამგვარი რეგისტრაციით ირღვევა მესამე პირის საავტორო უფლებები, რომლებიც წარმოშობილია სასაქონლო ნიშნისათვის დადგენილი პრიორიტეტის თარიღამდე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები შ.პ.ს. ,,ქ--------–ი ბ---------ს“-ის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის ბათილად ცნობას ითხოვენ შემდეგი საფუძვლებით: სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციები განხორციელდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით და რეგისტრაციიდან 3 წლის განმავლობაში მოპასუხე სასაქონლო ნიშანს არ იყენებს პროდუქციის მოსანიშნად, სასაქონლო ნიშნები არაგანმასხვავებელუნარიანია და მიუთითებს გეოგრაფიულ წარმოშობაზე და არსებობს უფრო ადრე რეგისტრირებული დიზაინი. 6.4 საქ--------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. 6.5 საქ--------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასაქონლო ნიშნის გამოუყენებლობის საფუძვლით რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქ--------–ოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას აუქმებს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშანი არ გამოიყენებოდა უწყვეტად 5 წლის განმავლობაში იმ საქონელზე, რომლის მიმართაც არის ეს ნიშანი რეგისტრირებული საქ--------–ოში. აღნიშნულ გარემოებას განსახილველ შეთხვევაში ადგილი არ აქვს. მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს, რომ სადავო სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია განხორციელდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით და რეგისტრაციიდან 3 წლის განმავლობაში მოპასუხე სასაქონლო ნიშანს არ იყენებს პროდუქციის მოსანიშნად. მოსარჩელეები სასაქონლო ნიშნების გამოუყენებლობად თვლიან იმ გარემოებას, რომ შ.პ.ს. ,,ქ--------–ი ბ---------ს“ თავად არ აწარმოებს პროდუქციას რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნებით, რაც უსაფუძვლოა, რადგან, ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქ--------–ოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება საქ--------–ოს ტერიტორიაზე განხორციელებული ისეთი ქმედებები, როგორიცაა მისი აღბეჭდვა იმ საქონელზე, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, ასევე ამ საქონლის შეფუთვაზე, გამოფენასა და ბაზრობაზე წარმოდგენილ ექსპონატებზე, აბრაზე, ოფიციალურ ბლანკზე, ეტიკეტზე, რეკლამაში, ბეჭდვით გამოცემაში, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის სხვაგვარი გამოყენება მფლობელის, ლიცენზიატის ან მესამე პირის მიერ მფლობელისაგან მინიჭებული უფლების საფუძველზე. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნაცვლად მისგან უმნიშვნელოდ განსხვავებული ნიშნის გამოყენებაც. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ს.ს. ,,ს-------–---–ი“ აწარმოებს პროდუქციას სადავო სასაქონლო ნიშნით 2016 წლის 06 სექტემბერს შ.პ.ს. ,,ქ--------–ი ბ---------ს“-თან გაფორმებული სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე. 6.6 ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქ--------–ოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პრიორიტეტი სასაქონლო ნიშანზე დგინდება განაცხადის შეტანის თარიღით, თუ განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისათვის დადგენილი საფასური გადაიხდება განაცხადის შეტანიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. დადგენილია, რომ ,,ფ--–-----------–--------–--დ“-მ 2013 წლის 0------------- მიმართა განაცხადით ს.ს.ი.პ. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ,,საქპატენტს“ სასაქონლო ნიშნის ,,K------------------И“-ს რეგისტრაციის მოთხოვნით. შ.პ.ს. ,,მ----------ი“-ს მიერ განაცხადი დიზანის რეგისტრაციის შესახებ (ღვინის ეტიკეტი სიტყვიერი შემადგენელი ნაწილით _ ,, К-------“) ,,საქპატენტში“ შეტანილი იქნა 2014 წლის 2---------. მოსარჩელეები სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებენ სასაქონლო ნიშნების არაგანმასხვავებელუნარიანობას და გეოგრაფიულ წარმოშობაზე მითითებას, ამავე დროს, რეგისტრაციის ბათილად ცნობის ინტერესს უკავშირებენ შემდგომში აღნიშნული სიტყვის შემცველობის მქონე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას, შესაბამისად, რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი წინააღმდეგობაშია მათ მიერვე მითითებულ რეგისტრაციის ბათილად ცნობის იურიდიულ ინტერესთან. მიუხედავად აღნიშნულისა, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლები გადმოცემულია ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქ--------–ოს კანონის მე-4 მუხლში, ხოლო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები გადმოცემულია ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქ--------–ოს კანონის მე-5 მუხლში. მითითებული ნორმებიდან გამომდინარე სადავო სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები არ დასტურდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ნამსჯელია ასევე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 13 ივლისის #3---- გადაწყვეტილებაში, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში და რომლის საფუძველზე დაევალა ,,საქპატენტს“ სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, შ.პ.ს. ,,ქ--------–ი“-ს და შ.პ.ს. ,,მ----------ი“-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

7. საპროცესო ხარჯები

საქ--------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღუარდება.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქ--------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1. შ.პ.ს. ,,ქ--------–ი“-ს და შ.პ.ს. ,,მ----------ი“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. 2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით. 3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი