გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/290-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01.08.2018 ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი ნინო ჯანხოთელი
მოსარჩელე ;მონსტერ ენერჯი კომპანი, დელავერის შტატის კორპორაცია;
წარმომადგენელი ე------------------
მოპასუხე სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი საქპატენტი
წარმომადგენელი გ------------–---–---
მესამე პირი ;პერფეტი ვან მელე სპა; (PERFETTI VAN MELLE S.P.A.)
წარმომადგენელი (არ გამოცხადდა)
დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქპატენტის სასაქონლოს ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპერტამენტის უფროსის 2016 წლის 10 მარტის #739 და 2016 წლის 03 ნოემბრის #240 საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებები და სააპელაციო პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის #67-03/16 გადაწყვეტილება. შესაბამისად საერთაშორისო სასაქონლო ნიშნისათვის #1244957 საქართველოში დაცვის მინიჭებაზე უარის თქმას სრულად განცხადებული 30-ე კლასის საქონლის სრული ჩამონათვალისათვის. (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა 2018 წლის 10 ივლისის სასამართლოს სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. (იხ. შესაგებელი)
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირი ;პერფეტი ვან მელე სპა; (PERFETTI VAN MELLE S.P.A.), რომელიც სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ სარჩელი განიხილა გამოუცხადებელი მხარის დასწრების გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე. (იხ. 2018 წლის 10 ივლისის სასამართლოს სხდომის ოქმი)
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. კომპანია ;პერფეტი ვან მელე სპა; (PERFETTI VAN MELLE S.P.A.), 2015 წლის 27 მარტს წარადგინა საერთაშორისო ბიუროში განაცხადი საერთაშორისო სასაქონლო ნიშნის ;------------------------ისტრაციაზე და ამავე დროს მოითხოვა მისი გავრცელება საქართველოზე მადრიდის შეთანხმებას თანდართული ოქმის შესაბამისად 30-ე კლასის საქონლისათვის. საქპატენტმა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება საერთაშორისო სასაქონლო ნიშნის #1244957 დაცვაზე საქართველოში და მონაცემები სასაქონლო ნიშანზე გამოაქვეყნა ;საქპატენტის 2016 წლის 25 მარტის ოფიციალურ ბიულეტენში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იხ. ამონაბეჭდი; საქპატენტის ოფიციალური ბიულეტენიდან.
4.2. მოსარჩელემ არის მფლობელი საქართველოში რეგისტრირებული შემდეგი სასაქონლო ნიშნებისა; ;--------------------------6 რეგ. თარიღი 30.11.2011.) ;----------------------------- რეგ. თარიღი 30.04.2012). ;----------------------- რეგ. თარიღი 17.05.2013). ;----------------რეგ. #23822; რეგ. თარიღი 25.06.2013). ;-----------------------------------------------------------------------------------–----–- ნიშნები რეგისტრირებულია საქართველოში 29-ე და 30-ე კლასის საქონლისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იხ.ამონაბეჭდები საქპატენტის სასაქონლო ნიშნების ბაზიდან.
4.3. საქპატენტის ოფიციალურ ბიულეტენში 2016 წლის 25 მარტს გამოქვეყნებული მონაცემები და შესაბამისად სადაო 2016 წლის 10 მარტის #739 ბრძანება კანონით დადგენილი წესით 2016 წლის 25 ივნისს გაასაჩივრა მოსარჩელემ ;მონსტერ ენერჯი კომპანი-მ. საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატის (20.10.2016) #67-03/16 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილდა აპელანტის მოთხოვნა და საერთაშორისო სასაქონლო ნიშანს #1244957 შეზღუდა ჩამონათვალი 30-ე კლასში და ამოიღო რა ჩამონათვალიდან შემდეგი საქონელი ;ყავა; კაკაო; საპელაციო პალატის გადაწყვეტილება დამატკიცებული იქნა საქპატენტის თავმჯდომარის 2016 წლის 03 ნოემბრის #240 ბრძანებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
იხ.განცხადება. 2016 წლის 03 ნოემბრის #240 და სააპელაციო პალატის (20.10.2016) #67-03/16 გადაწყვეტილება.
4.4. „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის ექსპერტიზის #81957/3 დასკვნის თანახმად, ექპერტმა მიიჩნია, რომ არ არსებობს ;სასაქონლო ნიშნის შესახებ; საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი საქონლისა და/ან მომასახურების ჩამონათვალი რომლის მიმართაც საერთაშორისო ნიშანს მიენიჭა დაცვა; 30 - „Caramels, candy, cake dough, chewing gum, chocolate, jellies (confectionery), lollipops, toffee, candy mints, pastilles, liquorice [confectionery], sugar, coffee, cocoa“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნა საერთაშორისო ნიშნის დაცვის შესახებ #--------
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანება ;სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ; ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით რეგლამენტირებულია ამ კანონის მიზანი, კერძოდ, მითითებული მუხლი ადგენს, რომ ეს კანონი აწესრიგებს სასაქონლო, მომსახურებისა და კოლექტიური ნიშნების რეგისტრაციასა და დაცვასთან, აგრეთვე მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც: ა) არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს; გ) არაგანმასხვავებელუნარიანია შესაბამისი საქონლის მიმართ; ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-5 მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი _ იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. ხოლო ამავე მუხლის ;ზ; ქვეპუნტის თანახმად მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე ისეთი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია, რომელსაც საქართველოში აქვს კარგი რეპუტაცია და ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა;
,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის I–V თავებში გამოყენებული ტერმინის „რეგისტრაცია“ ნაცვლად საერთაშორისო სასაქონლო ნიშნებთან მიმართებაში გამოიყენება ტერმინი „დაცვა“
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანება ;სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ; ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ინტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად დადგენილია შემდეგი; არსობრივი ექსპერტიზის ეტაპზე ექსპერტი ამოწმებს, არსებობს თუ არა წარდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 და მე-5 მუხლებში მოცემული საფუძვლები. იმის დასადგენად არსებობს თუ არა რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით და მე-5 მუხლის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, წარდგენილი სიმბოლო უნდა შედარდეს პარიზის კონვენციის 6ter მუხლით დაცულ სიმბოლოებს, საქართველოში დაცულ გეოგრაფიულ აღნიშვნებს ან ადგილწარმოშობის დასახელებებს, საქართველოში დაცულ დიზაინს, ეროვნული ან საერთაშორისო რეგისტრაციით საქართველოში დაცულ სასაქონლო ნიშნებს და საქპატენტში სარეგისტრაციოდ წარდგენილ სიმბოლოებს. ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შედარების დროს, სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას. მოცემულ კონკრეტულ შემთხევაში „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის ექსპერტიზის #81957/3 დასკვნის თანახმად, ექსპერტმა მიიჩნია, რომ არ არსებობს ;სასაქონლო ნიშნის შესახებ; საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი საქონლისა და/ან მომასახურების ჩამონათვალი რომლის მიმართაც საერთაშორისო ნიშანს მიენიჭა დაცვა; 30 - „Caramels, candy, cake dough, chewing gum, chocolate, jellies (confectionery), lollipops, toffee, candy mints, pastilles, liquorice [confectionery], sugar, coffee, cocoa“. (იხ გადაწყვეტილების 4.1.4. პუნქტი)
7.2. სასამართლო განმარტავს შემდეგს ;სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი ,,მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა”. სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს N05 ბრძანებით დამტკიცებული „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას“.
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლის ან/და მომსახურებისაგან. სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით. ზემოაღნიშნული ნორმა ამომწურავად განსაზღვრავს იმ სიმბოლოთა ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება დარეგისტრიდეს სასაქონლო ნიშნად. შესაბამისად, დაცვისუნარიან სიმბოლოს წარმოადგენს იმ ელემენტთა ერთობლიობა, რომელიც აღნიშნულია ხსენებულ ჩამონათვალში. სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-4 მუხლი განსაზღვრავს, თუ რა არ შეიძლება დარეგისტრირდეს სასაქონლო ნიშნად. სასაქონლო ნიშნად სარეგისტრაციო სიმბოლო შესაძლებელია, შედგებოდეს დაცვისუნარიანი და დაუცველი ელემენტებისაგან. თუმცა, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები ვრცელდება ნიშნის დაცვისუნარიანი ელემენტების ერთობლიობაზე და სასაქონლო ნიშნის დაცვის ფარგლების განსაზღვრისას დაუცველი ელემენტები მხედველობაში არ მიიღება.
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ;გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმობლოთა ერთობლიობა თუ იგი მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა.
„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნებს შორის სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას.
სასაქონლო ნიშნების შედარებისას და საერთო შთაბეჭდილების შეფასებისას მხედველობაში მიიღება ნიშნების მხოლოდ დაცვისუნარიანი ელემენტები. შესაბამისად, ნიშნებს შორის მსგავსება შეიძლება დადგინდეს მხოლოდ დაცვისუნარიანი ელემენტების მსგავსების საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია ნიშნებს შორის მსგავსების დადგენისას, მკაფიოდ გაიმიჯნოს ნიშნის დაცვისუნარიანი და დაუცველი ელემენტები და მხოლოდ შემდეგ მოხდეს ნიშნების დაცვისუნარიანი ელემენტების შედარება. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ნიშანში შემავალი დაცვისუინარიანი ელემენტების შედარებისას და საერთო შთაბეჭდილების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ნიშნებში არსებულ დაცვისუნარიან დომინანტ ელემენტებს. კერძოდ - ნიშნის იმ ნაწილებს, რომელიც თავისი შინაარსის, შესრულების ფორმის, განლაგების თუ სხვა ფაქტორების გამო, უფრო მეტად ამახსოვრდება მომხმარებელს და არსებითად განაპირობებს სასაქონლო ნიშნით გამოწვეულ საერთო შთაბეჭდილებას.
7.3. სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით რომ სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი „მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა“.
სადავო სასაქონლო ნიშანი „M-------------------------------------- და რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი: „M----------------------- რეგ. თარიღი: 17.05.2013) წარმოადგენენ აღრევამდე მსგავს სასაქონლო ნიშნებს 30-ე კლასის საქონლის ჩამონათვალის ნაწილის მიმართ. ნიშნები მსგავსია ვიზუალური, ფონეტიკური და სემანტიკური თვალსაზრისით. სადავო და რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნები შესრულებულია ლათინური სტანდარტული ასომთვარული ასოებით. სადავო სასაქონლო ნიშანი შედგემა 9 ასოსაგან, ხოლო რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი შედგება 7 ასოსაგან, რომელთაგან პირველი 5 ასო იდენტურია - „M------------T“, რაც ზრდის ნიშნებს შორის ვიზუალურ მსგავსებას და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას. ამასთან, სიტყვიერი სასაქონლო ნიშნის შემთხვევაში მომხმარებელი უკეთ აღიქვამს და იმახსოვრებს ნიშნის საწყის ნაწილს, რომელიც დაპირისპირებული ნიშნების შემთხვევაში იდენტურია - „M--------------ST“. მართალია სადავო ნიშანს აქვს განსხვავებული დაბოლოება, მაგრამ აღნიშნული ნიშანს ვერ სძელს საკმარის განსხვავებას.
ნიშნები აღრევამდე მსგავსია ფონეტიკური თვალსაზრისით, ვინაიდან ისინი ქართველი მომხმარებლის მიერ გამოითქმის, როგორც „-------------------------------ს“. ნიშნებს შორის მსგავსება ზრდის მათი სემანტიკური მნიშვნელობა. ორივე სასაქონლო ნიშნის სემანტიკა დაკავშირებულია მოსტრთან, ურჩხულთან.
რაც შეეხება, სადავო და რეგისტრირებული ნიშნების საქონლის ჩამონათალს, 30-ე კლასის მიმართ ნიშნების საქონლის ჩაონათვალი გარკვეულ ნაწილში აღრევამდე მსგავსია. სადავო სასაქონლო ნიშანი განცხადებულია 30-ე კლასის შემდეგი ჩამონათვალის მიმართ: „Caramels, candy, cake dough, chewing gum, chocolate, jellies (confectionery), lollipops, toffee, candy mints, pastilles, liquorice [confectionery], sugar, coffee, cocoa“. ხოლო რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი „M----------------------- რეგ. თარიღი: 17.05.2013) რეგისტრირებულია 30-ე კლასის შემდეგი ჩამონათვალის მიმართ: „ყავის ფუძეზე დამზადებული სასმელები, რძის შემცველი ყავის ფუძეზე დამზადებული სასმელები“. შესაბამისად სადავო და რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების საქონლის ჩამონათვალი 30-ე კლასის მიმართ აღრევამდე მსგავსია შემდეგ ნაწილში: „---------------
7.4. სასამართლო განმარტავს, რომ ყოველ ცაკეულ შემთხევაში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან (განსახილველ შემთხვევაში დაცვასთან) დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ხდება ყველა კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით. ამასთან, მხედველობაში მიიღება ვიზუალური, ფონეტიკური, სემანტიკური და სხვა გარემოებები.
7.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სადაოდ ქცეული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეებზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი;
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12, მე-13 და 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა;
1.მოსარჩელის ;მონსტერ ენერჯი კომპანი, დელავერის შტატის კორპორაცი;.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2.მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა სამხედროს ქ.№17) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე კობა გოცირიძე