გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/288-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01.08.2018 ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი ნინო ჯანხოთელი
მოსარჩელე ;ეი-------------–-----------–-------------–---------
წარმომადგენელი ე------------------
მოპასუხე სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი საქპატენტი
წარმომადგენელი გ----------ანცულაია
მესამე პირი შპს ;-------
წარმომადგენელი (არ გამოცხდდა)
დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა;
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქპატენტის სასაქონლო ნიშნების გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 21 იანვრის #4---- ბრძანება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქპატენტის სააპელაციო პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის #-------- გადაწყვეტილება.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქპატენტის თავმჯდომარის 2016 წლის 03 ნოემბრის #239 ბრძანება. (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა 2018 წლის 10 ივლისის სასამართლოს სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. (იხ. შესაგებელი)
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირი შპს ;------- რომელიც სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ სარჩელი განიხილა გამოუცხადებელი მხარის დასწრების გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე. (იხ. 2018 წლის 10 ივლისის სასამართლოს სხდომი ოქმი)
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. შპს ;------- შეიტანა სასაქონლო ნიშნის :-------------------პქტენტში და მოითხოვა მისი რეგისტრაცია საქართველოში 30-ე კლასის შემდეგი საქონლისთვის ;ყავა, ჩაი, კაკაო და ყავის შემცველელები, ბრინჯი, ტაპიოკა, (მანიოკა) საგო, ფქვილი და მარცლოვანი პროდუქტი, პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი; ნაყინი, შაქარი, თაფლი, ბადაგი ვაჟინი, საფუარა, საცხობი, ფხვნილები, მარილი, მდოგვი, ძმარი, საკაზმები, სანელებლები, საკვები ყინული, განაცხადს მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი #---------–ნობები სასაქონლო ნიშნის საიდ. #-------- გამოქვეყნდა საქპატენტის ოფიციალურ ბიულეტენში #3 2016 წლის 10 თებერვალს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იხ. ამონარიდი საქპატენტის ოფიციალურ ბიულეტინიდან.
4.2. 2016 წლის 10 მაისს საქპატენტის სააპელაციო პალატას მიმართა მოსარჩელემ ;ეი-------------–-----------–-------------–--------- სააპელაციო საჩივრით #-------- რომლითაც მოითხოვა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 21 იანვრის #4---- ბრძანების ბათილად ცნობა. მისი მოთხოვნა ემყარებოდა სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ;თ; ქვეპუნქტის მოთხოვნას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
იხ. სააპელაციო საჩივრის ასლი.
4.3. სააპელაციო პალატამ განიხილა საჩივარი და საქპატენტის სააპელაციო პალატის თავჯდომარის 2016 წლის 03 ნოემბრის #239 ბრძანებით დამტკიცდა 2016 წლის 26 სექტემბრის #-------- გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა აპელანტის მოთხოვნა და ძალაში დარჩა გასაჩივრებული ბრძანება #4----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
იხ. საქპატენტის სააპელაციო პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის #-------- გადაწყვეტილება. 2016 წლის 03 ნოემბრის #239 ბრძანება.
4..4. სასაქონლო ნიშნების გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის დასკვნით #81301/3 დადგენილია, რომ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით არ არსებობდა გასაზღვრული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი რომლისთვისაც ნიშანი რეგიტრირდება 30 - ;ყავა, ჩაი, კაკაო და ყავის შემცველელები, ბრინჯი, ტაპიოკა, (მანიოკა) საგო, ფქვილი და მარცლოვანი პროდუქტი, პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი; ნაყინი, შაქარი, თაფლი, ბადაგი ვაჟინი, საფუარა, საცხობი, ფხვნილები, მარილი, მდოგვი, ძმარი, საკაზმები, სანელებლები, საკვები ყინული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის დასკვნა #81301/3.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანება ;სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ; ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით რეგლამენტირებულია ამ კანონის მიზანი, კერძოდ, მითითებული მუხლი ადგენს, რომ ეს კანონი აწესრიგებს სასაქონლო, მომსახურებისა და კოლექტიური ნიშნების რეგისტრაციასა და დაცვასთან, აგრეთვე მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც: პირველი პუნქტის ა) არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს; გ) არაგანმასხვავებელუნარიანია შესაბამისი საქონლის მიმართ; ამავე მუხლის პირველი პუნქტის თ) ქვეპუნქტის თანახმად სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც შესაძლებელს ხდის, მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან საქონლის სხვა მახასიათებლების შესახებ“. ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-5 მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი _ იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. ხოლო ამავე მუხლის ;ზ; ქვეპუნქტის თანახმად მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე ისეთი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია, რომელსაც საქართველოში აქვს კარგი რეპუტაცია და ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა;
,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის I–V თავებში გამოყენებული ტერმინის „რეგისტრაცია“ ნაცვლად საერთაშორისო სასაქონლო ნიშნებთან მიმართებაში გამოიყენება ტერმინი „დაცვა“
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანება ;სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ; ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ინტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად დადგენილია შემდეგი; არსობრივი ექსპერტიზის ეტაპზე ექსპერტი ამოწმებს, არსებობს თუ არა წარდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 და მე-5 მუხლებში მოცემული საფუძვლები. იმის დასადგენად არსებობს თუ არა რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით და მე-5 მუხლის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, წარდგენილი სიმბოლო უნდა შედარდეს პარიზის კონვენციის 6ter მუხლით დაცულ სიმბოლოებს, საქართველოში დაცულ გეოგრაფიულ აღნიშვნებს ან ადგილწარმოშობის დასახელებებს, საქართველოში დაცულ დიზაინს, ეროვნული ან საერთაშორისო რეგისტრაციით საქართველოში დაცულ სასაქონლო ნიშნებს და საქპატენტში სარეგისტრაციოდ წარდგენილ სიმბოლოებს. ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შედარების დროს, სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას. მოცემულ კონკრეტულ შემთხევაში სასაქონლო ნიშნების გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის დასკვნით #81301/3 დადგენილია, რომ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით არ არსებობდა გასაზღვრული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი რომლისთვისაც ნიშანი რეგიტრირდება 30 - ;ყავა, ჩაი, კაკაო და ყავის შემცველელები, ბრინჯი, ტაპიოკა, (მანიოკა) საგო, ფქვილი და მარცლოვანი პროდუქტი, პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი; ნაყინი, შაქარი, თაფლი, ბადაგი ვაჟინი, საფუარა, საცხობი, ფხვნილები, მარილი, მდოგვი, ძმარი, საკაზმები, სანელებლები, საკვები ყინული.
7.2. სასამართლო განმარტავს შემდეგს ;სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი ,,მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა”. სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს N05 ბრძანებით დამტკიცებული „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას“.
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლის ან/და მომსახურებისაგან. სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით. ზემოაღნიშნული ნორმა ამომწურავად განსაზღვრავს იმ სიმბოლოთა ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება დარეგისტრიდეს სასაქონლო ნიშნად. შესაბამისად, დაცვისუნარიან სიმბოლოს წარმოადგენს იმ ელემენტთა ერთობლიობა, რომელიც აღნიშნულია ხსენებულ ჩამონათვალში. სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-4 მუხლი განსაზღვრავს, თუ რა არ შეიძლება დარეგისტრირდეს სასაქონლო ნიშნად. სასაქონლო ნიშნად სარეგისტრაციო სიმბოლო შესაძლებელია, შედგებოდეს დაცვისუნარიანი და დაუცველი ელემენტებისაგან. თუმცა, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები ვრცელდება ნიშნის დაცვისუნარიანი ელემენტების ერთობლიობაზე და სასაქონლო ნიშნის დაცვის ფარგლების განსაზღვრისას დაუცველი ელემენტები მხედველობაში არ მიიღება. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თ) ქვეპუნქტის თანახმად სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც შესაძლებელს ხდის, მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან საქონლის სხვა მახასიათებლების შესახებ“.
7.3. სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, „სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც შესაძლებელს ხდის, მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან საქონლის სხვა მახასიათებლების შესახებ“. შესაბამისად არ არსებობს ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული განცხადებული სასაქონლო ნიშნის „----------------------------------- რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები.
განცხადებული სასაქონლო ნიშანი არ წარმოადგენს შეცდომაში შემყვან სიმბოლოს 30-ე კლასის საქონლის განცხადებული ჩამონათვალისათვის. აღნიშვნა „---------------- საქართველოში არ არის ცნობილი, როგორც იტალიაში გავრცელებული გვარი. იგი მომხმარებლის მიერ აღიქმება ფანტაზიურ აღნიშვნად. შესაბამისად, მომხმარებელს არ შეექმნება პროდუქტზე მცდარი წარმოდგენა საქონლის გეოგრაფიული წარმოშობის მიმართ.
7.4. სასამართლო განმარტავს, რომ ყოველ ცაკეულ შემთხევაში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან (განსახილველ შემთხვევაში დაცვასთან) დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ხდება ყველა კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით. ამასთან, მხედველობაში მიიღება ვიზუალური, ფონეტიკური, სემანტიკური და სხვა გარემოებები.
7.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სადაოდ ქცეული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეებზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი;
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12, მე-13 და 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა;
1.მოსარჩელის ;ეიჩ დი აი ჰოლდინგ დოლკიარია იტალიან ს.პ.ა- ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2.მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა სამხედროს ქ.№17) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე კობა გოცირიძე