გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/139-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.09.2018 ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი ნინო ჯანხოთელი
მოსარჩელე ;შპს გუდვაინი;.
წარმომადგენელი ვ----------------------
მოპასუხე სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული
ცენტრი საქპატენტი
წარმომადგენლები გ------------–---–------------------------
მესამე პირი ფ---–--–-------------
წარმომადგენელი ე------------------
დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სააპელაციო პალატის 23.02.2017 წლის #141-03/16 გადაწყვეტილება ;საქპატენტის; 13/10/2016 წლის ბრძანების #2157/03 ნაწილობრივად ბათილად ცნობის შესახებ და მისი დამტკიცების 23.020 2017 წლის #61 ბრძანება.
1.2. დარეგისტრირდეს განცხადებული ნიშანი საიდ. #86232/03 საქონლის სრული განცხადებული ჩამონათვალის მიმართ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. (იხ. შესაგებელი)
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირი ფ---–--–-------------ს წარმომადგენელმა, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. (იხ. შესაგებელი)
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. მოსარჩელის მიერ 19.02. 2016 წელს საქპატენტში შეტანილი იქნა განაცხადი საიდ. #86232/03 კამბინირებული (გრაფიკული+სიტყვიერი ნაწილი) სასაქონლო ნიშნის S------------- მათ შორის 33-ე კლასის საქონლის და 35-ე და 43-ე კლასის მომსახურების ჩამონათვალთან მიმართებაში საქართველოში რეგისტრაციის მოთხოვნით. საქპატენტის 13/10/2016 ბრძანებით #2157/03 თანდართული არსობრივი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიღებული იქნა დადებითი გადაწყვეტილება ნიშნის რეგისტრაციის შესახებ საქონლისა და მომსახურების სრული განცხადებული ჩამონათვალის მიმართ და გამოქვეყანდა ;საქპატენტის ოფიციალურ ბიულეტენში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იხ. სარჩელი.
4.2. აღნიშნული დადებითი გადაწყვეტილება დადგენილი წესით გაასაჩივრა მესამე პირმა აპელანტი შ--–------------- საქპატენტის სააპელაციო პალატაში იმ საფუძვლით, რომ განცხადებული ნიშანი აღრევამდე მსგავსია მის მიერ რეგისტრირებული უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე ნიშნებისა (რეგ. #16369) სიტვიერი ნიშანი ;–--–------------------------ რეგ. #18196 სიტვიერი გამოსახულებით ;–--–------------------- სიტვიერი გამოსახულებიით ;S-------- და რეგ. #24346 სიტყვიერი ;S-------- საქონელი კი იმდენად მსგავსია და იდენტურია, რომ იქმნება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იხ. სარჩელი.
4.3. საქპატენთან არსებულმა სააპელაციო პალატამ 23.020.2017 წლის #141-03/16 გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა აპელანტის საჩივარი ბათილად ცნო საქპატენტის 13/10/2016 წლის ბრძანება #2157/03 იმ ნაწილში, რომლითაც მიღებული იყო დადებითი გადაწყვეტილება განცხადებული ნიშნის რეგისტარციის თაობაზე 33-ე, 3-ე, და 43-ე კლასებში და 23.020.2017 წლის #61 ბრძანებით დაამტკიცა ეს გადაწყვეტილება
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
იხ. 23.02.2017 წლის #141-03/16 გადაწყვეტილება და 23.020.2017 წლის #61 ბრძანება.
4.4. „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის #86232/3 დასკვნის თანახმად, ექპერტიზამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ნიშნის რეგისტრაციაზე ;სასაქოლნო ნიშნების შესახებ; საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული უარის თქმის საფუძვლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის დასკვნა #86232/3.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანება ;სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ; ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით რეგლამენტირებულია ამ კანონის მიზანი, კერძოდ, მითითებული მუხლი ადგენს, რომ ეს კანონი აწესრიგებს სასაქონლო, მომსახურებისა და კოლექტიური ნიშნების რეგისტრაციასა და დაცვასთან, აგრეთვე მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც: ა) არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს; გ) არაგანმასხვავებელუნარიანია შესაბამისი საქონლის მიმართ; ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-5 მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი _ იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. ხოლო ამავე მუხლის ;ზ; ქვეპუნტის თანახმად მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე ისეთი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია, რომელსაც საქართველოში აქვს კარგი რეპუტაცია და ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა;
,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის I–V თავებში გამოყენებული ტერმინის „რეგისტრაცია“ ნაცვლად საერთაშორისო სასაქონლო ნიშნებთან მიმართებაში გამოიყენება ტერმინი „დაცვა“
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანება ;სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ; ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ინტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად დადგენილია შემდეგი; არსობრივი ექსპერტიზის ეტაპზე ექსპერტი ამოწმებს, არსებობს თუ არა წარდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 და მე-5 მუხლებში მოცემული საფუძვლები. იმის დასადგენად არსებობს თუ არა რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით და მე-5 მუხლის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, წარდგენილი სიმბოლო უნდა შედარდეს პარიზის კონვენციის 6ter მუხლით დაცულ სიმბოლოებს, საქართველოში დაცულ გეოგრაფიულ აღნიშვნებს ან ადგილწარმოშობის დასახელებებს, საქართველოში დაცულ დიზაინს, ეროვნული ან საერთაშორისო რეგისტრაციით საქართველოში დაცულ სასაქონლო ნიშნებს და საქპატენტში სარეგისტრაციოდ წარდგენილ სიმბოლოებს. ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შედარების დროს, სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას.
7.2. სასამართლო განმარტავს შემდეგს ;სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი ,,მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა”. სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს N05 ბრძანებით დამტკიცებული „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას“.
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლის ან/და მომსახურებისაგან. სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით. ზემოაღნიშნული ნორმა ამომწურავად განსაზღვრავს იმ სიმბოლოთა ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება დარეგისტრიდეს სასაქონლო ნიშნად. შესაბამისად, დაცვისუნარიან სიმბოლოს წარმოადგენს იმ ელემენტთა ერთობლიობა, რომელიც აღნიშნულია ხსენებულ ჩამონათვალში. სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-4 მუხლი განსაზღვრავს, თუ რა არ შეიძლება დარეგისტრირდეს სასაქონლო ნიშნად. სასაქონლო ნიშნად სარეგისტრაციო სიმბოლო შესაძლებელია, შედგებოდეს დაცვისუნარიანი და დაუცველი ელემენტებისაგან. თუმცა, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები ვრცელდება ნიშნის დაცვისუნარიანი ელემენტების ერთობლიობაზე და სასაქონლო ნიშნის დაცვის ფარგლების განსაზღვრისას დაუცველი ელემენტები მხედველობაში არ მიიღება.
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ;გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმობლოთა ერთობლიობა თუ იგი მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა.
„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნებს შორის სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას.
სასაქონლო ნიშნების შედარებისას და საერთო შთაბეჭდილების შეფასებისას მხედველობაში მიიღება ნიშნების მხოლოდ დაცვისუნარიანი ელემენტები. შესაბამისად, ნიშნებს შორის მსგავსება შეიძლება დადგინდეს მხოლოდ დაცვისუნარიანი ელემენტების მსგავსების საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია ნიშნებს შორის მსგავსების დადგენისას, მკაფიოდ გაიმიჯნოს ნიშნის დაცვისუნარიანი და დაუცველი ელემენტები და მხოლოდ შემდეგ მოხდეს ნიშნების დაცვისუნარიანი ელემენტების შედარება. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ნიშანში შემავალი დაცვისუნარიანი ელემენტების შედარებისას და საერთო შთაბეჭდილების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ნიშნებში არსებულ დაცვისუნარიან დომინანტ ელემენტებს. კერძოდ - ნიშნის იმ ნაწილებს, რომელიც თავისი შინაარსის, შესრულების ფორმის, განლაგების თუ სხვა ფაქტორების გამო, უფრო მეტად ამახსოვრდება მომხმარებელს და არსებითად განაპირობებს სასაქონლო ნიშნით გამოწვეულ საერთო შთაბეჭდილებას.
7.3. სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი „მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა“.
7.4. სადავო სასაქონლო ნიშანი (საიდ. N87825/03) და დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები (რეგ. № 16369 ), „S----------------------- წარმოადგენს აღრევამდე მსგავს სასაქონლო ნიშნებს. ნიშნები მსგავსია, როგორც ვიზუალური, ისე ფონეტიკური თვალსაზრისით. განცხადებული ნიშანი კომბინირებულია და სიტყვიერ აღნიშვნასთან - „s-------------------- ერთად შეიცავს ყურძნის მტევნის გამოსახულებას. განცხადებული ნიშანი შესრულებულია სტანდარტული შრიფტით სამ ენაზე, ქართულად, ლათინურად და კირილიცაზე. დაპირისპირებული სასაქონლო ნიშანი (რეგ. № 16369), ასევე, შესრულებულია სტანდარტული შრიფტით სამ ენაზე, ქართულად, ლათინურად და კირილიცაზე. ხოლო მეორე დაპირისპირებული ნიშანი „S----------------------- შესრულებულია სტანდარტული ლათინური ასომთავრული ასოებით. ამასთან, ნიშნების შედარებისას დაპირისპირებული ნიშნების ბოლო ნაწილი „V------------ არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, ვინაიდან 33-ე კლასის საქონლისათვის აღნიშვნა „V------------ წარმოადგენს დაუცველ ნაწილს, რადგან იგი არაგანმასხვავებელუნარიანია 33-ე კლასის საქონლის მიმართ. განცხადებულ ნიშანში არსებული ყურძნის გამოსახულება, ასევე არ უნდა იქნეს ნიშნების შედარებისას მხედველობაში მიღებული, ვინაიდან 33-ე კლასის საქონლისათვის ყურძნის მტევნის გამოსახულება ასევე წარმოადგენს დაუცველ ელემენტს. შესაბამისად, უნდა შედარდეს დაპირისპირებული ნიშნების საწყისი ელემენტები „შ--–----------------------------------- განცხადებული ნიშნის ლათინურ ანბანზე შესრულებული აღნიშვნის პირველ ორ ასოს - „--- მოიცავს დაპირისპირებული ნიშანი „----“, რაც ზრდის ნიშნების ვიზუალურ მსგავსებას და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას. ამასთან, დაპირისპირებული ნიშნების ლათინურ ანბანზე შესრულებული აღნიშვნები იწყება „-- ასოზე, რაც ასევე ზრდის ნიშნების ვიზუალურ მსგავსებას.
ნიშნები მსგავსია ფონეტიკურად, ვინაიდან განცხადებული ნიშანი მომხმარებლის მიერ გამოითქმის, როგორც „ს-------, ხოლო დაპირისპირებული ნიშანი როგორც „–--–------. დაპირისპირებული ნიშნები შეიცავენ თანაბარი რაოდენობის იდენტურ ხმოვნებს „ა“, „ი“, „ო“, რაც აძლიერებს ნიშნებს შორის ფონეტიკურ მსგავსებას. ამასთან, მართალია სადავო სასაქონლო ნიშნის საწყისი ნაწილი გამოითქმის, როგორც „სა“ და დაპირისპირებული ნიშნების საწყისი ნაწილი გამოითქმის, როგორც „შალ“, მაგრამ „ს“ და „შ“ თანხმოვანი, ჟღერადობის მხრივ მსგავსად ჟღერს, ვინაიდან ისინი მიეკუთვნებიან ბგერათა ერთი და იგივე ჯგუფს, რაც უფრო მეტად ზრდის ნიშნების აღრევისა და შესაბამისად მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას.
მსგავსია, ასევე სადავო და რეგისტრირებული ნიშნების 33-ე, 35-ე და 43-ე კლასების საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი, კერძოდ სადავო სასაქონლო ნიშანი განცხადებულია საქონლისა და მომსახურების შემდეგი ჩამონათვალის მიმართ: 33-ე კლასი „ალკოჰოლიანი სასმელები, ლუდის გარდა“, 35-ე კლასი „საქონლით მომარაგებისა და რეალიზაციის მომსახურება“, 43-ე კლასი „საკვები პროდუქტებითა და სასმელებით უზრუნველყოფის მომსახურება“. დაპირისპირებული სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია 33-ე კლასის საქონლის შემდეგი ჩამონათვალის მიმართ: „ალკოჰოლიანი სასმელები (ლუდის გარდა)“. აღნიშნული ნიშანი ასევე რეგისტრირებულია 35-ე კლასის შემდეგი მომსახურების მიმართ: „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების იარაღებით, ინსტრუმენტებით, სატრანსპორტო საშუალებებითა და შხამქიმიკატებით ვაჭრობა“, აღნიშნულ მომსახურებას სრულად მოიცავს სადავო ნიშნის 35-ე კლასის განცხადებული მომსახურების ჩამონათვალი. ზემოაღნიშნული დაპირისპირებული ნიშანი ასევე, რეგისტრირებულია 43-ე კლასის მომსახურების შემდეგი ჩამონათვალის მიმართ: „მომსახურება სურსათითა და სასმელით მომარაგებაში; სასტუმროები, კაფეები, რესტორნები, ბარები, ღვინის სადეგუსტაციო დარბაზები, დასასვენებელი ბაზები“. ხოლო დაპირისპირებული სასაქონლო ნიშანი „S----------------------- რეგისტრირებულია 33-ე კლასის შემდეგი საქონლის მიმართ: „ღვინო“. მსგავსია ასევე, ნიშნების საერთო შთაბეჭდილება, რომელსაც ისინი ახდენენ მომხმარებელზე.
7.5. სასამართლო განმარტავს, რომ ყოველ ცაკეულ შემთხევაში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან (განსახილველ შემთხვევაში დაცვასთან) დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ხდება ყველა კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით. ამასთან, მხედველობაში მიიღება ვიზუალური, ფონეტიკური, სემანტიკური და სხვა გარემოებები. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ სასაქონლო ნიშნები არ არის აღრევამდე მსგავსი განსახილველ შემთხვევაში უსაფუძვლოა და სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
7.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სადაოდ ქცეული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. რაც შეეხება 1.2. სასარჩელო მოთხოვნას აღნიშნული წარმოადგენს ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის თანმდევ შედეგს, რომლის დაკმაყოფილებაც შესაძლებელი იქნებოდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეებზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი;
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12, მე-13 და 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა;
1.მოსარჩელის ;შპს გუდვაინი;- ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2.მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა სამხედროს ქ.№17) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე კობა გოცირიძე