განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310015001143674
საქმე №3ბ/1760-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
25 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - გ--------------ძე;
აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური;
წარმომადგენელი - გ--------------ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბ----- რ-----–-–---–ი;
წარმომადგენელი -ნ----–---------–---–ი;
მესამე პირები (16.1) - დ--–- ს---ი, ბ------- რ-----–-–---–ი, ბ------ რ-----–-–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 მაისის №0----- დადგენილება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 5 აგვისტოს №5-- ბრძანება.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის თანახმად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. მესამე პირების პოზიცია:
3.1. მესამე პირებმა ბ------- რ-----–-–---–მა და ბ------ რ-----–-–---–მა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო კანონმდებლობის სრული დაცვით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის თანახმად არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3.2. მესამე პირმა დ--–- ს---მა გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
4.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბ----- რ-----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 მაისის №0----- დადგენილება; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 5 აგვისტოს № 5-- ბრძანება; მოპასუხეებს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს სოლიდარულად დაეკისრათ ბ----- რ-----–-–---–ის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
5.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, I------–ი ა-------–ის №32, დაზუსტებული ფართობით: 538 კვ.მ, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი - 137,79 კვ.მ, ხოლო საცხოვრებელი ფართი - 54,95 კვ.მ. მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------, მესაკუთრეებს წარმოადგენენ დ--–- ს---ი - 1/8 ნაწილი, ბ------- რ-----–-–---–ი - 12/44 ნაწილი, ბ----- რ-----–-–---–ი - 1/8 ნაწილი და ბ------ რ-----–-–---–ი - 21/44 ნაწილი; (ტ I, სფ 174-175);
5.2. 2014 წლის 3 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ბ----- რ-----–-–---–ის მიმართ გაცემულ იქნა №0----- მითითება, ”პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე. მითითების თანახმად, მოქალაქე ბ----- რ-----–-–---–ის მიერ I------–ი ა-------–ის ქუჩა №32-ში განხორციელდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა შესაბამისი სამშენებლო-სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, დაევალა მითითების გაცემის მომენტისათვის არსებული სანებართვო დოკუმენტაციის გაცემა ან უკანონო მშენებლობის დემონტაჟი; წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები. (ტ I, ს.ფ. 203-204).
5.3. 2014 წლის 21 ოქტომბერს, ბ----- რ-----–-–---–მა განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ლეგალიზება; ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 28 ოქტომბრის №1------ ბრძანებით ბ----- რ-----–-–---–ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში შესწორებული არქიტექტურული პროექტის წარდგენა არსებული და საპროექტო გეგმების ჭრილების და ფასადების ერთმანეთთან და არსებული მდგომარეობის ფოტოებთან შესაბამისობაში მოყვანით, ასევე დაევალა თანამესაკუთრეთა თანხმობების წარდგენა ობიექტის დასრულებაზე და შემდგომ ლეგალიზებაზე.
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 იანვრის №1------ გადაწყვეტილებით ბ----- რ-----–-–---–ის განცხადება დარჩა განუხილველი, ვინაიდან განმცხადებლის მიერ არ იქნა წარდგენილი თანამესაკუთრეთა თანხმობები უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ლეგალიზებაზე; (ტ I, ს.ფ. 198-199; ტ I, ს.ფ. 200-201).
5.4. 2015 წლის 23 იანვარს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შეადგინა №0----- შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ბ----- რ-----–-–---–მა არ შეასრულა ზემოაღნიშნული მითითებით განსაზღვრული პირობები. (ტ I, ს.ფ. 205-206).
5.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 მაისის №0----- დადგენილებით ბ----- რ-----–-–---–ი დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, I------–ი ა-------–ის ქუჩა №32-ში უნებართვოდ საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის. ამავე დადგენილებით, ბ----- რ-----–-–---–ს დაევალა ქ. თბილისში, I------–ი ა-------–ის ქუჩა №32-ში უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი.
აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ბ----- რ-----–-–---–ის მიერ ჩადენილი იყო ”პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გამოიხატა ქ. თბილისში, I------–ი ა-------–ის ქუჩა №32-ში უნებართვოდ საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში.
ამავე დადგენილებაში დაფიქსირებულია დადგენილების გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2015 წლის 20 მაისს გამართულ სხდომაზე გამოცხადებული ბ----- რ-----–-–---–ის განმარტება, რომლის თანახმად, მიწის თანამესაკუთრეებისაგან თანხმობის მოპოვებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო დავა, რომელიც არ არის დასრულებული. (ტ I, ს.ფ. 178-181).
5.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 5 აგვისტოს №5-- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ბ----- რ-----–-–---–ის 2015 წლის 8 ივნისის №1------------- ადმინისტრაციული საჩივარი. ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 მაისის №0----- დადგენილება. (ტ I, ს.ფ. 109-117).
5.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ბ----- რ-----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს ბ------- რ-----–-–---–ს და ბ------ რ-----–-–---–ს დაევალათ გასცენ თანხმობა ბ----- რ-----–-–---–ის მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ. თბილისი, I------–ი ა-------–ის ქუჩა №32 ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, შემდგომი ლეგალიზაციისთვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 თებერვლის განჩინებით ბ------- და ბ------ რ-----–-–---–ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის განჩინებით ბ------- და ბ------ რ-----–-–---–ების საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებაზე 2017 წლის 16 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი; (ტ II, ს.ფ. 125-128; ტ II, ს.ფ. 117-119; ტ II, ს.ფ. 124).
6. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
6.1. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბ----- რ-----–-–---–მა მითითების შედგენის მომენტიდან დაიწყო აქტიური მოქმედება დარღვევის აღმოსაფხვრელად. მითითებით განსაზღვრულ ვადაში, 2014 წლის 21 ოქტომბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ლეგალიზება; ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 28 ოქტომბრის №1------ ბრძანებით ბ----- რ-----–-–---–ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში შესწორებული არქიტექტურული პროექტის წარდგენა არსებული და საპროექტო გეგმების ჭრილების და ფასადების ერთმანეთთან და არსებული მდგომარეობის ფოტოებთან შესაბამისობაში მოყვანით, ასევე დაევალა თანამესაკუთრეთა თანხმობების წარდგენა ობიექტის დასრულებაზე და შემდგომ ლეგალიზებაზე; ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 იანვრის №1------ გადაწყვეტილებით ბ----- რ-----–-–---–ის განცხადება დარჩა განუხილველი, ვინაიდან განმცხადებლის მიერ არ იქნა წარდგენილი თანამესაკუთრეთა თანხმობები უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ლეგალიზებაზე.
ბ----- რ-----–-–---–მა მიიჩნია, რომ თანამესაკუთრეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლების ბოროტად გამოყენებას და მათი თანხმობის მოპოვების მიზნით სარჩელით მიმართა სასამართლოს.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ბ----- რ-----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს ბ------- რ-----–-–---–ს და ბ------ რ-----–-–---–ს დაევალათ გასცენ თანხმობა ბ----- რ-----–-–---–ის მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ. თბილისი, I------–ი ა-------–ის ქუჩა №32 ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, შემდგომი ლეგალიზაციისთვის; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 თებერვლის განჩინებით ბ------- და ბ------ რ-----–-–---–ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის განჩინებით ბ------- და ბ------ რ-----–-–---–ების საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
ამდენად, რომ არა თანამესაკუთრეთა მიერ უფლების ბოროტად გამოყენება, ბ----- რ-----–-–---–ი მოახდენდა უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლის ლეგალიზებას, შეასრულებდა მითითებით დადგენილ ვალდებულებას და მის მიმართ აღარ გაგრძელდებოდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება.
სასამართლოს მოსაზრებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა უნდა მინიჭებოდა იმ გარემოებას, რომ ბ----- რ-----–-–---–მა გამოიყენა ყველა სამართლებრივი გზა, რათა აღმოეფხვრა სამართალდარღვევა და შეესრულებინა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებით განსაზღვრული ვალდებულება. სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაშია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო პირის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის ღონისძიება და გამოსცეს აქტი ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეთა განმარტებებიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მითითების პირობების შეუსრულებლობა გამოწვეული არ არის მოსარჩელის ბრალით. შესაბამისად, უკანონოა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 მაისის №0----- დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 5 აგვისტოს №5-- ბრძანება.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად ცნო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 მაისის №0----- დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 5 აგვისტოს №5-- ბრძანება.
7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა საქალაქო სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილება.
7.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-წ მუხლის მე-3 ნაწილზე და განმარტავს, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შემოწმების აქტი შედგენილ იქნა 2015 წლის 23 იანვარს, შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახური ვალდებული იყო შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში, კერძოდ კი 2015 წლის 24 მარტამდე მიეღო დადგენილება, თუმცა შემოწმების აქტის შედგენიდან დადგენილების მიღებისათვის კანონმდებლობით დადგენილ 2 თვიან ვადაში, კერძოდ კი 2015 წლის 23 მარტს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის N----------- ბრძანების საფუძველზე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ვადა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად 2015 წლის 23 მარტიდან გაგრძელებულ იქნა 2015 წლის 23 აპრილამდე. შესაბამისად, დადგენილების მიღების მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 2015 წლის 23 აპრილი, რის გამოც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს გააჩნდა არათუ უფლებამოსილება, არამედ ვალდებული იყო აღნიშნული ვადის ამოწურვამდე მიეღო დადგენილება.
რაც შეეხება სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ ბ----- რ-----–-–---–მა ყველა სამართლებრივი გზა გამოიყენა დარღვევის აღმოსაფხვრელად, კერძოდ კი ლეგალიზების მოთხოვნით მიმართა შესაბამის ორგანოს და შემდგომ კი სასამართლოს თანამესაკუთრეთა მხრიდან თანხმობის მოპოვების თაობაზე და შესაბამისად მითითების შეუსრულებლობა არ არის მისი ბრალეულობით გამოწვეული, რის გამოც არ არსებობდა დადგენილების მიღების სამართლებრივი საფუძველი, აღნიშნულს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ იზიარებს და განმარტავს, რომ გაუგებარია ასეთი შემთხვევაში, სხვა რა სახის ღონისძიება უნდა განეხორციელებინა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, ვინაიდან ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს საქმის წარმოების შეჩერების (კერძოდ კი მითითების ვადის შეჩერების (უფლებამოსილება გააჩნია ერადერთ შემთხვევაში: მითითების ვადაში ლეგალიზების საქმის წარმოების დაწყებიდან აღნიშნული საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე (რაც მოცემულ შემთხვევაში შეჩერებული იქნა) და არა ლეგალიზების ხელის შემშლელი რაიმე საკითხის თაობაზე დაწყებული სამართლებრივი დავის საბოლოო დასრულებამდე. შესაბამისად, ქ . თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ ლეგალიზების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მითითების ვადის დინება გაგრძელებულ იქნა, რის გამოც ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ვალდებული იყო შეედგინა შემოწმების აქტი.
7.2 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბ----- რ-----–-–---–ისთვის ადმინისტრაციული წარმოებისას მიცემული იქნა ყველა შესაძლებლობა, რომ ადმინისტრაციული აქტის მიღებამდე გამოსწორებულიყო სამართალდარღვევა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 3 ოქტომბერს შედგენილ იქნა N0----- მითითება, რომლითაც სამართალდარღვევად განისაზღვრა ბ----- რ-----–-–---–ის მიერ ქ. თბილისში მე-2 ახალი ა-------–ის ქ. N32-ში შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. აღნიშნული მითითებით სამართალდამრღვევს განესაზღვრა 20 კალენდარული დღის ვადა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან/და უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელის სახლის დემონტაჟისთვის. ვინაიდან მითითების დინების პერიოდში მოსარჩელემ მიმართა ნებართვის გამცემ ორგანოს ლეგალიზების მოთხოვნით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 3 ოქტომბრის N0----- მითითებით განსაზღვრული ვადის დინება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის" კოდექსის 25-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად შეჩერდა ლეგალიზების შესახებ საქმის წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. ქ. თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 იანვრის N1------ გადაწყვეტილებით ბ----- რ-----–-–---–ის 2014 წლის 21 ოქტომბრის NA-------- განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული ამავე სამსახურის 2014 წლის 28 ოქტომბრის N1------ ბრძანებით დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობის საფუძვლით, კერძოდ კი არ იქნა წარდგენილი თანამესაკუთრეთა თანხმობები. სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ ბ----- რ-----–-–---–მა გამოხატა ნება სამართალდარღვევის გამოსასწორებლად, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მისი მოთხოვნის მიუხედავად განხორციელებული უნებართვო სამუშაოები არ დალეგალიზდა, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს აღნიშნული უნდა გაეთვალისწინებინა გადაწყვეტილების მიღების დროს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო, ამ მსჯელობიდან გამომდინარე თუ სამართალდარღვევა საქმის წარმოების დასრულებამდე არ იქნებოდა აღმოფხვრილი, ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ვერ შეწყვეტდა წარმოებას და სუბიექტს ვერ გაათავისუფლებდა პასუხისმგებლობისგან.
ასევე, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა მიუთითა, რომ ლეგალიზების საკითხის გადაწყვეტა კავშირში არ იყო დაჯარიმების საკითხთან, რადგან ფაქტია, რომ მშენებლობა უკანონოდ განხორციელდა, ხოლო შემდგომი ლეგალიზება იმოქმედებდა დემონტაჟის და არა დაჯარიმების ნაწილზე, სასამართლომ კი სადავო აქტები როგორც ჯარიმის, ასევე დემონტაჟის ნაწილში მთლიანად სცნო ბათილად, რაც არასწორია.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე (რადგან მხარეები ფაქტებზე არ დავობენ), ხოლო სამართლებრივ შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:
დავის ძირითადი საგანია ბ-----ა რ-----–-–---–ის დაჯარიმება უნებართვო მშენებლობისათვის და მისთვის უნებართვოდ აშენებული შენობის (მიშენების) დემონტაჟის დავალება.
სადავო საკითხებს არეგულირებს საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ რომლის თანახმადაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.
”პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. მეორე ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. მე-9 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად კი, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
ამავე კოდექსის 26-ე მუხლი შეეხება პასუხისმგებლობას სამშენებლო სამართალდარღვევისათვის. კერძოდ, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტები (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), რომლებიც ითვლებიან დამკვეთად ან რომლებსაც შეთავსებული აქვთ დამკვეთისა და მენარდის ფუნქციები, ჯარიმდებიან: ა) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის; ბ) სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევისათვის.
ამასთან, კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.
როგორც აღინიშნა, განსახილველი დავის საგანი დაკავშირებულია უნებართვო მშენებლობასთან, კერძოდ, ქ. თბილისი, I------–ი ა-------–ის ქ. 32-ში უნებართვოდ საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობაში ბ----- რ-----–-–---–ის ბრალეულობის დადგენასთან, შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ ბ----- რ-----–-–---–მა განახორციელა უკანონო მშენებლობა.
საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2014 წლის 21 ოქტომბერს, ბ----- რ-----–-–---–მა განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ლეგალიზება.
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 28 ოქტომბრის №1------ ბრძანებით ბ----- რ-----–-–---–ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში შესწორებული არქიტექტურული პროექტის წარდგენა არსებული და საპროექტო გეგმების ჭრილების და ფასადების ერთმანეთთან და არსებული მდგომარეობის ფოტოებთან შესაბამისობაში მოყვანით, ასევე დაევალა თანამესაკუთრეთა თანხმობების წარდგენა ობიექტის დასრულებაზე და შემდგომ ლეგალიზებაზე.
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 იანვრის №1------ გადაწყვეტილებით ბ----- რ-----–-–---–ის განცხადება დარჩა განუხილველი, ვინაიდან განმცხადებლის მიერ არ იქნა წარდგენილი თანამესაკუთრეთა თანხმობები უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ლეგალიზებაზე (ტ I, ს.ფ. 198-199; ტ I, ს.ფ. 200-201).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ბ----- რ-----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს ბ------- რ-----–-–---–ს და ბ------ რ-----–-–---–ს დაევალათ გაეცათ თანხმობა ბ----- რ-----–-–---–ის მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ. თბილისი, I------–ი ა-------–ის ქუჩა №32 ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, შემდგომი ლეგალიზაციისთვის; აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და გაიცა სააღსრულებო ფურცელი (ტ II, ს.ფ. 125-128; ტ II, ს.ფ. 117-119; ტ II, ს.ფ. 124).
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბ----- რ-----–-–---–ისათვის მითითების გაცემისთანავე დაიწყო მან მოქმედება უნებართვოდ აშენებული შენობის ლეგალიზაციის თაობაზე, რომ აღნიშნული მან ვერ განახორციელა თანამესაკუთრეთა (ძმების - ბ------- და ბ------ რ-----–-–---–ების) მიერ უარის გამო, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მიაღწევდა ლეგალიზებას, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე მისი ბრალი არ იკვეთება და დაჯარიმება და დემონტაჟი უკანონოა, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო არაა, რომ ბ----- რ-----–-–---–მა უნებართვოდ აწარმოა სახლზე მიშენება, რისთისაც მას ზედამხედველობის სამსახურმა შეუდგინა მითითება; სწორედ მიშენების უკანონობის გამო მოითხოვა ლეგალიზება ბ----- რ-----–-–---–მა, რადგან „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის #660 ბრძანებულების თანახმად, ლეგალიზებას ექვემდებარება არა კანონიერი, ნებართვის საფუძველზე განხორციელებული მშენებლობა, არამედ უნებართვო და პროექტის დარღვევით განხორციელებული მშენებლობა; ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ბ----- რ-----–-–---–ის მიერ კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტთ გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა, რის გამოც იგი მართებულად დაჯარიმდა 8000 ლარით. შედეგად, მოცემულ (დაჯარიმების) ნაწილში სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა.
რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, რომ ბ----- რ-----–-–---–იშვილის მიერ უნებართვოდ აშენებული შენობის დალეგალიზება გამორიცხავდა მისი მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენილად მიჩნევას, სააპელაციო პალატა ვერც ამ შეფასების ნაწილში გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს: უნებართვო/პროექტის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის შემდგომში ლეგალიზება გავლენას ახდენს მხოლოდ ამგვარი მშენებლობის დემონტაჟზე, დემონტაჟის აკრძალვის თვალსაზრისით და არ მოქმედებს უკანონო მშენებლობის ფაქტის სამართალდარღვევად მიჩნევაზე, რომლისთვისაც, მოცემულ შემთხვევაში, გათვალისიწინებულია ჯარიმა 8000 ლარის ოდენობით. სწორედ ამგვარადაა ჩამოყალიბებული მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ ნაწილში, ანუ დემონტაჟის ნაწილში, გასაჩივრებული აქტები სადავო საკითხის გადაუწყვეტლად უნდა იქნეს ცნობილი ბათილად, რადგან: საქმის მასალების თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც თანამესაკუთრეებს ბ------ და ბ------- რ-----–-–---–ებს დაევალათ თანხმობის გაცემა, რათა ბ----- რ-----–-–---–მა მოახდინოს ლეგალიზება, იძლევა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ მომავალში დიდი ალბათობით ლეგალიზება განხორციელდება, რაც წინააღმდეგობაში მოდის გასაჩივრებული აქტებით დადგენილ შედეგთან - უპირობო დემონტაჟთან; ამდენად ეს გარემოება არსებითია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დემონტაჟის საკითხის გადაწყვეტისათვის, რომელიც მათ მიერ გათვალისიწნებული უნდა იქნეს ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.
ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა დემონტაჟის ნაწილში მსჯელობისას უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტიც, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქტიტექტურის სამსახურის 30.06.2017 წლის #3------ (ს.ფ.260-262. ტ. 2) ბრძანებით, ბ----- რ-----–-–---–ს და მის მეუღლეს დ--–- ს---ს ნება დაერთოთ დაასრულონ ქ. თბილისი, I------–ი ა-------–ის ქ. 32-ში უნებართვოდ დაწყებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რისთვისაც განესაზღვრათ 10 თვე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც სახეზე გვაქვს უკანონო მშენებლობის დადასტურებული ფაქტი, პალატა მიიჩნევს, რომ ძალაში უნდა დარჩეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 მაისის დადგენილება ბ----- რ-----–-–---–ის 8000 ლარით დაჯარიმების ნაწილში და ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 5 აგვისტოს №5-- ბრძანება ზემოაღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან მითითებულ ნაწილებში აქტები კანონიერია. რაც შეეხება ზემოაღნიშნულ აქტებს დემონტაჟის დავალების ნაწილში, ამ ნაწილებში ისინი ბათილად უნდა იქნენ ცნობილნი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და ადმინისტრაციულ ორგანოებს უნდა დაევალოთ საქმის გარემოებათა, ასევე წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტების გამოცემა.
9. პროცესის ხარჯები:
9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს უნდა დაეკისროთ ბ----- რ-----–-–---–ის სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად, ხოლო დარჩენილი 50 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასრგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. ბ----- რ-----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 მაისის დადგენილება N0----- ბ----- რ-----–-–---–ისათვის ქ. თბილისში I------–ი ა-------–ის ქუჩა №32-ში უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის დავალების ნაწილში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 05 აგვისტოს ბრძანება N5-- ბ----- რ-----–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 მაისის N0----- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ქ. თბილისში I------–ი ა-------–ის ქუჩა №32-ში უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის დავალების ნაწილში; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალოთ, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტების გამოცემა.
5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი, კერძოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 მაისის დადგენილების N0----- ბათილად ცნობის მოთხოვნით ბ----- რ-----–-–---–ის 8000 (რვა ათასი) ლარით დაჯარიმების ნაწილში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 05 აგვისტოს ბრძანების N5-- ბათილად ცნობის მოთხოვნით ბ----- რ-----–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 მაისის N0----- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე მისი 8000 (რვა ათასი) ლარით დაჯარიმების ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს.
6. ბ----- რ-----–-–---–ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო დარჩენილი 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა ბ----- რ-----–-–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -