განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210015973397
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ- 525
1 თებერვალი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი: მირანდა ირემაძე
აპელანტები: მ------ ი-–-------–ი, მ----- ბ----------ი
წარმომადგენელი: პ----- შ----ე
მოწინააღმდეგე მხარეები: გ------ი ბ----------ი, მ------ ბ----------ი
წარმომადგენელი: რ--------- ბ---------ე, თ----- ჭ----------ე
მოწინააღმდეგე მხარეები: გ-------– ბ----------ის უფლებამონაცვლეები ვ--–------- კ--–--ე, გ--–--- ო-----------ე
წარმომადგენელი: ლ--–- ქ---------ე
მოწინააღმდეგე მხარე: ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა-----–----------------
წარმომადგენელი: ი-------–--–-
დავის საგანი: საკომლო წიგნის ჩანაწერისა და არქივის ცნობის ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. მ------ ი-–-------–მა და მ----- ბ----------მა სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეებად გ-------– ბ----------ი, გ------ი და მ------ ბ----------ები და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა-----–---------------- მიუთითეს და ითხოვეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბ--------- თემის საკრებულოს საკომლო წიგნში, გ-------– ბ----------ის კომლში, გ------ი და მ------ ბ----------ების კომლის წევრობის შესახებ ჩანაწერების ბათილად ცნობა. 2007 წლის 12 სექტემბრის ქობულეთის ა-----–----------------ს №118 ცნობის გ------ი და მ------ ბ----------ების ნაწილში ბათილად ცნობა და თანმდევი შედეგის გაუქმება - საჯარო რეესტრში გ------ი და მ------ ბ----------ებზე არსებული ჩანაწერების გაუქმება.
2. მოსარჩელეთა განმარტებით: ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოპასუხე გ-------– ბ----------მა და მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-------–- საკომლო წიგნში-გ-------– ბ----------ის კომლში-1986-90 წლიდან მოსარჩელეთა მიმართ ჩანაწერების გაუქმება და მათ ნაწილში 2007 წლის 12 სექტემბერს გაცემული ცნობის გაუქმება თანმდევი შედეგით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ-------– ბ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ--------- საკომლო წიგნში გ-------– ბ----------ის კომლში 1986-90 წლიდან არსებული ჩანაწერი მ----- გ-------–ის ასული ბ----------ისა და მ------ გ-------–ის ასული ი-–-------–ის (ქორწინებამდელი გვარი-ბ----------ი) კომლში რეგისტრაციის თაობაზე, ასევე გაუქმდა 2007 წლის 12 სექტემბრის ქობულეთის ა-----–----------------ს №ბ-118 ცნობა მ----- ბ----------ისა და მ------ ი-–-------–ის ნაწილში და თანმდევი შედეგით გაუქმებული იქნა ასევე საჯარო რეესტრში მოპასუხეთა თაობაზე არსებული მონაცემებიც.
3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული მ----- ბ----------ისა და მ-----ე ი-–-------–ის მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2013 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ-------– ბ----------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სოფელ ბ--------- საკომლო წიგნში გ-------– ბ----------ის კომლში-1986-90 წლიდან მ----- ბ----------ის სარეგისრტრაციო ჩანაწერი, ასევე გაუქმდა ქობულეთის ა-----–----------------ს მიერ 2007 წლის 12 სექტემბერს გაცემული №ბ-118 ცნობა მ----- ბ----------ის ნაწილში, გაუქმდა ქობულეთში, სოფელ ბ-------–- მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ 2-----------) მ----- ბ----------ის თანასაკუთრების უფლების თაობაზე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი, ხოლო მ-----ე ი-–-------–ის მიმართ გ-------– ბ----------ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
4. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ საკომლო ჩანაწერები მ------ და გ------ი ბ----------ების მიმართ უნდა გაუქმდეს შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით: საკომლო ჩანაწერი, რომელიც თავის დროზე გ-------– ბ----------მა, როგორც მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოში წარადგინა, შედგენილია 1988-89 წლებში, ხოლო მასში გ------ი ბ----------ის მიმართ მინაწერი გაკეთებულია დაახლობებით 1996-97 წლებში. რაც საგულისხმოს ხდის რომ მოსწავლეა, ხოლო მ------ ბ----------ის მიმართ კი საკომლო ჩანაწერში რაიმე მითითება არ არსებობს; 2007 წლის 12 სექტემბერს გაცემულ ცნობაში კომლის წევრად მითითებულია მ------ ბ----------ი. მართალია გ------ი ბ----------ი დაბადებულია 1990 წლის 09 იანვარს ქობულეთის რაიონის სოფ.ბ-------–-, მაგრამ იგი 1991 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა დედასთან ერთად ქალაქ რუსთავში და იქ დაახლოებით 1995-96 წლამდე ცხოვრობდა. ასევე მ------ ბ----------ი დაიბადა 1992 წელს, ქ. რუსთავში და წლების განმავლობაში ცხოვრობდა დედასთან ერთად ამავე ქალაქში. შესაბამისად ისინი 1992-93 წლებში, მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის და 1992 წლის 15 ოქტომბრის დადგენილებებით გაუქმდა კოლმეურნეობები - კომლის წევრებს არ წარმოადგენდნენ, და რაიმე უფლება კომლზე არ გააჩნიათ.
მოპასუხის პოზიცია
5. მ------ და გ------ი ბ----------ებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო კომლი არის საკოლმეურნეო კომლი. 1986-1990 წლების საკომლო ამონაწერის თანახმად, კომლის უფროსი არის გ-------– ბ----------ი, 2001-2005 წლების საკომლო ამონაწერის თანახმად, კომლის უფროსის გ-------– ბ----------ის ოჯახის წევრები არიან: მეუღლე, ნ-----–- ა-–----------- ასული ბ----------ი, რომელიც 2009 წლის 27 მაისს გარდაიცვალა. შვილები: მ----- ბ----------ი (დაბ 1960 წელს), მ------ ბ----------ი (დაბ. 1961 წელს), გ------ი ბ----------ი (მოპასუხეთა მამა, დაბ. 1963 წელს, გარდაიცვალა 2006 წლის 01 აპრილს), გ------ი ბ----------ის შვილები: გ------ი ბ----------ი (დაბ. 1----–--–--------------) და მ------ ბ----------ი (დაბ. 1----–--–----------------). გ------ი და მ------ ბ----------ებს სადავო კომლის წევრობაზე უარი არ უთქვამთ, ისინი მამასთან ერთად ცხოვრობდნენ გ-------– ბ----------ის კომლში და მათ მოსარჩელეთა თანხმობა კომლის წევრობაზე არ ესაჭიროებოდათ.
6. სარჩელი არ ცნო არც საარქივო სამმართველოს ქობულეთის არქივის წარმომადგენლებმა და განმარტეს, რომ 2012 წლის 12 სექტემბრის N118 ცნობა წარმოადგენს ინფორმაციას წარსულში შექმნილი დოკუმენტების შესახებ. ის შეიქმნა არქივში დაცული დოკუმენტების საფუძველზე. არქივი არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც თავად ქმნის უფლების დამდგენ რაიმე დოკუმენტს, ის ხელმძღვანელობს უკვე არსებული და მასთან შენახული ინფორმაციით.
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მ------ ი-–-------–ისა და მ----- ბ----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8. გ------ი და მ------ ბ----------ები არიან გ-------– ბ----------ის შვილიშვილები, კერძოდ: 2006 წლის 01 აპრილს გარდაცვლილი გ------ი ბ----------ის შვილები. გ------ი ბ----------ი დაიბადა 1990 წლის 09 იანვარს ქობულეთის რაიონში სოფ. ბ-------–-, ის რეგისტრირებულია იგივე მისამართზე. ხოლო მ------ ბ----------ი დაიბადა 1----–-–----------------- რუსთავში და რეგისტრირებულია ქობულეთში, სოფ. ბ-------–-.
9. 2007 წლის 12 სექტემბერს გაცემული №ბ-118 საარქივო ცნობის შესაბამისად, ქობულეთის რაონის ჩ-------------- საბჭოს აღმასკომის დოკუმენტებით, 1986-1996წწ. სოფ. ქ---------–--------- საკომლო წიგნით სასამართლომ დაადგინა, რომ ბ---------- გ-------–ი პ------ს ძე არის ოჯახის უფროსი, დაბ. 1925 წელს, მცხოვრები ქ---------–--------–-. ოჯახს აწერია 0,22 ჰა, საცხოვრებელი სახლი, აშენების წელი -1955 წელი, საერთო ფართობი-30 კვ.მ.
10. 2001-2005წწ-ის ჩ-------------- საკრებულოს სოფ. ბ--------- საკომლო წიგნი №1-ით სასამართლომ დაადგინა, რომ ბ----------ი გ-------– პ------ს ძე არის ოჯახის უფროსი, დაბ. 1925 წელს, მცხოვრები სოფ. ბ-------–- და მისი ოჯახის შემადგენლობა შემდეგია: ბ----------ი გ-------– პ------ს ძე -ოჯახის უფროსი-დაბ. 1925წ. ბ----------ი ნ-----–- ა-–----------- ასული-ცოლი, დაბ, 1931 წელს. ბ----------ი მ----- გ-------–ის ასული - შვილი, დაბ. 1960 წელს (გადახაზულია და მიწერილია წასულია კნასნოდარში). ბ----------ი მ-----ე გ-------–ის ასული - შვილი, დაბ. 1961 წელს, (გათხოვდა). ბ----------ი გ------ი გ-------–ის ძე-შვილი, დაბ. 1963წ. (გადახაზულია, გარდაიცვალა 2006წ. 01.04), ბ----------ი გ------ი გ------ის ძე- შვილიშვილი, დაბ. 1992წ. ბ----------ი მ------ი გ-------–ის ასული-შვილიშვილი, დაბ. 1992 წ. ოჯახს აწერია მიწა - 0,22 ჰა, საცხოვერებელი სახლის საერთო ფართი-140 კვ.მ; საცხოვრებელი ფართი - 26 კვ.მ.
11. სარჩელის განმხილველმა სასამართლომ მიუთითა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც: გაუქმდა სოფელ ბ--------- საკომლო წიგნში, გ-------– ბ----------ის კომლში 1986-1990 წლიდან მ----- ბ----------ის სარეგისტრაციო ჩანაწერი. გაუქმდა ქობულეთის ა-----–----------------ს მიერ, 2007 წლის 12 სექტემბერს გაცემული ცნობა N118 მ----- ბ----------ის ნაწილში. გაუქმდა, ქობულეთში, სოფ. ბ-------–- მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ2-----------) მ----- ბ----------ის თანასაკუთრება. გ-------– ბ----------ის მოთხოვნა მ------ ი-–-------–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
12. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქობულეთში, სოფ. ბ-------–- მდებარე უძრავ ქონებაზე: 2200 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა N1-272,7 კვ.მ. რეგისტრირებულია გ-------– ბ----------ის, გ------ი ბ----------ის, მ------ ბ----------ის და მ------ ი-–-------–ის თანასაკუთრება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებულია: საარქივო ცნობა Nბ-118, საარქივო ცნობა N01-15/32, გადაწყვეტილება N2/ბ-146, სააღსრულებო ფურცელი N2/ბ-146.
13. საქმეში წარმოდგენილი საკომლო წიგნის თანახმად სასამართლომ დაადგინა, რომ გ-------– ბ----------ის კომლის წევრებად, შვილიშვილის გ------ი ბ----------ისა და მ------ ბ----------ის შესახებ ჩანაწერი ფიქსირდება 1990-1997 წლების პერიოდში.
14. საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით სასამართლომ დაადგინა, რომ მ------ ბ----------ი დაიბადა ქ. რუსთავში 1991 წლის დეკემბერში, თუმცა ის რამდენიმე თვეში მშობლებმა ჩამოიყვანეს ქობულეთში, სოფ. ბ-------–-. მ------ და გ------ი ბ----------ები ცხოვრობდნენ გ-------– ბ----------ის კომლში სოფ. ბ-------–- მამასთან გ------ი ბ----------თან ერთად.
15. გ-------– ბ----------ის მიერ ჩაქვის პოლიციის განყოფილებაში 1993 წელს წარდგენილი განცხადებებით და მოწმეთა ჩვენებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------ი და მ------ ბ----------ების მშობლებს შორის იყო დაძაბული ურთიერთობა. 1992-1993 წლებში მეუღლეები ძირითადად ცხოვრობდნენ გ------ი და მ------თან ერთად ქობულეთში, სოფ. ბ-------–-. ჩხუბის შემდეგ დედას ბავშვები მიჰყავდა ქ. რუსთავში, თუმცა, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მათ უკანვე აბრუნებდა მამა - გ------ი ბ----------ი.
16. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------ი და მ------ ბ----------ები დაბადებიდან ცხოვრობდნენ სადავო ქონებაში. მოსარჩელეებთან არსებული დავის შემდეგ, ბოლო პერიოდში იძულებული გახდნენ საცხოვრებლად გადასულიყვნენ გ-------– ბ----------თან ერთად ქ. ბათუმში. ისინი საქმის განხილვის დროსაც რეგისტრირებულები არიან სადავო ქონებაში. ვინაიდან, მოპასუხეები ოჯახთან ერთად უწყვეტად ფლობდნენ, სარგებლობდნენ და განკარგავდნენ საკოლმეურნეო ქონებას, რის გამოც არ დაუკარგავთ უფლება საკოლმეურნეო კომლის წილზე, მათ დაბადებიდან, 1992 და 1993 წლებიდან წარმოეშვათ პირადი საკუთრების უფლება კომლის ქონებაზე.
17. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. მოქმედი რედაქცია) 122-ე, 125-ე, 126-ე მუხლებზე. ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 22.09.1992 წლის ¹949 დადგენილებასა და სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993 წლის 29 დეკრეტზე, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლზე.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
18. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული მოსარჩელეების მ----- ბ----------ისა და მ------ ი-–-------–ის მიერ.
19. აპელანტის განმარტებით: სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი შეფასება მისცა ფაქტებს, კერძოდ არასწორად იქნა დადგენილი, რომ გ-------– ბ----------ის კომლის წევრებად, შვილიშვილის გ------ი ბ----------ის შესახებ ჩანაწერი ფიქსირდება 1990-1997 წლების პერიდში. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად რომ 1992-1993 წლებში მეუღლეები (გ------ი ბ----------ი და მისი მეუღლე) ძირითადად ცხოვრობდნენ გ------ი და მ------თან ერთად ქობულეთში სოფ.ბ-------–- და რომ სხვადასხვა მიზეზის გამო დედას ბავშვები მიჰყავდა რუსთავში და შემდგომ გარკვეული დროის გავლის შემდეგ მათ უკანვე აბრუნებდა მამა გ------ი ბ----------ი. ასევე საინტერესოა თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინა სასამართოლომ რომ თითქოს გ------ი და მ------ ბ----------ები დაიბადნენ სადავო სახლში. მაშინ როდესაც დაბადების მოწმობებით სხვა რამ დგინდება. ასევე საინტერესოა საიდან დაადგინა სასამართლომ რომ თითქოს გ------ი და მ------ ბ----------ები უწყვეტად ფლობდნენ მამასთან ერთად და სარგებლობდნენ და განკარგავდნენ საკოლმეურნეო ქონებას. და რომ თითქოს მათ არ დაუკარგავთ უფლება საკოლმეურნეო კომლის ქონებაზე.
20. სასამართლო არასწორად განმარტავს საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 122-ე, 125-ე და 126-ე მუხლებს , როცა მიუთითებს, რომ საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნით. ამასთან კომლის ყველა წევრის, მათ შორის არასრულწლოვანისა და შრომისუუნაროს წილი თანასაკუთრებაში თანაბარია.
21. აპელანტთა მითითებით: საქმეზე დადგენილი გარემოებების საფუძველზე სასამართლომ არასწორად მიიჩნია სარჩელი უსაფუძვლოდ.
22. გარდა ზემოაღნიშნულისა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიუთითა მოსარჩელე მ----- ბ----------თან მიმართებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლზე. აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი და მიზანია არსებობდეს დავა მხარეთა შორის უფლებებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ, ე.ი მოპასუხე უნდა ეცილებოდეს (ედავებოდეს) მოსარჩელეს უფლებაში (მაგალითად საკუთრების უფლებაში, მოთხოვნის უფლებაში და ა/შ) ასეთი დავა უნდა ქმნიდეს ამ უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის. იურიდიული ინტერესის არსებობა, გულისხმობს იმ შედეგის მითითებას, რომლის მიღწევის უზრუნველსაყოფადაც მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს სარჩელით.
23. განსახილველ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით მოსარჩელეთა დავა მოპასუხესთან მიმართებით, ეფექტურად გადაწყდება, ამ აღიარებით სარჩელს მოსარჩელისათვის შეუძლია სამართლებრივი სარგებლის მოტანა. რათა მან შეძლოს იმ უფლებათა სრულყოფილად და დაუბრკოლებლად რეალიზება, რაშიც უკანონოდ ეცილებიან მოპასუხეები.
24. მოპასუხეთა და მოსარჩელეთა შორის არსებობს დავა საცხოვრებელ ფართთან მიმართებით, კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია სამოქალაქო საქმე მოსარჩელე გ-------– ბ----------ის სარჩელისა გამო, მ-----ე ი-–-------–ის, გ------ი და მ------ ბ----------ების მიმართ, რომლითაც მოთხოვილია საზიარო უფლების გაუქმება და ქონების რეალური გაყოფა. სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად თუკი მ------ და გ------ი ბ----------ები კომლიდან ამოირიცხებიან, მაშინ ცხადია გ-------– ბ----------ის სარჩელიც ქონების რეალურად გაყოფაზე და საზიარო უფლების გაუქმებაზე სამართლებრივ აზრს დაკარგავს, ქონება გაიყოფა არა 4 არამედ ორ პირზე, მეტიც, მ----- ბ----------საც მიეცემა საშუალება მემკვიდრეობის მოწმობის საფუძველზე აღირიცხოს სადავო ქონების ნაწილის თანამესაკუთრედ მამასთან და დასთან ერთად. ასეთ შემთხვევაში, ქონება აღირიცხება უკვე 3 თანამესაკუთრეზე-მამაზე-გ-------– ბ----------ზე და შვილებზე-მ------ ი-–-------–სა და მ----- ბ----------ზე.
25. აპელანტები მიუთითებენ, რომ საქმეზე მეორე მოსარჩელე, მ----- ბ----------ი, არის დედის, (გ-------– ბ----------ის- ა/წ გარდაცვლილი მეუღლის) ნ-----–- ბ----------ის შვილი და მისი კანონისმიერი მემკვიდრე (სამკვიდრო მოწმობა, რომელიც ერთვის სარჩელს, ნ-----–- ბ----------ის სხვა სამკვიდროსთან ერთად ასევე შედის სადავო ქონებაც). შესაბამისად მ----- ბ----------საც გააჩნია თავისი უფლებები და კანონიერი ინტერესები სადავო ქონებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტები მიიჩნევეს, რომ მოცემულ საქმეზე როგორც მ------ ი-–-------–ს, ასევე მ----- ბ----------საც გააჩნიათ იურიდიული ინტერესი და სარჩელიც საფუძვლიანია.
26. სააპელაციო წარმოების პროცესში გარდაიცვალა მოწინააღმდეგე მხარე გ-------– ბ----------ი.
27. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, გ-------– ბ----------ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნენ ვ--–------- კ--–--ე და გ--–--- ო-----------ე (შვილები). მოწინააღმდეგე მხარეებს გადაეგზავნათ საქმის მასალათა ასლები და მიეცათ შესაძლებლობა სარჩელთან და სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით წერილობითი პოზიციის წარმოსადგენად.
28. წარმოდგენილი შესაგებლით გ--–--- ო-----------ემ და ვ--–------- კ--–--ემ ცნეს სააპელაციო საჩივარი (სარჩელი) და მათი დაკმაყოფილება ითხოვეს. მათი განმარტებით მ------ და გ------ი ბ----------ებმა არასწორი ქმედებებით მტრულად განაწყვეს გ-------– ბ----------ი თავისი ქალიშვილების წინააღმდეგ, რათა სადავო ქონებაზე საკუთრება სრულად მათ მოეპოვებინათ. გ--–--- ო-----------ე და ვ--–------- კ--–--ე მიუთითებენ, რომ სარჩელი და მასზე თანდართული დოკუმენტები სრულად იძლევა საფუძველს მ------ და გ------ი ბ----------ების კომლის წევრობიდან ამორიცხვის შესახებ და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
29. უპირველეს ყოვლისა სააპელაციო პალატა მიუთითებს დავის იურიდიულ ინტერესზე და განმარტავს, რომ მოპასუხესა და მოსარჩელეთა შორის არსებობს დავა საზიარო უფლების გაუქმებასთან დაკავშირებით, კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია სამოქალაქო საქმე მოსარჩელე გ-------– ბ----------ის სარჩელისა გამო, მ-----ე ი-–-------–ის, გ------ი და მ------ ბ----------ების მიმართ, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს საზიარო უფლების გაუქმებას და ქონების რეალურ გაყოფას. სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად თუკი მ------ და გ------ი ბ----------ები კომლიდან ამოირიცხებიან, მაშინ ცხადია გ-------– ბ----------ის სარჩელიც ქონების რეალურად გაყოფისა და საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე სამართლებრივ აზრს დაკარგავს ქონება გაიყოფოდა არა 4 არამედ ორ პირზე და ერთ ერთი მოსარჩელის წილი - გაიზრდება, აღნიშნული კი ადასტურებს მ------ ი-–-------–ის ნამდვილ იურიდიულ ინტერესს წარმოდგენილი დავის მიმართ. რაც შეეხება მ----- ბ----------ს, მართალია მ----- ბ----------ი არ წარმოადგენს ქობულეთში, სოფ. ბ-------–- მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრეს, თუმცა ის არის (დედის, გ-------– ბ----------ის- ა/წ გარდაცვლილი მეუღლის) ნ-----–- ბ----------ის შვილი და მისი კანონისმიერი მემკვიდრე (სამკვიდრო მოწმობა, რომელიც ერთვის სარჩელს, ნ-----–- ბ----------ის სხვა სამკვიდროსთან ერთად ასევე შედის სადავო ქონებაც). შესაბამისად მ----- ბ----------ს, როგორც ნ-----–- ბ----------ის მემკვიდრეს, აღიარებითი სარჩელის მიმართ გააჩნიათ ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რის გამოც მისი სარჩელიც დასაშვებია.
რაც შეეხება წინამდებარე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს:
30. 2007 წლის 12 სექტემბერს გაცემული №ბ-118 საარქივო ცნობის შესაბამისად, ქობულეთის რაონის ჩ-------------- საბჭოს აღმასკომის დოკუმენტებით, 1986-1996წწ. სოფ. ქ---------–--------- საკომლო წიგნით დადგენილია, რომ გ-------– ბ----------ი არის ოჯახის უფროსი, დაბ. 1925 წელს, მცხოვრები ქ---------–--------–-. ოჯახს აწერია 0,22 ჰა, საცხოვრებელი სახლი, აშენების წელი -1955 წელი, საერთო ფართობი-30 კვ.მ. 2001-2005წწ-ის ჩ-------------- საკრებულოს სოფ. ბ--------- საკომლო წიგნი №1-ით დასტურდება, რომ ბ----------ი გ-------– პ------ს ძე არის ოჯახის უფროსი და მისი ოჯახის შემადგენლობა შემდეგია: ბ----------ი გ-------– პ------ს ძე -ოჯახის უფროსი-დაბ. 1925წ. ბ----------ი ნ-----–-
ა-–----------- ასული-ცოლი, დაბ, 1931 წელს. ბ----------ი მ----- გ-------–ის ასული- შვილი, დაბ. 1960 წელს (გადახაზულია და მიწერილია წასულია კნასნოდარში). ბ----------ი მ-----ე გ-------–ის ასული- შვილი, დაბ. 1961 წელს, (გათხოვდა). ბ----------ი გ------ი გ-------–ის ძე-შვილი, დაბ. 1963წ. (გადახაზულია, გარდაიცვალა 2006წ. 01.04), ბ----------ი გ------ი გ------ის ძე- შვილიშვილი, დაბ. 1992წ. ბ----------ი მ------ი გ-------–ის ასული-შვილიშვილი, დაბ. 1992 წ. ოჯახს აწერია მიწა- 0,22 ჰა, საცხოვერებელი სახლის საერთო ფართი-140 კვ.მ; საცხოვრებელი ფართი-26 კვ.მ.
31. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით (საქმეN2ბ-146) მ----- ბ----------ის და მ------ ი-–-------–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება. გ-------– ბ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა სოფელ ბ--------- საკომლო წიგნში, გ-------– ბ----------ის კომლში 1986-1990 წლიდან მ----- ბ----------ის სარეგისტრაციო ჩანაწერი. გაუქმდა ქობულეთის ა-----–----------------ს მიერ, 2007 წლის 12 სექტემბერს გაცემული ცნობა N118 მ----- ბ----------ის ნაწილში. გაუქმდა, ქობულეთში, სოფ. ბ-------–- მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ2-----------) მ----- ბ----------ის თანასაკუთრება. გ-------– ბ----------ის მოთხოვნა მ------ ი-–-------–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
32. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქობულეთში, სოფ. ბ-------–- მდებარე უძრავ ქონებაზე: 2200 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა N1-272,7 კვ.მ. რეგისტრირებულია გ-------– ბ----------ის, გ------ი ბ----------ის, მ------ ბ----------ის და მ------ ი-–-------–ის თანასაკუთრება.
33. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნენ მოწმეები. მოწმე გ--–--- ო-----------ის (მოსარჩელე მხარის მოწმე) ჩვენებით: ”გ------ი დაიბადა ჩაქვში. დაბადებიდან მალევე დედამ გ------ი წაიყვანა რუსთავში. გ------ის მამა აკითხავდა ცოლ შვილს რუსთავში, გოგო (მ------ი) დაიბადა რუსთავში. ცოლ - ქმარს არ ქონდა კარგი ურთიერთობა, ხშირად ქონდათ კონფლიქტი, ამის გამო ბავშვების დედა სულ გარბოდა რუსთავში, ბ-------–- არ რჩებოდა ხან რუსთავში იყო ბავშვებთან ერთად, ხან ბ-------–-, მიდიოდნენ და მოდიოდნენ, მ------ი პირველად ბ-------–- თვეების იყო რომ ჩამოიყვანა. ბოლოს 1995 წელს ბავშვები ჩამოიყვანა და დატოვა, მის მერე ბავშვებისთვის მას არ ჩამოუკითხავს, 1995 წლის შემდეგ მ------ი და გ------ი უწყვეტად ცხოვრობდნენ ბ-------–- ბებიასთან და ბაბუასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეებს, (გ------ისა და მ------ის მშობლებს) ქონდათ უთანხმოება და კონფლიქტი ერთმანეთთან, ოფიციალურად მათ შორის განქორწინება არ მომხდარა.”
34. მოწმე შ------- ბ---–-----მ (მოსარჩელე მხარის მოწმე) აჩვენა, რომ ”ცოლ - ქმარს (მოპასუხე გ------ი და მ------ ბ----------ების დედ - მამას) შორის იყო უთანხმოება, აქეთ - იქეთ დადიოდნენ (რუსთავი - ქობულეთი), სკოლის პერიოდში ბავშვები ბებისთან და ბაბუასთან იზრდებოდნენ (ბ-------–-)” .
35. მოწმე მ---- ხ--–--–---–ის ჩვენებით: (მოსარჩელე მხარის მოწმე) ”გ------ი ბ-------–- დაიბადა, გოგო (მ------ი) რუსთავში, ბავშვები დედამისს ყავდა წაყვანილი და ჩამოყავდა ხოლმე, ბოლოს 1995 წელს ჩამოიყვანა ბავშვები და დატოვა ბ-------–-. გ------ი სულ ბ-------–- ცხოვრობდა. მ------ი 1995 წლიდან ცხოვრობდა აქ. . . ”
36. მოწმე ჟ--–---- შ-----–--ემ (რომელიც მოპასუხე მხარის მოწმეა) აჩვენა, რომ ”გ-----–--- (გ------ი ბ----------ი, გ-------– ბ----------ის შვილი) გარდაცვალებამდე ბავშვები მამის ოჯახში ცხოვრობდნენ, მათ ზრდიდა მამა. გ------ი იქ დაიბადა, მ------ი რუსთავში. თუმცა ორივე ბავშვი იზრდებოდა ბებიასთან და ბაბუასთან. მე ვაწარმოებდი საკომლო წიგნებს, ყველა ოჯახში დავდიოდი ხშირად, ვამოწმებდი სულადობას და ა.შ. ამიტომ კარგად ვიცი ამ ოჯახის მდგომარეობაც. ვიცი, რომ ოჯახში ცხოვრობდნენ ბავშვები, მათი მამა, რძალიც აქ ცხოვრობდა ვიდრე ბავშვებს დატოვებდა და წავიდოდა. 1992 წლის მდგომარეობით, მ------ი ბ-------–- ცხოვრობდა. . . ”
37. საქმეზე შეკრებილი წერილობითი მტკიცებულებებით თუ მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ გ------ი და მ------ ბ----------ები არიან გ-------– ბ----------ის შვილიშვილები, კერძოდ: 2006 წლის 01 აპრილს გარდაცვლილი გ------ი ბ----------ის შვილები. გ------ი ბ----------ი დაიბადა 1990 წლის 09 იანვარს ქობულეთის რაიონში სოფ. ბ-------–-, ის რეგისტრირებულია იგივე მისამართზე. ხოლო მ------ ბ----------ი დაიბადა 1----–-–----------------- რუსთავში და რეგისტრირებულია ქობულეთში, სოფ. ბ-------–-. გ------ი და მ------ ბ----------ების მშობლებს შორის იყო დაძაბული ურთიერთობა, თუმცა მათი განქორწინების რეგისტრაცია არ მომხდარა. 1992-1993 წლებში გ------ი და მ------ი ცხოვრობდნენ ქობულეთში, სოფ. ბ-------–-. პერიოდულად დედას ბავშვები მიჰყავდა ქ. რუსთავში, თუმცა, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ისინი უკანვე ბრუნდებოდნენ.
38. მოსარჩელე მხარე თავისი სარჩელის დაკმაყოფილების, მოპასუხეების გ------ი და მ------ ბ----------ების თაობაზე არსებული სააქტო ჩანაწერის ბათილობისა და კომლიდან მათი ამოწერის საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეები 1993 წლისათვის არ ცხოვრობდნენ ქობულეთის რაიონის სოფელ ბ-------–-, ისინი იზრდებოდნენ დედასთან ქ.რუსთავში.
39. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ვერ დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, პირიქით საქმის მასალებითა და თავად მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა განმარტებებით დადგენილია, რომ გ------ი და მ------ ბ----------ები, მეუღლესთან უთანხმოების გამო მართალია პერიოდულად მიჰყავდა დედას ქ.რუსთავში თავის ოჯახში საცხოვრებლად, თუმცა ისინი ბებიისა და ბაბუის ოჯახშიც საცხოვრებლად დიდ დროს ატარებდნენ. კერძოდ უდავოა, რომ გ------ი ბ----------ი დაიბადა ჩაქვში და დაბადებიდან ცხოვრობდა ქობულეთის რაიონის სოფელ ბ-------–- მამასთან. მ------ ბ----------ს რაც შეეხება, მხარეთა განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებით დადგენილია, რომ მ------ ბ----------ი დაიბადა ქ. რუსთავში, თუმცა რამდენი თვის იყო, როცა დედამ ჩაიყვანა ის ბ-------–-, და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა იქ. ისიც დადგენილია, რომ ბავშვები პერიოდულად დედას მიყავდა ქ.რუსთავში, ხოლო 1995 წლიდან ისინი უწყვეტად ცხოვრობდნენ და იზრდებოდნენ სოფელ ბ-------–- მამასთან, ბებისთან და ბაბუასთან. სკოლაშიც აქ დადიოდნენ.
40. ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საკომლო მეურნეობა არის სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე, შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან სხვა ოჯახის წევრების საერთო საკუთრებას. მე-5 პუნქტის თანახმად, საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული. დასახელებული კანონით რეგულირებულია ახალი ინსტიტუტის – საკომლო მეურნეობის შექმნის და მისი ქონების განკარგვის წესი და იგი არ შეეხება საბჭოთა ეპოქაში საკოლმეურნეო წყობილების დროს შექმნილ კომლებს. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი მახასიათებელი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი (საუბარია კომლის სრულწლოვან წევრზე), ცხადია არასრულწლოვანი წევრების მიმართ კანონი ასეთ მკაცრ დათქმას (პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობას) - არ ითვალისწინებდა.
41. კომლის წევრთა იმ კატეგორიას, რომლებისთვისაც სავალდებულო არ იყო კოლმეურნეობის საზოგადოებრივ და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობა, მიეკუთვნებოდნენ არასრულწლოვანები, მოხუცები და შრომისუნარმოკლებულნი. ანუ მათ არ მოეთხოვებოდათ კომლის საქმიანობაში მონაწილეობა, უწყვეტად იქ ცხოვრება, თუმცა მაინც ინარჩუნებდნენ კომლის მიმართ დანარჩენ შრომისუნარიან წევრთა თანაბარ უფლებებს.
42. კომლის შემადგენლობა იზრდებოდა დაქორწინებით, შვილად აყვანით. ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები ითვლებოდნენ იმ კომლის წევრებად, რომლის წევრებიც მათი მშობლები იყვნენ. თუ მშობლები ერთად არ ცხოვრობდნენ, ბავშვები მშობლების შეთანხმებით რეგისტრირდებოდნენ რომელიმე მათგანის (დედის ან მამის) კომლის წევრებად. ბავშვები ითვლებოდნენ იმ კომლის წევრებად, რომლის წევრებიც იყვნენ მათი მშობლები. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას წყვეტდა სასამართლო.
43. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვები გ------ი და მ------ი დარეგისტრირებული იყვნენ იმ კომლის წევრებად, რომლის წევრიც იყო მათი მამა - გ------ი ბ----------ი, მშობლები პერიოდულად ცხოვრობდნენ ცალ - ცალკე, ბავშვები ძირითადად ცხოვრობდნენ მამასთან (სკოლაშიც აქ დადიოდნენ), პერიოდულად კი დედასთან ქ.რუსთავში, ეს კი (პერიოდულად დედასთან ცხოვრება) არ წყვეტდა ავტომატურად კომლის წევრობას სოფელ ბ-------–-.
44. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. მოქმედი რედაქცია) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს ეკუთვნოდათ თანასაკუთრების უფლებით. ხოლო იმავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც ეკუთვნოდათ თანაბარი წილი.
,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 22.09.1992 წლის ¹949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993 წლის 29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენდნენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.
45. დადგენილია, რომ მ------ და გ------ი ბ----------ები, რომლებიც 1993 წლისათვის იყვნენ 2 და 1 წლის, მამასთან ერთად ირიცხებოდნენ ბაბუის კომლის წევრებად ქობულეთის რაიონის სოფელ ბ-------–-, სადაც ცხოვრობდნენ კიდეც (თუნდაც პერიოდულობით), და მათ 1993 წლისათვის კანონშესაბამისად წარმოეშვათ თანასაკუთრების უფლება ამავე ქონებაზე, მდებარე ქობულეთის რაიონი სოფელი ბუკნარი.
46. საქმის მასალებით დაუდასტურებელია თუ რატომ უნდა გაბათილდეს გ------ი და მ------ ბ----------ების კომლის წევრად რეგისტრაცია თავისი თანმდევი შედეგებით იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდება, რომ ბავშვები 1993 წლისათვის მუდმივად (მშობელთა შორის მუდმივი უკმაყოფილების გამო) არ ცხოვრობდნენ სოფელ ბ-------–-, ისინი თავის დროზე კანონშესაბამისად იქნენ აღრიცხულნი იმ კომლის წევრებად რომლის წევრიც იყო მათი მამა - გ------ი ბ----------ი.
47. აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები გამორიცხავს მ------ ი-–-------–ისა და მ----- ბ----------ის სარჩელის დაკმაყოფილებას.
48. აპელანტთა მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა:
1. მ------ ი-–-------–ისა და მ----- ბ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება;
3. აპელანტთა მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-4-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ლაურა მიქავა