განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.02.2018
საქმის ნომერი
080310017002077323
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
21.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310017002077323 (№3/ბ-638-2017წ.)

განჩინება

საქართველოს სახელით

21 თებერვალი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა

პალატის მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი

სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე

აპელანტი (მოსარჩელე) - ს-----------ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - სსიპ ს--–---–------------------------------ო, სსიპ ს--–---–------------------------------ოს ი-------------------------------------–-------

დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება;

აპელანტის მოთხოვნა_ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

ს-----------ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის სსიპ ს--–---–------------------------------ოს და სსიპ ს--–---–------------------------------ოს ი-------------------------------------–-------ს მიმართ და მოითხოვა სსიპ ს--–---–------------------------------ოსა და სსიპ ს--–---–------------------------------ოს ი-------------–---–----------------------–------ისათვის სოლიდარულად ს-----------ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 4400 ლარის და მორალური ზიანის 6000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით იგი არის 84 წლის მარტოხელა პენსიონერი, პროფესორი, 59 წლის სამეცნიერო პედაგოგიური სტაჟით. 2010 წლიდან რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და იღებდა სოციალურ დახმარებას 30 ლარს. 2014 წლის 5 თებერვლიდან მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 55420 ერთეულით და ყოველთვიურმა სოციალურმა დახმარებამ შეადგინა 60 ლარი. ს--–---–------------------------------ოს 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეუწყდა რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში, აღნიშნულის მიზეზი კი აღმოჩდა ლეგალური შემოსავლის შეუტყობინებლობა ს--–---–------------------------------ოსათვის. ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრის წარდგენის შემდეგ 2016 წლის ივნისის თვიდან სოციალური დახმარება აღუდგა, მაგრამ მიუღებელი დარჩა განვლილი შვიდი თვის დახმარება, რაც მის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში და სარჩელი დაკმაყოფილდა. 2016 წლის აგვისტოს თვიდან კვლავ შეუწყვიტეს სოციალური დახმარება იმავე მიზეზით.

 

ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 110010 ერთეულით. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ანალოგიურ დავაზე უკვე არსებობდა სასამართლო პრაქტიკა და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ 2016 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეების მიუღებელი ფულადი სოციალური დახმარება ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა, თუმცა ახალი სარეიტინგო ქულის 60630 ერთეულის გათვალისწინებით 2017 წლიდან მიიღებდა 30 ლარის ოდენობით სოციალურ დახმარებას. ს-----------ემ კვლავ მიმართა სასამართლოს და მისი სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელე განმარტავს, რომ სოციალური სამსახური მას აყენებს აშკარა მორალურ და მატერიალურ ზიანს. სსიპ ს--–---–------------------------------ომ და ამავე სააგენტოს ი-------------–---–----------------------–------მა მიზანმიმართული განზრახი მოქმედებით არერთხელ დაარღვიეს მოსარჩელის კონსტიტუციით და საერთაშორისო ნორმებით საყოველთაოდ აღიარებული უფლებები. ზემოაღნიშნული მოქმედებების გამო ს--–---–------------------------------ო აიძულებდა მოსარჩელეს თითქმის ყოველ მეორე დღეს მისულიყო სააგენტოში ქუთაისსა თუ თბილისში დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, წარედგინა განცხადებები, მიეღო მათგან პასუხები, შეედგინა სარჩელები და გამოცხადებულიყო სასამართლო პროცესებზე. სასამართლოებში საქმეთა განხილვამ მიაყენა დიდი მორალური სტრესი. სასამართლო პროცესებისათვის მომზადებამ წაიღო ძალიან დიდი ენერგია, რაც ძნელად გადასატანია 84 წლის მეცნიერისათვის. 4 წლის განმავლობაში მუდმივი დავა და სასამართლო პროცესების წარმართვამ მას დაუზიანა ნერვიული სისტემა და ჯანმრთელობა. შეელახა საზოგადოებრივი იმიჯი. სოციალურმა სამსახურმა ფეხქვეშ გათელა მისი ღირსება, პატივი და უფლებები. მოსარჩელის მითითებით სოციალური დახმარების მიღების წყვეტამ შეადგინა ჯამში 30 თვე, რაც ყოველთვიური დახმარების ოდენობის - 60 ლარის გათვალისწინებით შეადგენს 1800 ლარს. ამასთან ფულადი დახმარების შეწყვეტის პერიოდში მან ვერ ისარგებლა უფასო სამედიცინო მედიკამენტებით და გაიღო ხარჯი 1600 ლარის ოდენობით. ასევე ამავე პერიოდში ვერ ისარგებლა უფასო მგზავრობით და გასწია ხარჯი 1000 ლარის ოდენობით. შესაბამისად მატერიალური ზიანი სულ შეადგენს 4400 ლარს.

 

მოპასუხის პოზიცია

 

სსიპ ს--–---–------------------------------ოს და ამავე სააგენტოს ი-------------–---–----------------------–------ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა ს-----------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს-----------ის სარჩელი მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

დადგენილია, რომ ს-----------ე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იყო 2010 წლის 17 ივნისიდან და მინიჭებული სარეიტინგო ქულის მიხედვით (50230) იღებდა საარსებო შემწეობას 1 წევრზე, თვეში 30 ლარის ოდენობით. ოჯახს სააგენტოს 2013 წლის 12 თებერვლის №-------- ბრძანების საფუძველზე შეუწყდა რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში. ხელახალი რეგისტრაციის მიზნით ს-----------ემ სააგენტოს მიმართა 2013 წლის 7 მარტს. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა განხორციელდა 2013 წლის 14 მარტს. მინიჭებული სარეიტინგო ქულამ შეადგინა 90860 ერთეული. ოჯახმა 2013 წლის 10 სექტემბერს კვლავ მიმართა ტერიტორიულ ერთეულს და შეავსო განმეორებითი განაცხადი, მიზეზით - სამუშაოს, ლეგალური შემოსავლის დაკარგვა. ოჯახი გადამოწმდა 2013 წლის 6 ოქტომბერს, მინიჭებულმა სარეიტინგო ქულამ შეადგინა 55420 ერთეული, რის შემდეგ მოიპოვა საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება 2014 წლის იანვრიდან, რომელსაც იღებდა 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით.

 

დადგენილია, რომ ს-----------ის ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრული იყო 50230 ერთეულით და 2012 წლის 1 აგვისტოდან 2013 წლის 1 იანვრის ჩათვლით იღებდა სოციალურ დახმარებას თვეში 30 ლარის ოდენობით.

 

დადგენილია, რომ ს-----------ის ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულა 2013 წლის 5 ნოემბერს განისაზღვრა 55420 ერთეულით და 2014 წლის 1 იანვარს მიიღო სოციალურ დახმარება 60 ლარის ოდენობით.

 

დადგენილია, რომ ს-----------ის ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრული იყო 55420 ერთეულით და 2014 წლის 1 აგვისტოდან 2015 წლის 1 იანვრის ჩათვლით იღებდა სოციალურ დახმარებას თვეში 60 ლარის ოდენობით.

 

დადგენილია, რომ ს-----------ის ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრული იყო 56070 ერთეულით და 2016 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 1 ივლისის ჩათვლით იღებდა სოციალურ დახმარებას თვეში 50 ლარის ოდენობით.

 

დადგენილია, რომ ს-----------ის ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრული იყო 60630 ერთეულით და 2017 წლის 1 იანვარს მიიღო სოციალურ დახმარება 30 ლარის ოდენობით.

 

დადგენილია, რომ ს-----------ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულა 2017 წლის 21 ივლისს განისაზღვრა 53350 ერთეულით.

 

დადგენილია, რომ ი-------------–---–---------------------------------–----რის 2015 წლის 19 ნოემბრის №----------- მიმართვით ს-----------ეს ეცნობა, რომ მის ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია სოციალური დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და აეკრძალა ერთი წლის განმავლობაში ხელახალი რეგისტრაციის მიზნით მიმართოს სააგენტოს. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზის ინფორმაცია, რომლის თანახმად ს-----------ემ მიიღო ლეგალური შემოსავალი და არ აცნობა სააგენტოს.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 13 იანვარს ი-------------–---–---------------------------------–----რის უფროსმა №--------- წერილით მიმართა ს--–---–------------------------------ოს დირექტორს და აცნობა, რომ სოციალური აგენტის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად ს-----------ე ა---–-------–--------–-–---------------------მა მიიწვია ლექტორად დროებითი სალექციო კურსის ჩასატარებლად, სადაც მიღებული ანაზღაურება არ არის რეგულარული, კერძოდ, 2015 წელს გაცემული ხელფასის ოდენობა შეადგენს - 5 ივნისში 504 ლარს, ხოლო სექტემბერში 384 ლარს. ანაზღაურება გაიცემა არა ყოველთვიურად, არამედ სალექციო კურსის დასრულების შემდეგ. შესაბამისად ს-------ისათვის წინასწარ უცნობია კურსის წარმართვისათვის მისაღები შემოსავლის ოდენობა. აღნიშნულის გამო, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავალი არ არის რეგულარული (წელიწადში 1 ან 2 შემთხვევა) ს-------ეს სააგენტოსათვის არ უცნობებია შემოსავლის შესახებ. ი-------------–---–---------------------------------–----რის უფროსმა №--------- წერილით ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტო №225/ნ ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ ს-------ის მიერ ადგილი არ ჰქონია სტაბილური შემოსავლის დამალვას, ითხოვა განხილული იქნას ს-----------ის ოჯახზე მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ცენტრალიზებულად განთავსებული ოქმის ბათილად ცნობის საკითხი.

 

დადგენილია, რომ ს--–---–------------------------------ოს 2016 წლის 30 მაისის №-------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ს-----------ის საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა სააგენტოს ი-------------–---–---------------------------------–----რის უფლებამოსილი პირის მიერ 2015 წლის 19 ნოემბერს შევსებული ოქმის ,,ოჯახის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ’’ ბათილად ცნობას და 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით მიუღებელი ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) ანაზღაურებას. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მითითება იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით ს-------ის მიერ 2015 წლის ივნისში მიუღებელი ხელფასი შეადგენს 504 ლარს (დაკავებული გადასახადი 100,8 ლარი), ხოლო ამავე წლის სექტემბრის თვეში 384 ლარს (დაკავებული გადასახადი 76,8 ლარი). სულ ხელზე მიღებული ხელფასის ოდენობა შეადგენს 710,4 ლარს, ოთხ თვეზე გაყოფით, თვეში მიღებულმა ხელფასის ოდენობამ შეადგინა 177,6 ლარი, რაც აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ 150 ლარს.

 

დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ს--–---–------------------------------ოს 2016 წლის 30 მაისის №-------- გადაწყვეტილება და სსიპ ს--–---–------------------------------ოს დაეკისრა ს-----------ის სასარგებლოდ მიუღებელი სოციალური დახმარების - 420 (ოთხას ოცი) ლარის ოდენობით ანაზღაურება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბერის განჩინებით სსიპ ს--–---–------------------------------ოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინებით სსიპ ს--–---–------------------------------ოს საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნას დაუშვებლად.

 

დადგენილია, რომ სსიპ ს--–---–------------------------------ოს ი-------------–---–---------------------------------–----რის უფროსის 2016 წლის 27 ოქტომბრის №------ ბრძანებით 2016 წლის 15 სექტემბერს შევსებულ ს-----------ის ოჯახის დეკლარაციის ,,C’’ და ,,B’’ ბლოკებში განხორციელდა კორექტირება, კერძოდ დადგინდა, რომ: ა) პირველ წევრზე ს-----------ეზე სპეციალური სტატუსისა და კატეგორიის ამსახველ ,,B4’’ პუნქტში პირველი გრაფის ნაცვლად მოინიშნოს მე-6 გრაფა; ბ) პირველ წევრზე ს-----------ეზე პირადი ფულადი შემოსავლის ამსახველ ,,C3’’ პუნქტის პირველ გრაფაში ,,403’’-ს ნაცვლად დაფიქსირდეს ,,0’’; გ) ,,C4’’ პუნქტში - რამდენი იყო ჯამური ფულადი შემოსავალები ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან გასულ 12 თვეში? სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავლის ამსახველ მე-7 გრაფაში ,,31.5’’-ს ნაცვლად დაფიქსირდეს ,,1567,5’’. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კორექტირება მონაცემთა ბაზაში და ს-----------ის ოჯახის სარეიტინგო ქულა 2016 წლის 10 ნოემბერს განისაზღვრა 60630 ერთეულით. აღნიშნულიდან გამომდინარე ს-----------ის ოჯახს 2016 წლის 21 ნოემბერს დაენიშნა საარსებო შემწეობა 30 ლარის ოდენობით, რომლის მიღების მოპოვების უფლება განისაზღვრა 2017 წლის იანვრიდან. სსიპ ს--–---–------------------------------ოს ი-------------–---–---------------------------------–----რის უფროსის 2016 წლის 27 ოქტომბრის №------ ბრძანების საფუძველზე განხორციელებული კორექტირების შესახებ ს-----------ეს ეცნობა 2016 წლის 28 ოქტომბრის №----------- მიმართვით.

 

დადგენილია, რომ ი-------------–---–---------------------------------–----რის უფროსის 2016 წლის 25 აგვისტოს №----------- წერილით ს-----------ეს ეცნობა, რომ მის ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, აღნიშნულის საფუძველი გახდა ს-----------ის მიერ ლეგალური შემოსავლის მიღების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა ს--–---–------------------------------ოში.

 

დადგენილია, რომ სსიპ ს--–---–------------------------------ოს 2016 წლის 12 დეკემბრის №-------- გადაწყვეტილებით ს-----------ის 2016 წლის 21 სექტემბრის და 2016 წლის 18 ოქტომბრის ადმინისტრაციული საჩივრები 2016 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ს-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ა) ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ს--–---–------------------------------ოს ი-------------–---–---------------------------------–----რის 2016 წლის 25 აგვისტოს №----------- გადაწყვეტილება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ს-----------ის ოჯახის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. გ) ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ს--–---–------------------------------ოს მიერ 2016 წლის 19 აგვისტოს ცენტრალიზებულად მიღებული გადაწყვეტილება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ს-----------ის ოჯახის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. დ) ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ს--–---–------------------------------ოს 2016 წლის 12 დეკემბრის №-------- გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ს-----------ეს უარი ეთქვა 2016 წლის 25 აგვისტოს №----------- გადაწყვეტილების და 2016 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და განაცდური სოციალური დახმარების ანაზღაურების თაობაზე; ე) სსიპ ს--–---–------------------------------ოს დაეკისრა ს-----------ის სასარგებლოდ მიუღებელი სოციალური დახმარება 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის 1 იანვრამდე ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით, საერთო ჯამში 150 (ასორმოცდაათი) ლარი; ვ) ს-----------ის სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვდა - ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ს--–---–------------------------------ოს ი-------------–---–---------------------------------–----რის 2016 წლის 27 ოქტომბრის №------ ბრძანება, არ დაკმაყოფილდა; ზ) ს-----------ის სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვდა - ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ს--–---–------------------------------ოს ი-------------–---–---------------------------------–----რის 2016 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა; თ) ს-----------ის სარჩელი იმ ნაწილში რომლითაც იგი ითხოვდა - დაევალოს სსიპ ს--–---–------------------------------ოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოხდინოს საქმის გამოკვლევა მტკიცებულებათა შესწავლა და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომლითაც დეკლარაციაში განხორციელდება კორექტირება, დაზუსტებული კორექტირებული დეკლარაციის საფუძველზე განისაზღვროს ს-----------ის ოჯახის სარეიტინგო ქულა და 2017 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიური სოციალური დახმარების სახით გასაცემელი განისაზღვროს 50 ლარის ოდენობით, არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებით სსიპ ს--–---–------------------------------ოს და სსიპ ს--–---–------------------------------ოს ი-------------–---–----------------------–------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება.

 

დადგენილია, რომ ი-------------–---–---------------------------------–----რის უფროსის 2017 წლის 24 ივლისის №----------- წერილით ს-----------ეს ეცნობა, რომ 2017 წლის 18 ივლისიდან მის ოჯახს შეუწყდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, აღნიშნულის საფუძველი გახდა ს-----------ის მიერ ლეგალური შემოსავლის მიღების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა ს--–---–------------------------------ოში.

 

დადგენილია, რომ სსიპ ს--–---–------------------------------ოს დირექტორის 2017 წლის 14 აგვისტოს №--------- ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი მისი მიღების დღიდან ს-----------ის ოჯახზე 2017 წლის 18 ივლისს ცენტრალიზებულად შეწყვეტილი რეგისტრაცია ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში’’ და ს-----------ის ოჯახს აღუდგა რეგისტრაცია 2017 წლის 21 ივნისს შევსებული ოჯახის დეკლარაციის შესაბამისად.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მატერიალური ზიანის ანაზღაურებას და უთითებს, რომ სოციალური დახმარების მიღების წყვეტამ შეადგინა ჯამში 30 თვე, რაც ყოველთვიური დახმარების ოდენობის - 60 ლარის გათვალისწინებით არის 1800 ლარი. ამასთან ფულადი დახმარების შეწყვეტის პერიოდში მან ვერ ისარგებლა უფასო სამედიცინო მედიკამენტებით და გაიღო ხარჯი 1600 ლარის ოდენობით. ასევე ამავე პერიოდში ვერ ისარგებლა უფასო მგზავრობით და გასწია ხარჯი 1000 ლარის ოდენობით. შესაბამისად მატერიალური ზიანი სულ შეადგენს 4400 ლარს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ს-----------ის მიერ საქმეში არ იყო წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ სსიპ ს--–---–------------------------------ოს და ამავე სააგენტოს ი-------------–---–----------------------–------ის ქმედებით მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე აღძრული სარჩელი წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედების განხორციელების თაობაზე აღძრულ მავალდებულებელ სარჩელს, ვინაიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეიძლება განხორციელდეს ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან, ხოლო სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებელობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, მითითებული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

დასახელებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ზიანი მხოლოდ მაშინ ანაზღაურდება, თუკი 1. სახელმწიფო მოსამსახურე მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ, 2. პირის მოქმედება იყო განზრახი ან გაუფრთხილებელი, 3. უშუალოდ ამ მართლსაწინააღმდეგო, განზრახმა ან გაუფრთხილებელმა მოქმედებამ ზიანი მიაყენა სხვა პირს, კერძოდ შელახა პირის ქონებრივი ან/და არაქონებრივი უფლებები ან/და კანონით დაცული ინტერესები; ამდენად ზიანის ასანაზღაურებლად აუცილებელია სამივე პირობის თანადროულობა, თანაარსებობა.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ქმედებასა (უმოქმედობას) და შედეგს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, მოხელის ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ მოქმედებაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგენას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მის თავიდან ასაცილებლად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს სსიპ ს--–---–------------------------------ოს და სსიპ ს--–---–------------------------------ოს ი-------------–---–----------------------–------ს სოლიდარულად დაეკისროთ ს-----------ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 4400 ლარის და მორალური ზიანის 6000 ლარის ანაზღაურება. როგორც ზემოთ აღინიშნა საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ სსიპ ს--–---–------------------------------ოს და ამავე სააგენტოს ი-------------–---–----------------------–------ის ქმედებით მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული მუხლი ადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების საკანონმდებლო ფარგლებს. ამგვარი ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ოდენობით. სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხევევაში, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

მითითებული ნორმა ზუსტად განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს, კერძოდ, არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება პირს იმ შემთხვევაში შეიძლება წარმოეშვას, როდესაც ხდება ამავე მუხლით დაცულ სიკეთეთა - პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელშეუხებლობის ხელყოფა. ნორმის სწორად შეფარდებისათვის გადამწყვეტია თანამდებობის პირის მიერ მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა (ასევე მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა) და დამდგარ ზიანს შორის მიზეზ-შედეგობრიობის პირდაპირი, უშუალო ჯაჭვის არსებობა: პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი ზიანის მიმყენებლის მოქმედებისა (უმოქმედობისა) და ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, ამიტომაცაა აუცილებელი კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება, კერძოდ: სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. მოსარჩელის მხოლოდ ზოგადი მითითება, რომ ს--–---–------------------------------ოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსათვის, ასევე ადმინისტრაციული საჩივრები და განცხადებები წარედგინა ადმინისტრაციულ ორგანოში, რამაც მიაყენა მორალურ ზიანს ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობით, მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია სამი ძირითადი კრიტერიუმის არსებობა, კერძოდ: 1) პირის პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები აშკარად არ უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილეს; 2) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ქონებრივ (მორალურ) ზიანს შორის; 3) სახეზე უნდა იყოს ხელმყოფი პირის ბრალი. სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის. მოსარჩელემ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ შეძლო იმ გარემოებების დასაბუთება და შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილ თანამდებობის პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შედეგად, მის რეპუტაციას, პატივს ან ღირსებას მიადგა ზიანი. შესაბამისად, საქმის მასალებით არ დასტურდება ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ფაქტობრივი წანამძღვრების არსებობა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის გაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივარი წარადგინა ს-----------ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, შემდეგი საფუძვლებით:

 

სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, სარჩელი არ ყოფილა წარდგენილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილობის თაობაზე, სასამართლომ კი სწორედ ეს საკითხი გახადა მსჯელობის საგნად, ასარწორ სამართლებრივ ჭრილში განიხილა სარჩელი. მაშინ როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედებებით გამოწვეული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. სასამართლო გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია ერთის მხრივ ფაქტობრივად მტკიცებულებებით ადასტურებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელებულია უკანონო ქმედებები, მაგრამ მიმითითებს, რომ ,,საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ზიანის მიყენების ფაქტი“. რა სახის მტკიცებულებების წარდგენას მოითხოვს სასამართლო მისთვის გაუგებარია, მაშინ როდესაც თავად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალაზრისით დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

 

აპელანტის განმარტებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ სსიპ ს--–---–------------------------------ომ და სსიპ ს--–---–--------------------------------ოს ი-------------–---–---------------------------------–----რმა ერთობლივად, თავიანთი უკანონო, მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით მიააყენეს მატერიალური და მორალური ზიანი, 2010 წლიდან დღემდე არაერთხელ შეუწყდა სოციალური დახმარება უკანონოდ, კერძოდ: 2013 წლის 12 თებერვალს შეუწყვიტეს დახმარება, აღუდგინეს 2014 წლის იანვრის თვიდან, წყვეტამ შეადგინა 12 თვე. 2015 წლის 19 ნოემბრიდან კვლავ შეუწყვიტეს დახმარება, აღუდგინეს 2016 წლის ივნისში, წყვეტამ შეადგინა 7 თვე. 2016 წლის აგვისტოდან კვლავ შეუწყვიტეს 2017 წლის იანვრამდე, წყვეტა 6 თვე. 2017 წლის აპრილის თვიდან კვლავ შეუწყვიტეს აღუდგინეს აგვისტოს ბოლოს, დახმარება მიიღო სექტემბრიდან, წყვეტა 5 თვე.

 

სასამართლო გადაწყვეტილებები ადასტურებენ აპელანტის მოთხოვნის კანონიერებას და მას დამატებითი მტკიცებულების წარდგენა კანონით არ ევალება.

 

აპელანტის განმარტებით აღნიშნულის შესახებ სასამართლოს არ უმსჯელია. ასევე სარჩელი განიხილა, როგორც ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე წარდგენილი სარჩელი რაც უკანონოა. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო გამოცხადებული მხარეების მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო დამტკიცებულად მიიჩნევს იმავე ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული ამ განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას და რომელთაც არსებითად არც სააპელაციო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ. პალატა თვლის, რომ დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. ამასთან, მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასაბუთებას და დამატებით აღნიშნავს შემდეგს: აპელანტის მტკიცებით სოციალური დახმარების მიღების წყვეტამ შეადგინა ჯამში 30 თვე, რაც ყოველთვიური დახმარების ოდენობის - 60 ლარის გათვალისწინებით არის 1800 ლარი. ამასთან ფულადი დახმარების შეწყვეტის პერიოდში მან ვერ ისარგებლა უფასო სამედიცინო მედიკამენტებით და გაიღო ხარჯი 1600 ლარის ოდენობით. ასევე ამავე პერიოდში ვერ ისარგებლა უფასო მგზავრობით და გასწია ხარჯი 1000 ლარის ოდენობით. შესაბამისად მატერიალური ზიანი სულ შეადგენს 4400 ლარს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს-----------ე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იყო 2010 წლის 17 ივნისიდან და მინიჭებული სარეიტინგო ქულის მიხედვით (50230) იღებდა საარსებო შემწეობას 1 წევრზე, თვეში 30 ლარის ოდენობით. ოჯახს სააგენტოს 2013 წლის 12 თებერვლის №-------- ბრძანების საფუძველზე შეუწყდა რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში. ხელახალი რეგისტრაციის მიზნით ს-----------ემ სააგენტოს მიმართა 2013 წლის 7 მარტს. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა განხორციელდა 2013 წლის 14 მარტს. მინიჭებული სარეიტინგო ქულამ შეადგინა 90860 ერთეული. ოჯახმა 2013 წლის 10 სექტემბერს კვლავ მიმართა ტერიტორიულ ერთეულს და შეავსო განმეორებითი განაცხადი, მიზეზით - სამუშაოს, ლეგალური შემოსავლის დაკარგვა. ოჯახი გადამოწმდა 2013 წლის 6 ოქტომბერს, მინიჭებულმა სარეიტინგო ქულამ შეადგინა 55420 ერთეული, რის შემდეგ მოიპოვა საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება 2014 წლის იანვრიდან, რომელსაც 10 იღებდა 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით.

 

დადგენილია, რომ ი-------------–---–---------------------------------–----რის 2015 წლის 19 ნოემბრის №----------- მიმართვით ს-----------ეს ეცნობა, რომ მის ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია სოციალური დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და აეკრძალა ერთი წლის განმავლობაში ხელახალი რეგისტრაციის მიზნით მიმართოს სააგენტოს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ს--–---–------------------------------ოს 2016 წლის 30 მაისის №-------- გადაწყვეტილება და სსიპ ს--–---–------------------------------ოს დაეკისრა ს-----------ის სასარგებლოდ მიუღებელი სოციალური დახმარების - 420 (ოთხას ოცი) ლარის ოდენობით ანაზღაურება. დადგენილია, რომ ი-------------–---–---------------------------------–----რის უფროსის 2016 წლის 25 აგვისტოს №----------- წერილით ს-----------ეს ეცნობა, რომ მის ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, აღნიშნულის საფუძველიც გახდა ს-----------ის მიერ ლეგალური შემოსავლის მიღების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა ს--–---–------------------------------ოში. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ს-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ს--–---–------------------------------ოს ი-------------–---–---------------------------------–----რის 2016 წლის 25 აგვისტოს №----------- გადაწყვეტილება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ს-----------ის ოჯახის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და სსიპ ს--–---–------------------------------ოს დაეკისრა ს-----------ის სასარგებლოდ მიუღებელი სოციალური დახმარება 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის 1 იანვრამდე ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით, საერთო ჯამში 150 (ასორმოცდაათი) ლარი. ამდენად საქმის მასალებით დასტურდება, რომ ს--–---–------------------------------ოს 2015 წლის და 2016 წლის გადაწყვეტილებები, რომლითაც ს-----------ის ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი და ს-----------ის სასარგებლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს დაეკისრა თანხის გადახდა, ხოლო აღნიშნულ პერიოდამდე არსებული სოციალური სააგენტოს გადაწყვეტილებები რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ს-----------ის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა და შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, რომ აღნიშული აქტები მიღებული არის კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რამაც მას მიაყენა მატერიალური ზიანი. რაც შეეხება რეგისტრაციის შეწყვეტის პერიოდში შეძენილი სამედიცინო მედიკამენტების და ტრანსპორტის ხარჯებს, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც გარდა იმისა, რომ დადასტურდება ასეთი ხარჯების გაწევის ფაქტი, ამასთან დადასტურდებოდა, რომ იმ შემთხვევაში თუ იგი იქნებოდა რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მას არ მოუწევდა ზემოდასახელებული ხარჯების გაწევა.

 

რაც შეეხება მორალურ ზიანს სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე (აპელანტი) მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს (სოციალური სამსახურის) უკანონოქმედებებს, რამაც მიაყენა უდიდესი ნერვული სტრესი, შეურყია ჯანმრთელობა, შეულახა პატივი და ღირსება, ასევე მუდმივმა სასამართლო დავებმა შეულახა საზოგადოებრივი იმიჯი.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით, აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული მუხლი ადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების საკანონმდებლო ფარგლებს. ამგვარი ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ოდენობით. სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხევევაში, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

სამოქალაქო კანონმდებლობით, მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია სამი ძირითადი კრიტერიუმის არსებობა, კერძოდ: 1) პირის პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები აშკარად არ უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილეს; 2) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ქონებრივ (მორალურ) ზიანს შორის; 3) სახეზე უნდა იყოს ხელმყოფი პირის ბრალი. სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის. პალატის მოსაზრებით აღნიშნულ საქმეში არ არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივი საფუძვლები, ანუ არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. პალატას მიაჩნია, რომ დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი საერთოდ თავისუფლდება მის მიერვე მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს-----------ის მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ სსიპ ს--–---–------------------------------ოს და ამავე სააგენტოს ი-------------–---–----------------------–------ის ქმედებით მოსარჩელეს მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს;შესაბამისად, არარსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტის და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის,,მ1“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ს-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3.აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).

 

მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი