განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.01.2018
საქმის ნომერი
820310016001381076
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
30.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310016001381076 (3/ბ-366-2017)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 იანვარი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)

გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ს-------- ჭ----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

მესამე პირები - შპს ,, ა--------------2---“, ა--–-- ჭ----ე, რ----- დ-------ე, მ------ ბ-----ე

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება;

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2016 წლის 01 ივნისს ს-------- ჭ----ემ სარჩელი შეიტანა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, და ამავე სასამართლოს 2016 წლის 01 დეკემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს ,,ა--------------2---, რ----- დ-------ე, მ------ ბ-----ე, ა--–-- ჭ----ე, ჯ------- ზ-------ე.

 

2016 წლის 20 ოქტომბერს ს-------- ჭ----ემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა:

 

- გაუქმდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის „შპს ა------------- - 2---” ის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ა------–---–ი, მ-------ი, მ---------ი კ-------ი) მიმდინარე ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის 1---------ოს N- საოქმო გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ 57-ე პუნქტი, სადაც მითითებულია ს-------- ჭ----ე 4 499 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის მოსარგებლედ და ფაქტობრივ მფლობელად, ნაცვლად აღნიშნულისა მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომელშიც ს-------- ჭ----ე მიეთითება 22012 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მოსარგებლედ და ფაქტობრივ მფლობელად. ასევე გაუქმდეს კომისიის 2016 წლის 1--------–ს N- საოქმო გადაწყვეტილება ნაწილობრივ, კერძოდ იმ ნაწილში, რომლითაც ს-------- ჭ----ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე - გასაჩივრებულ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ს-------- ჭ----ე ცნობილი იქნას დარჩენილი 17 513 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მოსარგებლედ, ხოლო 4 499 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მოსარგებლდ ცნობის ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

- გაუქმდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის „შპს ა------------- - 2---" ის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ა------–---–ი, მ-------ი, მ---------ი კ-------ი) მიმდინარე ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის 1---------ოს N- საოქმო გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ა--–-- ჭ----ეს, რ----- დ-------ეს და მ------ ბ-----ეს დაუდგინდათ მიწის ნაკვეთის მოსარგებლეობა იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ზედდებაში მოდის ს-------- ჭ----ის წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზთან, კერძოდ, ა--–-- ჭ----ის ნაკვეთზე (N5--) მთლიანად, მ------ ბ-----ის ნაკვეთზე (N2--) მთლიანად, რ----- დ-------ის (პ/ნ 6----------) ნაკვეთზე (N--) 1597 კვ.მ.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 0----.2015 წლის N 0-------- ბრძანებით შეიქმნა შპს „ა------------- 2---“ მიერ ხელვაჩაურის სოფლებში მიმდინარე ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების დამდგენი კომისია, რომელსაც დაევალა შეესწავლა და გამოევლინა ზემოხსენებული მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების ვინაობა და მათ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობები. კომისიის N- ოქმით დამტკიცდა კომისიის მიერ მოძიებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ს-------- ჭ----ე ფაქტობრივად ფლობდა 4 499 კვ.მ მიწის ნაკვეთს. კომისიის N- ოქმში 57-ე პუნქტში აღნიშნულია, რომ „განხილული იქნა მოქალაქე ს-------- ჭ----ის მიერ წარმოდგენილი მიწისა ნაკვეთის საკადასტრო N--, ფართობი 4 499 კვ.მ. კომისიის ადგილზე გასვლის და დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მართლაც აღნიშნული ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ჰქონდა სარგებლობაში ს-------- ჭ----ეს, შემდეგ კი სსიპ ,,--------------------–-----–----–-------------იის" სპეციალისტების დახმარებით დადგინდა ნაკვეთის ადგილმდებარეობა, საზღვრები და ფართობი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ყოველი პუნქტი ზემოაღნიშნულ ოქმში შაბლონური ტექსტითაა მომზადებული, რეალურად ს-------- ჭ----ეს არც რაიმე განცხადებით მიუმართავს კომისიისთვის და არც რაიმე აზომვითი ნახაზი წარუდგენია. კომისიის მუშაობის შესახებ ს-------- ჭ----ისათვის ცნობილი გახდა კომისიის მიმართვით. ს-------- ჭ----ემ, მას შემდეგ რაც შეიტყო კომისიის მუშაობის შესახებ, მიმართა მათ განცხადებითა და თანდართული მასალებით, რომლითაც უტყუარად დასტურდებოდა 220 112 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მისი ფაქტობრივი სარგებლობის ფაქტი. კომისიამ, ისე რომ არც კი მიუწვევია ს-------- ჭ----ე სხდომაზე, ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და უარი თქვა ს-------- ჭ----ის განცხადების განხილვაზე და მისცა მას შესაძლებლობა 20 დღის ვადაში წარედგინა 4 499 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის მიერ გაკეთებული აზომვითი ნახაზი, რასაც დაურთავდა ადმინისტრაციული წარმოების მასალებს.

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი 1992 წლიდან სარგებლობდა 220 112 კვ.მ. მიწის ნაკვეთით, საიდანაც სახნავ - სათესი ფართობი იყო 6 470 კვ. მეტრი, ნაკვეთი მთლიანად ჰქონდა შემოღობილი, იგი მას საკუთრებაშიც ჰქონდა რეგისტრირებული და ვაუჩერებიც გადაეცა. ამ ნაკვეთთან სხვა პირებს არავითარი შემხებლობა არ ჰქონიათ. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კომისიამ, რომლის ერთ-ერთი წევრი ა--–-- ჭ----ეც იყო, ყოველგვარი გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების გარეშე მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და ამ საფუძვლით ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ა--–-- ჭ----ის, რ----- დ-------ისა და მ------ ბ-----ის წარმომადგენლებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

შპს ,, ა--------------2---“-ის წარმომადგენელმა რაიონულ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთების ფაქტობრივ მოსარგებლედ დადგენის საკითხზე კონკრეტული პოზიცია არ აქვთ. აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას, მაგრამ მათ გამოიჩინეს კეთილი ნება და სახელმწიფოსთან შეთანხმებით, კომისიის დადგენილების საფუძველზე გასცემენ კომპენსაციას. გარკვეული ნაწილი კომპენსაციებისა გაცემული აქვთ, ისინი კომპენსაციას გასცემენ იმ პირებზე, რომელთა ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობას მიწაზე დაადგენს კომისია ან სასამართლო.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ს-------- ჭ----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც რ----- დ-------ეს (პ/ნ 6----------), მ------ ბ-----ეს (პ/ნ 6----------), ა--–-- ჭ----ეს (პ/ნ. 6----------), ჯ------- ზ-------ეს (პ/ნ. 6----------) და რ----- დ-------ეს (პ/ნ. 6----------) აეკრძალათ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყეტილების მიღებამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შპს ,,ა------------- 2---“ მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობისათვის განკუთნილი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით შექმნილი კომისიის“ N- საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე კომპენსაციის მიღება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 0--------ს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მიღებული იქნა N0-------- ბრძანება შპს ,,ა------------- 2---“ მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ა------–---–ი, მ-------ი, მ---------ი, კ-------ი) მიმდინარე ჰიდრელექტრო სადგურის მშენებლობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ. კომისის შემადგენლობაში მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელი პირების გარდა შედიოდნენ გამგებლის წარმომადგენლები და იმ სოფლების მცხოვრებნი, სადაც ხდებოდა სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების ოდენობისა და ფაქტობრივი მოსარგებლეების ვინაობის დადგენა.

 

კომისიის 2015 წლის 1---------ოს N- საოქმო გადაწყვეტილებით ს-------- ჭ----ე ცნობილი იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------ში მდებარე 4 499 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მფლობელად, ა--–-- ჭ----ე ცნობილი იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------ში მდებარე 12 713 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მფლობელად, რ----- დ-------ე ცნობილი იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------ში მდებარე 9901 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მფლობელად (საკადასტრო ნახაზი N--), მ------ ბ-----ე ცნობილი იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------ში მდებარე 439 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მფლობელად (საკადასტრო ნახაზი N2--).

 

2016 წლის 1------------–ს ს-------- ჭ----ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა ფაქტობრივ მოსარგებლედ ცნობა სოფ. მ-------ში მდებარე 22 012 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე. ს-------- ჭ----ემ გამგეობაში წარადგინა აზომვითი ნახაზები, სანოტარო წესით დამოწმებული მოწმეთა ჩვენებები, საარქივო ამონაწერი.

 

კომისიის 2016 წლის 1--------–ის N- საოქმო გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ს-------- ჭ----ის მოთხოვნა 22 012 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მოსარგებლედ ცნობის შესახებ და მიეთითა, რომ 20 დღის ვადაში წარედგინა 4 499 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე სსიპ ,,ტექნიკური და სამსენებლო ლაბორატორიის“ მიერ დამზადებული აზომვითი ნახაზი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლოს აღნიშვნით, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ის, რომ შპს ,,ა-------------ი-2----ის“ მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ა------–---–ი, მ-------ი, მ---------ი კ-------ი) მიმდინარე ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის 1---------ოს N- საოქმო გადაწყვეტილებით კომისიამ ა--–-- ჭ----ე, რ----- დ-------ე და მ------ ბ-----ე სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე, უკანონოდ ცნო მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ 22 012 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილზე ფაქტობრივ მოსარგებლეებად.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა ის ფაქტი, კომისიის 2015 წ. 1---------ოს N- საოქმო გადაწყვეტილების მიღებისას სადავო მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მფლობელებს წარმოადგენდნენ თუ არა საქმეში ჩაბმული მესამე პირები. გამგეობის მიერ შექმნილმა კომისიამ სსიპ ,,--------------------–-----–----–-------------იას“ სპეციალისტებთან ერთად, მათ მიერ წარმოდგენილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ა------–---–ი, მ-------ი, მ---------ი კ-------ი) მიმდინარე ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების ამსახველი საერთო სიტუაციური რუკის მიხედვით ჩაატარა საველე სამუშაოები, განხორციელდა თითოეული მიწის ნაკვეთის ვიზუალური დათვალიერება და საზღვრების კორექტირება, მოსახლეობასთან გასაუბრების გზით განხორციელდა ინფორმაციის მოძიება ფაქტობრივ მოსარგებლეებზე და ამ გზით დადგინდა ფაქტობრივ მოსარგებლეთა ვინაობა. სწორედ ამ ღონისძიებათა განსახორციელებლად შეიქმნა კომისია, რომელმაც სრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - შპს ,,ა-------------ი - 2----ის“ მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ა------–---–ი, მ-------ი, მ---------ი, კ-------ი) მიმდინარე ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობისთვის განკუთნილი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის 1---------ოს N- და 2016 წლის 1--------–ს N- საოქმო გადაწყვეტილებები კანონის შესაბამისობით იყო მიღებული და ამ აქტებით მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესს ზიანი არ მიდგომია. შესაბამისად მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს-------- ჭ----ემ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, კომისიის საოქმო გადაწყვეტილებები უკანონოა, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე მათი ბათილად ცნობის საფუძველია. რაიონულმა სასამართლომ კი გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, ისე რომ მხედველობაში არ მიიღო კანონის უხეში დარღვევები, რასაც ადგილი ჰქონდა კომისიის მიერ საოქმო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ კომისიამ ს-------- ჭ----ის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მისი განცხადების გარეშე, გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხსენებულ კომისიას არავითარი კონტაქტი ს-------- ჭ----ესთან არ ჰქონია, არ ჩაუტარებია არანაირი კვლევა იმასთან დაკავშირებით თუ რა ფართობს სარგებლობდა ს-------- ჭ----ე. სასამართლო პროცესზე კომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იხელმძღვანელეს მეზობლების მიერ მიცემულ განმარტებებით, რომლებმაც როგორც შემდგომში გაირკვა, მიზანმიმართულად, წინასწარი შეთანხმებით, გადაწყვიტეს მიეთვისებინათ ს-------- ჭ----ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები. ერთერთი მათგანი, საქმეში მონაწილე ა--–-- ჭ----ე, კომისიის წევრი იყო. მას შემდეგ რაც მოსარჩელემ სადაო გახადა კომისიის მიერ ჩატარებული ე.წ. სამუშაოები, მხარემ წარმოადგინა მეზობლების მიერ ჩატარებული კრების ოქმი, სადაც წარმოდგენილი იყო უკანონო გარიგების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება მიწების გადანაწილების შესახებ. კომისიამ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, რომ ნამდვილად იხელმძღვანელა ხსენებული დოკუმენტით და ასახა იგი თავის საბოლოო საოქმო გადაწყვეტილებაში. აღნიშნულმა დოკუმენტმა და მის შესახებ გამოთქმულმა განმარტებებმა კიდევ უფრო გაამყარა აპელანტი მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიამ არასწორად დაადგინა ს-------- ჭ----ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი, რომელიც დაეყრდნო არა ობიექტურ და სრულყოფილ გამოკვლევას, არამედ გარკვეული პირების მიერ ორგანიზებულ უკანონო შეთანხმებას, რომელიც პირადი ურთიერთობებისა და გარკვეული უკანონო დაპირებების ფონზე აისახა ოქმში.

 

აპელანტის განმარტებით, მესამე პირებმა ა--–-- ჭ----ემ, რ----- დ-------ემ და მ------ ბ-----ემ თავიანთ ახსნა-განამარტებებში არაერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არ სარგებლობდნენ სადავო მიწის ნაკვეთით წლების განმავლობაში. მათი პრეტენზია გამომდინარეობდა იქედან რომ ათეული წლის წინათ მათი წინაპრების მფლობელობაში იყო ეს მიწები და გამომდინარე აქედან მათაც ეკუთვნოდათ კომპენსაცია. ისინი ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ს-------- ჭ----ე ნამდვილად სარგებლობდა ამ მიწებით. ზემოაღნიშნული საკმარისი იყო სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რადგან მათი ეს განმარტება, ფაქტიურად სარჩელის აღიარების ტოლფასი იყო. სასამართლომ არასწორად გაიგო დავის არსი, რადგან დავის ფარგლებში დასადგენი იყო კომისიის მიერ დადგინდა თუ არა კონკრეტულ მომენტში მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეები და არა ის ფაქტი, თუ ვის ჰქონდა ამ მიწებზე პრეტენზიის გაცხადების უფლება, რაც აბსოლუტურად სხვა საკითხია და ის არ წარმოადგენდა კვლევის ობიექტს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

სააპელაციო პალატა დამატებით მიუთითებს შემდეგს:

 

2012 წლის 18 მაისს ს-------- ჭ----ემ მიმართა ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს და ხელვაჩაუირის რაიონის სოფელ მ-------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. N8------------07 (07.06.2012წ) რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა და 601.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 31.65 კვ.მ. შენობა-ნაგებობით სამკვიდრო მოწმობის (1---------წ. ნოტარიუსი თ.ჩ----) საფუძველზე დარეგისტრირდა ს-------- ჭ----ის საკუთრებად (ს.კ. 2-----------).

 

2012 წლის 07 სექტემბერს ს-------- ჭ----ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ა------–---–ში მდებარე მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. N8-------------03 (09.09.2012წ) რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს-------- ჭ----ის განცხადება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 631.00 კვ.მ. მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ა------–---–ში საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე დარეგისტრირდა ს-------- ჭ----ის საკუთრებად (ს.კ. 2-----------).

 

2012 წლის 07 სექტემბერს შპს ,,ც-----------------ამ“ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს (დაინტერესებული პირი ს-------- ჭ----ე) და მოითხოვა სოფელ ა------–---–ში მდებარე მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. N8------------03 (09.09.2012წ) რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა და 7 462.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ხელვაჩაურის სოფელ ა------–---–ში დარეგისტრირდა ს-------- ჭ----ის საკუთრებად, საკომლო წიგნისა და პირადი განცხადების საფუძველზე (ს/კ. 2-----------).

 

2012 წლის 07 სექტემბერს ს-------- ჭ----ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს და სოფელ ა------–---–ში მდებარე მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა, რაც N8----------- (09.09.2012წ.) გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და 6 316.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ხელვაჩაურის სოფელ ა------–---–ში, დარეგისტრირდა ს-------- ჭ----ის საკუთრებად (ს.კ. 2-----------).

 

07.09.2012წ. ს-------- ჭ----ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს და სოფელ ა------–---–ში მდებარე მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა, რაც N8----------8-03 (09.09.2012წ) გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 675.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე სოფელ ა------–---–ში დარეგისტრირდა ს-------- ჭ----ის საკუთრებად (ს.კ. 2-----------).

 

07.11. 2013წ. ს-------- ჭ----ემ მიმართა ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის სოფელ მ-------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, რაც რეგისტრაციის შესახებ N 8------------03 (13.11.2013) გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და 1804.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 213.90 კვ.მ შენობა-ნაგებობა დარეგისტრირდა ს-------- ჭ----ის საკუთრებად (ს.კ 2-----------) რეგისტრაციის საფუძველი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N1398, 01.11.2013წ. საკუთრების უფლების მოწმობა.

 

2013 წლის 30 აგვისტოს ს-------- ჭ----ემ განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს (განცხადება N8-----------) და სოფელ ა------–---–ში მდებარე მიწაზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების გაუქმება მოითხოვა. N8----------- (06.09.2013წ) გადაწყვეტილებით რეგისტრაცია გაუქმდა N2----------- საკადასტო კოდზე. მისივე მოთხოვნით, N8------------06 (06.09.2013წ) გადაწყვეტილებით რეგისტრაცია გაუქმდა N2----------- საკადასტო კოდით რეგისტრირებულ 631.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. N8------------06 (06.09.2013წ) გადაწყვეტილებით რეგისტრაცია გაუქმებულია N2----------- საკადასტო კოდით რეგისტრირებულ 675.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. N8----------6-06 (06.09.2013წ) გადაწყვეტილებით რეგისტრაცია გაუქმებულია N2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 6 316.00 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.

 

2015 წლის 0--------ს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მიღებული იქნა N0-------- ბრძანება შპს ,,ა------------- 2----ის“ მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ა------–---–ი, მ-------ი, მ---------ი, კ-------ი) მიმდინარე ჰიდრელექტრო სადგურის მშენებლობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ. კომისის შემადგენლობაში მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელი პირების გარდა შევიდნენ გამგებლის წარმომდგენლები და იმ სოფლების მცხოვრებნი, სადაც ხდებოდა სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების ოდენობისა და ფაქტობრივი მოსარგებლეების ვინაობის დადგენა (ს.ფ. 42-43).

 

კომისიის 2015 წლის 1---------ოს N- საოქმო გადაწყვეტილებით ს-------- ჭ----ე ცნობილი იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------ში მდებარე 4 499 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მფლობელად, ა--–-- ჭ----ე ცნობილი იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------ში მდებარე 12 713 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მფლობელად, რ----- დ-------ე ცნობილი იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------ში მდებარე 9901 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მფლობელად (საკადასტრო ნახაზი N--), მ------ ბ-----ე ცნობილი იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------ში მდებარე 439 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მფლობელად (საკადასტრო ნახაზი N2--) (ს.ფ. 37-41, ტ.1).

 

2016 წლის 1------------–ს ს-------- ჭ----ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა ფაქტობრივ მოსარგებლედ ცნობა სოფ. მ-------ში მდებარე 22 012 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. განცხადებას დაურთო აზომვითი ნახაზები, სანოტარო წესით დამოწმებული მოწმეთა ჩვენებები და საარქივო ამონაწერი.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 2-----------–ის N0----- წერილით ს-------- ჭ----ეს ეცნობა, რომ კომისიის 2015 წლის 1---------ოს N- სხდომის ოქმის შესაბამისად, 2016 წლის 01 მარტამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უნდა წამოედგინა სსიპ ,,ტ--------------–-----–----–-----------რიის“ მიერ დამზადებული მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც კომისიამ დაადგინა ს-------- ჭ----ის ფაქტობრივი სარგებლობა (ს.ფ. 44).

 

კომისიის 2016 წლის 1--------–ის N- საოქმო გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ს-------- ჭ----ეს განცხადებით მოთხოვნილ საკითხებზე და მიეცა 20 დღის ვადა 4 499 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სსიპ ,,--------------------–-----–----–-------------იის“ მიერ დამზადებული აზომვითი ნახაზის წარსადგენად (ს.ფ. 35-36).

 

სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის უფროსის ი-----–ი ლ-----–---–ის 0----.2016 წლის N1------- მომართვით ირკვევა, რომ ს-------- ჭ----ის წარდგენილი ელ.ვერსიით მომზადებული საკადასტო ნახაზი ზადდებაშია ა--–-- ჭ----ის ნაკვეთზე (N5--) - მთლიანად, ჯ------- ზ-------ის ნაკვეთზე (N--) 231 კვ.მ., მ------ ბ-----ის ნაკვეთზე (N2--) - მთლიანად, რ----- დ-------ის ნაკვეთზე (N1--) 375 კვ.მ, რ----- დ-------ის ნაკვეთზე (N--) 1597 კვ.მ.-ით (ს.ფ. 83, ტ.1).

 

აპელანტის (მოსარჩელის) მტკიცებით, მას ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგელობაში გააჩნდა 22 012 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც მოიცვა სახელმწიფოს მიერ შპს “ა------------- 2----ისათვის“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისათვის გადაცემულმა ფართობმა.

 

დადგენილია, რომ ხსენებული კომპანია (შპს “ა------------- 2---“) ახორციელებს მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მფლობელების/მოსარგებლეებისათვის საკომპენსაციო თანხების გადახდას მას შემდეგ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობა (გამგეობასთან შექმნილი კომისია) დაადგენს მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მფლობელს./მოსარგებლესა და დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართობს. ამდენად, კომისიის მიერ კონკრეტული ფაქტის დადგენას უკავშირდება შპს “ა------------- 2----ის“ მიერ საკომპენსაციო თანხების გაცემა. შესაბამიად, ს-------- ჭ----ე, რომელიც თავს 22 012 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოსარგებლედ მიიჩნევს, უფლებამოსილი იყო გაესაჩივრებინა კომისიის გადაწყვეტილება, რომლემაც ის მხოლოდ 4 499 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მოსარგებლედ აღიარა, ხოლო მის ინტერესში შემავალი დანარჩენი მიწის ფართობის მოსარგებლეებად სცნო რ----- დ-------ე, მ------ ბ-----ე, ა--–-- ჭ----ე, ჯ------- ზ-------ე. თუმცა ს-------- ჭ----ის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მან სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს, რომ ფლობდა და სარგებლობდა 22 012 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. ს-------- ჭ----ე არ უარყოფს და რ----- დ-------ე, მ------ ბ-----ე, ა--–-- ჭ----ე, ჯ------- ზ-------ე ადასტურებენ, რომ მიწის ნაკვეთები მათი წინაპრების მფლობელობაში იყო, თუმცა იმის გამო, რომ ისინი სისტემატურად ვერ ამუშავებდნენ აღნიშნულ ფართობს, უფლებას აძლევდნენ ს-------- ჭ----ეს ესარგებლა სადავო ტერიტორიით და დაემუშავებინა მიწის ნაკვეთები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. 155-ე მუხლის პირველი ნაწილით, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან. მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი. 155-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად. 156-? ?????? ???????????, მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. 157-ე მუხლის თანახმად, კი მფლობელობა მემკვიდრეებზე გადადის იმავე სახით, რა სახითაც არსებობდა იგი მამკვიდრებელთან (სამკვიდროს დამტოვებელთან).

 

მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ა------–---–ი, მ-------ი, მ---------ი კ-------ი) მიმდინარე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის 1---------ოს N- საოქმო გადაწყვეტილებით კომისიამ ა--–-- ჭ----ე, რ----- დ-------ე და მ------ ბ-----ე უკანონოდ სცნო 22 012 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილზე ფაქტობრივ მოსარგებლეებად.

 

მოსარჩელე მხარის ეს მტკიცება მართებულად არ იქნა გაზიარებული რაიონული სასამართლოს მიერ, რამდენადაც მხარის პოზიცია საკმარის მტკიცებულებებით არ არის გამყარებული.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში, გამგეობის მიერ შექმნილმა კომისიამ სსიპ ,,--------------------–-----–----–-------------იას“ სპეციალისტების ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ა------–---–ი, მ-------ი, მ---------ი კ-------ი) მიმდინარე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთების ამსახველი საერთო სიტუაციური რუკის მიხედვით ჩაატარა საველე სამუშაოები, განახორციელა თითოეული მიწის ნაკვეთის ვიზუალური დათვალიერება, მოსახლეობასთან გასაუბრება ფაქტობრივ მოსარგებლეებზე ინფორმაციის მოსაპოვებლად და ამ გზით დაადგინა ფაქტობრივ მოსარგებლეთა ვინაობა. ამ ღონისძიებათა განსახორციელებლად შეიქმნა აღნიშნული კომისია, რომელმაც სრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ა------–---–ი, მ-------ი, მ---------ი, კ-------ი) მიმდინარე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის განკუთნილი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შექმნილი კომისიის 2015 წლის 1---------ოს N- საოქმო გადაწყვეტილება და ამავე კომისიის 2016 წლის 1--------–ს N- საოქმო გადაწყვეტილება კანონის შესაბამისობით არის მიღებული და ამ აქტებით მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის ზიანის მიყენებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონული სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

აპელანტ ს-------- ჭ----ეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი, - უკან არ დაუბრუნდება სააპელაციო საჩივრის უარყოფის გამო, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ს-------- ჭ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი

გოჩა აბუსერიძე

მურთაზ მეშველიანი