განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.02.2018
საქმის ნომერი
330210015001030070
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015001030070

საქმე №2ბ/982-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 თებერვალი, 2018 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები - ეკატერინე ცისკარიძე, ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი – ნატო მახარაშვილი

 

აპელანტი - ს----------–-----------–-----------------

წარმომადგენელი - ი--------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ლ---------------–--’’

წარმომადგენელი - მ-------------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საფასურის გადახდა

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. შპს ,,ლ---------------–--მ’’ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ს----------–-----------–-----------------სათვის შპს ,,ლ---------------–--ს” სასარგებლოდ - 74 554 ლარის დაკისრება; მოსარჩელის განმარტებით, 2010-2011 წლებში შპს „ლ---------------–--მ“ ს----------–-----------–-----------------ს მიაწოდა სხვადასხვა სახის კომპიუტერული ტექნიკა და საოფისე საქონელი. თ-----–-ის ს----------ოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე საქონლის მიწოდებაზე ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთაც ხელს აწერდნენ ს----------ოს სხვადასხვა წარმომადგენლები. 2012 წლის 27 და 28 დეკემბერს ს----------ომ გადმორიცხა მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ნაწილი და გადასახდელი დარჩა 74 554 ლარი, რომელიც უნდა დაეკისროს შპს „-–-- დ----------–იის“ სასარგებლოდ.

 

2. მოპასუხემ, ს----------–-----------–-----------------მ, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი ხანდაზმულია. 2012 წლის დეკემბრის თვეში თ-----–-ის ს----------ოს მიერ განხორციელებული გადახდები განხორციელდა მხარეებს შორის წერილობითი ფორმით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე და არანაირი კავშირი არა აქვთ მიღება-ჩაბარების აქტებით გათვალისწინებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებასთან. თ-----–-ის ს----------ოს შპს „-–-- დ----------–იის“ წინაშე კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა ვალდებულებები შესრულებული აქვს და მიღება- ჩაბარების აქტებში მითითებული პროდუქციის მიწოდებასთან და 74 554 ლარის დავალიანებასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:

 

3.1. შპს ,--–-- დ----------–იამ” ს----------–---------დაცვის ს----------ოს 2010-2011 წელს ზეპირი ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიაწოდა 74 554 ლარის პროდუქცია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლითაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ს----------–---------დაცვის ს----------ოს სხვადასხვა თანამშრომლების და შპს „-–-- დ----------–იის“ წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც ადასტურებენ ს----------–-----------–-----------------ს მიერ მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული პროდუქციის მიღების ფაქტს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ასევე დადასტურებული იქნა მოწმის სახით სასამართლო სხდომაზე დაკითხული მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელმომწერი პირების მიერ. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე კონკრეტული მტკიცებულებებით (მიღება-ჩაბარების აქტები და მოწმეების ჩვენებები) ადასტურებს მოპასუხისათვის პროდუქციის მიწოდების ფაქტს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება. ამდენად მოპასუხის აპელირება მას არ მიუღია მიღება- ჩაბარების აქტებით გათვალისწინებული პროდუქცია უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული სასამართლოს მიერ.

 

3.2. სასარჩელომ მიიჩნია რომ მოთხოვნა არ არის ხანდაზმული. სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. 129-ე მუხლის საფუძველზე სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. 130-ე მუხლიდან გამომდინარე ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კანონი სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენის დაწყებას უკავშირებს სუბიექტურ ფაქტორს, ანუ მომენტს, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. თუკი მხარეებმა ხელშეკრულების შესრულების ვადა განსაზღვრეს, ხანდაზმულობის ვადის ათვლა სწორედ ამ მომენტიდან უნდა დაიწყოს. მხარეებს შორის არ იყო განსაზღვრული 2010-2011 წლებში მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების (ვალდებულების შესრულების) დრო. სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყონებლივ შეასრულოს, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას.

 

3.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ,,ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება”. საქართველოს სამოქალაქო კოდექის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით”. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი”. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ,,მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება”. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსში, ნასყიდობის თავში არაფერია ნათქვამი მოძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმაზე. ვინაიდან კანონით დადგენილი არ არის ხელშეკრულების სავალდებულო ფორმა, სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების ფორმა უნდა განსაზღვრონ თავად მხარეებმა, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ზეპირი ასევე წერილობითი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2010-2011 წლებში შპს ,,ლ---------------–--მ” ს----------–-----------–-----------------ს ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიაწოდა 74 554 ლარის ღირებულების პროდუქცია. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შორის ზეპირი ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გამყიდველმა - შპს ,,ლ---------------–--მ” ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და მყიდველს - ს----------–-----------აცვის ს----------ოს გადასცა მხარეთა შორის შეთანხმებული პროდუქცია. მყიდველმა - ს----------–---------ავდაცვის ს----------ომ შპს ,,ლ---------------–--ს” არ გადაუხადა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება, რითაც დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და შპს „-–-- დ----------–იის“ სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს 74 554 ლარი.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ს----------–-----------–-----------------მ. აპელანტის განმარტებით:

 

4.1 სასამართლომ საქმეში არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მიღება -ჩაბარების აქტებისა და სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების საფუძველზე დადგენილად ჩათვალა შპს ,,ლ---------------–--ს’’ მიერ თ-----–-ის ს----------ოსათვის ტექნიკის მიწოდების ფაქტი. წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელს აწერენ არაუფლებამოსილი პირები, მიღება-ჩაბარებაზე არ არის მითითებული თარიღი და ნომერი. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა 07.10.2010 წლის მიღება-ჩაბარების აქტზე, რომელიც შედგენილია 784 ლარის ღირებულების მაცივრის მიღებაზე და რომელზედაც არ არის ხელმოწერები და მათი მიღება მოწმეებსაც არ დაუდასტურებიათ.

 

4.2 აპელანტი უთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 325-ე და 365-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამასთან, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ვინაიდან მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ხელშეკრულების დადებას ადგილი არ ჰქონია და მხარეებს შორისაც არ იყო შეთანხმება მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე, სასამართლოს ხანდაზმულობის ვადა უნდა აეთვალა ყოველი კონკრეტული მიღება-ჩაბარების აქტის თარიღიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. შესაბამისად, ხელშეკრულებით ნავარაუდები ვალდებულების შესრულების ვადა ხელშეკრულების შინაარსთან შესაბამისობაში უნდა განიმარტოს. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლიდან გამომდინარე, კრედიტორს სრული თავისუფლება აქვს შეარჩიოს ვალდებულების შესრულების მომენტი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრედიტორის მოთხოვნის უფლება არ არის უვადო. აპელანტს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის დათქმა კრედიტორის მიერ შესრულების ნებისმიერ დროს მოთხოვნის უფლებაზე, არ შეიძლება დროში განუსაზღვრელად იქნეს მიჩნეული. ნორმის აღნიშნული დანაწესი იმპერატიული არ არის და იგი სრულად არ ასახავს რეალურ ვითარებას. ამ ნორმის სიტყვასიტყვითი გაგების შემთხვევაში, კრედიტორს ათეული წლების შემდგომაც უნდა მიეცეს შესრულების მოთხოვნა, ე.ი კრედიტორს 20 წლის შემდეგაც რომ მიემართა სასამართლოსათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით, მოთხოვნა სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებადია. ამ დასაბუთებიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის შინაარსი 129-ე მუხლის დანაწესებთან ერთობლიობაში უნდა იქნეს განხილული. შესაბამისად , აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის საფუძველზე კრედიტორს ნებისმიერ დროს შეეძლო მოეთხოვა მხარისათვის შესრულება.

სამოტივაციო ნაწილი

 

5. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისად არ ყოფილა გამოკვლეული, ამასთან საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ მიეცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც სასამართლოს მიერ გაკეთდა არასწორი სამართლებრივი დასკვნები სასარჩელო მოთხოვნათა ნაწილის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.

 

6. პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებებს, რომლის თანახმად, ვინაიდან კანონით დადგენილი არ არის ხელშეკრულების სავალდებულო ფორმა მოძრავ ნივთებთან მიმართებით, ხელშეკრულების ფორმა უნდა განსაზღვრონ თავად მხარეებმა, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ზეპირი , ასევე წერილობითი.

 

მოცემულ შემთხვევაში დგინება, რომ სადავო აქტებზე მხარეებს შორის არ გაფორმებულა წერილობითი ხელშეკრულებები. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ შპს ,,ლ---------------–--მ’’ ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიაწოდა პროდუქცია ს----------–-----------–-----------------ს. სასამართლო მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების, კერძოდ, მოპასუხე ს----------–-----------–-----------------სათვის 74 554 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდების დადასტურება. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმარისად არ გამოიკვლია საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, შპს ,--–-- დ----------–იის’’ მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები. პალატამ შეისწავლა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურდება აპელანტის, ს----------–-----------–-----------------ს მიერ მხოლოდ 73 770 ლარის პროდუქციის მიღება. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ 2010 წლის 07 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტს, რომელზეც მიუთითებდა აპელანტი სააპელაციო საჩივარში და განმარტავს, რომ აღნიშნული წერილობითი მტკიცებულებით ვერ დასტურდება ს----------–-----------–-----------------ს მიერ 784 (შვიდას ოთხმოცდაოთხი) ლარის ღირებულების მაცივრის- SAMSUNG RT30GSMG მიღების ფაქტი, ვინაიდან აღნიშნულ აქტს არ აქვს ს----------–-----------–-----------------ს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. ამასთან, აპელანტს მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში უნდა ემტკიცებინა, რომ პროდუქციის ჩაბარება მოხდა არაუფლებამოსილი პირების მიერ, რომელთაც არ ჰქონდათ მინიჭებული უფლებამოსილება, მიეღო ნასყიდობის საგანი და ხელი მოეწერათ მიღება-ჩაბარების აქტებისათვის. ს----------–-----------–-----------------ს არ წარმოუდგენია ობიექტური და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა პროდუქციის არაუფლებამოსილი პირების მიერ მიღებას. სასამართლოს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ სადავო მიღება-ჩაბარების აქტები ხელმოწერილია ს----------–-----------–-----------------ს უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ. შესაბამისად დადასტურებულია მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნების მიღება და ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულება. ასეთ ვითარებაში, როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულებით, მიღება-ჩაბარების აქტებით არ დასტურდება მყიდველი მიერ ნასყიდობის ფასის საგნის გადაცემამდე გადახდის ფაქტი, ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის მტკიცების ტვირთი მოპასუხის, მყიდველი მხარეზეა. მყიდველის მხარიდან კი მოცემულ დავაზე არ არის წარმოდგენილი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება სსსკ 102-ე მუხლის თანახმად. შესაბამისად ნასყიდობის საფასურის დაკირების თაობაზე სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობები. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ს----------–-----------–-----------------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - 784 ლარის ნაწილში.

 

7. პალატა ყურადღებას მიაქცევს ხანდაზმულობის საკითხს და მიაჩნია, რომ შპს ,--–-- დ----------–იის’’ მოთხოვნა არ არის ხანდაზმული. სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე და 365-ე მუხლებზე. 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია, თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნებაზე. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლს და განმარტავს, რომ მოცემული ნორმა სწორედ ისეთ შემთხვევას აწესრიგებს, როდესაც ვალდებულების შესრულებისათვის დრო განსაზღვრული არაა და მისი შესრულების დრო არც სხვა გარემოებებიდან ირკვევა. ასეთ შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალე ვალდებულია კრედიტორის მოთხოვნისთანავე შეასრულოს ვალდებულება. სსკ-ის 365-ე მუხლზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად ვერ შეფასდება, რადგან ნასყიდობის თანხების გადახდის ვალდებულება მყიდველს გამყიდველის მოთხოვნისთანავე წარმოეშობა, ამასთან, უფლების დარღვევის შესახებ კრედიტორი შეიტყობს მხოლოდ მაშინ, როცა იგი მოითხოვს ვალდებულების შესრულებას, ხოლო მოვალე უარს იტყვის შესრულებაზე ან ფაქტობრივად არ შეასრულებს მას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც კრედიტორის მოთხოვნიდან აითვლება. პალატა მიიჩნევს, რომ უფლების დარღვევის თაობაზე მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2014 წლის დეკემბრიდან, ანუ მისი მოთხოვნა, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, სწორედ ამ დროიდან წარმოიშვა. სარჩელი შპს ,--–-- დ----------–იის’’ მიერ აღძრულია 08.07.2015 წელს, რაც სამ წლიანი სახელშეკრულებო ხანდაზმულობის პირობებში გამორიცხავს ამ უკანასკნელის მოთხოვნის ხანდაზმულობას. გარდა ამისა, საქმის მასალებით დგინდება, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულებები ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების შემდგომ დამოუკიდებლად, ხოლო ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ ხდებოდა თანხის ჩარიცხვა. სადავო აქტებთან მიმართებით დადგენილია, რომ არ მომხდარა მხარეებს შორის ხელშეკრულებების გაფორმება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხანდაზმულობის ათვლა უნდა მომხდარიყო თითოეული კონკრეტული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან, ვინაიდან თანხის გადახდა ობიექტურად დაკავშრებული იყო ხელშეკრულების წერილობით გაფორმებასთან.

 

8. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად,რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს აპელანტის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახემწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული სააპელაციო საჩივრის, სარჩელის ფარგლებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ს----------–-----------–-----------------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქაალქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. მოსარჩელე შპს ,,ლ---------------–--’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. მოპასუხე ს----------–-----------–-----------------ს დაეკისროს მოსარჩელე შპს ,,ლ---------------–--’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 73 770 (სამოცდაცამეტიათას შვიდასსამოცდაათი) ლარის გადახდა;

 

5. მოპასუხე ს----------–-----------–-----------------ს დაეკისროს მოსარჩელე შპს ,,ლ---------------–--’’-ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 2 213 ლარის და 10 თეთრის გადახდა.

 

6. შპს ,,ლ---------------–--’’-ს დაეკისროს ს----------–-----------–-----------------ს სასარგებლოდ აპელატის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 31 ლარის და 36 თეთრის გადახდა.

 

7. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /დიანა ბერეკაშვილი /

 

მოსამართლეები: /ეკატერინე ცისკარიძე/

 

/ვანო წილაური /