განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015001173134
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № 2ბ/2147-2--- 17 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი – სს „თ--–--ი“
წარმომადგენელი – კ---------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ა------------------------------------------------–--------------–-----–-------–---------------------------–-–--------------
წარმომადგენელი – ნ---------–-----ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე სს თ--–--ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოპასუხე სსიპ ა------------------------------------------------–--------------–-----–-------–---------------------------–-–--------------სათვის 4287.56 ლარის დაკისრებაზე.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით მოსარჩელის #------- აბონენტად აღრიცხულია სსიპ თ---–---------– ბ--–---------–ი, რომელსაც აბონენტთა ბრუნვის ისტორიის მიხედვით მიეწოდება ელექტროენერგია მისამართზე ქ. თბილისი, ნ--–-----ის ქუჩა #-.
2.2. #------- აბონენტზე ბრუნვის ისტორიის მიხედვით ირიცხება დავალიანება წარმოშობილი 28.10.2002წ. - 03.01.2---წ. პერიოდისათვის სულ 4287.56 ლარის ოდენობით.
2.3. #------- აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით 06.03.2---–--------------–- პერიოდში ერიცხება დავალიანება 3409.76 ლარის ოდენობით. 0---------–--------------–. პერიოდში დავალიანება არ გაზრდილა და აბონენტზე ელექტროენერგიის ხარჯვა არ ფიქსირდება. 0--------- წელს აბონენტზე დაფიქსირდა ელექტროენერგიის ხარჯვა 877.80 ლარის ოდენობით, რის შედეგადაც საერთო დავალიანებამ შეადგინა 4287.56 ლარი. 0---------–--------------წ. პერიოდში ელექტროენერგიის ხარჯვა აბონენტზე არ ფიქსირდება და დავალიანება შეადგენს 4287.56 ლარს. აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით ბოლოს ვალდებულების შესრულება დაფიქსირდა 14.05.2007 წელს 1.44 ლარის ოდენობით, ხოლო 19.02.2007 წელს 1120.21 ლარი. აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით მთლიანი დავალიანება შეადგენს 4287.56, მათ შორის 3 წელზე მეტი დავალიანება 3409.76 ლარი.
2.4. სს ქ. თ---–---------– ბ--–---------–ი ს/კ 2--------. რეგისტრაციაში როგორც იურიდიული პირი გატარდა 08.08.1--- წლიდან და მის რეგისტრირებულ მისამართს წარმოადგენდა ქ. თბილისი, ნ--–-----ის #-.
2.5. შპს ს--–----ის (ს/კ 2--------) სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით სს ქ. თ---–---------– ბ--–---------–ი ს/კ 2-------- 14.09.2--- წელს შეერწყა შპს ს--–----ს ს/კ 2--------, რის გამოც სააქციო საზოგადოებამ შეწყვიტა არსებობა როგორც დამოუკიდებელმა იურიდიულმა პირმა.
2.6. მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის 30.09.2--- წელს გაფორმდა #1---------- შედარების აქტი, რომლის დანართში აბონენტი #------- არ ფიგურირებს. 09.11.2--- წელს გაეგზავნა ქვითრები #------, სადაც ასევე არ ფიგურირებს სადაოდ გამხდარი აბონენტი, მოპასუხის მიერ განხორციელდა ელექტროენერგიის დავალიანების გასტუმრება სადაც ასევე არ ფიგურირებს სადოდ გამხდარი აბონენტი. მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე ამოიწერა კომპიუტერული საგადახდო ანგარიშ-ფაქტურები სადაც ასევე არ ფიგურირებს სადოვად გამხდარი აბონენტი.
2.7. #------- აბონენტის ცვლილების ისტორიით 1--------- წელს ცვლილებამდე ზემოაღნიშნული აბონენტად ირიცხებოდა სს თ---–----------–-----–----------–- ს/კ 2--------. 1---------წ. - 22.07.2008წ. პერიოდში მოხდა სს თ---–---------– ბ--–---------–ი ს/კ 2-------- შეცვლა სსიპ ჩვილ ბ--–---------–ით ს/კ 2--------. მოსარჩელის სამსახურეობრივი წერილით შედგენილი 1--------- წლის მიხედვით აბონენტ 3------ სახელწოდებაში ცვლილების შეტანა ორგანიზაციისათვის ს/კ 2---------ის დაფიქსირება მოხდა 1--------- წელს მოსარჩელესთან შესული #-------- წერილის საფუძველზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილ სსიპ თ---–---------– ბ--–---------–ის დირექტორის 1--------- წლის #-- წერილის მიხედვით (რომელიც შევიდა მოსარჩელესთან 0--------- (რეგისტრაციის თარიღში სავარაუდოდ დაშვებულია შეცდომა) წელს და მიენიჭა შემოსული ფოსტის ნომერი 1------- მიხედვით) მოსარჩელეს ეცნობა, რომ სსიპ თ---–---------– ბ--–---------–ი ს/კ 2-------- დაფუძნებულია ს----------–------------–-------------–-----------------------ს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1--------- წლის #--- ბრძანებულების შესაბამისად, რომელიც იურიდიულად არ წარმოადგენს სს ქ. თ---–---------– ბ--–---------–ის ს/კ 2-------- სამართალმემკვიდრეს. წერილში ასევე მითითებულია, რომ დაწესებულებას აქვს დავალიანება დენის ორ წყაროზე კერძოდ აბონენტი #-------, რომელზეც დარიცხული დავალიანება შეადგენს 3409.76 ლარს და აბონენტი #--------ზე დარიცხული დავალიანება შეადგენს 3999.09 ლარს. წერილის ავტორი ითხოვს დავალიანების დაფარვის მიზნით წერილში მითითებულ თანხაზე შედარების აქტის მიწოდებას. შედარების აქტი #-------ით დათარიღებული 1--------- წელს #------- აბონენტზე დარიცხული დავალიანების 3409.76 ლარის საბუღალტრო შედარებისათვის არის სს თ--–--ის წარმომადგენლის ხელმოწერა და ბეჭედი, ხოლო მეორე მხარის მიერ იგი ხელმოწერილი და ბეჭედდასმული არ არის.
2.8. სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს 3--------- წლის #------ წერილით ირკვევა, რომ 2--- წელს სს თ---–---------– ბ--–---------–ი შეერწყა შპს ს--–----ს ს/ნ 2--------. შერწყმის შედეგად განხორციელდა სს თ---–---------– ბ--–---------–ის ლიკვიდაცია და მისი სამართალმემკვიდრე გახდა შპს ს--–----ი, ხოლო 1--------- წელს სსიპ ს-------------------------------–------------ს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს ს--–----ის, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე სს თ---–---------– ბ--–---------–ს სამართალმემკვიდრე არ ყავს.
2.9. საქართველოს პრეზიდენტის 1--------- წლის #--- ბრძანებულებით უნდა შექმნილიყო სსიპ თ---–---------– ბ--–---------–ი, ლიკვიდაციას უნდა დაქვემდებარებოდა სს თ---–---------– ბ--–---------–ი, ლიკვიდაციის შემდგომ დარჩენილი ქონება უნდა გადასცემოდა სსიპ თ---–---------– ბ--–---------–ს. საქართველოს პრეზიდენტის 0--------- წლის #-- ბრძანებულებით ასევე 3--------- წლის #--- ბრძანებულებით ცვლილებები შევიდა 1--------- წლის #--- ბრძანებულებაში და ამოღებულ იქნა ის პუნქტი რითაც უნდა შექმნილიყო სსიპ თ---–---------– ბ--–---------–ი, ხოლო ბრძანებულების ის პუნქტი, რომლითაც უნდა მომხდარიყო ლიკვიდაციის შემდგომ სს თ---–----------–-----–----------–-ს ქონების სსიპ თ---–---------– ბ--–---------–ისათვის გადაცემა შეიცვალა და ს----–-–-------------------------------–--- სსიპ თ---–----------– ბ--–---------–ისათვის შესაბამისის (და არა ლიკვიდაციის შემდგომი) ქონების გადაცემა. ხოლო ს----------–------------------------------ წლის #--- ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 12.07.2--- წლის #--- ბრძანებულება, ანუ ის დებულებაც რომელიც ითვალისწინებდა სს თ---–---------– ბ--–---------–ის ლიკვიდაციას.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.10. მოპასუხედ სარჩელში მითითებული სსიპ ა------------------------------------------------–--------------–-----–-------–---------------------------–-–-------------- წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს საქმეზე სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს შპს ს--–----ი. არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე უარი განაცხადა მოსარჩელე მხარემ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლომ საოქმო განჩინებით დაადგინა, რომ სარჩელში მითითებული მოპასუხე წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, ამავე განჩინებით დადგენილია საქმეზე სათანადო მოპასუხე. მოსარჩელე შეთავაზების მიუხედავად წინააღმდეგია არასათანადო მოპასუხე შეიცვალოს სათანადო მოპასუხით, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საპროცესო სამართლებრივი საფუძველია.
სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ იმ ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელე მრავალი ათასობით აბონენტი ყავს და მათ აწვდის ელექტროენერგიას და მრავალ ათასობით მომხმარებელთან - მყიდველთან იმყოფება სახელშეკრულებო ურთიერთობებში, საჭირო გახდა ელექტროენერგიის ნასყიდობის სახელშეკრულებო რეგულაციების ნორმატიული აქტით დადგენა, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილი ზოგადი რეგულაციებისა.
სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელით სადაოდ გამხდარ პერიოდში აღნიშნული ურთიერთობები რეგულირდებოდა სს ე------ თ--–--ის და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების და მოხმარების პირობების დამტკიცების და ქ. თბილისი უწყვეტი ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს ე----------------------–-------–------------–--------იის 2--------- წლის #-- დადგენილებით, ხოლო შემდგომ საქართველოს ე------------------–---–-----------------------–-------–------------–---------------------- წლის #-- დადგენილებით დამტკიცებული ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესით.
ს-----ს #-- დ--------–---- მოქმედების პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების და მოხმარების პირობების მიხედვით აღნიშნული წესებით პრეამბულით დადგენილი რეგულაციები წარმოდგენდა სს ე------ თ--–--სა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. წესების მე-3.1 მუხლით მომხმარებელმა რომელსაც სურს ელექტროენერგიის მიღება, უნდა დადოს ხელშეკრულება ს-----ს მიერ დამტკიცებული პირობების შესაბამისად. ამ ხელშეკრულების მიზანია ელექტროენერგიის საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი აბონენტის (ფიზიკური ან იურიდიული პირის) დადგენა, მომხმარებლის და სს ე------ თ--–--ის მიერ ამ პირობებით განსაზღვრული პასუხისმგებლობისა და უფლება- მოვალეობების აღიარება. ამავე წესების 15-ე მუხლით მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური ქვითარში მითითებულ ვადაში. ამავე წესების 19-ე მუხლით მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობით 01.01.1999 წლამდე და 01.01.1999 წლის შემდგომ ამ პირობების ამოქმედებამდე წარმოშობილი დავალიანების დაფარვა შესაძლებელია მოხდეს დავალიანების რესტრუქტურიზაციის გზით. ამასთან დაკავშირებით მომხმარებელსა და ე------ თ--–--ს შოროს მოხდება შეთანხმება ვალის დაფარვის გრაფიკთან დაკავშირებით. ამავე წესების 21.1 მუხლით თუ აბონენტი შეიცვლის საცხოვრებელ ან განთავსების ადგილს, მან სს ე------ თ--–--ს წინასწარ უნდა მიმართოს განცხადებით, რათა სს ე------ თ--–--მა შეწყვიტოს მისთვის ელექტრო ენერგიის მიწოდება იმ დღიდან, რომელსაც მომხმარებელი მიუთითებს. ამ თარიღის შესაბამისად დაფიქსირდება მრიცხველის საბოლოო ჩვენება და გამოიწერება საბოლოო ანგარიში. ხოლო თვით ს-----ს 2--------- წლის #-- დ--------–---- მე-2-ე მუხლით სს ე------ თ--–--მა 31.12.2002 წლამდე გააფორმოს ხელშეკრულებები მის ყველა კატეგორიის მომხმარებელთან.
სასამართლომ განმარტა, რომ ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების და მოხმარების პირობებით ელექტროენერგის მიღების მიზნით ახალი და მანამდე არსებული „მომხმარებელი“ ვალდებული იყო განცხადებით მიემართა მიმწოდებლისათვის რათ მათთან დადებულიყო ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრებოდა ის მომხმარებელი, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურებაზე, რაც მოაწესრიგებდა აბონენტთა აღრიცხვიანობას, ხოლო მიმწოდებელი ვალდებული იყო მომხმარებელთან ხელშეკრულება გაეფორმებინა და აბონენტთა აღრიცხვიანობა დაესრულებინა 31.12.2002 წლამდე. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ის მომხმარებლები ვინც ადრე დარეგისტრირებული იყვნენ აბონენტებად და ფაქტობრივად ღებულობდნენ ელექტროენერგიას არ გამოირჩეოდნენ აქტიურობით, არ სრულდებოდა ს-----ს ზემოაღნიშნული დადგენილება ხელშეკრულების წერილობითი ფორმის შესახებ, ხოლო ელექტროენერგიის მიმწოდებელს თუ მომხმარებელს არ წარმოიშობოდა მიმდინარე დავალიანება უფლება არ ქონდა შეეწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება, ისეთ შემთხვევაშიც კი როდესაც აბონენტად რეგისტრირებული პირი გარდაცვლილი ან ლიკვიდირებული იყო და მისი მემკვიდრეები/უფლებამონაცვლეები ან მესამე პირები აგრძელებდნენ იმ უძრავი ქონებით სარგებლობას, რომელსაც მიეწოდებოდა ელექტროენერგია, რის გამოც ს-----ს მიერ 1--------- წელს ახალი #-- დ--------–---- მიღების დროისათვის შექმნილი იყო ისეთი მდგომარეობა, რომ სრულყოფილად არ იყო მოწესრიგებული აბონენტთა ანუ ელექტოენერგიის გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებელ პირთა მომხმარებელთა წრე, რაც ამ სარჩელის განხილვის ფარგლებშიც ნათლად ჩანს, ვინაიდან აბონენტად რეგისტრირებული პირის არაუფლებამოსილი პირით შეცვლა მოხდა. 2008 წლამდე მოქმედი ს-----ს #-- დადგენილებით სავალდებულო არ იყო ელექტროენერგიის მიწოდებისათვის და აბონენტად აღრიცხვისათვის უძრავი ქონების საკუთრებაში ან მართლზომიერ სარგებლობაში არსებობა, საკმარისი იყო მხოლოდ ელექტროენერგიის მიმწოდებლის წინაშე ელექტროენერგიის მიღებისათვის ნების გამოვლენა, რაც ზოგიერთ შემთხვევაშიც ასეთიც კი არ იძებნება ხანგრძლივი პერიოდის გასვლის გამო.
სასამართლომ მიუთითა, რომ ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–-----------------–-–-----------------ს N-- დადგენილებით დამტკიცებული ელექტროენერგიის მიწოდების და მოხმარების წესების პირველი პუნქტით ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამავე წესების, მე-3-ე მუხლით, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიანტის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. განაწილების ლიცენზიანტსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე, ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად). ამავე წესების მე-4-ე მუხლით, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, ელექტროენერგიით მომარაგებისას, სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით. პირმა, რომელსაც სურს მიიღოს და მოიხმაროს ელექტროენერგია, აბონენტად რეგისტრაციის მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიანტს. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ახალი მესაკუთრე ვალდებულია, საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად დაუყოვნებლივ წარადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადი შესაბამის განაწილების ლიცენზიანტთან. ამავე მუხლის მე-6 პუნქტით, განმცხადებელი აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს მის ნებას მიიღოს და მოიხმაროს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობებით, ხოლო, მეორე მხრივ, განაწილების ლიცენზიანტი ამ განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციით გამოხატავს თანხმობას და კისრულობს ვალდებულებას განმცხადებლის ელექტროენერგიით მომარაგებაზე მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. როგორც განაწილების ლიცენზიანტს, ისე განმცხადებელს (აბონენტს) უფლება აქვს, მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ გარიგების წერილობითი ფორმით დადასტურება, სამართლებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე. ამავე წესების მე-9 მუხლით, მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად). ამავე წესების მე-14 მუხლის მე-4 ნაწილით, მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მომხმარებელს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან, ამავე მუხლის მე-5-ე ნაწილით, მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის ან/და განაწილების ლიცენზიანტის მიერ მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიანტს უფლება აქვს საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს გადახდაზე პასუხისმგებელ პირს (ამ წესების მე-4 მუხლით დადგენილი წესის დაცვით განსაზღვრულ გადახდაზე პასუხისმგებელ პირს) ან დარიცხული დავალიანება გადაიტანოს ამ მომხმარებლის ახალ მისამართზე (ამ განაწილების ლიცენზიანტის არეალში მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის შემთხვევაში).
ს-----ს 1--------- წელს მიღებული #-- დადგენილებით დამტკიცებული ელექტროენერგიის მიწოდების და მოხმარების წესებით, ვინაიდან ვერ მოხდა უმრავლეს შემთხვევაში ელექტროენერგიის მომხმარებლებთან წერილობითი ფორმით ხელშეკრულების დადება, დასაშვებად იქნა მიჩნეული სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა როგორც წერილობით ფორმით ასევე ფორმით - ქვითრის მიწოდებით იმ მანამდე მოქმედი წესებისაგან იმ განსხვავებით, რომ ახალმა წესებმა რომელიც ამჟამადაც მოქმედებს გაითვალისწინა სახელშეკრულებო ურთიერთობის ძირითადი და არსებითი პირობები, რომელიც ხელშეკრულების არსებით შემადგენელ ნაწილად მიიჩნევა, კერძოდ დადგინდა მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების გადახდაზე პასუხისმგებელი სუბიექტი რომელიც განისაზღვრა აბონენტად რეგისტრირებული პირით, ასევე ელექტროენერგიის მიწოდების ერთ-ერთ პირობად დადგინდა უძრავი ქონების საკუთრებაში ან მართლზომიერ სარგებლობაში არსებობა ელექტროენერგიის როგორც სპეციფიკური საქონლის ბუნებიდან გამომდინარე. ახალი დადგენილებით ნაწილობრივ მოწესრიგდა ის სამართლებრივი ურთიერთობები, რაც უძრავი ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლას მოჰყვა ანუ ისეთი შემთხვევები, როდესაც უძრავი ქონების მესაკუთრე შეიცვალა, ხოლო ახალ მესაკუთრეს ელექტროენერგიას ღებულობს როგორც ძველი ქონების მესაკუთრის აბონენტი მისი სახელით, რა დროსაც უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტის შემდგომ წარმოშობილ დავალიანებაზე მას ეკისრება მიმწოდებლის მიმართ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ახალ ქონების მესაკუთრე საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მის სახელზე აღრიცხვამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე (დავალიანებაზე) პასუხისმგებლობა არ და ვერ დაეკისრება. ძველ დავალიანებაზე პასუხისმგებელია ის ფიზიკური ან იურიდიული პირი რომელიც რეგისტრირებული იყო აბონენტად. მარტივად შეიძლება გადაწყდეს საკითხი, როდესაც აბონენტის იდენტიფიკაცია შესაძლებელია და იგი გარდაცვლილია, გარდაცვალებამდე წარმოშობილ დავალიანებაზე მოთხოვნა წაეყენება მამკვიდრებლის მემკვიდრეებს სამკვიდროს არსებობის შემთხვევაში სამკვიდროს ფარგლებში, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მის უფლებამონაცვლეს თუ იურიდიული პირი გაკოტრებულად გამოცხადებული ან სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლილი არ არის. სირთულეს წარმოადგენს ისეთი შემთხვევა, როდესაც ელექტროენერგიის ხარჯვა ხდება თუმცა აბონენტის იდენტიფიცირება შეუძლებელია, მაგალითად რეგისტრირებულია მხოლოდ გვარი სახელის გარეშე, ან სახელის ინიციალი და გვარი ან რეგისტრირებული ისეთი იურიდიული პირი რომელიც სამეწარმეო ბაზაში რეგისტრირებული არ არის და ხანგრძლივი დროის გასვლის გამო ვერ იძებნება აბონენტად რეგისტრაციის განცხადება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა გამოიჩინოს აქტიურობა და წერილობით მიმართს აბონენტად რეგისტრირებულ პირს, იმ მისამართზე რა მისამართზეც ხდება ელექტროენერგიის მიწოდება მიუხედავად მიმდინარე დავალიანების არარსებობისა და განუსაზღვროს მას დამატებითი ვადა უფლებამოსილი პირის დადგენისათვის, ხოლო ასეთის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში გავიდეს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, წინასწარი გაფრთხილების შემდგომ და შეწყვიტოს აბონენტის ელექტროენერგიის მომარაგება. რაც შეეხება დაგროვილ დავალიანებას ისეთი იურიდიული პირის მიმართ, რომელიც ლიკვიდირებულია, სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი ექვემდებარება ჩამოწერას, ხშირ შემთხვევაში ასეთი დავალიანებები ხანდაზმულიც არის, მაგრამ ვინაიდან მოსარჩელეს შემდავებელი (მოპასუხე) არ ყავს ვერ ახდენს ვეც მოთხოვნის დაკმაყოფილებას სამართლებრივი გზით და ვერც ვალდებულების ჩამოწერას, რაც დამატებით სამართლებრივ რეგულირებას საჭიროებს.
სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნულ მუხლების სამართლებრივი ანალიზი, იძლეოდა იმის დასკვნის საშუალებას, რომ მოხმარებული ელექტროენეგიის ღირებულების ანაზღაურებაზე, პასუხისმგებელ პირად მიჩნეულია აბონენტი, რომელიც რეგისტრირებულია მოსარჩელესთან ელექტროენერგიის მიმღებ პირად და არა ფაქტობრივი მოსარგებლე, რომელიც შეიძლება ცხოვრობდეს ან რეგისტრირებული იყოს უძრავ ქონებაში თხოვების, ქირავნობის, იჯარის ან სხვა უფლების საფუძველზე. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებულ არცერთ ქვითარში სადაოდ გამხდარი აბონენტი არ ფიქსირდება, ასევე სადაოდ გამხდარ აბონენტზე მხარეებს შორის ურთიერთშედარების აქტი არ გაფორმებულა და არც საგადასახადო ანგარიშფაქტურა არ ამოწერილა, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე მითითებული მოპასუხე არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, ხოლო სათანადო მოპასუხის შეცვლაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლო არასწორად მიიჩნევს დადგნილად ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხედ სარჩელში მითითებული სსიპ ა------------------------------------------------–--------------–-----–-------–---------------------------–-–-------------- წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს და რომ სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს სს "თ---–---------– ბ--–---------–ის" უფლებამონაცვლე შპს "ს--–----ი", შემდეგ გარემოებათა გამო: აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, დავალიანების ნაწილი 3409,76 ლარის ოდენობით წარმოიშვა 2----–-–----------დან მაისამდე პერიოდში, ხოლო 2----–-–-----------------ს დაფიქსირდა ხარჯი 877,80 ლარი. 2----–-–---------–--ს სს "თ--–--ს" წერილით მიმართა სსიპ "თ---–---------– ბ--–---------–ის" დირექტორმა ი-----------------, რომლის თანახმადაც, დაწესებულებას დავალიანება აქვს დენის ორ წყაროზე №------- და №------- სააბონენტო ნომრებზე, რის გამოც სსიპ "თ---–---------– ბ--–---------–ზე" რიცხულ დავალიანებათა დაფარვის მიზნით მოითხოვა შედარების აქტების მიწოდება, ამავე წერილზე დართულია ს----------–-------------------------–-–---------–---ს №--- ბრძანებულების საფუძველზე გაცემული ს----------–-----------–------------–---------------------------–-–-------------ს №--- ბრძანება, სსიპ "თ---–---------– ბ--–---------–ის" დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 6 თებერვლის №-- ბრძანებულებით 2----–-–---------–--ის №--- ბრძანებულების მე-5 პუნქტში შეტანილ იქნა ცვლილება და ს------------------–---------------–-------ბის, მათ შორის სსიპ "თ---–---------– ბ--–---------–ის" სახელმწიფო კონტროლი დაევალა ს----------–----–--------------------–-------------–---–---------–-----------------ს. 2009 წლის 2-------------------------–----–--------------------–-------------–---–---------–--- მ---------- №----- ბ---------- სსიპ "თ---–---------– ბ--–---------–ი" რეორგანიზებულ იქნა "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მ----------–---------–-----–----–---------------------------------", აღნიშნულ ს----------------------------–-–----- ოქტომბრის №----- ბრძანების საფუძველზე შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა "-----–-–---------------------------", ხოლო ეს უკანასკნელი მ---------- 2--- წლის 2- დეკემბრის №------- ბ---------- რეორგანიზებულ იქნა სსიპ "ა------------------------------------------------–--------------–-----–-------–---------------------------–-–------------------------------ გზით. იმ გარემოებას, რომ "ფონდი" წარმოადგენს სსიპ "თ---–---------– ბ--–---------–ის" უფლებამონაცვლეს ადასტურებს ასევე მოპასუხე თავის შესაგებელში.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, აპელანტი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სს "თ---–---------– ბ--–---------–ი", რომლის ადგილიც დაიკავა სსიპ "თ---–---------– ბ--–---------–მა" განთავსებული იყო მისამართზე: ქ. თბილისი, ნ--–-----ის ქ. №- და წარმოადგენდა ამავე მისამართზე უძრავი ქონების მესაკუთრეს (მიწის საკადასტრო კოდი №0-------.0--.0--- შემდგომში უძრავი ქონების მესაკუთრედ ან/და მართლზომიერ მოსარგებლედ შესაბამისი თანმიმდევრობით რეგისტრირდება ყველა მითითებული უფლებამონაცვლე ორგანიზაცია და მათ შორის მოპასუხეც. აღნიშნული ობიექტი (უძრავი ქონება) ელექტროენერგიით მარაგდება №-------, 4------ და მათ შორის სადავო №------- აბონენტების მეშვეობით, სამი დამოუკიდებელი წყაროდან (სატრანსფორმატორო ჯიხურიდან). მოპასუხის განმარტებით მას ელექტროენერგია მიწოდება №------- სააბონენტო ხაზის მეშვეობით, ამასთან, საქმეზე დართულია სს "თ--–--ი"-ს ბიზნეს-ცენტრი "ს----------–----ს უფროსის სამსახურეობრივი წერილი, რომლის თანახმადაც, სადავო №------- სააბონენტო ხაზი წარმოადგენს №------- აბონენტის სარეზერვო აბონენტს და აბ. №--------დან კვების შეწყვეტის შემთხვევაში, თვითონ ობიექტის ტერიტორიაზე არსებული გადამრთველის მეშვეობით, შესაძლებელია სხვა სატრანსფორმატორო ჯიხურიდან (ს---------დან) №------- აბონენტის მეშვეობით ელექტროენერგიის მიწოდება. აღსანიშნავია, რომ გადამრთველი, რომლის მეშვეობითაც ხდება კვების ერთი წყაროდან მეორეზე გადართვა დამონტაჟებულია აბონენტის ტერიტორიაზე და როგორც მომსახურება ისე გადართვა ხდება მისივე მხრიდან დამოუკიდებლად.
ყოველივე ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, აპელანტი განმარტავს, რომ სააქციო საზოგადოება "თ---–---------– ბ--–---------–ის" უფლებამონაცვლე შპს "ს--–----ი", რომლის იურიდიული მისამართიც იყო ქ. თბილისი, გ------------ შეს. №- და რომელსაც 2--- წლის სექტემბერში შეერწყა სააქციო საზოგადოება "თ---–---------– ბ--–---------–ი" ვერანაირად ვერ იქნება პასუხისმგებელი №------- სააბონენტო ბარათზე რიცხულ დავალიანებაზე, განსაკუთრებით კი დავალიანების იმ ნაწილზე, რომელიც დაფიქსირდა 2----–-–-----------------ს. ამასთან, ს---------------------------–------ს თანახმად, უძრავი ქონება (მიწის საკადასტრო კოდი №0-------.0--.0--- 2011 წლიდან მართლზომიერ სარგებლობაში გადაცემული აქვს სსიპ "ს----–-–-----------------------------, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2--- წელს რეორგანიზებულ იქნა მოპასუხე "------------ მიერთების გზით და შესაბამისად, აღნიშნული უძრავი ქონებაც დაგავიდა მოპასუხის მართლზომიერ სარგებლობაში.
3.2. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ გარემოებას, რომ ვინაიდან, მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის 30.09.2--- წელს გაფორმდა შედარების აქტი, სადაც არ ფიგურირებს სადავო №------- აბონენტი და ასევე, აღნიშნული აბონენტი არ ფიგურირებს არც №6----- საერთო ქვითარში და არც ანგარიშ-ფაქტურებში და ვინაიდან, "მოპასუხისათვის მიწოდებულ არცერთ ქვითარში სადავოდ გამხდარი აბონენტი არ ფიქსირდება" (რაც არ შეესაბამება სიმართლეს) მოპასუხე არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს (გადაწვეტილების მე-6 პუნქტი სამართლებრივი შეფასება გვ. 9-10).
აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტი განვმარტავს, რომ მოპასუხემ აბონენტის დასახელების ცვლილების თაობაზე განაცხადით მიმართა სს "თ--–--ს" და მოცემულ მისამართზე, შეიცვალა დასახელება სამიდან მხოლოდ ორ აბონენტზე (№------- და №-------), შესაბამისად, სადავო აბონენტზე დასახელება დარჩა უცვლელი (სსიპ "თ---–---------– ბ--–---------–ი"). იმისათვის, რომ გაიცეს ანგარიშ-ფაქტურები, შედგეს შედარების აქტი და სადავო აბონენტიც შეყვანილ იქნას საერთო ქვითარში, სადაც მხოლოდ მოპასუხეზე - მის საიდენტიფიკაციო კოდზე რეგისტრირებული აბონენტებია შეყვანილი, ამისათვის, პირველ რიგში უნდა შეცვლილიყო აბონენტის დასახელება (უნდა მოემართა განცხადებით რაც არ გაუკეთებია) და შემდგომ უკვე მისივე განცხადების საფუძველზე შედგებოდა როგორც შედარების აქტები, ასევე გაიცემოდა ანგარიშ-ფაქტურებიც. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა სადავო აბონენტზე დასახელების ცვლილება, რაც კანონის თანახმად მისი ვალდებულებაა, ობიექტის მისამართზე ყოველთვიურად იბეჭდება და იგზავნება შესაბამისი ქვითრები, მათ შორის სადავო აბონენტზე №------- - სსიპ "თ---–---------– ბ--–---------–ი", რომლის უფლებამონაცვლეცაა მოპასუხე და შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო დავალიანების არსებობის შესახებ.
3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად ცნო შპს "ს--–----ი" სათანადო მოპასუხედ. შპს "ს--–----ი", რომლის იურიდიული მისამართიც იყო ქ. თბილისი, გ------------ შეს. №- და რომელსაც 2--- წლის სექტემბერში შეერწყა სს "თ---–---------– ბ--–---------–ი", ვერანაირად ვერ იქნება პასუხისმგებელი №------- სააბონენტო ბარათზე რიცხულ დავალიანებაზე, განსაკუთრებით კი დავალიანების იმ ნაწილზე, რომელიც დაფიქსირდა 2----–-–-----------------ს. ამასთან, ს---------------------------–------ს თანახმად, უძრავი ქონება (მიწის საკადასტრო კოდი №0-------.0--.0--- 2011 წლიდან მართლზომიერ სარგებლობაში გადაცემული აქვს სსიპ "ს----–-–-----------------------------, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2--- წელს რეორგანიზებულ იქნა მოპასუხე "------------ მიერთების გზით და შესაბამისად, აღნიშნული უძრავი ქონებაც დაგავიდა მოპასუხის მართლზომიერ სარგებლობაში. სასამართლოს მიერ არ იქნა სათანადოდ შეფასებული საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები. განსახილველ შემთხვევაში არასწორად გამოიყენა სსსკ-ის 85-ე მუხლი (არასათანადო მოპასუხის შეცვლა) და ასევე, არასწორად განმარტა სემეკ-ის 2--------- წლის №-- დ--------–---- და 1--------- წლის №-- დ--------–---- მთელი რიგი მუხლები. სემეკ-ის №-- დადგენილება წარმოადგენს ძირითად დოკუმენტს განაწილების ლიცენზიატებს და მომხმარებლებს შორის ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრი და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
სააპელაციო საჩივრის პრეტენზიებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატის მსჯელობის და შეფასების საგანს წარმოადგენს ის გარმოება თუ ვინ წარმოადგენს სს „თ---–---------– ბ--–---------–ის“ უფლებამონაცვლეს და ვის ეკისრება სს "თ---–---------– ბ--–---------–ის" მიერ 2014 წლის 3 ოქტომბრამდე მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურება.
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ,სს „თ---–---------– ბ--–---------–ი“ ს/კ 2--------. რეგისტრაციაში გატარდა 08.08.1--- წელს და მის რეგისტრირებულ მისამართს წარმოადგენდა ქ. თბილისი, ნ--–-----ის #- (ს/ფ 57-58).
ასევე, დადგენილია და მხარეთა დავას არ იწვევს, რომ სს „თ--–--ში“ სს „თ---–---------– ბ--–---------–ი“ აღრიცხული იყო #------- აბონენტად და ელექტროენერგია მიეწოდებოდა მისამართზე ქ. თბილისი, ნ--–-----ის ქუჩა #-.
#------- აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით 06.03.2---–--------------–- პერიოდში აბონენტს ერიცხება დავალიანება 3409.76 ლარის ოდენობით. 03.09.2014წ. - 0---------წ. აბონენტზე დაფიქსირდა ელექტროენერგიის ხარჯვა 877.80 ლარის ოდენობით, რის შედეგადაც საერთო დავალიანებამ შეადგინა 4287.56 ლარი. 0---------–--------------წ. პერიოდში ელექტროენერგიის ხარჯვა აბონენტზე არ ფიქსირდება და დავალიანება შეადგენს 4287.56 ლარს. აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით ბოლოს ვალდებულების შესრულება დაფიქსირდა 14.05.2007 წელს 1.44 ლარის ოდენობით, ხოლო 19.02.2007 წელს 1120.21 ლარი. აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით მთლიანი დავალიანება შეადგენს 4287.56, მათ შორის 3 წელზე მეტი დავალიანება 3409.76 ლარი (ს/ფ 20-26; 129-135).
14.09.2--- წელს სს ქ. თ---–---------– ბ--–---------–ი ს/კ 2-------- შეერწყა შპს ს--–----ს ს/კ 2--------, რის გამოც სააქციო საზოგადოებამ შეწყვიტა არსებობა როგორც დამოუკიდებელმა იურიდიულმა პირმა (იხ. ს/ფ 59-62).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შპს ს--–----ი გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში (იხ. ს/ფ 148-150).
ს----------–-------------------------–-–---------–---ს N--- ბრძანებულების და მის საფუძველზე 2009 წლის 24 თებერვალს გამოცემული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მ---------- N---- ბრძანების შესაბამისად დაფუძნდა სსიპ თ---–---------– ბ--–---------–ი, რომლის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა სსიპ ა------------------------------------------------–--------------–-----–-------–---------------------------–-–-------------- (მოპასუხე).
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობენ სათანადო მხარეები. მოსარჩელეს უნდა ჰქონდეს მოთხოვნის უფლება, ხოლო მოპასუხე ვალდებული უნდა იყოს პასუხი აგოს სარჩელზე. იმისათვის, რომ პირი იყოს სათანადო მხარე კონკრეტულ საქმეში, აუცილებელია, რომ იგი იყოს სათანადო მატერიალური სამართალურთიერთობის სუბიექტი და უნდა გააჩნდეს (ან ეკისრებოდეს) მოცემული მატერიალური სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება ან/და ვალდებულება. სათანადოა თუ არა მხარე უნდა დადგინდეს სასამართლოს მიერ მატერიალური სამართლის ნორმის საფუძველზე. თუ საქმის განხილვისას გაირკვა, რომ მოსარჩელე ანდა მოპასუხე არ არიან მატრეიალური სამართალურთიერთობის მონაწილენი, ანუ, თუ მოსარჩელეს არ ეკუთვნის ის უფლება, რომლის დაცვის შესახებ მან მიმართა სასამართლოს, ანდა მოპასუხე არ წარმოადგენს მოსარჩელეს მოვალეს, მაშინ სასამართლომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები პროცესის მხარეთა შესაცვლელად, რადგან არასათანადო მხარის მონაწილეობით განხილული საქმე კანონიერი ვერ იქნება.
არასათანადო მხარის შეცვლა ხდება განსაზღვრული პირობების არსებობის შემთხვევაში. ყველა შემთხვევაში, იმისათვის, რომ შეიცვალოს არასათანადო მოასრჩელე ან მოპასუხე სათანადოთი აუციებელია თავდაპირველი მოსარჩელეს ნება, თანხმობა იმ პირისა ვინც აღძრა სარჩელი სასამართლოში. ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მას სწორად აქვს აღძრული სარჩელი სსიპ ა------------------------------------------------–--------------–-----–-------–---------------------------–-–--------------ს მიმართ, მიიჩნევს რა მას პირად რომელმაც პასუხი უნდა აგოს მის მიერ აღძრულ სარჩელზე, როგორც სსიპ „თ---–---------– ბ--–---------–ის“ უფლებამონცვლე და უშუალოდ პასუხისმგებელი N3------ აბონენტთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება მოპასუხე, აღნიშნავს, რომ მართალია ის წარმოადგენს სსიპ „თ---–---------– ბ--–---------–ის“ უფლებამონცვლეს, თუმცა N3------ აბონენტთან და სს „თ---–---------– ბ--–---------–თან“ რაიმე კავშირი არ გააჩნია. სს „თ--–--თან“ ურთიეთობაში მას გააჩნია სააბონენტო ნომერი N-----, რომლის მიხედვით ხდება მოხმარებული ელექტროენერის საფაურის ანგარიშსწორება. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არის არასათანადო მოპასუხე მოცემულ დავაში და ითხოვს სათანადო მოპასუხით შეცვლას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე #------- აბონენტზე დავალიანება წარმოიშვა 2----–-–---------- - ივნისის პერიოდში, 3409.76 ლარის ოდენობით, ხოლო 877.80 ლარზე - 2014 წლის სექტემბერ - ოქტომბრის პერიოდში. 2008 წელს ელექტროენერგიას მოიხმარდა სს „თ---–---------– ბ--–---------–ი“, ხოლო 2014 წელს - სს „თ---–---------– ბ--–---------–ის“ უფლებამონაცვლე შპს ს--–----ი.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შპს ს--–----ი გამოცხადდა გაკოტრებულად, რის საფუძველზეც 1--------- წელს სსიპ ს-------------------------------–------------ს გადაწყვეტილებით გაუქმდა შპს ს--–----ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. შესაბამისად, სს თ---–---------– ბ--–---------–ს სამართალმემკვიდრე არ ჰყავს (იხ. ს/ფ 145-150).
ამდენად, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სსიპ „თ---–---------– ბ--–---------–ი“ არ წარმოადგენს სს „თ---–---------– ბ--–---------–ის“ უფლებამონცვლეს. შესაბამისად, არც მოპასუხედ დასახელებული სსიპ ა------------------------------------------------–--------------–-----–-------–---------------------------–-–-------------- არ არის იმ სადავო სამართლაურთიერთობის მონაწილე ვალდებული პირის უფლებამონაცვლე, რომელმაც პასუხი უნდა აგოს აღძრულ სარჩელზე.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ 2----–-–---------–--ის წერილით სსიპ "თ---–---------– ბ--–---------–მა" აღიარა მოწოდებული ელექტროენერგიის დავალიანება ორ წყაროზე, მათ შორის №------- აბონენტზე და მოითხოვა შედარების აქტები (ს/ფ 163). აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ წერილში შეცდომით იყო მითითება №------- წყაროზე, რაც გაირკვა ამ აბონენტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციების მიღების შემდეგ. შესაბამისად, აღნიშნულ აბონენტზე სს „თ--–--ის“ მიერ მოწოდებული 1---------წ შედარების აქტი #------ ხელმოწერილი და ბეჭედდასმულია მხოლოდ სს თ--–--ის მიერ, ხოლო მეორე მხარის მიერ იგი ხელმოწერილი და ბეჭედდასმული არ არის. შესაბამისად, ამ შედარების აქტის მიხედვით არც ანგარიშსწორება არ განხორციელებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა აპელანტის არგუმენტები მოპასუხის მიერ №------- აბონენტზე რიცხული დავალიანების აღიარების შესახებ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული არცერთი შედარების აქტში აბონენტი #------- არ ფიგურირებს, ასევე არ ფიქსირდება სადავო აბონენტის მიხედვით რაიმე თანხის გადარიცხვის ფაქტი. დაარსების დღიდან მოპასუხე სისტემატიურად იხდის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, თუმცა არ ეთანხმება სადავო აბონენტზე რიცხულ დავალიანებას, რადგან ამ წყაროდან ელექტროენერგიას არ ღებულობს.
დაუსაბუთებლობის გამო სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ როგორც სს "თ---–---------– ბ--–---------–ი" ისე სსიპ "თ---–---------– ბ--–---------–ი" ელექტროენერგიით მარაგდებოდა სამი (№-------, 4------ და №-------) დამოუკიდებელი წყაროდან. ამასთან, სადავო №------- სააბონენტო ხაზი წარმოადგენს №------- აბონენტის სარეზერვო წყაროს და აბ. №--------დან კვების შეწყვეტის შემთხვევაში, გადამრთველის მეშვეობით, შესაძლებელია №------- სათადარიგო აბონენტის მეშვეობით ელექტროენერგიის მიღება. აპელანტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადამრთველი, რომლის მეშვეობითაც ხდება კვების ერთი წყაროდან მეორეზე გადართვა, დამონტაჟებულია აბონენტის ტერიტორიაზე და როგორც მომსახურება ისე გადართვა ხდება მისივე მხრიდან დამოუკიდებლად. აღნიშნულ გარემოებას აპელანტი ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილ სს "თ--–--ი"-ს ბიზნეს-ცენტრი "ს----------–----ს უფროსის სამსახურეობრივი წერილით (ს/ფ 181-182).
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 102-ე, 105-ე მუხლებზე, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამასთან, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხე მხარე უარყოფს არა თუ სათადარიგო წყაროს გამოყენებას, არამედ ასეთი წყაროს არსებობის ფაქტს მის ტერიტორიაზე. ასეთ პირობებში აპელანტის მიერ მითითებული გარემოების დადასტურება მხოლოდ მისივე სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის წერილით, არ არის საკმარისი, რადგან მტკიცებულებითი ძალის მიხედვით მას ვერ მიენიჭება მხარის განმარტებაზე მეტი ძალა. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა უფრო მყარი მტკიცებულება, მათ შორის თუნდაც ფაქტების კონსტატაციის მასალებით, ან სხვა წერილობითი მტკიცებულებები, რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება, რაც მისთვის არახელსაყრელი შედეგის მომტანია. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია აპელანტის არგუმენტი იმის შესახებ, რომ სადავო №------- სააბონენტო ხაზი წარმოადგენს №------- აბონენტის სარეზერვო წყაროს და ძირითად წყაროდან კვების შეწყვეტის შემთხვევაში, ელექტოენერგიით მომარაგება ხდებოდა №------- სათადარიგო აბონენტის მეშვეობით.
აპელანტი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ როგორც სს "თ---–---------– ბ--–---------–ი" ისე სსიპ "თ---–---------– ბ--–---------–ი" განთავსებული იყო მისამართზე: ქ. თბილისი, ნ--–-----ის ქ. №- და წარმოადგენდა ამავე მისამართზე მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს (მიწის საკადასტრო კოდი №0-------.0--.0---. შპს "ს--–----ი", რომლის იურიდიული მისამართიც იყო ქ. თბილისი, გ------------ შეს. №- და რომელსაც 2--- წლის სექტემბერში შეერწყა სს "თ---–---------– ბ--–---------–ი" ვერანაირად ვერ იქნება პასუხისმგებელი №------- სააბონენტო ბარათზე რიცხულ დავალიანებაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითია არა ის თუ რა მისამართზე იყო რეგისტრირებული შპს "ს--–----ი" ან სსიპ "თ---–---------– ბ--–---------–ი", არამედ ის თუ ვინ არის სს "თ---–---------– ბ--–---------–ის" უფლებამონაცვლე, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სს „თ--–--ის“ წინაშე, მათ შორის ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
ამასთან, პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების განმარტებებს სემეკ-ის 2--------- წლის №-- და 1--------- წლის №-- დადგენილებებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების ძირითად დოკუმენტს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.11. პუნქტი - დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით).
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა დავის სწორ გადაწყვეტამდე. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო, სასამართლო ხარჯები ეკისრება აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით და უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „თ--–--ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით და უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გელა ქირია