განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100310017002200370 (3/ბ-681-2017 წ)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
საჩივრის ავტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - შპს ,,უ------’’, რ-------- ნ-----–--ე, მ--- ბ------ე, თ---------- თ----–---–ი
მოპასუხე - შპს ,,ლ-----“
დავის საგანი სააპელაციო სასამართლოში - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
გასაჩივრებული განჩინება - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 დეკემბრის განჩინება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება
2017 წლის 05 დეკემბერს საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოპასუხეების შპს ,,ლ-----ს“, შპს ,,უ------ს’’, რ-------- ნ-----–--ის, მ--- ბ------ისა და თ---------- თ----–---–ის წინააღმდეგ და მათი ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა, ამასთან მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეების შპს ,,ლ-----ს“, შპს ,,უ------ს’’, რ-------- ნ-----–--ის, მ--- ბ------ისა და თ---------- თ----–---–ის უძრავ-მოძრავი ქონების და საბანკო ანგარიშების, კერძოდ:
- რ-------- ნ-----–--ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ს/კ. 3-----------;
- თ---------- თ----–---–ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების - IVECO 50C11 სახ. N V----- და ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ს/კ. 3-----------;
- მ--- ბ------ის (პ/ნ 3----------) 100 %-იანი წილის შპს ,,უ-----ში’’ (ს/ნ 4--------) და ამ უკანასკნელის საბანკო ანგარიშების - სს „ს----------–--------ში“, სს „ლ-------- ბანკში“, სს „ფ---- ბანკში“, სს „თ----- ბანკში“;
- შპს ,,უ------ს’’ (ს/ნ 4--------) საბანკო ანგარიშების სს „თ----- ბანკში“ და სს “პ------------- ბანკში“ _ დაყადაღება.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე შპს ,,უ------ს’’ (ს/ნ 4--------) მოქმედ საბანკო ანგარიშებს სს „თ----- ბანკში“ (ს/კ.2--------) და სს “პ------------- ბანკში“ (ს/ნ 2-------- ), მთლიანობაში 14519.07 (თოთხმეტი ათას ხუთასცხრამეტი ლარისა და 7 თეთრი) ლარის ფარგლებში.
სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა შპს ,,უ------ს’’, რ-------- ნ-----–--ის, მ--- ბ------ის და თ---------- თ----–---–ის კუთვნილი ქონების და საბანკო ანგარიძების დაყადაღების ნაწილში - არ დაკმაყოფილდა.
შუამდგომლობაზე უარის თქმის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა სსიპ შემოსავლების სამსახურმა (ს.ფ. 83-86).
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საჩივარი წარმოებაში მიიღო (ს.ფ. 90-92), ხოლო 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დააკმაყოფილა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოუგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (ს.ფ. 93-99).
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 დეკემბრის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-420-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და თვლის, რომ საჩივარში არ არის გამოთქმული მათი საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია, რაც განაპირობებს საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 05 დეკემბერს საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოპასუხეების შპს ,,ლ-----ს“, შპს ,,უ------ს’’, რ-------- ნ-----–--ის, მ--- ბ------ისა და თ---------- თ----–---–ის წინააღმდეგ და მათი ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა, ამასთან მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების საფუძველზე მოპასუხეების შპს ,,ლ-----ს“, შპს ,,უ------ს’’, რ-------- ნ-----–--ის, მ--- ბ------ისა და თ---------- თ----–---–ის უძრავ-მოძრავი ქონების და საბანკო ანგარიშების _ დაყადაღება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
მოსარჩელის მტკიცებით, შპს ,,ლ-----ს’’ (ს/ნ 4--------) 2017 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 14 519.07 ლარის ოდენობით. 2015 წლის 1-----–--ს გადასახადის გადამხდელის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. 2015 წლის 0---------ოს ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა N 0----- ბრძანება შპს ,,ლ-----ს’’ (ს/ნ 4--------) ქონების დაყადაღების თაობაზე. შპს ,,ლ-----ს’’ (ს/ნ 4--------) საკუთრებაში ან/და ბალანსზე რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება, ასევე, წილი და აქციები არ გააჩნია. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, საკუთრებაში ერიცხება საკონტროლო სალარო აპარატი, რომელსაც დაედო ყადაღა 20.08.2015 წელს და ეს ვერ უზრუნველყოფს საგადასახადო დავალიანების დაფარვას. 2015 წლის 20 აგვისტოს, შპს ,,ლ-----ს’’ (ს/ნ 4--------) დირექტორის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, საწარმოს საკუთრებაში გააჩნდა დასაწყობებული ქონება (მატერიალური ფასეულობები) მისამართზე - ბაღდათი, ს------–------ი. 2015 წლის 24 აგვისტოდან - 16 სექტემბრის ჩათვლით შპს ,,ლ-----მ’’ (ს/ნ 4--------) ზედნადებით (სულ 7) შპს ,,უ-----ს’’ (ს/ნ 4--------) გადააწერა 18 036.37 ლარის ღირებულების სასაქონლო მატერიალაური ფასეულობები. 2015 წლის 20 აგვისტოდან (საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ) შპს ,,ლ-----მ’’ (ს/ნ 4--------) ზედნადებით საქონლის რეალიზაცია განახორციელა მხოლოდ შპს ,,უ------ზე’’ (ს/ნ 4--------). 2015 წლის 24 აგვისტოდან 08 სექტემბრის ჩათვლით, მ--- ბ------ემ შპს ,,უ------ს’’ სახელზე დაარეგისტრირა სამი ერთეული საკონტროლო სალარო აპარატი, მათ შორის ერთი - მისამართზე: ქ. ქუთაისი, ნ----- ქ. N1. მოსარჩელის მითითებით შპს „ლ-----ს“ მიერ გამოწერილ ზედნადებებში, რომლის მეშვეობითაც სასაქონლო მატერიალური ფასაეულობები გადააწერა შპს „უ-----ს“, ტრანსპორტირების დაწყების ადგილად მითითებულია - ქ. ქუთაისი, ნ----- ქ. N1. ასევე, საკონტაქტო ინფორმაციაში და განცხადებებში მითითებული აქვთ ერთი და იგივე სატელეფონო ნომერი, ასევე, რ-------- ნ-----–--ე და მ--- ბ------ე არიან ბიძაშვილ- მამიდაშვილები. ამდენად მოსარჩელეს მიაჩნია, რომ შპს „ლ-----ს“ მიერ საგადასახადო დავალიანების შეჩერება, დამფუძნებლის - რ-------- ნ----–--ის ბიძაშვილის - მ--- ბ------ის სახელზე 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულ საწარმოზე შპს „უ-----ზე“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გადაწერა, სამი ერთეული სალარო აპარატის რეგისტრაცია და იგივე საქმიანობის განხორცილება ისე, რომ სამეწარმეო საქმიანობის წყვეტა არ განუცდია, მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებისაგან თავის არიდებას. აღნიშნული გარემოებები, მოსარჩელის მითითებით, წარმოადგენს შპს ,,ლ-----ს’’ (ს/ნ 4--------), შპს ,,უ------ს’’ (ს/ნ 4--------); რ-------- ნ-----–--ის (პ/ნ 3----------); მ--- ბ------ის (პ/ნ 3----------) და თ---------- თ----–---–ის (პ/ნ 3----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის, მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოსათვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებით მიმართვის უფლება და განსაზღვრულია ამ უფლების რეალიზაციის წესი. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ერთნაირად იცავს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესებს, ანუ მოსარჩელის ინტერესების უზრუნველყოფა არ ხდება მოპასუხის ინტერესების გაუთვალისწინებლად. სწორედ აღნიშნული პრინციპი უდევს საფუძვლად იმ გარემოებას, როცა კანონმდებელი უშვებს სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას და არა მის სავალდებულოობას.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობა, მოპასუხე ფიზიკური პირების უძრავ-მოძრავი ქონების და საბანკი ანგარიშების დაყადაღების ნაწილში, არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ვარაუდთან დაკავშირებით. მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებასთან მიმართებაში უფლებრივი შეზღუდვის აუცილებლობა არ არის საკმარისად დასაბუთებული იმ ხარისხით, რაც შეიძლება, საფუძვლად დაედოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების შეზღუდვას. ამდენად, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველ ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, რომ არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ასევე დაუსაბუთებელია შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა შპს ,,უ------ს’’ საბანკო ანგარიშებეზე სრულად ყადაღის დადების შესახებ, რადგან შემოსავლების სამსახურის მიერ მითითებული ქონება მთლიანობაში აღემატება შპს ,,ლ-----ს’’ დავალიანებას. ამდენად 14 519.07 ლარის ფარგლებში ყადაღის დადება სრულად უზრუნველყოფს სასარჩელო მოთხოვნას და საკმარისი იქნება საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ დასაბუთების ვალდებულება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად განმცხადებელს ეკისრება და მხოლოდ ზოგადი მითითება არ შეიძლება გახდეს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით, მოსარჩელის განცხადებაში მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. იგივე ნორმის მიხედვით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ზემოთ მოხსენიებული შინაარსის განცხადების საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. შესაბამისად მხოლოდ პირთა დასახელება მოპასუხე მხარედ არ არის საკმარისი, რომ სასამართლომ მათ მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს - სავალდებულოა, რომ მოსარჩელემ ასევე დაასაბუთოს თუ რატომ უნდა მოხდეს მოპასუხეთა უფლების შეზღუდვა, რაც მოსარჩელის მიერ უზრუნველყოფილი ვერ იქნა.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს - რ-------- ნ-----–--ის, მ--- ბ------ის, თ---------- თ----–---–ის უძრავ-მოძრავი ქონებისა და საბანკო ანგარიშების, ასევე შპს ,,უ------ს’’ ანგარიშების სრული მოცულობით დაყადაღების საფუძველს, რაც მართებულად შეაფასა საჩხერის რაიონულმა სასამართლომ.
სააპელაციო პალატის აზრით, საჩივარი არ შეიცავს არგუმენტაციას, რომელიც გააქარწყლებდა გასაჩივრებული განჩინების დებულებებს. საჩხერის რაიონული სასამართლოს განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საჩივარი უარყოფილი უნდა იქნეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 დეკემბრის განჩინება გასაჩივრებულ (სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის უარყოფის) ნაწილში;
3. სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე