განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080315618002331946
№3/ბ-135-2018წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 მარტი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე მარინე იმერლიშვილი
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ი-------ი“
წარმომადგენელი – ალ---------- თ-----–-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე –_ ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი (კერძო საჩივრით) – სარჩელის აღძვრამდე ადმინისტრაციულ-სამართ-ლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებაზე უარის თქმის კანონიერება
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის განჩინება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე მითითება:
2018 წლის 02 მარტს, შპს „ი-------ის“ წარმომადგენელმა ალ---------- თ-----–-შვილმა განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ 2018 წლის 23 თებერვალს შპს „ი-------ის“ ტექნიკურ დირექტორს ჩაბარდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 20 თებერვლის წერილი, რომლშიც აღნიშნულია, რომ შპს „ი-------ს“ ქ. ქუთაისში, ი------------------------ის სამხრეთით მდებარე, იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთში, მსუბუქი შენობა-ნაგებობის განთავსებისა და სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულების მოქ-მედების ვადა ამოეწურა და ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი მითითებით დაევალა შეეწყვიტა ყველანაირი სამუშაოები და 10 დღის ვადაში სკვერი მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდება კანონით გათვალის-წინებული ღონისძიებები.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 20 თებერვლის წერილი კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან არქიტექტურისა და ზედამ-ხედველობის სამსახურის უფროსის წერილობითი თანხმობით მსუბუქი კონსტრუქ-ციის შენობის კაფე-ბარის, სპორტულ-სატრენაჟო მოედნის, სუვენირების მაღაზიისა და საბავშვო გასართობის ატრაქციონის მოწყობისათვის, სამუშაოების შესრულების ვადა გაუგრძელდა და განესაზღვრა 2018 წლის 09 აპრილამდე. შესაბამისად, სადავო წერილ-ში მითითება იმის თაობაზე, რომ ამოწურულია სამუშაოების შესრულების ვადა სი-ნამდვილეს არ შეესაბამება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 20 თებერვლის წერილი განმცხადე-ბელმა მიიჩნია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, მიუთითა, რომ აპირებს საჩელის აღძვრას აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, მანამდე კი მითითებული აქტის მოქმედების შეჩერება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის განჩინებით, განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ განმარტა, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 20 თებერვლის წერილი არ წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართ-ლებრივ აქტს, რადგან ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, არ აკმაყოფილებ-და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინე-ბულ ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რის გამოც, სასამართლოს დასკვნით, მისი კანონიერების თაობაზე უფლების დაცვის საპროცესო-სამართლებრივ საშუალებად ვერ იქნებოდა გამოყენებული ადმინისტრაციული საპრო-ცესო კოდექსის 22-ე მუხლით (შეცილებითი სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრა-ციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ) გათვალისწინებული სამართ-ლებრივი საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობდა ქუთაისის მუნიციპა-ლიტეტის მერის 2018 წლის 20 თებერვლის წერილის ინდივიდუალური ადმინისტრა-ციულსამარ-თლებრივი აქტად მიჩნევისა და მისი შეჩერების საფუძვლები.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს „ი-------ის“ წარმომადგენელმა ალ---------- თ-----–-შვილმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და შუამდგომლობის დაკმაყოფილებას.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 20 თებერვლის წერილით შპს „ი-------ს“ დაევალა შეწყვიტოს ყველანაირი სამუ-შაოები და სკვერი მოიყვანოს პირვალდელ მდგომარეობაში, მაშინ როდესაც სამუშაო-ების შესრულების ვადა 2018 წლის 09 აპრილამდე ჰქონდა გაგრძელებული. შესაბა-მისად, 2018 წლის 20 თებერვლის წერილი მას აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს და თუკი არ შეჩერდება მისი მოქმედება, ვერ უზრუნველყოფს უფლებების დაცვას.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა და დასაბუთებულობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამარ-თლოს 2018 წლის 02 მარტის განჩინება და შპს „ი-------ის“ წარმომადგენლის ალექსან-დრე თ-----–-შვილის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2----–-–------------–------- განკარგუ-ლებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა შპს ,,ი-------ისათვის’’ პირ-დაპირი განკარგვის წესით სასყიდლით, პირობებით/იჯარის ფორმით ქუთაისის მუნი-ციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, კერძოდ: ქ. ქუთაისში, ი-----------------------ის სამხრეთით და ი----------------------- სახლის ირგვლივ მდებარე სკვე-რების ნაწილების/ფართობი: 45.0 კვ.მ. და 42.0 კვ.მ.(ს/კ 0-------------------------) 25 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–------------------ ბრძანებით, პირდა-პირი განკარგვის წესით/სასყიდლით, პირობებით/ 25 (ოცდახუთი) წლის ვადით სარ-გებლობაში გადაეცა შპს „ი-------ს“ (ს/კ 2--------) ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, კერძოდ ქ.ქუთაისში, ი-----------------------ის სამ-ხრეთით და ი-----------------------ა სახლის ირგვლივ მდებარე სკვერების ნაწილების ფართობები: 45.0 კვ. მეტრი და 42,0 კვ. მეტრი (ს/კ 0-------------------------). შპს „ი-------მა“ სარგებლობაში გადაცემულ ფართზე უნდა განათავსოს მსუბუქი ტიპის დროებითი შენობანაგებობა, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით. შპს „ი-------ი“ ვალდებულია უზრუნველყოს იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემული ქონების, იჯარის გარეშე დარჩენილი სკვერების ნაწილების კეთილმოწყობა, მასში სპორტულ-სატრენა-ჟო მოედნისა და საბავშვო გასართობი ატრაქციონების მოწყობა და მოვლა-პატრო-ნობა, იჯარის მოქმედების ვადით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამ-სახურთან შეთანხმებული ლანდშაფტური მშენებლობის პროექტის მიხედვით.
ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2017 წლის 25 მაისს ქუთაისის მუნიციპალი-ტეტის მერიას და შპს „ი-------ს“ შორის დაიდო ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთ-რებაში არსებული ქონების საიჯარო №23 ხელშეკრულება, 25 (ოცდახუთი) წლის ვა-დით.
ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსა-ხურის 2----–-–------------------2-------- წერილით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში განხილული იქნა განცხადება (№2-------) ქ. ქუთაისში, ი-------------------------------ში მდებარე იჯარით, აღნაგობის უფლებით აღებულ მიწის ნაკვეთში მსუბუ-ქი კონსტრუქციის შენობის (სუვენირებისა და სათამაშოების მაღაზიის) და სპორტულ-სატრენაჟო მოედნისა და საბავშვო გასართობი ატრაქციონების მოწყობის შესასრულე-ბელი სამუშაოების ხანგრძლივობის ვადის გაგრძელების თაობაზე.
ამავე წერილის თანახმად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქ-ტურული ერთეულის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვა-ნელის 2017 წლის 12 ივნისის №2------- წერილით დადასტურებულ იქნა, რომ გან-მცხადებლის მიერ წარდგენილ საპროექტო დოკუმენტაციაში დაცული არის სამშენებლო რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები და როგორც პირველი კლასი, გაიცა თანხმობა (სუვენირების და სათამაშოების მაღაზიის) და სპორტულ-სატრენაჟო მოედნისა და საბავშვო გასართობი ატრაქციონების მოწყობასთან დაკავში-რებით. (სუვენირების და სათამაშოების მაღაზიის) და სპორტული-სატრენაჟო მოედ-ნისა და საბავშვო გასართობი ატრაქციონების მოწყობის სამუშაოების შესრულების ხანგრძლივობა განისაზღვრა 5 თვით.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურმა შესაძლებლად მიიჩნია შესასრუ-ლებელი სამუშაოების მოქმედების ვადა გაგრძელდეს 5 თვით - 2018 წლის 9 აპრილამ-დე.
ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსა-ხურის 2----–-–------------------2-------- წერილით ირკვევა, რომ ქუთაისის მუნიცი-პალიტეტის მერიაში განხილული იქნა განცხადება (№2-------) ქ----------–--------------------------------ის მიმდებარე იჯარით, აღნაგობის უფლებით აღებულ მიწის ნაკ-ვეთში მსუბუქი კონსტრუქციის შენობის კაფე-ბარის და სპორტულ-სატრენაჟო მოედ-ნისა და საბავშვო გასართობი ატრაქციონების მოწყობის შესასრულებელი სამუშაოების ხანგრძლივობის ვადის გაგრძელების თაობაზე.
მითითებული წერილის თანახმად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის 2----–-–---------------2-------- წერილით დადასტურებულ იქნა, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილ საპროექტო დოკუმენტაციაში დაცული არის სამშენებლო რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები და როგორც პირველი კლასი, გაიცა თანხმობა კაფე-ბარის, სპორტულ-სატრენაჟო მოედნისა და საბავშვო გა-სართობი ატრაქციონების მოწყობასთან დაკავშირებით. კაფე-ბარის, სპორტული-სატრენაჟო მოედნისა და საბავშვო გასართობი ატრაქციონების მოწყობის სამუშაოების შესრულების ხანგრძლივობა განისაზღვრა 5 თვით.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურმა შესაძლებლად მიიჩნია შესასრუ-ლებელი სამუშაოების მოქმედების ვადა გაგრძელდეს 5 თვით - 2018 წლის 9 აპრილამ-დე.
ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–---------------–------------ მიმართვით დასტურდება, რომ ლე--- გი------ძეს (შპს „ი-------ის“ ტექნიკური დირექტორი) ეცნობა ქ.ქუთაისში, ი----------------------ში მდებარე, იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადის ამოწურვის შესახებ. ამავე წერილით მიე-ცა მითითება მითითებულ მისამართზე შეწყვიტოს ყველანაირი სამუშაოები და 10 დღე-ში სკვერი მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდე-ბოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს არეგულირებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანე-ბართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება. მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზ-რისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დად-გენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექ-ტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებ-ლობის ნებართვის გაცემა. ამავე მუხლის 54-ე პუნქტის თანახმად სამშენებლო დოკუმენ-ტი არის ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად შემუშავებული და დამტკიცე-ბული დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაციას და წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის განხორციელების სა-ფუძველს.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქარ-თველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-19 მუხლის პირ-ველი პუნქტის შესაბამისად ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღე-ბისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; ბ) II კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქ-ტორით; გ) III კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით; დ) IV კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით; ე) V კლასი – შენობა- ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობ-ები).
ამავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად I კლასის შენობა- ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმო-ებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლა-მენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახ-მად კი, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდე-ბულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებარ-თვის გამცემ ორგანოს. ხოლო ამავე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ამ დადგენი-ლების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორცი-ელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის „მშენებ-ლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დადგენილების 57-ე მუხლი ითვალისწინებს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებას. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მოქ-მედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო ობიექტზე არ არის განხორციელებული ისეთი სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც ამ დადგენი-ლების შესაბამისად საჭიროებენ მშენებლობის ახალ ნებართვას.
დადგენილია, რომ შპს „ი-------ს“ ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტუ-რისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის 2017 წლის 12 ივნისის №2------- და 2----–-–---------------2-------- წერილების საფუძველზე, მიეცა თან-ხმობა სუვენირების, სათამაშოების მაღაზიის, სპორტულ-სატრენაჟორო მოედნის, სა-ბავშვო გასართობი ატრაქციონებისა და კაფე-ბარის მოწყობის თაობაზე. შესაბამისად, შპს „ი-------ი“ ქ.ქუთაისში, ი-----------------------ში იჯარით, აღნაგობის უფლებით გაცემულ მიწის ნაკვეთზე აწარმოებდა I კლასის მშენებლობას.
დადგენილია, რომ ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამ-ხედველობის სამსახურის 2----–-–------------------2-------- და №2-------- წერი-ლებით, შპს „ი-------ს“ 2018 წლის 09 აპრილამდე გაუგრძელდა შესასრულებელი სა-მუშაოების მოქმედების ვადა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ჟ“ პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონ-მდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განსაზღვრული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია; ხო-ლო ამავე მულიხ „ს“ პუქტის შესაბამისად კი სამშენებლო სამართალდარღვევა არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით. ამავე კანონის „ტ“ პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის გამოს-წორება არის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების ან/და დადგენილების საფუძველზე დამრღვევის მიერ განხორციელებული მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის ან/და სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნებ-თან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას. ხოლო „ღ“ პუნქტის შესაბამისად, მითითება არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნა შეუსაბამობაზე და მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელშიც დამრღვევმა უნდა შეასრულოს მითითებაში მოცემული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებ-ლად.
პალატა განმარტავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ IV თავი ითვალისწინებს ტექნიკური საფრთხის კონტროლს. კოდექსის 14.1 მუხით, ეს თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებუ-ლი რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. 14.2 მუხლის „ა" და „დ” ქვეპუნქტებით, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანო-ბაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონს-ტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები. მე-15 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით, სამშენებლო საქმიანობად (სამშენებლო სამუშაოებად) მიიჩნევა ობიექტის მშენებლობის, მონტაჟის, რეკონსტრუქ-ციისა და დემონტაჟის პროცესი.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25.2 მუხლით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარ-ღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით.
მითითებული კოდექსის 25.5 მუხლით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა)მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
მოცემულ შემთხვევაში, ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–----------------–------------ მიმართვით დასტურდება, რომ ლე--- გი------ძეს (შპს „ი-------ის“ ტექნიკური დირექტორი) ეცნობა ქ.ქუთაისში, ი-----------------------ში მდებარე, იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადის ამო-წურვის შესახებ. ამავე წერილით მიეცა მითითება მითითებულ მისამართზე შეწყვიტოს ყველანაირი სამუშაოები და 10 დღეში სკვერი მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პალატა განმარტავს, რომ ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–----------------–------------ წერილი შეიცავს მხოლოდ მითითებას, რომ ამოიწურა სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადა და არ შეიცავს კონკრეტულ ღონისძიებას რომელშიც სავარაუდო დამრღვევს უნდა შეესრულებინა შესაძლო სამშენებლო სამართალდარღვე-ვის გამოსასწორებლად. მითითებული წერილი იმპერატიული ხასიათისაა და შეიცავს კონკრეტული ღონისძიების შესრულების ვალდებულებას დამკვეთს უნდა შეეწყვიტა ყველანაირი სამუშაოები და 10 დღეში სკვერი მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრა-ციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმი-ნისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ სამართ-ლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზ-ღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სა-მართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილება-ზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მი-ერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამარ-თლებრივი შედეგები.
პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ხდება კანონით მოწესრიგებული ურთიერთობის კონკრეტიზაცია და ინდივიდუალიზაცია. მხოლოდ აქტის გამოცემის შემთხვევაში ხდება ის ცალკეული სუბიექტის უფლებების ან შეზ-ღუდვების (აკრძალვების) დამდგენი. აღნიშნული ფორმა აძლევს შესაძლებლობას მის ადრესატს გაიგოს რისი უფლება აქვს მას ან რას ითხოვენ მისგან.
პალატა განმარტავს, რომ შემზღუდველია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარ-თლებრივი აქტი, რომელიც ამძიმებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, რაც შეიძ-ლება კონკრეტული ქმედების აკრძალვით (ამკრძალავი ინდივიდუალური ადმინის-ტრაციულ-სამართლებრივი აქტი) ან კონკრეტული ქმედების განხორციელების ვალდე-ბულებაში გამოიხატოს (მავალდებულებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა-მართლებრივი აქტი).
განსახილველ შემთხვევაში, ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–----------------–----------- მიმართვით ლე--- გი------ძეს (შპს „ი-------ის“ ტექნიკური დი-რექტორი) ეცნობა ქ.ქუთაისში, ი----------------------ში მდებარე, იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადის ამოწურვის შესახებ. ამავე წერილით მიეცა მითითება მითითებულ მისამართზე შეწყვიტოს ყველანაირი სამუშაოები და 10 დღეში სკვერი მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
მითითებული გადაწყვეტა (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ-ტი) ადრესატზე ზემოქმედების ხასიათის მიხედვით, არის შემზღუდველი (ამკრძალა-ვიც და მავალდებულებელიც), რომელიც ადრესატს უკრძალავს მშენებლობის წარმოე-ბას და ავალდებულებს კონკრეტული ქმედების განხორციელებას (სკვერის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვვანა).
პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ლე--- გი------ძე (შპს „ი--------ის“ ტექნიკური დირექტორი), აღჭურვა უფლებით 2018 წლის 09 აპრილამდე ეწარ-მოებინა დაგეგმილი სამუშაოები, ხოლო იმავე ადმინისტრაციულმა ორგანომ 2018 წლის 09 აპრილის გასვლამდე, აცნობა, რომ მშენებლობის ნებართვას გაუვიდა ვადა და დაა-ვალა გარკვეული მოქმედებების განხორციელება. მაშინ, როდესაც მითითებით უნდა გა-ნესაზღვრა კონკრეტული ღონისძიება, რომელშიც სავარაუდო დამრღვევს უნდა შეესრუ-ლებინა შესაძლო სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხისადმი ამგვარი, ფორმალური და დაუსაბუთებელი მიდგომა, ლახავს როგორც დაინტერესებუ-ლი პირის გარანტირებულ უფლებებს, ასევე საფრთხის შემცველია მმართველობის სტა-ბილურობისათვის. მნიშვნელოვანია აგრეთვე ის გარემოება, რომ როგორც იჯარის ხელ-შეკრულება, ასევე მშენებლობის ვადის გაგრძელების შესახებ წერილები არ გაუქმებულა და ძალაშია. შესაბამისად, შპს „ი-------ს“ გააჩნია ლეგიტიმური მოლოდინი განახორ-ციელოს აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მინიჭებული უფლება. უფრო მეტიც, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, ვალდებულია დაასრულოს მიმდინარე მშენებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.
მითითებულ გარემოებათა ანალიზი ცხადყოფს, რომ ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–---------------–----------- მიმართვა არ შეიცავს „პროდუქტის უსა-ფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ საქართველოს კანონით გათვა-ლისწინებულ მითითების ფორმასა და შინაარსს. აღნიშნული უფლების შემზღუდველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და მოცემულ შემთხვე-ვაში სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მისი შეჩერების კანონიერებასა და მართლზომიერებაზე.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თა-ნახმად ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასა-ცავად პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, პირდაპირ მიმართოს სასამართლოს. დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების ეფექტურად აღსადგენად საკმარისი არ არის მხოლოდ სასამართლოსათვის მიმართვა და მის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა; იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი ქნეს პირის უფლებების ფაქტობრივი რეალიზაცია, საჭიროა საკანონმდებლო დონეზე არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების გარანტია.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ადამიანის უფ-ლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრუ-ლების უფლებას. მითითებული მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ნებისმიერი სასა-მართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება სასამართლო პროცესის გა-ნუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამარ-თლოს 2005 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ).
სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვე-ობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. ზოგადად, სამართლებრივი სისტემის მთავარ ფუნქ-ციას სწორედ პირის უფლებების დაცვის რეალური გარანტიების განსაზღვრა და დარ-ღვეული უფლების ეფექტურად და სწრაფად აღდგენის უზრუნველყოფა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ადმინისტრაციული სამართალი, მსგავსად კერძო სამართლისა, ითვალისწინებს როგორც უფლების დაცვის ეფექტურ, ასევე პრევენციულ საშუალებებს. კერძოდ: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი ითვალისწინებს უზრუნველყოფის ისეთ ღონისძიებას, როგორიცაა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება. აღნიშნული ნორმა გამოიყენება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების ან არარად აღიარების მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებუ-ლი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. ე.ი. გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედება ჩერდება ავტომატურად, სარჩე-ლის სასამართლოს მიერ მიღებით და ეს არ არის დამოკიდებული მხარის ნებაზე, ანუ სარჩელის სასამართლოში შეტანა ატარებს სუსპენზიურ ეფექტს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შე-ჩერების შესახებ მხარის შუამდგომლობა შეიძლება წარდგენილ იქნეს სარჩელის აღ-ძვრამდეც. მითითებული მუხლი მხარეს ანიჭებს უფლებას ინდივიდუალური ადმი-ნისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ განცხადება წარა-დგინოს სარჩელის აღძვრამდეც, რაც უფლების დროებით დაცვის ერთ-ერთი საშ-უალებაა. მოცემულ შემთხვევაში აქტის ავტომატური შეჩერება ანუ სუსპენზიური ეფექ-ტი არ არსებობს, მითითებული ნორმის რეალიზაციისათვის სავალდებულო პირობას წარმოადგენს მხარის შუამდგომლობა, რომელიც სასამართლოში წარმოდგენილი უნდა იქნეს სარჩელის აღძვრამდე.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცე-სო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს იმ შემთხვევების ჩამონათვალს, როდესაც გასაჩივრებული აქტი ავტომატურად არ ჩერდება, არამედ მისი შეჩერება ხდება მხარის მოთხოვნითა და მხოლოდ სასამართლოს დასაბუთებული გაჩინების საფუძველზე. კერძოდ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ: ა) ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გა-დასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან; ბ)აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას; გ)იგი გამოცემულია შესაბამისი კანონის საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს; დ)ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადა-წყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა; ე)ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშ-ვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს; ვ)ეს გათ-ვალისწინებულია კანონით.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრა-ციული აქტის მოქმედება ავტომატურად არ ჩერდება, ამავე მუხლის მე-3 ნაწილი არ გა-მორიცხავს მითითებული აქტების სასამართლოს მიერ შეჩერების შესაძლებლობას. მხა-რის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრ-აციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუა-ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას.
მითითებული ნორმის დანაწესის შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში საჩივრის სუსპენ-ზიურ ეფექტს ცვლის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა პრევენციული ღონისძიების გამოყენების საფუძვე-ლი დამაჯერებლად უნდა დასაბუთდეს. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ისე გადაწყვიტოს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმდების შეჩერების საკითხი საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობისა და კანონის უზენაესობის დაცვის გათვალ-სიწინებით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მოხმობილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი ნორმები, იძლევა შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს დარღვეული თუ სადავოდ ქცეუ-ლი უფლების სასამართლო წესით დაცვა, რამეთუ ადმინისტრაციული საპროცესო კო-დექსით გათვალისწინებული უფლების დროებითი დაცვის საშუალებები უზრუნველ-ყოფს ადმინისტრაციული სამართალწარმოების მონაწილეთა უფლებების რეალიზებას და ისინი ეფექტურად უნდა იქნეს გამოყენებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპრო-ცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 29-ე მუხლით, საქართველოს სა-მოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 419-420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ი-------ის“ წარმომადგენლის ალ---------- თ-----–-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის განჩინება;
3. დაკმაყოფილდეს შპს „ი-------ის“ წარმომადგენლის ალ---------- თ-----–-შვილის განცხადება;
4. შეჩერდეს ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–---------------–---------- (ელექტრონული ნომერი: 3---------------------) ინდივიდუალური ადმინისტრაცი-ულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება;
5. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მარინე იმერლიშვილი