განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/ბ-1226-17წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 დეკემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი: ლ---- გ----–-ია
წარმომადგენელი: შ----- კ----------ე
მოწინააღმდეგე მხარე: ხ------- ბ-–----ე
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების კანონიერება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 მარტის განჩინება
გამოარკვია:
2017 წლის 07 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა ხ------- ბ-–----ის წარმომადგენელმა და სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა, ყადაღა დაედოს მოპაასუხე ხ------- ს--–-------- საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებას:
1. ქ. ბათუმი, ა-----ს ქ. N5--–ი მდებარე, N------------ საკადასტრო კოდის უძრავი ქონება (დაზუსტებებული ფართი 464 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, N2, N3, შენობა- ნაგებობის საერთო ფართი 210.69 კვ.მ.;
2. ქ. ბათუმი, გ-------------ს ქ----- სართული N-----------ში, მდებარე უძრავი ქონება, საერთო ფართი 75.61 კვ.მ., საკადასტრო კოდი N0---------------;
ყადაღა დაედოს მოპასუხე ლ---- გ----–-იას სახელზე რიცხულ უძრავ ქონებებს:
1. ქ. თბილისი, დასახლება ზ--------ანი (ყოფილ თემქა), კ--------–----------------------------–-------------, ფართი 88.39 კვ.მ., საკადასტრო კოდი N0----------------------;
2. ქ. თბილისი, გ--- კ-----------ს ქ. N--–--------------------------------------------–-------------- ფართი 56.27 კვ.მ., საკადასტრო კოდი N--------------------------.
ასევე მოითხოვა, ყადაღა დაედოს სს ,,საქართველოს ბანკში" არსებულ, ლ---- გ----–-იას საბანკო ანგარიშს G--------------------- USD.
განმცხადებლის განმარტებით, ლ---- გ----–-იამ და ხ------- ბ-–----ემ განმცხადებლისაგან სესხის სახით აიღეს ფულადი თანხა, 38 720 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებიათ 2016 წლის ბოლომდე, თუმცა დღემდე ვალდებულება არ შეუსრულებიათ, რის გამოც განმცხადებელი აპირებს სასამართლოს მიმართოს თანხის დაკისრების მოთხოვნის სარჩელით.
იმისათვის, რომ მოპასუხეებმა არ მოახდინონ საკუთარ სახელზე რიცხული მთელი ქონების გასხვისება, იძულებული გახდა განცხადებით მოემართა სასამართლოსათვის და სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა ზემოთხსენებულ ქონებებზე ყადაღის დადება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 მარტის განჩინებით, ხ------- ბ-–----ის (პ/ნ 6----------) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხ------- ს--–-------- (პ/ნ N-----------) და ლ---- გ----–-იას (პ/ნ 6----------) აეკრძალათ, მათ საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონებების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
1. ქ. ბათუმი, ა-----ს ქ. N5--–ი მდებარე, N------------ საკადასტრო კოდის უძრავი ქონება (დაზუსტებებული ფართი 464 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, N2, N3, შენობა- ნაგებობის საერთო ფართი 210.69 კვ.მ.;
2. ქ. ბათუმი, გ-------------ს ქ----- სართული N-----------ში, მდებარე უძრავი ქონება, საერთო ფართი 75.61 კვ.მ., საკადასტრო კოდი N0---------------
3. ქ. თბილისი, დასახლება ზ--------ანი (ყოფილ თემქა), კ--------–----------------------------–-------------, ფართი 88.39 კვ.მ., საკადასტრო კოდი N0----------------------;
4. ქ. თბილისი, გ--- კ-----------ს ქ. N--–--------------------------------------------–-------------- ფართი 56.27 კვ.მ., საკადასტრო კოდი N--------------------------.
ხ------- ბ-–----ის (პ/ნ 6----------) განცხადება სარჩელის უზრუნველსაყოფად უძრავ ქონებაზე და საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ განმარტა:
კანონი ადგენს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ზოგად საფუძველს, ხოლო სასამართლო ამ ღონისძიებას გამოიყენებს იმ შემთხვევაში, თუ მის გამოყენებას მიზანშეწონილად ჩათვლის.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადება დასაბუთებულია. მასში ამომწურავადაა მითითებული, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გადაუდებლობა და აუცილებლობა, ასევე მისი კავშირი სამომავლოდ აღსასრულებელ გადაწყვეტილებასთან.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი უკავშირდება თანხის, 38 720 აშშ დოლარის დაკისრებას. მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას, შეუძლებელია დადგინდეს მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვთ, თუ არა მოპასუხეებს აღნიშნული თანხა და ეს საკითხი საქმის არსებითი განხილვით დასადგენია, მანამდე კი მხოლოდ ვარაუდებია ცნობილი, რაც მოითხოვს მაღალი სტანდარტით შემოწმებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 მარტის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ლ---- გ----–-იას წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ შესაძლოა საფრთხე დაემუქროს გადაწყვეტილების აღსრულების შემდგომ ბედს, რაც ბუნებრივია საპროცესო კანონმდებლობის ერთგვარი სტანდარტიცაა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, თუ როგორ ასაბუთებს პირი, რომ გამოყენებული უნდა იქნეს უზრუნველყოფის ღონისძიება.
განცხადების დასაბუთებულობა მნიშვნელოვანია ამგვარი განჩინების მიღებისათვის, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს.
ასევე არ არსებობს იმგვარი გარემოება, რომელიც სასამართლოს უბიძგებდა გამოეყენებინა უზრუნველყოფის ღონისძიება და ისეთი აკრძალვა, რომელიც სადაო განჩინებაშია მოცემული.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ლ---- გ----–-იას საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
დადგენილია, რომ 2017 წლის 07 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა ხ------- ბ-–----ის წარმომადგენელმა და ხ------- ს--–--------ა და ლ---- გ----–-იას მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა, ყადაღა დაედოს მოპასუხეთა საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებებს, ასევე სს ,,საქართველოს ბანკში" ლ---- გ----–-იას საბანკო ანგარიშს.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 მარტის განჩინებით ხ------- ბ-–----ის (პ/ნ 6----------) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხ------- ს--–-------- (პ/ნ N-----------) და ლ---- გ----–-იას (პ/ნ 6----------) აეკრძალათ, მათ საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონებების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
1. ქ. ბათუმი, ა-----ს ქ. N5--–ი მდებარე, N------------ საკადასტრო კოდის უძრავი ქონება (დაზუსტებებული ფართი 464 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, N2, N3, შენობა- ნაგებობის საერთო ფართი 210.69 კვ.მ.;
2. ქ. ბათუმი, გ-------------ს ქ----- სართული N-----------ში, მდებარე უძრავი ქონება, საერთო ფართი 75.61 კვ.მ., საკადასტრო კოდი N0---------------
3. ქ. თბილისი, დასახლება ზ--------ანი (ყოფილ თემქა), კ--------–----------------------------–-------------, ფართი 88.39 კვ.მ., საკადასტრო კოდი N0----------------------;
4. ქ. თბილისი, გ--- კ-----------ს ქ. N--–--------------------------------------------–-------------- ფართი 56.27 კვ.მ., საკადასტრო კოდი N--------------------------.
ხ------- ბ-–----ის (პ/ნ 6----------) განცხადება სარჩელის უზრუნველსაყოფად უძრავ ქონებაზე და საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ლ---- გ----–-იას წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია გადაუდებელ შემთხვევაში, მიმართოს სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას ან გამოიწვევს ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.
თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს.
აღნიშნული მუხლის დისპოზიციის თანახმად, განმცხადებლის მიერ მოთხოვილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ კავშირში უნდა იყოს აღძრულ ან აღსაძრავ სარჩელთან.
აღნიშნული საფუძვლის შემოწმებისას, სასარჩელო მოთხოვნის შემოწმება საჭიროა იმ თვალსაზრისით, რომ დადგინდეს სარჩელის შესაძლო დაკმაყოფილების შესახებ ვარაუდის საფუძვლიანობა.
ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის საფუძვლის შემოწმებისას სასამართლოსათვის ცნობილი უნდა იყოს, თუ კონკრეტულად რომელი მატერიალური უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად არის აღძრული, ან მომავალში იქნება აღძრული სარჩელი.
სარჩელის უზრუნველყოფა თავისი არსით ემსახურება სწორედ მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებების და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის სწრაფ და ეფექტურ უზრუნველყოფას სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ანუ გადაწყვეტილების გამოტანამდე.
შესაბამისად, არა მარტო სარჩელში, არამედ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაშიც ნათლად და გარკვევით უნდა იყოს მითითებული სარჩელის საგანი.
სარჩელის საგანი არის მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა მოპასუხისადმი, ანუ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი.
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც სასამართლოს ჩამოუყალიბდება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მისი გამოუყენებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას საფრთხის ქვეშ დააყენებს.
ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის საჭიროების მტკიცების ტვირთი ეკისრება განმცხადებელს, ანუ განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობა, ხოლო სასამართლოს შეუძლია, გაიზიაროს ან არ გაიზიაროს დასაბუთების მართებულობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.
საჯარო რეესტრის ამონაწერებით დადგენილია, რომ ხ------- ს--–-------- საკუთრებაში რეგისტრირებულია შემდეგი ქონება:
1) ქ. ბათუმი, ა-----ს ქ. N5--–ი მდებარე, N------------ საკადასტრო კოდის უძრავი ქონება (დაზუსტებებული ფართი 464 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, N2, N3, შენობა- ნაგებობის საერთო ფართი 210.69 კვ.მ.;
2) ქ. ბათუმი, გ-------------ს ქ----- სართული N-----------ში, მდებარე უძრავი ქონება, საერთო ფართი 75.61 კვ.მ., საკადასტრო კოდი N0---------------
ლ---- გ----–-იას საკუთრებაში რეგისტრირებულია შემდეგი ქონება:
1) ქ. თბილისი, დასახლება ზ--------ანი (ყოფილ თემქა), კ--------–----------------------------–-------------, ფართი 88.39 კვ.მ., საკადასტრო კოდი N0----------------------;
2) ქ. თბილისი, გ--- კ-----------ს ქ. N--–--------------------------------------------–-------------- ფართი 56.27 კვ.მ., საკადასტრო კოდი N--------------------------
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს სესხის სახით გადაცემული თანხის-38 720 აშშ დოლარის მოპასუხეთათვის გადასახდელად დაკისრება.
ამდენად, განმცხადებლის მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (სკ-ის 623-ე მუხლი) და განცხადებაში მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, წარმატების პერსპექტივა.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება, არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე, არამედ მოპასუხის ნებაზე, განახორციელოს გარკვეული მოქმედება, დაკისრებული თანხა გადასცეს მოსარჩელეს. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა მოპასუხის ქონებაზე იძულებითი აღსრულება.
შესაბამისად, თუკი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ეს გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, ამასთან მის აღსრულებამდე გასხვისდება მოპასუხეთა კუთვნილი ქონება, შესაძლოა მოპასუხეს აღარ აღმოაჩნდეს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საჭირო ქონება, ან ფულადი თანხა, რაც გაართულებს, ან შეუძლებელს გახდის ხ------- ბ-–----ის სასარგებლოდ მის აღსრულებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას ჩამოუყალიბდა დასაბუთებული ვარაუდი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობისა და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე უარის თქმით დასაბუთებული განჩინება გამოიტანა, აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, ლ---- გ----–-იას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 მარტის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ---- გ----–-იას (წარმომადგენელი - შ----- კ----------ე) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს, ბათუმის საქალაქო საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 მარტის განჩინება.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე