განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.02.2018
საქმის ნომერი
010210016001431624
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
08.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210016001431624

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ - 1090

8 თებერვალი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ლაურა მიქავა

სხდომის მდივანი: მირანდა ირემაძე

აპელანტი: შპს ”ი------- ი------ი”

წარმომადგენელი: ვ-–- ხ--------–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე: ნ-------- კ------–--ი; შპს ”ს------ X---”

დავის საგანი: თანხის დაკისრება; მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ-------- კ------–--მა, მოწინააღმდეგე მხარედ შპს ”ი------- ი------ი” მიუთითა და ითხოვა მოპასუხე შპს ,,ი--------ი------ს“ მოსარჩელე ნ-------- კ------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხა - 511909 აშშ დოლარი, ორი წლის საპროცენტო სარგებელი - 153 572 აშშ დოლარი, პირგასამტეხლოს სახით - 2013 წლის 11 დეკემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 511,9 აშშ დოლარი - ვალდებულების შესრულებამდე.

2. მოსარჩელის განმარტებით: შპს ,,ს------ X---“-ს და შპს ,,ი--------ი------ს“ შორის 2----–-–---------------- დადებული იქნა №- სასესხო ხელშეკრულება. ამავე მხარეთა მიერ ხელმოწერილი და დადასტურებული იქნა (2---------–.-დან 3---------წ.-მდე პერიოდის) მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა შესაბამისადაც დგინდება, რომ შპს ,,ს------ X---“-მ შპს ,,ი--------ი------ს“ 10.12.2013წ.- მდე ასესხა სულ 511909 აშშ დოლარი, წლიური 15%-იანი სარგებლით, ხოლო ვალდებულების დარღვევისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო სესხის დარჩენილი თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხე შპს ,,ი--------ი------ს“ ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებია და კრედიტორისათვის თანხა არ დაუბრუნებია.

3. 22.06.2016წ. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით შპს ,,ს------ X---“ 2----–-–---------------- დადებული №- სასესხო ხელშეკრულებისა და ამავე მხარეთა ხელმოწერილ-დადასტურებული 2---------–.-დან 3---------წ.-მდე პერიოდის მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის უფლება შპს ”ი------- ი------ის” მიმართ სრულად დაუთმო მოსარჩელე ნ-------- კ------–--ს.

4. მოსარჩელე მხარემ ნ-------- კ------–--მა სარჩელს დაურთო 2----–-–------------------- (სასესხო) ხელშეკრულება და 2---------–. N- მიღება-ჩაბარების აქტი; 2---------–-----------------------------------------–-----------------------------------------–------------------------------------------–-----------------------------------------–---- მიღება-ჩაბარების აქტი; 2---------–-----------------------------------------–-----------------------------------------–-----------------------------------------–------------------------------------------–------------------------------------------–------------------------------------------–------------------------------------------–------------------------------------------–------------------------------------------–------------------------------------------–------------------------------------------–------------------------------------------–------------------------------------------–------------------------------------------–------------------------------------------–------------------------------------------–------------------------------------------–----- მიღება-ჩაბარების აქტი;

5. მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილება და მოპასუხისათვის მითითებული თანხების დაკისრება ითხოვა.

6. მოპასუხე მხარემ შპს ”ი------- ი------ის” წარმომადგენელმა, წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნ-------- კ------–--თან არ იმყოფება სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რაც ნ.კ------–--ის მხრიდან მოთხოვნის უფლებას გამორიცხავს; მართალია მოსარჩელეს სარჩელთან ერთად წარდგენილი აქვს მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, გაფორმებული 2----–-–------------, შპს ,,ს------ X---“-სთან, რომლის თანახმადაც მოთხოვნის დამთმობი, მოთხოვნის მიმღებს უთმობს მოთხოვნის უფლებას, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს თუ რამდენად იყო უფლებამოსილი შპს ,,ს------ X---“-ს დირექტორი გაეფორმებინა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება - ნ-------- კ------–--თან.

7. მოპასუხემ მიუთითა, რომ შპს ,,ს------ X---“-ეს დირექტორი არ იყო უფლებამოსილი დაეთმო მოთხოვნა მესამე პირისათვის, ამით დაირღვა 2----–-–---------------- დადებული #- სასესხო ხელშეკრულების მე-4 მუხლის მოთხოვნები; საზოგადოების დამფუძნებლების თანხმობის გარეშე მოთხოვნის უფლების დათმობით, შპს ,,ს------ X---“-ს დირექტორმა დაარღვია ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და მე-9/1 მუხლების მოთხოვნები და შპს ,,ს------ X---“-ს წესდების 4.1. და 4.2. მუხლების მოთხოვნები, რადგან ამისათვის საჭირო იყო პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება;

8. მოპასუხე მხარემ სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავ გარემოებად მისი ხანდაზმულობა მიუთითა და განმარტა, რომ 2----–-–---------------- დადებული №- სასესხო ხელშეკრულების (1.1. მუხლი) თანახმად სახეზეა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებები და მათ მიმართ გასულია ხანდაზმულობის ვადები;

9. მოპასუხე მხარემ, შპს ”ი------- ი------მა” თავის მხრივ შეგებებული სარჩელი წარადგინა ნ-------- კ------–--ის სარჩელზე და ითხოვა: შპს ,,ს------ X---“-ს და შპს ,,ი--------ი------ს“ შორის 2----–-–---------------- დადებული #- სასესხო ხელშეკრულებისა და 2----–-–---------------–-- სასესხო ხელშეკრულების ბათილად ცნობა; შპს ,,ს------ X---“-ს დირექტორსა და ფიზიკურ პირს ნ-------- კ------–--ს შორის 2----–-–------------ დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

10. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით: შპს ,,ი--------ი------ის“ დამფუძნებელმა მ------ ხ-------- დაიწყო დოკუმენტების მომზადება, რათა აუქციონზე შეესყიდა წიაღისეულის მოპოვების თაობაზე ლიცენზია, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ გაიგო რუსეთის ფედერაციაში მოღვაწე ბიზნესმენმა ზ------ გ--------ემ, რომელმაც გამოთქვა სურვილი ამ ბიზნესში მონაწილეობისა. მ------ ხ------- დაეთანხმა მას იმ პირობით, რომ ზ------ გ--------ე შეიძენდა ტექნიკას, მანქანა-დანადგარებს და ექსპლუატაციაში გაუშვებდა საწარმოს, რის სანაცვლოდაც იგი მიიღებდა შპს ,,ი--------ი------ის“ 50%-იან წილს. მხარეები სიტყვიერად შეთანხმდნენ, ზ------ გ--------ე თანხების მოსაზიდად გამოიყენებდა შპს ,,ს------ X---“-ს. 2----–-–---------------- დაარსდა შპს ,,ი--------ი------ი“, რომლის დამფუძნებლები შეთანხმების თანახმად იყვნენ მ------ ხ------- და ზ------ გ--------ის ნდობით აღჭურვილი პირი მერაბ ბერაძე, 50-50%-იანი, თანაბარი წილის უფლებით. 2010 წლიდან ზ------ გ--------ემ და მისი ნდობით აღჭურვილმა პირებმა დაიწყეს აღებული ვალდებულებების შესრულება, შეიძინეს სხვადასხვა დასახელების ტექნიკა, დანადგარები, ზოგი ხარისხიანი, ზოგი უხარისხო, თუმცა ვალდებულება ბოლომდე ვერ განახორციელეს, საწარმოს სრული ექსპლუატაციისათვის საჭირო თანხები ვერ იქნა მოზიდული, რის გამოც შპს ,,ი------- - ი------მა“ აიღო სესხი ბანკიდან, ხოლო შემდეგში ბანკისათვის სესხის დაბრუნების მიზნით ტექნიკა დანადგარები გაიყიდა. ამჟამად საწარმო არ ფუნქციონირებს, სხვადასხვა დარღვევების გამო განთავისუფლებული იქნა დირექტორი ა---------–--------, რის შემდეგაც გახდა ცნობილი, რომ მას მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება გაუფორმებია ნ-------- კ------–--თან;

11. 2----–-–----------------, შედგენილი სესხის ხელშეკრულება არის ყალბი, მასზე მითითებულია საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომერი, ბეჭდისა და ბანკის კოდი, მაშინ, როცა ფირმის წესდება რეგისტრირებულია 2----–-–----------------, ხოლო რეგისტრაციაში გატარებულია 2----–-–----------------, ე.ი. ხელშეკრულების დადების შემდეგ, შესაბამისად, ხელშეკრულებას არ აწერს ხელს უფლებამოსილი პირი;

12. შეგებებული სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ შპს ,,ს------ X---“-ს დირექტორი ა---------–--------, იყო შპს ,,ი--------ი------ის“ დირექტორიც, და დაკავშირებული პირი მოწინააღმდეგე მხარესთან, ორივე საწარმოს ერთად ჰქონდათ ოფისი და ა---------–--------ს ხელი მიუწვდებოდა ორივე საწარმოს დოკუმენტაციაზე, ბეჭდებზე, მან ყალბად, შექმნა არარსებული სესხის ხელშეკრულებები და სხვა დოკუმენტები, რითიც ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. შპს ,,ი--------ი------ი“-ს დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ კი არ გადააბარა საწარმოს დოკუმენტაცია მის შემცვლელს, პასუხისმგებელ პირს. ყოველივე ამის თაობაზე შეგებებული სარჩელის ავტორისათვის ცნობილი გახდა სასამართლოში განცხადების შეტანის შემდეგ.

 

13. შპს ,,ს------ X---“-ს წარმომადგენელმა ა---------–--------მ და ნ-------- კ------–--მა შეგებებული სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადეს.

14. შეგებებული სარჩელის მოპასუხეებმა განმარტეს, რომ მოსარჩელე მხარე, მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს, რასაც ვერ ადასტურებს სათანადო მტკიცებულებებით. შპს ,,ი--------ი------ი“ სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირებულია დამფუძნებელ პარტნიორთა 2----–-–------------------- კრების ოქმით, რომლის თანახმადაც, 100%-იანი ხმის გადაწყვეტილებით დირექტორად დაინიშნა ვ---------------. მოპასუხეები სადავოდ არ ხდიან, რომ შპს ,,ი--------ი------ი“ სამეწარმეო რეესტრში აღირიცხა 2----–-–---------------- და იმავე დღეს მიენიჭა მას ის საიდენტიფიკაციო ნომერი (2--------), რომელიც დაფიქსირებულია 1---------- წ. სესხის ხელშეკრულებაში. ასევე, 2----–-–---------------- გაიცა საწარმოს ბეჭედი, რომლითაც, საწარმოს დირექტორმა ვ--------------- დაამოწმა თავისი ხელმოწერის და შპს ,,ს------ X---“-სთან უკვე დადებული გარიგების ნამდვილობა. ეს არის მექანიკური, უმნიშვნელო ხასიათის შეცდომა და გარიგების ბათილობის საფუძველს არ წარმოადგენს;

15. და რაც მთავარია, 2----–-–----------------- დათარიღებული სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა, შპს ,,ი--------ი------ისა“ და - შპს ,,ს------ X---“-ს დირექტორების მიერ, 2010 წლის 24 ნოემბრიდან 2011 წლის 31 ოქტომბრამდე კიდევ 24-ჯერ იქნა დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელმოწერით, რომელთა თანახმადაც შპს ,,ი--------ი------მა“ მიიღო სულ 505 909 აშშ დოლარის დაბალ პროცენტიანი სესხი. შპს ,,ი--------ი------ის“ დავალიანება შპს ,,ს------ X---“-ს მიმართ დასტურდება აუდიტორული დასკვნითაც.

16. მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვეს.

17. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით: ნ-------- კ------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაეკისრა მოპასუხე შპს ,,ი------- ი------ს" მოსარჩელე ნ-------- კ------–--ის სასარგებლოდ სესხის ძირი თანხის - 511 909 აშშ დოლარის, ასევე ორი წლის საპროცენტო სარგებლის - 153 572 აშშ დოლარის გადახდა. პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, მოპასუხე შპს ,,ი------- ი------ს" მოსარჩელე ნ-------- კ------–--ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 2013 წლის 11 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისთვის 25,56 აშშ დოლარის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ნ-------- კ------–--ს უარი ეთქვა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 486,34 აშშ დოლარის მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე (პირგასამტეხლოს ნაწილში). შპს" ი------- ი------ის" შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს ,,ი------- ი------ს" მოსარჩელის ნ-------- კ------–--ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3050 ლარი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

18. შპს ,,ი--------ი------ი“ რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში 2----–-–---------------- და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი: 2--------. საწარმოს დამფუძნებლები არიან მ------ ხ------- და ინესა გ--------ე, 50%-50%-იანი წილებით. ამავე დღეს არის გაცემული საწარმოს ბეჭედიც.

19. შპს ,,ი--------ი------ის“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველია დამფუძნებელ პარტნიორთა 2----–-–------------------- კრების ოქმი, რომლის თანახმადაც, ხმათა 100%-ით დირექტორად დაინიშნა ვ--------------, რომელიც შპს ,,ი--------ი------ი“-ს დირექტორი იყო დაფუძნებიდან - 2----–-–-- 16 ნოემბრიდან 2011 წლის მაისის თვემდე. ამ პერიოდში მისი მოადგილე იყო ა---------–--------, რომელიც ამავდროულად იყო შპს ,,ს------ X---“-ს დირექტორი. ხოლო 2011 წლის მაისის თვიდან 2016 წლის აპრილის თვემდე ა---------–-------- იყო ორივე საწარმოს დირექტორი.

20. შპს ,,ს------ X---“ რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში 2----–-–-- 08 ოქტომბერს და მინიჭებული აქვს შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი.

21. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ”ს------ X---” -ს და შპს ”ი------- - ი------ს” შორის, 2----–-–----------------, დაიდო სესხის ხელშეკრულება; შპს ,,ს------ X---“-მ შპს ,,ი------- - ი------ს“ 10.12.2013წ.-მდე ასესხა სულ 511909 აშშ დოლარი, წლიური 15%-იანი სარგებლით; ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო სესხის დარჩენილი თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

22. დადგენილი იქნა, რომ მოპასუხე შპს ,,ი--------ი------ს“ ვალდებულება შპს ,,ს------ X---“-სათვის არ შეუსრულებია და კრედიტორისათვის თანხა არ დაუბრუნებია.

23. სასამართლოს მითითებით: სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა, შპს ,,ი--------ი------ისა“ და - შპს ,,ს------ X---“-ს დირექტორების მიერ, 2010 წლის 24 ნოემბრიდან 2011 წლის 31 ოქტომბრამდე 24-ჯერ იქნა დადასტურებული მიღება - ჩაბარების აქტებით, რომელთა თანახმადაც შპს ,,ი--------ი------მა“ მიიღო სულ 505909 აშშ დოლარის დაბალ პროცენტიანი სესხი.

24. დადგენილი იქნა, რომ გაცემული სესხის ოდენობა შეადგენს 511909 აშშ დოლარს. თანხის მიღებას არ უარყოფს არც მოპასუხე, თუმცა მიუთითებს, რომ ეს იყო არა სესხი, არამედ მოსარჩელის მიერ საწარმოში ჩადებული ი------იცია. სასამართლოს მითითებით, აღნიშნულს სათანადო მტკიცებულებებით ვერ ადასტურებს მოპასუხე მხარე.

25. სასამართლომ დაადგინა, რომ სესხი იყო სარგებლიანი, მისი ოდენობა განსაზღვრულია ხელშეკრულებით, კერძოდ წლიური 15%-ით, რამაც ორი წლის განმავლობაში შეადგინა 153 572 აშშ დოლარი.

26. სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებს შორის დადებული 2----–-–---------------- №- სასესხო ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზეც, შესაბამისად დადგენილი იქნა, რომ, რადგან მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, და დარღვეული იქნა ვალდებულების შესრულების ვადები, აღნიშნულმა კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება მიანიჭა.

27. პირგასამტეხლოს ოდენობა, სასამართლომ შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია და შეამცირა ის.

28. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 361-ე,400-403-ე, 416-420-ე მუხლები, ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

29. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული მოპასუხე მხარის შპს ”ი------- ი------ის” მიერ.

30. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება ითხოვა, რომლითაც ნ-------- კ------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება, ხოლო შპს ”ი------- ი------ის” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდება.

31. სასამართლომ გადაწყვეტილებაში უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2----–-–---------------- შ.პ.ს "ი--------ი------ი" რეგისტრირებული იქნა რა მეწარმეთა და არამეწარმეთა იურიდიული პირების რეესტრში, "ამავე დღეს გაიცა საწარმოს ბეჭედიც" რაც არასწორია, რადგანაც არავინ იცის ფირმის ბეჭედი, როდის იქნა დამზადებული, რადგანაც მასში მითითებულია (ამოტიფრულია) ფირმის საიდენტიფიკაციო კოდი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ფირმის ბეჭედი წინასწარ ვერ დამზადდებოდა. უფრო მეტიც ბეჭდის დამზადების თანხები საბანკო ამონაწერების მიხედვით ფირმას გადახდილი აქვს 2010 წლის თებერვლის თვეში და საერთოდ ფირმამ მუშაობა დაიწყო 2010 თებერვლის თვიდან მანამდე ფაქტობრივად ფირმა არ ფუნქციონირებდა. აღნიშნულით კიდევ ერთხელ დგინდება, რომ 2----–-–---------------- სესხის ხელშეკრულება გაყალბებულია და იგი შედგენილია მოგვიანებთ, ახალი დირექტორის ავთანდილ დევაძის მიერ.

32. სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში შეგნებულად არ უთითებს შ.პ.ს "ი--------ი------ის" დამფუძნებლის მ------ ხ-------ს მიერ ლიცენზიის შესყიდვის თარიღს, ლიცენზია გაცემული იქნა 2----–-–-----------------, ამ დრომდე არავინ არ იცოდა და არ იყო დარწმუნებული, რომ ფირმის ერთ-ერთი დამფუძნებელი მ------ ხ------- მიაღწევდა თუ არ აუქციონის წესით ლიცენზიის მიღებას. ამდენად ლიცენზიის მიღებამდე 2----–-–---------------- შექმნილი ფირმა, რომელსაც უნდა ემუშავა წიაღისეულის მოპოვებაზე ფაქტიურად არ ფუნქციონირებდა. ამასთან მ------ ხ-------- ლიცენზიის მოპოვებისა და სხვა სამუშაოებისათვის უფრო მეტი ხარჯები გაწია ვიდრე 150 000 ლარი. აღნიშნულ თანხას ჯერ იხდიდა მ------ ხ------- თავისი სახელით, შემდეგ კი დირექტორი ვ--------------.

33. სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში განმარტავს და მსჯელობს საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა წარდგენისა და მტკიცების ტვირთზე და ასკვნის, რომ მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს შორის სესხის თაობაზე გარიგების დადების შესახებ მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, რაც მან დაამტკიცა კიდეც, ხოლო მხარეებს შორის ი------იციის განხორციელებისა და მის სანაცვლოდ შ.პ.ს "ი--------ი------ის" 50%-იანი წილის გადაცემაზე გარიგების ფაქტის მტკიცების ტვირთი - მოპასუხეს, რაც მან ვერ დაამტკიცა. სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს მოპასუხე მხარე და განმარტავს, რომ შ.პ.ს "ი--------ი------ი" დამფუძნებელთა კრება ჩატარდა 2----–-–----------------, იგი სანოტარო წესით დამოწმებული იქნა 2----–-–---------------- და რეგისტრაციაში გატარდა 2----–-–----------------, რა დროსაც მას მიენიჭა უფლება სამეწარმეო საქმიანობისა, 2----–-–-- 16 ნოემბრამდე მხოლოდ დამფუძნებელთა კრების ოქმით, ფირმა არც არსებობდა და რაიმე იურიდიული უფლებამოსილება არ გააჩნდა. რეგისტრაციის შემდეგ ფირმას მიენიჭა საიდენტიფიკაციო კოდი და შესაბამისად შემდეგში დამზადდა ფირმის ბეჭედი. ფირმის რეგისტრაციამდე მხარეთა შორის ადგილი ქონდა ზეპირ შეთანხმებას რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენთან ზ------ გ--------ესთან, რომ ეს უკასკნელი განახორცელებდა ი------იციას თუ მ------ ხ------- მოიპოვებდა ინერტული მასალების კარიერზე ლიცენზიას. რომლის მიღებას თვეები დასჭირდა და საბოლოოდ მიღებული იქნა 2----–-–-----------------, რაშიც მან ფაქტიურად გახარჯა 200 000 ლარზე მეტი.

34. თუ მ------ ხ-------, რომელსაც ფაქტობრივად წინასწარი მონაცემებით ინერტული მასალის მოპოვების ლიცენზია მოპოვებული ქონდა, გახარჯული ქონდა სოლიდარული თანხები, რატომ დაუთმობდა ფირმაში 50%-იან წილს ზ------ გ--------ეს და მის წარმომადგენლებს, თუ მისგან უნდა აეღო სესხი, ეხადა მისთვის ყოველთვიური და ყოველწლიური პროცენტი და პირგასამტეხლო, მაშინ როცა არაერთი სხვა ფირმა იყო, რომელიც მზად იყო ლიცენზიის მიღებისთანავე განეხორციელებინა ი------იცია სათანადო ტექნიკის შეძენით, გაემართა საწარმო და დაეწყოთ წარმოება. ზ------ გ--------ეს შეთანხმებისამებრ უნდა განეხორციელებინა ი------იცია. კერძოდ შეეძინა სათანადო ტექნიკა კარიერის ასამოქმედებლად და სამაგიეროდ დაფუძნებულ ფირმაში მას დაუთმეს 50%-იანი წილი. აღნიშნულზე მიუთითებს წილის ოდენობა ფაქტობრივად წილები თანაბრად განაწილდა და არა განსახვავებულად, რადგანაც შეთანხმებიდან ი------იციის ჩადებით წარმოება უნდა ემართათ ერთნაირი უფლებებით, რათა შემდგომში რაიმე გართულებას მხარეებს შორის ადგილი არ ქონოდა. სხვა შემთხვევაში ზ------ გ----------- მხარე ფირმაში 50%-იან წილს ვერ მიიღებდა. რაც საქმის განხილვის დროს უტყუარად იქნა დადგენილი, მოწმეთა ჩვენებებით და საქმის ფაქტობრივი გარემოებებით, თუმცა ამ გარემოებებს სასამართლომ სულ სხვა ინტერპრეტაცია მისცა.

35. სასამართლო სხდომაზე მოწმემ დაადასტურა, რომ ადგილი ქონდა წინასწარი ზეპირი შეთანხმებით 50%-იანი წილის დათმობას, ზ------ი გ--------ის მხრიდან ი------იციის განხორციელების სანაცვლოდ. ზ------ გ--------ემ აღებული ვალდებულებების შესაბამისად შეიძინა ტექნიკა დანადგარები, მაგრამ ბოლომდე ვერ განახორციელა აღებული ვალდებულება და მიიღო ზარალი. სასამართლომ კი დადგენილად, ცნო რომ მხარეებს შორის ადგილი არ ქონდა ი------იციის განხორციელებაზე შეთანხმებას, აღნიშნული კი დაადგინა მხოლოდ და მხოლოდ ყალბად შედგენილ სესხის ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტებზე დაყრდნობით, რაც არასწორია. სასამართლომ არავითარი შეფასება არ მისცა საქმეზე დაკითხულ ა----------------, მ------ ხ-------ს, ვ--------------ს მიერ მიცემულ (დამაჯერებულ, დასაბუთებულ) ჩვენებებს და არ დაასაბუთა გადაწყვეტილებაში თუ რატომ არ გაიზიარა ამ პირთა ჩვენებები.

36. აპელანტმა აღნიშნა, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი 2----–-–---------------- სესხის ხელშეკრულება ყალბია, ერთი უბრალო მიზეზით, რომ მხარეთა შორის შეთანხმება იყო ი------იციის განხორციელებაზე შეთანხმება და არა სესხზე. 2----–-–---------------- სესხის ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტები მოპასუხე მხარისათვის ცნობილი გახდა მოსარჩელე მხრისაგან სასამართლო გზავნილის ჩაბარების შემდგომ. ზ------ი გ--------ის მხრიდან ტექნიკისა და დანადგარების შეძენა იყო ი------იციის განხორციელება კომპანიის წილის სანაცვლოდ და არა სესხის თანხები.

37. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2----–-–---------------- დადებული სესხის ხელშეკრულება ნამდვილია, მაგრამ არ ასაბუთებს რატომ, მაშინ როცა მოსარჩელე მხარეს არ წარუდგენია 2----–-–---------------- სესხის ხელშეკრულების დედანი, ასეთის წარუდგენლობის შემთხვევაში კი სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა გამოითხოვოს მტკიცებულების დედანი, მტკიცებულების დედანის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კი საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის, მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე. აღნიშნულზე სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია და არ მიუცია სამართლებრივი შეფასება.

38. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოწმის სახით დაკითხულმა ვ--------------- (ყოფილი პირველი დირექტორი) 2----–-–---------------- ხელშეკრულებასა და სესხის თანხების მიღება-ჩაბარების აქტებზე თავისი ხელმოწერა ვერც უარყო და ვერც დაადასტურა. აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან სასამართლო პროცესზე მოწმე ვ--------------- კატეგორიულად დაადასტურა, რომ მან სესხის შესახებ არაფერი არ იცოდა, მისთვის ცნობილი იყო, რომ მხარეთა შეთანხმებით ხორციელდებოდა ერთობლივი საქმიანობა ერთი მხარის მიერ ი------იციის განხორციელებით.

39. განსახილველ შემთხვევაში, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლისა, სასამართლოს ყალბი დოკუმენტები, კერძოდ სესხის ხელშეკრულება და მიღება ჩაბარების აქტები ამოერიცხა საქმის მასალებიდან, პირიქით მოხდა და სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება სრულად ამ მტკიცებულებებს დააყრდნო. დოკუმენტების სიყალბეზე კი მოპასუხე მხარე თავიდანვე მიუთითებდა. სახელდობრ იმას, რომ არ იყო შესაძლებელი 2----–-–---------------- გაფორმებულიყო შ.პ.ს "ი--------ი------ის" მიერ სესხის ხელშეკრულება, რადგან ფირმა მაგ დროისათვის დაფუძნებული და ჩამოყალიბებული არ იყო, არ იყო დანიშნული დირექტორი, არ იყო რეგისტრირებული მეწარმეთა რეესტრში, არ გააჩნდა საიდენტიფიკაციო კოდი. არ გააჩნდა ბეჭედი და წარმოდგენილ სესხის ხელშეკრულებას ხელს აწერს შემდეგში დანიშნული დირექტორი. დასმული აქვს შემდგომში დამზადებული ბეჭედი და ბეჭედში მითითებულია რეგისტრაციის შემდეგ მინიჭებული საინდენტიფიკაციო კოდი. ხელშეკრულების ყველა გვერდზე არ არის მხარეთა ხელმოწერები შესრულებული. არ არსებობს ხელშეკრულების დედანი; თვით ხელშეკრულების პირობებში წინააღმდეგობებია;

40. აპელანტის მითითებით, სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს იმაზე, ქონდა თუ არა შ.პ.ს "ს------ X---"-ს დირექტორს უფლება ამ ოდენობის სესხი გაეცა პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე. წარმოდგენილი წესდებით დირექტორის უფლებები შეზღუდულია, კერძოდ წესდების 3.9 პუნქტის თანახმად პარტნიორთა კრების კომპეტენციას შეადგენს წარმომადგენლის დანიშვნა პროცესის საწარმოებლად. წესდების 4.1; 4.2; პუნქტების თანახმად შ.პ.ს "ს------ X---"-ს დირექტორს საერთოდ არ აქვს უფლება საზოგადოებას წარმოადგენდეს სასამართლოში, მესამე პირებთან ურთიერთობაში მას გააჩნია მმართველობითი საქმეების შესრულების უფლება სხვა ყველა საკითხის გადაწყვეტის უფლება გააჩნია პარტნიორთა კრებას (შ.პ.ს "ს------ X---" წესდების მესამე და მეოთხე პუნქტები) რაზედაც ასევე მიუთითებს "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 და მე9/1 მუხლები, სასამართლო კი გადაწყვეტილებაში საერთოდ არ მსჯელობს აღნიშნულ საკითხზე და არ აძლევს მას სამართლებრივ შეფასებას.

41.სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2----–-–---------------- №- ხელშეკრულების ნამდვილობა 24-ჯერ იქნა დადასტურებული 2009-2011 წლეებში შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების შედგენით, რომ პარტნიორებმა იცოდნენ აღებული სესხის თაობაზე წინასწარ და მათ თავიანთი მოქმედებით თანხმობა გამოხატეს სესხის აღებაზე. აპელანტი არ ეთანხმება ამას, რადგან შპს ”ი------- ი------ს” ზ------ გ----------სთან და არც შ.პ.ს "ს------ X---"-თან არ ქონია მოლაპარაკება სესხთან დაკავშირებით, არამედ ზ------ გ--------ესთან მოხდა შეთანხმება, რომ დაიწყებდნენ ერთობლივ საქმიანობას.

42. სესხის ხელშეკრულების შესახებ და მიღება-ჩაბარების აქტების შესახებ, მოპასუხისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ მოსარჩელეს მიერ სარჩელის აღძვრისა და სასამართლო გზავნილი მიღების შემდეგ. ამდენად არასწორია სასამართლოს მტკიცება, თითქოს აღნიშნული გარემოების შესახებ დამფუძნებლებმა იცოდნენ ხელშეკრულების დადების დროს.

43. სასამართლომ მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით (მოწმეთა ჩვენებებით) დაადგინა, რომ მოპასუხე მხარემ იცოდა სესხის შესახებ და ფაქტობრივად თანხმობა განაცხადა აღნიშნულზე, მაშინ როცა სესხის ხელშეკრულების არსებობა არც მოპასუხე მხარეს და არც საქმეზე დაკითხულ მოწმეებს არ დაუდასტურებიათ. მოწმემ დაადასტურა, რომ მხარეთა შორის ადგილი ქონდა ერთობლივი საქმიანობის დაწყების თაობაზე შეთანხმებას და 50%-იანი წილის დათმობით ი------იციის განხორციელებას, სასამართლომ კი აღნიშნულს სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა და არ დაასაბუთა თუ რატომ გაიზიარა ნაწილობრივ მოწმეთა ჩვენებები და ნაწილობრივ არა.

44. აპელანტმა მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და მათ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა.

45. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნ-------- კ------–--ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

 

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

46. სააპელაციო პალატამ შეამოწმა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა და მათ წარმომადგენელთა ახსნა განმარტებები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ სწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო:

47. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს შემდეგს:

48. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ შპს ,,ი--------ი------ი“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა დამფუძნებელ პარტნიორთა 2----–-–---------------- კრების #- ოქმით, საწარმოს დირექტორად დაინიშნა ვ--------------.

49. შპს ,,ს------ X---“ რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში 2----–-–-- 08 ოქტომბერს.

50. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერითა და 2----–-–------------------- პარტნიორთა კრების ოქმით უტყუარად დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ შპს ,,ი--------ი------ის“ დირექტორი მისი დაფუძნებიდან - 2----–-–-- 16 ნოემბრიდან 2011 წლის მაისის თვემდე იყო ვ--------------.

51. მოსარჩელე მხარემ სარჩელს დაურთო 2----–-–----------------, შპს ,,ს------ X---“-ის დირექტორსა და შპს ”ი------- ი------ის” დირექტორს შორის გაფორმებული №- ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად: შპს ,,ს------ X---”-ამ, შპს ”ი------- ი------ზე” გაასესხა თანხა 500 000 აშშ დოლარი ოდენობით; ხელშეკრულებაში მითითებული იქნა, რომ თანხის მიწოდება განხორციელდებოდა ნაწილ ნაწილ, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, რაზედაც გაფორმდებოდა მსესხებელსა და გამსესხებელს შორის მიღება ჩაბარების აქტები; ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად: სესხი იყო პროცენტიანი, კერძოდ წლიური 15.0%-ის ოდენობით; სესხის ხელშეკრულების ვადა შეადგენდა სამ წელს;

52. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად: ”მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს გამსესხებელს სესხი სამი წლის განმავლობაში, ნაწილ ნაწილ, შესაძლებლობის მიხედვით 2013 წლის 10 დეკემბრამდე;

53. ამავე ხელშეკრულებით მხარეთა მიერ პირგასამტეხლოზეც გაკეთდა დათქმა, რომლის თანახმადაც მსესხებელმა იკისრა ვალდებულება გადაუხადოს დროებითი სესხის ვადის გასვლის შემდეგ გამსესხებელს ყოველი დაგვიანებული დღისათვის დარჩენილი სესხის 0.1%. (ხელშეკრულების 2.3. პუნქტი).

54. მოსარჩელე მხარემ სარჩელს ასევე დაურთო 25 მიღება ჩაბარების აქტი; მითითებული აქტების თანახმად დასტურდება, შპს „ი------- ი------ის“ დირექტორის მიერ, შპს ,,ს------ X---”-ისაგან თანხების მიღების ფაქტი.

55. ყველა მიღება ჩაბარების აქტი ხელმოწერილია ორგანიზაციათა დირექტორების მიერ და დამოწმებულია ორივე ორგანიზაციის ბეჭდით.

56. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე მხარე 2----–-–-- №- ხელშეკრულების სიყალბეზე მიუთითებდა. იგი დოკუმენტს უნდობლობას იმის გამოც უცხადებდა, რომ წარმოდგენილი იყო ხელშეკრულების ასლი, ასევე მიღება ჩაბარების აქტების ასლები.

57. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა და საქმეს დაერთო როგორც 2----–-–-- №- ხელშეკრულების, ასევე 25 მიღება - ჩაბარების აქტის დედნები.

58. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებითა და მიღება ჩაბარების აქტებით, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის თანხის მიწოდება განხორციელდა ნაწილ ნაწილ, რაზედაც მსესხებელსა და გამსესხებელს შორის მიღება ჩაბარების აქტები იქნა გაფორმებული, რაც თავის მხრივ შესაბამისობაშია მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულების დანაწესთან. იხ. ხელშეკრულების 1.1. პუნქტი: ”თანხის მიწოდება მოხდება ნაწილ - ნაწილ, არაუმეტეს 1.1. პუნქტში მითითებული თანხისა, რაზედაც გამსესხებელსა და მსესხებელს შორის გაფორმდება მიღება ჩაბარების აქტები”.

59. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები და ა.შ, რომლებიც შეიცავენ ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ.

60. სარჩელზე თანდართული წერილობითი მტკიცებულებები, მიღება ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებასთან ერთად ადასტურებს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ შპს ”ი------- ი------ს” - შპს ,,ს------ X---”-ისაგან მიღებული აქვს 512 409 აშშ დოლარი;

61. უდავოდაა დადასტურებული (ეს არც არის სადავო ფაქტობრივი გარემოება), რომ აღნიშნული თანხები შპს ”ი------- ი------ს” შპს ,,ს------ X---”-სათვის არ დაუბრუნებია

62. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე შპს ”ი------- ი------ის” წარმომადგენელმა დაადასტურა, კომპანიის მიერ თანხების მიღების ფაქტი ”თანხები გვაქვს მიღებული, არა ამდენი, (ნახევარი მილიონი), არამედ 100 000 ით ნაკლები, მაგრამ ეს იყო საი------იციო თანხები, რათა შემდგომში ერთობლივი საქმიანობა განხორციელებულიყო და არა სესხი” (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი 25.01. 16.55.16წთ).

63. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ შეგებებული სარჩელი იქნა აღძრული, რომლითაც მან მხარეთა შორის 2----–-–----------------ა და 2----–-–--------------–-- სესხის ხელშეკრულებების ბათილობა, ასევე შპს ”ს------ X----ის” დირექტორს ა---------–--------სა და ფიზიკურ პირსნ-------- კ------–--ს შორის 2----–-–------------ გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების ბათილობა.

64. შეგებებული სარჩელის არგუმენტებთან დაკავშირებით პალატა განმარტავს შემდეგს:

65. მართალია შპს ”ი------- ი---------” და შპს ”ს------ X----ს” შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო 2----–-–----------------, ხოლო შპს ”ი------- ი------ი” 2----–-–---------------- გატარდა რეესტრში, თუმცა ეს გარემოება ვერ გახდება სესხის ხელშეკრულების სიყალბის დამადასტურებელი, ან ამ გარიგების ბათილობის წინაპირობა, რადგან სრულიად შესაძლებელია, რომ 6 დღიანი ცდომილება (სესხის ხელშეკრულების დადებისა და საწარმოს რეგისტრაციის თარიღს შორის მართლაც მექანიკური ცდომილება იყოს, ხოლო ხელმოწერა რომ ბექაიას არ ეკუთვნის, ეს საქმის განხილვისას - არ დადასტურდა. გარდა ამისა, სესხის ხელშეკრულების შინაარსი, ანუ მხარეთა ნება, მოგვიანებით სრულად დადასტურებულია 25-გზის სხვადასხვა ოდენობის თანხების მიღებით და შესაბამისად ამისა გაფორმებული მიღება - ჩაბარების აქტებით და რაც მთავარია თანხის ნამდვილად მიღების დადასტურებით - რაც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც იქნა დადასტურებული აპელანტის წარმომადგენლის მიერ.

66. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მიღებული თანხები არ იყო სესხი, არამედ იყო საი------იციო თანხები, მომავალში ერთობლივი საქმიანობის განხორციელების პირობით - ამ გარემოებას პალატა ვერ ჩათვლის დადასტურებულად საქმეში საკმარის და სათანადო მტკიცებულებათა არარსებობის გამო, ამასთან ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ წარმოდგენილ შესაგებელში, შპს ”ინეტრმას ი------ი” არ უთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რაზედაც მოგვიანებით გააკეთა მითითება ( რომ რეალურად მხარეთა შორის ადგილი ქონდა არა სასესხო, არამედ ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე ურთიერთობას) იხ. შესაგებელი, ს.ფ. 125.

67. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას მტკიცების ტვირთის გადანაწილებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მხარეთა შორის სესხის თაობაზე გარიგების დადების მტკიცების ტვირთი აკისრია მოსარჩელე მხარეს, რისი დამტკიცება და დადასტურებაც მან შეძლო საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით; სესხის ხელშეკრულებითა და მიღება ჩაბარების აქტებით; ხოლო იმ გარემოების დადასტურება, რომ მხარეთა შორის რეალურად არსებობდა ი------იციის განხორციელების, მის სანაცვლოდ შპს ”ი------- - ი------ის” 50%-იანი წილის გადაცემაზე გარიგების ფაქტი და მომავალში ერთობლივი საქმიანობის სურვილით. მოპასუხე მხარემ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ვერ შეძლო დაედასტურებინა ეს გარემოებანი;

68. მართალია პირველი ინსტანცის სასამართლოში დაიკითხნენ მოწმეები, რომლებიც შპს ”ი------- ი------ის” წევრები არიან, თუმცა მათი ჩვენებები ურთიერთწინააღმდეგობრივია და მათი შეფასებით ვერ დგინდება არა სესხის, არამედ ი------იციის განხორციელების ფაქტი და მხარეთა სურვილი ერთობლივი საქმიანობის შესახებ.

69. ამასთან აპელანტმა ვერ შეძლო სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით დაედასტურებინა ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება და მიღება ჩაბარების აქტები - ყალბია;

70. აღნიშნული დოკუმენტების ყალბად მიჩნევისათვის საკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენა მოპასუხე მხარის, იმავდროულად შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ ვერ მოხერხდა.

71. კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: “სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე”.

72. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით: “სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

73. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტების მხოლოდ მხარის ზეპირი ახსნა განმარტების საფუძველზე გაბათილება - ვერ მოხდება, სხვა სახის სანდო და გასაზიარებელი მტკივცებულება კი მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, რის გამოც სააპელაციო პალატა საფუძვლიანად მიიჩნევს მოთხოვნას გასესხებული თანხების უკან დაბრუნების შესახებ.

74. რაც შეეხება სესხის ხელშეკრულებაზე მითითებულ თარიღს – 2----–-–----------------, რა პერიოდისთვისაც შპს ”ი------- ი------ი” არ იყო რეგისტრირებული მეწარმეთა რეესტრში, პალატამ უკვე იმსჯელა აღნიშნულზე და თვლის, რომ აღიშნული უზუსტობა ტექნიკური ხასიათისაა; მიუხედავად ამ უზუსტობისა, მითითებული სესხის ხელშეკრულება, მიღება ჩაბარების აქტებთან ერთობლიობაში ადასტურებს სესხის არსებობას. პირველი მიღება ჩაბარების აქტი კი დათარიღებულია შპს- ს რეგისტრაციის შემდგომი პრიოდით - 2----–-–-- 24 ნოემბრით;

75. დადგენილია, რომ გაცემული სესხის თანხა შეადგენს 511909 აშშ დოლარს. სესხი იყო სარგებლიანი, მისი ოდენობა განსაზღვრულია ხელშეკრულებით, კერძოდ წლიური 15%-იანი სარგებლით, რაც ორი წლის განმავლობაში შეადგენს - 153 572 აშშ დოლარს.

76. მოსარჩელე მხარემ სარჩელს დაურთო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ შპს ,,ს------ X---“-მ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება დაუთმო მესამე პირს - მოსარჩელე ნ-------- კ------–--ს. მოპასუხე სადავოდ ხდის საკითხს, თუ რამდენად იყო უფლებამოსილი საწარმოს დირექტორი პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გარეშე დაეთმო მოთხოვნა. მოსარჩელე მხარის მიერ, მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულების გარდა მოგვიანებით წარმოდგენილი იქნა შპს ,,ს------ X---“-ს დამფუძნებელი პარტნიორების სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება და 20.06.2016წ. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება, რომლითაც საწარმოს დირექტორს მიეცა ნება მესამე პირთან მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე გარიგების დადების შესახებ.

77. შესაბამისად კანონშესაბამისია შპს ,,ს------ X---“-ის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება და არ არსებობს აღნიშნული გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი;

78. პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო: 2----–-–---------------- №- ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს გამსესხებელს დროებითი სესხი 3 წლის განმავლობაში ნაწილ ნაწილ შესაძლებლობის მიხედვით 2013 წლის 10 დეკემბრამდე.

79. როგორც ირკვევა, მხარეებმა გადახდის ვადად დათქვეს 3 წელი, ამასთან გაითვალისწინეს და დათქვეს თანხის ნაწილ - ნაწილ გადახდის შესაძლებლობა - 2013 წლის 10 დეკემბრამდე.

80. ანუ მსესხებელ მხარეს შეეძლო სესხი დაეფარა 2----–-–-- 10 ნოემბრიდან, ვიდრე 2013 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში.

81. დადგენილია, რომ სარჩელი ნ-------- კ------–--მა სასამართლოში 2016 წლის 13 ივლისს აღძრა სარჩელი (ს.ფ. 56), ანუ 3 წლიანი ვადის გასვლამდე, რის გამოც მოპასუხის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით - უსაფუძვლოა (ს.კ. 128მ. 129მ. )

 

სამართლებრივი შეფასება:

 

82. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალხმრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

83. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს გარიგებათა ბათილობის საფუძვლებს (50-ე-79-ე მუხლები). აპელანტი გარიგებათა ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის რეალურად გარიგება არ არსებობდა, და რომ სარჩელზე თანდართული მტკიცებულებები - ყალბია; თუმცა აღნიშნული ფაქტიობრივი გარემოების დამადასტურებელი სანდო, მყარი მტკიცებულება აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია;

84. სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, ,,მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი“. მე-200 მუხლის მიხედვით კი, ,,ვიდრე მოვალეს ეცნობებოდეს მოთხოვნის დათმობის შესახებ, მას უფლება აქვს შეასრულოს ვალდებულება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელის წინაშე“.

85. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ს------ X---“-მ შპს ”ი------- ი------ის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლება დაუთმო ნ-------- კ------–--ს.

86. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

87. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

88. დადგენილია ის გარემოება, რომ შპს ,,ს------ X---“-ს და შპს ,,ი--------ი------ს“ შორის 2----–-–---------------- დაიდო სესხის ხელშეკრულება. შესაბამისად, შპს ,,ს------ X---“-მა შპს ,,ი--------ი------ს“ 10.12.2013წ.-მდე ასესხა სულ 511909 აშშ დოლარი, წლიური 15%-იანი სარგებლით. დადგენუილია, რომ შპს ,,ი--------ი------ს“ ვალდებულება შპს ,,ს------ X---“-ის წინაშე არ შეუსრულებია.

89. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

90. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დარღვეულია სასესხო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, გადაცილებული იქნა სესხის გადახდის ვადები.

91. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400, 403-ე მუხლები ითვალისწინებს ფულადი ვალდებულების შესრულებისას სარგებლის/პროცენტის მოთხოვნის უფლებასაც. რომლის ოდენობაც ხელშეკრულების შესაბამისად შეადგენს 153 572 აშშ დოლარს.

92. შესაბამისად სააპელაციო პალატა თვლის, რომ კანონშესაბამისად დაკმაყოფილდა ნ-------- კ------–--ის სარჩელის სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სრულად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

93. მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი აწესრიგებს საწარმოს ხელმძღვანელის უფლებამოსილებებს, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების აუცილებლობას დირექტორის მიერ ცალკეულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების განსაზღვრისათვის.

94. მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად: ხელმძღვანელობის უფლება . . . შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

95. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სესხის აღებისას შპს ,,ი--------ი------ის“ დირექტორის მხრიდან საწარმოს წესდების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რადგან საწარმოს დაფუძნებისას, პარტნიორებმა დირექტორს მიანიჭეს სრული უფლებამოსილება საწარმოს სახელით მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილებები.

96. აღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა ვითარებაში სააპელაციო პალატა თვლის, რომ კანონშესაბამისია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დაადგინა:

 

1. შპს ”ი------- ი------ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-4-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ლაურა მიქავა