განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.02.2018
საქმის ნომერი
330310017001829485
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
27.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017001829485

საქმე N3ბ/2934-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

27 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - მ-------------ძე;

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- ნა----–ა კ----------–ია;

წარმომადგენელი - ელ----------–ია;

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზ--ლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნა----–ა კ----------–იას სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3--- ბრძანება, ნა----–ა კ----------–იას გრძლევადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალა მოპასუხეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნა----–ა კ----------–იას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1.1. ნა----–ა კ----------–ია არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის აფხაზეთი, გ---–-----–-ს რ-ნი, ბ----–---ა, დსკ დასახლ. 6, ბინა 30. ამასთან, მის დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ქ. თბილისი, დ-----------ის დასახლება, დ-------ე თ------------–-ს ქ. №10, შპს დ---------ი 1.

 

ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული მოწმობით დგინდება, რომ ნა----–ა კ----------–ია არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, მარჩენალდაკარგული, რომელიც სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობითა დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით.

 

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის მიერ გაცემული №0----- დასკვნით დგინდება, რომ ნა----–ა კ----------–იას პირველადი შემოწმების შედეგად უვადოდ დაუდგინდა ინვალიდობის მესამე ჯგუფი. იგი არის შრომისუნარდაქვეითებული და საჭიროებს მეურვეს.

 

2.1.2. 2013 წლის 11 ივლისს დადებული შეთანხმებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აიღო ვალდებულება ქ. თბილისში, თ----, მე-3 მ/რ, მე-4 კვ- ში მდებარე 1-- სკოლის შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე და შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვამდე, უზრუნველყოფდა ნა----–ა კ----------–იას ოჯახისათვის ბინის დაქირავების მიზნით ყოველთვიურად 250 ლარის გადახდას.

 

2.1.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში არსებული საანკეტო მონაცემებით დგინდება, რომ ნა----–ა კ----------–იამ 2013 წლის 21 აგვისტოს გააკეთა №-- განაცხადი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. განმცხადებლის ინფორმაციით, იგი დამისამართებულია ქ. თბილისი, დ---------------, დ-------ე თ------------–-ს ქ. №10, შპს „დ--------------- 1“, ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. თბილისში, ვ---------––ი, მე-3 მ----–ი, მე-12 კორპუსში, ქირით. ამასთან, იგი ოჯახში რეგისტრირებულია მარტო, ნომრით 0--------. განსახლების ადგილად აირჩია ქ. თბილისი, ყ-----–-ს ქუჩა.

 

მოდულში - ინფორმაცია ოჯახის შესახებ (A) დაფიქსირდა, რომ ნა----–ა კ----------–ია არის ქ-----ი, ჰყავს: შვილი - გ--------–--–--ა, რომელიც არის დაოჯახებული და ცხოვრობს ქ------–---ში, ორგანიზებულ ჩასახლებაში დაკანონებულ ფართში, ძმა - ა-----რ კ----------–ია, რომელიც დაოჯახებულია, არადევნილია და ცხოვრობს უ-------ში, დები: ლ-----ურ------–ია, რომელიც დაოჯახებულია, ცხოვრობს ქალაქ ფ----–ი და აარდევნილია, ი----- კ----------–ია, რომელიც დასაოჯახებელია, ცხოვრობს მ--------––ი და ამავე დროს დევნილია; ლუ---ა კ----------–ია, რომელიც დაოჯახებულია, ცხოვრობს ქ-------–ი, დევნილია და მას მიღებული აქვს ფულადი დახმარება ფართის სანაცვლოდ. ამასთან, იგი არის ომის მონაწილე, იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში და არის ჰ-----------კი.

 

მოდულში ინფორმაცია ოჯახის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესახებ (B) დაფიქსირდა, რომ ნა----–ა კ----------–ია არის დაქირავებით მომუშავე, საკუთრებაში არ გააჩნია არავითარი უძრავი ქონება და არც სარგებლობაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, საკუთრებაში არ გააჩნია მოძრავი ქონება. ამასთან, ოჯახის საშუალო თვიური ხარჯები შეადგენს: სურსათზე და სასმელზე - 30 ლარს, საოჯახო მოხმარების საქონელზე - 3 ლარს, ტრანსპორტი უფასო აქვს. სულ ხარჯი აქვს

33 ლარი. თანხის დაზ--გვა ხდება მაქსიმალურად, კერძოდ, მუშაობს ექთნად და თანამშრომლები ეხმარებიან ყველანაირად. ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი არის 214 ლარი, აქედან 140 ლარი - დაქირავებული შრომიდან (ხელფასი),46 ლარი - პენსია და 28 ლარი - დევნილთა შემწეობა. საჩუქრად იღებს მარტო ტანსაცმელს. გამოკითხვის დროს, ოჯახი არ იმყოფებოდა სიღარიბის დაძლევის პროგრამაში.

 

მოდულში - ინფორმაცია საცხოვრებელის შესახებ (C) ნა----–ა კ----------–იამ დააფიქსირა, რომ ცხოვრობს ქირით და ქირას 250 ლარის ოდენობით იხდის სახელმწიფო, მარჩენალდაკარგულის სტატუსის გამო. ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთხელ შეიცვალა საცხოვრებელი და მითითებულ მისამართზე ცხოვრობს 6 თვის განმავლობაში. ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი.

 

წინასწარი მონაცემებით ნა----–ა კ----------–იას ქულა განისაზღვრა 10 ერთეულით, კერძოდ, მან შეზღუდული შესაძლებლობების გამო (მე-3 ჯგუფი, ზ--მიერად) მიიღო 1 ქულა, ბრძოლაში გარდაცვლილი ოჯახის 3 წევრის გამო - 3 ქულა, მესაკუთრის მიერ ობიექტების გამოთავისუფლების პროცესის გამო - 3 ქულა, მძიმე საცხოვრებელის გამო, რომელიც არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 3 ქულა.

 

2.1.4. დადგენილია, რომ 2014 წლის 13 იანვრის №9-----, 2015 წლის 24 აგვისტოს №3-------, 2016 წლის 22 იანვრის №3------ და 2016 წლის 11 ივლისის №3------- განცხადებებით ნა----–ა კ----------–ია ითხოვდა გრძლევადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას, ვინაიდან იგი არის დევნილი და მესაკუთრე ემუქრებოდა ბინიდან გასახლებით.

 

2.1.5. მონიტორინგის ჯგუფის წევრების მიერ 2016 წლის 4 მარტს შევსებული მონიტორინგის ფორმით დგინდება, რომ ისინი გაესაუბრნენ განმცხადებელს ნა----–ა კ----------–იას. ამ უკანასკნელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მის შემოსავალს შეადგენს დევნილის შემწეობა 45 ლარი, ხელფასი - 140 ლარი, მარჩენალდაკარგულის სოციალური შემწეობა - 45 ლარი, ჯამში 231 ლარი. ცხოვრობს ქირის გარეშე, 1----–-–---ან დღემდე, დის - მ-----–ა კ----------–იას საცხოვრებელ ფართში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ-------------ი, დ-------ე თ------------–-ს ქ. კორპ. №10, მე-4 სადარბაზ--, მე-8 სართული, ბინა №77. სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ ფიქსირდება. ნა----–ა კ----------–ია არის ზ--მიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც მინიჭებული აქვს უვადოდ. მეუღლე - ვ--–---- კ--–--–--ა გარდაიცვალა საბრძოლო დავალების შესრულების დროს, 1--- წელს. ნა----–ა კ----------–იას ჰყავს: შვილი - გ--------–--–--ა, რომელიც ოჯახით ცხოვრობს ქ------–---ში, დევნილთა ორგანიზებულ ჩასახლებაში არსებულ დაკანონებულ ფართში; და - ი----- კ----------–ია, რომელიც დევნილია, ასევე, დასაოჯახებელია და ნათესავთან ცხოვრობს მ--------––ი; ძმა - ა-----რ კ----------–ია, რომელიც დევნილია და ოჯახით ცხოვრობს უ-------ში; და - ლუ---ა კ----------–ია, რომელიც ოჯახით ცხოვრობს ქ-------–ი, დევნილთა ორგანიზებულ ჩასახლებაში, ბ-----ს ქ. 77-ში, და - ლ--------------) კ----------–ია - არადევნილია, ოჯახით ცხოვრობს მეუღლის სახლში, ქ. ფ----–ი.

 

მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი განყოფილების (ბიუროს) მიერ 1--- წლის 13 მაისს გაცემული გარდაცვალების მოწმობით დგინდება, რომ ვ--–---- მიხეილის ძე კ--–--–--ა, დაბ. 2---------წ., 44 წლის ასაკში გარდაიცვალა, აფხაზეთის არ, გ---–-----–-ს რაიონში, სოფელ ფ–---–ი, სამხედრო დავალების შესრულების დროს. აღნიშნულთან დაკავშირებით გარდაცვალების აქტების სარეგისტრაციო წიგნში №--- ჩაწერა მოხდა 1--- წლ-----------.

 

2.1.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს განუმარტა, რომ სასამართლო დავის დროს ბ--------------მ, ლ--–--------ამ და ნა----–ა კ----------–იამ თავიაანთი ნებით დათმეს საცხოვრებელი ფართი, სადაც სახელმწიფოს მიერ იყვნენ განსახლებულნი. ობიექტი, საიდანაც მოსარჩელე - მ-----–ა კ----------–ია ითხოვდა დევნილთა გამოსახლებას, იყო დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ცენტრი, იქ რეგისტრირებული დევნილები კი იყვნენ ფართის მართლზ--მიერი მფლობელები. ამასთან, ნა----–ა კ----------–ია არის მოსარჩელის და. შესაბამისად, მოიაზრება, რომ დევნილების მიერ სარჩელის ცნობა ემსახურებოდა საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების ხელოვნურად დაჩქარებას, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში ისინი მოიპოვებენ დამატებით 3 ქულას.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 29 ივნისის №0------------ სამსახურებრივი ბარათით დგინდება, რომ იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, ნა----–ა კ----------–იას, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე, ერიცხებოდა საცხოვრებელი ფართის დაქირავების მიზნით ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით, 2014 წლის თებერვლიდან 2015 წლის ივლისის ჩათვლით.

 

2.1.7. მონიტორინგის ჯგუფის წევრების მიერ 2016 წლის 31 აგვისტოს შეივსო მონიტორინგის ფორმა, რომლითაც დგინდება, რომ ისინი გაესაუბრნენ განმცხადებელს ნა----–ა კ----------–იას. ამ უკანასკნელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მის შემოსავალს შეადგენს დევნილის შემწეობა 45 ლარი, პენსია - 180 ლარი და ხელფასი

174 ლარს. ცხოვრობს ქირის გარეშე, დის - მ-----–ა კ----------–იას საცხოვრებელ ფართში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ-------------ი, დ-------ე თ------------–-ს ქ. კორპ. 10, მე-4 სადარბაზ--, მე-8 სართული, ბინა 77. მითითებულ მისამართზე ცხოვრობს 1----–-–---ან დღემდე. სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ ფიქსირდება. ნა----–ა კ----------–ია არის ზ--მიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც მინიჭებული აქვს უვადოდ. მეუღლე - ვ--–---- კ--–--–--ა გარდაიცვალა საბრძოლო დავალების შესრულების დროს. ამასთან, არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება მისი საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლების თაობაზე. ნა----–ა კ----------–იას ჰყავს: შვილი - გ---------–--–--ა, რომელიც ოჯახით ცხოვრობს ქ------–---ში, დევნილთა ორგანიზებულ ჩასახლებაში; და - ი----- კ----------–ია, რომელიც დევნილია, ასევე, დასაოჯახებელია და ნათესავთან ცხოვრობს მ--------––ი; ძმა - ა-----რ კ----------–ია, რომელიც დევნილია და ოჯახით ცხოვრობს უ-------ში; და - ლუ---ა კ----------–ია, რომელიც ოჯახით ცხოვრობს ქ-------–ი, დევნილთა ორგანიზებულ ჩასახლებაში, ბ-----ს ქ. 77-ში, და - დ-------ნ კ----------–ია - არადევნილია, ოჯახით ცხოვრობს მეუღლის სახლში, ქ. ფ----–ი; და - მ-----–ა კ----------–ია - არა დევნილია, დასაოჯახებელი და ცხოვრობს კუთვნილ საცხოვრებელში, მდებარე ქ. თბილისი, დ-------------ი, დ-------ე თ------------–-ს ქ. კორპ. №10, მე-4 სადარბაზ--, მე-8 სართული, ბინა №77.

 

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ვაკე-საბურთალოს რ-ნის გამგეობის მიერ 2012 წლის 10 ოქტომბერს გაცემული №-- საკუთრების უფლების მოწმობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №M---------- გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. თბილისში, დ-----------ის დასახლება, დ-------ე თ------------–-ს ქ. №10-ში, მე-4 სადარბაზ--ში, მე-8 სართულზე მდებარე №77 ბინა, ფართით 90,44 კვ.მ. წარმოადგენს მ-----–ა კ----------–იას საკუთრებას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივნისის №2--------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ-----–ა კ----------–იას სარჩელი, კერძოდ, ბ--------------ს, ლ--–--------ას და ნა----–ა კ----------–იას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვნილი იქნა ქ. თბილისში, დ-----------ის დასახლება, დ-------ე თ------------–-ს ქ. №10-ში, მე-4 სადარბაზ--ში, მე-8 სართულზე მდებარე ბინა

№77 (საკადასტრო კოდით: 0----------------------) და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს - მ-----–ა კ----------–იას. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში შევიდა, ვინაიდან მხარეებმა არ გაასაჩივრეს იგი.

 

2.1.8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში არსებული დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 05 დეკემბრის №--- ოქმით დგინდება, რომ კომისიამ განიხილა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართების უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისში შევსებული განაცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების, ასევე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ქ. თბილისში ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 10 ნგრევადი ობიექტიდან, მენაშენეებისაგან და

„ჰ----–--- ჯ---------ან“ გამოსყიდულ ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების თაობაზე საკითხი.

 

დადგენილია, რომ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ნა----–ა კ----------–იას (ოჯახის სარეგისტრაციო №0--------) უარი უთხრა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, კერძოდ, კომისიამ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე განსახლება აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, რის გამოც მძიმე საცხოვრებელში დააკლდა 3 ქულა.

 

ასევე, დადგენილია, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიის გადაწყვეტილებით გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით თანხმობა ეთქვათ ისეთ ერთსულიან ოჯახებს, რომელთაც 6,5 და მეტი ქულა გააჩნდათ.

 

2.1.9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3--- ბრძანებით, ქალაქ თბილისში არსებული პროექტების ფარგლებში, ნა----–ა კ----------–იას ოჯახს, ამ ეტაპზე განსახლების აუცილებლობის არსაჭიროების გამო, უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

 

2.1.10. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 2017 წლის 05 აპრილის №A---------------- გადაწყვეტილებით ბ--------------ს, ლ--–--------ას და ნა----–ა კ----------–იას მიეცათ წინადადება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის №2--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე.

 

სააღსრულებო მოქმ----ბის განხორციელების შესახებ 2017 წლის 28 ივლისის ოქმით დგინდება, რომ აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა ქ. თბილისში, დ-------------ი, დ-------ე თ------------–-ს ქ. 10-ში, მე-4 სადარბაზ--ში, მე-8 სართულზე მდებარე №77 ბინაში მისვლისას გაარკვიეს, რომ ნა----–ა კ----------–იას და ლ--–--------ას საკუთარი ნებით ჰქონდათ გამოთავისუფლებული ფართი, ხოლო ბ-------------- და მ-----–ა კ----------–ია შეთანხმდნენ, რომ ბ-------------- კიდევ 2 კვირა დარჩებოდა სადავო ფართში. ამდენად, იძულებითი აღსრულება სისრულეში იქნა მოყვანილი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზ--გადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის

,,დ‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3--- ბრძანებას, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

 

სასამართლომ, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ორგანიზაციული გაგებით, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად და შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის - ნა----–ა კ----------–იას უფლებებსა და მოვალეობებს. ვინაიდან სადავო აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზ--გადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, ასევე, ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე და რომლითაც იგი უზრუნველყოფილი იქნება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით.

 

2.2.2. სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის

– დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმ----ბენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. ამავე კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა

– დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

 

ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზ--მებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელე - ნა----–ა კ----------–ია წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის აფხაზეთი, გ---–-----–-ს რ-ნი, ბ----–---ა, დსკ დასახლ. 6, ბინა 30. ამასთან, მის დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ქ. თბილისი, დ-----------ის დასახლება, დ-------ე თ------------–-ს ქ. №10, შპს დ---------ი 1. შესაბამისად, მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმ----ბისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.

 

2.2.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე, რომელიც არეგულირებს დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

 

აღნიშნული წესის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის (13.12.2016) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად შემუშავებული დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების პროექტები მხოლოდ ეტაპობრივად ქმნის დევნილი ოჯახებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებების შესაძლებლობას. მას შემდეგ, რაც სამინისტრო ან პარტნიორი ორგანიზაცია სამინისტროს ჩართულობით შეიმუშავებს სამოქმედო გეგმით გათვალიწინებულ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებ(ებ)ის გაკეთების მიზნით, კომისია პირველ რიგში განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული წესის მითითებული მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს, რომ ამ წესის მე-7-მე-10 პუნქტებით დადგენილი პროცედურით, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას უგზავნის კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ზემოაღნიშნული დამუშავებული მასალები გადაეცემა კომისიას, რომელიც კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას, თუ კონკრეტულად რომელი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით მოცემული პროექტის ფარგლებში, ხოლო მე-11 პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ არ განიხილება და დამატებითი მასალის მოძიების დავალებით დეპარტამენტს უბრუნდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კონკრეტული განაცხადი, ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით წარდგენის შემთხვევაში.

 

2.2.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის’’ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულ-----რიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

 

,,დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის’’ მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისია გადაწყვეტილებას იღებს შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: ა) ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ მართლზ--მიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მცხოვრები დევნილი ოჯახი. ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული მართლზ--მიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახის დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით; ბ) არსებობს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლების შესახებ და ამ ეტაპზე შეუძლებელია მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, განცხადებით მიმართვის დროისათვის კონკრეტული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის არარსებობის გამო; გ) იმ მართლზ--მიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახის, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ. ამასთან, ამ ეტაპზე შეუძლებელია დევნილის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, განცხადებით მიმართვის დროისათვის კონკრეტული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის არარსებობის გამო; დ) დევნილის ოჯახი, რომელმაც განცხადებით მიმართა სამინისტროს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, ცხოვრობს ქირით და ქირის გადაუხდელობის გამო საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას ან მესაკუთრემ აღნიშნულის თაობაზე მიმართა სამინისტროს; ე) დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში და სხვა); ვ) თუ დევნილი ოჯახი დარეგისტრირებულია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 57001-ზე ნაკლებს.

 

ამავე მუხლის მე-61 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემულ ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც, მაგრამ ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შევსებული „დროებითი განსახლების მონიტორინგის ფორმიდან“ იკვეთება, რომ დევნილი ოჯახი არ საჭიროებს გადაუდებელ დროებით განსახლებას, კომისია უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს კონკრეტული განცხადება.

 

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ კომისია გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, კერძოდ, ერთ-ერთ ასეთ კრიტერიუმს წარმოადგენს არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლების შესახებ და ამ ეტაპზე შეუძლებელია მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, განცხადებით მიმართვის დროისათვის კონკრეტული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის არარსებობის გამო. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ დევნილი ოჯახი არ საჭიროებს გადაუდებელ დროებით განსახლებას, კომისია უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს კონკრეტული განცხადება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ 2016 წლის 05 დეკემბერს ჩატარებულმა კომისიამ №--- სხდომაზე განიხილა კონკრეტულ დევნილთა, მათ შორის, ნა----–ა კ----------–იას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხები. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ნა----–ა კ----------–იასთვის ამ ეტაპზე განსახლება აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს, რის გამოც მძიმე საცხოვრებელში წინასწარ მინიჭებული 10 ქულიდან დააკლდა 3 ქულა. შესაბამისად, მისთვის მინიჭებული ქულა განისაზღვრა 7 ერთეულით. ამის შემდგომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა 2016 წლის 13 დეკემბრის №3--- ბრძანების სახით მიიღო გადაწყვეტილება, ნა----–ა კ----------–იას უარი ეთქვას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ამ ეტაპზე განსახლების აუცილებლობის არსაჭიროების გამო.

 

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის” მე-2 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტი ადგენს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახისათვის, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლომ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ, მართალია, კომისია უფლებამოსილია თავად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების საჭიროება განსახილველ ეტაპზე, მაგრამ ეს უნდა იყოს გამყარებული სათანადო გარემოებებითა თუ მტკიცებულებებით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აპელირებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივნისის №2--------- გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა მ-----–ა კ----------–იას სარჩელი, კერძოდ, ბ--------------ს, ლ--–--------ას და ნა----–ა კ----------–იას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვნილი იქნა ქ. თბილისში, დ-----------ის დასახლება, დ-------ე თ------------–-ს ქ. №10-ში, მე-4 სადარბაზ--ში, მე-8 სართულზე მდებარე ბინა №77 (საკადასტრო კოდით: 0----------------------) და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს - მ-----–ა კ----------–იას. მართალია, აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში შევიდა მხარეების მიერ გაუსაჩივრებლობის გამო, მაგრამ სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს ამონაწერზე საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ ვაკე-საბურთალოს რ-ნის გამგეობის მიერ 2012 წლის 10 ოქტომბერს გაცემული №-- საკუთრების უფლების მოწმობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №M---------- გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. თბილისში, დ-----------ის დასახლება, დ-------ე თ------------–-ს ქ.

№10-ში, მე-4 სადარბაზ--ში, მე-8 სართულზე მდებარე №77 ბინა, ფართით 90,44 კვ.მ. წარმოადგენს მ-----–ა კ----------–იას საკუთრებას. ამდენად, უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ ფართი, რომელიც დაკავებული ჰქონდა ნა----–ა კ----------–იას, 2012 წლიდან წარმოადგენდა კერძო საკუთრებას. აღსანიშნავია ის გარემოებებიც, რომ საქმეში არსებული მასალების თანახმად, ნა----–ა კ----------–ია კონკრეტულ პერიოდში შეჭრილი იყო ქ. თბილისში, თ---ის მე-3 მ/რ-ში, მე-4 კვ-ში მდებარე 1-- სკოლის შენობაში, საიდანაც გამოვიდა სახელმწიფოსთან დადებული შეთანხმების საფუძველზე, კერძოდ, 2013 წლის 11 ივლისს სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ნა----–ა კ----------–იას ოჯახისათვის ბინის დაქირავების მიზნით ყოველთვიურად გადაეხადა 250 ლარი. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს და მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ სახელმწიფო კონკრეტულ პერიოდში ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და იხდიდა ნა----–ა კ----------–იას მიერ დაკავებული ფართის ქირას, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 29 ივნისის №0------------ სამსახურებრივი ბარათით დგინდება, რომ იძულებით გადაადგილებული პირს - დევნილს, ნა----–ა კ----------–იას, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე, ერიცხებოდა საცხოვრებელი ფართის დაქირავების მიზნით ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით, 2014 წლის თებერვლიდან 2015 წლის ივლისის ჩათვლით. სასამართლო პროცესზე თავად მოპასუხე მხარემ დაადასტურა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ნა----–ა კ----------–იასთვის ქირა აღარ გადაუხდია, ვინაიდან წინა პერიოდშიც ეს იყო სახელმწიფოს ნება და არა ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარის განმარტებით, მას შემდეგ რაც სახელმწიფომ შეუწყვიტა ქირის გადახდა, დაახლოებით 2 თვის შემდეგ თვითონ ვეღარ უზრუნველყო ქირის გადახდა და დაბრუნდა დის - მ-----–ა კ----------–იას კუთვნილ ფართში, რომელიც ადრე ჰქონდა დაკავებული. მნიშვნელოვანის ის გარემოებაც, რომ მხარეების განმარტებით, მითითებულ მისამართზე არსებულ დევნილთა კომპაქტური ჩასახლებაში ფართების დაკანონება დაიწყო 2012 წელს და იმ დროს, როდესაც ნა----–ა კ----------–ია დაბრუნდა ამ მისამართზე თითქმის სრულად იყო დაკანონებული. შესაბამისად, საწინააღმდეგო მტკიცებულების წარმოდგენამდე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სადავო მისამართზე დაბრუნების დროისათვის არსებული საცხოვრებელი ფართები წარმოადგენდა კერძო საკუთრებებს და არა დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას.

 

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ დის ბინაში ცხოვრების ფაქტი თავისთავად არ გამორიცხავდა განსახლების აუცილებლობას, რამდენადაც საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება, რამდენად შესაძლებელი იყო ნა----–ა კ----------–იას იქ ცხოვრება და გააჩნდა თუ არა სათანადო საცხოვრებელი პირობები. შესაბამისად, დაუსაბუთებელია ხელოვნურ დაჩქარებად მიჩნევა იმ ფაქტისა, რომელიც ცალსახა იყო, კერძოდ, ის გარემოება, რომ მესაკუთრე მოითხოვდა სხვა პირებისგან იმ ფართის დაცლას, რომელიც 2012 წლიდან მას ეკუთვნოდა, მაგრამ თავისუფლად ვერ სარგებლობდა; მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ ასეთ უკანონო მფლობელს წარმოადგენდა ნა----–ა კ----------–ია.

 

ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნა----–ა კ----------–იას გააჩნდა მძიმე საცხოვრებელი პირობები, ვინაიდან მას არ გააჩნდა საცხოვრებელი ფართი, რომლითაც თავისუფლად ისარგებლებდა და ექნებოდა მინიმალური საცხოვრებელი პირობები. ამას ადასტურებს იმ გარემოებაც, რომ სასამართლო დავის მიმდინარეობის პროცესში, მას უკვე გამოთავისუფლებული ჰქონდა სადავო ფართი. რაც შეეხება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აპელირებას, სასამართლო დავის განხილვის დროისათვის მოქმედ კანონმდებლობაზე, სასამართლო მიიჩნევს უსაფუძვლოდ, ვინაიდან უფლებამოსილი პირი მოკლებული იყო შესაძლებლობას საკითხი გადაეწყვიტა მომავალში მიღებულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, მან საკითხი განიხილა არა დღეს მოქმედი კანონმდებლობის, არამედ 2016 წლის დეკემბერში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, იმ დროს, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა შეზღუდვა დევნილი ოჯახისათვის მიენიჭებინა შესაბამისი ქულა იმ შემთხვევაშიც თუ იგი ცხოვრობდა მართლზ--მიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც წარმოადგენდა კერძო საკუთრებას და ამავე დროს, დევნილი დაეთანხმებოდა მესაკუთრის სასარჩელო მოთხოვნას მისი გამოსახლების თაობაზე.

 

სასამართლომ აქვე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნა----–ა კ----------–იასთვის მინიჭებული ქულა როგორც დაკლებამდე (10 ქულა), ასევე, დაკლების შემდეგ (7 ქულა) საკმარისი იყო მისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოსათვის. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს და მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2016 წლის 05 დეკემბრის სხდომაზე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით თანხმობა უთხრა ისეთ ერთსულიან ოჯახებს, რომელთაც 6,5 და მეტი ქულა გააჩნდათ.

 

2.2.5. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით შეიქმნა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია და დამტკიცდა მისი დებულება დანართი №7-ის შესაბამისად. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ საცხოვრებელი ფართების დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება ხორციელდება წესის შესაბამისად. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის სხდომისათვის, განსახილველი საკითხების მომზადებას უზრუნველყოფს დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია კომისიის სხდომაზე წარადგინოს საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი და მასალა, ამასთან დეპარტამენტი ვალდებულია წარმოუდგინოს კომისიას დეპარტამენტის წინადადებები და პოზიცია, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით. მე-5 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით კომისია უფლებამოსილია არასაკმარისად ცნოს განხილული საკითხის ირგვლივ გაწეული საქმიანობა/არასრულყოფილად მიიჩნიოს საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალა და დოკუმენტაცია, ხოლო ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია დამატებით მოსამზადებლად დააბრუნოს განსახილველად წარდგენილი საკითხი.

 

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია წარედგინება მინისტრს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, მინისტრი უფლებამოსილია, გააუქმოს კომისიის მიერ მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებები.

 

მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი იღებს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ კომისიის გადაწყვეტილებას წინასწარ დადგენილი სავალდებულო ხასიათი აქვს, რასაც ადასტურებს დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტიც. კომისიის გადაწყვეტილებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მინისტრის გადაწყვეტილებაზე, თუმცა ის უნდა გახდეს მინისტრის მიერ შეფასების საგანი და არა გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი და უპირობო საფუძველი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2016 წლის 05 დეკემბერს სხდომაზე განიხილა დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი. კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნა----–ა კ----------–იას ოჯახს გააჩნდა ამ ეტაპზე არ გააჩნდა განსახლების აუცილებლობა, რის გამოც უარი უთხრა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. აღნიშნული უპირობოდ, ყოველგვარი დამატებითი შეფასების გარეშე იქნა გაზიარებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ და ამ ეტაპზე განსახლების საჭიროების არარსებობის გამო უარი უთხრა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

 

2.2.6. სასამართლომ ასევე მოიხმო საქართველოს მთავრობის 2015 წლის 04 თებერვლის N127 განკარგულებით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას’’, რომლის მიხედვით სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზ--გადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა. 2015–2016 წლების სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა უკავშირდება სახელმწიფო სტრატეგიის ზემოთ აღნიშნული მიზნის მიღწევას, ითვალისწინებს სამი ძირითადი ამოცანის შესრულებას: ა) დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გზით; ბ) დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება; გ) დევნილთა ინფორმირებულობის გაზრდა. ამასთანავე სამოქმედო გეგმა წარმოადგენს განახლებულ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროექტებს, რომელთა განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დევნილთა მიერ ნებაყოფლობით და ინფორმირებულ გადაწყვეტილებების მიღებას და თავისუფალ არჩევანს, დევნილებთან დიალოგსა და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გენდერულ თანასწორობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ბავშვთა უფლებების, ასევე აღიარებულ სხვა ადამიანის უფლებათა დაცვას.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანების N7 დანართით დამტკიცებულ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის (შემდგომში - კომისია) ძირითადი ფუნქციაა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესის ორგანიზება და წარმართვა ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ (შემდგომში - წესი) შესაბამისად, ასევე დევნილთა სხვა საჭიროებების შესწავლა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მის კომპეტენციაში შედის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმისა“ და წესის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესის ორგანიზება, დევნილთა საცხოვრებელი ფართის მიღების ან საცხოვრებელი ფართის შესყიდვის ან იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან/და აშენებულ შენობებში დევნილი ოჯახების განსახლების, ან დევნილი ოჯახისათვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე, ასევე საცხოვრებელი სახლები/ბინების შეძენის მიზნით აღებული იპოთეკური სესხის დაფარვისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება გაცემის თაობაზე, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზ--გადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას ავალდებულებს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი საჭიროებს დასაბუთებას. აქტში მოცემული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ზ--გადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, სრულყოფილად არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმის გარემოებები სამართალდარღვევის ფაქტის დადგენისა და მისი სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მიზნით. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც საქმის გარემოებებით ვერ იქნა დადასტურებული ნა----–ა კ----------–იას სათანადო საცხოვრებელი პირობებისა და ფართის არსებობა, ასევე არ იქნა შესწავლილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებები სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოცემული მოტივით საკითხის უარყოფითად გადაწყვეტას. სასამართლო ვერ გაიზიარებს გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი დანაწესების შესაბამისად სახეზეა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც მიუთითებს მოსარჩელის საჭიროებას მოითხოვოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით სარგებლობა და გადაცემა, თუმცა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მის ოჯახს ამ ეტაპზე არ ესაჭიროება განსახლება, უარი ეთქვა განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. იქიდან გამომდინარე რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს, ამასთან, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

სასამართლო ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას 2014 წლის 30 ოქტომბრის Nბს308-304 (2კ-14) გადაწყვეტილებაში და განმარტავს, ,,ვინაიდან იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარი მთავრობის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, მათი დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფის ვალდებულება უმთავრესად ეროვნულ ხელისუფლებას ეკისრება. სახელმწიფო და დევნილი პირები განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში იმყოფებიან. სახელმწიფოს სხვა დამატებითი ვალდებულებები აქვს აღებული აღნიშნული პირების მიმართ. დევნილთა სფეროში არსებული სამართლებრივი აქტები დევნილთა მიმართ სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებად დევნილებისათვის გარკვეული სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური გარანტიების შექმნას, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერსების დაცვასა და სახელმწიფოს მხრიდან მათი დაცვისა და დახმარების ვალდებულების შესრულებას განსაზღვრავს. ამდენად, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფდეს დევნილთა უფლებების დაცვასა და მათ წინაშე აღებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებას. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფომ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად უნდა იზრუნოს დევნილთა ადეკვატური საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე და დევნილთა ბინით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს. ამასთან, სახელმწიფოს ქმ----ბამ არ უნდა გამოიწვიოს დევნილთა მიმართ არათანასწორი მიდგომა, იდენტურ სამართლებრივ პირობებში მყოფი პირები არ შეიძლება აღმოჩნდნენ განსხვავებულ მდგომარეობაში.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია. სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - დევნილის მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომელსაც მოუწია იმ მძიმე ვითარების საკუთარ თავზე გადატანა, რაც ცნობილ მოვლენებს მოჰყვა, არის უპირატესი და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია, რამეთუ არ მოხდეს მისი უფლებების დარღვევა და არ გულისხმობდეს მხოლოდდამხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.

 

ამდენად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.

 

2.2.7. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზ--გადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ განმარტა, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება, შესაბამისად სასამართლო არაა უფლებამოსილი იხელმძღვანელოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მეორე ნაწილით და თავისი განჩინებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ

,,დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3--- ბრძანება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზ--გადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მისი ბათილად ცნობის დღიდან და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნა----–ა კ----------–იას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე;

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია ფაქტობრივი თვალსაზრისით და ის არგუმენტები, რომელიც სასამართლოს მოჰყავს გადაწყვეტილების საფუძვლად, მოკლებულია სანდოობას და დამაჯერებლობას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი იძლევა შესაძლებლობას, რომ სასამართლომ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა დისკრეციული უფლებამოსილება, შეფასებისა და მოქმ----ბის თავისუფლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, თუმცა განაცხადა უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. სასამართლოს მოცემული მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ასევე აქვს უფლება განჩინებით მოაწესრიგოს სადაო საკითხი. აღნიშნული ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და არ საჭიროებს საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას. აპელანტი განმარტავს, რომ სამინისტროს მიერ სადაო საკითხის თაობაზე ჩატარდა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათლად ჩანს, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყველა იმ გარემოებებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე რაც წარმოდგენილ იქნა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იქნა მიღებული საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულება.

 

აპელანტის განმარტებით, რიგი ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოს მიერ აბსოლიტურად არასწორად იქნა შეფასებული იმ მტკიცებულებების არსებობის პირობებში, რომელიც გაცილებით მეტი ინფორმაციის მომცველია და თვალნათლივ ასახავს მოსარჩელის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის შეუზღუდავ სარგებლობაში არსებობის ფაქტს.

 

სასამართლო იგნორირებას უკეთებს სამინისტროს განმარტებებს, იმ მიზეზების თაობაზე, რეალურად თუ რატომ ეთქვა მოსარჩელეს უარი, ამ ეტაპზე, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე. ის მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელის ოჯახს საკუთრებში არ გააჩნია უძრავი ქონება, ის უალტერნატივოდ უნდა იქნეს სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებული. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას მოცემულ გარემოებასთან დაკავშირებით და განმარტავს, თუ რატომ არ დააკმაყოფილა სამინისტრომ მოსარჩელის ოჯახი საცხოვრებლით ამ ეტაპზე, რომელიც ახსნა-განმარტებების ეტაპზე დასახელებულ იქნა, თუმცა სასამართლომ უგულებელყო. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის ოჯახის წევრებს ფაქტიურად შეუზღუდავ სარგებლობაში გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი, სადაც ყოველდღიურად, ძირითადად იმყოფება თავად მოსარჩელე, სახელმწიფოს მიერ მისი დაკმაყოფილება, იმ ოჯახებზე წინ, რომელთაც რეალურად არ გააჩნიათ არანაირი თავშესაფარი, ან ცხოვრობენ თუნდაც ქირით და ყოველთვიურად უწევთ შესაბამისი ხარჯების გაღება, თავად ან სახელმწიფო იღებს ამ ხარჯებს თავის თავზე, წინააღმდეგობაში მოდის ზემოხსენებული ნორმატიული აქტის იმ პრინციპებთან და დანიშნულებასთან, რომლის თანახმად პირველ რიგში უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი დევნილი ოჯახები უნდა იქნენ უზრუნველყოფილნი საცხოვრებელი ფართით სახელმწიფოს მიერ. ამდენად ცხადია, რომ მოსარჩელეები, ამ ეტაპზე არ საჭიროებენ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაუყოვნებელ უზრუნველყოფას, ზემოხსენებულ მდგომარეობაში მყოფ დევნილ ოჯახებზე წინ, ამიტომ სამინისტრომ, ამ ეტაპზე, მათ უარი უთხრა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

 

გარდა ზემოხსენებულისა, სასამართლოს მიერ არ ყოფილა მხედველობაში მიღებული ის გარემოება, რომ ნა----–ა კ----------–ია 1----–-–---ან დღემდე ცხოვრობს მისი რეგისტრაციის მისამართზე, ე.წ. ორგანიზებულად განსახლების ობიექტში, ქ. თბილისში, დ-------------ი, დ. თ------------–-ს ქ. N10, „შპს დ---------ი 1“-ში, რომელიც დღეის მდგომარეობით წარმოადგენს მისი დის მ-----–ა კ----------–იას საკუთრებას. ვინაიდან მოცემული საცხოვრებელი ფართი, ორგანიზებულად განსახლების ობიექტია და მოსარჩელე იქ რეგისტრირებულია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მესაკუთრის მიერ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით ან ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის გარეშე მისი გამოსახლება ვერ მოხდება ნა----–ა კ----------–იას წინასწარი გაცხადებული თანხმობისა და ნების გარეშე, თუ რათქმუნდა ეს არ ემსახურებოდა კონკრეტულ ფარულ მიზანს რაიმე სარგებლის მისაღებად.

 

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, აპელანტი განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივად, ასევე სამართლებრივად, ამიტომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ და საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქმევა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმისა“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, რომელიც ადგენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღებისა და მათი განხილვის წესს. აღნიშნული წესის შესაბამისად რეგულირდება ასევე დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები. თითოეული დევნილი ოჯახის განაცხადის შეფასება ხორციელდება სამინისტროს მიერ მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების საფუძველზე. შეფასების შედეგად თითოეულ დევნილ ოჯახს, ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, ენიჭება შესაბამისი ქულა. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად და იმ დევნილ ოჯახს, რომელიც სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მიღების თობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების მიერ შეფასდა ნა----–ა კ----------–იას ოჯახის მიერ გაკეთებული განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. შეფასების შედეგად მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა 10 ქულა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: შშმ პირი (მე-3 ჯგუფი) – 1 ქულა; ბრძოლაში გარდაცვლილი ოჯახის წევრი - 3 ქულა; გამოსახლება - 3 ქულა; მძიმე საცხოვრებელი პირობები - 3 ქულა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ნა----–ა კ----------–იას ოჯახის განაცხადი წარდგენილ იქნა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიაზე განსახილველად. კომისიის დავალების საფუძველზე, ზემოხსენებული ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილების მიერ განხორციელდა მოსარჩელის ოჯახის მიერ განაცხადში მითითებული ინფორმაციის გადამოწმება.

 

აპელანტი სააპელაციო საჩივარში ასევე განმარტავს, რომ ზემოხსენებული სამართლებრივი აქტის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზ--მიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. ამავე სამართლებრივი აქტის დანართი N5-ით დამტკიცებული სოციალური კრიტერიუმების თანახმად, 3 ქულა მიენიჭება იმ დევნილ ოჯახს, რომლის საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში და სხვა). მოსარჩელის ოჯახის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ ყოფილა წარმოდგენილი ამგვარი გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, ასევე არც სამინისტროს მიერ ჩატარებული მონიტორინგის დროს გამოვლენილა მათი საცხოვრებელი პირობების რადიკალური სიმძიმე.

მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ განაცხადში არსებული ინფორმაცია მისი საცხოვრებელი პირობების სიმძიმის თაობაზე არის არსებითად მცდარი. შესაბამისად, მოცემული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, ვინაიდან, მოსარჩელის ოჯახს მოაკლდა 3 ქულა კრიტერიუმში - მძიმე საცხოვრებელი პირობები, საბოლოოდ, მის ოჯახს მინიჭებული აქვს 7 ქულა შემდეგ კრიტერიუმებში: შშმ პირი (მე-3 ჯგუფი) – 1 ქულა; ბრძოლაში გარდაცვლილი ოჯახის წევრი - 3 ქულა; გამოსახლება - 3 ქულა.

 

გარდა ზემოხსენებულისა, მონიტორინგის დროს გამოვლინდა, რომ ნა----–ა კ----------–ია 1----–-–---ან დღემდე ცხოვრობს მისი რეგისტრაციის მისამართზე, ე.წ. ორგანიზებულად განსახლების ობიექტში, ქ. თბილისში, დ-------------ი, დ. თ------------–-ს ქ. N10, „შპს დ---------ი 1“-ში. კომისიის მიერ ზემოხსენებული გარემოებების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ იმ პირობებში, როდესაც ნა----–ა კ--------–-ას ფაქტიურად შეუზღუდავ სარგებლობაში გააჩნიათ ზემოხსენებული საცხოვრებელი ფართი, სახელმწიფოს მიერ მისი დაკმაყოფილება, იმ ოჯახებზე წინ, რომელთაც რეალურად არ გააჩნიათ არანაირი თავშესაფარი, ან ცხოვრობენ თუნდაც ქირით და ყოველთვიურად უწევთ შესაბამისი ხარჯების გაღება თავად, ან სახელმწიფო იღებს ამ ხარჯებს თავის თავზე, წინააღმდეგობაში მოდის ზემოხსენებული ნორმატიული აქტის იმ პრინციპებთან და დანიშნულებასთან, რომლის თანახმად პირველ რიგში უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი დევნილი ოჯახები უნდა იქნენ უზრუნველყოფილნი საცხოვრებელი ფართით სახელმწიფოს მიერ. ამდენად ცხადია, რომ ნა----–ა კ----------–ია, ამ ეტაპზე არ საჭიროებს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაუყოვნებელ უზრუნველყოფას, ამიტომ სამინისტრომ, ამ ეტაპზე, მას უარი უთხრა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს ზ--გადი ადმინისტრაციული კოდექსის 22-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად - თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და ახსნილი არ არის, სადაოდ გამხდარი აქტი (ან მისი ნაწილი) მოსარჩელის რომელ კანონიერ უფლებას ან ინტერესს აყენებს უშუალო ზიანს ან მის რომელ უფლებას ზღუდავს უკანონოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი განმარტავს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან არც ერთი ის ნორმა, რომლის თანახმდაც შეიძლება აქტის ბათილობის საკითხი დაისვას, არ არის დარღვეული. გასაჩივრებული ინდივიდუალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია სზაკ-ის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნათა დაცვით.

 

სადაო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ტექსტიდან და წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან დასტურდება, რომ მასში ამომწურავად არის დასაბუთებული თუ რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა იქონიეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე და აქტი დაფუძნებულია მხოლოდ იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეული და შესწავლილი იქნა ადმინისტრაციული წარმოების დროს, შესაბამისად, მითითება, რომ სამინისტროს უარი არის დაუსაბუთებელი _ არ შეესაბამება რეალობას. ამასთანავე, მოსარჩელე ვერ უთითებს ვერცერთი გარემოების შესახებ, რომელიც დაადასტურებდა სამინისტროს მიერ აქტის მომზადების ან გამოცემის დროს კანონმდებლობის იმგვარ დარღვევას, რაც "საქართველოს ზ--გადი ადმინისტრაციული კოდექსის" 60(პრიმა)-ე მუხლით არის გათვალისწინებული.

 

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივად, ასევე სამართლებრივად, ამიტომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ და საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქმევა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1.1. ნა----–ა კ----------–ია არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის აფხაზეთი, გ---–-----–-ს რ-ნი, ბ----–---ა, დსკ დასახლ. 6, ბინა 30. ამასთან, მის დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ქ. თბილისი, დ-----------ის დასახლება, დ-------ე თ------------–-ს ქ. №10, შპს დ---------ი 1.

 

ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული მოწმობით დგინდება, რომ ნა----–ა კ----------–ია არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, მარჩენალდაკარგული, რომელიც სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობითა დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით.

 

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის მიერ გაცემული №0----- დასკვნით დგინდება, რომ ნა----–ა კ----------–იას პირველადი შემოწმების შედეგად უვადოდ დაუდგინდა ინვალიდობის მესამე ჯგუფი. იგი არის შრომისუნარდაქვეითებული და საჭიროებს მეურვეს.

 

4.1.2. 2013 წლის 11 ივლისს დადებული შეთანხმებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აიღო ვალდებულება ქ. თბილისში, თ----, მე-3 მ/რ, მე-4 კვ- ში მდებარე 1-- სკოლის შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე და შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვამდე, უზრუნველყოფდა ნა----–ა კ----------–იას ოჯახისათვის ბინის დაქირავების მიზნით ყოველთვიურად 250 ლარის გადახდას.

 

4.1.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში არსებული საანკეტო მონაცემებით დგინდება, რომ ნა----–ა კ----------–იამ 2013 წლის 21 აგვისტოს გააკეთა №-- განაცხადი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. განმცხადებლის ინფორმაციით, იგი დამისამართებულია ქ. თბილისი, დ---------------, დ-------ე თ------------–-ს ქ. №10, შპს „დ--------------- 1“, ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. თბილისში, ვ---------––ი, მე-3 მ----–ი, მე-12 კორპუსში, ქირით. ამასთან, იგი ოჯახში რეგისტრირებულია მარტო, ნომრით 0--------. განსახლების ადგილად აირჩია ქ. თბილისი, ყ-----–-ს ქუჩა.

 

მოდულში - ინფორმაცია ოჯახის შესახებ (A) დაფიქსირდა, რომ ნა----–ა კ----------–ია არის ქ-----ი, ჰყავს: შვილი - გ--------–--–--ა, რომელიც არის დაოჯახებული და ცხოვრობს ქ------–---ში, ორგანიზებულ ჩასახლებაში დაკანონებულ ფართში, ძმა - ა-----რ კ----------–ია, რომელიც დაოჯახებულია, არადევნილია და ცხოვრობს უ-------ში, დები: ლ-----ურ------–ია, რომელიც დაოჯახებულია, ცხოვრობს ქალაქ ფ----–ი და აარდევნილია, ი----- კ----------–ია, რომელიც დასაოჯახებელია, ცხოვრობს მ--------––ი და ამავე დროს დევნილია; ლუ---ა კ----------–ია, რომელიც დაოჯახებულია, ცხოვრობს ქ-------–ი, დევნილია და მას მიღებული აქვს ფულადი დახმარება ფართის სანაცვლოდ. ამასთან, იგი არის ომის მონაწილე, იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში და არის ჰ-----------კი.

 

მოდულში ინფორმაცია ოჯახის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესახებ (B) დაფიქსირდა, რომ ნა----–ა კ----------–ია არის დაქირავებით მომუშავე, საკუთრებაში არ გააჩნია არავითარი უძრავი ქონება და არც სარგებლობაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, საკუთრებაში არ გააჩნია მოძრავი ქონება. ამასთან, ოჯახის საშუალო თვიური ხარჯები შეადგენს: სურსათზე და სასმელზე - 30 ლარს, საოჯახო მოხმარების საქონელზე - 3 ლარს, ტრანსპორტი უფასო აქვს. სულ ხარჯი აქვს

33 ლარი. თანხის დაზ--გვა ხდება მაქსიმალურად, კერძოდ, მუშაობს ექთნად და თანამშრომლები ეხმარებიან ყველანაირად. ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი არის 214 ლარი, აქედან 140 ლარი - დაქირავებული შრომიდან (ხელფასი),46 ლარი - პენსია და 28 ლარი - დევნილთა შემწეობა. საჩუქრად იღებს მარტო ტანსაცმელს. გამოკითხვის დროს, ოჯახი არ იმყოფებოდა სიღარიბის დაძლევის პროგრამაში.

 

მოდულში - ინფორმაცია საცხოვრებელის შესახებ (C) ნა----–ა კ----------–იამ დააფიქსირა, რომ ცხოვრობს ქირით და ქირას 250 ლარის ოდენობით იხდის სახელმწიფო, მარჩენალდაკარგულის სტატუსის გამო. ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთხელ შეიცვალა საცხოვრებელი და მითითებულ მისამართზე ცხოვრობს 6 თვის განმავლობაში. ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი.

 

წინასწარი მონაცემებით ნა----–ა კ----------–იას ქულა განისაზღვრა 10 ერთეულით, კერძოდ, მან შეზღუდული შესაძლებლობების გამო (მე-3 ჯგუფი, ზ--მიერად) მიიღო 1 ქულა, ბრძოლაში გარდაცვლილი ოჯახის 3 წევრის გამო - 3 ქულა, მესაკუთრის მიერ ობიექტების გამოთავისუფლების პროცესის გამო - 3 ქულა, მძიმე საცხოვრებელის გამო, რომელიც არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 3 ქულა.

 

4.1.4. დადგენილია, რომ 2014 წლის 13 იანვრის №9-----, 2015 წლის 24 აგვისტოს №3-------, 2016 წლის 22 იანვრის №3------ და 2016 წლის 11 ივლისის №3------- განცხადებებით ნა----–ა კ----------–ია ითხოვდა გრძლევადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას, ვინაიდან იგი არის დევნილი და მესაკუთრე ემუქრებოდა ბინიდან გასახლებით.

 

4.1.5. მონიტორინგის ჯგუფის წევრების მიერ 2016 წლის 4 მარტს შევსებული მონიტორინგის ფორმით დგინდება, რომ ისინი გაესაუბრნენ განმცხადებელს ნა----–ა კ----------–იას. ამ უკანასკნელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მის შემოსავალს შეადგენს დევნილის შემწეობა 45 ლარი, ხელფასი - 140 ლარი, მარჩენალდაკარგულის სოციალური შემწეობა - 45 ლარი, ჯამში 231 ლარი. ცხოვრობს ქირის გარეშე, 1----–-–---ან დღემდე, დის - მ-----–ა კ----------–იას საცხოვრებელ ფართში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ-------------ი, დ-------ე თ------------–-ს ქ. კორპ. №10, მე-4 სადარბაზ--, მე-8 სართული, ბინა №77. სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ ფიქსირდება. ნა----–ა კ----------–ია არის ზ--მიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც მინიჭებული აქვს უვადოდ. მეუღლე - ვ--–---- კ--–--–--ა გარდაიცვალა საბრძოლო დავალების შესრულების დროს, 1--- წელს. ნა----–ა კ----------–იას ჰყავს: შვილი - გ--------–--–--ა, რომელიც ოჯახით ცხოვრობს ქ------–---ში, დევნილთა ორგანიზებულ ჩასახლებაში არსებულ დაკანონებულ ფართში; და - ი----- კ----------–ია, რომელიც დევნილია, ასევე, დასაოჯახებელია და ნათესავთან ცხოვრობს მ--------––ი; ძმა - ა-----რ კ----------–ია, რომელიც დევნილია და ოჯახით ცხოვრობს უ-------ში; და - ლუ---ა კ----------–ია, რომელიც ოჯახით ცხოვრობს ქ-------–ი, დევნილთა ორგანიზებულ ჩასახლებაში, ბ-----ს ქ. 77-ში, და - ლ--------------) კ----------–ია - არადევნილია, ოჯახით ცხოვრობს მეუღლის სახლში, ქ. ფ----–ი.

 

მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი განყოფილების (ბიუროს) მიერ 1--- წლის 13 მაისს გაცემული გარდაცვალების მოწმობით დგინდება, რომ ვ--–---- მიხეილის ძე კ--–--–--ა, დაბ. 2---------წ., 44 წლის ასაკში გარდაიცვალა, აფხაზეთის არ, გ---–-----–-ს რაიონში, სოფელ ფ–---–ი, სამხედრო დავალების შესრულების დროს. აღნიშნულთან დაკავშირებით გარდაცვალების აქტების სარეგისტრაციო წიგნში №--- ჩაწერა მოხდა 1--- წლ-----------.

 

4.1.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს განუმარტა, რომ სასამართლო დავის დროს ბ--------------მ, ლ--–--------ამ და ნა----–ა კ----------–იამ თავიაანთი ნებით დათმეს საცხოვრებელი ფართი, სადაც სახელმწიფოს მიერ იყვნენ განსახლებულნი. ობიექტი, საიდანაც მოსარჩელე - მ-----–ა კ----------–ია ითხოვდა დევნილთა გამოსახლებას, იყო დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ცენტრი, იქ რეგისტრირებული დევნილები კი იყვნენ ფართის მართლზ--მიერი მფლობელები. ამასთან, ნა----–ა კ----------–ია არის მოსარჩელის და. შესაბამისად, მოიაზრება, რომ დევნილების მიერ სარჩელის ცნობა ემსახურებოდა საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების ხელოვნურად დაჩქარებას, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში ისინი მოიპოვებენ დამატებით 3 ქულას.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 29 ივნისის №0------------ სამსახურებრივი ბარათით დგინდება, რომ იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, ნა----–ა კ----------–იას, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე, ერიცხებოდა საცხოვრებელი ფართის დაქირავების მიზნით ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით, 2014 წლის თებერვლიდან 2015 წლის ივლისის ჩათვლით.

 

4.1.7. მონიტორინგის ჯგუფის წევრების მიერ 2016 წლის 31 აგვისტოს შეივსო მონიტორინგის ფორმა, რომლითაც დგინდება, რომ ისინი გაესაუბრნენ განმცხადებელს ნა----–ა კ----------–იას. ამ უკანასკნელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მის შემოსავალს შეადგენს დევნილის შემწეობა 45 ლარი, პენსია - 180 ლარი და ხელფასი

174 ლარს. ცხოვრობს ქირის გარეშე, დის - მ-----–ა კ----------–იას საცხოვრებელ ფართში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ-------------ი, დ-------ე თ------------–-ს ქ. კორპ. 10, მე-4 სადარბაზ--, მე-8 სართული, ბინა 77. მითითებულ მისამართზე ცხოვრობს 1----–-–---ან დღემდე. სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ ფიქსირდება. ნა----–ა კ----------–ია არის ზ--მიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც მინიჭებული აქვს უვადოდ. მეუღლე - ვ--–---- კ--–--–--ა გარდაიცვალა საბრძოლო დავალების შესრულების დროს. ამასთან, არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება მისი საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლების თაობაზე. ნა----–ა კ----------–იას ჰყავს: შვილი - გ---------–--–--ა, რომელიც ოჯახით ცხოვრობს ქ------–---ში, დევნილთა ორგანიზებულ ჩასახლებაში; და - ი----- კ----------–ია, რომელიც დევნილია, ასევე, დასაოჯახებელია და ნათესავთან ცხოვრობს მ--------––ი; ძმა - ა-----რ კ----------–ია, რომელიც დევნილია და ოჯახით ცხოვრობს უ-------ში; და - ლუ---ა კ----------–ია, რომელიც ოჯახით ცხოვრობს ქ-------–ი, დევნილთა ორგანიზებულ ჩასახლებაში, ბ-----ს ქ. 77-ში, და - დ-------ნ კ----------–ია - არადევნილია, ოჯახით ცხოვრობს მეუღლის სახლში, ქ. ფ----–ი; და - მ-----–ა კ----------–ია - არა დევნილია, დასაოჯახებელი და ცხოვრობს კუთვნილ საცხოვრებელში, მდებარე ქ. თბილისი, დ-------------ი, დ-------ე თ------------–-ს ქ. კორპ. №10, მე-4 სადარბაზ--, მე-8 სართული, ბინა №77.

 

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ვაკე-საბურთალოს რ-ნის გამგეობის მიერ 2012 წლის 10 ოქტომბერს გაცემული №-- საკუთრების უფლების მოწმობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №M---------- გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. თბილისში, დ-----------ის დასახლება, დ-------ე თ------------–-ს ქ. №10-ში, მე-4 სადარბაზ--ში, მე-8 სართულზე მდებარე №77 ბინა, ფართით 90,44 კვ.მ. წარმოადგენს მ-----–ა კ----------–იას საკუთრებას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივნისის №2--------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ-----–ა კ----------–იას სარჩელი, კერძოდ, ბ--------------ს, ლ--–--------ას და ნა----–ა კ----------–იას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვნილი იქნა ქ. თბილისში, დ-----------ის დასახლება, დ-------ე თ------------–-ს ქ. №10-ში, მე-4 სადარბაზ--ში, მე-8 სართულზე მდებარე ბინა №77 (საკადასტრო კოდით: 0----------------------) და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს - მ-----–ა კ----------–იას. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში შევიდა, ვინაიდან მხარეებმა არ გაასაჩივრეს იგი.

 

4.1.8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში არსებული დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 05 დეკემბრის №--- ოქმით დგინდება, რომ კომისიამ განიხილა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართების უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისში შევსებული განაცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების, ასევე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ქ. თბილისში ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 10 ნგრევადი ობიექტიდან, მენაშენეებისაგან და

„ჰ----–--- ჯ---------ან“ გამოსყიდულ ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების თაობაზე საკითხი.

 

დადგენილია, რომ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ნა----–ა კ----------–იას (ოჯახის სარეგისტრაციო №0--------) უარი უთხრა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, კერძოდ, კომისიამ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე განსახლება აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, რის გამოც მძიმე საცხოვრებელში დააკლდა 3 ქულა.

 

ასევე, დადგენილია, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიის გადაწყვეტილებით გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით თანხმობა ეთქვათ ისეთ ერთსულიან ოჯახებს, რომელთაც 6,5 და მეტი ქულა გააჩნდათ.

 

4.1.9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3--- ბრძანებით, ქალაქ თბილისში არსებული პროექტების ფარგლებში, ნა----–ა კ----------–იას ოჯახს, ამ ეტაპზე განსახლების აუცილებლობის არსაჭიროების გამო, უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

 

4.1.10. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 2017 წლის 05 აპრილის №A---------------- გადაწყვეტილებით ბ--------------ს, ლ--–--------ას და ნა----–ა კ----------–იას მიეცათ წინადადება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის №2--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე.

 

სააღსრულებო მოქმ----ბის განხორციელების შესახებ 2017 წლის 28 ივლისის ოქმით დგინდება, რომ აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა ქ. თბილისში, დ-------------ი, დ-------ე თ------------–-ს ქ. 10-ში, მე-4 სადარბაზ--ში, მე-8 სართულზე მდებარე №77 ბინაში მისვლისას გაარკვიეს, რომ ნა----–ა კ----------–იას და ლ--–--------ას საკუთარი ნებით ჰქონდათ გამოთავისუფლებული ფართი, ხოლო ბ-------------- და მ-----–ა კ----------–ია შეთანხმდნენ, რომ ბ-------------- კიდევ 2 კვირა დარჩებოდა სადავო ფართში. ამდენად, იძულებითი აღსრულება სისრულეში იქნა მოყვანილი.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;

 

4.2.2. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის შეფასებას სამართლებრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ 2016 წლის 05 დეკემბერს ჩატარებულმა კომისიამ №--- სხდომაზე განიხილა კონკრეტულ დევნილთა, მათ შორის, ნა----–ა კ----------–იას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხები. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ნა----–ა კ----------–იასთვის ამ ეტაპზე განსახლება აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს, რის გამოც მძიმე საცხოვრებელში წინასწარ მინიჭებული 10 ქულიდან დააკლდა 3 ქულა. შესაბამისად, მისთვის მინიჭებული ქულა განისაზღვრა 7 ერთეულით. ამის შემდგომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა 2016 წლის 13 დეკემბრის №3--- ბრძანების სახით მიიღო გადაწყვეტილება, ნა----–ა კ----------–იას უარი ეთქვას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ამ ეტაპზე განსახლების აუცილებლობის არსაჭიროების გამო.

 

პალატა განმარტავს, რომ კომისია უფლებამოსილია თავად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების საჭიროება განსახილველ ეტაპზე, მაგრამ ეს უნდა იყოს გამყარებული სათანადო გარემოებებითა თუ მტკიცებულებებით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

4.2.3. პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აპელირებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივნისის №2--------- გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა მ-----–ა კ----------–იას სარჩელი, კერძოდ, ბ--------------ს, ლ--–--------ას და ნა----–ა კ----------–იას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვნილი იქნა ქ. თბილისში, დ-----------ის დასახლება, დ-------ე თ------------–-ს ქ. №10-ში, მე-4 სადარბაზ--ში, მე-8 სართულზე მდებარე ბინა №77 (საკადასტრო კოდით:

0----------------------) და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს - მ-----–ა კ----------–იას. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში შესულია მხარეების მიერ გაუსაჩივრებლობის გამო, მაგრამ საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, დასტურება, რომ ვაკე-საბურთალოს რ-ნის გამგეობის მიერ 2012 წლის 10 ოქტომბერს გაცემული №-- საკუთრების უფლების მოწმობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №M---------- გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. თბილისში, დ-----------ის დასახლება, დ-------ე თ------------–-ს ქ. №10-ში, მე-4 სადარბაზ--ში, მე-8 სართულზე მდებარე №77 ბინა, ფართით 90,44 კვ.მ. წარმოადგენს მ-----–ა კ----------–იას საკუთრებას. ამდენად, უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ ფართი, რომელიც დაკავებული ჰქონდა ნა----–ა კ----------–იას, 2012 წლიდან წარმოადგენდა კერძო საკუთრებას.

 

გარდა ამისა, საქმეში არსებული მასალების თანახმად, ნა----–ა კ----------–ია კონკრეტულ პერიოდში შეჭრილი იყო ქ. თბილისში, თ---ის მე-3 მ/რ-ში, მე-4 კვ-ში მდებარე 1-- სკოლის შენობაში, საიდანაც გამოვიდა სახელმწიფოსთან დადებული შეთანხმების საფუძველზე, კერძოდ, 2013 წლის 11 ივლისს სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ნა----–ა კ----------–იას ოჯახისათვის ბინის დაქირავების მიზნით ყოველთვიურად გადაეხადა 250 ლარი. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს და მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ სახელმწიფო კონკრეტულ პერიოდში ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და იხდიდა ნა----–ა კ----------–იას მიერ დაკავებული ფართის ქირას, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 29 ივნისის №0------------ სამსახურებრივი ბარათით დგინდება, რომ იძულებით გადაადგილებული პირს - დევნილს, ნა----–ა კ----------–იას, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე, ერიცხებოდა საცხოვრებელი ფართის დაქირავების მიზნით ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით, 2014 წლის თებერვლიდან 2015 წლის ივლისის ჩათვლით, რასაც სადავოდ არ ხდის თავად აპელანტი მხარე. აპელანტი მხარის მიერ ასევე დადასტურებულ იქნა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ნა----–ა კ----------–იასთვის ქირა აღარ გადაუხდია, ვინაიდან წინა პერიოდშიც ეს იყო სახელმწიფოს ნება და არა ვალდებულება.

 

4.2.4. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მას შემდეგ რაც სახელმწიფომ შეუწყვიტა ქირის გადახდა, დაახლოებით 2 თვის შემდეგ თვითონ ვეღარ უზრუნველყო ქირის გადახდა და დაბრუნდა დის - მ-----–ა კ----------–იას კუთვნილ ფართში, რომელიც ადრე ჰქონდა დაკავებული. მნიშვნელოვანის ის გარემოებაც, რომ მხარეთა განმარტებით, მითითებულ მისამართზე არსებულ დევნილთა კომპაქტური ჩასახლებაში ფართების დაკანონება დაიწყო 2012 წელს და იმ დროს, როდესაც ნა----–ა კ----------–ია დაბრუნდა ამ მისამართზე თითქმის სრულად იყო დაკანონებული. შესაბამისად, საწინააღმდეგო მტკიცებულების წარმოდგენამდე, ამდენად, პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სადავო მისამართზე დაბრუნების დროისათვის არსებული საცხოვრებელი ფართები წარმოადგენდა კერძო საკუთრებებს და არა დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას.

 

პალატა აქვე აღნიშნავს, რომ დის ბინაში ცხოვრების ფაქტი თავისთავად არ გამორიცხავდა განსახლების აუცილებლობას, რამდენადაც საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება, რამდენად შესაძლებელი იყო ნა----–ა კ----------–იას იქ ცხოვრება და გააჩნდა თუ არა სათანადო საცხოვრებელი პირობები. მოსარელე მხარის განმარტებით, მესაკუთრე მოითხოვდა სხვა პირებისგან იმ ფართის დაცლას, რომელიც 2012 წლიდან მას ეკუთვნოდა, მაგრამ თავისუფლად ვერ სარგებლობდა; მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ ასეთ უკანონო მფლობელს წარმოადგენდა ნა----–ა კ----------–ია. ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ნა----–ა კ----------–იას გააჩნდა მძიმე საცხოვრებელი პირობები, ვინაიდან მას არ გააჩნდა საცხოვრებელი ფართი, რომლითაც თავისუფლად ისარგებლებდა და ექნებოდა მინიმალური საცხოვრებელი პირობები.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ უფლებამოსილი პირი მოკლებული იყო შესაძლებლობას საკითხი გადაეწყვიტა მომავალში მიღებულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, მან საკითხი განიხილა არა დღეს მოქმედი კანონმდებლობის, არამედ 2016 წლის დეკემბერში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, იმ დროს, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა შეზღუდვა დევნილი ოჯახისათვის მიენიჭებინა შესაბამისი ქულა იმ შემთხვევაშიც თუ იგი ცხოვრობდა მართლზ--მიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც წარმოადგენდა კერძო საკუთრებას და ამავე დროს, დევნილი დაეთანხმებოდა მესაკუთრის სასარჩელო მოთხოვნას მისი გამოსახლების თაობაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ ნა----–ა კ----------–იასთვის მინიჭებული ქულა როგორც დაკლებამდე (10 ქულა), ასევე, დაკლების შემდეგ (7 ქულა) საკმარისი იყო მისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოსათვის. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს და აპელანტს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2016 წლის 05 დეკემბრის სხდომაზე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით თანხმობა უთხრა ისეთ ერთსულიან ოჯახებს, რომელთაც 6,5 და მეტი ქულა გააჩნდათ.

 

4.2.5. პალატა აქვე მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას 2014 წლის 30 ოქტომბრის Nბს308-304 (2კ-14) გადაწყვეტილებას და განმარტავს, ,,ვინაიდან იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარი მთავრობის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, მათი დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფის ვალდებულება უმთავრესად ეროვნულ ხელისუფლებას ეკისრება. სახელმწიფო და დევნილი პირები განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში იმყოფებიან. სახელმწიფოს სხვა დამატებითი ვალდებულებები აქვს აღებული აღნიშნული პირების მიმართ. დევნილთა სფეროში არსებული სამართლებრივი აქტები დევნილთა მიმართ სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებად დევნილებისათვის გარკვეული სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური გარანტიების შექმნას, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერსების დაცვასა და სახელმწიფოს მხრიდან მათი დაცვისა და დახმარების ვალდებულების შესრულებას განსაზღვრავს. ამდენად, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფდეს დევნილთა უფლებების დაცვასა და მათ წინაშე აღებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებას. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფომ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად უნდა იზრუნოს დევნილთა ადეკვატური საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე და დევნილთა ბინით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს. ამასთან, სახელმწიფოს ქმ----ბამ არ უნდა გამოიწვიოს დევნილთა მიმართ არათანასწორი მიდგომა, იდენტურ სამართლებრივ პირობებში მყოფი პირები არ შეიძლება აღმოჩნდნენ განსხვავებულ მდგომარეობაში.

 

პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის, გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია. პალატის მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - დევნილის მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომელსაც მოუწია იმ მძიმე ვითარების საკუთარ თავზე გადატანა, რაც ცნობილ მოვლენებს მოჰყვა, არის უპირატესი და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია, რამეთუ არ მოხდეს მისი უფლებების დარღვევა და არ გულისხმობდეს მხოლოდდამხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.

 

ამდენად, პალატა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეაფასა საქმეში არსებული მასალები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მას. ამდენად, პალატის მოსაზრებით, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხარჯები:

 

5.1.2. აპელანტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

სარეზ--ლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში

 

მოსამართლე ილონა თოდუა