განაჩენი

სისხლის სამართლის 26.03.2018
საქმის ნომერი
330100117002165711
ინსტანცია
თარიღი
26.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/129-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორ - მ------–-------ას,მსჯავრდებულ - ა------------------ას,ადვოკატ - ზ------------ის,თარჯიმან - ს------------–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ა------------------ასა და მისი ადვოკატის ზ------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ა--------------------------–-----------ას მიმართ - დაბადებული 1----–-–----------, პირადი N0----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------------------------------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:

 

ა------------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ა------------------ას მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელმაც დაარღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

კ----------------ამ სს ,,---------–----------------“ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა ქ-------–----------------------------------------------–- მდებარე საცხოვრებელი ბინა. სესხის არაჯეროვნად გადახდის გამო მოხდა აღნიშნული ბინის რეალიზაცია და იგი დარეგისტრირდა სს ,----------–-------------- საკუთრებად. გამოსახლების შემდგომ, 2017 წლის 07 ივნისს, აღნიშნულ ბინაში მცხოვრები კ----------------ას ოჯახის წევრები ინფორმირებული იყვნენ, რომ უძრავი ქონება ეკუთვნოდა სს ,----------–----------ს“ და მასში შესვლის უფლება მათ არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, კ----------------ას დედამ ა------------------ამ 2017 წლის 07 ივნისიდან, 10 აგვისტომდე პერიოდში, ზუსტი დრო უცნობია, შეამტვრია უკვე სს ,----------–-------------- კუთვნილი საცხოვრებელი ბინის კარები, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ შევიდა და დღემდე უკანონოდ ცხოვრობს მასში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა------------------ამ და მისმა ადვოკატმა ზ------------ემ, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის 500 ლარამდე შემცირება, შემდეგ გარემოებათა გამო: ა------------------ას არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი; არის ხანდაზმული, ინვალიდი და მუდმივად საჭიროებს მედიკამენტებს; ასევე, პენსიის გარდა არ აქვს სხვა შემოსავალი, რის გამოც გამოტანილმა განაჩენმა ჩააყენა მძიმე მდგომარეობაში. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ ალტერნატივის სახით იშუამდგომლა დანიშნული სასჯელის აღსრულების გადავადება.

 

პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ ა------------------ას მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს; დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმს; დოკუმენტაციის ასლებს, საჯარო რეესტრიდან წარმოდგენილ ინფორმაციას; მოწმეების ჩვენებებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა------------------ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ა------------------ას მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს ჯარიმის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ა------------------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია); გაითვალისწინა ასევე დამნაშავის პიროვნება, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და მსჯავრდებულს განუსაზღვრა მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანშაულის პროპორციული სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა ეთნხმება და მიიჩნევს, რომ მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს. აპელანტის განმარტებით, მსჯავრდებულის ოჯახი იმყოფება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, რის გამოც შეუძლებელია ა------------------ას მხრიდან ჯარიმის 1000 ლარის ოდენობით გადახდა, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე წერილობითი მტკიცებულება მას სასამართლოში არ წარმოუდგენია. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ალტერნატიულ მოთხოვნას სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადავადდეს იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა.

 

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ა------------------ას განესაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი და მისი შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ა------------------ას და მისი ადვოკატის ზ------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენი;

 

ა------------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.კაპანაძე