განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2018
საქმის ნომერი
330210015795102
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
27.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015795102

საქმე №2ბ/3483-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე- თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები- მერაბ გაბინაშვილი

ირაკლი ბო---არენკო

 

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი- ელ-----დ კი----ე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - გ------- აფ----–---–ი, თ---------- ბ--------

 

მოწინააღმდეგე მხარე- ზ-----ბ ბა-----–---–ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - გ------- თ----------

 

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე- შპს „ჰ------ი“

წარმომადგენელი - დ----- ლ------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.04.2017წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.04.2017წ. გადაწყვეტილებით ელ-----დ კი----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. მოსარჩელე ელ-----დ კი----ე წარმოადგენს ვ------- კი----ის და მ----- წ------ლის ქალიშვილს. 1----–-–------------------ გარდაცვლილი მ-----მ წ------ელი თავის მხრივ იყო 1--- წელს გარდაცვლილი პ------ ა-–----------ს - ძე წ------ელის და 1----–-–------------------ გარდაცვლილი თ------------–-------ასულ ა---–---–-- ქალიშვილი.

 

2.2. პ------ ა-–----------ს ძე წ------ელის დედა - ელ-----დ წ------ელი გარდაიცვალა

1----–-–--------------

 

2.3. გარდაცვალების მოწმობის თანახმად, მ---- წ------ელი გარდაიცვალა 1----–-–--

1-------- ხოლო მისი ძმა - ჯო---ო წ------ლი 1----–-–-----------–-. მათ მშობლებს წარმოადგენდა მ-----– წ------ელი და პ--–---- წ------ელი.

 

2.4. სასამართლომ მოისმინა მოსარჩელის მოწმეების რ--------- კო----ს და კ----- გუ-–----ს ჩვენებები. მართალია, მოწმეთა მიერ გამოთქმულ იქნა ვარაუდი, რომ ელ-----დ წ------ელი სადავო საფლავზე იყო დაკრძალული, თუმცა ჩვენებები არ იყო მკაფიო, თანმიმდევრული და დამაჯერებელი. შესაბამისად, მოწმეთა მოსმენის შემდეგ სასამართლოს წინაშე ცალსახად ვერ დადასტურდა, რომ სადავო საფლავი წარმოადგენდა სწორედ იმ საფლავს, სადაც ნამდვილად იყო დაკრძალული ელ-----დ წ------ლის ნეშთი.

 

2.5. მოწმეებმა მ--- წ------ელმა, ლ------ ც---------ა, გ---–----ა ნ--------–---–-ა და მ-----–- კ------–------ მიუთითეს, რომ სადავო სამარხში დაკრძალული იყო ჯო---ი წ------ელი და მისი და მ---- წ------ელი. მათი განმარტებით, არასდროს აღნიშნული საფლავზე სხვა პირთა ნეშტების არსებობის თაობაზე არ ყოფილა გაცხადებული, შესაბამისად ზემოაღნშნული საფლავი წარმოადგენდა ჯო---ო და მ---- წ------ლის ოჯახის საგვარეულო სამარხს.

 

2.6. მოწმე ლ------–------მ, რომლის შვილის საფლავიც 20 წელზე მეტია ხანია მდებარეობს სადავო საფლავის მოპირდაპირე მხარეს, დაადასტურა, რომ მოცემულ საფლავზე არასდროს უნახავს მოსარჩელე. საფლავზე მხოლოდ მ---- წ------ლის ნათესავები დადიოდნენ.

 

2.7. ქალაქ თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის N11-4 გადაწყვეტილების ”ქ.თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ” მე-4 მუხლის შესაბამისად, საქალაქო სასაფლაოების მართვას ახორციელებს ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ან ფიზიკური პირი. მოცემულ შემთხვევაში ასეთ პირს წარმოადგენდა შპს ,,ჰ------ი’’ რომლის წარმომადგენლმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც 20 წლის მანძილზე საფლავის მოსანახულებლად არავინ ცხადდება, ის ითვლება მიტოვებულ საფლავად, ხოლო 50 წლის შემდეგ ხდება საფლავის ლიკვიდაცია. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან შპს ,,ჰ------ის’’ მიერ მ---- წ------ლის დასაკრძალად გაიცა ნებართვა, არა როგორც ახალი საფლავის გაცემის, არამედ უკვე არსებულ საფლავზე ახალი სამარხის გაჭრის თაობაზე, აღნიშნული პირდაპირ მუთითებს, იმას რომ მოცემულ საფლავზე რომ არა მ---- წ------ლის ძმის ჯო---ო მ-----–ის ძე წ------ლის სამარხის არებობა, ნებართვა ამგვარი სახით არ იქნებოდა გაცემული. აღნიშნული გარემოება, ასევე დასტურდება შპს ,,ჰ------ის’ მიერ გაცემული შეკვეთის ქვითრით და ცნობით, სადაც აღნიშნულია, რომ მ---- წ------ლის დასაკრძალად 1----–-–-- 20 მაისს განხორციელდა შეკვეთა და გაიცა ცნობა ვ----- სასაფლაოზე ჯო---ო წ------ლის სამადგილიან სამარხში მისი დის მ---- წ------ლის დაკრძალვის თაობაზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.8. სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს. აღნიშნული ნორმის თანახმად, მფლობელი კეთილსინდისიერია, თუ მას მფლობელობა მართლზომიერად აქვს შეძენილი. მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. ამ შემთხვევაში მფლობელობის შეფასება სამართლის ობიექტური ნების საფუძველზე ხდება. მართლზომიერი მფლობელია ნივთის მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობასაც სამართლებრივი საფუძველი გააჩნია, მფლობელობა არამართლზომიერია იმ შემთხვევაში, როცა მფლობელს არ გააჩნია და არც შეუძლია წარმოადგინოს მის მიერ სადავო ნივთის ფლობის უფლების დასადასტურებლად სამართლებრივი საფუძველი. ამავე კოდექსის 162-ე მუხლის თანახმად დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.

 

2.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი აკისრია მხარეებს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ჰ------ის’’ წარმომადგენლის განმარტებით და სასაფლაოს ადმინისტრაციის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ სადავო სამარხში 1----–--–- დაკრძალულ იყო ჯო---ო წ------ელი, რის საფუძველზეც გაიცა ნებართვა სამ სამარხიან საფლავში მ---- წ------ლის დაკრძალვის თაობაზე. აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება მოპასუხის მოწმეთა ჩვენებებითაც. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შპს ,,ჰ------ის’’ წარმომადგენლის განმარტებაზეც, რომ მათი ინსტრუქციის შესაბამისად თუ საფლავს 20 წლის მანძილზე არავინ პატრონობს იგი ითვლება მიტოვებულად. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან შპს ,,ჰ------ის’’ მიერ მ---- წ------ლის დასაკრძალად გაიცა ნებართვა, არა როგორც ახალი საფლავის გაცემის, არამედ უკვე არსებულ საფლავზე ახალი სამარხის გაჭრის თაობაზე, აღნიშნული პირდაპირ მუთითებს, იმას რომ მოცემულ საფლავზე რომ არა მ---- წ------ლის ძმის ჯო---ო მ-----–ის ძე წ------ლის სამარხის არებობა, ნებართვა ამგვარი სახით არ იქნებოდა გაცემული. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე წარმოადგენს სადავო სამარხის მართლზომიერ მფლობელს, მითუმეტეს რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს, სადავო საფლავის ფლობის ფაქტს, რომლის მტკიცების ტვირთიც მას ეკისრებოდა და რაც შეიძლება დაედასტურებინა თუნდაც საფლავის მომიჯნავე ორ ან მეტ საფლავში დაკრძალული მიცვალებულების ჭირისუფლების მიერ ამ ფაქტის დადასტურებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და მიცვალებულის გადასვენების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

3.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ სადავო საფლავში 1----–--–- დაკრძალული იქნა ჯო---ო წ------ელი, რომელიც გარდაიცვალა 1----–-–-----------–-, ანუ 8 წლით ადრე. არც საქმეში არსებულ დოკუმენტურ მტკიცებულებებში და არც მოპასუხისა და მოწმეების მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებებში ნახსენებიც კი არ არის, რომ ჯო---ო წ------ელი თავდაპირველად დაკრძალული იყო სხვა ადგილას და მოგვიანებით იქნა გადასვენებული სადავო საფლავში. სასამართლო ასევე მცდარად დაეყრდნო შპს "ჰ------ის" წარმომადგენლის მხოლოდ ვარაუდს, რომ, სადავო საფლავში ჯო---ო წ------ელი რომ არ ყოფილიყო დასაფლავებული, მ---- წ------ლის იმავე საფლავში დაკრძალვის ნებართვა არ გაიცემოდა არსებული ფორმით. შპს "ჰ------ს" რაიმე დოკუმენტაცია ან სხვა ობიექტური მტკიცებულებები სადაო საფლავში ჯო---ო წ------ლის დასაფლავების თაობაზე არ გააჩნია და, შესაბამისად, არც სასამართლოსთვის წარუდგენია. მის მიერ გაცემული შეკვეთის ქვითარი ეხება მხოლოდ მ---- წ------ლის დაკრძალვას, ხოლო ცნობაში მოყვანილი მონაცემები კი ეფუძნებოდა მარტოოდენ ჭირისუფალთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და არა რაიმე დოკუმენტურ მონაცემებს. ეს ყოველივე შპს "ჰ------ის" წარმომადგენელმა დაადასტურა სასამართლო სხდომაზეც.

 

ამასთან, შპს „ჰ------ის“ მიერ ასევე წარმოდგენილ იქნა ვ----- სასაფლაოს 1----–-–-- სარეგისტრაციო ჟურნალის იმ გვერდის ფოტოასლი, სადაც არის ჩანაწერი მ---- წ------ლის დაკრძალვის შესახებ. ამ ჩანაწერიდან ირკვევა, რომ მ---- წ------ელი არავის გვერდით არ დაკრძალულა, ის დაკრძალეს ე.წ. „თავის საფლავში“, რაც ჯერ ერთი წარმოუდგენელია, რადგან იმ დროს ვ----- სასაფლაო უკვე დაკეტილი იყო, მეორეც ეს ჩანაწერი საფუძველშივე გამორიცხავს მოპასუხის მტკიცებას მ---- წ------ლის გვერდით მისი ძმის - ჯო---ო წ------ლის საფლავის არსებობის შესახებ, რადგან ასეთ შემთხვევაში ამ გრაფაში ჩაიწერებოდა, რომ მ---- წ------ელი დაიკრძალა ძმის გვერდით.

 

3.2. სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მოსარჩელის მოწმეთა ჩვენებები, მით უფრო, რომ მათ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ 1990-იან წლებამდე სადავო საფლავში დაკრძალული იყვნენ ქალი და მამაკაცი - ელ-----დ წ------ელი და პ------ წ------ელი და დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხეთა მოწმეების ჩვენებებს ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას.

 

3.3. მოსარჩელის მიერ საფლავი მიტოვებული არ ყოფილა. თავის ახსნა-განმარტებაში ელ-----დ კი----ემ სასამართლოს მოახსენა, რომ უკანასკნელად 1----–--–- მოინახულა საფლავი, მ---- წ------ელი კი ამ საფლავში დაკრძალულ იქნა 1----–-–-- მაისში. თავის მხრივ მოპასუხეს კი ეს გარემოება სადავოდაც კი არ გაუხდია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. ელ-----დ კი----ე (შემდგომში „მოსარჩელე) არის ვ------- კი----ის და მ----- წ------ლის შვილი (იხ:; ტ.1, ს.ფ. 21).

 

4.2. 18.04.1964წ. დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი მასზედ, რომ მ-----მ წ------ელი (მოსარჩელის დედა) არის აწ გარდაცვლილი წ------ე-–------------------------ ძის და თ------------–------ ასული ა---–---–-- ასული (ტ.1, ს.ფ. 22).

 

4.3. დადგენილია, რომ მ-----მ წ------ელი გარდაიცვალა 2--------- წელს, ხოლო მისი მამა (მოსარჩელის ბაბუა) პ------ წ------ელი გარდაიცვალა 0---------წ.. პ------ წ------ლის დედა ელ-----დ წ------ელი გარდაიცვალა 0----------–ელს (ტ.1, ს.ფ. 23-25).

 

4.4. მოსარჩელე უთითებს, რომ მისი ბაბუა 1--- წელს გარდაცვლილი პ------ წ------ელი დაკრძალულია ამჟამად შპს „ჰ------ის“ გამგებლობაში არსებულ ვ----- სასაფლაოზე, სადაც ოჯახს გამოეყო სამსამარხიანი ადგილი. 1942 წელს კი საფლავის მეორე სამარეში დაკრძალული იქნა მისი დიდი ბებია ელ-----დ წ------ელი, პ------ წ------ლის დედა. გარკვევლი პერიოდის განმავლობაში მათ ვეღარ შეძლეს საფლავისათვის სათანადო ყურადღების მიქცევა.

 

2----.1---წ. მოსარჩელის ოჯახის ნებართვის გარეშე ხსენებულ სასაფლაოზე დასაფლავებული იქნა ამავე წლის 1------- გარდაცვლილი მ---- წ------ელი, რომელიც მიუხედავად მოგვარეობისა, არ არის მისი ნათესავი. მოსარჩელე სარჩელით ითხოვს მ---- წ------ლის ოჯახის მფლობელობიდან აღნიშნული საფლავის გამოთხოვას. შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს დაევალოს ზ-----ბ ბა-----–---–ს (შემდგომში „მოპასუხე“) გადაასვენოს გარდაცვლილი მ---- მ-----–ის ასული წ------ელი მოსარჩელის კანონიერ მფლობელობაში არსებული ვ----- სასაფლაოზე არსებული სამსამარხიანი საფლავიდან და საფლავზე მფლობელობა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

 

4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქო---ა ამ ნივთის ფლობის უფლება. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

ამავე კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლებით, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც,თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით. თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.

 

ამდენად, როგორც მესაკუთრეს, ისე მართლზმოემიერ მფლობელს აქვთ როგორც სავინდიკაციო, ისე ნეგატორული სარჩელებით უფლების დაცვის საშუალება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე უთითებს მოპასუხის მხრიდან სადავო საფლავზე მოსარჩელის მფლობელობის ჩამორთმევას. შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობის შესაფასებლად უნდა დადგინდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე ან მართლზომიერი მფლობელი; მოპასუხე უნდა ფლობდეს სადავო ნივთს და მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) -ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, იმგვარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სარწმუნოდ დაადასტურებს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო გარემოებების არსებობას. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მხოლოდ ზეპირი განმარტების საფუძველზე სასურველი ფაქტი ვერ დადგინდება და მოსარჩელისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

წინამდებარე დავის ფარგლებში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს სადავო ნივთზე მისი საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დადასტურება. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელე უთითებს თავის ახსნა-განმარტებაზე და მოწმეთა ჩვენებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ მხარის ახსნა-განმარტება მტკიცებულების ერთ-ერთი სახეა, თუმცა ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოში დაკითხული იქნენ მოწმეები რ--------- კ------ და კ----- გუ-–----. მოწმეებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ მ---- წ------ელი დაკრძალულია ელ-----დ წ------ლის საფლავში, თუმცა როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული, მათი ჩვენება არ არის მკაფიო და თანმიმდევრული (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმი CD დისკზე, მოწმეთა ჩვენებები, ტ.1, ს.ფ.223-236). რაიმე წერილობითი მტკიცებულება მასზედ, რომ მოსარჩელის წინაპრები იყვნენ დაკრძალული სადავო საფლავში, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

მოსარჩელემ ვერ შეძლო უტყუარად იმის დადასტურება, რომ სადავო საფლავის ფლობის და შესაბამისად, მოპასუხისაგან გამოთხოვის, უფლება აქვს.

 

4.6. მოპასუხემ საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დაადასტურა, რომ წარმოადგენს სადავო საფლავის მართლზომიერ მფლობელს, კერძოდ:

 

4.6.1. მ---- წ------ელი, ანუ პირი, სადავო საფლავიდან ვის გადასვენებასაც ითხოვს მოსარჩელე, გარდაიცვალა 1---------წ. (ტ. 1, ს.ფ.73).

 

4.6.2. სასაფლაოს ზედამხედველის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მ---- წ------ელი დაკრძალულია ვ----- სასაფალაოზე, სამ ადგილიან სამარხში, სადაც 1----–--–- დაკრძალული იქნა მისი ძმა ჯო---ო წ------ელი(ტ.1, ს.ფ. 129).

 

4.6.3. საქმეში წარმოდგენილია 2---------წ. გაცემული შეკვეთის ქვითარი, სადაც ფიქსირდება შემდეგი ინფორმაცია: მ---- გ------- ასული წ------ელი, გამოსვენების თარიღი და დრო - 2----.1---წ. 14:00 საათი, ვ----- სასაფლაო, იქვე აღნიშნულია მომსახურების ჩამონათვალი: საფლავის გაჭრა, მიწის ერთჯერადი გადასახადი. ქვითარი ხელმოწერილია შემკვეთის მიმღების და მოლარის მიერ (ს.ფ. 128).

 

4.6.4. საქმეში წარმოდგენილი შპს „ჰ------ის“ სააღრიცხვო ჟურნალიდან ამონაწერი, სადაც მითითებულია, რომ მ---- წ------ელი გარდაცვლილი 1---------წელს, დაკრძალული იქნა 2----.1---წ., გრაფაში, თუ ვის სამარხში იკრძალება მიცვალებულია, მითითებულია - თავის ადგილში (ტ.1, ს.ფ.130). აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე შპს „ჰ------ის“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ მინაწერში - „თავის ადგილში“ იგულისხმება ჭირისუფლის მფლობელობაში არსებული საფლავი და ეს მინაწერი არ ეწინააღმდეგება შპს „ჰ------ის“ მიერ გაცემულ ცნობაში ასახულ ინფორმაციას (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.02.2018წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 13:41:08-13:42:48).

 

4.6.5 პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეება მ------ წ------ელმა (სადავო სამარხში დასაფლავებული ჯო---ო და მ---- წ------ლის და), ლ------ ც---------ა (მ---- წ------ლის მეგობარი), გ---–----- ნ--------–---–-ა (მ---- წ------ლის კლასელი) და მ-----–- კ------–-----მ მიუთითეს, რომ სადავო სასაფლაოზე, დაკრძალული იყო მ---- წ------ლის ძმა ჯო---ო წ------ელი და სწორედ მის გვერდით არის დაკრძალული მიცვალებული. მითითებულ საფლავზე, სხვა პირთა ნეშტის არსებობის თაობაზე, მათთვის უცნობია (იხ.: მოწმეთა ჩვენებები თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.01.2016წ. სხდომის ოქმში CD დისკზე, ტ.1, ს.ფ.139-162).

 

ამასთან, მოწმე ლ------–------მ, აღნიშნა, რომ მისი შვილის საფლავი მდებარეობს სადავო საფლავის მოპირდაპირე მხარეს. იგი 20 წელია დადის სასაფლაოზე და იქ არასდროს არ უნახავს მოსარჩელე. მისი განმარტებით, საფლავზე მხოლოდ მ---- წ------ლის ნათესავები დადიოდნენ (იხ.: მოწმის ჩვენება თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.01.2016წ. სხდომის ოქმში CD დისკზე, 14:07:24-14:12:40).

 

ამდენად, დასტურდება, რომ მ---- წ------ელი დაკრძალული იქნა 2----.1---წ. ვ----- სასაფლაოზე, თავისი ძმის - ჯო---ო წ------ლის გვერდით, რაზედაც სასაფლაოს ადმინისტრაციის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი ნებართვა და ცნობა. რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა, რომ მ---- წ------ელი დაკრძალულია იმ საფლავში, სადაც განისვენებდა სხვა პირის ნეშტი, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის.

 

4.7. როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული „ქ. თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 28.07.2000წ. #11-4 გადაწყვეტილება, ისე უშუალოდ მ---- წ------ლის დაკრძალვის დროს მოქმედი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1998წ. ბრძანება საქართველოში 1992 წლამდე მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური წესების, ნორმებისა და ჰიგიენური ნორმატივების დროებით ძალაში დატოვების შესახებ და შესაბამისი სანიტარული წესები, აწესებდა საფლავის გამოყოფის და დაკრძალვის პროცედურას (ასევე იხ.: ტ.2, ს.ფ.57-66). როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასიც არის აღნიშნული, მ---- წ------ლის დაკრძალვისათვის შესაბამისი ნებართვა გაცემულია არა წინა საფლავის მიტოვებულად აღიარების და ლიკვიდირებულად გამოცხადების საფუძვლით, არამედ მისი ოჯახის წევრის (ძმის) გვერდით დაკრძალვის უფლების მინიჭების სახით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

6.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქმეში წარმოდგენილია მოპასუხესა და მის წარმომადგენელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სამართლებრივი მომსახურების გაწევისათვის გასამრჯელო განისაზღვრა 600 ლარით, ასევე წარმოდგენილი 600 ლარის ოდენობით თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრული დავის საგნის ღირებულების პროპორციულად და საქმის სირთულის გათვალისწინებით, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 160 ლარის ოდენობით (4000*4/100= 160).

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ელ-----დ კი----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.04.2017წ. გადაწყვეტილება.

3. ელ-----დ კი----ეს ზ-----ბ ბა-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 160 ლარის ოდენობით.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

 

მოსამართლეები მერაბ გაბინაშვილი

 

ირაკლი ბო---არენკო