განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2018
საქმის ნომერი
010141318700055238
ინსტანცია
თარიღი
02.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700055238

საქმე №1/ა.გ-249-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 მაისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: შორენა ყაველაშვილი

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

კახაბერ მაჭავარიანი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა-–---------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის განაჩენით დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

ა-–---------ი (დაბადებული 1-----–-–---------–--------------------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე მუხლით დაწესებულ უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით- 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთ) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წელი განესაზღვრა სასჯელარსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

ა-–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან-2013 წლის 20 ნოემბრიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპეოცესო შეთანხმება.

ა-–---------ი ცნობილ იქნა დამნაშავეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ" და ,,ე'' ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარეჩენილი 3 წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლევბოს აღკვეთა 1 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებადმკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ა-–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარეჩენილი 3 წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თაბნახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ა-–---------ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარეჩენილი 3 წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 15 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ანდა ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართის უფლება; 10 წლის ვადით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

ა-–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან-2017 წლის 13 აპრილიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ა-–---------მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ა-–---------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის განაჩენით ა-–---------ს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით.

საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 260-ე მუხლში 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისიდან, მსჯავრდებულ ა-–---------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეიცვალა. აღნიშნულიდან გამომდინარე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის განაჩენით ა-–---------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებისთვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა 7-დან (შვიდიდან) 14 (თოთხმეტ) წლამდე ვადით, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და “ბ“ ქვეპუნქტებზე, (2015 წლის 31 ივლისის შემდგომ მოქმედი რედაქცია), რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან (ხუთიდან) 8 (რვა) წლამდე. იმის გათვალისწინებით, რომ ა-–---------ის მიმართ დანიშნული სასჯელი ახალი რედაქციით განსაზღვრული სანქციის ფარგლებშია, მის მიმართ განსაზღვრული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უნდა შევიდეს როგორც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის განაჩენში, ისე რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის განაჩენში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა-–---------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის განაჩენში და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის განაჩენში ა-–---------ის მიმართ შევიდეს ცვლილება;

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის განაჩენით, მსჯავრდებულ ა-–---------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისის შემდგომ მოქმედი რედაქცია).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: შორენა ყაველაშვილი

 

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

 

კახაბერ მაჭავარიანი