განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.02.2018
საქმის ნომერი
330310016001625351
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
13.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001625351

საქმე N3ბ/2064-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

13 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ილონა თოდუა

მოსამართლეები - შოთა გეწაძე

გიორგი გოგიაშვილი

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი

აპელანტი (მოპასუხე) - აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო;

წარმომადგენელი - ე---------------–--–ი;

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ----- ვ-------–---–ი;

წარმომადგენელი - უ--------ა;

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით მ----- ვ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2016 წლის 31 ოქტომბრის №4--- ბრძანება. დაევალა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ქმედების განხორციელება - მ----- ვ-------–---–ის მიერ 2016 წლის 09 სექტემბრის №3---- განცხადებით მოთხოვნილიმასალის სრულყოფილი სახით მიწოდება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1.1. 2016 წლის 23 აგვისტოს და 2016 წლის 03 სექტემბერს მ----- ვ-------–---–მა განცხადებებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს და 2015 წლის 02 ოქტომბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქ. თბილისში, ი. ჭ-------ის 7-----ში მდებარე სს ”კ---------------ს” ოფისში განხორციელებული ფაქტების კონსტანტაციის ოქმისა და მასზე თანდართული ვიდეომასალის ასლის გადაცემა მოითხოვა.

 

2.1.2. 2016 წლის 09 სექტემბერს მ----- ვ-------–---–მა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს და 2015 წლის 02 ოქტომბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქ. თბილისში, ი. ჭ-------ის 7-----ში მდებარე სს ”კ---------------ს” ოფისში განხორციელებული ფაქტების კონსტანტაციის ოქმისა და მასზე თანდართული ვიდეომასალის ასლის გადაცემა მოითხოვა. მ----- ვ-------–---–მა განმარტა, რომ იგი ფიგურირებს აღნიშნულ ვიდეომასალაში.

 

2.1.3. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის 2016 წლის 23 სექტემბრის №9---- წერილით მ----- ვ-------–---–ს განემარტა შემდეგი: თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო №--------- საქმე ფაქტების კონსტანტაციის შესახებ, სადაც განმცხადებელია სს ”კ---------------”. აღნიშნული საქმის მასალები კონფიდენციალურია და მისი გაცნობის უფლება აქვს მხოლოდ სს ”კ---------------ს” წარმომადგენელს ან/და ნდობით აღჭურვილ პირს. ამასტან ეცნობა, რომ ფაქტების კონსტანტაციის პროცესის ამსახველ ვიდეომასალაში მისი მონაწილეობა არ დასტურდებოდა.

 

2.1.4. მ----- ვ-------–---–მა საჩივრით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის 2016 წლის 23 სექტემბრის №9---- წერილის ბათილად ცნობა, ასევე მის მიერ 2016 წლის 09 სექტემბრის №3---- განცხადებით მოთხოვნილი მასალის სრულყოფილი სახით მიწოდების დავალება მოითხოვა. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2016 წლის 31 ოქტომბრის №4--- ბრძანებით მ----- ვ-------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

2.1.5. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპრქტორის 2017 წლის 02 მაისის №გ- 1--------- გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 02 ოქტომბერს შედგენილია №F-------- ოქმი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ და ოქმზე თანდართულია ვიდეომასალა, სადაც ფიქსირდება მ----- ვ-------–---–ის ხმა და გამოსახულება. ოქმის შედგენის საფუძველია - სს

”ს---------------–ის” წარმომადგენლის განცხადება, ფაქტების კონსტანტაციის ადგილი - ქ. თბილისი, ჭ-------ის გამზირი №74ა, მე-2 სართული. მეორე გვერდზე აღნიშნულია, რომ ფაქტების კონსტანტაციის ადგილზე იმყოფებოდა მ----- ვ-------–---–ი, მითითებულია მისი პირადი ნომერი, მესამე გვერდზე სურათის სახით დაფიქსირებულია სს ”კ---------------ს” აბრა. ამავე მასალებში ფიქსირდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან სს ”კ---------------ს” ამონაწერის ასლი და მ----- ვ-------–---–ის პირადობის მოწმობის ასლი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის

”დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2016 წლის 31 ოქტომბრის №4--- ბრძანებას, რომლითაც მ----- ვ-------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

2.2.2. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 9113 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ფაქტების კონსტატაციას დაინტერესებული მხარის მიმართვის ან სასამართლო დავალების საფუძველზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფაქტების კონსტატაცია გულისხმობს ფაქტობრივი გარემოებების შესახებ არსებული მდგომარეობის ასახვას ამ თავით დადგენილი წესით. ამავე კანონის 9117 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმი უნდა შეიცავდეს: ა) ოქმის შედგენის თარიღსა და დროს; ბ) ფაქტების კონსტატაციის საფუძველს; გ) დაინტერესებული მხარის მიმართვის შემთხვევაში − დაინტერესებული მხარის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს; დ) მითითებას ადგილმდებარეობაზე, სადაც განხორციელდა ფაქტების კონსტატაცია, ხოლო კერძო საკუთრების ან/და კანონიერი მფლობელობის შემთხვევაში

− პირის დასახელებას, რომლის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზედაც განხორციელდა ფაქტების კონსტატაცია; ე) მითითებას გარემოებაზე, რომლის დადგენაც იყო მოთხოვნილი; ვ) ფაქტობრივი გარემოების ზუსტ აღწერას; ზ) მითითებას ტექნიკურ მოწყობილობებზე, რომლებიც იქნა გამოყენებული, და თანდართული მასალების ჩამონათვალს; თ) აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის, რომელმაც განახორციელა ფაქტების კონსტატაცია, ვინაობასა და ხელმოწერას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ 2015 წლის 02 ოქტომბერს სს ”კ---------------ს” შენობაში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარდა ფაქტების კონსტანტაცია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპრქტორის 2017 წლის 02 მაისის №გ-1--------- გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 02 ოქტომბერს შედგენილია №F-------- ოქმი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ და ოქმზე თანდართულია ვიდეომასალა, სადაც ფიქსირდება მ----- ვ-------–---–ის ხმა და გამოსახულება. ოქმის შედგენის საფუძველია - სს ”ს---------------–ის” წარმომადგენლის განცხადება, ფაქტების კონსტანტაციის ადგილი - ქ. თბილისი, ჭ-------ის გამზირი №74ა, მე-2 სართული. მეორე გვერდზე აღნიშნულია, რომ ფაქტების კონსტანტაციის ადგილზე იმყოფებოდა მ----- ვ-------–---–ი, მითითებულია მისი პირადი ნომერი, მესამე გვერდზე სურათის სახით დაფიქსირებულია სს ”კ---------------ს” აბრა. ამავე მასალებში ფიქსირდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან სს ”კ---------------ს” ამონაწერის ასლი და მ----- ვ-------–---–ის პირადობის მოწმობის ასლი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, პირს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ მონაცემებისა, რომელთა გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

 

სასამართლომ გაიზიარა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 02 მაისის №გ-1--------- გადაწყვეტილებით მითითებულ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტს გადასცეს მისი პერსონალური მონაცემის შემცველი დოკუმენტაცია. მის შესახებ არსებული დოკუმენტაციის გამოთხოვისას მონაცემთა სუბიექტი არ არის ვალდებული მიუთითოს ინფორმაციის სრული რეკვიზიტები. საკმარისია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნა შეიცავდეს ისეთ ინფორმაციას, რომელიც მის შესახებ არსებული დოკუმენტების იდენტიფიცირების ან/და მოძიების საშუალებას იძლევა.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ 2016 წლის 09 სექტემბერს მ----- ვ-------–---–მა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს და 2015 წლის 02 ოქტომბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქ. თბილისში, ი. ჭ-------ის 7-----ში მდებარე სს ”კ---------------ს” ოფისში განხორციელებული ფაქტების კონსტანტაციის ოქმისა და მასზე თანდართული ვიდეომასალის ასლის გადაცემა მოითხოვა. მ----- ვ-------–---–მა განმარტა, რომ იგი ფიგურირებს აღნიშნულ ვიდეომასალაში. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მხრიდან მ----- ვ-------–---–ს განემარტა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო №--------- საქმე ფაქტების კონსტანტაციის შესახებ, სადაც განმცხადებელია სს ”კ---------------”. აღნიშნული საქმის მასალები კონფიდენციალურია და მისი გაცნობის უფლება აქვს მხოლოდ სს ”კ---------------ს” წარმომადგენელს ან/და ნდობით აღჭურვილ პირს. ამასთან ეცნობა, რომ ფაქტების კონსტანტაციის პროცესის ამსახველ ვიდეომასალაში მისი მონაწილეობა არ დასტურდებოდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ 2016 წლის 31 ოქტომბრის №4--- ბრძანებით გაიზიარა ზემოაღნიშნული, თუმცა მ----- ვ-------–---–ს

2016 წლის 09 სექტემბრის განცხადებით არ მოუთხოვია სს ”კ---------------ს” განცხადების საფუძველზე ჩატარებული ფაქტების კონსტანტაციის მასალების გადაცემა, მან ცალსახად და არაორაზროვნად განმარტა, რომ ითხოვდა 2015 წლის 02 ოქტომბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქ. თბილისში, ი. ჭ-------ის 7-----ში მდებარე სს ”კ---------------ს” ოფისში განხორციელებული ფაქტების კონსტანტაციის ოქმისა და მასზე თანდართული ვიდეომასალის ასლის გადაცემას, ასევე მიუთითებდა, რომ იგი ფიგურირებდა აღნიშნულ ვიდეომასალაში.

 

სასამართლოს მიერ, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილია, რომ 2015 წლის 02 ოქტომბერს სს ”კ---------------ს” შენობაში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარდა ფაქტების კონსტანტაცია. აღნიშნული მასალა კი შეიცავს მ----- ვ-------–---–ის მონაცემებს და ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, მ----- ვ-------–---–ს, მისი მხრიდან მოტხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მის შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებული პერსონალური მონაცემები.

 

2.2.3. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2016 წლის 31 ოქტომბრის №4--- ბრძანება და უნდა დაევალოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ქმედების განხორციელება - მ----- ვ-------–---–ის მიერ 2016 წლის 09 სექტემბრის №3---- განცხადებით მოთხოვნილი მასალის სრულყოფილი სახით მიწოდება.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და იურიდიულად დაუსაბუთებელი. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. 2016 წლის 23 აგვისტოს და 2016 წლის 03 სექტემბერს მ----- ვ-------–---–მა განცხადებებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს და 2015 წლის 02 ოქტომბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქ. თბილისში, ი. ჭ-------ის 7-----ში მდებარე სს ”კ---------------ს” ოფისში განხორციელებული ფაქტების კონსტანტაციის ოქმისა და მასზე თანდართული ვიდეომასალის ასლის გადაცემა მოითხოვა.

 

4.1.2. 2016 წლის 09 სექტემბერს მ----- ვ-------–---–მა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს და 2015 წლის 02 ოქტომბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქ. თბილისში, ი. ჭ-------ის 7-----ში მდებარე სს

”კ---------------ს” ოფისში განხორციელებული ფაქტების კონსტანტაციის ოქმისა და მასზე თანდართული ვიდეომასალის ასლის გადაცემა მოითხოვა. მ----- ვ-------–---–მა განმარტა, რომ იგი ფიგურირებს აღნიშნულ ვიდეომასალაში.

 

4.1.3. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის 2016 წლის 23 სექტემბრის №9---- წერილით მ----- ვ-------–---–ს განემარტა შემდეგი: თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო №--------- საქმე ფაქტების კონსტანტაციის შესახებ, სადაც განმცხადებელია სს ”კ---------------”. აღნიშნული საქმის მასალები კონფიდენციალურია და მისი გაცნობის უფლება აქვს მხოლოდ სს ”კ---------------ს” წარმომადგენელს ან/და ნდობით აღჭურვილ პირს. ამასტან ეცნობა, რომ ფაქტების კონსტანტაციის პროცესის ამსახველ ვიდეომასალაში მისი მონაწილეობა არ დასტურდებოდა.

 

4.1.4. მ----- ვ-------–---–მა საჩივრით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის 2016 წლის 23 სექტემბრის №9---- წერილის ბათილად ცნობა, ასევე მის მიერ

2016 წლის 09 სექტემბრის №3---- განცხადებით მოთხოვნილი მასალის სრულყოფილი სახით მიწოდების დავალება მოითხოვა.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2016 წლის 31 ოქტომბრის №4--- ბრძანებით მ----- ვ-------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

4.1.5. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპრქტორის 2017 წლის 02 მაისის №გ- 1--------- გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 02 ოქტომბერს შედგენილია №F-------- ოქმი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ და ოქმზე თანდართულია ვიდეომასალა, სადაც ფიქსირდება მ----- ვ-------–---–ის ხმა და გამოსახულება. ოქმის შედგენის საფუძველია - სს ”ს---------------–ის” წარმომადგენლის განცხადება, ფაქტების კონსტანტაციის ადგილი - ქ. თბილისი, ჭ-------ის გამზირი №74ა, მე-2 სართული. მეორე გვერდზე აღნიშნულია, რომ ფაქტების კონსტანტაციის ადგილზე იმყოფებოდა მ----- ვ-------–---–ი, მითითებულია მისი პირადი ნომერი, მესამე გვერდზე სურათის სახით დაფიქსირებულია სს ”კ---------------ს” აბრა. ამავე მასალებში ფიქსირდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან სს

”კ---------------ს” ამონაწერის ასლი და მ----- ვ-------–---–ის პირადობის მოწმობის ასლი.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;

 

სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42)

 

4.2.2. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის შეფასებას სამართლებრივ გარემოებებზე და განმარტავს, , რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ 2015 წლის 02 ოქტომბერს სს ”კ---------------ს” შენობაში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარდა ფაქტების კონსტანტაცია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპრქტორის 2017 წლის 02 მაისის №გ-1--------- გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 02 ოქტომბერს შედგენილია №F-------- ოქმი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ და ოქმზე თანდართულია ვიდეომასალა, სადაც ფიქსირდება მ----- ვ-------–---–ის ხმა და გამოსახულება. ოქმის შედგენის საფუძველია - სს ”ს---------------–ის” წარმომადგენლის განცხადება, ფაქტების კონსტანტაციის ადგილი - ქ. თბილისი, ჭ-------ის გამზირი №74ა, მე-2 სართული. მეორე გვერდზე აღნიშნულია, რომ ფაქტების კონსტანტაციის ადგილზე იმყოფებოდა მ----- ვ-------–---–ი, მითითებულია მისი პირადი ნომერი, მესამე გვერდზე სურათის სახით დაფიქსირებულია სს ”კ---------------ს” აბრა. ამავე მასალებში ფიქსირდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან სს ”კ---------------ს” ამონაწერის ასლი და მ----- ვ-------–---–ის პირადობის მოწმობის ასლი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, პირს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ მონაცემებისა, რომელთა გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

 

პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად იზიარებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 02 მაისის №გ-1--------- გადაწყვეტილებით მითითებულ განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტს გადასცეს მისი პერსონალური მონაცემის შემცველი დოკუმენტაცია. მის შესახებ არსებული დოკუმენტაციის გამოთხოვისას მონაცემთა სუბიექტი არ არის ვალდებული მიუთითოს ინფორმაციის სრული რეკვიზიტები. საკმარისია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნა შეიცავდეს ისეთ ინფორმაციას, რომელიც მის შესახებ არსებული დოკუმენტების იდენტიფიცირების ან/და მოძიების საშუალებას იძლევა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 09 სექტემბერს მ----- ვ-------–---–მა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს და 2015 წლის 02 ოქტომბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქ. თბილისში, ი. ჭ-------ის 7-----ში მდებარე სს ”კ---------------ს” ოფისში განხორციელებული ფაქტების კონსტანტაციის ოქმისა და მასზე თანდართული ვიდეომასალის ასლის გადაცემა მოითხოვა. მ----- ვ-------–---–მა განმარტა, რომ იგი ფიგურირებს აღნიშნულ ვიდეომასალაში. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მხრიდან მ----- ვ-------–---–ს განემარტა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო №--------- საქმე ფაქტების კონსტანტაციის შესახებ, სადაც განმცხადებელია სს ”კ---------------”. აღნიშნული საქმის მასალები კონფიდენციალურია და მისი გაცნობის უფლება აქვს მხოლოდ სს ”კ---------------ს” წარმომადგენელს ან/და ნდობით აღჭურვილ პირს. ამასთან ეცნობა, რომ ფაქტების კონსტანტაციის პროცესის ამსახველ ვიდეომასალაში მისი მონაწილეობა არ დასტურდებოდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ 2016 წლის 31 ოქტომბრის №4--- ბრძანებით გაიზიარა ზემოაღნიშნული, თუმცა მ----- ვ-------–---–ს 2016 წლის 09 სექტემბრის განცხადებით არ მოუთხოვია სს ”კ---------------ს” განცხადების საფუძველზე ჩატარებული ფაქტების კონსტანტაციის მასალების გადაცემა, მან ცალსახად და არაორაზროვნად განმარტა, რომ ითხოვდა 2015 წლის 02 ოქტომბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქ. თბილისში, ი. ჭ-------ის 7-----ში მდებარე სს ”კ---------------ს” ოფისში განხორციელებული ფაქტების კონსტანტაციის ოქმისა და მასზე თანდართული ვიდეომასალის ასლის გადაცემას, ასევე მიუთითებდა, რომ იგი ფიგურირებდა აღნიშნულ ვიდეომასალაში.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლს, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილია, რომ 2015 წლის 02 ოქტომბერს სს ”კ---------------ს” შენობაში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ფაქტების კონსტანტაციის მასალა შეიცავს მ----- ვ-------–---–ის მონაცემებს და ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, მ----- ვ-------–---–ს, მისი მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მის შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებული პერსონალური მონაცემები.

 

პალატა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეაფასა საქმეში არსებული მასალები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მას. ამდენად, პალატის მოსაზრებით, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხარჯები:

 

5.1.2. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში

 

თავმჯდომარე ილონა თოდუა

 

მოსამართლეები შოთა გეწაძე

 

გიორგი გოგიაშვილი