განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190310016001614534
საქმე N3ბ/2473-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი
აპელანტი - ქ. რ-------ის მერია;
წარმომადგენელი -ს------------------ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- დ----- დ---------;
წარმომადგენელი - ქ-----------------ძე;
მესამე პირი - მ------------–-------–-–--ლი;
წარმომადგენელი -მ-----–--------–--ლი;
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ----- დ---------ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 24 ოქტომბრის №0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალა მოპასუხე ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიას, რ-------ის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1.1. 2016 წლის 10 ოქტომბერს მოსარჩელემ მიმართა ქ. რ-------ის მუნციპალიტეტს და მოითხოვა ზემოაღნიშნული ბინის პრივატიზება, რაზედაც ეთქვა უარი.
2.1.2. ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2016 წლის 02 ნოემბრის #0------- წერილით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს სზაკ-ის მე-80-ე მუხლის გათვალისწინებით, გადაუგზავნა მოსარჩელე დ----- დ---------ს 2016 წლის 10 ოქტომბრის #2------ განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად (დანართი 38 ფურცელი), ასევე, მუნიციპალიტეტის წერილობითი პასუხი, რომელიც გადაეგზავნა განმცხადებელს მის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
2.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები:
2.2.1. 2013 წლის 19 აგვისტოს თვითმმართველი ქ. რ-------ის საკრებულოს #9-- განკარგულებით გადაეცა ბინა მოსარჩელე დ----- დ-------ნს, მდებარე ქ. რ-------ი, გ-------ის #2-----–-. აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხემ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული განკარგულებით განხორციელდა საცხოვრებელი სახლების დამისამართება და შენობებისთვის /შიდა ნუმერაციის მინიჭება, რომელიც თავის მხრივ არ გულისხმობს საცხოვრებელი ფართების გადაცემას საკუთრებაში/სარგებლობაში.
2.2.2. მოსარჩელე განმარტავს, რომ იგი რეგისტრირებულია და ცხოვრობს ზ/აღნიშნულ მისამართზე, იხდის კომუნალურ გადასახადებს. მოპასუხის განმარტებით, ქ. რუსთვის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ცხოვრების აქტით დგინდება, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე 2016 წლის ივლისამდე. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ცხოვრების ფაქტი ვერ გახდება მართლზომიერი მფლობელობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით მოსარჩელე არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, რაც გამორიცხავს პრივატიზების განხორციელების შესაძლებლობას.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქ/პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქ/პუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.
2.3.2. საკუთრების უფლების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი, რომლის შესაბამისად, ”სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთოდ აღიარებულ უფლებებს და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით”.
სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლების შეზღუდვის ნებისმიერი შემთხვევა უნდა შეფასდეს იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით. შეზღუდვა უნდა იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას, და უნდა იყოს პროპორციული, დაცული უნდა იყოს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი. საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერების საკითხის დადგენისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ზღვარი - შეზღუდვა საკუთრების უფლებას არ უნდა უკარგავდეს არსს, ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს საკუთრების უფლების შინაარსს.
2.3.3. საკუთრების უფლება ასევე აღიარებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლებას უზრუნველყოფს. ამასთან, არ შეიძლება ვინმეს ჩამოერთვას თავისი საკუთრება, გარდა საჯარო ინტერესისათვის და კანონით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებული პირობებით. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, საკუთრების უფლების პატივისცემა, მოიცავს სახელმწიფოს როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ ვალდებულებებს.
2.3.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.
2.3.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
2.3.6. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
2.3.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ”ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები”. ამავე ნორმის მეორე ნაწილის განმარტებით კი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველს წარმოადგენს კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
2.3.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს
დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
2.3.9. ,,კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირეული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმსრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილების პირველი მუხლი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე (1997 წლის 25 ნოემბრამდე) და ადგილობრივი თითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებულ, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირეული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესს და პირობებს. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ 2013 წლის 19 აგვისტოს თვითმმართველი რ-------ის საკრებულის #9-- განკარგულება ვერ გახდება მუნიციპალიტეტის მხრიდან პრივატიზაციის საფუძველი, რადგან იგი გამოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების შემდგომ და არ წარმოადგენს უძრავი ქონების სარგებლობა/საკუთრებაში გადაცემის დამადასტურებელ დოკუმენტს.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც საფუძვლად დაედო საცხოვრებელი და არასაცხოვებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლის საკუთრებაში გადაცემას. ესენია:
ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინსიტრაციულისამართებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონისმიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამის დოკუმენტი;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმეტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირდობის დამადასტურებელ დოკომენტი;
გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი; დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერ სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამოდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ;
ე) გარკვეული პირობებით დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგაც პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მის განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე;
ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების მიერ 2007 წლის 02 თებერვლამდე, აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი);
ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობებთან ერთად შესაბამის მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზმოვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიცაზიის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა)“.
აღნიშნული დადგენილებების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოქალაქე დ----- დ---------ს მიერ 2016 წლის 10 ოქტომბერს წარდგენილი იქნა #2------- განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იქნა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ქ. რ-------ში, გ-------ის #2გ-21 საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
ამასთან აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქ. რ-------ის მუნციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2016 წლის 29 დეკემბერს შედგენილი აქტის თანახმად, დ----- დ--------- აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა 2012 წლიდან 2016 წლის ივლისამდე (ს.ფ. 157), საქმის მასალებიდან დგინდება, რომ (ს.ფ. 203-206) მოქალაქე მ------------–-------–-–--ლმა განცხადებით მიმართა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს და განუმარტა, რომ მან თვითნებურად დაიკავა საცხოვრებელი ფართი და ცხოვრობდა რა ქ. რ-------ში გ-------ის #2-----–-, 2016 წლის 25 ივლისიდან, ვერ სარგებლობდა ელექტროენერგიით, თხოვა გაეწია დახმარება აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად. გუბერნატორის ადმინისტრაციამ 2016 წლის 30 დეკემბერს მიმართა ქ. რ-------ის მუნიციპალიტეტის მერს განცხადებაზე რეაგირების მიზნით. 2017 წლის 09 იანვრის #0----- წერილით ქ. რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციამ მ------ა ა--–--------–-–--ლს აცნობა, რომ ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2016 წლის 14 დეკემბერს მას (მ------------–-------–-–--ლს) გაეწია შუამდგომლობა შპს”რ-------ის წყალთან”, შპს ”ს------------------------ან” და სს ”ე---------------------------ან” კეთილი ნების საფუძველზე. აქვე აცნობა, რომ აღნიშნულ ფართთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სასარჩელო დავა რ-------ის მერიასა და დაინტერესებულ პირ დ----- დ-------ნს შორის.
საქმეში წარმოდგენილია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვა ქ რ-------ის მერიის ადმნისტრაციის უფორის - ნ---- ნ-----–---ს სახელზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, უძრავ ნივთზე, რომლის მისამართია: ქ. რ-------ი, გ-------ის ქუჩა #2გ-21, (ს/კ 0--------------) საუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.
როგორც საქმეში დაცული დოკუმენტებით დგინდება, სადაო ქონება არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკუთრებას, რომელშიც 2016 წლის 25 ივლისიდან ცხოვრობს მესამე პირი - მ------------–-------–-–--ლი.
ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2016 წლის 02 ნოემბრის #0------- წერილით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს სზაკ-ის მე-80-ე მუხლის გათვალისწინებით, გადაუგზავნა მოსარჩელე დ----- დ---------ს 2016 წლის 10 ოქტომბრის #2------ განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად (დანართი 38 ფურცელი), რაზედაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
2.3.10. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, იმის შესახებ. რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ _ სამართლებრივ აქტის მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძვნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ხოლო საქართველოს ასკ-ის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.
2.3.11. სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს უტოვებს საბოლოო გადაწყვეტილების _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პრეროგატივას. სასამართლო, ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც დაადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის უკანონობასა და მოსარჩელის სუბიექტური უფლების ხელყოფას, ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამდენადაც სასამართლო არ არის უფლებამოსილი თვითონ განახორციელოს ადმინისტრაციული ორგანოსადმი კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება.
2.3.12. სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.
2.3.13. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო აქტის გამოცემისას მოპასუხე მხარის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლი, კერძოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას არ არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება არ არის მიღებული ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
2.3.14. სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს მოთხოვნაა, რომ მმართველობის ორგანოები ქმედებას ახორცილებდნენ შეფარდებითობის პრინციპის თანახმად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობამ არ გამოიწვიოს დასახული მიზნების შეუსაბამო შედეგები. თუ ქმედების განსახორციელებლად რამდენიმე გზა არსებობს, ორგანო ვალდებულია, იხელმძღვანელოს იმ საშუალებით, რომელიც მოქალაქესა თუ საჯარო ინტერესებს მინიმალურ ვნებას მიაყენებს. ასევე, სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა წარმოშობს პიროვნების კანონიერი ნდობის დაცვის პრინციპს. მოქალაქის რწმენა ადმინისტრაციული ქმედების მართლზომიერებაში უნდა იყოს დაცული.
2.3.15. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 24 ოქტომბრის №0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალოს მოპასუხე ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიას, რ-------ის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი;
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და იურიდიულად დაუსაბუთებელი. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2016 წლის 10 ოქტომბერს მოსარჩელემ მიმართა ქ. რ-------ის მუნციპალიტეტს და მოითხოვა ზემოაღნიშნული ბინის პრივატიზება, რაზედაც ეთქვა უარი.
4.1.2. ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2016 წლის 02 ნოემბრის #0------- წერილით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს სზაკ-ის მე-80-ე მუხლის გათვალისწინებით, გადაუგზავნა მოსარჩელე დ----- დ---------ს 2016 წლის 10 ოქტომბრის #2------ განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად (დანართი 38 ფურცელი), ასევე, მუნიციპალიტეტის წერილობითი პასუხი, რომელიც გადაეგზავნა განმცხადებელს მის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
4.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები:
4.2.1. 2013 წლის 19 აგვისტოს თვითმმართველი ქ. რ-------ის საკრებულოს #9-- განკარგულებით გადაეცა ბინა მოსარჩელე დ----- დ-------ნს, მდებარე ქ. რ-------ი, გ-------ის #2-----–-. აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხემ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული განკარგულებით განხორციელდა საცხოვრებელი სახლების დამისამართება და შენობებისთვის /შიდა ნუმერაციის მინიჭება, რომელიც თავის მხრივ არ გულისხმობს საცხოვრებელი ფართების გადაცემას საკუთრებაში/სარგებლობაში.
4.2.2. მოსარჩელე განმარტავს, რომ იგი რეგისტრირებულია და ცხოვრობს ზ/აღნიშნულ მისამართზე, იხდის კომუნალურ გადასახადებს. მოპასუხის განმარტებით, ქ. რუსთვის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ცხოვრების აქტით დგინდება, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე 2016 წლის ივლისამდე. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ცხოვრების ფაქტი ვერ გახდება მართლზომიერი მფლობელობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით მოსარჩელე არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, რაც გამორიცხავს პრივატიზების განხორციელების შესაძლებლობას.
სამართლებრივი დასაბუთება:
4.3.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;
სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42)
4.3.2. პალატა განმარტავს, რომ აქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“ ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის მიმართ. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ამ წესისა და აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
ის გარემოება, ადასტურებს თუ არა დ----- დ---------ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განმცხადებლის კანონიერი სარგებლობის უფლებას მოთხოვნილ ფართზე, უნდა გადაწყდეს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, იმ ნორმათა გათვალისწინებით, რაც დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და მითითებული მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „წესით“.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დ----- დ-------ნს მოთხოვნაზე უთხრა უარი, თუმცა განცხადებით მოთხოვნილი საკითხი არ განუხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და ის არ გადაუწყვეტია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ შესაბამისად. კერძოდ, ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიას არ შეუფასებია საკუთრების უფლებაასაღიარებელი ფართი ვის საკუთრებას წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის დ----- დ---------ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ დ----- დ---------ს მფლობელობაში არსებული ფართი წარმოადგენს 47,7 კვ.მ-ს და ის არ ირიცხება სახელმწიფო საკუთრებად, არამედ წარმოადგენს ბმა "ე--------–--ისა" საკუთრებას, რაც დასტურდება თვითმმართველი ქალაქი რ-------ის საკრებულოს 2013 წლის 19 აგვისტოს N9-- განკარგულებით, კერძოდ აღნიშნული განკარგულების მე-3 პუნქტით დასტურდება, რომ დაკმაყოფილებულ იქნა ბმა "ე--------–--ის" მობინადრეთა განცხადებები და მის საკუთრებაში არსებული სამი საცოვრებელი სახლი დამისამართდა შემდეგნაირად - პირველი კორპუსი - ქალაქი რ-------ი, გ-------ის ქუჩა N2 "ა", მეორე კორპუსი - ქალაქი რ-------ი, გ-------ის ქუჩა N2 "ბ" და ქალაქი რ-------ი, გ-------ის ქუჩა N2 "გ". ამავე სხდომაზე ქ. რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნული ფართი წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, კანონით დადგენილი წესით, გამოკვლეული უნდა იქნეს აღნიშნული გარემოება.
პალატა განმარტავს, რომ საქმეში არსებული ქ. რ-------ის მუნციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2016 წლის 29 დეკემბერს შედგენილი აქტით დასტურდება, რომ დ----- დ--------- აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა 2012 წლიდან 2016 წლის ივლისამდე (ტ.1. ს.ფ. 157), საქმის მასალებიდან დგინდება, რომ მოქალაქე მ------------–-------–-–--ლმა განცხადებით მიმართა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს და განუმარტა, რომ მან თვითნებურად დაიკავა საცხოვრებელი ფართი და ცხოვრობდა რა ქ. რ-------ში გ-------ის #2-----–-, 2016 წლის
25 ივლისიდან, ვერ სარგებლობდა ელექტროენერგიით, ითხოვა გაეწია დახმარება აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად. გუბერნატორის ადმინისტრაციამ 2016 წლის 30 დეკემბერს მიმართა ქ. რ-------ის მუნიციპალიტეტის მერს განცხადებაზე რეაგირების მიზნით. 2017 წლის 09 იანვრის #0----- წერილით ქ. რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციამ მ------ა ა--–--------–-–--ლს აცნობა, რომ ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2016 წლის 14 დეკემბერს მას (მ------------–-------–-–--ლს) გაეწია შუამდგომლობა შპს”რ-------ის წყალთან”, შპს ”ს------------------------ან” და სს ”ე---------------------------ან” კეთილი ნების საფუძველზე. აქვე აცნობა, რომ აღნიშნულ ფართთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სასარჩელო დავა რ-------ის მერიასა და დაინტერესებულ პირ დ----- დ-------ნს შორის. საქმეში წარმოდგენილია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვა ქ რ-------ის მერიის ადმინისტრაციის უფორის - ნ---- ნ-----–---ს სახელზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, უძრავ ნივთზე, რომლის მისამართია: ქ. რ-------ი, გ-------ის ქუჩა #2გ-21, (ს/კ 0--------------) საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.
გარდა ამისა როგორც საქმეში დაცული დოკუმენტებით დგინდება, ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2016 წლის 02 ნოემბრის #0------- წერილით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს სზაკ-ის მე-80-ე მუხლის გათვალისწინებით, გადაუგზავნა მოსარჩელე დ----- დ---------ს 2016 წლის 10 ოქტომბრის #2------ განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად (დანართი 38 ფურცელი), რაზედაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, იმის შესახებ. რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ _ სამართლებრივ აქტის მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძვნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ხოლო საქართველოს ასკ-ის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამარლოს განმარტებას, რომ სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს უტოვებს საბოლოო გადაწყვეტილების _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პრეროგატივას. სასამართლო, ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც დაადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის უკანონობასა და მოსარჩელის სუბიექტური უფლების ხელყოფას, ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამდენადაც სასამართლო არ არის უფლებამოსილი თვითონ განახორციელოს ადმინისტრაციული ორგანოსადმი კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება.
4.3.3. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 24 ოქტომბრის №0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ.
პალატა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეაფასა საქმეში არსებული მასალები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მას. ამდენად, პალატის მოსაზრებით, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლო ხარჯები:
5.1.2. აპელანტი ქ. რ-------ის მუნიციპალიტეტის მერია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში
მოსამართლე ილონა თოდუა