განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 090310017002213847 (3/ბ-11-2018 წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორები - ინდ.მეწარნე ,,ე-–---- გ-----ი’’, ა---------– კ-----ე
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური
მოპასუხე - რ------------ე
დავის საგანი სააპელაციო სასამართლოში - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების კანონშესაბამისობა
გასაჩივრებული განჩინება - ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინება;
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება
2017 წლის 13 დეკემბერს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოპასუხეების ფიზიკური პირის რ------------ის, ინდ.მეწარმე ,,ე-–---- გ-----ის" და ა---------– კ-----ის მიმართ და მათი ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა, ამასთან მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხე პირთა უძრავ-მოძრავი ქონების, კერძოდ: ა---------– კ-----ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ. 8-----------), ა---------– კ-----ის (პ/ნ 0----------) კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების ,,HONDA FIT“, სახელმწიფო ნომერით U------, ინდ.მეწარმე ,,ე-–---- გ-----ის“ (ს/ნ 0----------) კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ამბროლაურის რაიონი, სოფ. ჭ------–-- (ს/კ.8-----------) და ინდ.მეწარმე ,,ე-–---- გ-----ის“ (ს/ნ 0----------) საბანკო ანგარიშების სს ,,ს----------–--------ში’’, სს ,,ლ-------- ბანკში’’ და სს ,,თ----- ბანკში’’ _ დაყადაღება.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო: ა---------– კ-----ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (ს/კ. 8-----------), ა---------– კ-----ის (პ/ნ 0----------) კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას ,,HONDA FIT“-სახ.ნომრით U------, ინდ.მეწარმე ,,ე-–---- გ-----ის“ (ს/ნ. 0----------) კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე ამბროლაურის რაიონი, სოფ. ჭ------–--ში (ს/კ.8-----------) და ინდ.მეწარმე ,,ე-–---- გ-----ის“ საბანკო ანგარიშებს სს ,,ს----------–--------ში’’, სს ,,ლ-------- ბანკში’’ და სს ,,თ----- ბანკში’’.
რაიონული სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა ინდ.მეწარმე ,,ე-–---- გ-----მა“ და ა---------– კ-----ემ (ს.ფ. 86-92).
ამბროლაურის რაიონულმა სასამართლომ 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საჩივარი წარმოებაში მიიღო (ს.ფ. 112-113), ხოლო 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ინდ.მეწარმე ,,ე-–---- გ-----ისა“ და ა---------– კ-----ის საჩივარი არ დააკმაყოფილა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოუგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (ს.ფ. 114-115).
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინდ.მეწარმე ,,ე-–---- გ-----ის“ საჩივრი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ა---------– კ-----ის ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშულება. ის წარმოადგენს პირთა ქონებრივი უფლებების დაცვის გარანტიას და ემსახურება ამ უკანასკნელთა დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას, ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მნიშვნელობა იმაში გამოიხატება, რომ იგი იცავს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს მოპასუხის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში. ამასთან, კანონის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ერთნაირად იცავს, როგორც მოსარჩელის, ისე – მოპასუხის ინტერესებს, ანუ მოსარჩელის ინტერესების უზრუნველყოფა არ ხდება მოპასუხის ინტერესების გაუთვალისწინებლად. სწორედ აღნიშნული პრინციპი უდევს საფუძვლად იმ გარემოებას, როცა კანონმდებელი უშვებს სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას და არა ვალდებულებას.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებისადმი, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტისადმი, ფორმალური მიდგომა დაუშვებელია. სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე მოთხოვნების დაკმაყოფილება გადაწყდება ინდივიდუალურად – სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველთა შეჯერებით მსჯელობს გამოიყენოს თუ არა სარჩელის უზრუნველყოფის ესა თუ ის ღონისძიება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 13 დეკემბერს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოპასუხეების - რ------------ის, ინდ.მეწარმე ,,ე-–---- გ-----ის" და ა---------– კ-----ის მიმართ და მათი ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა, ამასთან მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხე პირთა უძრავ-მოძრავი ქონების, კერძოდ: ა---------– კ-----ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ. 8-----------), ა---------– კ-----ის (პ/ნ 0----------) კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების ,,HONDA FIT“, სახელმწიფო ნომერით U------, ინდ.მეწარმე ,,ე-–---- გ-----ის“ (ს/ნ 0----------) კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ამბროლაურის რაიონი, სოფ. ჭ------–-- (ს/კ. 8-----------) და ინდ.მეწარმე ,,ე-–---- გ-----ის“ (ს/ნ 0----------) საბანკო ანგარიშების სს ,,ს----------–--------ში’’, სს ,,ლ-------- ბანკში’’ და სს ,,თ----- ბანკში’’ _ დაყადაღება.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო: ა---------– კ-----ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (ს/კ. 8-----------), ა---------– კ-----ის (პ/ნ 0----------) კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას ,,HONDA FIT“-სახ.ნომრით U------, ინდ.მეწარმე ,,ე-–---- გ-----ის“ (ს/ნ. 0----------) კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე ამბროლაურის რაიონი, სოფ. ჭ------–--ში (ს/კ. 8-----------) და ინდ.მეწარმე ,,ე-–---- გ-----ის“ საბანკო ანგარიშებს სს ,,ს----------–--------ში’’, სს ,,ლ-------- ბანკში’’ და სს ,,თ----- ბანკში’’.
ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანეს ინდ.მეწარმე ,,ე-–---- გ-----მა“ და ა---------– კ-----ემ რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, იმ მოტივით, რომ მართალია, ინდ.მეწარმე ,,ე-–---- გ-----ს“ ინდ.მეწარმე ,,რ------------ემ“ გადასცა საკონტროლო სალარო აპარატი, მაგრამ ისინი სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდნენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სხვადასხვა სახელწოდებით. რ------------ესთან მას აკავშირებს მხოლოდ საერთო შვილები, არანაირი საერთო ოჯახური მეურნეობა და არც საერთო ქონება მათ არა გააჩნიათ. რაც შეეხება იურიდიული და ფაქტობრივი მისამართების იდენტურებას განმარტავს, რომ რ------------ესთან ცხოვრების პერიოდში პირადობის მოწმობაში რეგისტრაციის ადგილად მიეთითა რ------------ის საცხოვრებელი ადგილი, რომელიც არ შეუცვლია. ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭ------–--ში მდებარე საცხოვრებელი სახლი კი მან 2013 წლის 06 დეკემბერის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა დ-----------------–---–ისგან, რომელიც იპოთეკით დატვირთა სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სასესხო ვალდებულების უზრუნველსაყოფად, რაც პირდაპირ კავშირშია მის ამჟამინდელ ბიზნეს საქმიანობასთან. რაც შეეხება ა---------– კ-----ეს, მან თავისი შრომით, სპორტული მიღწევების საფუძველზე შეიძინა ავტომანქანა. იგი ცხოვრობს თბილისში, კერძოდ გლდანში სპ-------------------–---–-–----–ში და თავისი შემოსავლით ირჩენს თავს, ამდანედ რატომ უნდა აგოს პასუხი ა---------– კ-----ემ მშობლის ვალდებულებებზე, - გაუგებარია. ქონება, რომელიც მას მამამ საჩუქრის სახით გადასცა არის მხოლოდ ამროლაურის რაიონის სოფელ პ------–------–-–ი მდებარე საცხოვრებელი სახლი და ისიც საცხოვრებელს დაემსგავსა ა---------– კ-----ის მიერ რეკუნსტრუქციის შედეგად. ზემოაღნიშნული გარემოებები გამორიცხავს ე-–---- გ-----ის და ა---------– კ-----ის რ------------ის ცრუმაგიერ პირებად ცნობას (ს. ფ. 86-91).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.
მოსარჩელის მტკიცებით, რ------------ეს (ს/ნ. 0----------) 2017 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ელ. ბაზის მონაცემებით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 69 574,16 ლარის ოდენობით. 2-----2015წ. გადასახადის გადამხდელის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/ იპოთეკის უფლება. 0-----2016 წ. გამოიცა N 0----- ბრძანება ფიზიკური პირის რ------------ის (ს/ნ. 0----------) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. გადამხდელს საკუთრებაში ან/და ბალანსზე რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება.
რ------------ის (ს/ნ. 0----------) საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით. საქმიანობის იურიდიული მისამართი იყო ამბროლაურის რაიონი, სოფელი I------–-, ხოლო ფაქტობრივად ფუნქციონირებდა მისამართზე: ამბროლაურის რაიონი, სოფელი ჭ------–--. საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2015 წლის მარტში, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების ჩატარების საფუძველზე.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 0-------------–ის N 2--- ბრძანება „სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვა/ შეთავაზების ჩატარების შესახებ გადამხდელს ჩაბარდა იმავე დღეს.
2015 წლის 09 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელდა ინდ.მეწარმე „რ----- კ-----ის“ (ს/ნ. 0----------) კუთვნილი უძრავი ქონების (ს/კ. 8-----------) „უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების“ საფუძველზე გადაფორმება შვილზე - ა---------– კ-----ეზე (პ/ნ 0----------).
2015 წლის 04 სექტემბერს ინდ.მეწარმე „რ----- კ-----ის“ (ს/ნ. 0----------) მიერ რეგისტრაციიდან მოიხსნა კუთვნილი საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელიც იმავე დღეს დაირეგისტრირა - ინდ.მეწარმე „ე-–---- გ-----მა’’ (ს/ნ. 0----------). ამასთან, აღსანიშნავია, რომ მათ ჰყავთ საერთო შვილები. ინდ.მეწარმე „რ----- კ-----ის“ მიერ კუთვნილ სალარო აპარატზე ბოლო ჩეკი ამოიწერა 2015 წლის 04 სექტემბერს, ხოლო ინდ.მეწარმე „ე-–---- გ-----ის“ მიერ აღნიშნული სალარო აპარატის გამოყენება იწყება 2015 წლის 16 სექტემბერიდან.
ინდ.მეწარმე „ე-–---- გ-----ის“ სამეწარმეო საქმიანობის როგორც იურიდიული, ასევე საქმიანობის ფაქტობრივი მისამართები იდენტურია ინდ.მეწარმე „რ----- კ-----ის“ მონაცემებთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ინდ.მეწარმე „რ----- კ-----ის’’ (ს/ნ. 0----------) მიერ „სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების ჩატარების შესახებ“ ბრძანების ჩაბარების შემდგომ უძრავი ქონების გადაფორმება შვილზე - ა---------– კ-----ეზე (ს/ნ. 0----------), ასევე, კუთვნილი საკონტროლო-სალარო აპარატის გადაფორმება შვილების დედაზე ინდ.მეწარმე „ე-–---- გ-----ზე“ (ს/ნ. 0----------), ხოლო შემდგომ ამისა ამ უკანასკნელის მიერ იმავე მისამართზე საქმიანობის გაგრძელება, მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებისგან თავის არიდებას. აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს ფიზიკური პირის რ------------ის (ს/ნ 0----------), ინდ.მეწარმე „ე-–---- გ-----ის“ (ს/ნ 0----------) და ა---------– კ-----ის (პ/ნ 0----------) ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის, მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
როგორც ზემოთ აღინიშნა სსიპ შემოსავლების სამსახურიმა თავის სარჩელში მიუთითა, რომ ინდ.მეწარმე ,,რ------------ეს’’ საგადასახადო დავალება წარმოეშვა 2015 წლის მარტში. 2015 წლის 04 თებერვლის N2--- ბრძანება „სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების ჩატარების შესახებ გადამხდელს ჩაბარდა 04.02.2015 წელს.
საქმეში დაცული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომელიც მომზადებულია 09.03.2015წ, ირკვევა, რომ ამბროლაურის რაიონის სოფელ I------–-–ი მდებარე უძრავი ქონება საკუთრება ს/კ. 8-----------, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, დაზუსტებული ფართით 3100 კვ.მ. (ნაკვეთის წინა ნომერი - 8-----------; 8-----------), შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი N1, საერთო ფართით 173.47კვ.მ., მესაკუთრეა ა---------– კ-----ე, საფუძველი 02.03.2015 წლის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 46-47).
ამდენად, დადგენილია, რომ 2015 წლის 09 მარტს რ------------ემ უძრავი ქონება, მდებარე ამბროლაურის რაიონის სოფელ I------–-, ს/კ. 8----------- აჩუქა შვილს ა---------– კ-----ეს, ხოლო სალარო აპარატი გადაეცა ე-–---- გ-----ს, რომელიც, როგორც მხარეები განმარტავენ, რ------------ის ყოფილი მეუღლე და ა---------– კ-----ის დედაა.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ ე-–---- გ-----ი, საიდენტიფიკაციო კოდი - 0---------- იურიდიული მისამართი - ამბროლაურის რაიონის სოფელი I------–-, ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 2009 წლის 24 ნოემბრიდან (ს.ფ. 31).
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომელიც მომზადებულია 05.03.2015წ, ირკვევა, რომ ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭ------–--ში მდებარე უძრავი ქონება ს/კ-ით 8-----------, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების, დაზუსტებული ფართით 400 კვ.მ. (ნაკვეთის წინა ნომერი -8-----------), შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი N1, საერთო ფართით 230 კვ.მ., მესაკუთრეა ე-–---- გ-----ი (პ/ნ. 0----------). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული 06.12.2013 წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ (ს.ფ. 44-45);
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოსათვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებით მიმართვის უფლება და განსაზღვრულია ამ უფლების რეალიზაციის წესი. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო ვალდებულია დაიცვას ბალანსი მოდავე მხარეთა კანონიერ ინტერესს შორის, არ შეზღუდოს ეს ინტერესი იმაზე მეტად, ვიდრე ეს მხარის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლადაა აუცილებელი. მოსარჩელის მიზანს წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების გზით გადასახადის გადამხდელის რ------------ის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფა მოახდინოს ცრუმაგიერი პირების ინდ.მეწარმე ,,ე-–---- გ-----ის“ და ა---------– კ-----ის ქონებიდან, რომელიც მათ მიღებული აქვთ რ------------ისაგან. აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ პირის მიმართ, რომელმაც რ------------ისგან მიიღო გარკვეული ქონება ამ უკანასკნელის მიერ შესაძლო გადასახადისათვის თავის არიდების მიზნით. შესაბამისად,მოთხოვნა დასაბუთებულია ა---------– კ-----ის ქონებებზე ყადაღის დადების ნაწილში, რაც შეეხება მოპასუხე ინდ.მეწარმე ,,ე-–---- გ-----ის’’კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭ------–-- (ს/კ. 8-----------) და სს ,,ს----------–--------ში”, სს ,,ლ-------- ბანკში” და სს ,,თ----- ბანკში” საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებას, ამ ნაწილში არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების პროცესუალური საფუძველი, ამდენად ხსენებულ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 419–420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ინდ.მეწარმე ,,ე-–---- გ-----ის’’ საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომოობა და ყადაღა დაედო ინდ.მეწარმე ,,ე-–---- გ-----ის“ (ს/ნ. 0----------) კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭ------–-- - ს/კ. 8----------- და ინდ.მეწარმე ,,ე-–---- გ-----ის“ (ს/ნ. 0----------) საბანკო ანგარიშებს სს ,,ს----------–--------ში”, სს ,,ლ-------- ბანკში” და სს ,,თ----- ბანკში”, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა;
3. დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინება;
4. ა---------– კ-----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
6. სააპელაციო სასამართლოს ეს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე