განაჩენი

სისხლის სამართლის 30.03.2018
საქმის ნომერი
010100117002234034
ინსტანცია
თარიღი
30.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117002234034

(1/ბ-151-18წ.)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 მარტი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ----------------–---------------ას მიმართ, დაბადებული: 1983 წლის 08 მაისს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: ქ. ბ--------------------------- ქუჩა №73, ბინა №3.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ კ------------------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ორი ან მეტი პირის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე ქ--------–--------------------- ქუჩა №73, ბინა N37-ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკებისას კ------------------------მ არასრულწლოვნების ა-–---------------------ის და შ----------------ის თანდასწრებით, მათივე ოჯახის წევრის მიმართ, თმების მოქაჩვით და ზურგის არეში ხელის დარტყმით, დას - ს--------------------ს (ოჯახის წევრს) და ხელის მხარის არეში დარტყმით და წაქცევით, დედას - ლ---–---------–---–ს (ოჯახის წევრს) მიაყენა დაზიანება, რამაც ამ უკანასკნელთა ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2017 წლის 08 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ--------–--------------------- ქუჩა N73, ბინა №37 ყოფნისას ურთიერთშელაპარაკებისას კ------------------------მ თმების მოქაჩვით, დედას ლ---–---------–---–ს (ოჯახის წევრს) მიაყენა დაზიანება, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის განაჩენით კ------------------------ ცნობილი იქნა დამნაშავედ და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, კ------------------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით.

 

კ------------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 12 ოქტომბრიდან.

 

კ------------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

აპელანტი - მსჯავრდებულ კ------------------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატი მამუკა ზოიძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და კ-----------ს მიმართ დანიშნული სასჯელის 01 წლის ვადით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის პირობით გამოსაცდელი ვადით ჩათვლას, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: პირველი ინსტანციის განაჩენი, სასჯელის ნაწილში არის უკანონო და უსამართლო, სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბრალდებულის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ წარსულში არ არის ნასამართლევი და კ------------------------ არის შეზღუდული შერაცხადობის სტატუსის მქონე პირი, ასევე არ იქნა გათვალისწინებული ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული.

 

ბრალდების მხარეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ კ------------------------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126 1-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 126 1-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ლ---–---------–---–ის, ვ-–------------ს, ს------------------ს ჩვენებები, შემაკავებელი ორდერები, ლ---–---------–---–ის, ს------------------ს, ა-–---------------------ის, შ----------------ის და კ------------------------ს ანკეტური მონაცემები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N005999517 და N005998817 დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად,მსჯავრდებულ კ------------------------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი) ითხოვს დანიშნული სასჯელის 01 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის, პირობით მსჯავრად ჩათვლას.

 

მსჯავრდებულ კ------------------------ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი გარემოებები, კერძოდ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება; სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო სასჯელის მიზნები - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და პირის რესოციალიზაცია.

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ კ------------------------ს მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ კ------------------------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მამუკა ზოიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

კ------------------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 1-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, კ------------------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით.

 

კ------------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 12 ოქტომბრიდან.

 

კ------------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე