განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.02.2018
საქმის ნომერი
330310016001533388
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
27.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001533388

საქმე №3ბ/2337-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

27 თებერვალი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი

 

აპელანტი - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია;

 

აპელანტი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

 

მოწინააღმდეგე მხარე - ზ--–--- ბ------ა;

 

მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;

წარმომადგენელი -ე---------–-–---–ი;

 

მესამე პირები - ზ------- გ-------–---–ი, შ----- გ-------–---–ი, ლ---- გ-------–---–ი,დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტების მოთხოვნა

 

1.1. აპელანტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

1.2. აპელანტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

2. მოწინააღმდეგე მხარეთა პოზიცია

 

ზ--–--- ბ------ა არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრებს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დაეთანხმა სააპელაციო საჩივრებს და გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

3.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით ზ--–--- ბ------ას სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ზ--–--- ბ------ას ნაწილში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველო პრეზიდენტის 2012 წლის 22 ივნისის N2------- განკარგულება; ამავე გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ზ--–--- ბ------ას ნაწილში 2012 წლის 29 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ზ------- გ-------–---–ს შორის;

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.2.1. დადგენილია, რომ ზ--–--- ბ------ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი და მინიჭებული აქვთ დევნილთა სტატუსი. საქმეში წარმოდგენილი იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის მიხედვით (შევსების თარიღი 3---------) მისი სარეგისტრაციო ნომერია 0--------, მოსარჩელე რეგისტრირებულია მისამართზე თბილისი ც. დ------ი ქ. N148, ხოლო მეორე ანკეტის მიხედვით (შევსების თარიღი უცნობია) ზ--–--- ბ------ას სარეგისტრაციო ნომერია 0--------, რეგისტრაციის მისამართი: ქ. თბილისი, გ-–----ი, მ------ი, IV „ბ“ მ/რ, კორპ.24. ბ.26.

 

ირინე მღვდელაძის მიერ 2014 წლის 19 მაისს გაცემულია სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა მის კუთვნილ ბინაში მდებარე ქ. თბილისი, გ-–----ი, მ------ი, IV „ბ“ მ/რ, კორპ.24. ბ.26, ზ--–--- ბ------ას რეგისტრაციის შესახებ.

 

3.2.2. ზ--–--- ბ------ა 2009 წლის 25 ნოემბრიდან განქორწინებულია ზ------- გ-------–---–თან (განქორწინების აქტის ჩანაწერი N0----------). მათ ჰყავთ შვილები: ლ---- გ-------–---–ი და შ----- გ-------–---–ი. 2012 წლის 2 ივნისს შევსებული პრივატიზებისათვის განკუთვნილი, კოლექტიურ ცენტრებში მაცხოვრებელ დევნილ ოჯახთა შესახებ საინფორმაციო ფორმაში, ზ------- გ-------–---–ის ოჯახის შემადგენლობაში შეყვანილია ზ--–--- ბ------ა, მეუღლის სტატუსით. აღნიშნული ფორმის გრაფაში „დამატებითი კომენტარები“ - ზ--–--- ბ------აზე მითითებულია კომენტარი: „ზ--–--- თბილისშია, მუშაობს“. ზ------- გ-------–---–ის, ლ---- გ-------–---–ის და შ----- გ-------–---–ის სარეგისტრაციო ნომერია 0--------. ამავე საინფორმაციო ფორმაში მითითებულია, რომ ზ--–--- ბ------ას მინიჭებული აქვს სხვა საოჯახო ნომერი.

 

3.2.3. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 22 ივნისის N2------- განკარგულების თანახმად, გ---------ი მუნიციპალიტეტის სოფელ ბ------–---ში მდებარე საცხოვრებელი ფართი 52.35 კვმ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად გადაეცათ ზ------- გ-------–---–ს (ოჯახის უფროსი), ზ--–--- ბ------ას, ლ---- გ-------–---–ს, რ--------ნ გ-------–---–ს და შ----- გ-------–---–ს. ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით დადგენილი იქნა საპრივატიზებო პირობები: ა) მყიდველი ვალდებული იყო საპრივატიზებო თანხა გადაეხადა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში; ბ) მყიდველი ვალდებული იყო ხელშეკრულებაში მითითებული პირები უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართობით; გ) მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა სარგებლობდნენ და არ უნდა ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა; დ) მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები არ მოითხოვენ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან, ან სხვა პირებისაგან რაიმე სახის კომპენსაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

 

დადგენილია, რომ რ--------ნ გ-------–---–ი გარდაიცვალა 2016 წლის 14 მარტს (გარდაცვალების მოწმობა N0----------).

 

3.2.4. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 22 ივნისის N2------- განკარგულების საფუძველზე, 2012 წლის 29 ივნისს, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (შემდეგში ,,გამყიდველი’’) და მეორეს მხრივ, ზ------- გ-------–---–ს (შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ზ------- გ-------–---–ს გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: კახეთი, გ---------ი, სოფელი ბ------–---.

 

მითითებული ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, მყიდველმა – ზ------- გ-------–---–მა აიღო ვალდებულება, ზ--–--- ბ------ა, ლ---- გ-------–---–ი, რ--------ნ გ-------–---–ი და შ----- გ------–---–ი უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში.

 

ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, მყიდველმა დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მყიდველი და ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილი პირები მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, არ სარგებლობენ ან არ ფლობენ სხვა რაიმე სახის საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელ ფართს, გარდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა.

 

დასახელებული ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების დადების მომენტიდან მყიდველი და ხელშეკრულების 2.2 პუნქტში ჩამოთვლილი ოჯახის წევრები არ იქნებიან უფლებამოსილნი მოითხოვონ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

 

ხელშეკრულების 2.5. პუნქტით დადგინდა, ზ------- გ-------–---–ის ვალდებულება - საკუთრების უფლების გადასვლის შემდეგ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება გამოიყენოს ისე, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები უზრუნველყოფილი იქნენ საცხოვრებელი პირობებით.

 

3.2.5. 2016 წლის 25 მარტს ზ--–--- ბ------ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 5 აპრილის N0-------------- მიმართვით ზ--–--- ბ------ას ეცნობა, რომ სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით იძულებითი გადაადგილებული პირის, დევნილის ზ--–--- ბ------ას ოჯახს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცა და დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი. დევნილთა ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულნი და მათი ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება (საქართველოს მთავრობის 2013 წ. 23 მაისის N483 განკარგულება). ამდენად, განმცხადებელს მიეთითა, რომ მისი საცხოვრებელი პირობებით ხელმეორედ განხილვა საკანონმდებლო ნორმებით არ იყო გათვალისწინებული.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად კი, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ხოლო ამავე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მიერ სადავოდ ქცეული - საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 22 ივნისის N2------- განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო 2012 წლის 29 ივნისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ ზურაბ პერტაიას გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას და აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ასევე ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

3.3.2. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებული იქნა იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია. აღნიშნული დოკუმენტი აყალიბებს საქართველოს მთავრობის მიდგომას იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ, აანალიზებს არსებულ პრობლემებს და სახავს სახელმწიფოს ორ უმთავრეს მიზანს: 1. პირობების შექმნა დევნილთა ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის; 2. დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეულად ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა. დასახელებული განკარგულების მე-V თავის თანახმად, დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციის ამოცანის გადასაჭრელად სახელმწიფო სტრატეგია მიზნად ისახავს დევნილთათვის საბინაო და სოციალური პირობების, მათი ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებების, აგრეთვე აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებას. აღნიშნული პროგრამები უნდა ეფუძნებოდეს დევნილთა კატეგორიების განსაზღვრას მათი სიღატაკის ხარისხის (თუ რა ტიპის ზრუნვას საჭიროებს) და უნარ-შესაძლებლობების (შეუძლია თუ არა თვითკმარობის მიღწევა) მიხედვით, რაც მოითხოვს შესაბამისი ინდიკატორების შემუშავებას. დასახული ამოცანების წარმატებით გადასაჭრელად მნიშვნელოვანია პროგრამების ისე დაგეგმვა, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს დევნილთა შორის ჩამოყალიბებულ სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებს. ამავე განკარგულებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა ამ განკარგულების პირველი და 11 პუნქტით განსაზღვრული პრიორიტეტების საფუძველზე ერთ თვეში შეიმუშაოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა.

 

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით დამტკიცებული დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამაში დეტალურად იქნა მითითებული ის სახელმწიფო ორგანოები და უწყებები და ასევე მათი საქმიანობის სფერო, რომელთა მიერაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბინების დევნილთა საკუთრებაში გადაცემა; მითითებული განკარგულების მიხედვით საპრივატიზებოდ შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტები მათი რეაბილიტაციის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემათ ამ ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილებს, ხოლო მათში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენას ახდენს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგად; შესაბამისად, სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო საპრივატიზებოდ შერჩეულ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში აღწერს ამ ობიექტში რეალურად მცხოვრებ დევნილებს, ადგენს მათი ოჯახების შემადგენლობას და აღნიშნულ ინფორმაციას აწვდის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.

 

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1--- განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის სამომედო გეგმაში, სახელმწიფო სტრატეგიის მთავარი მიზანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ამ მიზნის მისაღწევად სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას. ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად სახელმწიფო სტრატეგია ითვალისწინებს ადეკვატურ გრძელვადიანი განსახლებისა და ინტეგრაციის ხელშემწყობ სხვადასხვა ღონისძიებას. გეგმის მიხედვით არსებობს დევნილთათვის საკუთრებაში გადასაცემი ობიექტების ორი კატეგორია: ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ცენტრები; ბ) ცენტრები, რომლებსაც სახელმწიფო შეისყიდის კერძო მესაკუთრეთაგან და შესთავაზებს დევნილებს.

 

3.3.3. „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო ქონება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე; ხოლო ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა არის სახელმწიფო ქონების პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის “გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პრივატიზება ხორციელდებს ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლო გადაცემის ფორმებით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური ან იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით;

 

ზემოთ მითითებული საკანონდებლო აქტის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სამინისტროს მიერ, ამ კანონის 181 მუხლით დადგენილი წესით.

 

დადგენილია, რომ საქართველო პრეზიდენტის 2012 წლის 22 ივნისის N2------- განკარგულებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამავე განკარგულების N1 დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაცემის თაობაზე, ამავე განკარგულების დანართით მითითებული ფიზიკური პირებისათვის. განკარგულების თანახმად, გ---------ის რაიონის სოფელ ბ------–---ში მდებარე 52.35 კვმ ფართი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად გადაეცა ზ------- გ-------–---–ს. (ოჯახი-ზ--–--- ბ------ას, ლ---- გ-------–---–ს, რ--------ნ გ-------–---–ს და შ----- გ-------–---–ი)

 

ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით დადგენილი იქნა საპრივატიზებო პირობები: ა) მყიდველი ვალდებული იყო საპრივატიზებო თანხა გადაეხადა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში; ბ) მყიდველი ვალდებული იყო ხელშეკრულებაში მითითებული პირები უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართობით; გ) მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა სარგებლობდნენ და არ უნდა ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა; დ)მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები არ მოითხოვენ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან, ან სხვა პირებისაგან რაიმე სახის კომპენსაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

 

დევნილი ოჯახის განმარტებას იძლევა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი: დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო განკარგულება ზ--–--- ბ------ას ნაწილში, არ ასახავდა რეალურ მდგომარეობას და მიღებული იქნა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე.

 

მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით და მის საფუძველზე გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ჩათვლილია ზ------- გ-------–---–ის ოჯახის წევრად. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ზ--–--- ბ------ა 2009 წლის 25 ნოემბრიდან განქორწინებულია ზ------- გ-------–---–თან (განქორწინების აქტის ჩანაწერი N0----------). მათ ჰყავთ შვილები: ლ---- გ-------–---–ი და შ----- გ-------–---–ი. 2012 წლის 2 ივნისს შევსებული, პრივატიზებისათვის განკუთვნილ კოლექტიურ ცენტრებში მაცხოვრებელ დევნილ ოჯახთა შესახებ საინფორმაციო ფორმაში, ზ------- გ-------–---–ის ოჯახის შემადგენლობაში შეყვანილია ზ--–--- ბ------ა, მეუღლის სტატუსით. აღნიშნული ფორმის გრაფაში - „დამატებითი კომენტარები“ - ზ--–--- ბ------ას გრაფის გასწვრივ მითითებულია კომენტარი: „ზ--–--- თბილისშია, მუშაობს“. ამავე ფორმის მიხედვით ზ------- გ-------–---–ის, ლ---- გ-------–---–ის და შ----- გ-------–---–ის სარეგისტრაციო ნომერია 0--------. ამავე საინფორმაციო ფორმაში მითითებულია, რომ ზ--–--- ბ------ას მინიჭებული აქვს სხვა საოჯახო ნომერი.

 

იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის მიხედვით (შევსების თარიღი 3---------) ზ--–--- ბ------ას დევნილის სარეგისტრაციო ნომერია 0--------, მოსარჩელე რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ც. დ------ი ქ. N148, ხოლო მეორე ანკეტის მიხედვით (შევსების თარიღი უცნობია) ზ--–--- ბ------ას სარეგისტრაციო ნომერია 0--------, რეგისტრაციის მისამართი: ქ. თბილისი, გ-–----ი, მ------ი, IV „ბ“ მ/რ, კორპ.24. ბ.26.

 

დევნილის მოწმობის მიხედვით ზ--–--- ბ------ას მინიჭებული აქვს სარეგისტრაციო N0--------, ხოლო ამავე მოწმობების მიხედვით ზ------- გ-------–---–ის, ლ---- გ-------–---–ის და შ----- გ-------–---–ის სარეგისტრაციო ნომერია 0--------. აღნიშნული კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ზ--–--- ბ------ა არასწორად იქნა მიწერილი ზ------- გ-------–---–ის ოჯახზე და შესაბამისად არასწორად იქნა შეყვანილი სადავო აქტის დანართში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ხელთ ჰქონდათ საკარისი ინფორმაცია, რათა მინიმუმ გადაემოწმებინათ ზ--–--- ბ------ას სოციალური მდგომარეობა და მისი კუთვნილება ზ------- გ-------–---–ის ოჯახისადმი.

 

3.3.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის ის დებულებები, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს სხვა - მესამე პირთა უფლებებს და აკისრებს მათ რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელშეკრულების დადებაზე მესამე პირი წინასწარ წარადგენს წერილობით თანხმობას. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეიძლება შეეხოს. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ზ------- გ-------–---–ს შორის 2012 წლის 29 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტებით, ზ------- გ-------–---–ს დაევალა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება გამოიყენოს ისე, რომ მოსარჩელე (ხელშეკრულების 2.2. პუნქტით გათვალისწინებული პირები), უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო საცხოვრებელი პირობებით. ამასთან, მოსარჩელეს აეკრძალა სახელმწიფოსაგან სხვა ფართის მოთხოვნის უფლება, ისე რომ მისთვის ცნობილი არ იყო ხელშეკრულების დადების თაობაზე და შესაბამისად, არ გაუცია შესაბამისი თანხმობა - წერილობითი ფორმით ხელშეკრულების დადებაზე.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ ზ------- გ-------–---–თან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოსარჩელის - ზ--–--- ბ------ას ნაწილში ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებას და იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე, 66-ე, 70-ე მუხლების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

3.3.5. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ექვს წელს, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებითი მნიშნელობის არის იმის გარკვევა თუ როდის დაიწყო სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა, თავი მხრივ სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად აღნიშნული დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების და მხარეთა - ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით დგინდება, რომ ზ--–--- ბ------ამ მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 5 აპრილის წერილით შეიტყო, რომ მოსარჩელე უზრუნველყოფილია საცხოვრებელი ფართით და მას აღარ გააჩნია საცხოვრებელი ფართის მოთხოვნის უფლება. შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყება 2016 წლის 5 აპრილიდან, სარჩელი კი სასამართლოში აღიძრა 2016 წლის 7 ოქტომბერს. ამდენად, სარჩელი ხანდაზმული არ არის.

 

3.3.6. ამდენად, ზემოარნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ--–--- ბ------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო და ბათილად უნდა ცნობილიყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 22 ივნისის N2------- განკარგულება ზ--–--- ბ------ას ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 29 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და ზ------- გ-------–---–ს შორის, ზ--–--- ბ------ას ნაწილში.

 

4. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

4.1 აპელანტი საქართველოს პრეზიდენტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტი განმარტავს, რომ სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 01 ნოემბრის N124 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტისა და ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორიცელებელ ღონიძიებათა პროგრამის დამტკიცები შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის N4 განკარგულების თანახმად, დევნილის ოჯახისა და მისი შემადგენლობის საკითხის განსზღვრა წარმოადგენდა არა საქართველოს პრეზიდენტის, არამედ საქართველოს ოკუპრებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის კომპეტენციას, რომლის განსაზღვრაშიც ჩაბმულ იყო კიდევ რამოდენიმე ორგანო. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონი, რაც საფუძვლად დაედო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებირივ აქტის გამოცემას, არ ითვალისწინებს იმ პირების მონაწილეობას აქტის გამოცემაში, რომელთაც საკუთრებაში გადაეცემათ ფართები.

 

სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში არ უთითებს არცერთ სამართლებრივ საფუძველს და არც ფაქტობრივს გარემოებას, რაც იქნებოდა საკმარისი საფუძველი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის. ამასთან, საგულისხმოა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებანი, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი შესაგებელი. საქმეზე მესამე პირის - სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მეუღლემ ადმინისტრაციული წარმოებისას თანამშრომლებს მიაწოდა ინფორმაცია თავისი ოჯახის შესახებ, რომელშიც ერთ-ერთ წევრად მითითებულ იქნა ზ--–--- ბ------აც. აღნიშნული დროისათვის მისი განქორწინების შესახებ ინფორმაცია წარდგენილი არ ყოფილა, ხოლო ის გარემოება, რომ დევნილი ოჯახის შესახებ ფორმაში მითითებულია, რომ ზ--–--- ბ------ა "თ---–--–-----–----ს", არ ადასტურებს მის ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტს.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ ასევე საფუძველსაა მოკლებული სასამართლოს მსჯელობა ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით, ვინაიდან, როგორც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის, ასევე ამჟამად მოქმედი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებული სადაო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადას შეადგენს 3 წელი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. აპელანტის მითითებით, მოსარჩელე წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს. შესაბამისად, მის ოჯახის წევრს 2012 წელს როდესაც გადაეცა საცხოვრებელი ფართი, შეეცვალათ დევნილის შემწეობის ოდენობა, რის გამოც მას უნდა სცოდნოდა ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ამდენად აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოსთან ერთად ხანდაზმულიცაა და მის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას.

 

4.2. აპელანტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და იურიდიულად დაუსაბუთებელი. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

დადგენილია, რომ ზ--–--- ბ------ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი და მინიჭებული აქვთ დევნილთა სტატუსი. საქმეში წარმოდგენილი იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის მიხედვით (შევსების თარიღი 3---------) მისი სარეგისტრაციო ნომერია 0--------, მოსარჩელე რეგისტრირებულია მისამართზე თბილისი ც. დ------ი ქ. N148, ხოლო მეორე ანკეტის მიხედვით (შევსების თარიღი უცნობია) ზ--–--- ბ------ას სარეგისტრაციო ნომერია 0--------, რეგისტრაციის მისამართი: ქ. თბილისი, გ-–----ი, მ------ი, IV „ბ“ მ/რ, კორპ.24. ბ.26.

 

ირინე მღვდელაძის მიერ 2014 წლის 19 მაისს გაცემულია სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა მის კუთვნილ ბინაში მდებარე ქ. თბილისი, გ-–----ი, მ------ი, IV „ბ“ მ/რ, კორპ.24. ბ.26, ზ--–--- ბ------ას რეგისტრაციის შესახებ.

 

ზ--–--- ბ------ა 2009 წლის 25 ნოემბრიდან განქორწინებულია ზ------- გ-------–---–თან (განქორწინების აქტის ჩანაწერი N0----------). მათ ჰყავთ შვილები: ლ---- გ-------–---–ი და შ----- გ-------–---–ი. 2012 წლის 2 ივნისს შევსებული პრივატიზებისათვის განკუთვნილი, კოლექტიურ ცენტრებში მაცხოვრებელ დევნილ ოჯახთა შესახებ საინფორმაციო ფორმაში, ზ------- გ-------–---–ის ოჯახის შემადგენლობაში შეყვანილია ზ--–--- ბ------ა, მეუღლის სტატუსით. აღნიშნული ფორმის გრაფაში „დამატებითი კომენტარები“ - ზ--–--- ბ------აზე მითითებულია კომენტარი: „ზ--–--- თბილისშია, მუშაობს“. ზ------- გ-------–---–ის, ლ---- გ-------–---–ის და შ----- გ-------–---–ის სარეგისტრაციო ნომერია 0--------. ამავე საინფორმაციო ფორმაში მითითებულია, რომ ზ--–--- ბ------ას მინიჭებული აქვს სხვა საოჯახო ნომერი.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 22 ივნისის N2------- განკარგულების თანახმად, გ---------ი მუნიციპალიტეტის სოფელ ბ------–---ში მდებარე საცხოვრებელი ფართი 52.35 კვმ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად გადაეცათ ზ------- გ-------–---–ს (ოჯახის უფროსი), ზ--–--- ბ------ას, ლ---- გ-------–---–ს, რ--------ნ გ-------–---–ს და შ----- გ-------–---–ს. ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით დადგენილი იქნა საპრივატიზებო პირობები: ა) მყიდველი ვალდებული იყო საპრივატიზებო თანხა გადაეხადა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში; ბ) მყიდველი ვალდებული იყო ხელშეკრულებაში მითითებული პირები უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართობით; გ) მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა სარგებლობდნენ და არ უნდა ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა; დ) მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები არ მოითხოვენ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან, ან სხვა პირებისაგან რაიმე სახის კომპენსაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

 

დადგენილია, რომ რ--------ნ გ-------–---–ი გარდაიცვალა 2016 წლის 14 მარტს (გარდაცვალების მოწმობა N0----------).

 

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 22 ივნისის N2------- განკარგულების საფუძველზე, 2012 წლის 29 ივნისს, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (შემდეგში ,,გამყიდველი’’) და მეორეს მხრივ, ზ------- გ-------–---–ს (შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ზ------- გ-------–---–ს გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: კახეთი, გ---------ი, სოფელი ბ------–---.

 

მითითებული ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, მყიდველმა – ზ------- გ-------–---–მა აიღო ვალდებულება, ზ--–--- ბ------ა, ლ---- გ-------–---–ი, რ--------ნ გ-------–---–ი და შ----- გ------–---–ი უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში.

 

ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, მყიდველმა დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მყიდველი და ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილი პირები მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, არ სარგებლობენ ან არ ფლობენ სხვა რაიმე სახის საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელ ფართს, გარდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა.

 

დასახელებული ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების დადების მომენტიდან მყიდველი და ხელშეკრულების 2.2 პუნქტში ჩამოთვლილი ოჯახის წევრები არ იქნებიან უფლებამოსილნი მოითხოვონ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

 

ხელშეკრულების 2.5. პუნქტით დადგინდა, ზ------- გ-------–---–ის ვალდებულება - საკუთრების უფლების გადასვლის შემდეგ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება გამოიყენოს ისე, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები უზრუნველყოფილი იქნენ საცხოვრებელი პირობებით.

 

2016 წლის 25 მარტს ზ--–--- ბ------ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 5 აპრილის N0-------------- მიმართვით ზ--–--- ბ------ას ეცნობა, რომ სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით იძულებითი გადაადგილებული პირის, დევნილის ზ--–--- ბ------ას ოჯახს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცა და დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი. დევნილთა ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულნი და მათი ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება (საქართველოს მთავრობის 2013 წ. 23 მაისის N483 განკარგულება). ამდენად, განმცხადებელს მიეთითა, რომ მისი საცხოვრებელი პირობებით ხელმეორედ განხილვა საკანონმდებლო ნორმებით არ იყო გათვალისწინებული.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი. სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტებმა თავის სააპელაციო საჩივრებში ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სამინისტროს მიერ, ამ კანონის 181 მუხლით დადგენილი წესით.

 

დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 22 ივნისის N2------- განკარგულებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამავე განკარგულების N1 დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაცემის თაობაზე, ამავე განკარგულების დანართით მითითებული ფიზიკური პირებისათვის. განკარგულების თანახმად, გ---------ის რაიონის სოფელ ბ------–---ში მდებარე 52.35 კვმ ფართი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად გადაეცა ზ------- გ-------–---–ს (ოჯახისზ--–--- ბ------ას, ლ---- გ-------–---–ს, რ--------ნ გ-------–---–ს და შ----- გ-------–---–ს.

 

ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით დადგენილი იქნა საპრივატიზებო პირობები: ა) მყიდველი ვალდებული იყო საპრივატიზებო თანხა გადაეხადა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში; ბ) მყიდველი ვალდებული იყო ხელშეკრულებაში მითითებული პირები უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართობით; გ) მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა სარგებლობდნენ და არ უნდა ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა; დ)მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები არ მოითხოვენ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან, ან სხვა პირებისაგან რაიმე სახის კომპენსაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

 

პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდაა გამხდარი ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით და მის საფუძველზე გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, ზ--–--- ბ------ა ჩათვლილია ზ------- გ-------–---–ის ოჯახის წევრად.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ზ--–--- ბ------ა 2009 წლის 25 ნოემბრიდან განქორწინებულია ზ------- გ-------–---–თან (განქორწინების აქტის ჩანაწერი N0----------). მათ ჰყავთ შვილები: ლ---- გ-------–---–ი და შ----- გ-------–---–ი. 2012 წლის 2 ივნისს შევსებული, პრივატიზებისათვის განკუთვნილ კოლექტიურ ცენტრებში მაცხოვრებელ დევნილ ოჯახთა შესახებ საინფორმაციო ფორმაში, ზ------- გ-------–---–ის ოჯახის შემადგენლობაში შეყვანილია ზ--–--- ბ------ა, მეუღლის სტატუსით. აღნიშნული ფორმის გრაფაში - „დამატებითი კომენტარები“ - ზ--–--- ბ------ას გრაფის გასწვრივ მითითებულია კომენტარი: „ზ--–--- თბილისშია, მუშაობს“. ამავე ფორმის მიხედვით ზ------- გ-------–---–ის, ლ---- გ-------–---–ის და შ----- გ-------–---–ის სარეგისტრაციო ნომერია 0--------. ამავე საინფორმაციო ფორმაში მითითებულია, რომ ზ--–--- ბ------ას მინიჭებული აქვს სხვა საოჯახო ნომერი.

 

იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის მიხედვით (შევსების თარიღი 3---------) ზ--–--- ბ------ას დევნილის სარეგისტრაციო ნომერია 0--------, მოსარჩელე რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ც. დ------ი ქ. N148, ხოლო მეორე ანკეტის მიხედვით (შევსების თარიღი უცნობია) ზ--–--- ბ------ას სარეგისტრაციო ნომერია 0--------, რეგისტრაციის მისამართი: ქ. თბილისი, გ-–----ი, მ------ი, IV „ბ“ მ/რ, კორპ.24. ბ.26.

 

დევნილის მოწმობის მიხედვით ზ--–--- ბ------ას მინიჭებული აქვს სარეგისტრაციო N0--------, ხოლო ამავე მოწმობების მიხედვით ზ------- გ-------–---–ის, ლ---- გ-------–---–ის და შ----- გ-------–---–ის სარეგისტრაციო ნომერია 0--------. აღნიშნული კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ზ--–--- ბ------ა არასწორად იქნა მიწერილი ზ------- გ-------–---–ის ოჯახზე და შესაბამისად არასწორად იქნა შეყვანილი სადავო აქტის დანართში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის ის დებულებები, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს სხვა - მესამე პირთა უფლებებს და აკისრებს მათ რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელშეკრულების დადებაზე მესამე პირი წინასწარ წარადგენს წერილობით თანხმობას. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეიძლება შეეხოს. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ზ------- გ-------–---–ს შორის 2012 წლის 29 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტებით, ზ------- გ-------–---–ს დაევალა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება გამოიყენოს ისე, რომ მოსარჩელე (ხელშეკრულების 2.2. პუნქტით გათვალისწინებული პირები), უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო საცხოვრებელი პირობებით. ამასთან, მოსარჩელეს აეკრძალა სახელმწიფოსაგან სხვა ფართის მოთხოვნის უფლება, ისე რომ მისთვის ცნობილი არ იყო ხელშეკრულების დადების თაობაზე და შესაბამისად, არ გაუცია შესაბამისი თანხმობა - წერილობითი ფორმით ხელშეკრულების დადებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ხელთ ჰქონდათ საკარისი ინფორმაცია, რათა მინიმუმ გადაემოწმებინათ ზ--–--- ბ------ას სოციალური მდგომარეობა და მისი კუთვნილება ზ------- გ-------–---–ის ოჯახისადმი, რაც მათ მიერ არ განცორციელებულა.

 

სარჩელის ხანდაზმულობის საკითხთან მიმართებით პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ექვს წელს, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებითი მნიშნელობის არის იმის გარკვევა თუ როდის დაიწყო სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა, თავი მხრივ სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად აღნიშნული დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების და მხარეთა - ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით პალატა განმარტავს, რომ ზ--–--- ბ------ასათვის უცნობი იყო თუ მისი ყოფილი მეუღლე მას თავისი ოჯახის შემადგენლობაში შეიყვანდა და ამის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 5 აპრილის წერილით, აღნიშული წერილის თანახმად, მოსარჩელე უზრუნველყოფილია საცხოვრებელი ფართით და მას აღარ გააჩნია საცხოვრებელი ფართის მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას და განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულ იქნეს 2016 წლის 5 აპრილიდან. ზ--–--- ბ------ას მიერ სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში აღძრულ იქნა 2016 წლის 7 ოქტომბერს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ არ არსებობს სასარჩელო განცხადების ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველი.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტები გათავისუფლებული არიან სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. აპელანტების - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა);

 

მოსამართლე ილონა თოდუა