განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.03.2018
საქმის ნომერი
820310017001878135
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
19.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310017001878135

(3/98-18წ.)

გ ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

 

19 მარტი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის

 

მოსამართლე მაკა გორგოძემ

 

ამხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებზე და გამოარკვია:

 

ნ------- და მ---- ბ-----ეებმა სარჩელით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ და მოითხოვეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 6 თებერვლის N100 ბრძანების, ო-–---------–--ზე კანონიერ სარგებლობაში არსებულ 54.22 კვ მეტრ საცხოვრებელი და არა საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების N859 მოწმობის ბათილად ცნობა.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ------- და მ---- ბ-----ეების სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 06 თებერვლის N100 ბრძანება ო-–---------–--ზე კანონიერ სარგებლობაში არსებულ 54.22 კვ მეტრი საცხოვრებელი და არა საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ და მის საფუძველზე გაცემული N859 საკუთრების უფლების მოწმობა.

 

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება 2018 წლის 29 იანვარს სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა გ------- ბ-----ემ. აპელანტმა მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ნ------- და მ---- ბ-----ეების სარჩელის უარყოფა, ამავე სააპელაციო საჩივარში იშუამდგომლა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის შესახებ.

 

საქმე სააპელაციო საჩივართან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის 02 ეგზემპალის და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა.

 

მითითებული განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც ჩაბარდა 2018 წლის 23 თებერვალს (იხ.შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ).

ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 2018 წლის 05 მარტი.

 

2018 წლის 09 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით შომოსულ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი თანდართული მასალებით და დისკით, 03 (სამ) ეგზემპლარად (სააპელაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2018 წლის 07 მარტს, რაც დასტურდება საფოსტო კონვერტზე დასმული შტამპით).

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება. იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. 374-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განჩინება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ შეიძლება მიღებულ იქნეს ზეპირი განხილვის გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაუდგინდა ხარვეზი იმის გამო, რომ წარმოსადგენილი იყო დაზუსტებული სააპელაციო საჩივარზე იმდენი ასლის დართვით რამდენი მხარეც იყო საქმეში და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია. იმავე განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის აპელანტს განესაზღვრა 10 (ათი) დღე განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან, ამასთან განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც ჩაბარდა _ 2018 წლის 23 თებერვალს, რაც დადასტურებულია მიმღების, კანცელარიის სპეციალისტის თ--------–----ის ხელმოწერით (იხ.შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1 მუხლის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით (გზავნილით) ეცნობება, სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს, რომ მხარეს გზავნილი უნდა ჩაბარდეს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განჩინების ასლი გადაეგზავნა მხარეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას, რაც კანონით დადგენილი წესით, ჩაბარდა ამავე დაწესებულების კანცელარიის სპეციალისტ თ--------–----ეს 2018 წლის 23 თებერვალს, ამდენად, ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 23 თებერვლის მომდევნო დღიდან (24 თებერვლიდან) და ამოიწურა - 2018 წლის 05 მარტს 24:00 საათზე.

 

2018 წლის 09 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი (საქართველოს ფოსტის შტამპით 2018 წლის 07 მარტი). ამდენად დასტურდება, რომ აპელანტს _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტტეტის მერიას რომელსაც კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა განჩინების ასლი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და ამ ვადაში არც საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის გაგრძელება მოუთხოვია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

 

ზემოთ მოხსენიებული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთებით სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 372-ე, 374-ე, 390-ე, 414 - 416-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩეს განუხილველად;

 

2. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32) მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლე მაკა გორგოძე