განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2018
საქმის ნომერი
140100115002318454
ინსტანცია
თარიღი
10.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100115002318454

საქმე №1ბ/225-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 აპრილი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ო---------------–---–ის,გამართლებულ: დ------–-–--–---–ის,ადვოკატ: მ--------------–---–ის

მონაწილეობით,გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ------–-–--–---–ის მიმართ, დაბადებულის 1979 წლის 9 ივნისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #5----------, ნასამართლობის მქონის, მცხოვრების: გ-------------------------–----–ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ------–-–--–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში დ------–-–--–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - ვ------------–-–---–ს, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით დ------–-–--–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო---------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენის გაუქმება და დ------–-–--–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ დ------–-–--–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და დაზარალებულის ვ------------–-–---–ის ჩვენებით, ხოლო ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, რომელიც დაშვებული იყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, არ შეიძლება გახდეს მტკიცებულების არ გაზიარების საფუძველი.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დ------–-–--–---–ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში დ------–-–--–---–ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად უთითებს დაზარალებულ ვ------------–-–---–ის ჩვენებას და, სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ვ------------–-–---–მა განმარტა, რომ 2014 წლის ნოემბრიდან განქორწინებულია დ------–-–--–---–თან. 2015 წლის 2 ნოემბერს, 18:30 საათზე ბრუნდებოდა სახლში - გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში. სახლიდან დაახლოებით 30 მეტრში, გზად დახვდა დ------–-–--–---–ი, რომელმაც შელაპარაკების გამო ხელი გაარტყა სახეში, რის გამოც განიცადა ძლიერი ტკივილი და მიიღო ტვინის მსუბუქი შერყევა. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტს არავინ შესწრებია. ამის შემდეგ დ------–-–--–---–ი მას წაჰყვა სახლში, სადაც კონფლიქტი გაგრძელდა დაახლოებით 2 საათის მანძილზე. სახლში იმყოფებოდნენ დაზარალებულის მამიდა და მამიდაშვილი. ამ დროს დ------–-–--–---–ს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა აღარ მიუყენებია. ვ------------–-–---–მა 3 ნოემბერს, ძლიერი თავის ტკივილისა და მხედველობის პრობლემის გამო, მიმართა სამედიცინო დაწესებულება ,,გორმედს”.

 

ვ------------–-–---–ის მამიდის - ზ--------------ას ჩვენებით 2015 წლის 2 ნოემბერს თავის შვილთან - ს-------------თან ერთად იმყოფებოდა გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში ვ------------–-–---–თან. საღამოს მან გაიგონა ოთახიდან ვ------------–-–---–ისა და დ------–-–--–---–ის კამათის ხმა, თუმცა მათთან ოთახში არ შესულა. იმავე დღეს ვ------------–-–---–ისაგან შეიტყო, რომ დ------–-–--–---–ი მას გზაში დახვდა და ხელი გაარტყა სახეში. მას ვ------------–-–---–ის სახეზე დაზიანება არ შეუნიშნავს.

 

მოწმე სერგო თიგიევის განმარტებით, 2015 წლის 2 ნოემბერს, საღამოს, დაახლოებით 18 საათზე, დ------–-–--–---–ი და ვ------------–-–---–ი კამათით შევიდნენ სახლში. მათი კამათი დაახლოებით ნახევარი საათით გაგრძელდა. ამ დროს ისინი ერთმანეთს ფიზიკურად არ შეხებიან. სამი დღის შემდეგ ვერიკოსგან შეიტყო, რომ დ------–-–--–---–ი მას გზად დახვდა და ხელი გაარტყა.

 

მოწმე მ------–-–-----–---–ის განმარტებით, 2015 წლის 2 ნოემბერს, საღამოს მან ვ------------–-–---–ის ეზოდან გაიგონა დ------–-–--–---–ისა და ვ------------–-–---–ის კამათის ხმა.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შპს ,,გორმედის” მიერ გაცემული ამბულატორიული ავადმყოფის სამედიცინო ბარათის შესაბამისად, ვ------------–-–---–ს საავადმყოფოსათვის მიუმართავს 2015 წლის 2 ნოემბერს, 14 საათზე (ს.ფ. 11). აღნიშნული ბარათის მიხედვით და პირადი გასინჯვით მას დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა და მარცხენა ლოყაზე სისხლნაჟღენთი. ეს დასკვნა სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა პ-----------–--ემ.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ დ------–-–--–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით და ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, არ შეიძლება გახდეს მტკიცებულების არგაზიარების საფუძველი, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ ორ პირდაპირ მტკიცებულებას შორის არსებითი წინააღმდეგობაა, რომელიც არ აღმოფხვრილა, კერძოდ: სსსკ-ის 146-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად, ექსპერტის დასკვნას არ ერთვის მასალები, რომლებიც მას ადასტურებს. დაზარალებულის განმარტებით, შემთხვევა მოხდა 2 ნოემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე და საავადმყოფოს მიმართა მომდევნო დღეს - 3 ნოემბერს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული ამბულატორიული სამედიცინო ბარათის მიხედვით კი მან საავადმყოფოს მიმართა 2 ნოემბერს, 14 საათზე.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ დ------–-–--–---–მა ჩაიდინა დანაშაული.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა დ------–-–--–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი დ------–-–--–---–ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი დ------–-–--–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

დ------–-–--–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.

 

გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი