განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 060210016001514117
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ს----------–--- სახელით
საქმე№2/ბ-232-2017 21 მარტი 2018 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი(მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (არასრულწლოვანი) არასრულწლოვანის საპროცესო წარმომადგენელი - - - - - - ზ------ ლ----------ი ნ----- მ--------ლ-- ე-- რ-------ე ნ----- ჩხ------ი მ---- ლ----------ი, თ---- ლ----------ი მ------------- და მ----------–----- ორგანოს-ს----------–--- შ-------, ჯ--------–----- და ს--–---–----- დ-–--- სამინისტროს სსიპ ს--–---–----- მ---------------- ს---------- ხ----- რ--------–- გ---------–---- უფროსი ლ---- ქუ-------–--ე, იურისტი- მ--- ჩხ-----–ი
დავის საგანი - ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მშობლის უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სამტრედიის რ--------–- სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, მცირეწლოვანი შვილების, 2011 წლის 30 მარტს დაბადებული თ---- ლ----------ის და 2010 წლის 08 თებერვალს დაბადებული მ---- ლ----------ის საცხოვრებელ ადგილად, მამის საცხოვრებელის განსაზღვრა ასევე, დედის, ე-- რ-------ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების და ბავშვების თავისთან წაყვანის შეზღუდვის დაწესება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
მოსარჩელის მითითებით, სამტრედიის რ--------–- სასამართლოს 2014 წლის 16 იანვრის განჩინებით, მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება, რომლის შესაბამისად, შვილების, მ---- და თ---- ლ----------ების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი.
ამჟამად შეიცვალა გარემოება, ე-- რ-------ე არ ასრულებს მშობლის უფლება- მოვალეობებს, რაც დადასტურებულ-- ზ. გე-–--ის მიერ შედგენილი ხელწერილით.
შვილები რამდენიმე თვეა არიან მამასთან და არანაირი სურვილი დედასთან ურთიერთობისა და მასთან ცხოვრებისა არა აქვთ.
ბავშვები მიუთითებენ დედის სხვადასხვა უწესო ქმედებებს: მ---- ადასტურებს დედასთან ურთიერთობაში მყოფი არაერთი მეგობარი მამ---ცის სახელს, რაც ცუდად აისახება მცირეწლოვანის ფსიქიკაზე, მის მომავალ ცხოვრებაზე.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, ე-- რ-------ეს უნდა შეეზღუდოს შვილების მასთან წაყვანის და მათი წარმომადგენლობის უფლება, ბავშვების საცხოვრებელ ადგილად კი განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი.
მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე ე-- რ-------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ზ------ ლ----------თან ქორწინების პერიოდში ჰქონდა კომფლიქტი, ბავშვების თანდსაწრებით აყენებდა შეურაცხყოფას, ხშირად იყო და არის ალკოჰოლური თრობის ქვეშ, რის გამოც დახმარებისთვის მიმართა სამართალდამცავებს და ზ------ ლ----------ს ჩამოართვეს ხელწერილი.
იმისათვის რომ თავიდან აერიდებინა უსიამოვნება და ბავშვები გაეზარდა მშვიდ გარემოში განქორწინების შემდეგ, ბავშვებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქ. ქუთაისში ნაქირავებ ბინაში, სადაც მატერიალურად ეხმარება დედა, თავად კი მუშაობა დაიწყო მაღაზიაში გამყიდველად.
ამჟამად იმყოფება ქორწინებაში ავთანდილ რ-------ესთან, რომელიც დასაქმებულ-- და აღნიშნული მიზნებისთვის ხშირად უწევს გამგზავრება გერმანიაში.
მოსარჩელე არანაირ მატერიალურ დახმარებას არ უწევს შვილებს, არ იხდის ალიმენტს.
ზ.გე-–--ის მიერ, 2014 წელს შესრულებულ ხელწერილს მოსარჩელე ინახავდა 2 წელი და მხოლოდ მას შემდეგ გამოაჩინა და საფუძვლად დაუდო ბავშვების საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, რაც ალიმენტის იძულებით გადახდევინებაზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
მიაჩნია, რომ სარჩელის აღძვრა ემსახურება არა ბავშვების ჭეშმარიტ ინტერესს, არამედ მოსარჩელის პირად ქონებრივ ინტერესს-არ გადაიხადოს ალიმენტი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
1. ზ------ ლ----------ის სარჩელი, ე-- რ-------ის მიმართ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მშობლის წარმომადგენლობითი და თავისთან წაყვანის უფლების შეზღუდვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს, სამტრედიის რ--------–- სასამართლოს 2016 წლის 06 ოქტომბერს მიღებული დროებითი განკარგულება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. სამტრედიის რ--------–- სასამართლოს 2014 წლის 16 იანვრის განჩინებით (სამოქალაქო საქმე N2/290-14 დავის საგანი - შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და თანამესაკუთრედ ცნობა), მოსარჩელე ე-- რუ---ესა და მოპასუხე ზ------ ლ----------ს შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით:
ა) ბავშვების მ---- და თ---- ლ----------ების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის ე-- რუ---ის საცხოვრებელი ადგილი.
ბ)მამის, ზ------ ლ----------ის ბავშვებთან ურთიერთობა განისაზღვრა შემდეგნაირად: მ---- და თ---- ლ----------ები პარასკევს, 16:00 საათიდან- კვირის 16:00 საათამდე წაყვანის და დარჩენის უფლებით იყვნენ მამასთან, რომელიც კისრულობს ვალდებულებას კვირას, 16:00 საათზე დაუბრუნოს ბავშვები დედას.
2.2. სამტრედიის რ--------–- სასამართლოს 2014 წლის 08 დეკემბრის განჩინებით (სამოქალაქო საქმე N2/291-14 დავის საგანი განქორწინება, ალიმენტის დაკისრება), მოსარჩელე ე-- რუ---ესა და მოპასუხე ზ------ ლ----------ს შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით:
ა) განქორწინებით შეწყდა ე-- რუ---ესა და ზ------ ლ----------ს შორის ქორწინება, რეგისტრირებული 2009 წლის 03 ნოემბერს, სამოქალაქო რეესტრის ს---------- ხ----- სამსახურის მიერ (სააქტო ჩანაწერი 6----------)
ბ) ზ------ ლ----------ს დაეკისრა არასრულწლოვანი ბავშვების, 2011 წლის 30 მარტს დაბადებული თ---- ლ----------ის და 2010 წლის 08 თებერვალს დაბადებული მ---- ლ----------ის საზრდოდ, თითოეულ ბავშვზე 100 (ასი) ლარი, ორივე შვილზე 200 (ორასი) ლარი ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე.
გ) ალიმენტის გადახდევინება დაიწყო სარჩელის შეტანის მომენტიდან, 2014 წლის 12 ნოემბრიდან.
2.3. ბავშვები, მ---- და თ---- ლ----------ები, 2016 წლის მარტის თვემდე იზრდებოდნენ დედასთან, ე-- რ-------ესთან ერთად ქ. ქუთაისში.
2016 წლის მარტის თვიდან, დედის, ე-- რ-------ის ნების საწინააღმდეგოდ, ზ------ ლ----------მა ბავშვები, მ---- და თ---- ლ----------ები დაიტოვა თავის საცხოვრებელ ადგილას, ხ----- რ-ნი სოფ კო------თში, სადაც ბავშვები ცხოვრობენ დღემდე.
2.4. ე-- რუ---ე, 2016 წლის 28 ივლისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ავთანდილ რ-------ესთან. ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ, მიეკუთვნა გვარი - რ-------ე.
ე-- რ-------ის მიერ, მშობლის უფლება-მოვალეობების განხორციელებისას ბავშვებზე მავნე ზეგავლენას ადგილი არ აქვს.
2.5. ს----------–--- იუსტიციის სამინისტრო აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოება–-- საქმე, ბავშვების მ---- და თ---- ლ----------ების რჩენა აღზრდისათვის, 2014 წლის 12 ნოემბრიდან- 2016 წლის 17 ოქტომბრამდე წარმოშობილი დავალ--ნების 4600 ლარის ზ------ ლ----------ისათვის იძულებით გადახდევინების შესახებ.
2.6. იმერეთის ს--–---–----- მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის, ლ--–- ცხ-------ის მიერ, 2016 წლის 18 ივლისს შედგენილი ფსიქოლოგიური გამოკვლევის დასკვნაში დაფიქსირეულ-- შემდეგი:
„სხვადასხვა მეთოდის მიხედვით ჩატარებული გამოკვლევის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ბავშვები გამოხატავენ დედასთან ურთიერთობის სურვილს, თუმცა გარკვეული პირობების გათვალისწინებით, კერძოდ, რომ დედამ იცხოვროს მათთან და მამასთან ერთად.
მ----ს შემთხვევაში წარსულში არსებული ნეგატიური გამოცდილება იწვევს გაურკვევლობის და შიშის გრძნობას, რაც წარმოადგენს ერთადერთ პირობას, რის გამოც უარს აცხადებენ დედასთან ცხოვრებაზე, თუმცა ბავშვი არ ეწინააღმდეგება დედასთან შეხვედრას... მამის ოჯახში უფროსების მხრიდან არსებული ნეგატიური შეხედულება დედაზე, ასევე ახდენს გავლენას მის დამოკიდებულებაზე დედის მიმართ.
რაც შეეხება თ----ს, მასზე გავლენას ახდენს, როგორც მ----ს, ასევე ოჯახის უფროსი წევრების მიერ გამოთქმული აზრები და რეპლიკები (გასათვალისწინებელ--, რომ ბავშვებზე არაპირდაპირი ფორმით ნათქვამი ან შემთხვევით გაგონილი აზრები იგივე ზემოქმედებას ახდენს, რაც მიზანმიმართულად მათი მისამართით ნათქვამი აზრი) (ტ.1.ს.ფ.37-41)
2.7. იმერეთის ს--–---–----- მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის, ლ--–- ცხ-------ის 2016 წლის 11 ნოემბრის მოხსენებით ბარათში დაფიქსირეულ-- შემდეგი:
ფსიქოლოგის შეფასებით, „ბავშვის ასაკი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ მოვლენების შეფასებისას იყოს თანმიმდევრული და ობიექტური. დედასთან ცხოვრების პერიოდში მას აღნიშნულ მოვლენებთან მიმართებაში ექნებოდა ნეგატიური ემოციური დამოკიდებულება, მაგრამ ის ნაკლებად იფიქრებდა მათ შეფასებით მომენტებზე. (მაგალითად, რატომ იყო ცუდი ის, რაც დაინახა).
მამის ოჯახის წევრების მხრიდან მის მონათხრობთან დაკავშირებულმა ემოციურმა რეაქციებმა და შეფასებებმა აშკარად გაამყარეს მისი ნეგატიური დამოკიდებულება აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, რამაც შესაბამისად იმოქმედა დედასთან ურთიერთობის საკითხზეც.
თავის პარტნიორთან დედის ურთიერთობის სცენებს ბავშვი შემთხვევით, დაუდევრობის ფონზე შეესწრო და რა თქმა უნდა, მას არ ჰქონდა მიზანმიმართული ხასიათი (ტ.1.ს.ფ.131-133).
2.8. ფაქტის შემთხვევითობა იკვეთება, ასევე მ---- ლ----------თან ფსიქოლოგის გასუბრებისას, როცა ფსიქოლოგის კითხვაზე თუ რას აკეთებდა ამ დროს თავად, ბავშვმა თქვა, რომ ის თვალებს ხუჭავდა, რომ მათ არ დაენახათ: „ვითომ მეძინა“ (თან ფიზიკურად აჩვენა, როგორ ხუჭავდა თვალებს), ხოლო თ----ს ეძინა და ეს არ დაუნახავს (თ----ს გადახედა და დამცინავად თქვა: „ამას მართლა ეძინა“) (ტ.1 ს.ფ. 39 ).
იმერეთის ს--–---–----- მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის, ლ--–- ცხ-------ის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების თანახმად, გაცემული იქნა შემდეგი რეკომენდაცია:
„იმისათვის რომ დაცული იქნას ბავშვის ინტერესები, მიზანშეწონილ-- მისი თანდასწრებით უფროსებმა თავი შეიკავონ მსგავსი მოვლენების შეფასებებისაგან, გასათვალისწინებელ--, რომ ბავშვების თვალში მშობლის დისკრედიტაცია მათ ფსიქიკაზე განსაკუთრებულად ნეგატიურად მოქმედებს (ტ.1.ს.ფ.132).
2.9. ხ----- რ--------–- გ---------–---- ს--–---–----- მუშაკის მოვალეობის შემსრულებლის, ლ--–- კა–--ს დასკვნაში მითითებულ--, რომ „ბავშვები კატეგორიულ უარს აცხადებენ დედასთან ერთად ცხოვრებაზე სხვა საცხოვრებელ მისამართზე, თუმცა გამოხატავენ სურვილს, რომ დედა იყოს მათ გვერდით“. (ტ.1 ს.ფ.47)
2.10. ქუთაისის ს--–---–----- მომსახურების ცენტრის ს--–---–----- მუშაკების მიერ, დროის სხვადასხვა მონაკვეთში გაცემული დასკვნების (ტ.1.ს.ფ. 33, 84) თანახმად, ე-- რ-------ე ზ------ ლ----------თან განქორწინების შემდეგ, შვილებთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში.
საცხოვრებელი ბინა შედგება 3 ოთახისაგან. ბავშვებისათვის გამოყოფილ-- ცალკე საძინებელი, სახლი გარემონტებულ-- და საცხოვრებლად უსაფრთხოა.
მეუღლე დასაქმებულ-- და პერიოდულად სამუშაოდ იმყოფება გერმანიაში. მას ყოველთვიურად მატერიალურად ეხმარება დედა, ლ---–- რუ---ე, რომელიც სამუშაოდ იმყოფება საბერძნეთის რესპუბლიკაში.
ე-- რ-------ის ოჯახში შექმნილ-- ბავშვების განვითარებისათვის საჭირო პირობები.
ბავშვები, მ---- და თ---- ლ----------ები დედასთან ცხოვრების პერიოდში დადიოდნენ ქ.ქუთაისის N-- ბაგა-ბაღში, საბავშვო ბაღის პედაგოგის ინფორმაციით, ე-- რ-------ე არის მზრუნველი დედა და ჩართული იყო შვილების სოციალურ ცხოვრებაში, ბავშვები ყოველთვის დადიოდნენ მოწესრიგებულები და მონაწილეობდნენ საბავშვო ბაღში დაგეგმილ ღონისძიებებში. დედის ინიციატივით ბავშვები ჩაირიცხნენ ქ. ქუთაისში, სკოლა“ი----–-“.
დედის აღმზრდელობითი უნარ-ჩვევები დადებითია, მას შესწევს უნარი შექმნას ბავშვების საჭიროებებზე ორიენტირებული, უსაფრთხო და მზრუნველი გარემო.
2.11. იგივე გარემოებები იქნა დადასტურებული მოწმეების, ა--- ფხ--–--ის, ჟ----- რუ---ის და მ--- რუ---ის ჩვენებებით (იხ. 2016 წლის 19 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი ტ.2)
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.12. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1197-1202-ე, 1205-ე მუხლებზე,“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3, მე-5, მე-9, 27-ე მუხლებზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებზე და განმარტა:
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, კანონი არ იცნობს რომელიმე მშობლის უპირატესობას შვილების მიმართ.
ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხი უნდა გადაწყდეს მშობლების უფლება-მოვალეობათა სრული, თანასწორობისა და ბავშვის სწორი აღზრდის უპირატესი ინტერესის შესაბამისად.
ბავშვის აღზრდის ინტერესებში გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლების არა მარტო მატერიალური პირობები, არამედ ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, თუ როგორი გარემოს შექმნას შეძლებენ მშობლები ბავშვებისათვის მათი მატერიალური მდგომარეობის, ასაკის, მორალური სახის, ინტელექტუალური დონისა და ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის ხარისხის გათვალისწინებით. (იხ. ს----------–--- უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 5 დეკემბრის განჩინება საქმეზე № ას -639-907-05, გვ. 3).
ასეთ დროს მნიშვნელოვანია, გამოკვლეული და გათვალისწინებული იქნეს, თუ რომელი მშობელი უზრუნველყოფს ბავშვისათვის უსაფრთხო, კეთილსაიმედო, დაცული გარემოს შექმნას, რაც მნიშვნელოვანია არასრულწლოვანის სტაბილური, დადებითი ფსიქო-ემოციური განწყობისათვის, ვინაიდან ფსიქო-ემოციური ფონის დარღვევა წარმოადგენს ბავშვის განვითარებისა და ჯანმრთელობისათვის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს.
2.13. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე №41615/07 Neulinger and Shuruk v. Switzerland (აბზაცი 136) განმარტა:
„ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთის მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელ--.
აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს, მხოლოდ მეტად გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, როცა ეს შესაძლებელ--, უნდა „აღდგეს“ ოჯახი.
მეორეს მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებების განსახორციელებლად, რაც ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“.
2.14. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს.
სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და შეფასებული თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლ--ნი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სასამართლოსთვის უნდა წარმოედგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ე-- რ-------ე მშობლის უფლება მოვალეობების განხორციელებისას ბავშვებზე ახდენს მავნე ზეგავლენას. აღნიშნული ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან მოსარჩელე ვერ გათავისუფლდება.
2.15. მოსარჩელემ, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ე-- რ-------ე მშობლის უფლება-მოვალეობების განხორციელებისას მავნე ზეგავლენას ახდენს ბავშვებზე მიუთითა სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა განმარტებაში, ზ----- გე-–--ის მიერ, 2014 წლის 02 დეკემბერს სანოტარო წესით დამოწმებულ ხელწერილზე, ფსიქოლოგის დასკვნაზე და სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: ც---- ლ----------ის, თეონა ლ----------ის, ლ-- ჯა----ს, ი-----–--- მა------–---–ის ჩვენებებზე, ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 03 ივნისის განაჩენზე.
2.16. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ----- გე-–--ის მიერ, 2014 წლის 02 დეკემბერს შესრულებული და სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილი არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას იმისათვის, რომ მასში გადმოცემული ინფორმაცია სასამართლომ მიიჩნიოს სარწმუნო მტკიცებულებად, ვინაიდან იგი შედგენილ-- მოსარჩელე მხარის მითითებით და მისი შემდგენი პირი პასუხს არ აგებს ხელწერილში გადმოცემული ფაქტის სისწორეზე.
შესაბამისად, ვერ სარგებლობს სასამართლო ნდობის მაღალი ხარისხით უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევისათვის.
გარდა ამისა, ხელწერილში მითითებული ფაქტი ვერ გამოდგება იმ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ ე-- რ-------ე მავნე ზეგავლენას ახდენს ბავშვებზე.
2.17. მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეების: ც---- ლ----------ის, თეონა ლ----------ის, ლ-- ჯა----ს, ი-----–--- მა------–---–ის ჩვენებით, ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 03 ივნისის განაჩენის შეფასებით რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ე-- რ-------ე მსჯავრდებულის ახლობელ-- და ახლო ნათესაური კავშირი აქვს მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებთან, სასამართლომ ვერ გამოიტანა დასკვნა საქმისათვის ისეთი მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობაზე, როგორიცაა მოპასუხე ე-- რ-------ის მიერ, მშობლის უფლება მოვალეობების განხორციელებისას ბავშვების აღზრდა-განვითარებაზე მავნე ზეგავლენა.
ამ ფაქტის დასადასტურებლად, მხოლოდ მოსარჩელეს ახსნა- განმარტება, როცა მას არ ეთანხმებოდა მოწინააღმდეგე მხარე, სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, არ ჩაითვალა სარწმუნოდ და საკმარისად.
2.18. იმერეთის ს--–---–----- მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის, ლ--–- ცხ-------ის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ბავშვების მამასთან მიმართებაში ჩამოყალიბებული პოზიტიური ურთიერთობიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ დედასთან ბავშვების ცხოვრების პერიოდში, მათი ფსიქიკა თავისუფალი იყო მსგავსი ზემოქმედებისაგან.
ის გარემოება, რომ ბავშვები არ არიან დედასთან ურთიერთობის წინააღმდეგნი დასტურდება ფსიქოლოგის დასკვნის იმ ნაწილში, სადაც განვითარებულ-- მსჯელობა ბავშვების და დედის ურთიერთდამოკიდებულებაზე და ბავშვების დედასთან კონტაქტი შეფასებულ-- იმდაგვარად, რომ „მათ შორის არ არსებობს პოზიტიური ურთიერთობის პრობლემა.
ბავშვების მხრიდან დედის გვერდით ყოფნის სურვილი იქნა გამოხატული ასევე, ხ----- რ--------–- გ---------–---- ს--–---–----- მუშაკის მოვალეობის შემსრულებლის, ლ--–- კა–--ს ბავშვებთან გასაუბრების დროს.
ს--–---–----- მუშაკის დასკვნაში მითითებულ--, რომ „ბავშვები კატეგორიულ უარს აცხადებენ დედასთან ერთად ცხოვრებაზე სხვა საცხოვრებელ მისამართზე, თუმცა გამოხატავენ სურვილს, რომ დედა იყოს მათ გვერდით“. (ტ.1 ს.ფ.47)
2.19. სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება. ვერ დაადასტურა ე-- რ-------ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვისა და სამტრედიის რ--------–- სასამართლოს 2014 წლის 08 დეკემბრის განჩინებით განსაზღვრული, ბავშვების საცხოვრებელი ადგილის შეცვლისათვის ახალი გარემოებების არსებობა, კერძოდ:
საქმის მასალებით არ დასტურდება ბავშვებთან მიმართებაში უყურადღებობის, ბავშვის აღზრდის უგულებელყოფის, საფრთხის შემცველი გარემოებები დედის მხრიდან. უფრო მეტიც, იკვეთება ე-- რ-------ის ჩართულობა ბავშვების აღზრდა-განვითარების საკითხებში.
დადგენილ--, რომ ბავშვები, მ---- და თ---- ლ----------ები დედასთან ცხოვრების პერიოდში დადიოდნენ ქ.ქუთაისის N-- ბაგა-ბაღში. ე-- რ-------ე არის მზრუნველი დედა და ჩართული იყო შვილების სოციალურ ცხოვრებაში. ბავშვები ყოველთვის დადიოდნენ მოწესრიგებულები და მონაწილეობდნენ საბავშვო ბაღში დაგეგმილ ღონისძიებებში. დედის ინიციატივით ჩაირიცხნენ ქ.ქუთაისში, სკოლა “ი----–-“.
2.20. მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელ-- ის გარემოება, რომ ზ------ ლ----------მა დაარღვია სამტრედიის რ--------–- სასამართლოს 2014 წლის 16 იანვრისა და 08 დეკემბრის განჩინებებით დამტკიცებული მორიგების პირობები, კერძოდ, სააღსრულებო ბიუროს წარმოება–-- მის მიერ, ალიმენტის გადაუხდელობით წარმოშობლი დავალ--ნების- 4600 ლარის იძულებით გადახდევინების საქმე, ასევე ზ------ ლ----------მა თვითნებურად შეცვალა სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული ბავშვების საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ვერ დაასაბუთა, რომ შეთანხმების პირობის დარღვევის აუცილებლობა განპირობებული ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესით.
2.21. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვების მამის ოჯახის გარემოში დატოვების შემთხვევაში, ე-- რ-------ესა და ზ------ ლ----------ის ოჯახს შორის კონფლიქტური გარემოს ფონზე, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ წარმოქმნილი ნეგატიური ემოციური განცდების გამყარებით, გამოწვეული იქნას საგანგაშო შედეგები, რომლებიც უარყოფით გავლენას მოახდენენ, როგორც ბავშვების შემდგომ განვითარებაზე, ისე დედასთან ბავშვების ურთიერთობაზე.
ამასთან, დადგენილ--, რომ ე-- რ-------ეს სრულად აქვს გათვითცნობიერებული ბავშვის სწორად აღზრდის, ბავშვების მამასთან ურთიერთობის მიზანშეწონილობის საკითხი, ხელს არ უშლიდა მამა-შვილებს შორის ურთიერთობას, ზრუნავს მათი განათლების მიღების საკითხზე და ჩართულ-- მათი აღზრდა-განვითარების პროცესში.
ე-- რ-------ის საცხოვრებელ ადგილას შექმნილ-- ბავშვების განვითარებისათვის საჭირო პირობები, ბავშვებისათვის გამოყოფილ-- ცალკე საძინებელი, სახლი გარემონტებულ-- და საცხოვრებლად უსაფრთხოა. მეუღლე დასაქმებულ-- და პერიოდულად სამუშაოდ იმყოფება გერმანიაში. მას ყოველთვიურად მატერიალურად ეხმარება დედა-ლ---–- რუ---ე, რომელიც სამუშაოდ იმყოფება საბერძნეთის რესპუბლიკაში.
2.22. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მ------------- და მ----------–----- ორგანოს დასკვნის, ბავშვების ფსიქო-ემოციური განწყობის, მათი ასაკის, ფსიქოლოგის დასკვნის ურთიერთშეჯერებისა და ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ზ------ ლ----------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.23. იმაზე მითითებით, რომ ზ------ ლ----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სამტრედიის რ--------–- სასამართლოს მიერ 2016 წლის 06 ოქტომბერს მიღებული დროებითი განკარგულება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ზ. ლ----------ის მიერ დარღვეულ-- შეთანხმება ბავშვების საცხოვრებელი ადგილის თაობაზე და ყურადღება არ მიაქცია მტკიცებულებებს: მხარის ახსნა-განმარტებას, ფსიქოლოგის, სოც.მუშაკის განმარტებას, რომელიც ბავშვების ინტერესებს წარმოადგენდა სასამართლო პროცესზე და ბავშვების ნების მიუხედავად, რომ მათ არ უნდათ დედასთან საცხოვრებლად წასვლა, დაადგინა საწინააღმდეგო. 3.2. განსახილველ შემთხვევაში, მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ და ვითარების შეცვლის გამო, ბავშვების ნების თანახმად, მათი სურვილ-- იცხოვრონ მამასთან. მოსარჩელე არ ყოფილა ბავშვების დედასთან ურთიერთობის წინააღმდეგი, მისი მოთხოვნაა ბავშვების ნება-სურვილიდან გამომდინარე, მასთან განისაზღვროს ბავშვების საცხოვრებელი ადგილი, ხ---- სოფელი ივ-------ი. 3.3. მნიშვნელოვანია გამოკვლეული და გათვალისწინებული იქნეს, თუ რომელი მშობელი უზრუნველყოფს ბავშვებისთვის უსაფრთხო, კეთილსაიმედო, დაცული გარემოს შექმნას, რაც მნიშვნელოვანია არასწრულწლოვანის სტაბილური, დადებითი ფსიქო-ემოციური განწყობისათვის, ვინაიდან, ფსიქო ემოციური ფონის დარღვევა წარმოადგენს ბავშვის განვითარებისა და ჯანმრთელობის ძირითად ფაქტორს. 3.4. სასამართლომ ყურადღება არ მიქცია იმ გარემოებას, რომ ფსიქოლოგთან ვიზიტის დროს, ბავშვი ყვება დედის მეგობარ სხვადასხვა მ-----–----- და შემდეგ, ე-- რუ---ე ცოლად მიყვება ვინმე ავთანდილ რ-------ეს. ასევე, შეფასებული არ იქნა ზ. გე-–--ის ხელწერილი, რასაც მცირეწლოვანი ბავშვი შეესწრო. არ გაითვალისწინა საქმეში განთავსებული 2016 წლის 03 ივნისის განაჩენი, რომლითაც დასტურდება მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულთან ე-- რ-------ეს სისტემატიური შემხებლობა, რითაც სასამართლომ დაარღვია ბავშვის საუკეთესო ინტერესი, იზრდებოდეს და ცხოვრობდეს ისეთ პირობებში, რომელიც აუცილებელ-- მისი განვითარებისათვის.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლ-- გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლ--ნად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ზ------ ლ----------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, სამტრედიის რ--------–- სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1.-2.11 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.12.-2.23 პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები- სამოქალაქო კოდექსის 1197-1202-ე, 1205-ე მუხლები,“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3, მე-5, მე-9, 27-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: 4.4. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს შვილის მიმართ მშობლის უფლება-მოვალეობებიდან, რაც მდგომარეობს არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის შეცვლაში, კერძოდ: დადგენილ--, რომ სამტრედიის რ--------–- სასამართლოს 2014 წლის 16 იანვრის განჩინებით, ბავშვების, მ---- და თ---- ლ----------ების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის, ე-- რუ---ის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო მამას, ზ------ ლ----------ს განესაზღვრა ბავშვების ნახვის დღეები, თუმცა 2016 წლის მარტის თვიდან დედის, ე-- რ-------ის ნების საწინააღმდეგოდ, ზ------ ლ----------მა ბავშვები, მ---- და თ---- ლ----------ები დაიტოვა თავის საცხოვრებელ ადგილას, ხ----- რ-ნი, სოფ კო------თში, სადაც ბავშვები ცხოვრობენ დღემდე. 4.5. აპელანტის შედავება ძირითადად აგებულ-- სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასების არამართებულობაზე. მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ არასრულწლოვანი შვილების დაბრუნება დედასთან უარყოფითად არ აისახება ბავშვების ფსიქიკაზე და მათ შემდგომ ემოციურ განვითარებაზე. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან და საზიანოა მათთვის. ამ არგუმენტების გასამყარებლად ზ.ლ----------ი მიუთითებს შემდეგზე: დედას, ე-- რ-------ეს ურთიერთობა აქვს სხვა მამ---ცებთან, მათ შორის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებთან. ამ მამ---ცებთან ურთიერთობის ფაქტებს ხედავენ ბავშვები, რის გამოც მათ არ უნდათ დედასთან საცხოვრებლად წასვლა და დედასთან ბავშვების დაბრუნება დიდ სტრესს მიაყენებს მათ ფსიქიკას. მამასთან ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრით მათი კეთილდღეობა უკეთ იქნება დაცული. 4.6. მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისა და აპელანტის პრეტენზიის მართებულობის შესამოწმებლად, მნიშვნელოვანია გაირკვეს: 1) მიაყენებს თუ არა ზიანს, 2011 წლის 30 მარტს დაბადებული თ---- ლ----------ის და 2010 წლის 08 თებერვალს დაბადებული მ---- ლ----------ის ჯანმრთელობასა და მის ფსიქიკურ მდგომარეობას, დედასთან, ე-- რ-------ესთან დაბრუნება; 2) არსებობს თუ არა, ე-- რ-------ისათვის მშობლის უფლების შეზღუდვისა და სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ბავშვების საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. 4.7. სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, პალატა დამატებით მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ჩატარებული ფსიქოლოგიური კვლევის დასკვნაზე, კერძოდ: ააიპ „ახ--–-----–-------------–--–-----–---–-------“ დასკვნის თანახმად, იმ საკითხზე, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ბავშვების ჯანმრთელობაზე და ფსიქიკურ მდგომარეობაზე დედასთან ურთიერთობამ, ასევე საცხოვრებელ ადგილად ბავშვების მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრამ, ფსიქოლოგმა, ნ---- ლო------------ემ განმარტა: „გამომდინარე იქედან, რომ ბავშვებს აქვთ სურვილი დედასთან ურთიერთობისა და მათ შორის იკვეთება პოზიტიური ემოციური კავშირის სიმპტომატიკა, დედასთან ურთიერთობა ბავშვების ემოციურ მდგომარეობაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს. გამომდინარე იქედან, რომ მ----ს დიდი სურვილი აქვს მშობლების შერიგების, დედასთან ურთიერთობა მისთვის იქნება ერთგვარი კომპენსაცია ოჯახური მთლ--ნობის დარღვევისაგან გამოწვეული დანაკარგის. მის ცხოვრებისეულ რეალობაში მამის გარდა შემოვა დედაც, ორივე მშობელთან ურთიერთობა მის ემოციურ მდგომარეობაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს. დედასთან ურთიერთობისას დედის მხრიდან განხორციელდება ადეკვატური ზრუნვა ბავშვების საჭიროების დაკმაყოფილების კუთხით, რაც პოზიტიურ გავლენას მოახდენს ბავშვების მოვლისა და ზრუნვის პროცესზე. საყურადღებოა გარკვეული სახის რისკები კერძოდ: დედის მეორე მეუღლის არსებობა, რომელიც ბავშვებისათვის უცხო ადამიანია, დედასთან ურთიერთობის დამაბრკოლებელ სუბიექტად შეიძლება მივიჩნიოდ, ვინაიდან ბავშვების ცხოვრებისეულ გამოცდილებაში დედის და მისი ყოფილი მამ---ცების ურთიერთობა მათ აღქმაში ნეგატიურ გამოცდილებად არის მიჩნეული. მამის მიმართ ბავშვებს აქვთ პიზიტიური, ემოციური დამოკიდებულება, სურთ მასთან ერთად ცხოვრება. აქედან გამომდინარე, მამის საცხოვრებელი სახლის ბავშვების საცხოვრებელ სახლად განსაზღვრის შემთხვევაში, მამასთან ურთიერთობა მათ ემოციურ მდგომარეობაზე პოზიტიურად იმოქმედებს. გასათვალისწინებელ-- გარკვეული სახის რისკები ბავშვების საცხოვრებელი ადგილის მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შემთხვევაში კერძოდ, ვინაიდან მამა გეგმავს სამუშაოდ ისევ თურქეთში გამგზავრებას და გარკვეული დროის ხანგრძლივობით ვერ იქნება ბავშვებთან (დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში) ძირითადად მზრუნველობას მათზე განახორციელებს ბებია, რომელსაც მოუწევს ოთხ არასრულწლოვან ბავშვზე ზრუნვა იგი სავარაუდოდ ვერ განახორციელებს ბავშვებზე ადეკვატურ ზრუნვას, რაც ნეგატიურ გავლენას მოახდენს ბავშვების მოვლისა და ზრუნვის პროცესზე. საყურადღებოა ბავშვებზე ზეგავლენის შემთხვევების გაძლიერების რისკ ფაქტორი ბებიის მხრიდან, ასევე ბავშვებსა და დედას შორის ურთიერთობის პროცესის მხარდაჭერის ნაკლებობა, რაც უარყოფითად იმოქმედებს ბავშვებისა და დედის ურთიერთობის პროცესზე. ასეთ შემთხვევაში, დამაშორებელი ქცევების ეფექტი სავარაუდოდ გაიზრდება, როდესაც დაბრკოლებული იქნება შეხვედრები დედასთან, ბავშვები მნიშვნელოვან დროს ვერ გაატარებენ მასთან და მის ოჯახთან/ნათესაობასთან, ბავშვები ვერ შეძლებენ გადაამოწმონ რეალობა დედასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბავშვების დაბნეულობა მიმდინარე მოვლენების და ქცევების გაგებაში გაიზრდება, რაც გამოიწვევს ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამწვავებას. მოცემულ შემთხვევაში, ასევე გასათვალისწინებელ-- ბავშვის ასაკი. იმისთვის რომ ბავშვი გადავიდეს ერთი მშობლის მხარეს და შესაბამისად უარყოს მეორე, საჭიროა კოგნიტური და ემოციური სიმწიფე, რაც 7-8 წლის ასაკიდან მიიღწევა. შესაბამისად, ასაკის მატებასთან ერთად იზრდება ერთი მხარის მიერ გავლენის მცდელობის რისკი და თანმდევი ეფექტები. თუკი გავითვალისწინებთ ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებული სტრესული გამოცდილების ნეგატიურ ზემოქმდებას, მეორეს მხრივ კი მშობლების განქორწინებას, როგორც მატრამვირებელ მოვლენას, შესაძლებელ--, რომ ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შემდგომმა საფუძვლ--ნმა გამოკვლევამ გამოავლინოს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური სირთულეები, რაც სპეციალისტის ჩარევას სჭიროებს (მოცემულ შემთხვევაში მომართვის მიზანს წარმოადგენდა ფსიქოლოგიური შეფასება სასამართლო პროცესის მხარდასაჭერად და შეფასება წარიმართა აღნიშნული მიმართულებით). რეკომენდირებულ-- ორივე მშობლისთვის და ოჯახის წევრებისათვის სპეციალისტის/ფსიქოლოგის კონსულტირება განქორწინების შემდეგ, ბავშვებსა და მშობლებს შორის ურთიერთობების საკითხთან მიმართებაში, თუ როგორ უნდა დაეხმარონ ბავშვებს სტრესთან გამკლავებაში და ასევე აღზრდა/გავითარების შესახებ. აუცილებელ-- საქმეში ჩაერთოს სპეციალისტი/ფსიქოლოგი/ ს--–---–----- მუშაკი შემდეგი ძირითადი სტრატეგიით: მუშაობა ბავშვებთან, განსაკუთრებით მ----სთან, ვინაიდან მასთან იკვეთება განსაკუთრებული საჭიროება ემოციური მხარდაჭერის, ემპათიისა და უკუკავშირის მიმდინარე მოვლენებისა და ქცევების გაგებაში. განხორციელდეს სპეციალისტების მიერ ბავშვების მომზადება დედის მეორე ქმრის ბავშვებისათვის გაცნობისა და მასთან ურთიერთობის საკითხის შესახებ.(ტ.3.ს.ფ.140-150) 4.8. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, ე-- რ-------ემ აღნიშნა, რომ ამჟამად განქორწინებულ-- და მიმდინარეობს ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოება. შესაბამისად, იგი ცხოვრობს მარტო, მის შვილებს მის მეორე მეუღლესთან ცხოვრება აღარ მოუწევთ, რაც გამორიცხავს ამ მიმართებით რისკების არსებობას. 4.9. 2018 წლის 28 თებერვალს, სააპელაციო სასამართლოში მოეწყო არასრულწლოვან მ---- და თ---- ლ----------ებთან გასაუბრება სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. შეხვედრაზე მ---- ლ----------მა მოსამართლის შეკითხვაზე უპასუხა, რომ არ მოსწონს დედა, დედასთან ცხოვრება არ უნდა იმიტომ, რომ ეშინია სხვა კაცი მოიტაცებს. თ---- ლ----------მა მოსამართლის შეკითხვაზე უპასუხა, რომ გაბრაზებულ-- დედაზე, იცის, რომ დედას არ უყვარს, არ უნდა მასთან ერთად ცხოვრება, თუმცა ვერ იხსენებს რატომ. 4.10. პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 და 105-ე მუხლის შესაბამისად, მართლმსაჯულება ხორციელდება სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება ერთ მხარეს, ადეკვატურად უნდა წაეყენოს მეორე მხარესაც სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 4.11. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებულ აპელანტის პრეტენზიას და, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს ზოგადად იმ მტკიცებულებათა სანდოობაზე (ფსიქოლოგისა და ს--–---–----- მუშაკის დასკვნებზე), რომლებზე დაყრდნობითაც სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვების ინტერესების დ-–--- უკეთ უზრუნველყოფას სწორედ დედასთან მათი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაა, რაც ერთხელ უკვე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (სამტრედიის რ--------–- სასამართლოს 2014 წლის 16 იანვრის განჩინებით) იქნა დადგენილი. 4.12. გარდა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებისა, სააპელაციო სასამართლოს ინიციატივით მოპოვებული, ააიპ „ახ--–-----–-------------–--–-----–---–-------“ ფსიქოლოგიური დასკვნით და თავად არასრულწლოვან ბავშვებთან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა გასაუბრებითაც დასტურდება დედასთან ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უპირატესობა. ფსიქოლოგმა, გარდა ემოციური კავშირისა და პოზიტიური სიმპტომატიკისა, ბავშვების ასაკისა და ოჯახის სხვა წევრების ზეგავლენის გათვალისწინებით, ასევე მიუთითა რისკებზე. კერძოდ: დედასთან ურთიერთობის დამაბრკოლებელ გარემოებად ჩათვალა დედის მეორე მეუღლის არსებობა, რომელიც ბავშვებისათვის უცხო ადამიანია; მამასთან ურთიერთობის დამაბრკოლებელ გარემოებად ჩაითვალა, 1) მამის ხანგრძლივი დროით სამუშაოდ წასვლის გამო, ბავშვებთან კონტაქტის არარსებობა; 2) მამის ოჯახში ბებიის მხრიდან, ბავშვების მოვლისა და ზრუნვის სათანადოდ განუხორციელებლობა ასევე, 3) ბავშვებსა და დედას შორის ურთიერთობის პროცესის მხარდაჭერის ნაკლებობა, რაც უარყოფითად იმოქმედებს ბავშვებისა და დედის ურთიერთობის პროცესზე. ასეთ შემთხვევაში, დამაშორებელი ქცევების ეფექტი სავარაუდოდ გაიზრდება, როდესაც დაბრკოლებული იქნება შეხვედრები დედასთან, ბავშვები მნიშვნელოვან დროს ვერ გაატარებენ მასთან და მის ოჯახთან/ნათესაობასთან, ბავშვები ვერ შეძლებენ გადაამოწმონ რეალობა დედასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბავშვების დაბნეულობა მიმდინარე მოვლენების და ქცევების გაგებაში გაიზრდება, რაც გამოიწვევს ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამწვავებას. 4.13. სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის შესაბამისად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. 4.14. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის პრეტენზია მარტოოდენ მხარის სუბიექტური პოზიცია და ვარაუდებია და არ არის გამყარებული სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებებით. საქმეში წარმოდგენილი არაა არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბავშვების ინტერესებს რაიმე სახის ხელყოფა ემუქრება დედასთან ცხოვრების შედეგად. ასეთ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება 2014 წლით დათარიღებული, სანოტარო წესით დამოწმებული ზ. გე-–--ის განცხადება და განაჩენი. მეტიც, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვების დედის ამგვარი პირადი ცხოვრების ფაქტზე მითითება, არის მოსარჩელის უსარგებლო მცდელობა არასათანადოდ წარმოაჩინოს ბავშვების წინაშე დედის სახე და მისი ახლო გარემოცვა. 4.15. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ ვითარებაში, არ არსებობს სერიოზული რისკი იმისა, რომ გარემო, რომელშიც ბავშვები დედასთან დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდებიან, შეუქმნის მათ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს, ან სხვაგვარად ჩააყენებთ გაუსაძლის მდგომარეობაში. არასრულწლოვანი ბავშვების დედასთან დაბრუნება, მათ სამომავლო კეთილდღეობას შეუწყობს ხელს, აღადგენს ოჯახურ თანაცხოვრებასა და ურთიერთობას, რაც მათი ინტერესებიდან გამომდინარეობს. ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი მ---- და თ---- ლ----------ები ასაკის მატებასთან ერთად და იმ პირების ზემოქმედების პირობებში, რომელთან ერთადაც ცხოვრობენ (მამა და ბებია) და რომლებიც წინააღმდეგნი არიან დედასთან მათი დაბრუნებისა, უფრო ნეგატიური გახდება, ვიდრე პოზიტიური; დედა-შვილური ურთიერთობა შეიძლება გაუცხოვდეს და ამ ურთიერთობის დანაკლისი უარყოფითად აისახოს ბავშვების ფსიქო-ემოციურ განწყობაზე, უარყოფითი ეფექტი მისცეს ბავშვების სწორად აღზრდის საქმეში (იხ. ფსიქოლოგის დასკვნა), რაც სასამართლოს თვალსაზრისით მიუღებელ--. პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოებები, თავისთავად წარმოადგენს ბავშვის უფლებების კონვენციის საფუძველში არსებული ფუნდამენტური პრინციპის დარღვევას, რაც გულისხმობს შემდეგს - ყოველმხრივი და ჰარმონიული განვითარებისთვის ბავშვებმა უნდა იცხოვრონ ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების გარემოში, ხოლო იზრდებოდეს დედისგან განცალკევებულ პირობებში ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს. 4.16. აპელანტის მოთხოვნაზე, ე-- რ-------ისათვის მშობლის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო განმარტავს: ბავშვის უფლებების დ-–--- მომწესრიგებელი, როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული კანონმდებლობის სისტემური ანალიზი იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ბავშვის უფლებების უზრუნველყოფა არ გულისხმობს ერთი რომელიმე უფლების სხვა უფლებასთან შედარებით უპირატესად რეალიზების, ან დ-–--- უფრო მაღალი პრივილეგიით სარგებლობის შინაარსს. ე.ი. მშობლის ბუნებითი უფლება იცხოვროს შვილთან ერთად ერთ ოჯახად, არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე, არ მიიჩნევა აბსოლუტურ და შეუზღუდავ უფლებად და, ამა თუ იმ პირობების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ კონტროლს ექვემდებარება. მშობლის უფლების შემზღუდავი ნორმები გათვალისწინებულ-- ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1205-1207-ე მუხლებში. მითითებული ნორმების თანახმად, მშობლისათვის უფლების შეზღუდვა დასაშვებია გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს, არ ზრუნავენ მასზე, არ უქმნიან მისთვის უსაფრთხო გარემოს და ა.შ. ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, არცერთ მითითებულ გარემოებას ადგილი არა აქვს და მოსარჩელესაც არ მიუთითებია, პალატა მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი მ---- და თ---- ლ----------ების კანონით დაცული უფლება, იცხოვრონ დედასთან ერთად, ბავშვების საუკეთესო ინტერესებს ემსახურება, ოჯახური ცხოვრების კონცეფციის ჭრილში. შესაბამისად, არ არსებობს ე-- რ-------ისათვის მშობლის უფლების შეზღუდვის საფუძველი, რაც გამორიცხავს აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრისა და ზ------ ლ----------ის სარჩელის დაკმაყოფილებას. 4.17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც ზ------ ლ----------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, ზ------ ლ----------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველ--.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლ-- საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ზ------ ლ----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სამტრედიის რ--------–- სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის ზ------ ლ----------ის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ------ ლ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად სამტრედიის რ--------–- სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილ--;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ს----------–--- უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილ-- განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულ-- განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელ--;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე