განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2018
საქმის ნომერი
160100117002024932
ინსტანცია
თარიღი
10.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 160100117002024932

საქმე №1ბ/1045-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 თებერვალი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ნანა უნდილაშვილის მდივნობით,პროკურორის: ს-----------–----–--ის

მსჯავრდებულის: რ----------------ის

ადვოკატის: ს---–------------–---ის

თარჯიმნის: იგორ მაისურაძის

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულ რაუფ ბაირამოვის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----------------ის მიმართ, დაბადებული 1976 წლის 28 ივნისს, პირადი ნომერი: 28101126405; საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეულის რაიონი, სოფელ კაჩაგანში; დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განაჩენით, რ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ რაუფ ბაირამოვს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადა ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2017 წლის 8 მაისიდან.

რ----------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ეს იგი, სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 03:30 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ კაჩაგანში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა რ----------------მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის საცხოვრებელ სახლში, დედამისს ნ-----–-------------ს სახის არეში ხელის ერთჯერადი დარტყმით და ფეხის არაერთჯერადად დარტყმის გზით განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ნაწილის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით განსაზღვრა, ხოლო ნაწილის პირობითად ჩათვლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ნ-----–-------------ს, ს----------------ის, ა-–--------------–--------ის, ა-–-------–--------ის ჩვენებებით; 2017 წლის 23 თებერვლის დათვალიერების ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის N001357117 დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის N114/სბ დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის N136/ქმ დასკვნით, 2017 წლის 31 მაისის ამოღების ოქმით, 2017 წლის 5 ივნისის ამოღების ოქმით, სტაციონალური სასამართლო ფსიქიატრიული-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზის N004380317 დასკვნით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.

ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ რ----------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას. მართალია, მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, მაგრამ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მის მიერ ჩადენილი ქმედების ძალადობრივი ხასიათი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და დამდგარი მძიმე შედეგი. ასეთ პირობებში კი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გამოყენება მიზანშეუწონელია.

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ რ----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. რ----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით;

4. რ----------------ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2017 წლის 8 მაისიდან.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ რ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

6.სისხლის სამართლის საქმეზე დართული ნივთმტკიცებების ბედი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ქსოვილის ფრაგმენტი, მუთაქის ფრაგმენტი, ხალიჩის ფრაგმენტი, ნ-----–-------------ს სისხლის ნიმუში, რ----------------ის სისხლის ნიმუში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

- ნ-----–-------------ს ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს ნ-----–-------------ს;

- რ----------------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს რაუფ ბაირამოვს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი