განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1/ბ-230-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორ - გ-------–------–-–---–ის,ადვოკატ - ნ------------–---–ის,გამართლებულ - ბ--------–----ას მონაწილეობით,ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორ გ-------–------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ბ--------–----ას მიმართ - დაბადებული 1----–-–------------------ს, პ/ნ 0----------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, მცხოვრები: ქ-------–------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით;
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
ო--------------ემ პირადი მოტივით, შურისძიების მიზნით გადაწყვიტა გ--------–----–----ის განზრახ მკვლელობა. 2017 წლის 3 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, გ--------–----–----ე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ,,B---ს‘‘ მარკის ავტომანქანით მიემართებოდა სახლისაკენ, რა დროსაც თბილისში, ი------------–---–--------------------- ქუჩების კვეთაზე, მჭიდროდ დასახლებულ ადგილას დახვდა მას ო--------------ე. იგი მიუახლოვდა ავტომანქანის საჭესთან მჯდომ გ--------–----–----ეს და ცეცხლსასროლი იარაღით, პირდაპირი განზრახვით, დამიზნებით, რამდენიმე გასროლით მოკლა გ--------–----–----ე. ო--------------ის ქმედებით საფრთხე შეექმნა შემთხვევის ადგილზე მყოფ მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ბ--------–----ამ ნამდვილად იცოდა, რომ ო--------------ემ 2017 წლის 3 მაისს ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - გ--------–----–----ის განზრახ მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებებში და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის განაჩენით:
ბ--------–----ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი, რომ ბ--------–----ამ ნამდვილად იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის - გ--------–----–----ის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის შესახებ, რის თაობაზეც არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორმა გ-------–------–-–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის განაჩენის გაუქმება და ბ--------–----ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
პროკურორმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან გამოძიების ეტაპზე მოპოვებული და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ბ--------–----ას მიმართ წარდგენილი ბრალდება უტყუარადაა დადასტურებული. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნ-----------–-–---–ის „-------- მარკის ავტომანქანაში, რომლითაც შემთხვევის ადგილზე მიიყვანა ო--------------ე, აღმოჩნდა როგორც ნ-----------–-–---–ისა და ო--------------ის, ასევე ბ--------–----ას გენეტიკური პროფილი. ნიშანდობლივია ასევე გ--------–----–----ის მკვლელობის შემდეგ, იმავე ღამეს, ნ-----------–-–---–ისა და ბ--------–----ას შეხვედრა მ------–-–---–ის ბიძასთან - ა---------------–---–თან, რაც სასამართლო სხდომაზე დადასტურებულია ამ უკანასკნელის მიერ. ასევე დადგენილია ის ფაქტიც, რომ ამავე ღამეს ნ-----------–-–---–ი დარჩა ბ--------–----ას ოჯახში და 4 მაისსაც დაკავებამდე ისინი ერთად იმყოფებოდნენ. ბრალდების მხარის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეების: ნ-----–----–----ის, ე-–----------–---–ის, დ--------–---–ის და გ------------–--ის ჩვენებების ანალიზი უტყუარ საფუძველს წარმოადგენს, რომ ბ--------–----ამ იცოდა ო--------------ის მიერ გ--------–----–----ის განზრახ მკველელობის შესახებ. გამოკვლელული მტკიცებულებები აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ბ--------–----ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა გ-------–------–-–---–მა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
გამართლებულმა ბ--------–----ამ და მისმა ადვოკატებმა ნ------------–---–მა მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ბ--------–----ას ქმედებაში გამოვლენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, პალატა არ იზიარებს, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–----–----ის განმარტებით, ის არის გარდაცვლილ გ--------–----–----ის და. 2017 წლის 3 მაისს იმყოფებოდა ძმასთან ერთად, როდესაც ამ უკანასკნელს დაურეკა მეგობარმა ი-----–-------–---–მა, მეტსახელად ,,პ-–---მ‘‘ და სთხოვა გ-------ს, გაევლოთ მასთან. როდესაც შეხვდნენ აღნიშნულ პიროვნებას, მისი ძმა და ,,პ-–---‘‘ რაღაც საკითხზე საუბრობდნენ ერთმანეთში, რა დროსაც ახსენებდნენ ფულს, მანქანას და ბ----ს. მოწმის განმარტებით, „პ-–---ს“ ბ--------–----ა ძალიან კარგად იცნობს და მეგობრობს მასთან. შემდეგ ისინი დაცილდნენ ერთმანეთს და თავად წავიდა სამსახურში. საღამოს, დაახლოებით 18 საათზე დაუკავშირდა ძმას პირად საკითხზე და ისაუბრეს, ხოლო დაახლოებით 21 საათი ან 10-ის ნახევარი იქნებოდა, როდესაც დაურეკა მეგობარმა, უთხრა, რომ გ------- იყო დაჭრილი და იმყოფებოდა საავადმყოფოში. როდესაც მივიდა, ძმა გარდაცვლილი დახვდა. რძლისგან შეიტყო, რომ მკვლელობის დღეს, სახლში დაბრუნებულს, ეზოში შეხვდა გ-------, რომელმაც უთხრა, რომ ელოდებოდნენ სტუმრებს და მაღაზიაში წასულიყო, რათა მომზადებულიყვნენ მათ დასახვედრად; ხოლო მას (გ--------–----–----ეს) დაურეკა ბ--------–----ამ, რომელსაც უნდა შეხვედროდა, ფული გამოერთმია და მალე დაბრუნდებოდა. გ--------–----–----ე გავიდა ეზოდან და დაძრა მანქანა, რა დროსაც მეუღლემ დაინახა, რომ ვერცხლისფერმა ავტომანქანამ „-------, დაიწყო მოძრაობა გ-------ს მანქანის საპირისპიროდ, გადაუკეტა გზა და გ-------მ ვეღარ შეძლო მოძრაობა. ხესთან იდგა ვიღაც ბიჭი, რომელიც შემდგომ ამოიცნეს ო--------------ე, რომელმაც განახორციელა გ--------–----–----ის მიმართულებით სროლა. მოწმის განმარტებით, აღნიშნული მანქანა მას და მის რძალს მანამდეც რამდენჯერმე ჰყავდათ შემჩნეული, სახლთან ახლოს გაჩერებული. როგორც მისთვის არის ცნობილი, ბ--------–----ამ და ,,პ-–---მ‘‘ ვიღაც ს--------–-------– ბიჭს გამოაყვანინეს დალომბარდებული ავტომანქანა ,,მოგოდან‘‘, რომელიც შემდეგ დაშალეს და ნაწილებად გაყიდეს; ,,მოგო‘‘ უჩიოდა ამ ბიჭს, რომ ავტომანქანა დაებრუნებინა, ან ფული გადაეხადა. მან კი ვერცერთი ვერ მოახერხა და დახმარება სთხოვა გ--------–----–----ეს, რომელმაც ბ--------–----ას მოსთხოვა, რომ ფული დაებრუნებინათ ,,მოგოსთვის‘‘, სხვა შემთხვევაში - ს---- დაიჭერდნენ. სწორედ ამ ფულთან დაკავშირებით იყო საუბარი და ამ მიზეზით გაიყვანა ბ--------–----ამ გ--------–----–----ე გარეთ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----------–-–---–მა განმარტა, რომ არის ბ--------–----ას მეგობარი, რომელსაც 2017 წლის 3 მაისს შეხვდა პლეხანოვზე, იმ დღეს დარჩა ბ----სთან სახლში. მეორე დილას თავად წავიდა სტომატოლოგთან, ხოლო ბ--------–----ას ცხვირი ჰქონდა ახალი ნაოპერაციები და უნდა წასულიყო ექიმთან. მას შემდეგ, რაც 2017 წლის 4 მაისს, დილას დაშორდა ბ----ს, შეიტყო რომ გ--------–----–----ის მკვლელობა ო--------------ის მიერ იყო ჩადენილი. მოგვიანებით, როდესაც ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ა--–--ის ქუჩაზე, 5 წუთში დააკავეს პოლიციელებმა; შესაბამისად, მკვლელობის შესახებ ბ----ს მისთვის არაფერი უთქვამს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა---------------–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგინდა, რომ ბ--------–----ა არის მისი დისშვილის - ნ-----------–-–---–ის მეგობარი. 2017 წლის 3 მაისს, საღამოს დაუკავშირდა ნ--- და უთხრა, რომ რაღაც პრობლემა ჰქონდა ავტომობილთან დაკავშირებით, ესაჭიროებოდა ფული და შეხვედროდნენ ერთმანეთს. მას შეხვდა მარჯანიშვილის მოედანზე, დაახლოებით ღამის 22-23 საათზე. ნ---ს თან ახლდა ბ--------–----ა, რომელსაც მხოლოდ მიესალმა და მასთან სხვა საუბარი არ ჰქონია, ის და ნ--- ცალკე საუბრობდნენ. ნ---ს გადასცა ფული და 10-15 წუთში დაშორდნენ ერთმანეთს.
მოწმე გ------------–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოახსენა, რომ არის ბ--------–----ას მეგობარი. 2017 წლის 4 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე შეხვდა ბ--------–----ას, შემდეგ გაუარეს ე-–--ეს და დ----ს და წავიდნენ წყნეთში. როდესაც უკან ბრუნდებოდნენ, ბ--------–----ამ დაურეკა მამამისის მეგობარს, ვინაიდან პრობლემა ჰქონდა მამამისს და უნდა გაერკვია, თუ როგორ დახმარებოდნენ მას. როდესაც მივიდნენ მეტროსადგურ ,,დ--–--თან‘‘ აღნიშნულ პიროვნებასთან შესახვედრად, დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ--------–---–ის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, არის ბ--------–----ას მეუღლე. 2017 წლის 1 მაისს იკამათეს და 4 მაისამდე კონტაქტი არ ჰქონია მასთან. 4 მაისს მიაკითხეს მეუღლემ, ე-–----------–---–მა და გ------------–--ემ. ისაუბრეს ბ----ს პრობლემაზე, რომ მამამისი იყო დაკავებული და ეძებდნენ ადვოკატს. ცოტა ხანი ისეირნეს, წყნეთში ავიდნენ და უკან დაბრუნებისას დაუკავშირდნენ ადვოკატს, რომელსაც უნდა შეხვედროდნენ მეტრო ,,დ--–--თან‘‘, თუმცა მასთან დალაპარაკება ვერ მოახერხეს, ვინაიდან მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები.
მოწმე ე-–----------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოახსენა, რომ არის ბ--------–----ას მეგობარი. მომხდართან დაკავშირებით იცის, რომ დაკავებული იყო ბ----ს მამა - ჯ---- და მისთვის ეძებდნენ ადვოკატს. რასთან დაკავშირებით იყო ბ----ს მამა დაკავებული, არ იცის. ადვოკატის მეშვეობით უნდა დაედგინათ, თუ სად ყავდათ იგი გადაყვანილი. დაურეკეს ადვოკატს, რომელსაც უნდა შეხვედროდნენ მეტროსადგურ „დ--–--თან“, რა დროსაც დააკავეს ბ--------–----ა. გ--------–----–----ის მკვლელობის შესახებ ბ----ს არაფერი უთქვამს, აღნიშნული მან შეიტყო სოციალური ქსელის საშუალებით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----– ს-----–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 4 მაისს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიიღეს ინფორმაცია, რომ გ--------–----–----ის მკვლელობა ჩადენილი უნდა ჰქონოდათ ო--------------ესა და ნ-----------–-–---–ს, ხოლო აღნიშნულის შესახებ უნდა სცოდნოდა ბ--------–----ას. ამავე ინფორმაციით, ბ--------–----ა და ნ-----------–-–---–ი უნდა ყოფილიყვნენ თბილისში, ა--–--ის ქუჩაზე. შეიქმნა ჯგუფი და თანამშრომლები გავიდნენ მითითებულ ადგილას, სადაც შენიშნეს აღნიშნული პირები. შენიშნეს, რომ ბ--------–----ა იჯდა ტაქსში, ხოლო ნ-----------–-–---–ი - ჯდებოდა. როდესაც ერთ-ერთი პოლიციელი მივიდა მ------–-–---–თან, ბ--------–----ა გადახტა ტაქსიდან და გაიქცა. იგი თანამშრომელთან ერთად დაედევნა, მაგრამ ბ--------–----ა გადახტა ღობეზე და დაკარგეს თვალთახედვის არედან, რის გამოც იმ მომენტისთვის ვეღარ მოხერხდა მისი დაკავება და დაბრუნდა უკან. რამდენიმე საათის შემდეგ, თანამშრომლებთან - ქ------–--ს ხ--------სთან და ი-----–- ქ-----–---სთან ერთად ბ--------–----ა დააკავა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ჩაუტარა პირადი ჩხრეკა და გადაიყვანა თბილისის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმის სისწორე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე შ--–----–------ემ განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც გ--–----–----ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება, თანამშრომლის მიერ მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ მკვლელობა განხორციელებული იყო ნ-----------–-–---–ისა და ო--------------ის მიერ, ხოლო ბ--------–----ა ამ ფაქტის შესახებ ფლობდა გარკვეულ ინფორმაციას. ამავე ინფორმაციის თანახმად, ბ--------–----ა და ნ-----------–-–---–ი უნდა ყოფილიყვნენ ფ--–--–---–ისა და ა--–--ის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე გასვლის შემდეგ, როდესაც შენიშნეს აღნიშნული პირები, იგი (შ--–----–------ე) თავის წარდგენის მიზნით მიუახლოვდა ნ-----------–-–---–ს, ამ დროს ბ--------–----ამ გააღო ტაქსის კარი და გაიქცა, რა დროსაც მისი დაკავება ვერ მოხერხდა. ბ--------–----ა დაკავებული იქნა მოგვიანებით და როგორც ახსოვს, მისი ერთ-ერთი დამკავებელი პირი იყო პოლიციელი მ-----– ს-----–---–ი.
ბრალდებულმა ბ--------–----ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ გ--------–----–----ეს იცნობდა ბავშვობიდან და მეგობრობდა მასთან, კონფლიქტი და უთანხმოება არასდროს ჰქონიათ. ასევე მეგობრობდა ნ-----------–-–---–თან და ო--------------ესთან. 2017 წლის 3 მაისს, საღამოს იმყოფებოდა ნ-----------–-–---–თან, ო--------------ესა და ა----------------. მერე ისინი წავიდნენ ავტოსკოლაში, ხოლო თვითონ დარჩა სახლში. საათნახევრის შემდეგ ისევ დაუკავშირდა ნ-----------–-–---–ს, კვლავ შეხვდა მას და ო--------------ეს და წავიდნენ მარჯანიშვილის მოედანზე არსებულ კაფე ,,დისქავერში‘‘. ნ-----------–-–---–ისა და ო--------------ისთვის რაიმე განსაკუთრებული არ შეუნიშნავს. ამ პერიოდში დაურეკა მეგობარმა და სთხოვა გ--------–----–----ის მეგობრის ტელეფონის ნომერი. მეგობარმა ასევე უთხრა, რომ გ------- იყო დაჭრილი. დაახლოებით 10-15 წუთში კაფეში მივიდა ნ-----------–-–---–ის ბიძა, რომელსაც ნ---მ გამოართვა ფული, ვინაიდან ავტომანქანა ჰყავდა გაფუჭებული. იმ ღამეს ნ--- დარჩა მასთან სახლში, ხოლო ო--------------ე ცალკე წავიდა. 2017 წლის 4 მაისს, დილას, თვითონ წავიდა ექიმთან ცხვირზე პროცედურების ჩასატარებლად, ხოლო ნ--- წავიდა კბილის ექიმთან, რის შემდეგაც ერთმანეთს შეხვდნენ მრგვალ ბაღთან. ტაქსში სხდებოდნენ, როდესაც მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, ძალიან ბევრნი იყვნენ და ვერ მიხვდა რა ხდებოდა. ვინაიდან აქვს პირობითი მსჯავრი, შეეშინდა და გაიქცა. შემდგომ შეხვდა მეგობრებს და წავიდნენ წყნეთში სასეირნოდ. მათთან ერთად ყოფნისას დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მამამისი იყო დაკავებული. ამის შემდეგ დაუკავშირდა ერთ-ერთ ადვოკატს და შეთანხმდნენ მეტროსადგურ ,,დ--–--თან‘‘ შეხვედრაზე, სადაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. ბ--------–----ას განმარტებით, მას გ--------–----–----ის და ო--------------ის დაძაბულ ურთიერთობაზე არაფერი სმენია. თ-------ის მიერ გ--------–----–----ის მკვლელობის შესახებ შეიტყო დაკავების შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებისგან.
ამდენად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე სასამართლო აფასებს რა წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორ გ-------–------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბ--------–----ას ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვვალისწინებული ქმედების ჩადენაში.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართის საქმეზე ვერ იქნა შეკრებილი იმ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ბ--------–----ას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საგამოძიებო ორგანოთა და სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირება და ობიექტური მხრივ, პასიურ ქცევაში - უმოქმედობაში გამოიხატება. იგი გულისხმობს ქმედების ჩადენას პირდაპირი განზრახვით, როდესაც პირს გაცნობიერებული აქვს, რომ არ აცხადებს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, ან კოდექსის ამავე მუხლში მითითებული ნაკელბად მძიმე დანაშაულის მომზადების ან ჩადენის შესახებ, რაც მან ნამდვილად იცის და სურს - არ მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის ცოდნის ნამდვილობას, რომ მზადდება ან ჩადენილია დანაშაული. აღნიშნული გულისხმობს კონკრეტული სარწმუნო ინფორმაციის ცოდნას დანაშაულის ხასიათსა და შინაარსზე ან/და იმ პირზე, ვინც ამზადებს ან ჩაიდინა დანაშაული. ვარაუდის ან საეჭვო ხასიათის ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში დაუშვებელია პირის პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით ვერ დასტურდება ფაქტი, რომ ბ--------–----ამ ნამდვილად იცოდა ო--------------ის მიერ გ--------–----–----ის მკვლელობის შესახებ. მოწმე ნ-----–----–----ის ჩვენებით, შემთხვევის დღეს ბ--------–----ას და გ--------–----–----ეს ჰონდათ კონტაქტი ერთმანეთთან და გარდაცვლილი იმ საღამოს სწორედ მასთან შესახვედრად მიდიოდა. მანვე მიუთითა შეხვედრის მიზეზიც - ბ--------–----ას ფული უნდა მიეცა მისი ძმისთვის. თუმცა, ყოველივე აღნიშნულის შეფასების საფუძველზე არ იკვეთება ის გარემოება, რომ ბ--------–----ამ იცოდა ო--------------ის განზრახვის თაობაზე.
რაც შეეხება ბ--------–----ასა და ნ-----------–-–---–ის 2017 წლის 3 და 4 მაისს ერთად ყოფნის ფაქტს, აღნიშნული არ უარყო ამ უკანასკნელთაგან არცერთმა. ბ--------–----ამ განმარტა, რომ 3 მაისს ო--------------ესთან ერთად ნამდვილად იმყოფებოდა ნ-----------–-–---–ის კუთვნილ ავტომანქანაში, მოგვიანებით კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და გარკვეული პერიოდი ერთად გაატარეს, ხოლო ნ-----------–-–---–ი ღამეც მასთან დარჩა სახლში. ამ ნაწილში ბ--------–----ას ჩვენება გამყარებულია ნ-----------–-–---–ის და ასევე მისი ბიძის - ა---------------–---–ის ჩვენებებით. ა---------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ შემთხვევის ღამეს დისშვილს (ნ-----------–-–---–ს) და ბ--------–----ას შეხვდა მარჯანიშვილის მოედანზე და გარკვეული თანხა გადასცა მ------–-–---–ს, ჩ--–----ას კი მიესალმა და მასთან სხვა სახის კონტაქტი არ ჰქონია; მოწმის ჩვენების შეფასებით, ბ--------–----ას მხრიდან არ იკვეთება შ----–----ის მკვლელობის ფაქტზე ინფორმაციის ფლობა. ამასთან, მ------–-–---–მა განაცხადა, რომ ო--------------ის მიერ შ----–----ის მკვლებობის შესახებ თავადაც მეორე დღეს, ბ--------–----ასთან დაშორების შემდეგ შეიტყო. შესაბამისად, მისთვის არაფერი უთქვამს. ამ ფონზე ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდეგნილი შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა იმ გარემოების დადასტურებისათვის, რომ ბ--------–----ამ შემთხვევის დღესვე იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ. მხოლოდ ის გარემოება, რომ ნ-----------–-–---–მა ბიძას - ა---------------–---–ს უთხრა, რომ ქონდა პრობლემები და ესაჭიროებოდა ფული, რაც ამ უკანასკნელმა გადასცა კიდეს ნ-----------–-–---–ს, ხოლო ამ დროს ნ-----------–-–---–თან ერთად იმყოფებოდა ბ--------–----ა, ვერ იქნება მიჩნეული ბ--------–----ას მიმართ წარდგენილი ბრალდების მადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად.
საყურადღებოა მოწმეების - გ------------–--ის, დ--------–---–ის და ე-–----------–---–ის ჩვენებებიც, რომლებიც იმავე თანმიმდევრობით ასახავენ 2017 წლის 4 მაისს ბ--------–----ასთან შეხვედრის დეტალებს, როგორც თავად ბრალდებული. მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფრომაციით ბ--------–----ას გ--------–----–----ის მკვლელობის თაობაზე არაფერი უთქვამს, ისაუბრეს მხოლოდ ერთ პრობლემაზე, რაც ეხებოდა ჩ--–----ას მამის დაკავებას და მისთვის ადვოკატის მოძებნას. პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მოსაზრებას, რომ მოწმეთა ჩვენებები ამ ნაწილში არ უნდა იქნას გაზიარებული, ვინაიდან, საქმის მასალებით არ არის დადასტურებული ბ--------–----ას მამის დაკავების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში გ------------–--ის, დ--------–---–ის და ე-–----------–---–ის ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია და თანხვედრილია როგორც ერთმანეთთან, ისე ბ--------–----ას ჩვენებასთან. ბრალდების მხარემ კი ვერ უზრუნველყო თუნდაც ერთი უტყუარი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც აღნიშნულ პირთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის და მათ გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს შექმნიდა.
პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს - „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“.
აქვე პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია შემდეგი: ,,მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის, ისევე როგორც მართლმსაჯულების განხორციელებისას, ზოგადად, სახელმწიფო შებოჭილი უნდა იყოს მკაფიოდ ფორმულირებული საკანონმდებლო ნორმებით, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს თვითნებობის ან შეცდომის დაშვების საფრთხეს. სახელმწიფოს ხელთ არსებული მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც დანაშაულთან დაკავშირებული ფაქტებისა და გარემოებების გამოძიებისკენ არის მიმართული, არ უნდა იქნეს ბოროტად გამოყენებული. გონივრულმა, ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრულმა საკანონმდებლო ნორმებმა უნდა დააბალანსოს ბუნებრივი უპირატესობა, რომელიც შეიძლება ბრალდების მხარეს დაცვის მხარესთან შედარებით გააჩნდეს და შესაძლებლობა მისცეს ბრალდებულს, სრულყოფილად დაიცვას საკუთარი ინტერესები, რაც, თავის მხრივ, მართლმსაჯულების ინტერესებს ემსახურება. ასეთია კანონის უზენაესობის პატივისცემისა და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპების მოთხოვნა. თვითნებობისა და შეცდომის თავიდან აცილება ემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს, ხელს უწყობს დანაშაულის სათანადოდ გამოძიებას, რეალური დამნაშავის გამოვლენას და შემდგომ მის მსჯავრდებას“.
ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგენისათვის უალტერნატივო საშუალებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. ამასთან, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს, ასევე შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები და მიიჩნია, რომ ბ--------–----ას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის ფლობა წარმოადგენს საეჭვო გარემოებას. ბრალდების მხარემ კი ვერ უზრუნველყო იმ უტყუარ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომელთა ერთობლიობაც გახდებოდა აღნიშნული ეჭვის გაბათილების და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბ--------–----ას დამნაშავედ ცნობის საფუძველი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის გამამართლებელი განაჩენი ბ--------–----ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორ გ-------–------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის განაჩენი:
ბ--------–----ა უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ბ--------–----ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
გამართლებულ ბ--------–----ას უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ნ-----------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, ხუთი საბრძოლო ვაზნა და მოშავო ფერის მაყუჩი გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს;
გ--------–----–----ის მართვის მოწმობა, გალფის ბარათი და ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, ტანსაცმელი და პირადი ნივთები; ნ-----------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა და პირადი ნივთები; ო--------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დოკუმენტაცია და პირადი ნივთები, ო--------------ის ტანსაცმელი და ბ--------–----ას ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი და მუქი ფერის ტყავის საფულე, მასში არსებული ნივთებით; ავტომანქანა ,,B--‘‘, ს-------------- ავტომანქანა ა------------- სახ.#K--------, მოქალაქის პასპორტი, სიმბარათის ჩარჩო, 6 ცალი სანთებელა, გადახდის ქვითრები, ,,AIPONE-ს‘‘ ფირმის მობილური ტელეფონი, 1 ცალი მუქი ფერის სათვალე, 1 ცალი სიგარეტის კოლოფი, 1 ცალი მუქი ფერის დუტის ჟილეტი, 4 ცალი ქაღალდის ფურცელი, 1 ცალი მეხსიერების ბარათი, ავტომანქანის ტექნიკური სარეგისტრაციო მოწმობა, 1 ცალი საბანკო ბარათი, 1 ცალი გასაღები ლითონის რგოლით, 1 ცალი შავი ფერის კაპიშონიანი მაისური და 1 ცალი შავი ფერის კაპიშონის ქუდი დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
12 ცალი მასრა, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, ლითონისა და მეტალის ფრაგმენტები, ნერწყვის და ანაწმენდის ნიმუშები, სიგარეტის ნამწვი, ხელის კვლები და დაქტილოფირი განადგურდეს;
გ--------–----–----ის ავადმყოფობის ისტორიის დედანი და 12 ცალი ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. კაპანაძე