განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.03.2018
საქმის ნომერი
050210117002098759
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
21.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050210117002098759

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე № 2/ბ-1315-17 21 მარტი 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი(მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - შპს „------“ ზ----- ფ-----ე შპს ,,ს----------–--- გ--------------–- წ---–------------- კ------ია” დ----- კ-------–-ილი

დავის საგანი - დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან განთავისუფლება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკისრება, შპს ,,ს----------–--- გ--------------–- წ---–------------- კ------იას“ მიერ, შპს „------“-სათვის დარიცხული 401164,02 ლარის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლება.

 

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2013 წლის 16 სექტემბერს, შპს ,,ს----------–--- გ--------------–- წ---–-------------კ------იასა’’ და შპს ,,ზ----ს’’ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0-------- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებამდე მისაყვანი წყალსადენისა და წყალარინების სისტემის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 6 686 067 ლარს. ხელშეკრულების 9.1 პუნქტით გათვალისწინებული იყო ვალდებულების შეუსრულებლობის, ან შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების 0,1%-ის ოდენობით, რაც 2016 წლის 01 სეტემბრის შეთანხმებით გაიზარდა 0,15%-მდე. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაირკვა, რომ პროექტი, რითაც უნდა განხორციელებულიყო მშენებლობა, არ შეესაბამებოდა რეალობას, ასევე დამკვეთს საკუთრებაში არ გააჩნდა ის მიწის ნაკვეთები რაზედაც უნდა განხორციელებულიყო მშენებლობა. ამ მიზეზების გამო, მხარეთა შეთანხმებით არაერთხელ გადაიწია სამუშაოს შესრულების ვადამ, რაც საბოლოოდ განისაზღვრა 2017 წლის 31 დეკემბერი. 2017 წლის სექტემბერში, შპს ,,ს----------–--- გ--------------–- წ---–------------- კ------იამ აცნობათ, რომ 2017 წლის ივნისის თვეში სამუშაოს შესრულებლობისათვის დაერიცხათ პირგასამტეხლო 401 164,02 ლარი, რასაც შპს „------“ არ ეთანხმება, ვინაიდან ხელშეკრულებით შეთანხმებული არ ყოფილა ყოველთვიურად შესასრულებელი სამუშოების გეგმა- გრაფიკი და ამ გრაფიკის დარღვევისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება. გარდა ამისა, შპს „------ს“ მიერ, ნაზარდი ჯამით შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 3 436 240,54 ლარი. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა-------------–-–------------------------–-–------–------------–--------0-------- ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2017 წლის 28 აპრილის შეთანხმებით, 6.2. პუნქტში შეტანილი იქნა ცვლილება, კერძოდ, ხელშეკრულების დანართი №1-ით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები (სათავე ნაგებობა, რეზერვუარები, ჭაბურღილის სამართავი კამერები, წყლის მაგისტრალური მილდენის მოწყობა და კანალიზაციის კოლექტორის მოწყობა) მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის 31 მარტამდე, ხოლო დანართი №1-ით გათვალისწინებული დანარჩენი სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა არაუგვიანეს 2017 წლის 01 ოქტომბრისა, თანდართული დანართი №3 (გეგმა-გრაფიკის) მიხედვით, დანართი №2 შესაბამისად. ხელშეკრულებაზე თანდართული გეგმა-გრაფიკის (დანართი N3) შესაბამისად, 2017 წლის ივნისის თვეში, შპს „------ს“ უნდა შეესრულებია 241 900 ლარის სამუშაოები, რაც არ განუხორციელებია და შეუსრულებლობის საპატიო მიზეზები კ------იისათვის არ უცნობებია. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა ვალდებულების შეუსრულებლობას, რისთვისაც კ------იამ, ხელშეკრულების 9.1. პუნქტის საფუძველზე, შპს „------ს“ დააკისრა პირგასამტეხლო. 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. შპს ,,ზ----ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს; 2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია; დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა არსებითი მნიშვნელობის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2013 წლის 16 სექტემბერს, შპს ,,ს----------–--- გ--------------–- წ---–-------------კ------იასა’’ და შპს ,,ზ----ს’’ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0-------- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებამდე მისაყვანი წყალსადენისა და წყალსარინების სისტემის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 6 686 067 ლარს. 2.2. ხელშეკრულების 9.1 პუნქტით გათვალისწინებული იქნა ვალდებულების შეუსრულებლობის, ან შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების 0,1%-ის ოდენობით, რაც 2016 წლის 01 სეტემბრის შეთანხმებით გაიზარდა 0,15%-მდე. 2.3. 2013 წლის 16 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0-------- ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2016 წლის 15 ნოემბრის შეთანხმებით, 6.2. პუნქტში შეტანილი იქნა ცვლილება, კერძოდ, ხელშეკრულების დანართი №1-ით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები (სათავე ნაგებობა, რეზერვუარები, ჭაბურღილის სამართავი კამერები, წყლის მაგისტრალური მილდენის მოწყობა და კანალიზაციის კოლექტორის მოწყობა) მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის 31 მარტამდე, ხოლო დანართი №1-ით გათვალისწინებული დანარჩენი სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა არაუგვიანეს 2017 წლის 30 აპრილისა თანდართული გეგმა-გრაფიკის (სამუშაოს შესრულების დეტალური გეგმა გრაფიკი ფინანსური და კონკრეტულად განხორციელებულ სამუშაოთა მოცულობათა ვადების ჭრილში) შესაბამისად (დანართი3). მიმწოდებელი ვალდებული იყო არაუგვიანეს 2016 წლის 22 ნოემბრისა წარედგინა პროექტის (დანართი 2) შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა. 2.4. 2013 წლის 16 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0-------- ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2017 წლის 28 აპრილის შეთანხმებით, 6.2. პუნქტში შეტანილი იქნა ცვლილება, კერძოდ, ხელშეკრულების დანართი №1-ით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები (სათავე ნაგებობა, რეზერვუარები, ჭაბურღილის სამართავი კამერები, წყლის მაგისტრალური მილდენის მოწყობა და კანალიზაციის კოლექტორის მოწყობა) მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის 31 მარტამდე, ხოლო დანართი №1-ით გათვალისწინებული დანარჩენი სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა არაუგვიანეს 2017 წლის 01 ოქტომბრისა, თანდართული დანართი №3 (გეგმა-გრაფიკის) მიხედვით, დანართი №2 შესაბამისად. 2.5. 2017 წლის 05 სექტემბრის №10484/1 წერილის თანახმად, შპს ,,ზ----ს’’ ეცნობა-------------–-–------------------------–-–------–------------–--------0-------- ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, 2017 წლის 28 აპრილის შეთანხმების მე-2 მუხლის 2.2 პუნქტის შესაბამისად, დანართი №3 (გეგმა-გრაფიკი) თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით, 2017 წლის ივნისის თვეში უნდა შეესრულებინა 241 900 ლარის სამუშაოები და შესრულების დამადასტურებელი ფორმა 2 უნდა წარედგინა კ------იაში. შპს ,,ზ----ს’’ მხრიდან აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა, რის გამოც, ხელშეკრულების 9.1 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, 2017 წლის პირველი ივლისიდან-10 აგვისტომდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შპს ,,ზ----ს’’ დაეკისრა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების (6 686 067 ლარი) 0.15% ოდენობით პირგასამტეხლო, რამაც მთლიანობაში შეადგინა 401 164.02 ლარი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.6. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის მე-3, 316-ე, 319-ე, 317-ე, 629-ე, 361-ე, მე-400, 416-ე, 417-ე, 418-ე მუხლებზე და განმარტა: მოცემულ შემთხვევაში, 2013 წლის 16 სექტემბერს, შპს ,,ს----------–--- გ--------------–- წ---–------------- კ------იასა’’ და შპს ,,ზ----ს’’ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0-------- ხელშეკრულება, თავის არსით არის ნარდობის ხელშეკრულება (სკ-ის 629-ე მუხლი), რადგან ხელშეკრულების საგანია მომსახურების გაწევა - სამუშაოების შესრულება. 2.7. სამოქალაქო კოდექსის 361.2 და მე-400 მუხლების თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, წარმოიშობა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ასევე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება (სკ-ის 417-ე მუხლი). მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე (9.1. პუნქტი), ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის, შპს ,,ს----------–--- გ--------------–- წ---–------------- კ------იას’’ წარმოეშობოდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. 2.8. მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ზ----ს’’ მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ეტაპი სამუშაოებისა შესრულებულია. 2.9. მხარეთა შეთანხმებით შედგა შესასრულებელი სამუშაოების ვალდებულების შესრულების გადანაწილება თვეების მიხედვით, რაც გათვალისწინებულია გეგმა-გრაფიკში დანართი №3-ის მიხედვით და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულებაზე თანდართული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, შპს ,,ზ----ს’’ 2017 წლის ივნისის თვეში უნდა შეესრულებინა 241 900 ლარის სამუშაოები, რაც არ შესრულებულა. 2.10. გაზიარებული არ იქნა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გეგმა-გრაფიკის დარღვევა არ ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრებას. სასამართლომ განმარტა, რომ 2016 წლის 15 ნოემბერს, ხელშეკრულების 6.2 პუნქტში შეტანილი ცვლილებით ,,დანართი №1-ით გათვალისწინებული დარჩენილი სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა არაუგვიანეს 2017 წლის 30 აპრილისა თანდართული გეგმა-გრაფიკის (სამუშაოს შესრულების დეტალური გეგმა გრაფიკი ფინანსური და კონკრეტულად განხორციელებულ სამუშაოთა მოცულობათა ვადების ჭრილში) შესაბამისად (დანართი№3)’’ (იხ. პუნქტი 3.1.6.). ვინაიდან, შპს ,,ზ----ს’’ მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას, 2013 წლის 16 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0-------- ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2016 წლის 01 სექტემბრის შეთანხმების 9.1. პუნქტის საფუძველზე, პირგასამტეხლოს დაკისრება ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად ჩაითვალა, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო, ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრებას. მსგავსი ჩანაწერი არ მოიძებნება არც თავდაპირველ ხელშეკრულებაში, არც შემდგომ გაფორმებულ ცვლილებებში. 3.2. სასამართლო მსჯელობს, რომ 2017 წლის ივნისის თვეში, კ------ია „------“-ს უნდა შეესრულებინა 241 900 ლარის ღირებულების სამუშაო და მისი შეუსრულებლობის გამო, 2016 წლის 01 სექტემბრის შეთანხმების აქტის 9.1. პუნქტის თანახმად, უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლო. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ პირგასამტეხლო კ------იას დაეკისრა არა 2016 წლის 15 ნოემბრის შეთანხმების აქტზე თანდართული გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის, როგორც სასამართლო აღნიშნავს, არამედ 2017 წლის 28 აპრილის შეთანხმების აქტით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის. შესაბამისად, სასამართლოს მიერ არასწორადაა შეფასებული საქმის მასალები. 3.3. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ერთგვარად უკუძალა მიანიჭა 2016 წლის 15 ნოემბრისა და 2017 წლის 28 აპრილით გათვალისწინებულ გეგმა-გრაფიკის დარღვევას. გამომდინარე იქიდან, რომ თავდაპირველი ხელშეკრულება საერთოდ არ ითვალისწინებდა გეგმა-გრაფიკს. ცხადია, 9.1. პუნქტში მითითებული პირგასამტეხლო გათვალისწინებული ვერ იქნებოდა გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო მის გამოყენებაზე, აღნიშნული პუნქტი გამოიყენებოდა, მხოლოდ სამუშაოთა საბოლოო დასრულების ვადის დარღვევისთვის. 3.4. გარდა ამისა, საყურადღებოა პირგასამტეხლოს ოდენობა. კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ 241 900 ლარის სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებისთვის, რომელიც მოიცავს 2017 წლის პირველი ივლისიდან-10 აგვისტომდე პერიოდს, სასამართლომ პირგასამტეხლო დაითვალა სახელშეკრულებო ღირებულებიდან 6 686 067 ლარიდან და ოდენობად განსაზღვრა 401 164.02 ლარი მაშინ, როდესაც უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით და განმარტებით პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა სახელშეკრულებო ღირებულებიდან, არამედ შეუსრულებელი ვალდებულებიდან. ამ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილი იყო გამოეყენებია სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესი და შეემცირებია შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუკი მიიჩნევდა, რომ პირგასამტეხლო გათვალისწინებული იყო გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის, რაც არ განახორციელდა. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და უნდა გაუქმდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ შპს „------ს“ სააპელაციო მოთხოვნა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ნაწილობრივ საფუძვლიანია, რაც წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის საფუძველს. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3.პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1.-2.5 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე, 2.6-2.9. პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ დასაბუთებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები (მათ შორის, რომ 2016 წლის 15 ნოემბერს, ასევე 2017 წლის 28 აპრილს მხარეები შეთანხმდნენ სამუშაოს შესრულების დეტალურ გეგმა-გრაფიკზე) სწორად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა ნარდობის ხელშეკრულებიდან, თუმცა ვალდებულების დარღვევის მოცულობიდან გამომდინარე, არასწორად განსაზღვრა პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა, რამაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა განაპირობა. 4.4. იმის გათვალისწინებით, რომ სსკ-ის 382-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტს მასზედ, რომ 2016 წლის 15 ნოემბერს და 2017 წლის 28 აპრილს მხარეები შეთანხმდნენ სამუშაოს შესრულების დეტალურ გეგმა-გრაფიკზე, გაზიარებული ვერ იქნება აპელანტის მითითება ასეთი შეთანხმების არარსებობის თაობაზე. 4.5. სააპელაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს აპელანტის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ 2017 წლის 28 აპრილის შეთანხმების საფუძველზე, გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოს შეუსრულებლობისათვის გამოყენებული არ უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების 9.1 მუხლით დადგენილი პირგასამტეხლო. ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების 9.1 მუხლით პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა ვალდებულების შეუსრულებლობის, ან შესრულების ვადის გადაცილების გამო. ვინაიდან, 2017 წლის 28 აპრილის შეთანხმებით, მხარეებმა ვალდებულების შესრულების წესი (გეგმა-გრაფიკი) განსაზღვრეს (დააზუსტეს), ამ წესის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება სრულად შეესაბამება ხელშეკრულების 9.1 მუხლის მოთხოვნებს. 4.6. შპს „------ს სააპელაციო მოთხოვნიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს, ასევე წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, ხელშეკრულებაზე თანდართული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, 2017 წლის ივნისის თვეში, შპს ,,ზ----ს’’ მიერ, 241 900 ლარის სამუშაოების შესრულების ვადის 40 დღის (2017 წლის პირველი ივლისიდან-10 აგვისტომდე) გადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლო 401 164.02 ლარი გონივრულია თუ არა. ამ საკითხთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლებზე, რომელთა მიხედვითაც, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. 4.7 სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდეობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. 4.8. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნული მუხლი ემსახურება მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. 4.9. პირგასამტეხლოს, როგორც მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან- 6 686 067 ლარიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან 2017 წლის ივნისის თვეში, 241 900 ლარის ღირებულების სამუშაოს ნაწილის რამდენიმე დღის (40 დღე) ვადაგადაცილებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. 4.10. სააპელაციო სასამართლო იზიარებს მსგავსი კატეგორიის დავებზე საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ სამოქალაქო საქმეზე N ას-164-160-2016 28.07.2016 წ.). შესაბამისად, შპს „------“-ს მიერ, ხელშეკრულებაზე თანდართული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, 2017 წლის ივნისის თვეში, 241 900 ლარის სამუშაოების შესრულების ვადის 40 დღით (2017 წლის პირველი ივლისიდან-10 აგვისტომდე) გადაცილების გამო, შემკვეთის-შპს ,,ს----------–--- გ--------------–- წ---–------------- კ------იას“ მიერ, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია. სსკ-ის 420-ე მუხლით დადგენილი დისკრეციის და, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა ადგენს, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 241 900 ლარის 0,1%, 241,9 ლარი, რაც 40 დღეზე შეადგენს 9676 ლარს. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება ვალდებულების შესრულების დაგვიანებისათვის, პასუხისმგებლობის სახით, შემკვეთის მიერ დაწესებულ საზღაურს. 4.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „------ს“ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლიანია, კერძოდ შპს ,,ს----------–--- გ--------------–- წ---–------------- კ------იას“ მიერ, 2013 წლის 16 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 0-------- ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოდან -401 164,02 ლარიდან 391488,02 ლარის (401 164,02-9676=391 488,02) გადახდისაგან გათავისუფლების ნაწილში. 4.12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც შპს „------ს“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ შპს „------ს“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს „------ს“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; შპს „------“ უნდა გათავისუფლდეს შპს ,,ს----------–--- გ--------------–- წ---–------------- კ------იას“ მიერ, 2013 წლის 16 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 0-------- ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს ნაწილის, 391488,02 ლარის გადახდისაგან.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, შპს ,,ს----------–--- გ--------------–- წ---–------------- კ------იას“ შპს „------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად (94,35%) ორივე ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის-11322,68 ლარის ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „------ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „------ს“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. შპს „------“ გათავისუფლდეს შპს ,,ს----------–--- გ--------------–- წ---–------------- კ------იას“ მიერ, 2013 წლის 16 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 0-------- ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს ნაწილის 391 488,02 ლარის გადახდისაგან.

5. შპს ,,ს----------–--- გ--------------–- წ---–------------- კ------იას“ შპს „------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის-11322,68 ლარის ანაზღაურება;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ს----------–--- უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე