განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240217718002282080
საქმე №2/ბ-238-18წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ს----------–--ს სახელით
28 მარტი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი: შპს ,,ბ----------”
მოწინააღმდეგე მხარე: ა-------------------–----–-------------–---–------–-----------------------–---------–-------’’
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების კანონიერება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განჩინება
გამოარკვია:
შპს ,,ბ---------მა“ (წარმომადგენელი, დირექტორი თ------ დე---ე) განცხადებით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს და ა(ა)იპ ს-------------–----–-------------–---–------–-----------------------–---------–--------“ მიმართ სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა, შეჩერდეს მოქმედება საბანკო (საავანსო) გარანტიისა: M/FR/C/0-----/17 (გამოუთხოვადი), გაცემის თარიღი: 27.12.2017 წელი, გარანტი: ს.ს. „------------ დ--------- ს----------–--“ (ს/კ 4--------); ბენეფიციარი: (ააიპ) ს------------–----–-------------–---–------–-----------------------–---------–------- (ს/კ 2--------); საგარანტიო თანხა: 6900 (ექვსიათას ცხრაასი) ლარი და აეკრძალოს ს.ს. „------------ დ--------- ს----------–--ს“ (ს/კ 4--------) ბენეფიციარისათვის ა(ა)იპ ს-------------–----–-------------–---–------–-----------------------–---------–--------ათვის“ (ს/კ 2--------) ზემოაღნიშნული საბანკო ხელშეკრულების საფუძველზე, საგარანტიო თანხის ჩარიცხვა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
განმცხადებლის განმარტებით, პრინციპალსა (შპს „ბ----------“) და ბენეფიციარს ((ააიპ) ს------------–----–-------------–---–------–------------------------–----------–-------) შორის, 26.12.2017 წელს გაფორმდა N--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ახალი წლის ღონისძიების ჩატარების ორგანიზების მომსახურების შესყიდვა N-----------), რომლის თანახმადაც, შპს „ბ----------მ“ იკისრა ვალდებულება, 2017 წლის 31 დეკემბრის კონცერტისათვის ქ. სენაკში ჩაეყვანა ორი მომღერალი-ე-- კ------------ და ვ------- ტ------------ რომლებიც შეასრულებდნენ 6 საკონცერტო ნომერს.
მეორე დღეს, 27.12.2017წ. მხარეთა შორის შედგა შთანხმება, რომლის მიხედვითაც ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში და შპს „ბ----------მ“ იკისრა ვალდებულება კონცერტზე ჩაეყვანა ორი მომღერალი- ნ--- ბ--------–---–- და მ------ კა---–-–---–ი, დანარჩენი პირობები დარჩა უცვლელი.
ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად წარდგენილი იქნა საბანკო გარანტია, რომლის ძალაში შესვლის შემთხვევაში, გარანტი კისრულობდა უპირობო ვალდებულებას, წინამდებარე საბანკო გარანტიის პირობების გათვალისწინებით, ბენეფიციარისაგან გადახდის მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, გადაუხადოს მას თანხა ან/და თანხები, რომლებიც ჯამში არ აღემატება საგარანტიო თანხის 6900 (ექვსიათას ცხრაასი) ლარის ოდენობას.
გარანტიის თანხის მოთხოვნა ცალმხრივად შეუძლია ბენეფიციარს.
2017 წლის 31 დეკემბერს დაგეგმილ კონცერტზე ნ--- ბ--------–---–-- მიერ შესრულებული იქნ 5 საკონცერტო ნომერი, ხოლო ე-- კ------------ს ნაცვლად (ააიპ) ს------------–----–-------------–---–------–------------------------–----------–--------ან შეთანხმებით, სენაკში ჩაყვანილი იქნა გ---–- ოს----–---–ი, თუმცა შესრულების აქტში ეს ფაქტი დაფიქსირებული არ ყოფილა, ასევე გაწეული მომსახურების ღირებულება მიეთითა 3225 ლარი.
ამ ვითარების გათვალისწინებით, შპს „ბ----------“ აპირებს აღიარებითი სარჩელის არძვრას ნაკისრი ვალდებულებების შესრულებულად აღიარების დასადასტურებლად, თუმცა ბენეფიციარმა უკვე მიმართა გარანტს და მოითხოვა სრული თანხის, 6900 (ექვსიათას ცხრაასი) ლარის მისთვის გადახდა. ეს კი უდიდეს ფინანსურ ზიანს მიაყენებს მათ კომპანიას.
ვინაიდან, ბენეფიციარის მოთხოვნის საფუძველზე გარანტი ვალდებული იქნება უპირობოდ შეასრულოს თანხის გადახდა, ასეთ შემთხვევაში აზრი დაე--რგება მოცემული სარჩელის განხილვას.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განჩინებით, შპს ,,ბ---------ს” უარი თქვა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.
სასამართლომ მიუთითა ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 192.2-ე, 198-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე და განმარტა, რომ სასამართლოსადმი სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართვა გამოწვეული უნდა იყოს მისი გადაუდებლობით, ხოლო გადაუდებლობას კი უნდა განაპირობებდეს გარკვეული ფაქტობრივი გარემოება, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სამომავლო დავის საგანს, რაც უზრუნველყოფის ღონისძიების დაუყოვნებლივ გამოყენებას საჭიროებს და შესაბამის დასაბუთებას უზრუნველყოფის ღონისძიების (სახის) გატარების აუცილებლობის თვალსაზრისით.
აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს (კრედიტორი) უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას.
შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე, ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - გადაწყვეტილების აღსრულება.
ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დაშვებული იძულებითი ხასიათის იმ ღონისძიებათა ერთობლიობაა, რომელსაც სასამართლო იყენებს მოსარჩელის შუამდგომლობით და რომელიც მიმართულია არა მოსარჩელისათვის სასურველი გადაწყვეტილების გამოტანისაკენ, არამედ, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, მისი აღსრულებისკენ.
სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მომავალში აპირებდა სარჩელის აღძვრას, თუმცა განცხადებაში მითითებული გარემოებები, არ წარმოადგენდა საკმარისს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოსაყენებლად, კერძოდ, განმცხადებლის მიერ მითითებული არ იყო იმ გადაუდებელ შემთხვევაზე, თუ გადაწყვეტილების აღუსრულებლობის რა საშიშროება არსებობდა რეალურად, რომლის მტკიცების ტვირთიც სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარდგენის დროს ეკისრება განმცხადებელს.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს ,,ბ---------მა” (წარმომადგენელი-თ------ დე---ე), მისი გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა.
საჩივრის ავტორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,ბ---------მა” ვალდებულება შეასრულა, რაც დასტურდება განცხადებასა და საჩივარზე დართული მტკიცებულებებით და რომლის აღიარების მოთხოვნითაც აპირებს სარჩელის აღძვრას, თუკი ბენეფიციარის მოთხოვნის საფუძველზე გარანტორი ჩარიცხავს თანხას, იგი თავის მხრივ, რეგრესის წესით ამ თანხას წაიღებს შპს ,,ბ----------საგან”, დიდი ზიანი მიადგება პრინციპალს.
სარჩელის დაკმაყოფილებისა და ვალდებულების შესრულებულად აღიარების შემთხვევაში კი გაძნელდება ააიპ სე-----------–----–-------------–---–-------–-----------------------–---------–--------აგან თანხის უკან დაბრუნება, ვინაიდან, იგი წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიულ პირს, მისი შემოსავლები დამოკიდებულია დამფუძნებლის მიმდინარე პროექტზე და ნებაზე, მასზე არ ვრცელდება ,,საბიუჯეტო კოდექსის“ 30-ე მუხლი.
შესაბამისად, სახელმწიფოს არანაირი ვალდებულება ასეთი პირის დავალიანების მიმართ არ გააჩნია და არც შეიძლება რომ გააჩნდეს.
ამდენად, არც მოგების შედეგად მიღებული თანხა და არც ბიუჯეტი არ დაფარავს მის ვალდებულებას. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია საუბარი მის მაღალ გადახდისუნარიანობაზე.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს ,,ბ----------ს“ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
დადგენილია, რომ შპს ,,ბ---------მა“ (წარმომადგენელი, დირექტორი თ------ დე---ე) განცხადებით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს და ა(ა)იპ ს-------------–----–-------------–---–------–-----------------------–---------–--------“ მიმართ სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა, შეჩერდეს მოქმედება საბანკო (საავანსო) გარანტიისა: M/FR/C/0-----/17 (გამოუთხოვადი), გაცემის თარიღი: 27.12.2017 წელი, გარანტი: ს.ს. „------------ დ--------- ს----------–--“ (ს/კ 4--------); ბენეფიციარი: (ააიპ) ს------------–----–-------------–---–------–-----------------------–---------–------- (ს/კ 2--------); საგარანტიო თანხა: 6900 (ექვსიათას ცხრაასი) ლარი და აეკრძალოს ს.ს. „------------ დ--------- ს----------–--ს“ (ს/კ 4--------) ბენეფიციარისათვის ა(ა)იპ ს------------–----–-------------–---–------–-----------------------–---------–-------სათვის“ (ს/კ 2--------) ზემოაღნიშნული საბანკო ხელშეკრულების საფუძველზე, საგარანტიო თანხის ჩარიცხვა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
დადგენილია, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განჩინებით, შპს ,,ბ---------ს” უარი ეთქვა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს ,,ბ---------მა” (წარმომადგენელი-თ------ დე---ე), მისი გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა.
დადგენილია, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
პალატა განმარტავს, რომ ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია გადაუდებელ შემთხვევაში, მიმართოს სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას ან გამოიწვევს ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.
თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის საფუძვლის შემოწმებისას სასამართლოსათვის ცნობილი უნდა იყოს, თუ კონკრეტულად რომელი მატერიალური უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად არის აღძრული, ან მომავალში იქნება აღძრული სარჩელი.
სარჩელის უზრუნველყოფა თავისი არსით ემსახურება სწორედ მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებების და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის სწრაფ და ეფექტურ უზრუნველყოფას სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ანუ გადაწყვეტილების გამოტანამდე.
შესაბამისად, არა მარტო სარჩელში, არამედ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაშიც ნათლად და გარკვევით უნდა იყოს მითითებული სარჩელის საგანი.
სარჩელის საგანი არის მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა მოპასუხისადმი, ანუ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198.2.”დ” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიება შეიძლება იყოს, სხვა პირებისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან შეასრულონ მის მიმართ რაიმე ვალდებულება.
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ სარჩელი თავისი ბუნებით აღიარებითია, კერძოდ მოსარჩელე ითხოვს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებულად აღიარებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, აღიარებითი სარჩელები მიმართული არიან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არ არსებობის აღიარებისაკენ. ამ სახის სარჩელების მიზანია, არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის ლიკვიდაცია. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც ამ ტიპის სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა. თუმცა, ამ სახის სარჩელის დაკმაყოფილებას მომავალში შეიძლება მოჰყვეს მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელის წარდგენაც.
ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, მხოლოდ აღიარებითი სარჩელია წარდგენილი, განსხვავებით მიკუთვნებითი სარჩელებისა, მისი დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება აღსასრულებელ გადაწყვეტილებას არ წარმოადგენს. შესაბამისად, გადაწყვეტილების შედეგზე გავლენას ვერ მოხდენს ის ფაქტი, გადაუხდის თუ არა გარანტორი მოპასუხეს, საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ თანხას.
ამდენად, არ არსებობს აღიარებით სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საშიშროება, რაც შეიძლება საფუძველი გახდეს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა.
გარდა ამ მსჯელობისა, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს ზოგადად, საბანკო გარანტიის სამართლებრივ ბუნებაზეც და აღნიშნავს, რომ ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის მიხედვით საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა.
საბანკო გარანტიის მთავარი განმასხვავებელი თავისებურება სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან ის არის, რომ იგი არ არის დამოკიდებული ხელშეკრულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია.
საბანკო გარანტია არააქცესორული ვალდებულებაა. იგი ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს, როცა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა არ წარმოშობილა, მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულდა, შეწყდა ან ბათილია.
ეს ნიშნავს, რომ გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის- (ააიპ) ს------------–----–-------------–---–------–-----------------------–---------–-------ს მიმართ, შპს ,,ბ----------ს“ ვალდებულებაზე დამოკიდებული არ არის.
ამის შესაბამისად, მოპასუხის მიმართ აღიარებითი სარჩელის უზრუნველსაყოფად, გარანტისათვის ბენეფიციარის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების აკრძალვა გაუმართლებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას არ ჩამოუყალიბდა დასაბუთებული ვარაუდი სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობისა და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმით არსებითად სწორი გადაწყვეტილება (განჩინება) გამოიტანა, აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, შპს ,,ბ----------ს“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ბ----------ს“ (წარმომადგენელი-თ------ დე---ე) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს, სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განჩინება.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე