განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100117002193564
საქმე №1/ბ191-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორების: თ------------–---–ის და ა-----–---–---–ის
მსჯავრდებულის: ზ-----------–-–---–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ზ-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ----- ა------ის ძე დ---–-–---–ის მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ რეგისტრირებული: ქ------–-------–--------------–-------------------------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------–-------------------------------------------------ში; დანაშაულისთვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2-----–-–------------------ განაჩენით, ზ-----------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით.
მსჯავრდებულ ზ-----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 9 ნოემბრიდან.
ზ-----------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რაც გამოიხატა შემდეგში: ზ-----------–-–---–ი 2016 წლის დეკემბრიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თ------–-–---თან, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში ზ-----------–-–---–ი თ------–-–---ს აყენებდა სისტემატურ შეურაცხყოფას, რის გამოც 2----–-–------------------- გაიცა შემაკავებელი ორდერი და ზ-----------–-–---–ს აეკრძალა თ----- შ-–---თან მიახლოება. შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა.
2017 წლის 8 ნოემბერს, დაახლოებით 03:30 საათზე, თ---–--–------–------------------------------------------ში მდებარე თ----- შ-–---ის საცხოვრებელ სახლში, ზ-----------–-–---–მა თ------–-–---ს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, ვინაიდან თ------–-–---მა უარი განუცხადა, თავის მობილურ ტელეფონში არსებული ინფორმაციის ჩვენებაზე, ზ-----------–-–---–მა შურისძიების მოტივით თ------–-–---ს აგინა, ხელი გაარტყა სახეში, რამდენჯერმე უკბინა მკლავზე და გადაუგრიხა ხელები. სწვდა თმებში და ურტყა ფეხები, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2-----–-–------------------ განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ-----------–-–---–მა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მსჯავრდებულმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის შემსუბუქება.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ზ-----------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება უტყუარად იქნა დადასტურებული დაზარალებულ თ----- შ-–---ის და მოწმეების: შ----------------–---–ის, ნ--–--------–--ის, ა----–------------ას, გ---–------ს და ი-----------–-–---–ის დაკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თ------–-–---ის დაზიანებების ამსახველი ფოტოსურათებით და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ზ-----------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, ვინაიდან მართალია, მან პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიარა ჩადენილი დანაშაული და უდაოდ სცნო მტკიცებულებები, თუმცა სააპელაციო სასამართლოში, ბრალში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ დაადასტურა, შემდეგ ისევ შეცვალა პოზიცია და მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ მსჯავრებული არც გამოძიების დროს ცნობდა თავს დამნაშავედ.
პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ასეთი პოზიცია მიმართულია არა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურად აღიარებისა და მონანიებისაკენ, არამედ სასჯელის შემსუბუქებისაკენ.
გარდა აღნიშნულისა, ზ-----------–-–---–ი ნასამართლევია და კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი აქვს დანაშაულის რეციდივს, შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებთ, პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას იმსჯელოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა მსჯავრდებულ ზ-----------–-–---–ის ქმედება და მას სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რომელიც თავის მხრივ სავსებით უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ზ-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ზ-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2-----–-–------------------ განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ზ-----------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1(ერთი) წლის ვადით;
4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ზ-----------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია;
5.ზ----- დ---–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2017 წლის 9 ნოემბრიდან;
6.ნივთიერი მტკიცებულება:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების და თ------–-–---ის სხეულის დათვალიერების ამსახველი დისკები შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
7.პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი