განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.03.2018
საქმის ნომერი
330210016001390151
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
28.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001390151

საქმე №2ბ/202-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 მარტი 2018 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

სხდომის მდივანი – ნატო მახარაშვილი

 

აპელანტი - სპს ,,გ------- და პ-------------ი’’

წარმომადგენელი- დ-----------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ს--------------------------------------–------’’

წარმომადგენელი - ლ---------------–--

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – სადაზღვევო პრემიის დაკისრება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სს ,,ს--------------------------------------–-----მა’’ სარჩელით მიმართა თბილისი საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 1. სპს ,,გ------- და პ-------------ისათვის“ სს ,,ს--------------------------------------–------ს” სასარგებლოდ 2014 წლის 30 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - ჯამში 1795.54 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; 2. სპს ,,გ------- და პ-------------ისათვის“ სს ,,ს--------------------------------------–------ს” სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - ჯამში 1543.70 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 30 სპს ,,გ------- და პ-------------სა“ და სს ,,ს--------------------------------------–-----ს” შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება N--------, ხელშეკრულების თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მზღვეველის თანხმობა, დამზღვევის მიერ პრემიის სრულად, ან პირველადი შენატანის გადახდის და პოლისში შეთანხმებული გადახდის გრაფიკის დაცვის სანაცვლოდ გაეწია დამზღვევისათვის, მის მიერ აღებული სადაზღვევო წესების დაზღვევის პირობების, ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბა- მისად ქონებრივი/პასუხისმგებლობის ინტერესის დასაცავად სადაზღვევო მომსახუ- რება. აღნიშნული დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა ხელმოწერით გაიცა შემდეგი დაზღვევის პოლისები: 1) M-----------, აღნიშნული პოლისით დაზღვეულ იქნა სპს ,,გ------- და პ-------------ის“ კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით S-----, პრემიის ოდენობა კი შეადგენდა 615.60 აშშ დოლარს; 2) M---------, აღნიშნული პოლისით დაზღვეულ იქნა სპს ,,გ------- და პ-------------ის“ კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით X-----, პრემიის ოდენობა კი შეადგენდა 820.80 აშშ დოლარს; 3) M---------, აღნიშნული პოლისით დაზღვეულ იქნა სპს ,,გ------- და პ-------------ის“ კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით S-----, პრემიის ოდენობა კი შეადგენდა 1949.40 აშშ დოლარს; 4) M---------, აღნიშნული პოლისით დაზღვეულ იქნა სპს ,,გ------- და პ-------------ის“ კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით S------, პრემიის ოდენობა კი შეადგენდა 2000.7 აშშ დოლარს. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ ოთხივე დაზღვევის პოლისით გათვალის- წინებული ვალდებულებები შეასრულა მხოლოდ ნაწილობრივ: სადაზღვევო პოლისზე - M---------- გადახდილ იქნა მხოლოდ 410.40 აშშ დოლარი, სადაზღვევო პოლისზე M--------- – 547.20 აშშ დოლარი, სადაზღვევო პოლისზე M--------- – 1299.6 აშშ დოლარი, ხოლო სადაზღვევო პოლისზე M--------- – 1333.76 აშშ დოლარი, რის გამოც მოპასუხის ჯამური დავალიანება შეადგენს 1795.54 აშშ დოლარს. ამასთანავე, მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხეს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, დაერიცხა პირგასამტეხლო 2014 წლის 30 ივნისის ხელშეკრულებაზე ჯამში - 1543.70 აშშ დოლრის ოდენობით, რომელიც გაანგარიშებულია პოლისების მიხედვით ბოლო გადახდის თარიღიდან - 2015 წლის 30 მარტიდან სარჩელის აღძვრის თარიღამდე - 2016 წლის 03 ივნისამდე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე სპს ,,გ------- და პ-------------ს“ სს ,,ს--------------------------------------–------ს” სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 30 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1795.43 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 1543.70 აშშ დოლარის გადახდა. ამასთანავე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 215 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის - დავის საგნის ღირებულების 4 %-ის ოდენობით - გადახდა.

 

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სპს ,,გ------- და პ-------------მა“ თანხის გადახდა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადავიდა სს ,,თ-------------ს“ მფლობელობაში მათზე არსებული ყველა უფლება-მოვალეობებით და მოპასუხესა და სს ,,თ----------ს“ შორის არსებული შეთანხმებით სწორედ სს ,,თ----------ი“ იყო ვალდებული დაეფარა სადაზღვევო პოლისებით გათვალისწინებული პრემიები ავტოსატრანსპორტო საშუალე- ბების მის მფლობელობაში გადასვლის შემდგომ. ამასთან, 2017 წლის 28 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სპს ,,გ------- და პ-------------ი“-ს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ გადაუხდელი პრემიის 1795.54 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 600 აშშ დოლარის გადახდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:

 

4. 2014 წლის 30 სპს ,,გ------- და პ-------------სა“ და სს ,,ს---------------------------------------–-----ს” შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება N--------, ხელშეკრულების თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მზღვეველის თანხმობა, დამზღვევის მიერ პრემიის სრულად, ან პირველადი შენატანის გადახდის და პოლისში შეთანხმებული გადახდის გრაფიკის დაცვის სანაცვლოდ გაეწია დამზღვევისათვის, მის მიერ აღებული სადაზღვევო წესების დაზღვევის პირობების, ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქონებრივი/ პასუხისმგებლობის ინტერესის დასაცავად სადაზღვევო მომსახურება.

 

5. დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა ხელმოწერით გაიცა შემდეგი დაზღვევის პოლისები: 1) M----------, აღნიშნული პოლისით დაზღვეულ იქნა სპს ,,გ------- და პ-------------ის“ კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით S-----, პრემიის ოდენობა კი შეადგენდა 615.60 აშშ დოლარს; 2) M---------, აღნიშნული პოლისით დაზღვეულ იქნა სპს ,,გ------- და პ-------------ის“ კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით X-----, პრემიის ოდენობა კი შეადგენდა 820.80 აშშ დოლარს; 3) M---------, აღნიშნული პოლისით დაზღვეულ იქნა სპს ,,გ------- და პ-------------ის“ კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით S-----, პრემიის ოდენობა კი შეადგენდა 1949.40 აშშ დოლარს; 4) M---------, აღნიშნული პოლისით დაზღვეულ იქნა სპს ,,გ------- და პ-------------ის“ კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით S------, პრემიის ოდენობა კი შეადგენდა 2000.7 აშშ დოლარს.6. მოპასუხემ ოთხივე დაზღვევის პოლისით გათვალისწინებული ვალდებუ - ლებები შეასრულა მხოლოდ ნაწილობრივ: სადაზღვევო პოლისზე - M---------- გადახდილ იქნა მხოლოდ 410.40 აშშ დოლარი, სადაზღვევო პოლისზე M--------- –

547.20 აშშ დოლარი, სადაზღვევო პოლისზე M--------- – 1299.6 აშშ დოლარი, ხოლო სადაზღვევო პოლისზე M--------- – 1333.76 აშშ დოლარი, რის გამოც მოპასუხის ჯამური დავალიანება შეადგენს 1795.54 აშშ დოლარს.

 

7. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სპს ,,გ------- და პ-------------ი“ არ წარმოადგენს სადაზღვევო პრემიის დავალიანების გადახდაზე პასუხისმგებელ პირს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებ- ლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარ- თლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას იმის თაობაზე, რომ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადავიდა სს ,,თ----------ის“ მფლობელობაში მათზე არსებული ყველა უფლება-მოვალეობებით და მოპასუხესა და სს ,,თ----------ს“ შორის არსებული შეთანხმებით სწორედ სს ,,თ----------ი“ იყო ვალდებული დაეფარა სადაზღვევო პოლისებით გათვალისწინებული პრემიები ავტოსატრანსპორტო საშუალებების მის მფლობელობაში გადასვლის შემდგომ. სასამართლო შენიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მითითებული გარემოებების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, შესაბამისად, მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული მითითებული ფაქტობრივი გარემოება და მხოლოდ მისი ზეპირსიტყვიერი განმარტება ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად.

 

8. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა , როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალის- წინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრუ- ლების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი. ხოლო, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრუ- ლებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

 

ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება განეკუთვნება ე.წ. რეალურ ხელშეკრულებათა კატეგორიას. მხარეთა უფლება–მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ მზღვეველის მიერ გაცემული დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე სადაზღვევო შენატანის გადახდის შემდეგ. ამდენად, დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობის დაწყება დაკავშირებულია არა მარტო დაზღვევის ხელშეკრულების დადებასთან, არამედ - სადაზღვევო პრემიის გადახდასთანაც. ის გარემოება, რომ მზღვეველის მოვალეობა წარმოიშობა არა მხარეთა შეთანხმების, არამედ პრემიის გადახდის მომენტიდან, დაზღვევის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს და აქცევს მას რეალურ ხელშეკრულებად (სსკ 816–ე მუხლი).

 

როგორც საქმის მასალებით იქნა დადგენილი, 2014 წლის 30 სპს ,,გ------- და პ-------------სა“ და სს ,,ს--------------------------------------–-----ს” შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება N--------, ხელშეკრულების თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მზღვეველის თანხმობა, დამზღვევის მიერ პრემიის სრულად, ან პირველადი შენატანის გადახდის და პოლისში შეთანხმებული გადახდის გრაფიკის დაცვის სანაცვლოდ გაეწია დამზღვევისათვის, მის მიერ აღებული სადაზღვევო წესების დაზღვევის პირობების, ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებ- ლობის შესაბამისად ქონებრივი/პასუხისმგებლობის ინტერესის დასაცავად სადაზღვე- ვო მომსახურება. აღნიშნული დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა ხელმოწერით გაიცა შემდეგი დაზღვევის პოლისები: 1) M----------, აღნიშნული პოლისით დაზღვეულ იქნა სპს ,,გ------- და პ-------------ის“ კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით S-----, პრემიის ოდენობა კი შეადგენდა 615.60 აშშ დოლარს; 2) M---------, აღნიშნული პოლისით დაზღვეულ იქნა სპს ,,გ------- და პ-------------ის“ კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით X-----, პრემიის ოდენობა კი შეადგენდა 820.80 აშშ დოლარს; 3) M---------, აღნიშნული პოლისით დაზღვეულ იქნა სპს ,,გ------- და პ-------------ის“ კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით S-----, პრემიის ოდენობა კი შეადგენდა 1949.40 აშშ დოლარს; 4) M---------, აღნიშნული პოლისით დაზღვეულ იქნა სპს ,,გ------- და პ-------------ის“ კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით S------, პრემიის ოდენობა კი შეადგენდა 2000.7 აშშ დოლარს.

ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ ოთხივე დაზღვევის პოლისით გათვალის- წინებული ვალდებულებები შეასრულა მხოლოდ ნაწილობრივ: სადაზღვევო პოლისზე - M---------- გადახდილ იქნა მხოლოდ 410.40 აშშ დოლარი, სადაზღვევო პოლისზე M--------- – 547.20 აშშ დოლარი, სადაზღვევო პოლისზე M--------- –1299.6 აშშ დოლარი, ხოლო სადაზღვევო პოლისზე M--------- – 1333.76 აშშ დოლარი, რის გამოც მოპასუხის ჯამური დავალიანება შეადგენს 1795.54 აშშ დოლარს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებელია ნაწილობრივ. ამასთან, მოპასუხემ ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ 2014 წლის 30 იანვრის ხელშეკრუ- ლებიდან გამომდინარე სადაზღვევო პრემიის გადახდაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს სს ,,თ----------ი“. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ს--------------------------------------–------ს“ სარჩელი სადაზღვევო პრემიის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა წარმოიშობა ვალდებუ- ლების დარღვევის შემთხვევაში, ხოლო ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა, როგორც ვალდებულების არაჯეროვნად, არასრულად შესრულება, ასევე მისი შეუსრულებლობაც. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის წერილობითი ფორმით გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულებები, სადაც თავად მხარეთა მიერ განისაზღვრა პირობები, ასევე მითითებულია პირგასამტეხლოს თაობაზე, კერძოდ, „დამზღვევის“ მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში შეუძლია მოითხოვოს „დამზღვევისაგან“ პირგასამტეხლოს გადახდა თითოეული ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანებული პრემიის 0.20 %-ის ოდენობით (იხ. 5.2.3. პუნქტი). აქვე, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრუ- ლების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ამასთან, პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირო- ბოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა, თუ - არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება. ამავდროულად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება, რამდენადაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში და მოპასუხეს 2014 წლის 30 ივნისის დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ჯარიმის სახით უნდა დაეკისროს 600 აშშ დოლარის გადახდა

 

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სპს ,,გ------- და პ-------------მა’’. აპელანტის განმარტებით:

 

10.1 მართალია, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა, არასწორად განმარტა ის. კერძოდ, სასამართლომ არ დაასაბუთა თუ რატომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სპს ,,გ------- და პ-------------ი’’ მას შემდეგ აღარ უნდა ყოფილიყვნენ სადაზღვევო კომპანიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რაც მოხდა დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადასვლა სს ,,თ----------ის’’ საკუთრებაში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არ იხელმძღვანელა სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე და ვალდებულების შესრულება დააკისრა იმ მხარეს, რომელსაც აღარანაირი კავშირი აღარ ჰქონდა იმ ხელშეკრულებასთან, რომლის საფუძველზეც მოხდა თანხის დაკისრება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

11. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

12. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისად არ ყოფილა გამოკვლეული, ამასთან საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ მიეცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც სასამართლოს მიერ გაკეთდა არასწორი სამართლებრივი დასკვნები და საბოლოოდ მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება.

 

13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. ამავე მუხისმე-2 ნაწილის თანახმად, დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვენებს იმასთან დაკავშირებით, რომ დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობის დაწყება დაკავშირებულია არა მარტო დაზღვევის ხელშეკრულების დადებასთან, არამედ -სადაზღვევო პრემიის გადახდასთანაც. ის გარემოება, რომ მზღვეველის მოვალეობა წარმოიშობა არა მხარეთა შეთანხმების, არამედ პრემიის გადახდის მომენტიდან, დაზღვევის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს. (სსკ 816-ე მუხლი) პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს, იმოქმედონ კეთილსინდისიერების ფარგლებში. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარა უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება მოსაქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს. კანონმდებელი სადაზღვევო ურთიერთობაში მზღვეველს, როგორც დაზღვევის ხელშეკრულების ძლიერ მხარეს ანიჭებს აქტიურ როლს, რაც მისთვის განრკვეული უფლებების განსაზღვრაში გამოიხატება. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიამ კანონმდებლისმ იერ მისთვის მინიჭებული უფლებები კეთილსინდისიერად უნდა გამოიყენოს და სადაზღვევო ურთიერთობის ფარგლებში არ უნდა შექმნას დამზღვევისათვის უარესი პირობები.

 

14. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და სადავო არ არის რომ, რომ მხარეებს შორის გაფორმდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის ხელშეკრულება N--------, რომლის საფუძველზე მხარეთა ხელმოწერით გაიცა შემდეგი დაზღვევის პოლისები: M----------, M----------, M--------- და M----------. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 30 ივნისიდან, 2015 წლის 30 მაისამდე. სპს ,,გ------- და პ-------------ის’’ მიერ ბოლო გადახდა ყველა პოლისზე განხორციელდა 2015 წლის 16 თებერვალს.

 

2015 წლის 16 თებერვალისათვის მოპასუხის მიერ მხოლოდ ნაწილობრივ იყო შესრულებული ოთხივე დაზღვევის პოლისით გათვალისწინებული ვალდებულებები. კერძოდ; 1) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, სახელმწიფო ნომრით S-----, გადაუხდელი პრემიის ოდენობა შეადგენდა 205.2 0 აშშ დოლარს; 2) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, სახელმწიფო ნომრით X-----, გადაუხდელი პრემიის ოდენობა შეადგენდა 273.60 აშშ დოლარს; 3) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სახელმწიფო ნომრით S-----, გადაუხდელი პრემიის ოდენობა შეადგენდა 649.80 აშშ დოლარს; 4) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, სახელმწიფო ნომრით S------, დარჩენილი, გადაუხდელი პრემიის ოდენობა იყო 666. 94 აშშ დოლარი.

 

მოპასუხის ჯამური დავალიანება ყველა პოლისზე შეადგენს 1795.54 აშშ დოლარს. ამასთანავე ყველა პოლისზე დაერიცხა პირგასამტეხლო 2015 წლის 30 მარტიდან სარჩელის აღძვრის თარიღამდე - 2016 წლის 03 ივნისამდე.

 

15. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 817-818-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ სადაზღვევო შესატანის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობისას, კანონმდებელი მზღვეველს ავალებს გონივრულ ვადაში შეატყობინოს დამზღვევს მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დამზღვევს სადაზღვევო შესატანი დროულად არ გადაუხდია. ამასთან ერთად, სადაზღვევო შესატანის გადაუხდელობის მიუხედავად, მზღვეველს დამზღვევი წერილობით არ გაუფრთხილებია მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 817-818-ე მუხლები არ არის მავალდებულებელი ხასიათის, თუმცა, მიუხედავად ამისა, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებულ უფლება და სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის გასვლას და შემდეგ მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ანაზღაურება.

 

პალატა განმარტავს, რომ თუკი დამზღვევის მიერ შესატანის შეუტანლობა მზღვეველს ათავისუფლებს სახელშეკრულებო ვალდებულებისაგან, დაუშვებელია ძალაში დარჩეს დამზღვევის ვალდებულება, გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი. ასეთ ვითარებაში, დგება ხელშეკრულების მოშლის საკითხი, რომლის ინიციატივასაც კანონმდებელი მზღვეველს აკისრებს. სამოქალაქო კოდექსის 818-ე მუხლის თანახმად, მზღვეველს აქვს უფლებამოსილება, წერილობით აცნობოს დამზღვევს ხელშეკრულების მოშლის თაობაზე.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 3 აპრილის N ას-1308-1246-2014 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სადაზღვევო შესატანის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობისას, მზღვეველს ევალება გონივრულ ვადებში შეატყობინოს დამზღვევს მოსალოდნელი შედეგები.მზღვეველის ქცევის ამგვარი სტანდარტის არსებობა განპირობებულია სწორედ კერძო სამართლის სუბიექტების კეთილსინდისიერი ქცევის ფარგლებით (სკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწ.). მართალია სამოქალაქო კოდექსის 817-ე-818-ე მუხლები არ წარმოადგენსმავალდებულებელ ნორმებს, მაგრამ სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და სადაზღვევოპრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში, დროულად გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის გასვლას და სწორედ ამ პერიოდს არ დაუკავშიროს სადაზღვევო შესატანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების რეალიზაცია.მზღვეველის უმოქმედობას კი, ამ ტიპის დავის გადაწყვეტისათვის არა მხოლოდ თეორიული, არამედ უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია, რადგანაც დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით თუკი მზღვეველი, რომლის მიმართაც არ სრულდება სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება, წერილობით არ გააფრთხილებს დამზღვევს მოსალოდნელ შედეგებზე იგი კარგავს სადაზღვევო პრემიის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას სახელშეკრულებო ურთიერთობის ამოწურვის შემდეგ.

 

მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ აპელანტის მიერ, მართალია, ადგილი არ ჰქონია დაზღვევის ხელშკერულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას, თუმცა მზღვეველს, სს ,,ს--------------------------------------–-----ს’’ არ გაუფრთხილებია დამზღვევი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულების შესაძლო მოშლის თაობაზე, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის წერილობითი ვადის დაწესებას, უფრო მეტიც, ის დაელოდა ხელშეკრულების ვადის გასვლას და სწორედ ამ პერიოდს დაუკავშირა სადაზღვევო შესატანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების რეალიზაცია.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებული სადაზღვევო ურთიერთობა მოიშალა, რის შედეგადაც მზღვეველს აღარ გააჩნია სადაზღვევო პრემიის ანაზღარების მოთხოვნის უფლება, ვინაიდან მზღვეველი, რომლის მიმართაც დაირღვა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება, დაელოდა სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვას და მხოლოდ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ მოითხოვა დარღვეული უფლების დაცვა, ისე რომ მას დამზღვევთან სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში არცერთხელ არ გამოუყენებია კონტრაჰენტის/დამზღვევის წერილობითი გაფრთხილების ფორმა.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

16. საპროცესო ხარჯები. აპელანტის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილი იქნა წინასწარ. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო სასამართლოში ბაჟის სახით შეტანილი 240 ლარის გადახდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანხმად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სპს ,,გ------- და პ-------------ის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

 

3. სს ,,ს--------------------------------------–------ს’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. მოსარჩელე სს ,,ს--------------------------------------–-----ს’’ სპს ,,გ------- და პ-------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ აგადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად, 240 ლარის ოდენობით;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე /დიანა ბერეკაშვილი /