განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.02.2018
საქმის ნომერი
330310017001792306
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
15.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001792306

საქმე №3ბ/2095-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

15 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - მ--------------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა------------ვა;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, განაცდურის ანაზღაურების დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის №4----რძანება; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №3------რძანების დანართი №2 (ა---------------------–-----------------ის ტერიტორიული ორგანოს საშტატო ნუსხა), მოსარჩელის ნაწილში; ა------------ვა აღდგენილ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ა---------------------–-----------------ის ტერიტორიული ორგანოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე; დაეკისროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ა------------ვას სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 03.01.2017 წლიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ბრძანებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ა------------ვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის №4----რძანება ა------------ვას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში; ა------------ვას სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 01 ოქტომბრის №4---- ბრძანების თანახმად, ა------------ვა დაინიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ა---------------------–-----------------ის ტერიტორიული ორგანოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე სამთვიანი გამოსაცდელი ვადით, 2015 წლის 1 ოქტომბრიდან. (იხ.ს.ფ. 14-15).

 

4.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 01 დეკემბრის №----- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში 2017 წლის იანვარში დაგეგმილი რეორგანიზაციის და თანამდებობების შესაძლო შემცირების შესახებ, გაფრთხილებულ იქნენ სამინისტროს, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისა და ა---------------------–-----------------ის ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეები.

 

2016 წლის 02 დეკემბერს განხორციელებული სატელეფონო ზარის მეშვეობით ა------------ვას ეცნობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 01 დეკემბრის №----- ბრძანების შესახებ.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №3------რძანებით დამტკიცდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანდართული საშტატო ნუსხები (იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს საშტატო ნუსხა - დანართი №1, აჭარისა და სამეგრელო-ზემოსვანეთის ტერიტორიული ორგანოს საშტატო ნუსხა - დანართი №2). დანართი №2-ის თანახმად, ა---------------------–-----------------ის ტერიტორიული ორგანოს საშტატო ნუსხა განისაზღვრა 8 პირით, მათ შორის - უფროსი 1 შტატი, უფროსის მოადგილე 1 შტატი, მთავარი სპეციალისტი 1 შტატი, უფროსი სპეციალისტი 5 შტატი. ამავე ბრძანებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 01 აპრილის №99-კ ბრძანება.(იხ.ს.ფ. 64-65; იხ.ს.ფ. 66; იხ.ს.ფ. 53-56);

 

4.3. ა---------------------–-----------------ის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მ------------–---ვას 2017 წლის 03 იანვრის №0---- მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ სამინისტროს სისტემაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, ოპტიმიზაციის მიზნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოში არსებული უფროსი სპეციალისტის 6 საშტატო ერთეული შემცირებულიყო 1 საშტატო ერთეულით და დღემდე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები განეხორციელებინა 5 უფროს სპეციალისტს. ამავე მოხსენებითი ბარათის თანახმად, აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი სპეციალისტის 6 საშტატო ერთეულზე დანიშნულები იყვნენ: ა------------ვა, ჯ---–-------------ია, რ---------------ა, ბ--–-------ა, ნ---------–---ია და ხ--------–------ია. აღნიშნული 6 მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით, მ------------–---ვამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ უნდა მომხდარიყო უფროსი სპეციალისტის - ა------------ვას თანამდებობიდან გათავისუფლება, რადგან დანარჩენ 5 სპეციალისტს - ჯ---–-------------იას, რ---------------ას, ბ--–-------ას, ნ---------–---იას და ხ--------–------იას სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე უკეთ ესმოდათ სამმართველოს მუშაობის მისია, იყვნენ კომუნიკაბელურები და შესწევდათ გუნდური მუშაობის უნარი.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის №4----რძანების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ა---------------------–-----------------ის ტერიტორიული ორგანოს უფროსი სპეციალისტი ა------------ვა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 03 იანვრიდან.(იხ.ს.ფ. 67; იხ.ს.ფ. 16-17).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა რეორგანიზაცია და ბრძანებით დაემტკიცებინა ამ თუ იმ სტრუქტურული ერთეულის საშტატო ნუსხა. ამდენად, ა------------ვას სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №3------რძანების დანართი №2 (აჭარისა და სამეგრერო-ზემო სვანეთის ტეროტორიული ორგანოს საშტატო ნუსხა) ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალების თანახმად დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ ა------------ვას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის №4----რძანებას საფუძვლად დაედო ა---------------------–-----------------ის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მ------------–---ვას 2017 წლის 03 იანვრის №0---- მოხსენებითი ბარათი. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, უფროსი სპეციალისტის 6 საშტატო ერთეულზე დანიშნულები იყვნენ: ა------------ვა, ჯ---–-------------ია, რ---------------ა, ბ--–-------ა, ნ---------–---ია და ხ--------–------ია. დასახელებული 6 მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით, მ------------–---ვამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ უნდა მომხდარიყო უფროსი სპეციალისტის ა------------ვას თანამდებობიდან გათავისუფლება, რადგან დანარჩენ 5 სპეციალისტს ჯ---–-------------იას, რ---------------ას, ბ--–-------ას, ნ---------–---იას და ხ--------–------იას სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე უკეთ ესმოდათ სამმართველოს მუშაობის მისია, იყვნენ კომუნიკაბელურები და შესწევდათ გუნდური მუშაობის უნარი. თუმცა, საქმეში წარმოდგენილი ჯ---–-------------იას, რ---------------ას, ბ--–-------ას, ნ---------–---იას და ხ--------–------იას CV-ების გათვალისწინებით (იხ.ს.ფ. 80-105) სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა მოხდეს ექვსი მოხელიდან იმ 5 პირის შერჩევა, რომლებიც კადრების შემცირების გამო დარჩენილი ადგილების მიხედვით სარგებლობენ უპირატესი დარჩენის უფლებით მათი სამუშაო გამოცდილების, კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ შტატის შემცირების შედეგად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, რათა დაინტერესებული პირისთვის ცნობილი გახდეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება, ასეთ დროს ის ვალდებულია გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამისი აქტის გამოცემისას. გასაჩივრებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის №4----რძანება კი არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას და არ იძლევა გადაწყვეტილების ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის №4----რძანება ბათილად უნდა ეცნო და მოპასუხეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ა------------ვას მიმართ კანონით დადგენილ ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყიფილდება.

 

6.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მათ მიერ გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია აჭარა სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოდან, ა------------ვასა და ხ--------–------იას ფუნქცია-მოვალეობების თაობაზე.

 

აჭარა სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოს უფროსის - მ------------–---ვას წერილის თანახმად, ანანაო რიგვავა ა---------------------–-----------------ის ტერიტორიულ ორგანოში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე დაინიშნა 2015 წლის 1 ივლისიდან და გათავისუფლულ იქნა 2016 წლის 31 დეკემბერს, საშტატო ერთეულის შემცირების შედეგად. აჭარა სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოში მუშაობის პერიოდში, ა------------ვას ფუნქცია-მოვალეობას წარმოადგენდა მხოლოდ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით მიღების თაობაზე განაცხადების შევსება, რასაც ის ახორციელებდა კიდევ 3 თანამშრომელთან - გ--–----------სთან, ჯ---–---------------თან და ნ---------–---იასთან ერთად 2015 წლიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე. 2016 წლის სექტემბრისა და ნოემბერ-დეკემბრის თვეში ა---------------------–-----------------ის ტერიტორიულ ორგანოში შეივსო დაახლოებით 160-მდე განაცხადი სოფლად სახლის შესყიდვის პროგრამაში, რომელიც შევსებულ იქნა ა------------ვასა და ზემოხსენებული თანამშრომლების მიერ თანაბარწილად.

 

2015 წლის 1 ივლისიდან, ა------------ვას მსგავსად, ა---------------------–-----------------ის ტერიტორიულ ორგანოში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე ასევე დაინიშნა გეთია ხუნტული, რომელსაც 2016 წლის 31 დეკემბრისათვის ჰქონდა იგივე სამუშაო გამოცდილება ტერიტორიულ ორგანოში, რაც გათავისუფლებულ ა------------ვას.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, ა------------ვას მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის შემცირების შემთხვევაში შესაძლებელი იყო მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების სხვა თანამშრომლებზე უმტკივნეულოდ გადანაწილება მაშინ, როდესაც ფუნქცია-მოვალეობების სპეციფიკიდან გამომდინარე, ხ--------–------იას საშტატო ერთეულის შემცირების შემთხვევაში, უფრო საპასუხისმგებლო და მოცულობითი სამუშაოს გადანაწილება სხვა თანამშრომლებზე უფრო პრობლემური გახდებოდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, ხოლო არსებული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, ამიტომ უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნა.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტრო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ნაწილობრივ, კერძოდ იმ ნაწილში, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის №4----რძანება ა------------ვას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში; დანარჩენ ნაწილში კი გადაწყვეტილება არ გასაჩვრებულა არცერთი მხრის მიერ და ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო, როგორც იურიდიული შედეგის, ასევე სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, თუმცა, თავის მხრივ უფრო განავრცობს მას.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში.

 

მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, კერძოდ, „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ დაწესებულებებს წარმოადგენენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.

 

დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ა------------ვა მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ა---------------------–-----------------ის ტერიტორიული ორგანოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.

 

7.2 სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.

 

7.3 სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის N34 დადგენილებით დამტკიცებული ’’საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების’’ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტზე რომლის შესაბამისად, მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის №4----რძანების საფუძველზე ა------------ვა 2017 წლის 03 იანვრიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ა---------------------–-----------------ის ტერიტორიული ორგანოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან შტატის შემცირების მოტივით.

 

7.4. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 93-ე მუხლის თანახმად, მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს. ამავე კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია გაითვალისწინოს ატესტაციის შედეგები.

 

ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მოხელის გასათავისუფლებლად აუცილებელია რეორგანიზაციას თან სდევდეს შტატების შემცირება, საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი. თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც შტატები სრულად არ უქმდება და ფუნქციურად არ იცვლება, გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას ერთი და იგივე პოზიციაზე დანიშნული რომელი მოხელე გაათავისუფლოს და რომელი დატოვოს თანამდებობაზე.

 

7.5. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

ამავე კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის Nბს-166-165 (კ-16) გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეორგანიზაცია შტატების შემცირებით საკანონმდებლო რეგულაციის დონეზე იძლევა თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს. შტატების შემცირება არის დაწესებულების საქმიანობის ოპტიმიზაციის, მისი კვალიფიკაციური კადრებით დაკომპლექტების ერთ-ერთი ღონისძიება. შტატების შემცირების გამო მოხელის სამსახურიდან დათხოვნა, უკავშირდება მუშაკთა უნარჩვევების შეფასების უფლებამოსილებას, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს უქმნის დისკრეციის, შეფასების თავისუფლების ფართო არეალს. ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონი დაწესებულებაში შტატების შემცირების პირობებში ადმინისტრაციას ანიჭებს დისკრეციას, მოახდინოს თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და ა.შ ადეკვატური, ობიექტური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება.

 

საქმის მასალების თანახმად დასტურდება, რომ ა------------ვას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის №4----რძანებას საფუძვლად დაედო ა---------------------–-----------------ის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მ------------–---ვას 2017 წლის 03 იანვრის №0---- მოხსენებითი ბარათი. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, უფროსი სპეციალისტის 6 საშტატო ერთეულზე დანიშნულები იყვნენ: ა------------ვა, ჯ---–-------------ია, რ---------------ა, ბ--–-------ა, ნ---------–---ია და ხ--------–------ია. დასახელებული 6 მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით, მ------------–---ვამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ უნდა მომხდარიყო უფროსი სპეციალისტის ა------------ვას თანამდებობიდან გათავისუფლება, რადგან დანარჩენ 5 სპეციალისტს ჯ---–-------------იას, რ---------------ას, ბ--–-------ას, ნ---------–---იას და ხ--------–------იას სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე უკეთ ესმოდათ სამმართველოს მუშაობის მისია, იყვნენ კომუნიკაბელურები და შესწევდათ გუნდური მუშაობის უნარი. თუმცა, საქმეში წარმოდგენილი ჯ---–-------------იას, რ---------------ას, ბ--–-------ას, ნ---------–---იას და ხ--------–------იას CV-ებისა და (იხ.ს.ფ. 80-105) საქმის მასალების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საერთოდ არ მომხდარა მუშაკთა პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და ა.შ ადეკვატური, ობიექტური შეფასება; ა------------ვას სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება დაეფუძნა ერთადერთ დოკუმენტს - შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსის მ------------–---ვას მოხსენებით ბარათს, რომელში აღწერილი ინფორმაციაც ოდნავადაც არ ყოფილა გამყარებული მტკიცებულებებით და ამგვარი მოხსენებითი ბარათი არ შეიძლებოდა მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი გამხდარიყო; ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი სამართლებრივი, ობიექტური მექანიზმის საფუძველზე უნდა მოეხდინა ექვსივე მოხელის პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და სხვ მნიშვნელოვანი ფაქტორების შესწავლა, შეფასება, უნდა გაეთავალისწინებინა ატესტაციის შედეგები (არსებობის შემთხვევაში) და ისე მიეღო გადაწყვეტილება ერთ-ერთი მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ამგვარი ქმედების პრაქტიკაში დამკვიდრება დიდი საფრთხის მატარებელია საქართველოს კონსტიტუციით დამკვიდრებული შრომის უფლებისათვის, რადგან ადმინისტრაციულ ოგანოს საშუალება ეძლევა თუნდაც ფორმალური რეორგანიზაციის ჩატარების მოტივით, მისთვის არასასურველი მოხელე მხოლოდ მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გაათავისუფოს სამსახურიდან, მაშინ როცა, მის მიერ ამ საკითხზე მსჯელობა უნდა განხორციელდეს სწორედ სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოთ აღწერილი მოთხოვნების კვალობაზე.

 

სააპელაციო სასამართლო მხარს უჭერს რა აქტის გაუქმებას სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ ვერ მოხდება საკითხის არსებითად გადაწყვეტა, რადგან მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და ა.შ. შემოწმება სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ ოფლებამოსილებას წარმოადგენს და დისკრეციას მიკუთვნებულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტლების მიღება, დისკრეციაში შეჭრა, სცილდება სასამრთლო კომპეტენციას.

 

ამასთან, სკითხზე თავიდან მსჯელობისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს, რომ გაუქმდა არა კონკრეტული საშტატო ერთეული, ანუ გაუქმდა არა ა------------ვას საშტატო ერთეული, არამედ ზოგაგად, გაუქმდა 6 შტატიდან მხოლოდ ერთი და დარჩა 5 ერთეული, გაუქმებამდეც და გაუქმების შემდეგაც ყველა მათგანზე დასაქმებულ პირებს ერთი და იგივე ფუნქციური უფლება-მოვალეობები გააჩნდათ, რაც გულისხმობს იმას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხი უნდა გადაწყვიტოს უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპის საფუძველზე, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, უნდა განხორციელდეს შესაბამისი სამართლებრივი, ობიექტური მექანიზმის გამოყენებით.

 

ამასთან, რაც შეეხება საქმის მასალებში არსებულ მ------------–---ვას მიერ შედგენილ სამსახურებრივ ბარათს (ს.ფ. 154-155), სადაც ახსნილია ის მიზეზი, თუ რა დაედო საფუძვლად ა------------ვას სამსახურიდან განთავისუფლებას, კერძოდ ის, რომ ხ--------–------ია პროფესიით იურისტია და უკეთ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირველ რიგში, ა------------ვას მიერ, ისევე როგორც ამ სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებული მუშაკების მიერ დაკავებული თანამდებობებისათვის, სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნას წარმოადგენდა ზოგადად უმაღლესი განათლება და არა კონკრეტულად უმაღლესი იურიდიული განათლება (იხ. მინისტრის ბ------------- 3013 წლის 14 ნოემბერი); გარდა ამისა, ხ--------–------იას მიერ ა------------ვაზე უკეთ სამსახურებრივი მოვალებების შესრულება არ დასტურდება საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით და ბოლოს, აღნიშნული სამსახურებრივი ბარათი (22.08.2017) შექმნილია ა------------ვას სამსახურიდან განთავისუფლების (03.01.2017) შემდეგ, უფრო მეტიც, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილვის (08.06.2017) შემდეგაც, რაც გულისხმობს იმას, რომ ა------------ვას სამსახურიდან განთავისუფლების მომენტისათვის ამგვარი მოტივაცია მისთვის უცნობი იყო მისი არარსებობის გამო და რაც აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის დამატებითი საფუძველია. გარდა ამისა, სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზების წერილობითი ფორმით შედგენა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაციის გაცნობის შემდეგ, სააპელაციო პალატას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.2 მუხლის გათვალისწინებით, ამ მტკიცებულების მიმართ უყალიბებს იმგვარ შინაგან რწმენას, რომელიც ნამდვილად ვერ იქნება ადმინისტრაციული ორგანოს სასარგებლო; კერძოდ, ეს გულისხმობს იმას, რომ ამ სამსახურებრივ ბარათში მოყვანილი გარემოებები, საქმის სხვა მასალებისა და მოცემული ეტაპისათვის ცნობილი გარემოებების ყოველმხრივი და ობიექტური ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გასაჩივრებული აქტის გამოცემის დროისათვის არც არსებულა.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ შტატის შემცირების შედეგად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, რათა დაინტერესებული პირისთვის ცნობილი გახდეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება, ასეთ დროს ის ვალდებულია გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდათ შესაბამისი აქტის გამოცემისას. გასაჩივრებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის №4----რძანება კი არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას და არ იძლევა გადაწყვეტილების ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას.

 

7.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა საკითხი და მართებულად ცნო ბათილად სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის №4----რძანება და მოპასუხე სამინისტროს დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ა------------ვას მიმართ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII 3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -