განაჩენი

სისხლის სამართლის 23.04.2018
საქმის ნომერი
330100116001247152
ინსტანცია
თარიღი
23.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/283-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორ - ი-----–------–----–--ას,ადვოკატ - რ---–----------–---–ის, მსჯავრდებულ - ბ-----------–---–ის მონაწილეობით,საქართველოს მთავარი პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ი-----–------–----–--ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ბ-----------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–------------------------------------–-----------–---------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენით:

 

ბ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 40 000 (ორმოციათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ბ-----------–---–მა ჩაიდინა:

 

თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

ბ-----------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

ი/მ ,,ბ-----------–---–ი“ (ს/ნ 0----------), დაფუძნებულ იქნა 1998 წლის 19 აგვისტოს. დირექტორად რეგისტრირებულია ბ-----------–---–ი. 2013 წლის ივნისიდან, 2014 წლის მაისამდე პერიოდში ი/მ ,,ბ-----------–---–ის“ (ს/ნ 0----------), ი/მ ,-----------–---–-------------------------------------------–---–-----------------------–------------–----------------------------------------------–--------–-----------------------------------–-------------–-----------------------------------------------------------------------------------–------------------------------------------–---------------------------------------------------–---–-----------------------------------–-----------------------------------------------------------------------------------------------------–------------------------------------------------–---–-------------------------------------–--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მიერ, ქ. თბილისის, ნ----–-----ის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა, ქ. თბილისში, თ----- უბნის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები. ი/მ ,,ბ-----------–---–ის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ბ-----------–---–მა, რომელიც ასევე ფაქტობრივად წარმართავდა ზემოხსენებული სამეწარმეო სუბიექტების საქმიანობას, განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა ქ. თბილისის ნ----–-----ის რაიონის გამგეობის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ქ. თბილისში, თ----- უბნის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების სარემონტო სამუშაოების წარმოებისას, ქ. თბილისში, ნ----–-----ის რაიონის გამგეობისათვის წარდგენილ შესრულებული სამუშაოების აქტებში (------------ ბ-----------–---–მა შეიტანა ყალბი მონაცემები, რითაც მან ხელოვნურად გაზარდა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებები. ზ/აღნიშნული ხერხით, ბ-----------–---–ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ქ. თბილისის ნ----–-----ის რაიონის გამგეობის კუთვნილ ფულად თანხებს ჯამში 380 776 ლარს, რითაც დაზარალებულს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ი-----–------–----–--ამ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ მსჯავრდებულ ბ-----------–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

 

ბრალდების მხარის მითითებით განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, მასში არ იკვეთება სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპების გამოყენება. პირველი ინსტანციის სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაში გამოვლენილი განსაკუთრებით საშიში მართლსაწინააღმდეგო ნება და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა. პროკურორი მიიჩნევს, რომ ბ-----------–---–ისთვის განსაზღვრული სასჯელის ზომა უგულებელყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების რეალიზებას, ვინაიდან სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა 40000 (ორმოციათასი) ლარის ოდენობით, ვერ უზრუველყოფს სამართლიანობის აღდგენას, მსჯავრდებულის რესოციალიზაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, მით უფრო, თუ იგი კვლავაც აგრძელებს ტენდერში გამარჯვების საფუძველზე ანალოგიური სახის საქმიანობას. აპელანტის განმარტებით, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას ისეთი სახის და ზომის სასჯელი, რომელიც დაკავშირებულ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, ვინაიდან მხოლოდ მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის შედეგად იქნება უზრუნველყოფილი საქართევლოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევა.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ი-----–------–----–--ამ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებულმა ბ-----------–---–მა და ადვოკატმა რ---–----------–---–მა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ი-----–------–----–--ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. ბ-----------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და ასევე, სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პრეიუდიციულად ცნობილი, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ მოწმეების: გ-------–------ის, თ---------–--------, ი------------–---–ის, ტ------–---------------------–-----------------------–--------–-------------------------------–--------------------–----------–--------------------------–----------------–-----------------------------------------------–---------------------–-–---–-----–-------------------------–------------------------------–--------------–-–---–--------------–----------–------------–---–------–--------------------------–---------–---–----------------------–---–---------------------–---–------------------------------------–--–------------------–---–-----–-–--–-------–---–-----------------–---–--------------------------------------------------------–---–-----–--–---------–------------------–---–-------–----------------------------------------–--------------------–--------------------–----–---–--------------------------------------------------------------------------–---–-----------------------–---–ის ჩვენებებით; შუალედური აქტით; რევიზიის აქტებით; მოწმედ დაკითხული ექსპერტების კ--------------–-–---–ის და პ-----------–--ის ჩვენებებით.

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბ-----------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენას.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და ვერ მიიჩნევს მათ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების საფუძვლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ზემოთ აღნიშნული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, მისი საზოგადოებრივი საშიშროება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგ; გაითვალისწინა ასევე ბ-----------–---–ის ასაკი და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება, მონანიება, თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან და მზადყოფნა - აანაზღაუროს დაზარალებულისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ მსჯავრებულს დაუნიშნა მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ბ-----------–---–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა 40 000 (ორმოციათასი) ლარის ოდენობით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

ამდენად, ვინაიდან მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი, პალატა მიიჩნევს, რომ მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორ ი-----–------–----–--ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენი;

 

ბ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ ბ-----------–---–ის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ბ-----------–---–ი მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ბ-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაოს 10 000 (ათიათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, ლ--–---------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებაზე, მდებარე ქ---------------–------–------------- (საკადასტრო კოდი N------------) 10 000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილზე, დადებული ყადაღა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

x--- ფაილი, მოთავსებული ერთ ცალ დისკზე, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

საქმეზე წარმოდგენილი და დათვალიერებული ი/მ ,,ბ-----------–---–ის’’ (ს/ნ 0----------), ი---------------–---–-------------------------------------------–---–------------------------–------------–-----------------------------------------------–--------–------------------------------------–-------------–--------------------------------------------------------------------------------------–--------------------------------------------–---------------------------------------------------–---–------------------------------------–------------------------------------------------------------------------------------------------------–-------------------------------------------------–---–--------------------------------------–------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია 20 (ოცი) ბაინდერად, რომელიც ინახება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ბ-----------–---–ის მიერ წარმოდგენილი დათვალიერებული ი/მ ,,ბ-----------–---–ის’’ (ს/ნ 0----------), ი---------------–---–-------------------------------------------–---–------------------------–------------–-----------------------------------------------–--------–------------------------------------–-------------–--------------------------------------------------------------------------------------–--------------------------------------------–---------------------------------------------------–---–------------------------------------–------------------------------------------------------------------------------------------------------–-------------------------------------------------–---–--------------------------------------–------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ საბანკო ანგარიშების შესახებ ამონაწერები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნ----–-----ის რაიონის გამგეობიდან ამოღებული დოკუმენტები ი/მ ,,ბ-----------–---–ის’’ (ს/ნ 0----------), ი---------------–---–-------------------------------------------–---–-----------------------–------------–----------------------------------------------–--------–-------------------------------------–-------------–-------------------------------------------------------------------------------------–--------------------------------------------–------------------------------, მიერ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე