განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.03.2018
საქმის ნომერი
330310017001970236
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
განაცდურის ანაზღაურება, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
28.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/3101 -17 (330310017001970236)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

28 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე- გიორგი გოგიაშვილი

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

 

აპელანტი - თ----- ბ----ა;

წარმომადგენელი - ნ------------–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - თ--------------------ძე;

 

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტი;

წარმომადგენელი - მ--------------–-ა;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება იძულებითი განაცდურის ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1.აპელანტის მოთხოვნა

1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების თ----- ბერაიას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

 

2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

თ----- ვ-–--------ის ასული ბ----ა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში 1998 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე.

 

თ----- ბ----ას 1999 წლის 31 ივლისს მიენიჭა სპეციალური წოდება - „პოლიციის უ-–-----ი ლ--------ტი“, 2000 წლის 31 დეკემბერს - „პოლიციის ლ--------ტი“, 2003 წლის 01 იანვარს

- „პოლიციის უფროსი ლ--------ტი“, 2006 წლის 01 იანვარს - „პოლიციის კაპიტანი“ და

2009 წლის 01 იანვარს - „პოლიციის მ-------“.

 

თ----- ბ----ა, 2015 წლის 01 ოქტომბერს, დაინიშნა შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. სისტემაში მუშაობის პერიოდში, მის მიმართ არაერთგზის იყო გამოყენებული ისეთი წახალისების სახეები, როგორიცაა „მადლობა“ და „ფულადი პრემია“.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სამსახურის გავლის ნუსხა (ს.ფ. 14-25).

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №7-- ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება, რომელიც ამოქმედდა 2015 წლის 01 ოქტომბრიდან. დებულების თანახმად, დეპარტამენტის ერთ-ერთ სტრუქტურული ერთეულია ადმინისტრაცია (სამმართველო). ამავე დებულებით განისაზღვრა ამ უკანასკნელის კომპეტენცია.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 01 ოქტომბრის N2------ ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა (დანართი №1) და საშტატო განრიგი (დანართი №2). დამტკიცებული სტრუქტურისა და საშტატო განრიგის მიხედვით დეპარტამენტი შეიქმნა ახლად, სადაც ადმინისტრაცია (სამმართველო) ჩამოყალიბდა 47 საშტატო ერთეულით. ადმინისტრაციაში (სამმართველო) ერთ-ერთ განყოფილებას წარმოადგენდა ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება, სადაც განისაზღვრა გ---------–---------------ს (პოლიციის პ---–-------ის) თანამდებობა -

1 საშტატო ერთეული, მთავარი სპეციალისტის (პოლიციის მ-------ს) თანამდებობა -

2 საშტატო ერთეული, წამყვანი სპეციალისტის (პოლიციის კაპიტანის) თანამდებობა - 4 საშტატო ერთეული, წამყვანი სპეციალისტის (იურისკონსულტის) (პოლიციის კაპიტანის) თანამდებობა - 2 საშტატო ერთეული, ჯამში 9 საშტატო ერთეულით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №7-- ბრძანება თანდართული დებულებით (ს.ფ. 26-40);

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 01 ოქტომბრის №2------ ბრძანება და მისი დანართები (დანართი №1 და დანართი №2) (ს.ფ. 42-97).

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №752 ბრძანებით „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №7-- ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც შეიცვალა დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები, კერძოდ, ნაცვლად „ადმინისტრაცია (სამმართველო)“ შეიქმნა „საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება“. დადგენილია, რომ ამ უკანასკნელი განყოფილების უფლებამოსილება განისაზღვრა „ადმინისტრაციის (სამმართველო)“ მსგავსი უფლებამოსილებით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ ბრძანებით, რომელიც ამოქმედდა 2017 წლის 01 იანვრიდან, შეტანილ იქნა ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 01 ოქტომბრის №2------ ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში.

 

დამტკიცებული საშტატო განრიგით სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში ადმინისტრაცია (სამმართველო) გაუქმდა (შემცირდა ყველა თანამდებობა, მათ შორის, ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში არსებული თანამდებობები) მთლიანად, 48 საშტატო ერთეულით და ახლად შეიქმნა საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება 24 საშტატო ერთეულით. ამასთან, საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის შტატი განისაზღვრა 1 ერთეულით (პოლიციის მ-------).

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 22 მაისის № MIA 4---------- წერილით თ----- ბ----ას ეცნობა, რომ განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს ჩამოერთვათ მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების, უ-–-----ი სპეციალური წოდების მინიჭების, ასევე, შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების უფლებამოსილება. აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი. შესაბამისად, შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილებაში კადრების ხაზით მომუშავე მთავარი სპეციალისტის შტატი არ არსებობს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №7-- ბრძანება თანდართული დებულებით (ს.ფ. 26-40);

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №752 ბრძანება და მისი დანართი (ს.ფ. 98-102);

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ ბრძანება, დანართით (საშტატო განრიგი) (ს.ფ. 103-116).

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 22 მაისის № MIA 4----------წერილი (ს.ფ. 124).

 

„თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის №2---- ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად, ამავე მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ საშტატო- საორგანიზაციო ბრძანების საფუძველზე:

3. შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ადმინისტრაციის (სამმართველო) ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, პოლიციის მ------- თ----- ვ-–--------ის ასული ბ----ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში, 2017 წლის 01 იანვრიდან.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი „თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის №2---- ბრძანებიდან (ს.ფ.116).

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 02 მაისის №1------ ბრძანებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №9-- ბრძანებით დამტკიცებული წესის 37-ე მუხლის (დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) საფუძველზე: 1. შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ადმინისტრაციის (სამმართველო) ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, პოლიციის მ------- თ----- ვ-–--------ის ასული ბ----ა დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 02 მაისის №1------ ბრძანება (ს.ფ. 118).

 

საქართველოს შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის

01 ივნისის №MIA 1------------ ცნობით დგინდება, რომ შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ადმინისტრაციის (სამმართველო) ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ყოფილი თანამშრომელის, მთავარი სპეციალისტის თ----- ვ-–--------ის ასული ბ----ას შრომის ანაზღაურება მითითებულ თანამდებობაზე შეადგენდა 1002 (ერთიათასორი) ლარს, მათ შორის: თანამდებობრივი სარგო 785 (შვიდასოთხმოცდახუთი) ლარი, წოდებრივი - 50 (ორმოცდაათი) ლარი და დანამატი წელთა ნამსახურობაზე - 167 (ასსამოცდაშვილი) ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის

01 ივნისის №MIA 1------------ ცნობა (ს.ფ. 125).

 

ამონაწერით შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების განაწილებით დგინდება, რომ შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის, პოლიციის მაიორ თ----- ვ-–--------ის ასული ბ----ას ფუნქცია-მოვალეობებია:

- მომსახურებას უწევს შსს სამეგრელო-ზ--------------ის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ფ------------–-----------------–ოს, ს-----------ონულ სამმართველოს და მესტიის (ზემო სვანეთი) რაიონულ სამმართველოს.

- სამოქმედო ზონის მიხედვით უზრუნველყოფს თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობრივი გადაადგილების, თანამდებობიდან გათავისუფლების, შს სამინისტროდან დათხოვნის, დეკრეტული შვებულებისა და დისციპლინური წესით დასჯის შესახებ ბრძანებების პროექტის მომზადებას, ასევე შს სამინისტროში მისაღები კანდიდატების ხარისხიანი შერჩევის მიზნით ყველა იმ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას, რომლითაც რეგულირდება შს სამინისტროს სისტემაში მოქალაქეთა და ყოფილ თანამშრომელთა მიღების წესი. შესწავლის შედეგად მიღებულ ყველა დოკუმენტს ათავსებს არსებული წესის შესაბამისად პირად საქმეში. უზრუნველყოფს თანამშრომელთა პირად საქმეებში შს სამინისტროში მიღების, თანამდებობრივი გადაადგილების, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შს სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანებების შეტანას. თანამშრომლის დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში აკონტროლებს შესაბამისი საავადმყოფო ფურცლის წარმოდგენის მდგომარეობას და არსებულ დოკუმენტაციას ათავსებს მოსამსახურის პირად საქმეში.

- უზრუნველყოფს შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტისა და მასში შემავალი დანაყოფების თანამშრომლებისთვის ფიზიკური ნორმატივების ჩატარებას.

- განიხილავს შემოსულ განცხადებებს და კანონით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფს პასუხის გაცემას (ცნობა სამუშაო ადგილიდან, საპენსიო გაანგარიშება და სხვა დოკუმენტები, რომელთა მომზადება და გადაცემა ხორციელდება პირადი საქმეებიდან).

- უზრუნველყოფს სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნასა და თანამშრომელთა შსს სპეციალურ აღრიცხვაზე აყვანას.

- სამოქმედო ზონის მიხედვით დათხოვნილ და განთავისუფლებულ თანამშრომლებზე გასცემს შემოვლის ფურცელს და შრომის წიგნაკს. დათხოვნიდან 10 დღის ვადაში სამობილიზაციო სამსახურს უგზავნის სამხედრო ბილეთს აღრიცხვაზე ასაყვანად.

- უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის N42 ბრძანებულების მე-3 კარის 3.11 პუნქტის (განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ცნობებზე დასაშვებად გასაფორმებელ (ხელახლა გასაფორმებელ) პირთა მასალებს ამზადებენ საკადრო მუშაობის სამსახურები სარეჟიმო- საიდუმლო ორგანოებთან (შესაბამის თანამდებობის პირთან) ერთად) მოთხოვნების შესრულებას და ახორციელებს შესაბამის მოქმედებებს მითითებული ბრძანებულების შესაბამისად. ამავდროულად პირის სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების შესახებ შესაბამისი ფორმის მიხედვით აცნობებს პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული აღრიცხვის ჯგუფს, ხოლო კვარტალურ ინფორმაციას აგზავნის შსს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში.

- დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების განაწილებიდან (ს.ფ. 123).

 

„შსს სამეგრელო-ზ--------------ის პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების მოსამსახურეთა ფუნქციონალური მიმართულებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 01 მაისის N1------ ბრძანების დანართით განისაზღვრა შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის, პოლიციის მ------- ლ---- ნ-----–----ის ძე თ-------ას ფუნქცია- მოვალეობები, კერძოდ, იგი:

უზრუნველყოფს შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტსა და მასში შემავალ საქალაქო და რაიონული სამმართველოებში თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობრივი გადაადგილების, შს სამინისტროდან დათხოვნის, სპეციალური წოდების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით მასალების მომზადებას სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის წარსადგენად; მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის მიზნით საჭირო მასალების გადაგზავნას სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში; მოსამსახურეთა შვებულების აღრიცხვიანობას და კონტროლს, მოსამსახურეთა სამსახურებრივი ჟეტონების და მოწმობების გაცემას და აღრიცხვიანობას; შსს აკადემიაში ტესტირება-გასაუბრებაზე მოხვედრის მსურველ მოქალაქეთა სააპლიკაციო ფორმების და შესაბამისი მასალების გადაგზავნას შსს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში; კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს შემოსულ განცხადებებს და კანონით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფს პასუხის გაცემას.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების მოსამსახურეთა ფუნქციონალური მიმართულებების განსაზღვრის შესახებ 2017 წლის 01 მაისის N1------ ბრძანება და დანართიდან ამონაწერი (ს.ფ.166-167).

 

2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის №2---- და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 02 მაისის №1------ ბრძანებები, თ----- ბ----ას კადრების განკარგულებაში გადაყვანისა და შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად სასამართლომ მიიჩნია, რომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის - თ----- ბ----ას მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში.

 

მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, კერძოდ, „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ დაწესებულებებს წარმოადგენენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.

 

მითითებული კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში , თუ ??????????? ???????????? , სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

დადგენილია, რომ თ----- ბ----ა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ადმინისტრაციის (სამმართველო) ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში, მთავარ სპეციალისტად. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს. აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №9-- ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის შესაბამისად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ თ----- ბ----ა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის №2---- ბრძანების საფუძველზე და აყვანილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში.

 

ხსენებული ბრძანების თანახმად, მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი გახდა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ საშტატო- საორგანიზაციო ბრძანება, რომლითაც შევიდა ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 01 ოქტომბრის №2------ ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში. ეს უკანასკნელი ბრძანება ამოქმედდა 2017 წლის 01 იანვრიდან.

 

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის N2------ და 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ ბრძანებებით დამტკიცებული სტრუქტურითა და საშტატო განრიგით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტში ახლად შეიქმნა საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება, სადაც გაუქმდა ადმინისტრაცია (სამმართველო) ყველა თანამდებობით 48 საშტატო ერთეულით, მათ შორის ამავე ადმინისტრაციის (სამმართველოს) ადამიანური რესურსების მართვისა სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობა - 2 საშტატო ერთეულით. ამავე დროს, განხორციელებული ცვლილებების თანახმად, 24 საშტატო ერთეულით ახლად შეიქმნა საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება, სადაც მთავარი სპეციალისტის შტატი განისაზღვრა 1 ერთეულით (პოლიციის მ-------).

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანილ პოლიციელს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.

 

სასამართლომ მიუთითა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლზე, რომელიც ადგენს პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.

 

აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №9-- ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 34-37-ე მუხლებით, კერძოდ, 34-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას; ამავე წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებები დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება, ხოლო 37-ე მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან.

 

დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ საქართველოს „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 02 მაისის №1------ ბრძანებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №9-- ბრძანებით დამტკიცებულის წესის 37-ე მუხლის (დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) საფუძველზე შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ადმინისტრაციის (სამმართველო) ადამიანური რესურსების მართვისა დ სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (პოლიციის მ-------) თ----- ბ----ა დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე“.

 

ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაფრთხილების ვადის გასვლიდან პირველივე დღეს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.

 

ამრიგად, მოხელის გასათავისუფლებლად აუცილებელია რეორგანიზაციას თან სდევდეს შტატების შემცირება, ხოლო საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა იმ სტრუქტურული ერთეულის თანამდებობის გაუქმებასა და ახლიდან ჩამოყალიბებას, რომელშიც მოსარჩელეს ეკავა მთავარი სპეციალისტის თანამდებობა, კერძოდ, ახლად შეიქმნა საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება, სადაც მთლიანად გაუქმდა ადმინისტრაცია (სამმართველო) თავისი თანამდებობებით, მათ შორის ადამიანური რესურსების მართვისა დ სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობა. შესაბამისად, სახეზე იყო თ----- ბ----ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძველი.

 

სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეიცვალა მხოლოდ სტრუქტურული ერთეულის სახელწოდება და ფუნქციურად იგივე სახით დარჩა. მით უმეტეს, როდესაც თავად მოსარჩელე მხარემ დაადასტურა საშტატო ერთეულების რაოდენობის შემცირებისა და კონკრეტულად 1 პირისათვის შემცირებული (შეკვეცილი) სახით იმ ფუნქცია- მოვალეობების დაკისრება, რაც წარმოადგენდა გაუქმებამდე არსებული ადამიანური რესურსების მართვისა დ სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების (მთლიანად) უფლებამოსილებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულად ის თანამდებობა, თავისი ფუნქცია-მოვალეობებით, რაც მოსარჩელეს ჰქონდა დაკავებული, იგივე სახით აღარ არსებობდა. რაც შეეხება მთავარი სპეციალისტის თანამდებობას, რომელიც შეიქმნა საქართველოს შსს ს--------–-----------------ის დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილებაში, მას შესაძლოა დაევალა მსგავსი, მაგრამ განსხვავებული და უფრო ფართო მოცულობის ფუნქცია-მოვალეობები, მათ შორის, გაფართოვდა მისი სამოქმედო ზონა, მოსარჩელის სამოქმედო ზონასთან შედარებით. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ თ----- ბ----ასათვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების თანახმად, იგი: - მომსახურებას უწევს შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ფ------------–-----------------–ოს, ს-----------ონულ სამმართველოს და მესტიის (ზ--------------ი) რაიონულ სამმართველოს;

 

- სამოქმედო ზონის მიხედვით უზრუნველყოფს თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობრივი გადაადგილების, თანამდებობიდან გათავისუფლების, შს სამინისტროდან დათხოვნის, დეკრეტული შვებულებისა და დისციპლინური წესით დასჯის შესახებ ბრძანებების პროექტის მომზადებას, ასევე შს სამინისტროში მისაღები კანდიდატების ხარისხიანი შერჩევის მიზნით ყველა იმ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას, რომლითაც რეგულირდება შს სამინისტროს სისტემაში მოქალაქეთა და ყოფილ თანამშრომელთა მიღების წესი. შესწავლის შედეგად მიღებულ ყველა დოკუმენტს ათავსებს არსებული წესის შესაბამისად პირად საქმეში. უზრუნველყოფს თანამშრომელთა პირად საქმეებში შს სამინისტროში მიღების, თანამდებობრივი გადაადგილების, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შს სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანებების შეტანას. თანამშრომლის დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში აკონტროლებს შესაბამისი საავადმყოფო ფურცლის წარმოდგენის მდგომარეობას და არსებულ დოკუმენტაციას ათავსებს მოსამსახურის პირად საქმეში; - უზრუნველყოფს შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტისა და მასში შემავალი დანაყოფების თანამშრომლებისთვის ფიზიკური ნორმატივების ჩატარებას. - განიხილავს შემოსულ განცხადებებს და კანონით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფს პასუხის გაცემას (ცნობა სამუშაო ადგილიდან, საპენსიო გაანგარიშება და სხვა დოკუმენტები, რომელთა მომზადება და გადაცემა ხორციელდება პირადი საქმეებიდან). - უზრუნველყოფს სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნასა და თანამშრომელთა შსს სპეციალურ აღრიცხვაზე აყვანას. - სამოქმედო ზონის მიხედვით დათხოვნილ და განთავისუფლებულ თანამშრომლებზე გასცემს შემოვლის ფურცელს და შრომის წიგნაკს. დათხოვნიდან 10 დღის ვადაში სამობილიზაციო სამსახურს უგზავნის სამხედრო ბილეთს აღრიცხვაზე ასაყვანად. - უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის N42 ბრძანებულების მე-3 კარის 3.11 პუნქტის (განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ცნობებზე დასაშვებად გასაფორმებელ (ხელახლა გასაფორმებელ) პირთა მასალებს ამზადებენ საკადრო მუშაობის სამსახურები სარეჟიმო-საიდუმლო ორგანოებთან (შესაბამის თანამდებობის პირთან) ერთად) მოთხოვნების შესრულებას და ახორციელებს შესაბამის მოქმედებებს მითითებული ბრძანებულების შესაბამისად. ამავდროულად პირის სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების შესახებ შესაბამისი ფორმის მიხედვით აცნობებს პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული აღრიცხვის ჯგუფს, ხოლო კვარტალურ ინფორმაციას აგზავნის შსს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში; - დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

ასევე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, პოლიციის მ------- ლ---- ნ-----–----ის ძე თ-------ას დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისად, იგი: - უზრუნველყოფს შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტსა და მასში შემავალ საქალაქო და რაიონული სამმართველოებში თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობრივი გადაადგილების, შს სამინისტროდან დათხოვნის, სპეციალური წოდების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით მასალების მომზადებას სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის წარსადგენად;

- მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის მიზნით საჭირო მასალების გადაგზავნას სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში;

- მოსამსახურეთა შვებულების აღრიცხვიანობას და კონტროლს, მოსამსახურეთა სამსახურებრივი ჟეტონების და მოწმობების გაცემას და აღრიცხვიანობას; - შსს აკადემიაში ტესტირება-გასაუბრებაზე მოხვედრის მსურველ მოქალაქეთა სააპლიკაციო ფორმების და შესაბამისი მასალების გადაგზავნას შსს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში; - კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს შემოსულ განცხადებებს და კანონით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფს პასუხის გაცემას.

 

სასამართლომ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, პოლიციის მ------- ლ---- ნ-----–----ის ძე თ-------ას დაეკისრა მუშაობის პერიოდში მოსარჩელის - თ----- ბ----სათვის დაკისრებული მოვალეობებისაგან განსხვავებული ფუნქციები. ის გარემოება, რომ შესაძლოა ფუნქციათა ნაწილი ერთმანეთის მსგავსია, არ გულისხმობს იმას, რომ თ----- ბ----ას მიერ კონკრეტულ პერიოდში დაკავებული თანამდებობა (დაკისრებული მოვალეობები) თავისი ფუნქციური დატვირთვით კვლავ არსებობდა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის შედეგად ადგილი ჰქონდა ძველი საშტატო ერთეულის გაუქმებას.

 

სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ როგორც მოპასუხის და მესამე პირის წარმომადგენლებმა განმარტეს, ლ---- ნ-----–----ის ძე თ-------ა რეორგანიზაციამდე დასაქმებული იყო საქართველოს შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციაში (სამმართველო) ადამიანური რესურსების მართვისა დ სამართლებრივი უზრუნველყოფის გ---------–---------------ს თანამდებობაზე. შესაბამისად, გ---------–--------------- ხელმძღვანელობს რა მთლიანი განყოფილების საქმიანობას, კონკრეტულ პირებს შორის ანაწილებს განყოფილების ფუნქციებს და განსახილველ შემთხვევაში, ერთ-ერთ ასეთ პირს წარმოადგენდა თ----- ბ----ა, რომელსაც უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების შესაბამისად, დავალებული ჰქონდა განყოფილების ფუნქციების მხოლოდ ნაწილი, უსაფუძვლოა მოსარჩელის აპელირება ე.წ. „უ-------------------ის“ უფლებასთან დაკავშირებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზების პირობებში მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე იყო მოსარჩელის - თ----- ბ----ას თანამდებობიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული პირობები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-17 მუხლებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში ის გარემოება, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის №2---- და ამავე მინისტრის 2017 წლის 02 მაისის №1------ ბრძანებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით - არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ, ასევე, დაუსაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის №2---- და ამავე მინისტრის 2017 წლის 02 მაისის №1------ ბრძანებები, ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს სახელმწიფო შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს მოსარჩელისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

 

3.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;

სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული მტკიცებულებები, არ გამოიკვლია საქმეში არსებული არსებითი საკითხები და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის N7-- ბრძანების მე-8 მუხლის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე შექმნილი იყო ადმინისტრაცია (სამმართველოს) დეპარტამენტი, რომლის კომპეტენციაც მოწესრიგებული იყო შსს-ს მინისტრის ამავე ბრძანების მე-9 მუხლში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N 2------ ბრძანებით კი ადმინისტრაცია (სამმართველოს) სტრუქტურულ ერთეულში გათვალისწინებული იყო ადამინური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის მთავარი სპეციალისტის 2 თანამდებობა. აღნიშნული ორი თანამდებობიდან ერთი თანამდებობა ეკავა აპელანტ - თ----- ბ----ას, ხოლო მეორე თანამდებობა - სოფიო დარასელიას. მათი უფლება-მოვალეობები გაწერილი იყო როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის N7-- ბრძანების მე-9 მუხლში, ასევე მათი ფუნქციების დეტალური ჩამონათვალი მოცემული იყო ინდივიდუალურად გაწერილ დოკუმენტებში.

 

როდესაც შიანაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო რეორგანიზაცია, როგორც თ----- ბ----ა, ასევე სოფიო დარასელია გადაიყვანეს კადრებში, შემდეგ კი ორივე მათგანი გაათავისუფლეს იმ დასაბუთებით, რომ მათი თანამდებობები გაუქმდა და კადრების ხაზით მომუშავე მთავარი სპეციალისტის შტატი არ არსებობდა. ანალოგიური დასაბუთება მიიღო თ----- ბ----ამ 2017 წლის 22 მაისს შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის პოლიციის მაიორ ბულიას მიერ გამოგზავნილ წერილში.

თბილისის საქალაქო სასამართლომაც მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მთლიანად იმ დასაბუთებას დააფუძნა, რომ რეორაგნზაციის შემდეგ აღარ არსებობდა თ----- ბ----ას მიერ დაკავებული თანამდებობა და შესაბამისად, ადმინისტარციულ ორგანოს არ ჰქონდა ვალდებულება მისი თანამდებობაზე დანიშვნის, რაც არ შეესაბამება საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ,უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, სწორედ მოსარჩელეს ეკისრება ვალდებულება დაასაბუთოს, კონკრეტულად რომელ თანამდებობაზე უნდა მოხდეს მისი აღდგენა. შესაბამისად, აპელანტი მხარე ქვემოთ განვითარებული მსჯელობის მიხედვით სასამართლოს მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების არასწორად შეფასების ფონზე დაასაბუთებს, რატომ მიიჩნევს რომ თ----- ბ----ას მიერ დაკავებული შტატი რეორგანიზაციის შემდეგ არ გაუქმებულა და რატომ უნდა მოხდეს მისი აღდგენა საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე:

 

სასამართლომ მიეს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში უსაფუძვლოდ ჩათვალა აპელანტის მიერ განვითარებული მსჯელობა იმასთან, დაკავშირებით, რომ განხორციელებული ცვლილებების შემდეგ ადმინისტრაციამ (სამმართველომ) შეიცვალა მხოლოდ სახელწოდება, დაერქვა საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება, ხოლო ფუნქციურად იგი იგივე სახით დარჩა. აპელანტი მხარისთვის გაუგებარია, რატომ არის აღნიშნული გარემოება დაუსაბუთებელი სასამართლოსთვის, მაშინ როდესაც საქმეში თანდართული მტკიცებულებებით დგინდება შემდეგი:

რეორგანიზაციამდე ადმინისტრაცია (სამმართველოს) ფუნქცია-მოვალეობები გაწერილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 30 სექტემბრის N7---ე ბრძანების მე-9 მუხლში. ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ ადმინისტრაციას (სამმართველოს) გადაერქვა სახელი და მის ნაცვლად დაერქვა საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება. რომლის კომპეტენციაც ასევე ჩამოყალიბდა შსს-ს მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის მე-9 მუხლში. თუკი სასამართლო შეადარებს ორივე დეპარტამენტის კომპეტენციებს ძველი და ახალი ბრძანებების მიხედვით, ნახავს, რომ თითქმის ყველა უფლება-მოვალეობა რაც გააჩნდა ადმინისტრაცია (სამმართველოს) გადმოტანილია უცვლელად საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების კომპეტენციაში. ცვლილება ეხება მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ფუნქცია-მოვალეობას, რომელიც ახალ ბრძანებაში ამოკლებულია, თუმცა არც ერთი განსხვავებული ფუნქცია საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილებას არ დამატებია. შესაბამისად, აპელანტის მითითება, რომ მისი თანამდებობა ზუსტად საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების დეპარტამენტშია მოქცეული, აპელანტს მიაჩნია, რომ სავსებით დასაბუთებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებულია.

 

რაც შეეხება შტატების ნაწილს, აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლომ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში განავითარა შემდეგი მსჯელობა: რეორგანიზაციის შემდეგ დარჩენილ იქნა ერთი მთავარი სპეციალისტის თანამდებობა. თუმცა კონკრეტულად ის თანამდებობა, რაც მოსარჩელეს ჰქონდა დაკავებული იგივე სახით არ არსებობდა. კერძოდ, საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილებაში მოქცეულ მთავარ სპეციალისტს შეიძლება დაევალა მსგავსი, მაგრამ განსხვავებული და უფრო ფართო მოცულობის ფუნქცია-მოვალეობები, მათ შორის გაფართოვდა მისი სამოქმედო ზონა, მოსარჩელის სამოქმედო ზონასთან შედარებით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის შედეგად ადგილი ჰქონდა ძველი საშტატო ერთეულის გაუქმებას.

 

აპელანტის მოსაზრებით აღნიშნული დასაბუთება არასწორია შემდეგი გარემოებების გამო:

რეორგანიზაციის შემდეგ საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილებაში დარჩა მთავარი სპეციალისტის ერთი თანამდებობა. უპირველესად ის ფაქტი, რომ საუბარია სწორედ თ----- ბ----ას მიერ დაკავებულ თანამდებობაზე მეტყველებს, რამდენიმე გარემოება, ეს თანამდებობა მოქცეულია ადმინისტრაცია (სამმართველოს) ნაცვლად ჩამოყალიბებულ საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილებაში, რომელიც იდენტურ ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებს, რასაც ახორციელებდა ადმინისტრაცია (სამმართველო), სახელწოდებებიც - მთავარი სპეციალისტი იდენტურია და ამასთან დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნა, რომ პირი უნდა იყოს პოლიციის მ-------, არის ასევე იდენტური.

 

რაც შეეხება ფუნქცია-მოვალეობების ნაწილს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ---- თ-------ა, რომელიც დაინიშნა მთავარ სპეციალისტად თ----- ბ----ას ნაცვლად არსებითად ასრულებდა სხვა ფუნქცია მოვალეობებს.

აპელანტი მხარე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს:

რეორგანიზაციამდე თ----- ბ----ას უფლება-მოავლეობის საკითხი რეგულირებული იყო შსს-ს მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის N7---ე ბრძანების მე-9 მუხლის "ი" პუნქტიდან "ყ" პუნქტამდე. ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ მთავარი სპეციალისტის ფუნქცია მოვალეობები რეგულირებულია შსს-ს მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N752-ე ბრძანების მე-9 მუხლის "ი" პუნქტიდან "ჟ" პუნქტამდე.

თუკი სასამართლო შეადარებს მთავარი სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობების შსს-ს მინისტრის ძველი ბრძანებისა და ახალი ბრძანების შესაბამისად, აღმოაჩენს შემდეგ გარემოებას: აბსოლუტურად ყველა უფლება-მოვალეობა, რომლის შესრულების ვალდებულებაც ლ---- თ-------ას როგორც მტავარ სპეციალისტს დღეის მდგომარეობით აკისრია და გაწერილია მინისტრის ახალ ბრძანებაში, მოქცეული იყო მინისტრის ძველ ბრძანებაში,აპელანტი მიუთითებს აღნიშნული უფლება-მოვალეობების შედარებას:

ახალი ბრძანებით მთავარი სპეციალისტისთვის "ი" პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება ასევე რეგულირებული იყო ძველი ბრძანების "ი" პუნქტით, რამდენადაც ორივე შემთხვევაში ხდებოდა ვაკანტურ თანამდებობაზე პირთა შერჩევისათვის შესაბამისი პროცედურული საკითხების გავლა.

"კ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებას ასრულებდა ასევე თ----- ბ----ა ძველი ბრზანების "მ" ქვეპუნქტის შესაბამისად, "ლ" ქვეპუნქტი შეესაბამება ძველი ბრძანების "ნ" ქვეპუნქტს, "მ" ქვეპუნქტი -"ფ" ქვეპუნქტს, "ნ" ქვეპუნქტი -"ღ" ქვეპუნქტს, "ო" ქვეპუნქტი - "რ" ქვეპუნქტს, "პ" ქვეპუნქტი - "ტ" ქვეპუნქტს, ჟ"" ქვეპუნქტი - "ყ" ქვეპუნქტს. შესაბამისად, აპელანტი მხარისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, სასამართლოს აპელირება იმასთან დაკავშირებით რომ მოხდა მტავარი სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობების გაფართოება, პირიქით მოხდა უფლება-მოავლებების შეკვეცა, რამდენადაც თ----- ბ----ა უფრო მეტ ვალდებულებას ასრულებდა, ვიდრე ამ ეტაპზე თ-------ა ასრულებს.

 

რაც შეეხება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში მოხმობილ მთავარი სპეციალისტებისათვის ინდივიდუალურად გაწერილ უფლება-მოვალეობების ჩამონათვალს, და ამით დადგენას, რომ ახალი მთავარი სპეციალისტის უფლება-მოვალეობების ნაწილი გაფართოებულია თ----- ბ----ას უფლება-მოვალეობებთან შედარებით, არ არის სწორი შემდეგი გარემოების გამო:

 

აპელანტის მოსაზრებით სასამართლოს არ აქვს დასაბუთებაში მითითებული კონკრეტულად რომელ გაფართოებულ უფლებებს გულისხმობს, ამიტომ აპელანტი მხარისთვის რთულია ამაზე ზუსტი განმარტების გაკეთება, თუმცა ზოგადი შეფასების მიხედვით აღსანიშნავია შემდეგი:

მთავარი სპეციალისტების უფლება-მოვალეობების ინდივიდუალურად გაწერილ დოკუმენტში დაკისრებული ვალდებულებები არ არის ამომწურავად ჩამოთვლილი.

მაგალითად, ლ---- თ-------ას ინდივიდულურად გაწერილ ფუნქცია-მოვალეობებში არ არის მითითებული, რომ მას ეკისრება ვალდებულება გააფორმოს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მივლინებები და მოახდინოს მასზე კონტროლი, თუმცა აღნიშნული ვალდებულება მოქცეულია შსს-ს 2016 წლის 30 დეკემბრის N752-ე ბრძანების მე-9 მუხლის "ო" ქვეპუნქტის შესაბამისად. ამასთან ლოგიკურია, რომ თუ არა მთავარ სპეციალისტს, რომელიც კონტროლს უწევს შვებულებებს, სამედიცინო დაზღვევის საკითხებს და ადამიანური რესურსების საკითხებს აგვარებს, მეტი სხვას ვის უნდა დაეკისროს მივლინების საკითხების მოგვარება. ამასთან, რა თქმა უნდა ეს ფუნქცია მოქცეულია მტავარი სპეციალისტის ვალდებულებების ჩამონათვალის შუაშია და ბუნებრივია, რომ სხვა თანამდებობის პირის ფუნქცია ვერაფრით ვერ იქნება. ასევე ჩამონათვალში არ არის მითითებული რომ თ-------ა ასრულებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მიზნით შესაბამისი მასალების მომზადებას, თუმცა მინისტრის ბრძანების მიხედვით აღნიშნული შედის ასევე მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშნული პირის ფუნქცია მოვალეობებში, ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ თ----- ბ----ას ინდივიდუალურ ფუნქცია-მოვალეობებში ეს ფუნქცია პირდაპირ იყო ჩაწერილი. ამიტომ მაგალითად სამედიცინო დაზღვევის საკითხები შეიძლება არ ეწერა თ----- ბ----ას ფუნქცია-მოვალებების ნაწილში, მაგრამ აღნიშნული წარმომადგენდა მთავარი სპეციალისტის ვალდებულებას და თ----- ბ----ა პრაქტიკულად ასრულებდა კიდეც. შესაბამისად, სასამართლომ გაუგებარია რატომ იმსჯელა მხოლოდ ამ ინდივიდუალური ფუნქცია-მოვალეობების განაწილების დოკუმენტებით და რატომ არ შეაფასა ერთობლიობაში საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები, მაგალითად მინისტრის ბრძანებები, რომელიც გადაწყვეტილებაში ნახსენებიც კი არ აქვს.

 

რაც შეეხება არეალს, რომელიც სასამართლოს ერთ-ერთი არგუმენტი გახდა სასარჩელო მოთხოვნის არ დაკამყოფილების, აპელანტი განმარტავს, რომ რეორგანიზაციამდე იყო ორი მთავარი სპეციალისტი, რომელთაც ნამდვილად განაწილებული ჰქონდათ არეალი, თუმცა ორივე მთავარი სპეციალისტი იდენტურ ფუნქციებს ასრულებდა, ხოლო რეორგანზიაციის შემდეგ ვინდაინ მოხდა თანამშრომელთა შემცირება არეალი გაერთიანდა, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება გამხდარიყო საკმარისი საფუძველი იმისთვის, სარჩელი არ დაკმაყოფილებულიყო, რადგან როგორც მანამდე ასრულებდა ყველა იმ ფუნქციას, ისევე შემდეგ შეასრულებდა თ----- ბ----ა, ოღონდ გაერთიანებულ ტერიტორიაზე. არეალის გაერთიანება, თუკი ფუნქცია მოვალეობებს არ ცვლის არ არის საკმარისი დასაბუთება, რომ თანამდებობა ჩაითვალოს გაუქმებულად.

 

შესაბამისად, აპელანტი მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია საქმისათვის ყველა არსებითი გარემოება, არ შეაფასა სწორად საქმეში თანდართული მტკიცებულებები, მხარეს მიაჩნია, რომ საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება ფუნქციურად იდენტურია ადმინისტრაციის (სამმართველოს), თ----- ბ----ას მიერ დაკავებული შტატი - მთავარი სპეციალისტი, შენარჩუნებულია, არ გაუქმებულა და არსებითად უცვლელი უფლება-მოვალეობების შესრულებას ითვალისწინებს. ყოველივე აღნიშნული წარმოადგენს აპელანტის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარებში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს;

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ გასაჩივრებული აქტები - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის

№2---- და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 02 მაისის №1------ ბრძანებები, თ----- ბ----ას კადრების განკარგულებაში გადაყვანისა და შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.

 

სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში , თუ ??????????? ???????????? , სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

დადგენილია, რომ თ----- ბ----ა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ადმინისტრაციის (სამმართველო) ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში, მთავარ სპეციალისტად. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს

4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს. აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №9-- ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის შესაბამისად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.

 

საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ თ----- ბ----ა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

2017 წლის 03 იანვრის №2---- ბრძანების საფუძველზე და აყვანილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში.

 

ხსენებული ბრძანების თანახმად, მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი გახდა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ საშტატო- საორგანიზაციო ბრძანება, რომლითაც შევიდა ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის

01 ოქტომბრის №2------ ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში. ეს უკანასკნელი ბრძანება ამოქმედდა 2017 წლის 01 იანვრიდან.

 

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის

1 ოქტომბრის N2------ და 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ ბრძანებებით დამტკიცებული სტრუქტურითა და საშტატო განრიგით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტში ახლად შეიქმნა საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება, სადაც გაუქმდა ადმინისტრაცია (სამმართველო) ყველა თანამდებობით 48 საშტატო ერთეულით, მათ შორის ამავე ადმინისტრაციის (სამმართველოს) ადამიანური რესურსების მართვისა სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობა- 2 საშტატო ერთეულით. ამავე დროს, განხორციელებული ცვლილებების თანახმად,24 საშტატო ერთეულით ახლად შეიქმნა საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება, სადაც მთავარი სპეციალისტის შტატი განისაზღვრა 1 ერთეულით (პოლიციის მ-------).

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანილ პოლიციელს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.

 

სასამართლომ მიუთითა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლზე, რომელიც ადგენს პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.

 

აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის

31 დეკემბრის №9-- ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 34-37-ე მუხლებით, კერძოდ, 34-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას; ამავე წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება, ხოლო 37-ე მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან.

 

დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ საქართველოს „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 02 მაისის №1------ ბრძანებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №9-- ბრძანებით დამტკიცებულის წესის 37-ე მუხლის (დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) საფუძველზე შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ადმინისტრაციის (სამმართველო) ადამიანური რესურსების მართვისა დ სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (პოლიციის მ-------) თ----- ბ----ა დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

 

სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე“.

 

ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაფრთხილების ვადის გასვლიდან პირველივე დღეს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე,კერძოდ საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.

 

ამრიგად, მოხელის გასათავისუფლებლად აუცილებელია რეორგანიზაციას თან სდევდეს შტატების შემცირება, ხოლო საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი.

 

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა იმ სტრუქტურული ერთეულის თანამდებობის გაუქმებასა და ახლიდან ჩამოყალიბებას, რომელშიც მოსარჩელეს ეკავა მთავარი სპეციალისტის თანამდებობა, კერძოდ, ახლად შეიქმნა საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება, სადაც მთლიანად გაუქმდა ადმინისტრაცია (სამმართველო) თავისი თანამდებობებით, მათ შორის ადამიანური რესურსების მართვისა დ სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობა. შესაბამისად, სახეზე იყო თ----- ბ----ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძველი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულად ის თანამდებობა, თავისი ფუნქცია-მოვალეობებით, რაც მოსარჩელეს ჰქონდა დაკავებული, იგივე სახით აღარ არსებობდა. რაც შეეხება მთავარი სპეციალისტის თანამდებობას, რომელიც შეიქმნა საქართველოს შსს ს--------–-----------------ის დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილებაში, მას შესაძლოა დაევალა მსგავსი, მაგრამ განსხვავებული და უფრო ფართო მოცულობის ფუნქცია-მოვალეობები, მათ შორის, გაფართოვდა მისი სამოქმედო ზონა, მოსარჩელის სამოქმედო ზონასთან შედარებით.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილი მასალებზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ თ----- ბ----ასათვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების თანახმად, იგი გათავისუფლებამდე : - მომსახურებას უწევდა შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ფ------------–-----------------–ოს, ს-----------ონულ სამმართველოს და მესტიის (ზ--------------ი) რაიონულ სამმართველოს;

- სამოქმედო ზონის მიხედვით უზრუნველყოფდა თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობრივი გადაადგილების, თანამდებობიდან გათავისუფლების, შს სამინისტროდან დათხოვნის, დეკრეტული შვებულებისა და დისციპლინური წესით დასჯის შესახებ ბრძანებების პროექტის მომზადებას, ასევე შს სამინისტროში მისაღები კანდიდატების ხარისხიანი შერჩევის მიზნით ყველა იმ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას, რომლითაც რეგულირდება შს სამინისტროს სისტემაში მოქალაქეთა და ყოფილ თანამშრომელთა მიღების წესი. შესწავლის შედეგად მიღებულ ყველა დოკუმენტს ათავსებდა არსებული წესის შესაბამისად პირად საქმეში. უზრუნველყოფდა თანამშრომელთა პირად საქმეებში შს სამინისტროში მიღების, თანამდებობრივი გადაადგილების, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შს სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანებების შეტანას. თანამშრომლის დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში აკონტროლებდა შესაბამისი საავადმყოფო ფურცლის წარმოდგენის მდგომარეობას და არსებულ დოკუმენტაციას ათავსებდა მოსამსახურის პირად საქმეში; - უზრუნველყოფდა შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტისა და მასში შემავალი დანაყოფების თანამშრომლებისთვის ფიზიკური ნორმატივების ჩატარებას. - განიხილავდა შემოსულ განცხადებებს და კანონით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფდა პასუხის გაცემას (ცნობა სამუშაო ადგილიდან, საპენსიო გაანგარიშება და სხვა დოკუმენტები, რომელთა მომზადება და გადაცემა ხორციელდება პირადი საქმეებიდან). - უზრუნველყოფდა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნასა და თანამშრომელთა შსს სპეციალურ აღრიცხვაზე აყვანას. - სამოქმედო ზონის მიხედვით დათხოვნილ და განთავისუფლებულ თანამშრომლებზე გასცემდა შემოვლის ფურცელს და შრომის წიგნაკს. დათხოვნიდან 10 დღის ვადაში სამობილიზაციო სამსახურს უგზავნიდა სამხედრო ბილეთს აღრიცხვაზე ასაყვანად. - უზრუნველყოფდა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის N42 ბრძანებულების მე-3 კარის 3.11 პუნქტის (განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ცნობებზე დასაშვებად გასაფორმებელ (ხელახლა გასაფორმებელ) პირთა მასალებს ამზადებენ საკადრო მუშაობის სამსახურები სარეჟიმო-საიდუმლო ორგანოებთან (შესაბამის თანამდებობის პირთან) ერთად) მოთხოვნების შესრულებას და ახორციელებდა შესაბამის მოქმედებებს მითითებული ბრძანებულების შესაბამისად. ამავდროულად პირის სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების შესახებ შესაბამისი ფორმის მიხედვით აცნობებდა პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული აღრიცხვის ჯგუფს, ხოლო კვარტალურ ინფორმაციას აგზავნიდა შსს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში; - დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებდა მის მოვალეობას.

 

საქმის გარემოებებით დადგენილია რომ, რეორგანიზაციის შემდეგ შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, პოლიციის მ------- ლ---- ნ-----–----ის ძე თ-------ას დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისად, იგი: - უზრუნველყოფს შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტსა და მასში შემავალ საქალაქო და რაიონული სამმართველოებში თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობრივი გადაადგილების, შს სამინისტროდან დათხოვნის, სპეციალური წოდების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით მასალების მომზადებას სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის წარსადგენად;

- მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის მიზნით საჭირო მასალების გადაგზავნას სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში;

- მოსამსახურეთა შვებულების აღრიცხვიანობას და კონტროლს, მოსამსახურეთა სამსახურებრივი ჟეტონების და მოწმობების გაცემას და აღრიცხვიანობას; - შსს აკადემიაში ტესტირება-გასაუბრებაზე მოხვედრის მსურველ მოქალაქეთა სააპლიკაციო ფორმების და შესაბამისი მასალების გადაგზავნას შსს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში; - კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს შემოსულ განცხადებებს და კანონით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფს პასუხის გაცემას.

აპელანტს მიაჩნია, რომ საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილებაში ფუნქციურად ადმინისტრაციის (სამმართველოს)საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის, თ----- ბ----ას მიერ დაკავებული შტატი - მთავარი სპეციალისტი, შენარჩუნებულია, არ გაუქმებულა და არსებითად უცვლელი უფლება-მოვალეობების შესრულებას ითვალისწინებს.

ამასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს რომ კონკრეტული საშტატო ერთეული გაუქმებულად მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი. განსახილველ შემთხვევაში ფუნქციების შემცირება ვერ ჩაითვლება ძველი შტატის გაუქმების მტკიცებისათვის საკმარის არგუმენტად. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას რომ, რეორგანიზაციის შედეგად მოხდა ძველი საშტატო ერთეულის გაუქმება და შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტს, პოლიციის მაიორ ლ---- ნ-----–----ის ძე თ-------ას დაეკისრა მუშაობის პერიოდში მოსარჩელის - თ----- ბ----ასათვის დაკისრებული მოვალეობებისაგან თვისობრივადგანსხვავებული ფუნქციები.

პალატა მიუთითებს რომ, როგორც საქმის გარემოებებით დადგენილია რეორგანიზაციის შემდეგაც, შს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში ახლად შექმნილ საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილებაში კადრების მიმართულებით მომუშავე მთავარი სპეციალისტის შტატი (პოლიციის მ-------) შენარჩუნებულია.

რაც შეეხება სამსახურებრივი არეალის გაფართოებას, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს ერთ-ერთი არგუმენტი გახდა სასარჩელო მოთხოვნის არ დაკამყოფილების, სააპელაციო პალატა ეთანხმება აპელანტის განმარტებას, რომ რეორგანიზაციამდე იყო ორი მთავარი სპეციალისტი, რომელთაც განაწილებული ჰქონდათ არეალი, თუმცა ორივე მთავარი სპეციალისტი იდენტურ ფუნქციებს ასრულებდა, ხოლო რეორგანიზიაციის შემდეგ ვინადაინ მოხდა თანამშრომელთა შემცირება (ორი მთავარი სპეციალისტის ნაცვლად დარჩა ერთი) მათი არეალი გაერთიანდა. არეალის გაერთიანება, თუკი ფუნქცია მოვალეობებს არსებითად არ ცვლის არ არის საკმარისი დასაბუთება, რომ თანამდებობა ჩაითვალოს გაუქმებულად.

სააპელაციო პალატას მიაჩნია რომ, იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ რეორგანიზაციის შემდეგაც, შს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში ახლად შექმნილ საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილებაში კადრების მიმართულებით მომუშავე მთავარი სპეციალისტის შტატი (პოლიციის მ-------) შენარჩუნებულია, ამ პირობებში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების რეორგანიზაციის შემდეგ კონკრეტულად რომელი შტატის გაუქმებას ჰქონდა ადგილი, გ---------–---------------ს რომელიც რეორგანიზაციამდე ლ. თ-------ას ეკავა თუ უფროსი სპეციალისტის რომლის ფუნქციებსაც მოსარჩელე ახორციელებდა, ხოლო ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის გ---------–---------------ს შტატის შემცირების დადასტურების შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილებაში კადრების მიმართულებით მომუშავე მთავარი სპეციალისტის შტატის (პოლიციის მ-------) თანამდებობაზე მოსარჩელის კანდიდატურის შესაბამისობის შესახებ.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება აპელანტის პოზიციას, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია საქმისათვის ყველა არსებითი გარემოება, არ შეაფასა სწორად საქმეში თანდართული მტკიცებულებები, ყოველივე აღნიშნული წარმოადგენს აპელანტის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი აქტი.

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96- ე მუხლის მოთხოვნაზე, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

სააპელაციო პალატას მიაჩნია რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ბრძანება და დაევალოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისა და სწორი სამართლებრივი შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, მოსარჩელის მიმართ გამოსცეს შესაბამისი ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.

 

5. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. თ----- ბ----ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. თ----- ბ----ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 02 მაისის №1------ ბრძანება, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ადმინისტრაციის (სამმართველო) ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის, პოლიციის მ-------ს თ----- ბ----ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ბრძანების გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით;

5. დანარჩენ ნაწილში თ----- ბ----ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე გიორგი გოგიაშვილი