განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310116001298217
საქმე №3ბ/1678-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მანანა ჩოხელი
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) – ნ---- კ--–-----ა
წარმომადგენელი - ლ---------------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიურო
მესამე პირები: სს ,,თ----------ი“, თო---------------ი, შპს ,,ნ---ა“, ჟა--------–----ა
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ნ---- კ--–-----ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.1. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სს „თ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს შპს „ნ---ას“, ნ---- კ--–-----ასა და ჟა--------–----ას სოლიდარულად დაეკისრათ სს „თ----------ის“ სასარგებლოდ სესხის ძირითადი დავალიანების 17 761.64 აშშ დოლარის, სარგებლის 942.78 აშშ დოლარის და ჯარიმის 52.79 აშშ დოლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხეებს შპს „ნ---ას“, ნ---- კ--–-----ასა და ჟა--------–----ას სოლიდარულად დაეკისრათ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე 17 761.64 აშშ დოლარზე წლიური 24%-ის გადახდა ყოველ გადაცილებულ თვეზე, 2012 წლის 02 თებერვლიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე, ასევე, შპს „ნ---ას“, ნ---- კ--–-----ასა და ჟა--------–----ას სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების ძირითად თანხაზე 17 761.64 აშშ დოლარზე პირგასამტეხლოს 0.05 %-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2012 წლის 02 თებერვლიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე. დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონება, ნ---- კ--–-----ას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, მისამართზე: ქ. თბილისი, გ-----ს ქუჩა N3, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N0------------------.5--- მოთხოვნის უზრუნველყოფის დაკმაყოფილების მიზნით იძულებით აღსასრულებლად მიექცა შპს „ნ---ას“, ნ---- კ--–-----ასა და ჟა--------–----ას მთელი კუთვნილი ქონება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დაკმაყოფილდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება (ს.ფ. 84-96).
-თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 აპრილის განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ (ს.ფ. 83)
3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2012 წლის 17 აპრილს, ამავე სასამართლოს 2012 წლის 26 მარტისა და 2012 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე, გაიცა სააღსრულებო ფურცელი N2-------.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 აპრილის სააღსრულებო ფურცელი N2------- (ს.ფ. 82).
3.1.3. 2015 წლის 05 მარტს სს „თ----------მა“ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 17 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2015 წლის 05 მარტის განცხადება (ს.ფ. 77-78).
3.1.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2015 წლის 13 მარტს მოვალეებს - შპს „ნ---ას ნ---- კ--–-----ას და ჟა--------–----ას მისცა წინადადება შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, რომელიც ნ---- კ--–-----ას, შპს „ნ---ას“ დირექტორს და ჟა--------–----ას გაეგზავნა მისამართზე - თბილისი, გ-----ს ქუჩა N3.
აღნიშნული წინადადება 2015 წლის 17 მარტს ჩაიბარა პირადად ნ---- კ--–-----ამ, ასევე როგორც შპს „ნ---ას“ წარმომადგენელმა და როგორც ჟა--------–----ას ოჯახის წევრმა - დედამ.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2015 წლის 13 მარტის წინადადება (ს.ფ. 99-103).
- 2015 წლის 13 მარტის წინადადების ჩაბარების ხელწერილები (ს.ფ. 105-108).
3.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2015 წლის 13 მარტს N1--------------- წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 17 აპრილს გაცემული N2------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 17-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოითხოვა მის მიერ დადებული ყადაღის (ნ---- კ--–-----ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ქალაქი თბილისი, გ-----ს ქუჩა N3, საკადასტრო კოდი: N 0------------------.5--)) რეგისტრაციაში გატარება.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2015 წლის 13 მარტის N1--------------- წერილი (ს.ფ. 127-128).
3.1.6. 2015 წლის 07 ოქტომბერს აღმასრულებელმა NA---------------- წერილით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 17 აპრილს გაცემული N2------- სააღსრულებო ფურცლის (სააღსრულებო წარმოება A--------) აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის თანახმად, სთხოვა არსებული საბაზრო ღირებულებით უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი თბილისი, გ-----ს ქუჩა N3, საკადასტრო კოდი: 0------------------.5-- შეფასება.
აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის მიერ 2015 წლის 05 ნოემბრის 0--------- დასკვნის თანახმად, ჩატარებული გამოთვლებით, შესაფასებელი ობიექტის საბაზრო ღირებულებამ შეფასების თარიღისათვის (დამრგვალებით) შეადგინა 95 000 (ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი - 228 000 (ორას ოცდარვა ათასი) ლარი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2015 წლის 07 ოქტომბრის N A---------------- წერილი (ს.ფ. 134)
- აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2015 წლის 05 ნოემბრის 0--------- დასკვნა (ს.ფ. 135-141).
3.1.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 12 თებერვლის A---------013/001 განკარგულებით მოვალე ნ---- კ--–-----ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, გ-----ს ქუჩა N3, სართული 1, საკადასტრო კოდი: 0---------------.5--) მესაკუთრე 2016 წლის 10 თებერვალს დასრულებულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა თო---------------ი, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 91 200.00 ლარად. თო---------------მა თანხა გადაიხადა სრულად. ამავე განკარგულებით დასტურდება, რომ აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის სს“თ----------ის“ სასარგებლოდ.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 12 თებერვლის A---------013/001 განკარგულება (ს.ფ. 144-145).
4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული 2016 წლის 12 თებერვლის NA---------013/001, განკარგულება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 183-ე მუხლის მე-10 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
4.2. სასამართლომ განმარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
ამავე საკანონმდებლო აქტის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.
ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება, ხოლო მე-9 პუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგ-----ის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მოვალეებს - ნ---- კ--–-----ას, შპს „ნ---ა“-სა და ჟა--------–----ას განემარტათ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე და მე-18 მუხლების შინაარსი. ანუ, მოვალეებს ეცნობათ, რომ შეეძლოთ ედავათ ქონების ფასზე, ასევე განემარტათ, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით არ ეცნობებოდა მათი მიმდინარეობის დროის, ადგილის, მდგომარეობის შესახებ და მას შეეძლო დეტალური ინფორმაცია მიეღო აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებ. გვერდიდან, ასევე მიეთითათ, რომ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეეძლო მიემართა აღსრულების ეროვნული ბიუროს საინფორმაციო სამსახურისთვისაც.
4.3. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. აღნიშნული საკითხები კი დარეგულირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით.
მითითებული ნორმატიული აქტის 25-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. როდესაც კორესპონდენციის მიღება დასტურდება მიმღების ხელმოწერით, ასეთი ხელმოწერა ჩაითვლება ნამდვილად, მაშინაც, თუ იგი შესრულებულია ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 13 მარტის N A---------004/001 წინადადება ნ---- კ--–-----ას, როგორც შპს ,,ნ---ას’’ დირექტორს, ასევე ჟა--------–----ას დედას, პირადად ჩაბარდა 2015 წლის 17 მარტს (იხ.ს.ფ.105-108). ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით, მისთვის ცნობილი იყო, რომ აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა და ინფორმაცია აუქციონის შესახებ უნდა მიეღო შესაბამისი ვებ-გვერდიდან. შესაბამისად, მოსარჩელის მოსაზრება, რომ აუქციონის შესახებ არ იყო ინფორმირებული კანონით დადგენილი წესით, ვერ იქნება გაზიარებული და ვერ გახდება გასაჩივრებული განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლომ ასევე მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 47-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ქონების აღწერის, დროს, მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობის შემთხვევაში, ქონების საბაზრო ღირებულება აღინიშნება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს, სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარმოადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქონება შეფასებულია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაეყრდნოს სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, ხოლო თუ ერთსა და იმავე ქონებაზე დასკვნები წარმოადგინა ორივე მხარემ − ერთ-ერთ დასკვნას. სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის დასაშვებად მიჩნევის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო.
განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ 2015 წლის 07 ოქტომბერს აღმასრულებელმა NA---------------- წერილით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 17 აპრილს გაცემული N2------- სააღსრულებო ფურცლის (სააღსრულებო წარმოება A--------) აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის თანახმად, სთხოვა არსებული საბაზრო ღირებულებით უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი თბილისი, გ-----ს ქუჩა N3, საკადასტრო კოდი: 0------------------.5-- შეფასება. აუქციონის წესით რეალიზებას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საწყისი ფასი განისაზღვრა აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის მიერ 2015 წლის 05 ნოემბრის 0--------- დასკვნის საფუძველზე, რომლის მიერ ჩატარებული გამოთვლებით, შესაფასებელი ობიექტის საბაზრო ღირებულებამ შეფასების თარიღისათვის (დამრგვალებით) შეადგინა 95 000 (ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი - 228 000 (ორას ოცდარვა ათასი) ლარი. ასევე დადგენილია, რომ სააღსრულებო წარმოების მხარეებს სააღსრულებო წარმოების დაწყებისას, აღმასრულებლის მიერ ქონების შეფასებამდე ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა არ წარუდგენიათ.
სასამართლომ განმარტა, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით მოვალეს არ ეცნობებოდა, მათი მიმდინარეობის დროის, ადგილის, მდგომარეობის შესახებ მას შეეძლო დეტალური ინფორმაცია მიეღო აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებ. გვერდიდან, რის თაობაზეც მან ადმინისტრაციული ორგანოსგან შესაბამისი განმარტებაც მიიღო. ამასთან, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე (მოვალე) უფლებამოსილი იყო ედავა ქონების ფასზე, თუმცა საგულისხმოა ის გარემოება, რომ აღნიშნული უფლების რეალიზება, ანუ აღმასრულებლის ქმედება უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენასთან დაკავშირებით უნდა გასაჩივრებულიყო კანონით დადგენილი წესითა და ვადაში, კერძოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში, რაც მოსარჩელეს ასევე არ განუხორციელებია. უფრო მეტიც, მოსარჩელის მიერ აღნიშნული შეფასების გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლო სხდომაზე არ წარმოდგენილა.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უდავოდ დადასტურებულია, რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული, უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაცია განხორცილდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს სადავო აქტის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 12 თებერვლის განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ---- კ--–-----ას სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:
5.1. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა გამოყენებული კანონი. სასამართლომ არ იმსჯელა იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომ აუქციონი ჩატარდა კანონის დარღვევით, აუქცინზე განთავსებული უძრავი ქონების ფასი არ შეესაბამებოდა ქონების რეალურ ღირებულებას. ასევე, მიაჩნია, რომ აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმირებული არ იყო კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ ფაქტობრივი გარემოებების არასწორმა შეფასებამ გამოიწვია არსებითად უკანონო გადაწყვეტილების მიღება.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
აქვე პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. გარდა ამისა, დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლების ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმნონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სააპელაციო სასამართლო ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტი ვერ უთითება რაიმე სახის მტკიცებულებაზე, ვერ ასაბუთებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობას გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით და შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს სააპელაციო საჩივრის ავტორის შეფასებები.
პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
ამავე საკანონმდებლო აქტის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.
ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება, ხოლო მე-9 პუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგ-----ის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. აღნიშნული საკითხები კი დარეგულირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით.
მითითებული ნორმატიული აქტის 25-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. როდესაც კორესპონდენციის მიღება დასტურდება მიმღების ხელმოწერით, ასეთი ხელმოწერა ჩაითვლება ნამდვილად, მაშინაც, თუ იგი შესრულებულია ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის თანახმად, ქონების აღწერის, დროს, მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობის შემთხვევაში, ქონების საბაზრო ღირებულება აღინიშნება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს, სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარმოადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქონება შეფასებულია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაეყრდნოს სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, ხოლო თუ ერთსა და იმავე ქონებაზე დასკვნები წარმოადგინა ორივე მხარემ − ერთ-ერთ დასკვნას. სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის დასაშვებად მიჩნევის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო.
მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს. კერძოდ, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული, უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაცია განხორცილდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც არ არსებობს სადავო აქტის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 12 თებერვლის განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი - დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს თუ არა სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ სააპელაციო ინსტანციაში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას, ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში, აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ---- კ--–-----ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე
მოსამართლეები ნინო ქადაგიძე
მანანა ჩოხელი