განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210015772845
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№2/ბ-888-17 11 აპრილი 2018 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი(შეგებებული მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - - - ა---------------------------------------------ისტრო ზ----- მ-------- შპს ,,I----- I---------” დ----- ტ------ე
დავის საგანი - პირგასამტეხლოს ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 მაისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ა---------------------------------------------ისტროს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, 2011 წლის 11 მაისს, მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისათვის, ა---------------------------------–----------------------------------------------ს სასარგებლოდ, შპს ,,I----- I---------“-ისათვის პირგასამტეხლოს სახით, დამატებით, 91 150 ლარისა და 1 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება. სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: შეგებებული მოსარჩელის მითითებით, 2011 წლის 11 მაისს, შპს „I----- I---------“-სა და ა---------------------------------------------ისტროს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „I----- I---------“-ს საკუთრებაში გადაეცა ქ. ქ------–---ში, დ--- ო--------ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, 39 110 კვ/მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 1276 კვ/მ ფართის შენობა-ნაგებობა. ხელშეკრულების მიხედვით, შპს „I----- I---------“-მა იკისრა ვალდებულება, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული თვის ვადაში აამოქმედებდა ზეთის შემცველი მარცვლეულის გადამამუშავებელი საწარმოს, რისთვისაც განახორციელებდა არანაკლებ 5 000 000.00 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიციას; შეინარჩუნებდა საწარმოს პროფილს არანაკლებ 5 (ხუთი) წლისა და საწარმოს ამოქმედებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, პროფილის შენარჩუნების ვადით, დაასაქმებდა არანაკლებ 40 (ორმოც) საქართველოს მოქალაქეს. შპს „I----- I---------“-მა არცერთი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამო, სამინისტრომ, 24.02.15 წლის N----- ბრძანებით მოშალა ხელშეკრულება. მხარეთა შორის შეთანხმებული სახელშეკრულებო პირობების თანახმად, შპს „I----- I---------“ ვალდებულია სამინისტროს აუნაზღაუროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რაც შეადგენს 291 150.00 ლარსა და 2 575 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე შპს „I----- I---------“-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო სამინისტროს ბრალით, ვინაიდან მან, კომპანია ჩაითრია მრავალწლიან სასამართლო დავაში, ამასთან გადასცა უფლებრივად ნაკლიანი ნივთი, რის გამოც არ არსებობდა ხელშეკრულების მოშლისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. გარდა ამისა, პირგასამტეხლოს თანხა დაუსაბუთებლად მაღალია და არ ირკვევა, რა გაანგარიშების საფუძველზე ითხოვს შეგებებული სარჩელის ავტორი მითითებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე შპს „I----- I----------ის“ სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე, ა---------------------------------–----------------------------------------------ს მიმართ. 2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ა---------------------------------–----------------------------------------------ს შეგებებული სარჩელი მოპასუხე, შპს „I----- I----------ის“ მიმართ. 3. შპს „I----- I----------ს“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს, პირგასამტეხლოს ანაზღაურება 200 000.00 ლარისა და 1 575 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით. 4. შპს „I----- I----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, 3096.50 ლარის ანაზღაურება. 5. შპს „I----- I----------ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 5000.00 ლარი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ ნაწილში დაადგინა არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2011 წლის 23 მარტის №------------- საფუძველზე, შპს „I----- I----------ს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 200 000.00 ლარად საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, ქ------–---ის მუნიციპალიტეტის დ--- ო--------ში მდებარე 1276 კვ.მ. შენობა –ნაგებობა და მასზე დამაგრებული 39 110 კვ.მ არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 5 000 000.00 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით. აუდიტორული დასკვნის თანახმად, აღნიშნული ქონების (ნასყიდობის საგნის) ფასი შეადგენდა 410 000.00 ლარს. 2.2. აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2011 წლის 23 მარტის №------------- შესრულების მიზნით, 2011 წლის 11 მაისს, ა-------------------------------------–------------------------------------------------ და შპს „I----- I----------ს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „I----- I---------“-მა (მყიდველმა ) იკისრა შემდეგი ვალდებულებები: ა) დადგენილ ვადაში გადაიხადოს ნასყიდობის ფასი და მიაწოდოს მყიდველს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული თვის ვადაში აამოქმედოს ზეთის შემცველი მარცვლეულის გადამამუშავებელი საწარმო, რისთვისაც განახორციელოს არანაკლებ 5 000 000.00 (ხუთი მილიონი ) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია; გ) შეინარჩუნოს საწარმოს პროფილი არანაკლებ 5 (ხუთი ) წლისა; დ) საწარმოს ამოქმედებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, პროფილის შენარჩუნების ვადით დაასაქმოს არანაკლებ 40 (ორმოცი ) საქართველოს მოქალაქე; ე) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე წარუდგინოს ინფორმაცია ,,გამყიდველს’’ მოთხოვნისთანავე; ვ) სამუშაოების შესრულების ვადის დასრულების მომენტისათვის წარადგინოს აუდიტორული კომპანიის დასკვნა შესრულებული სამუშაოების მოცულობის შესახებ; 2.3. ა----------------------------------–------------------------------------------------სა და შპს „I----- I----------ს“ შორის, 2011 წლის 11 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. კერძოდ: მითითებული მუხლის 4.1. პუნქტის თანახმად, თუ მყიდველი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, მაშინ გამყიდველი უგზავნის მყიდველს ვალდებულების შესრულების შესახებ წერილობით მოთხოვნას შესრულების აუცილებელი ვადის (არანაკლებ 3 თვისა) მითითებით და მყიდველი ჯარიმის სახით უხდის: ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1 %-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გ) ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ დარღვევაზე, ქონების ღირებულების 0.1 %-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2.4. იმავე ხელშეკრულების 4.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამყიდველის მიერ ხელშეკრულების 4.2. პუნქტით მინიჭებული უფლების გამოყენების შემთხვევაში, მყიდველი კარგავს საკუთრების უფლებას ქონებაზე. ქონება ბრუნდება გამყიდველის საკუთრებაში და მყიდველს გამყიდველის სასარგებლოდ ეკისრება პირგასამტეხლო ნასყიდობის ფასისა და განხორციელებული ინვესტიციის (მხარეთა შეთანხმებით შერჩეული აუდიტორული კომპანიის დასკვნით დადასტურებული კაპიტალდ---ნდების) 40 %-ის ოდენობით. ამ შემთხვევაში, მყიდველს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება გაწეული ხარჯები. 2.5. 2011 წლის 11 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, შპს „I----- I--------- -მა“ ნასყიდობის ფასი - 200 000 ლარი, გადაიხადა სრულად, 2011 წლის 11 მაისს, რის გამოც, 2011 წლის 20 მაისს, მის საკუთრებაში აღირიცხა ქ------–---ში, დ--- ო--------ში მდებარე 39 110.00 კვმ. არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა -ნაგებობები, საერთო ფართით - 1276.00კვმ , (ს/კ 20.37.01.0--) . 2.6. ხელშეკრულებით გათვალისწინებული, არცერთი სახელშეკრულებო ვალდებულება, გარდა ნასყიდობის ფასის ანაზღაურებისა, შპს „I----- I---------“-ს არ შეუსრულებია. ვალდებულებათა შესრულების მიზნით, კომპანიის მიერ რაიმე ქმედითი ღონისძიებები არ განხორციელებულა. შპს „I----- I---------“-ის მიერ, სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული არ არის ა---------------------------------------------ისტროს (გამყიდველს) ბრალით-სამინისტროს მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებითი ხასიათის დარღვევებით ან/და რაიმე სხვა ბრალეული მოქმედებით. 2.7. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 24.02.2015 წლის №---- ბრძანებით მოიშალა (გაუქმდა) ა---------------------------------------------ისტროსა და შპს „I----- I---------“-ს შორის, 2011 წლის 11 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, შპს „I----- I---------“-ს არ აუნაზღაურდა გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები. მასვე ეცნობა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, გადასახდელი აქვს ჯარიმა /პირგასამტეხლო - 291 150.00 ლარი და 2 575 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. ნასყიდობის საგანი დაბრუნებულია აჭარის ა/რესპუბლიკის საკუთრებაში. 2.8. პირგასამტეხლო - 291 150.00 ლარი დარიცხული იქნა ხელშეკრულების 3.2. მუხლის „გ“-„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულების 4.1. მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქონების ღირებულების 410 000 ლარის 0.1%, დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ, მთლიანობაში 515 დღეზე. 2 575 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით პირგასამტეხლო დარიცხული იქნა ხელშეკრულების 3.2. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების - ზეთის შემცველი მარცვლეულის გადამამუშავებელი საწარმოს ამოქმედებისა და 5 000 000.00 აშშ დოლარის ინვესტიციის განუხორციელებლობის გამო, ხელშეკრულების 4.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის - 5 000 000.00 აშშ დოლარის 0.1 %, ვალდებულების დარღვევიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც მოსარჩელის გაანგარიშებით შეადგენს 2 575 000 აშშ დოლარს (ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა მოსარჩელის გაანგარიშებით შეადგენს 515 დღეს). დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.9. გასაჩივრებულ ნაწილში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 417-418-ე, 420-ე მუხლებზე და განმარტა: დადგენილია, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 24.02.2015 წლის N----- ბრძანებით, ა---------------------------------------------ისტროსა და შპს „I----- I---------“-ს შორის, 2011 წლის 11 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოიშალა იმ მოტივით, რომ მყიდველმა (შპს „I----- I---------“) უხეშად დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და არ შეასრულა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რამაც განაპირობა პირგასამტეხლოს დაკისრება. 2.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი. გარდა ამისა, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. 2.11. განსახილველ შემთხვევაში, სახელშეკრულებო პირობის თანახმად, შპს „I----- I---------“ კისრულობდა ვალდებულებას ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული თვის ვადაში აემოქმედებინა ზეთის შემცველი მარცვლეულის გადამამუშავებელი საწარმო და განეხორციელებინა ინვესტიცია. ამდენად, ვალდებულების დარღვევის ათვლის პერიოდად მიჩნეული უნდა იქნეს 2011 წლის 11 მაისიდან (ხელშეკრულების გაფორმებიდან) 30 თვე, ანუ 2013 წლის 11 ნოემბერი. ვინაიდან, მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა 2015 წლის 24 თებერვალს, ვალდებულების დარღვევის პერიოდი უნდა განისაზღვროს 2013 წლის 11 ნოემბრიდან-2015 წლის 24 თებერვლამდე (470 დღე). შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მიერ მითითებული ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა-515 დღე. 2.12. პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერად განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს არაერთ გარემოებას, მათ შორის იმ საჯარო ინტერესს, რაც გამყიდველს გააჩნდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისადმი - მრავალმილიონიანი ინვესტიციის განხორციელებისადმი, საქართველოს არაერთი მოქალაქის დასაქმებისადმი, ასევე, ვალდებულების შეუსრულებლობითა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან. ვინაიდან, პირგასამტეხლოს მიზანია, კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნასყიდობის საგანი დაბრუნებულია აჭარის ა/რესპუბლიკის საკუთრებაში, ნასყიდობის ფასი მოპასუხისათვის დაბრუნებული არ არის, შპს „I----- I---------“-ის მიერ ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს. 2.13. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ იმსჯელა პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში მიიღო ხელშეკრულების დარღვევის ხასიათი, ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესები, ამ მხრივ მიყენებული ზიანი და მიიჩნია, რომ ხელშეკრულებაში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც დარიცხული და აუნაზღაურებელი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 200 000.00 ლარითა და 1575000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. განსახილველ შემთხვევაში, მყიდველის, შპს „I----- I---------“-ის მხრიდან არ შესრულდა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც იგი ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულების ის პირობა, რაზედაც მხარეები შეთანხმდნენ, კერძოდ გადაიხადოს პირგასამტეხლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის. 3.2. ბათუმის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში უსაფუძვლოდ მიიჩნია, სამინისტროს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ, ვინაიდან სამინისტრომ უძრავი ქონების მოწინააღმდეგე მხარისათვის გადაცემით, ჯერ ერთი, მოახდინა უძრავი ქონების დაყოვნება და მეორეც, არ მოხდა გაყიდულ უძრავ ქონებაზე ინვესტიციის განხორციელება, რამაც სამინისტროს დამატებითი ზიანი მიაყენა. შესაბამისად, ა---------------------------------–----------------------------------------------ს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი და ის სრულად უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ა---------------------------------–----------------------------------------------ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სადავოა მათი სამართლებრივი შეფასება კერძოდ, სკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებით, პირგასამტეხლოს შემცირება. სადავო საკითხთან დაკავშირებით პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.9-2.13 პუნქტებში დაფიქსირებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობებს და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, პირგასამტეხლოს შემცირება ემსახურება მხარეთა უფლებება-მოვალეობების დ---ლანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას სასამართლოს მხრიდან დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან და ა.შ. 4.4. განსახილველ შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილების 2.11 პუნქტის მიხედვით, ვადაგადაცილებული დღეთა რაოდენობა განისაზღვრა 470 დღე. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.2. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების-ზეთის შემცველი მარცვლეულის გადამამუშავებელი საწარმოს ამოქმედებისა და 5 000 000.00 აშშ დოლარის ინვესტიციის განუხორციელებლობის გამო, ხელშეკრულების 4.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „I----- I---------“-ის დაეკისრა პირგასამტეხლო 1 575 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, რაც ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის შეადგენს დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის - 5 000 000.00 აშშ დოლარის 0.06 %. პალატას მიაჩნია, რომ ამ ოდენობით პირგასამტეხლო, უზრუნველყოფს ხელშეკრულების მეორე მხარის (გამყიდველის) ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოპასუხეს დაეკისრა გარკვეული საზღაურის გადახდა. მით უფრო ისეთ ვითარებაში, როდესაც ნასყიდობის საგანი დაბრუნებულია აჭარის ა/რესპუბლიკის საკუთრებაში, ხოლო ნასყიდობის ფასი მოპასუხისათვის დაბრუნებული არ არის,. 4.5. ხელშეკრულების 4.1. მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარიცხულ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს: განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ შპს „I----- I---------“-ის მიერ, ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა, ნაცვლად მოსარჩელეს მიერ მითითებული 515 დღისა, განსაზღვრა 470 დღე (2013 წლის 11 ნოემბრიდან-2015 წლის 24 თებერვლამდე). ქონების ღირებულების შესაბამისად, 410000 ლარის 0,1%-ზე გაანგარიშებით, ერთი დღის პირგასამტეხლო შეადგენს 410 ლარს, ხოლო 470 დღეზე გაანგარიშებით-192 700 ლარს. შესაბამისად, ამ ოდენობაზე მეტი პირგასამტეხლოს-200 000 ლარის დაკისრება არ გამომდინარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს უფლება არა აქვს საუარესოდ შეაბრუნოს გადაწყვეტილება, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს „I----- I---------“-ისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო, ასევე უზრუნველყოფს რომ ა---------------------------------------------ისტროს (გამყიდველის) ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომ ამ ნაწილშიც ვალდებულების დარღვევის გამო, მოპასუხეს დაეკისრა გარკვეული საზღაურის გადახდა. 4.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შპს „I----- I---------“-ისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ა---------------------------------------------ისტროს შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ა---------------------------------------------ისტროს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 მაისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე კოდექსის 46.2 მუხლისა და სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,უ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მიუხედავად იმისა, რომ არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა---------------------------------------------ისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე