განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2018
საქმის ნომერი
080210018001398659
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210018001398659

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ს----------–--- სახელით

 

საქმე№2/ბ-158-17 11 აპრილი 2018 წელი

ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - ს----------–-----------------–-------------------------------–---–------------------------------ო” თ---------- მ---------–- შპს ,,დ---” კ------------- კ-----–--ე (დირექტორი), თ----------ი კ-----–--ე

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შპს ”დ---“-სათვის, ს----------–-----------------–-----------------------------–---–----------------------------ოს“ სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, დამატებით, 9000 ლარის გადახდის დაკისრება

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელეს მითითებით, ს----------–-----------------–----------------------------–---–--------------------------------- და შპს „დ---ს“ შორის, 2015 წლის 3 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N------ რომელიც ითვალისწინებდა სათაფლიის აღკვეთილის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა შენობა-ნაგებობის და ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოს შესრულებას.

ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა-131899.95 ლარი, შესრულების ვადა -60 კალენდარული დღე.

შპს „დ---ს“ მიერ, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები დასრულდა 2015 წლის 21 აგვისტოს, 19 დღიანი დაგვიანებით, რაც დასტურდება თავად მოპასუხის 2015 წლის 21 აგვისტოს წერილით და 2015 წლის 3 სექტემბრის სამუშაოთა დასრულების აქტით.

გარდა ამისა, მოპასუხემ დაარღვია გეგმა- გრაფიკით გათვალისწინებული ვადა 180 დღით.

ხელშეკრულების 13.1 და 13.2 პუნქტების საფუძველზე დაანგარიშდა პირგასამტეხლო, რომელმაც სამუშაოს დასრულების დაგვიანებისათვის შეადგინა 1253.05 ლარი, ხოლო გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის 9000 ლარი, სულ 10253.05 ლარი.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე, 2015 წლის 30 ნოემბერს წერილით მიმართეს მოპასუხეს, თუმცა უშედეგოდ.

შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე, შ.პ.ს. ,,დ---ს“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მათი მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ჯერ კიდევ 2015 წლის 31 ივლისს შესრულდა, რის შესახებაც წერილობით აცნობეს მოსარჩელეს, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.

გარდა ამისა, ხელშეკრულების 13,2 მუხლით ვადაგადაცილებად ითვლება სამ კვირაზე მეტი ვადით გადაცილება.

მოსარჩელის მტკიცებით, ვადაგადაცილებას ადგილი ჰქონდა, მხოლოდ 19 დღით, რაც არასწორია, თუმცა ვადაგადაცილების შემთხვევაშიც კი, მიმწოდებელს ევალებოდა გამოესწორებინა დაშვებული ხარვეზი საკუთარი სახსრებით, უმოქმედობის შემთხვევაში კი უნდა გამოეყენებინა 13.1 პუნქტი.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1. ს----------–--- გარემოს დაცვის სამინისტროს ს--------–---–-------------------------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შპს „დ---ს“ დაეკისროს ს----------–--- გ------------–------------------ სსიპ „დ-–---–-------------------------------“ სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს-1252.86 ლარიას გადახდა;

3. დანარჩენ ნაწილში ს----------–--- გ------------–------------------ სსიპ „დ-–---–-------------------------------“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. შპს „დ---ს“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. ს----------–--- გ------------–------------------ სსიპ „დ-–---–-------------------------------“ და შპს „დ---ს“ შორის 2015 წლის 3 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N------ რომელიც ითვალისწინებდა სათაფლიის აღკვეთილის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა შენობა-ნაგებობის და ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოს შესრულებას.

ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა- 131899.95 ლარი, შესრულების ვადა -60 კალენდარული დღე.

 

2.2. ხელშეკრულების 13.1 და 13.2 პუნქტებით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილევბული დღისათვის მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით (13.1 პუნქტი).

წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ ვალდებულია, ორი კვირის ვადაში გაასწოროს არსებული ჩამორჩენა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ დარღვეულ (სამი კვირა) და შემდგომ პერიოდზე, 13.1. პუნქტის გარდა, დამატებით გადაიხდის პირგასამტეხლოს ყოველ გადაცდენილ დღეზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ჩამორჩენა ან მისი გამოსწორების ვადის უშედეგოდ გასვლა არ არის გამოწვეული „შემსყიდველის“ მიზეზით (13.2 პუნქტი).

 

2.3. დადგენილია, რომ მხარეთა მიერ, ცალ-ცალკეა შეთანხმებული გეგმა-გრაფიკი შემდეგ სამუშაოებზე:

სპელოლოგიური მუზეუმი-გარე პერიმეტრი;

გადმოსახედის კაფეტერია;

მღვიმეებში მისასვლელი ბილიკები;

მღვიმეში შესასვლელი და გამოსასვლელი;

ჭიშკარი- ლოგო და ასოები;

მთავარი მისასვლელი შენობისა და გარე პერიმეტრის რეაბილიტაცია;

საკონსერვაციო პავილიონი;

მონუმენტის მოედანი;

ეკოსაგანმანათლებლო მოედანი და ბავშვთა გორაკები;

ვიზიტორთა ცენტრი-შიდა პერიმეტრი;

ვიზიტორთა ცენტრი-გარე პერიმეტრი;

კაფეტერია-ტერასა;

ელექტრო სამუშაოები-ლამპიონები;

ამფითეატრი;

წყლის რეზერვუარი;

ფეხსავალი ბილიკის მოკირწყვლა.

 

2.4. 2015 წლის 3 სექტემბერს შედგენილი სამუშაოთა დასრულების აქტის მიხედვით, სსიპ „დ-–---–-------------------------------“ და შპს „დ---ს“ შორის, 2015 წლის 4 ივნისს გაფორმებული N------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სათაფლია აღკვეთილში არსებული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 2015 წლის 21 აგვისტოს, ანუ 19 დღის დაგვიანებით.

აქტს ხელს აწერს ორივე მხარის წარმომადგენელი, მათ შორის შპს „დ---ს“ დირექტორი.

 

2.5. სსიპ „დ-–---–-------------------------------“ მიმართ, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს „დ---ს“ მიერ გეგმა- გრაფიკი დარღვეულია შემდეგ შემთხვევებში:

1. გადმოსახედის კაფეტერია-ოვალურ სახურავზე მეტლახის ბორდიურის მოწყობა (წყალ შემკრები, 3 გვერდი) 4 გამსვლელი ღობით;

2. მღვიმეში შესასვლელი და გამოსასვლელი - ფლეთილი ქვის დემონტაჟი და ხელახალი მონტაჟი გრანიტის ფილებით;

3. ჭიშკარი, ლოგო და ასოები - ლოგოს ასოების დამზადება (მაღალი ხარისხის მოვერცხლილი ასოები), 15 დიდი ზომის 49 პატარა;

4. მთავარი მისასვლელი შენობის რეაბილიტაცია, გარე პერიმეტრის რეაბილიტაცია-კედლის დაშენება არსებულ კედელზე სისქით 20 სმ;

5. კედელზე დეკორატიული ლამფის მოწყობა;

6. საკონსერვაციო პავილიონი - დაზიანებული შინგლის გადახურვის შეკეთება ;

7. ვიზიტორთა ცენტრი გარე პერიმეტრი-ბრუსჩატკის დემონტაჟი;

8. ქვიშის საფარის მოხსნა;

9. ღორღის საფარის მოხსნა;

10. კაფეტერია ტერასა- ფლეთილი ქვის დემონტაჟი, ხელახალი მონტაჟით, ქვიშა ცემენტის ხსნარზე შოვების შევსებით.

თითოეული სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილება შეადგენს 18 დღეს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე მუხლებზე და განმარტა:

მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო. ამასთან, ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა სახეზეა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება.

საკასაციო პალატამ N ას-1220-1480-09 საქმეზე 25.05.2010 წ. განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.

ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. მეორეს მხრივ, იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს.

ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

 

2.7. განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული კერძოდ, ხელშეკრულების 31.1 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით.

ვინაიდან, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების შესრულების ვადა 19 დღით, ამასთან 131 899.95 ლარის 0.05% შეადგენს 65.94 ლარს, ვადაგადაცილებულ 19 დღეზე გაანგარიშებით, ხელშეკრულების 31.1 პუნქტიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 1 252.86 ლარით, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

2.8. რაც შეეხება ხელშეკრულების 13.2 პუნტიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნას, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მითითებული პუნქტის თანახმად, წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ ვალდებულია ორი კვირის ვადაში გაასწოროს არსებული ჩამორჩენა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ დარღვეულ (სამი კვირა) და შემდგომ პერიოდზე, 13.1. პუნქტის გარდა დამატებით გადაიხდის პირგასამტეხლოს ყოველ გადაცდენილ დღეზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

განსახილველ შემთხვევაში, დამოუკიდებელი გეგმა-გრაფიკების მიხედვით განსაზღვრული ზოგიერთი სამუშაოს შესრულების ვადა დარღვეული იქნა 18 დღით, რაც ადასტურებს, რომ სახეზე არ არის ვადის სამკვირიანი დარღვევა.

შესაბამისად, არ არსებობს ხელშეკრულების 13.2 პუნტიდან გამომდინარე, დღეში 50 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

 

2.9. გაზიარებული არ იქნა მოსარჩელის განმარტება, რომ სახეზეა გეგმა-გრაფიკის ვადის დარღვევა 180 დღით. სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ცალკეული სამუშაოების შესრულების ვადებზე ცალ-ცალკე, რაც აისახა გეგმა-გრაფიკებში. თითოეული მათგანის ვადის დარღვევა მოხდა 18 დღით, თუმცა გაურკვეველია, რატომ მოხდა მათი დაჯამება და დარღვევის დღეების ოდენობად 180 დღის მითითება, როცა ასეთ შეთანხმებას ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის სამ კვირამდე (21 დღემდე) დარღვევის შემთხვევაში, მოპასუხე (მიმწოდებელი) თავისუფლდებოდა ხელშეკრულების 13.2 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდისაგან.

ხელშეკრულების 13.2 მუხლში ასეთი ჩანაწერი არ არის და არც კონტექსტიდან გამომდინარეობს. ამ მუხლში სამ კვირაზე მითითება ფრჩხილებშია ჩასმული და ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული.

ასევე გასათვალისწინებელია, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ სასამართლო სხდომაზე სააგენტოს (მოსარჩელე) წარმომადგენელმა განმარტა, რომ „სამი კვირა“ ფრჩხილებში იმიტომ იყო ჩასმული, რომ შეცდომით იყო მითითებული და მხედველობაში არ უნდა ყოფილიყო მიღებული.

13.2 მუხლის კონტექსტიდან გამომდინარე, ორი კვირიანი ვადაგადაცილება, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნეოდა საპატიოდ, თუ ამ ვადაში აღმოიფხვრებოდა ჩამორჩენა

 

3.2. სასამართლომ, გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ ცალკეული სამუშაოებზე გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ვადები დაირღვა 18 დღით და, რომ ასეთი სამუშაოების რაოდენობა იყო სულ 10 ერთეული.

ვინაიდან, თითოეული სამუშაო ცალ-ცალკე ექვემდებარებოდა პირგასამტეხლოს გადახდას, მითითებული 10 სამუშაოსათვის, 18 დღიანი გადაგადაცილების პირობებში, ჯამში ასანაზღაურებელს წარმოადგენდა 180 დღე (10*18=180 დღე), რომლებზეც გადახდილი უნდა ყოფილიყო პირგასამტეხლო 9000 ლარის ოდენობით (180*50ლ=9000 ლარს).

 

3.3. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

თუ სასამართლო გამოიყენებდა აღნიშნულ კანონს, ხელშეკრულების 13.2 მუხლის გონივრული განსჯის შედეგად დაადგენდა, რომ გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, "მიმწოდებელი" (მოპასუხე) ვალდებული იყო ორი კვირის ვადაში გამოესწორებინა ჩამორჩენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ორ კვირაში ვერ აღმოფხვრიდა ვადის დარღვევას ვალდებული იყო უკვე დარღვეულ, ორ კვირიან ვადაზე და შემდგომ პერიოდზე გადაეხადა პირგასამტეხლო.

ვინაიდან, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი (სსკ-ის 52-ე მუხლი), რომელიც უნდა გამოეყენებინა, მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, რაც სსსკ-ის 393-ე მუხლიდან გამომდინარე წარმოადგენს მისი გაუქმების საფუძველს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ს----------–--- გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ „დ-–---–-------------------------------- სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1.-2.5 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.6.-2.9 პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები- სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, სწორად განმარტა, თუ არა სასამართლომ ს----------–--- გ------------–------------------ სსიპ „დ-–---–-------------------------------“ და შპს „დ---ს“ შორის, 2015 წლის 3 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების 13.2 პუნქტში გამოვლენილი ნება. 4.4. სადაო საკითხზე აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მსჯელობისას პალატა მიუთითებს ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა, მარტოოდენ, გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ამ ნორმის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი ხელშეკრულების 13.2 პუნქტში მხარეთა მიერ გამოხატული ნებაც, გონივრული განსჯის შედეგად უნდა დადგინდეს. 4.5. ხელშეკრულების ტექსტის თანმიმდევრულობისა და მისი შინაარსის ანალიზის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: ხელშეკრულებით ნაკისრი მთლიანი ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო გადაეხადა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,05%-ის ოდენობით (13.1. პუნქტი). გარდა ამისა, გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, „მიმწოდებელს“ ორი კვირის ვადაში უნდა გაესწორებინა არსებული ჩამორჩენა. თუ ვადის დარღვევა სამი კვირით ან მეტი დროით გაგრძელდებოდა, ასეთი შემთხვევაში, „მიმწოდებელს“, გარდა ხელშეკრულების ღირებულების 0,05%-ის ოდენობისა, დამატებით დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, სამი კვირის შემდეგ, ყოველ გადაცდენილ დღეზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, თუ ჩამორჩენა ან მისი გამოსწორების ვადის უშედეგოდ გასვლა არ იქნებოდა გამოწვეული „შემსყიდველის“ მიზეზით. ამდენად, ხელშკრულების 13.2 პუნქტში დაფიქსირებული ჩანაწერი „ სამი კვირა და შემდგომი პერიოდი“ არ შეიძლება გაგებული იქნეს, როგორც შეცდომა და იგი გაგებულ უნდა იქნეს, როგორც დამატებითი პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვადის ათვლის საწყისად. 4.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ხელშეკრულების 13.2 პუნქტში გამოხატული ნების განმარტებასთან დაკავშირებით დასაბუთებულია და არ არსებობს ამ ნაწილში აპელანტის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი. 4.7. პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 4 ივნისს გაფორმებული N------ ხელშეკრულება არ შეიცავს შეთანხმებას გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ცალკეული სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, ვადაგადაცილებულ დღეთა ოდენობად, მათი ჯამის განსაზღვრასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ ნაწილშიც დასაბუთებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილება და არ არსებობს აპელანტის მსჯელობის გაზიარების საფუძველი. 4.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც ს----------–--- გ------------–------------------ სსიპ „დ-–---–-------------------------------“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, ს----------–--- გ------------–------------------ სსიპ „დ-–---–-------------------------------“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ს----------–--- გ------------–------------------ სსიპ „დ-–---–-------------------------------“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება. 6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის, აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-360 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს----------–-----------------–-----------------------------–---–----------------------------ოს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ს----------–--- უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე