განაჩენი

სისხლის სამართლის 01.05.2018
საქმის ნომერი
330100115001181590
ინსტანცია
თარიღი
01.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115001181590

საქმე №1/ბ-328-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 აპრილი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ---------------ის,მსჯავრდებულების: ლ--–-------–-–---–ის, მ-----------–-–---–ის,ადვოკატ: ნ-----------------–---–ის,მონაწილეობით,მსჯავრდებულების ლ--–-------–-–---–ის და მ-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ--–-----------------–-------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 19---–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;

მ---------------------–-------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 19----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი #01---------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 თებერვლის განაჩენით ლ--–-------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

მ-----------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

 

ლ--–-------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლა და სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად;

 

მ-----------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლა და სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად.

 

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2013 წლის 1 ივნისს ლ--–-------–-–---–მა დაარღვია ბინის ხელშეუხებლობა და უკანონოდ, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შევიდა ქ-------–--–---------–-----–-----------–----------ში მდებარე ლ-------------–---ის საკუთრებაში არსებულ ბინაში. ბინაში ასევე უკანონოდ შევიდა მ-----------–-–---–ი, რის შემდეგაც ლ--–-------–-–---–ი და მ-----------–-–---–ი დღემდე უკანონოდ ცხოვრობენ ზემოაღნიშნულ ბინაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა ლ--–-------–-–---–მა და მ-----------–-–---–მა, რომელთაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განაჩენის გაუქმება და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულებმა სრულად ცნეს თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მოითხოვეს სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ მსჯავრდებულების ლ--–-------–-–---–ის და მ-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მსჯავრდებულების ლ--–-------–-–---–ის და მ-----------–-–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. მათ მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მათი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

დაზარალებულმა ლ-------------–---მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2010 წელს კ-----------------------–---–ისგან და ხ---------------სგან 85 000 აშშ დოლარად შეიძინა ქ------–--–---------–-----–-----------–-------------ში მიწის ნაკვეთი მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით. აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდნენ ო---–-–---–--ის ოჯახი, რომლებსაც რამდენიმე დღეში უნდა დაეტოვებინათ უძრავი ქონება. ბრალდებულებს შეეთავაზათ ან ბინა გაეთავისუფლებინათ, ან გადაეხადათ ნასყიდობის ღირებულება, თუნდაც ნაწილ-ნაწილ, რის სანაცვლოდაც დაზარალებული ბინას დათმობდა, მაგრამ მ----- და ლ--–-------–-–---–მა არც ბინა გაათავისუფლეს და არც თანხა გადაიხადეს, რის გამოც 2012 წელს ლ--------–---მა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ო---–-–---–--ის ოჯახის გამოსახლება, სასამართლომ დააკმაყოფილა მისი სასარჩელო მოთხოვნა. შედეგად, 2013 წელს მოხდა აღსრულების პოლიციის მიერ მ-----------–-–---–ის ოჯახის იძულებით გამოსახლება. გამოსახლების პროცესში გამოიცვალა კარის საკეტები. თუმცა მ----- და ლ--–-------–-–---–ები გამოცვლილი კარის საკეტის დაზიანების გზით კვლავ შევიდნენ ხსენებულ სახლში საცხოვრებლად და დღემდე ცხოვრობენ იქ მისი ნების საწინააღმდეგოდ.

 

საჯარო რეესტრის 2--------- წლის ამონაწერით დგინდება, რომ ქ------–--–---------–-----–-----------–-------------ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო მ-----------–-–---–ი, ქონებაზე ფიქსირდებოდა იპოთეკა, იპოთეკარები იყვნენ კ-----------------------–---–ი და ხ--------------- (იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმების თარიღი 1--------- წ.). საჯარო რეესტრის 2--------- წლის ამონაწერით მონაცემი შეიცვალა, ქონების მესაკუთრეები გახდნენ კ-----------------------–---–ი და ხ---------------, მხარეებს შორის 2010 წლის 17 ივნისს დაიდო წერილობითი შეთანხმება იპოთეკის საგნის იპოთეკარებისათვის გამოსყიდვის უფლებით საკუთრებაში გადაცემის შესახებ. იპოთეკარებს სხვა პირზე უძრავი ნივთის გასხვისების უფლება აეკრძალათ მორიგების ვადის გასვლამდე - 2010 წლის 10 სექტემბრამდე. შეთახმების ვადის გასვლის შემდეგ, მ-----------–-–---–ის მიერ პირობის შეუსრულებლობის გამო კ-----------------------–---–მა და ხ---------------მ ქონება გაასხვისეს ლ-------------–---ზე.

 

საჯარო რეესტრის 2--------- წლის ამონაწერით დგინდება, რომ ქ------–--–---------–-----–-----------–-------------ში მდებარე უძრავი ქონება აღრიცხულია ლ-------------–---ის სახელზე, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 2--------- წ. პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებით საჯარო რეესტრის ამონაწერით სასამართლო ადგენს, რომ ბინაში სადაც უკანონოდ ცხოვრობენ ბრალდებულები მ----- და ლ--–-------–-–---–ი არის დაზარალებულ ლ-------------–---ის საკუთრება.

 

მოწმე კ-----------------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო დ----–-----–-----------–-------------ში მდებარე მ-----------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გადავიდა მისი და ხ---------------ს საკუთრებაში, რომლებმაც თავის მხრივ ბინა გაასხვისეს ლ-------------–---ზე ნასყიდობის ხელშეკრულებით.

 

რაც შეეხება გამოსახლების კანონიერებას, ლ-------------–---მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ-------------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მ-----------–-–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა თბილისში, დ----–-----–-----------–-------------ში მდებარე 646 მ2 ფართის მქონე მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 187 მ2 (ს-------------------------------------- და ის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ლ-------------–---ს. თბილისის სააპელაციო სასამართლის სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მ-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 13 სექტემბრის განჩინებით მ-----------–-–---–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება დარჩა უცვლელად.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 2013 წლის 30 იანვრის წინადადება მოვალისადმი გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე, რომელიც 2013 წლის 11 თებერვალს ჩაბარდა მ-----------–-–---–ს. ამ წინადადების თანახმად, მ-----------–-–---–ს გაფრთხილების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში მიეცა წინადადება ნებაყოფლობით მოეყვანა სისრულეში სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა და გამოეთავისუფლებინა სააღსრულებო ფურცელში მითითებული ქ------–--–--------–----------------–-------------ში მდებარე უძრავი ქონება, სხვა შემთხვევაში, როგორც წინადადებაში იყო მითითებული დაიწყებოდა იძულებითი აღსრულება. აღნიშნული მტკიცებულება ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულებს სახელმწიფომ მისცა გონივრული შესაძლებლობა, ნებაყოფლობით გაეთავისუფლებინათ ბინა. აღნიშნული ეჭვგარეშე ადასტურებს, რომ ბრალდებულ მ-----------–-–---–ისათვის ცალსახად ცნობილი იყო მისი ვალდებულების შესახებ, გამოეთავისუფლებინა ლ-------------–---ის საკუთრებაში არსებული ბინა.

 

სადავო ქონებიდან უკანონო მფლობელების გამოსახლების ფაქტი დაადასტურეს აღსრულების პოლიციის ქ.თბილისის განყოფილების პოლიციელებმა გ---------------–---–მა და რე-----------–---მ. მოწმეთა განმარტებით, იძულებით გამოსახლებამდე მ-----------–-–---–ს მიეცა წინადადება უძრავი ქონების ნებაყოფლობით გათავისუფლებაზე, რაც მ.ოძელაშვილის მიერ განზრახ არ შესრულდა. იძულებით აღსრულება დაიგეგმა 2013 წლის 28 მაისს 11:00 საათზე. აღნიშნულ თარიღამდე მოვალე მხარეს უნდა მოეყვანა სისრულეში სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა, კერძოდ დაეცალა უძრავი ქონება მოძრავი ნივთებისგან. წინადადება ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა მ-----------–-–---–ს. ვინაიდან უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოთავისუფლება არ მოხდა, 2013 წლის 28 მაისს 11:00 საათზე იძულებითი აღსრულების (გამოსახლების) მიზნით გ---------------–---–ი და რე-----------–--- აღსრულების პოლიციის ქ.თბილისის განყოფილების პოლიციის სხვა თანამშრომლებთან ო------–-------–---–თან, კონსტანტინე ჩუბინიძესთან, დ---------------ესთან ერთად გამოცხადდნენ სადავო ბინაში. სადაც არ დახვდათ არავინ, შესაბამისად ბინის მესაკუთრის წარმომადგენლის მ----- ლ---------ის და მუნიციპალიტეტის თანამშრომლის მონაწილეობით მოხდა აღწერა ბინაში არსებული მოძრავი ქონების. შემდგომ შეიცვალა საკეტები და გასაღებები გადაეცა მესაკუთრის წარმომადგენელს.

 

სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ 2013 წლის 28 მაისის ოქმით, რომელიც შედგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ქ.თბილისის განყოფილების პოლიციელების ო------–-------–---–ის, კ--------------ის, რ------------–--ის, დ---------------ის, გ---------------–---–ის, კრედიტორის წარმომადგენლის მ----- ლ---------ის, ვაკის რაიონის წყნეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლის თ-----------–-----–---–ის მონაწილეობით, დგინდება, რომ 2013 წლის 28 მაისს, 11:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 20 ნოემბერს გაცემული #2/14251-11 სააღსრულებო ფურცლის თანახმად მოვალეების მ-----------–-–---–ის და ლ---–--------–-------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ უნდა ყოფილიყო უძრავი ქონება მდებარე ქ------–--–--------–----------------–-------------ში და ის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა გადასცემოდა მესაკუთრე ლ-------------–---ს. მოვალეს ჩაბარდა „წინადადება მოვალისადმი გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე“, რომლის მიხედვით იძულებით გამოსახლება დაინიშნა 2013 წლის 28 მაისს 11:00 საათზე. სააღსრულებო მოქმედების აღსრულების პროცესში მისამართზე არავინ იმყოფებოდა. შესაბამისად მოხდა სახლში განთავსებული მოძრავი ქონების აღწერა, რის შემდგომაც კრედიტორის წარმომადგენელმა ლამარა ლ---------მა შეცვალა კარის საკეტები და ჩაიბარა ხსენებულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონება.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ვაკის რაიონის - წყნეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი თ-----------–-----–---–ი, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა სააღსრულებო პროცესს. მოწმემ განმარტა, 2013 წლის 28 მაისს, დ----–-----–-----------–-------------ში მდებარე სახლის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის პროცესს არ ესწრებოდნენ ამ სახლის მაცხოვრებლები, აღნიშნულის გამო აუცილებელი გახდა პროცესში ჩართულიყო მუნიციპალიტეტის თანამშრომელი. მოწმე თ-----–-----–---–ის ჩვენებით, იგი თვალს ადევნებდა სააღსრულებო პროცედურას, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ბინაში აღწერეს მოძრავი ნივთები, ამის შემდეგ გამოიცვალა ყველა კარის საკეტი, გასაღებები ჩაბარდა მესაკუთრის წარმომადგენელს, შემდეგ შედგა შესაბამისი ოქმი, რომელზედაც ხელი მოაწერა.

 

სააღსრულებო მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტი დაადასტურა ასევე მოწმე მ----- ლ---------მა, რომელიც აღნიშნულ პროცესში მონაწილეობას იღებდა, როგორც ლ-------------–---ის წარმომადგენელი, ნოტარიალურად დამოწმებული აქტის - რწმუნებულების საფუძველზე. მოწმემ განმარტა, რომ მან უშუალოდ შეიძინა ახალი საკეტები სახლის ყველა კარისა და ჭიშკარისათვის. აღიწერა ბინაში არსებული ყველა მოძრავი ნივთი, გამოიცვალა საკეტები სახლის ყველა კარსა და ჭიშკარზე. აღსრულების პოლიციის წარმომადგენლების თანდასწრებით დაკეტეს კარები და მან ყველა გასაღები თან წამოიღო. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდგომ მას აცნობეს, რომ სადავო ბინაში კვლავ ვიღაცეები ცხოვრობდნენ. იგი იმავე დღეს ავიდა წყნეთში და დაინახა სახლის აივანზე მყოფი მ-----------–-–---–ი, ლ--–-------–-–---–ი და მათი ოჯახის წევრები, რის გამოც იმავე დღეს, 2013 წლის 13 ივნისს მიმართა სამართალდამცავებს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სწორედ მ----- ლ---------ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 160-ე მუხლის ნიშნებით.

 

მ----- და ლ--–-------–-–---–ების მეზობლების: მოწმეების მ-------------–---–ის, ნ--------–----ის, თ--------------ის, ლ--–--------–---–ის, ასევე თავად ბრალდებულების ჩვენებებით უტყუარად დასტურდება მატერიალური ფაქტი, რომ იძულებითი გამოსახლების შემდეგ, 2013 წლის 1 ივნისს ლ--–-------–-–---–ი ბინის მფლობელის ლ-------------–---ის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდა ბინაში საცხოვრებლად, ბინაში უკანონოდ ასევე შევიდა ბრალდებული მ-----------–-–---–ი. დასახელებული პირების ჩვენებებით ასევე დასტურდება, რომ ბინაში უკანონოდ შეჭრიდან, ლ--–-------–-–---–ი და მ-----------–-–---–ი ამ ბინაში უწყვეტად ცხოვრობენ.

 

ლ--–-------–-–---–ის და მ-----------–-–---–ის მხრიდან ბინაში უკანონოდ შეღწევა განხორციელდა ბინის საკეტის დაზიანებით, რასაც მოწმობს 2013 წლის 13 ივნისის დათვალიერების ოქმი. დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ ერთ-ერთი კარის საკეტი იყო დაზიანებული, ხოლო მეორე კარის საკეტი იყო შეცვლილი.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულებისათვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, კერძოდ, სასჯელის სახით, თითოეულისათვის ჯარიმის - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, განსაზღვრის შესახებ, სააპელაციო პალატა იზიარებს ნაწილობრივ. აღნიშნულთან ერთად, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მსჯავრდებულთა პიროვნებებს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულებმა სააპელაციო პალატის სხდომაზე აღიარეს ჩადენილი დანაშაული, ლ--–-------–-–---–ს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, ხოლო მ-----------–-–---–ი ასაკოვანია, ამასთან სააპალაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა დაზარალებულის ლ--------–---ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, იმის თაობაზე, რომ იგი 2018 წლის 18 აპრილის მდგომარეობით შეურიგდა მსჯავრდებულებს, მოხდა მათ შორის მორიგება და საქმის წარმოების ამ ეტაპზე მათ მიმართ არავითარი მატერიალური პრეტენზია არ გააჩნია და შესაძლებლად მიაჩნია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევა სასჯელის შედარებით მსუბუქი სახის განსაზღვრით, კერძოდ, მსჯავრდებულ ლ--–-------–-–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უნდა შეუმსუბუქდეს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, აგრეთვე მსჯავრდებულ მ-----------–-–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, უნდა შეუმსუბუქდეს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 თებერვლის განაჩენში, უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ, სასჯელის განსაზღვრის ნაწილში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულების ლ--–-------–-–---–ის და მ-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 თებერვლის განაჩენში.

 

ლ--–-------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ლ--–-------–-–---–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 19 თებერვლიდან 2018 წლის 23 აპრილის ჩათვლით) შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ლ--–-------–-–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ლ--–-------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია, ხოლო გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

მ-----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მ-----------–-–---–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 19 თებერვლიდან 2018 წლის 23 აპრილის ჩათვლით) შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მ-----------–-–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

მ-----------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია, ხოლო გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი